საგაკვეთილო გეგმები 3


გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში N 5
სკოლა: სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის 22-ე საჯარო სკოლა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ნესტან კუპრავა პ/ნ  01007016705
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური, კლასი:  დაწყებითი საფეხური   მეორე  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
მათ შორის სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა-2
გაკვეთილის თემა: „როგორ მოიშინაურა ადამიანმა ძაღლი“-ტექსტი და კომიქსი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ ინტერაქციაში ნაცნობ თემატიკაზე, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება კომიქსების პერსონაჟებისა და მათი მოქმედებების მიმართ, მეტყველების დროს საყრდენად გამოიყენონ ილუსტრაცია და გადმოსცენ კომიქსის შინაარსი;  შეძლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტის (ამ შემთხვევაში კომიქსის) მაორგანიზებელი ელემენტების ამოცნობა; შეძლონ  ხმამაღლა და მკაფიოდ წაკითხვა,  წაკითხულის  გააზრება, შეჯამება და დასკვნის გაკეთება,   მარტივი ტექსტის შედგენისას  შეძლონ ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება.
საგაკვეთილო მიზნები სსსმ მოსწავლეებისთვის:  შეძლონ მარტივ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, (მაგალითად: ეს რა არის?),  შეძლონ  სიტყვებისა და ნახატების ერთმანეთთან დაკავშირება,  შეძლონ მარტივი სიტყვებისა და მათთვის საგანგებოდ შექმნილი მოკლე, მარტივი ტექსტის წაკითხვა, შეეცადონ, გამოხატონ  თავიანთი  დამოკიდებულება წაკითხულისადმი, (მაგალითად: მომეწონა, არ მომეწონა), შეძლონ  ნახატის გაფერადება, მათთვის საგანგებოდ დიფერენცირებული წერითი დავალების შესრულება.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)
1
აქტივობა- მოსწავლეებს გავაცნობ საგაკვეთილო მიზნებს.

საერთო-საკლასო ინტერაქცია
საერთო-საკლასო
ფლიპჩარტზე ჩამოწერილი, მოკლედ  და გასაგებად ფორმულირებული საგაკვეთილო მიზნები
2 წთ
2
აქტივობა- საგანთა არსებითი ნიშნების დახასიათებისათვის  და ახალი ტექსტის წასაკითხად  მოტივირების მიზნით მოსწავლეებს ვთავაზობ სასწავლო თამაშს.
შევარჩევ ლამაზად შეფუთულ ყუთს და მასში ნივთებს ისე ჩავალაგებ, რომ მოსწავლეებმა ვერ დაინახონ. ჩვენს შემთხვევაში, ყუთში ჩავდებ სათამაშო ძაღლს.  შეიძლება ეს  აქტივობა ბავშვებს სხვადასხვა ვარიაციით შევთავაზო:
პროცესს გამოცანის სახე მივცე,-კლასმა არ იცოდეს, რა ნივთი დევს ყუთში, გამოძახებულმა მოსწავლემ დაახასიათოს საგანი, - აღნიშნოს მისი ფერი, ფორმა, ზომა, რამდენიმე ნიშან-თვისება, მაგრამ ბოლომდე არ გახსნას საიდუმლო, დაუტოვოს თანატოლებს საფიქრალი. კლასმა თვითონ უნდა გამოიცნოს საგანი.
მეორე ვარიანტი: გამოძახებულმა მოსწავლემ კლასს წარუდგინოს ყუთში მოთავსებული საგანი და დაახასიათოს იგი.
სსსმ მოსწავლეებისათვის:
„იდუმალი ყუთიდან“ ამოვიღებ საგანს, ვუჩვენებ და ვთხოვ დაასახელოს:
რა არის ეს? ცხოველია თუ ფრინველი? როგორია იგი? (დაახასიათოს რამდენიმე ნიშნით).
აქტივობა „იდუმალი ყუთი“-მოსწავლეთა მოტივირება საგაკვეთილო ტექსტის წასაკითხად
აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა  მოტივაციის გაზრდას, ჩართულობას. ის კარგად ორგანიზებული თამაშია. სასწავლო თამაში ბავშვებში დაკვირვებულობის, მეხსიერების, აზროვნების, შემოქმედებითი წარმოსახვისა და ნების განვითარების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. „იდუმალი ყუთი“ სწორედ ასეთი აქტივობაა.


საერთო-საკლასო
ლამაზად გაფორმებული ყუთი
3 წთ
3
აქტივობა-ილუსტრაციების დათვალიერება და ვარაუდების გამოთქმა:
რის შესახებ წავიკითხავთ? როდის შეიძლებოდა მომხდარიყო ეს ამბავი?
სსსმ მოსწავლეებისთვის:
ისინი აქტივობაში სხვებთან ერთად მონაწილეობენ. მსგავსი აქტივობები ორივეს მოსწონს.

საკლასო ინტერაქცია
საერთო-საკლასო
წინასწარ მომზადებული საპრეზენტაციო მასალა- ილუსტრაციები პირველ ადამიანებზე.
3 წთ.
4
გ.-აქტივობა-კომიქსში წარმოდგენილი dialogebis wakiTxva;
მოსწავლეები kiTxuloben dialogebs saTanado intonaciebiT, gamoxataven winadadebebis modalobებs.
სსსმ მოსწავლეებისთვის: მათ ვამეორებინებ კითხვით წინადადებებს.

კომიქსების გამოყენება სწავლებაში
საერთო-საკლასო
წინასწარ მომზადებული კომიქსები.
5 წთ.
5
აქტივობა-კომიქსების მიხედვით მოკლე ტექსტის შედგენა;
მოსწავლეები ადგენენ წინადადებებს. ვთავაზობ, რომ მე მათთვის ვიქნები ე.წ. „კალამი“. ერთობლივი ინტერაქციით დაფაზე/ფლიპჩარტზე  დაიწერება მცირე მოცულობის მოთხრობა.
სსსმ მოსწავლეებისთვის:
შევთავაზებ ნახატებისა და სიტყვების დაწყვილებას.

მეთოდი -„მე-კალამი“
საერთო-საკლასო
დაფა/ცარცი
ან ფლიპჩარტი/
კალამი
5 წთ
6
აქტივობა- ტექსტის წაკითხვა  კითხვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით;
მეორეკლასელებს არა აქვთ სათანადო ჩვევები, კითხვის აღნიშნული სტრატეგია დამოუკიდებლად გამოიყენონ, ამიტომ თვითონ მივცემ მეთოდის გამოყენების მოდელს. წავუკითხავ მათ ტექსტს და ხმამაღლა აღვწერ აზროვნების პროცესს, იმ კონკრეტულ მოქმედებებს, რომელიც წაკითხულის გაგება-გააზრებას ემსახურება.
მოსწავლეებს ვეუბნები: დღეს მე გიჩვენებთ, თუ როგორ კითხულობს კარგი მკითხველი. ამისთვის შევეცდები, ჩემი ფიქრები ხმამაღლა წარმოვთქვა.  ჩვენ ერთად ვიმოგზაურებთ ფიქრების სამყაროში.
განვუმარტავ მათ, რომ ფიქრები გონებაში კითხვის პროცესში იბადება. გავაფრთხილებ, რომ შესაძლებელია ჩვენი ფიქრები ერთმანეთს არ დაემთხვეს.
დავიწყებ კითხვას. ტექსტში პერსონაჟების მონაცვლეობის მიხედვით შევიცვლი ტემბრს, ტონს, ინტონაციას, გამომეტყველებას, პოზას.
წავიკითხავ სათაურს და გამოვათქმევინებ ვარაუდებს. „ხმამაღალი ფიქრი“  სათაურის წაკითხვისთანავე დაიწყება: როგორ მოიშინაურა ადამიანმა ძაღლი“...
ხომ საინტერესო სათაურია? ილუსტრაციებმაც ხომ დაგვაინტერესა?   
წავუკითხავ პირველ ორ წინადადებას. ტექსტის წაკითხვა მოხდება ნაწილ-ნაწილ. ამ მეთოდისთვის დამახასიათებელ კითხვის სტრატეგიებს შევცვლი საჭიროებისამებრ.
სტრატეგია-ვარაუდების გამოთქმა: გამოთქვით თქვენი ვარაუდები, როგორ მოიქცევიან თუთი და თეა, უცნობ ცხოველს დაეხმარებიან?
სტრატეგია: პიროვნული რეაგირება:
ძალიან ვწუხვარ, რომ გამოქვაბულის ხალხი ასე დაუცველია და დათვისგან შეშინებული, ნეტავ ეს პრობლემა როგორ მოგვარდება.
სტრატეგია-ახსნა-განმარტება:
მაგალითად: განიმარტება სიტყვა: „გამოქვაბული.“
სტრატეგია-ვიზუალიზება:
აბა, თვალები დავხუჭოთ და წარმოვიდგინოთ ბავშვების რეაქცია, როცა უცნობმა ცხოველმა ისინი დაიცვა.
სტრატეგია-კავშირების დამყარება:
ამ ამბავმა ძაღლზე ნასწავლი ზღაპარი გამახსენა. გახსოვთ, როგორ ცდილობდა ძაღლი მეგობრის პოვნას? ის თუ გახსოვთ, ვინ აირჩია  საიმედო მეგობრად?
სტრატეგია-შეკითხვა-შეჯამება:
ხომ კარგია, როცა ისეთ მეგობარს იპოვი, რომელიც მუდამ შენს დახმარებას ცდილობს? თუნდაც ეს ცხოველი იყოს.
სტრატეგია-პიროვნული დამოკიდებულება-რეფლექსია:ძალიან გამიხარდა, რომ ძაღლმა და ადამიანმა ერთმანეთი იპოვეს და ერთგული მეგობრები გახდნენ.
რა გვასწავლა ამ ზღაპარმა?
სსსმ მოსწავლეებისათვის: ერთ-ერთი ასრულებს ჩემ მიერ შეთავაზებულ სამუშაოს,-აფერადებს ნახატს, რომელიც შესაძლებელია გამოვიყენოთ ტექსტის ილუსტრაციად.
მეორეს შეუძლია ამ მოცულობის ტექსტის მოსმენა, ვფიქრობ, ტექსტი ძაღლებზე მას დააინტერესებს.

 „ხმამაღალი ფიქრის  მეთოდი“
 ეხმარება მოსწავლეს საკუთარი აზროვნების პროცესის კონტროლში და აუმჯობესებს აზროვნებას.
უბიძგებს მკითხველს, შეანელოს კითხვის პროცესი და გააკონტროლოს ტექსტის გააზრება. „ხმამაღალი ფიქრის“ დანიშნულებაა მოსწავლეებისთვის იმის ჩვენება, თუ რა პრაქტიკული ხერხების მოშველიებით ცდილობენ კარგი მკითხველები ტექსტის მნიშვნელობის კონსტრუირებას. მეთოდის გამოყენება შესაძლებელია როგორც წაკითხვამდე, ასევე კითხვის პროცესში.

საერთო-საკლასო

წინასწარ მომზადებული, ადაპტირებული ტექსტი
სსსმ მოსწავლისთვის -წინასწარ მომზადებული გასაფერადებელი
5 წთ.
7
გ. -აქტივობა- კითხვაში ვარჯიში
„ემოციების ყუთიდან“ ბარათების დარიგების შემდეგ  მოსწავლეები ვარჯიშობენ ტექსტის წაკითხვაში,-
ეფექტური და სახალისო სტრატეგიების გამოყენებით.მაგალითად: ვისაც შეხვდება ბარათი: „გაბრაზებული“ იგი ეცდება ტექსტი შესაბამისი ემოციით წაიკითხოს, ზოგი წაიკითხავს „სიცილით“, ზოგი „წუწუნით“, ზოგი „სიმღერით“ და ა.შ.
სსსმ მოსწავლეებისთვის:
პირველი კითხულობს იმავე შინაარსის,ოღონდ  მკვეთრად დიფერენცირებულ ტექსტს, მეორეს კი
წავაკითხებ მისთვის საგანგებოდ შედგენილ მარტივ წინადადებებს:
ეს არის ძაღლი.
ეს არის ბიჭი. მას ჰქვია თუთი.
ეს თუთის ძაღლია.
კითხვის ეფექტური და სახალისო სტრატეგიები:
„კითხვის მატარებელი“-განგრძობით კითხვა,
„უცნაური ხმებით კითხვა“-ემოციური წაკითხვა
კითხვა ფიზიკური მოძრაობების თანხლებით.
ჯგუფებში სამუშაო
წინასწარ მომზადებული, ადაპტირებული ტექსტი კომიქსებითურთ.
5 წთ
8
აქტივობა-ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა

სსსმ მოსწავლეებისთვის:


„სიტყვის პირამიდა“




ჯგუფებში შესრულებულ სამუშაოს მოსწავლეები კლასის წინაშე წარმოადგენენ.
 ჯგუფებში სამუშაო
წინასწარ მომზადებული გრაფიკული სქემა










5 წთ

9

აქტივობა- ტექსტის გაგება-გააზრებაზე მიმართული :
პერსონაჟის დახასიათება და წაკითხულის შეჯამება
მოსწავლეებს შევთავაზებ გრაფიკულ სქემებს, რომელსაც ერთობლივი ინტერაქციით შევავსებთ.
სსსმ მოსწავლეეებისთვის:
სქემის შევსებისას იმათაც ვეკითხები: როგორია ბიჭი? როგორია ძაღლი?

პერსონაჟის დახასიათების სქემა
მოთხრობის რუკა
ტექსტის სტრუქტურულ ნაწილებზე დაკვირვების მიზნით მოსწავლეებს შევთავაზებ გრაფიკულ სქემებს, რომელსაც ერთობლივი ინტერაქციით შევავსებთ.
სქემის შევსებისას შესაძლებელია გამოვიყენო
ნარატიული ჩარჩოს შეკითხვები:
naratiuli CarCos kiTxvebi:
ვინ არიან მთავარი პერსონაჟები და რა განასხვავებს მათ სხვებისაგან?
სად და როდის ხდება მოქმედება? რით იწყება მოქმედება ნაწარმოებში?
როგორ გამოხატეს პერსონაჟებმა თავიანთი გრძნობები?
რა მიზნები აქვთ პერსონაჟებს?
როგორ ცდილობენ ისინი მიზნის მიღწევას?
რა შედეგი მოჰყვა პერსონაჟთა მცდელობას?
საერთო-საკლასო
წინასწარ მომზადებული გრაფიკული სქემები
5 წთ
გრაფიკული სქემა პერსონაჟის დასახასიათებლად











moTxrobis ruka
viTareba
dro
adgili
Text Box: პერსონაჟები
Text Box: მოქმედებები
Text Box: პრობლემის გადაწყვეტა








10
 აქტივობა: დასკვნის გაკეთება -შეჯამება;
მოსწავლეები აჯამებენ წაკითხულს და აკეთებენ დასკვნას.
სსსმ მოსწავლეებისათვის:
ვეკითხები, მოეწონა თუ არა ტექსტი, რა მოეწონა ყველაზე ძალიან...

სტრატეგია-ყველაზე მნიშვნელოვანი

საერთო-საკლასო
წინასწარ შედგენილი სქემა
3 წთ

მნიშვნელოვანია, რომ-------------------------------------------------------------------------------------------------

მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ-------------------------------------------------------------------


11

საშინაო დავალება

შეადგინონ მცირე მოცულობის ტექსტი კომიქსის მიხედვით და რვეულში ჩაწერონ.
ინდივიდუა
ლურად
რვეულები, კალმები, კომიქსები

12


შეფასება
მოსწავლეებს ზოგადად შევაფასებინებ გაკვეთილს წინასწარ შედგენილი მარტივი და სახალისო რუბრიკით,
გაკვეთილის შემდეგ
ყველა მოსწავლეს შევაფასებ ესგ-მიხედვით შედგენილი შეფასების რუბრიკით;
გავაანალიზებ გაკვეთილის ყველა ეპიზოდს,  დავწერ გაკვეთილის რეფლექსიას.

საერთო-საკლასო, ინდივიდუა
ლური

შეფასების რუბრიკები

4 წთ

გამოყენებული რესურსი


ჯურხა ნადირაძე- „ფიქრები შორეულ წარსულზე“
პრეისტორიული სამყარო-პირველი ადამიანები
საპრეზენტაციო მასალა პირველ ადამიანებზე.
ფლიპჩარტები, მარკერები, წინასწარ შედგენილი გრაფიკული სქემები, დაფა, ცარცი

მისაღწევი შედეგები, -ესგ-ში მითითებული ინდიკატორების შესაბამისად;
ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·         ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·         გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·         ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
ქართ.  II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
·         განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;
·         ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს, ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
·         პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.


ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
·         ამოიცნობს ტექსტის მარტივ სტრუქტურას,ილუსტრაციების მიხედვით ამოიცნობს ტექსტის ან წიგნის შესაძლო შინაარსს;
ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
·         მოცემული ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;



შეფასების რუბრიკა
კლასი: II
მასწავლებელი: ნესტან კუპრავა
თარიღი: 17.04.2018
გაკვეთილის თემა: „როგორ  მოიშინაურა ადამიანმა ძაღლი“
აღნიშვნები: 1-გასაუმჯობესებელია,    2-დამაკმაყოფილებელია, 3- საუკეთესოა
N
მოსწავლის გვარი, სახელი
კრიტერიუმები


მონაწილეობს საერთო-საკლასო და ჯგუფურ ინტერაქციებში
შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს აქტიური ლექსიკა და ენობრივი ფორმები
კითხულობს ხმამაღლა,  მკაფიოდ(მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით)  და იგებს წაკითხულის   შინაარსს
იყენებს კითხვის მარტივ სტრატეგიებს

ახასიათებს პერსონაჟს, აკეთებს დასკვნას, აჯამებს წაკითხულს
1






2






3


























I
შეფასების რუბრიკა სსსმ მოსწავლისთვის
გრძელვადიანი მიზნებიდან:
მოსწავლემ  შეძლოს ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციაში,  შეძლოს მოკლე და მარტივი წინადადების ამოკითხვა, შეძლოს მარტივი წერითი დავალებების შესრულება.
მოკლევადიანი მიზნები: მოისმინოს მცირე ზომის მარტივი ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება წაკითხულისადმი,-რა მომეწონა,რა  არ მომეწონა; ამოიკითხოს სიტყვები ასო-ბგერებით, დამარცვლით;   მარტივი წინადადებით გაწყობილი მოკლე ტექსტები წაიკითხოს დამარცვლით;  შეძლოს მოკლე სიტყვებისა და  წინადადებების გამოწერა.

მოკლევადიანი მიზნები
შეძლო
ვერ შეძლო
ისმენს მცირე ზომის მარტივ ტექსტებს, პასუხობს მარტივ შეკითხვებს.




კითხულობს მარტივი  წინადადებებით გაწყობილ ტექსტებს დამარცვლით.




გამოხატავს თავის დამოკიდებულებას,-მომეწონა, არ მომეწონა




იწერს შეთავაზებულ სიტყვებსა და მოკლე წინადადებებს.

















II
შეფასების რუბრიკა სსსმ მოსწავლისთვის
გრძელვადიანი მიზნებიდან:
მოსწავლემ  შეძლოს ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციაში,  შეძლოს მოკლე და მარტივი წინადადების ამოკითხვა, შეძლოს ანბანის ყველა ასოს და მარტივი სიტყვების  გამოწერა;
მოკლევადიანი მიზნები: მოისმინოს მცირე ზომის მარტივი ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება წაკითხულისადმი,-მომეწონა, არ მომეწონა; ამოიკითხოს სიტყვები ნახატების ქვეშ;  შეძლოს მარტივი წინადადების ამოკითხვა; გააფერადოს სხვადასხვა გასაფერადებელი,-ხელის მოტორიკის გასაუმჯობესებლად;

მოკლევადიანი მიზნები
შეძლო
ვერ შეძლო
ისმენს მცირე ზომის მარტივ ტექსტებს, პასუხობს მარტივ შეკითხვებს




კითხულობს მარტივ სიტყვებს და მარტივ წინადადებებს ნახატების ქვეშ.




გამოხატავს თავის დამოკიდებულებას,-მომეწონა, არ მომეწონა




აფერადებს ნახატებს, პუნქტირებით ან კონტურებით გამოწერილ  სიტყვებს.





ხელმოწერა:                                 ნესტან კუპრავა

თარიღი: 02.04.2018

No comments:

Post a Comment