სასწავლო რესურსი -"დიდი წიგნი"

სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის  დაწყებითი საფეხურის   მასწავლებლის  ნესტან კუპრავას რეფლექსია
სასწავლო რესურსი
„დიდი წიგნები“
ვასილ გულეურის ლექსები
I კლასის მოსწავლეებისთვის
კითხვის უნართა განსავითარებლად
სასწავლო რესური- „დიდი წიგნების“ სერია, რომლებშიც  შეტანილია  ვასილ გულეურის საბავშვო ლექსები, ჩემ მიერ შეიქმნა მიმდინარე სასწავლო წელს პირველკლასელთათვის. ამ რესურსის გამოყენება აუცილებლად მოითხოვს გარკვეულ ცოდნას,  პროფესიონალურ მიდგომას,  კითხვას „დიდი წიგნის“  მეთოდით.
ვასილ გულეური უკვე კარგად ცნობილი საბავშვო მწერალია. იგი დაიბადა 1971 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ გორში. მისი საბავშვო ლექსები პირველად დაიბეჭდა ჟურნალდილაში“. 2007 წელს საბავშვო ლექსების ციკლმასაბავშვო ბაღიმიიღო მეორე ადგილი ლიტერატურული კონკურსშიწერო“. ავტორია საბავშვო წიგნებისა: „მელაკუდას მაღაზია“, ლექსები („დიოგენე“, 2007); „ჩიტის მოტანილი ამბები“, ლექსები („დიოგენე“, 2007); „ხუთი ამბავი ლექსად“, ლექსები („სეზანი“, 2009) „საბავშვო ლექსები“ (გამოცემული ფარმაცევტული კომპანია GPC – მიერ, 2009); „ზოოპარკი“, ლექსები („შემეცნება“, 2011); „დაბრუნებული ბგერები“, საშობაო ზღაპარი („ელფის გამომცემლობა“, 2012) „ციცქნა ციკოს ცისქვეშეთი“, ლექსები („საუნჯე“, 2013) ბოლო ხანებში მან წიგნად გამოსცა მოთხრობების კრებული „სოფლისა და ქალაქის ამბები“, რომელსაც  ჩემი  მოსწავლეები სიამოვნებით გაეცნენ და მოიწონეს.
ვინაიდან პოეტის  ლექსები სრულ შესაბამისობაშია  პირველკლასელთა ასაკობრივ ჯგუფთან, გადავწყვიტე, ბავსვებისთვის  შემექმნა „ დიდი წიგნები“.
მიზანი: ჰოლისტური მეთოდით კითხვის უნარის ჩამოყალიბება და მისი განვითრების რამდენიმე ასპექტი: ა). ზეპირი მეტყველება, ბ). წიგნისა და ტექსტის მახასიათებლების ცოდნა, გ). ფონეტიკური ცოდნა /ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი/სიტყვების ცოდნა, მთლიანი სიტყვის ამოცნობა, გამართული კითხვა, გაგება-გააზრება.
აღნიშნულ  მეთოდს მუდამ ვიყენებ პირველკლასელებთან მუშაობის დროს, განსაკუთრებით წინასაანბანო და საანბანო პერიოდში. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ და ეხალისებათ ამგვარ წიგნებზე მუშაობა. საანბანო პერიდში გადასვლამდე მათ ბევრი სიტყვის თვალსაჩინო ხატის დამახსოვრება შეუძლიათ, რაც განსაკუთრებით გვიწყობს ხელს ჰოლისტური მეთოდით კითხვის სწავლებაში. ბავშვები ადვილად სწავლობენ წიგნის მახასიათებლებს, ეჩვევიან სხვადასხვა ტიპის კითხვას, ამ მეთდის მიხედვით, გათვალისწინებულია სავარჯიშოები ფონეტიკური სავარჯიშოებისთვის, ასო-ბგერითი მიმართებების დასამყარებლად.,   შესაძლებელია „სიტყვების კედლის  შედგენა“...
შედეგი:
·                მოსწავლეებს აუმაღლდათ კითხვის მოტივაცია;
·               კარგად განავითარეს ასო-ბგერითი მიმართებების ცოდნა;
·               გაამდიდრეს თავიანთი ლექსიკური მარაგი;
·               შეძლეს წაკითხული ტექსტის გააზრება;
·               შეძლეს ინფორმაცია გადმოეცათ მარტივად და ადეკვატურად;
·               გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება წაკითხულის მიმართ;
·               გაიცნეს საინტერესო ქართველი  პოეტი;

ნესტან კუპრავა
2015-2016 წელი



ინსტრუქცია
მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის

·         დავამზადოთ „დიდი წიგნი“
„დიდი წიგნი“ არის გაზეთის ზომის წიგნი-4-დან 16 გვერდამდე. ტექსტი დიდი ასოებით უნდა იყოს დაწერი;ლი, ზომით 3, 5-დან 5 სმ.-მდე. თითოეულ გვერდზე უნდა განთავსდეს შესაბამისი ნახატი. ტექსტი იწერება მუქი, მსხვილი და ადვილად ხილვადი ასოებით. ტექსტი უნდა იყოს მარტივი და ადვილად გასაგები;
·         მიმოიხილეთ ტექსტი მოსწავლეებთან ერთად, გააცანით წიგნის სტრუქტურა, ავტორი, სათაური, მხატვარი...
·         აუხსენით, რას ისწავლიან ამ გაკვეთილიდან;
·         დაათვალიერებინეთ წიგნი-„გასეირნება ილუსტრაციებში:;
·         გამოათქმევინეთ ვარაუდები;
·         წაუკითხეთ ტექსტი გამოთქმით, მკაფიოდ;
·         გზადაგზა შეყოვნდით და განუმარტეთ ტექსტის მონაკვეთები, დაუსვით შეკითხვები, გააკეთებინეთ კომენტარები;
·         სთხოვეთ,  ახალ გვერდზე გადასვლამდე ივარაუდონ ტექსტის გაგრძელება. როცა წაიკითხავთ, კომენტარი გააკეთეთ  მათ ვერსიებზე;
·         კითხვის დასრულების შემდეგ ჰკითხეთ, რა განწყობილება შეექმნათ, რაზე დაფიქრდნენ, რატომ?  მიეცით საშუალება, იმსჯელონ;
შემდეგ გაკვეთილზე:
·         ამეცადინეთ ბავშვები გუნდურად, ჯგუფურად კითხვაში, წაიკითხეთ ერთდროულად;
·         ამეცადინეთ გამოთქმით  კითხვაში;
·         დატოოვეთ წიგნი კლასში, რომ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იკითხონ.
·         ავარჯიშეთ ფონეტიკურ სავარჯისოებზე და ასო-ბგერითი მიმართებების დამყარებაზე;
·         ავარჯიშეთ მთლიანი სიტყვების ამოცნობაზე;



















შეხვედრა მწერალთან






















No comments:

Post a Comment