სასკოლო პროექტი
შეხვედრა საბავშვო ბაღთან
ღია კარის დღე მომავალი
პირველკლასელებისთვის
აღნიშნული პროექტი მე და ჩემმა მოსწავლეებმა უნდა
განვახორციელოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყებამდე. ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა ჩვენს
თემში განთავსებულ საბავშვო ბაღებთან, მშობელთა
აქტიური ჩართულობა სასკოლო საქმიანობაში. სასურველია, პატარებს წინასწარ გავაცნოთ სკოლის
გარემო, აღვუძრათ მოტივაცია სწავლის დასაწყებად, მშობლებმა კი მიიღონ ინფორმაციები
სკოლის საქმიანობის შესახებ.
მეოთხეკლასელმა
მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, ბაღის აღსაზრდელების
გასამხიარულებლად მოაწყონ კონცერტი, მათი მშობლებიც დაგვპირდნენ დახმარებას.
პროექტის აქტუალურობის
განსაზღვრა:
ყველა სკოლა უნდა ცდილობდეს ადგილობრივ თემს გააცნოს თავისი საქმიანობა,
მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს მშობლებთან, იზრუნოს მოსწავლეთა კონტიგენტის გაზრდაზე...
პროექტის მიზანი:
·
მეგობრული
ურთიერთობა დავამყაროთ საბავშვო ბაღებთან;
·
სკოლაში
მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტი, მოსწავლეთ კონტიგენტი;
·
პატარებს,
ბაღის აღსაზრდელებს მოვუხსნათ დაძაბულობა ახალ
სიტუაციაში მოხვედრასთან დაკავშირებით, გავიჩინოთ მოტივაცია სწავლის დასაწყებად, გავახალისოთ
ისინი;
·
ამოცანები პროექტის
განსახორციელებლად:
·
დაველაპარაკო
191-ე და 193- ბაღების დირექციას, პედაგოგებს, შევუთანხმდე მათ, რომ მოეწყონ „ექსკურსია“
ჩვენს სკოლაში;
·
დავამზადოთ
„მოსაწვევი ბარათები“
·
დავეხმარო
მოსწავლეებს საკონცერტო ნომრების მომზადებაში;
·
ორგანიზება
გავუწიო შეხვედრის დღეს;
·
საკლასო პროექტის შეფასება;
·
განხორციელების გზები:
როგორ?- პროცესისთვის
საგანგებოდ მოვემზადები, დავამზადებინებ მოსაწვევ ბარათებს, ჩავატარებ რეპეტიციებს,
მოვართვევინებ დარბაზს...
ვინ?- პროექტის მონაწილეები ვიქნებით: მოსწავლეები, მე, საბავშვო ბაღების პერსონალი და აღსაზრდელები;
როდის?-
პროქტი განხორციელდება მიმდინარე სასწავლო წლის 20 აპრილს.
მოსალოდნელი შედეგები:
·
სკოლა
მოიზიდავს პირველკლასელთა მეტ რაოდენობას;
·
სკოლის
ავტორიტეტი გაიზრდება;
·
ბაღის
აღსაზრდელებს მოეხსნებათ დაძაბულობა სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით;
·
მეოთხეკლასელები გახალისდებიან, გაერთობიან კონცერტით;
·
პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსი:
თაბახის
ფურცლები, ფერადი ფანქრები „მოსაწვევი ბარათების დასამზადებლად.
სხვა რაიმე განსაკუთრებულ
რესურსს არ ვსაჭიროებ პროექტორი, ლეპტოპი, სლაიდ-შოუ.
პროექტის ხელმძღვანელის
ანგარიში
(დაიწერა ჩატარებული
შეხვედრის ჩატარების შემდეგ)
აღნიშნულ პროექტზე
მე, ჩემი მოსწავლეები და მშობლები ვმუშაობდით 1 აპრილიდან 23 აპრილამდე. საბავშვო ბაღების დირექციებს
შევატყობინე ჩემი განზრახვის სესახებ, გავეცანი აღმზრდელებს, მშობლებს...მოვიწვიე ისინი
სკოლაში ღია კარის დღეზე, რათქმა უნდა, პირველ რიგში მომავალი პირველკლასელები.
ბავშვებს დავათვალიერებინეთ
სკოლა,-დაწყებითი კლასებისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა, გახანგრძლივებული
ჯგუფის ოთახი, სასადილო, საკონფერენციო ოთახი, სამასწავლებლო...
დარბაზში მშობლებისთვის
მოვაწყვე მცირე პრეზენტაცია,-„ ველოდებით პირველკლასელებს,“ მეოთხეკლასელებმა პატარებისთვის
ჩაატარეს კონცერტი, რომელმაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახაურა. მომავალი პირველკლასელები
თავს ძალიან მხიარულად გრძნობდნენ.
აღმზრდელებმაც
დიდი კმაყოფილება გამოხატეს აღნიშნული პროექტის
მიმართ.
პროექტის შეფასება და თვითშეფასება
( წინასწარ შემუშავდა კრიტერიუმები, გაკეთდა შეფასების რუბრიკები, რომლებიც
პროექტს დაერთვის დანართის სახით):
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
პროექტის მონაწილეთა
ჩართულობის ხარისხი
|
+
|
||
მომავალ პირველკლასელთა
დაინტერესება
სასკოლო ცხოვრებით
|
+
|
||
მშობელთა დამიკიდებულება
სასკოლო აქტივობისადმი
|
+
|
||
უკუკავშირი/შედეგი
|
+
|
მასწავლებლის
ანგარიში შეამოწმა სკოლის დირექტორმა: /რ. ზედაშიძემ/
პროექტზე მუშაობდა მასწავლებელი: /ნესტან კუპრავა/
სასკოლო მზაობა
“ძვირფასო ადელ, მე 4 წლის ვარ და შემიძლია წავიკითხო ნებისმიერი ინგლისური წიგნი. შემიძლია ლათინურად წარმოვთქვა ყველა არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, დამოუკიდებელი ზმნა და 52 სტრიქონი ლათინური პოეზიიდან”.
ფრენსის გალტონი (წერილი დისადმი, 1827)
“ხალხს არ ესმის, რა დროისა და ტანჯვის ფასად ხდება კითხვის სწავლა. ოთხმოცი წელია, ამას ვცდილობ და ჯერ კიდევ ვერ ვიტყვი, რომ წარმატებას მივაღწიე”.
“ხალხს არ ესმის, რა დროისა და ტანჯვის ფასად ხდება კითხვის სწავლა. ოთხმოცი წელია, ამას ვცდილობ და ჯერ კიდევ ვერ ვიტყვი, რომ წარმატებას მივაღწიე”.
გოეთე
რას ნიშნავს სასკოლო მზაობა?
განვითარების ფსიქოლოგებმა და პედაგოგებმა კარგად იციან, რომ სკოლაში სწავლის დაწყება ბავშვის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. პირველი კლასიდანვე ჩნდება ახალი ვალდებულებები და წესები, რომლებსაც ისინი უნდა დაემორჩილონ: გაატარონ უფრო მეტი დრო მერხთან, ვიდრე ამის სურვილი აქვთ; ყურადღებით უსმი-ნონ მასწავლებელს და დაემორჩილონ მის ინსტრუქციებს; ისწავლონ რიგითობის დაცვა მასწავლებლისთვის პასუხის გაცემის დროს და ა.შ. მრავალი კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ სასკოლო მზაობა მნიშვნელოვანი ფაქტორია სკოლაში ბავშვის მომავალი წარმატებისთვის როგორც აკადემიურ, ისე სოციალურ-ემოციურ სფეროში. სასკოლო მზაობაზე მსჯელობისას, თანამედროვე მკვლევარები და პრაქტიკოსები ხაზს უსვამენ მის კომპლექსურ ხასიათს და ბავშვის სასკოლო მზაობას განიხილავენ იმ გარემოსთან კავშირში, რომელშიც ბავშვი ვითარდება. ბავშვის წარამატებისთვის მნიშვნელოვანია როგორც მისი მზაობა (სკოლისთვის საჭირო უნარების ფლობა), ასევე, სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების მზაობა, შეუქმნას მას განვითარებისა და სწავლისთვის სათანადო პირობები.
ბავშვის სასკოლო მზაობა

ბავშვის განვითარებისა და ადრეული განათლების სფეროში განხორციელებული კვლევების საფუძველზე, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბავშვის სასკოლო მზაობა სხვადასხვა უნარებს გულისხმობს. აღნიშნული უნარები შეგვიძლია, პირობითად, რამდენიმე კატეგორიად დავყოთ:
ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება: გულისხმობს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზრდას, შეზღუდულ შესაძლებლობებს; მსხვილ და წვრილ მოტორულ უნარებს;
სოციალური და ემოციური განვითარება: გულისხმობს სხვებთან ურთიერთობის უნარს; ისეთ სოციალურ უნარებს, როგორიცაა რიგითობის დაცვა და თანამშრომლობა; საკუთარი თავის აღქმა; სხვა ადამიანთა გრძნობების გაგება და საკუთარი გრძნობების გააზრება-გამოხატვა;
სწავლისადმი მიდგომა: გულისხმობს მოტივაციას, ცნობისმოყვარეობას, ყურადღების კონცენ-ტრაციას, შემოქმედებითობას;
ენობრივი განვითარება: გულის-ხმობს ვერბალური და წიგნიერების საწყისი უნარების განვითარებას; ვერბალური უნარები მოიცავს მოსმენას, ზეპირ მეტყველებასა და ლექსიკას; წიგნიერების საწყისი უნარები გულისხმობს ნაბეჭდი მასალის მიმართ ინტერესს, მოთხრობის პრინციპის აღქმასა და წერის საწყის უნარებს (მაგ. იდეების ხატვით ან ასოების მსგავსი ფორმებით გამოხატვა);
შემეცნება და ზოგადი ცოდნა: გულისხმობს შემოქმედების აღქმას და გაგებას, შემოქმედებით თვითგამოხატვას; ოჯახური, საზოგადოებრივი და კულტურული ნორმების ცოდნას, რაოდენობრივი წარმოდგენების განვი-თარებას, საგნებსა და მოვლენებს შორის მიმართების წვდომას.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობა ერთი და იმავე ასაკისაა, ბავშვთა მზაობა განსხვავებულია ინდივიდუალური გამოცდილების, ცოდნის, უნარებისა და გენეტიკური მემკვიდრეობის გამო. კვლევები ადასტურებს, რომ სწავლის პირველ წლებში წარმატება, ხშირ შემთხვევაში, უფროს კლასებში წარმატების განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, დაწყებით კლასებში ნაკლები მზაობის მქონე მოსწავლეების ხელშეწყობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
რა ასაკშია ბავშვი მზად სკოლისთვის? ამ კითხვაზე არაერთგვაროვანი პასუხები არსებობს, რაც სხვადასხვა ქვეყანაში სკოლაში შემსვლელთა მინიმალურ ასაკზე აისახება. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის სკოლისათვის მზაობა უნდა შეფასდეს სასკოლო პროგრამის მოთხოვნებთან დაკავშირებით. ცხადია, სასკოლო პროგრამა ქმედითი და მართებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის შეესაბამება მოცემულ ეტაპზე ბავშვის განვითარების ასაკობრივ თავისებურებებს.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სავალდებულო დაწყებით განათლებას ბავშვები სხვადასხვა ასაკში, განსხვავებული სასწავლო პროგრამით იწყებენ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიის ზოგიერთ შტატში სწავლის დაწყების ასაკი 5 წელია; სინგაპურში, ნორვეგიასა და საფრანგეთში – 6; შვედეთში -7 წელი; აშშ-ს სხვადასხვა შტატში კი სწავლის დაწყების ასაკი 5-იდან 8 წლამდე მერყეობს. ზოგიერთ სახელმწიფოში/შტატში სავალდებულო განათლების ასაკი მკაცრად არ არის განსაზღვრული და მშობლებს ეძლევათ არჩევანის უფლება, ერთი წლით ადრე ან ერთი წლით გვიან შეიყვანონ ბავშვი სკოლაში (მაგ. შვედეთში 6 წლის ასაკში 7-ის ნაც-ვლად). ასეთ შემთხვევაში, მშობლები თავად წყვეტენ, არის თუ არა მათი შვილი მზად სკოლისათვის, მიუხედავად სასკოლო ასაკისა. სამწუხაროდ, ხშირად მშობელთა მიერ ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასება ხდება შემეცნებითი და წიგნიერების საწყისი უნარების საფუძველზე, ხოლო არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიზიკური და სოციალურ-ემოციური მზაობა ყურადღების მიღმა რჩება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა მინისტრის ბრძანების თანახმად, 2010 წლის სექტემბრიდან სავალდებულო დაწყებით განათლებას შეუდგებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი შეუსრულდებათ შესაბამისი სასწავლო წლის დასრულებამდე. იმისათვის, რომ 5 წლის ბავშვებმა წარმატებულად შეძლონ სწავლის დაწყება, მნიშვნელოვანია სასწავლო გეგმისა და სასწავლო გარემოს ადაპტირება ასაკის შესაბამისად.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვები სწრაფად ვითარდებიან და იცვლებიან. არ არსებობს სკოლაში სწავლის დაწყებისთვის ისეთი იდეალური ასაკი, რომელიც უსათუოდ წარმატების მომტანი იქნებოდა ყველა ბავშვისთვის. არის მოსაზრება, რომ სკოლაში შედარებით უფროს ასაკში შესული ბავშვები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე მათი უმცროსი თანაკლასელები, თუმცა უმცროსები უფრო ინტენსიურ პროგრესს ავლენენ პირველი წლის განმავლობაში. მეორე მხრივ, არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ სკოლაში სწავლის დაწყებისთვის უმცროსი ასაკი იმთავითვე არახელსაყრელი ფაქტორია.
კვლევების ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ ასაკი არ წარმოადგენს სკოლაში წარმატების განმსაზღვრელ ერთადერთ ფაქტორს. სხვა ფაქტორები, როგორიცაა ოჯახი, სკოლა, თემი და სკოლის ფარგლებში ბავშვის ინდივიდუალური გამოცდილება, არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმატებისთვის.
სკოლაში შესვლის მომენტისთვის ბავშვის მზაობის შეფასება ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა მრავალ ქვეყანაში (მაგ. ავსტრალია, აშშ.).
აშშ-ს ზოგიერთ შტატში ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასება სავალდებულოა. შეფასების ინსტრუმენტები (კითხვარები) განსხვავებულია და, რიგ შემთხვევებში, მათი შემუ-შავება სკოლას ან მასწავლებელს ევალება. ზოგჯერ არამართებულადაც ხდება სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე მიღებული შედეგების გამოყენება. თანამედროვე მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენტების გამოყენების მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ბავშვებისათვის სკოლაში მიღებაზე უარის თქმა, არამედ თითოეული ბავშვის საჭიროებების განსაზღვრა სკოლის ცხოვრებაში დაუბრკოლებლად გა-დასვლისთვის და შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებისთვის.
2010 წლის სექტემბერში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, პირველად განხორციელდება პირველკლასელ მოსწავლეთა სასკოლო მზაობის შეფასება. ბავშვთა მზაობის შეფასება მოხდება ზემოაღნიშნული ხუთი უმთავრესი ასპექტის მიხედვით. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, დაკვირვება განხორციელდება 1500 პირველკლასელზე. შედეგების გაანალიზება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფაქტორის ჭრილში. მაგალითად, შეფასდება, არის თუ არა კავშირი სასკოლო მზაობასა და სკოლამდელ განათლებას შორის, განსხვავდება თუ არა სასკოლო მზაობა ბავშვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით და ა.შ.

სკოლის მზაობა
ვინაიდან, სხვადასხვა ფაქტორის გამო, ბავშვები ერთნაირად “მომზადებულნი” არ მიდიან სკოლაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სკოლის შესაძლებლობას, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის განვითარებისა და სწავლისთვის ხელსაყრელი პირობები. კვლევების საფუძველზე, განათლების სპეციალისტები, აკერმანი და ბარნეტი გვთავაზობენ სკოლის მზაობის სამ ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს:
ბავშვისთვის აუცილებელი მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. აღნიშნული, შესაძლოა, გულისხმობდეს ერთგვარ გარდამავალ პროგრამებს, ყველა ბავშვის მიმართ თანაბრად მაღალ მოლოდინებს, მოტივირებულ მასწავლებლებს, რომლებიც მზად არიან, შეიმუშაონ თითოეული ბავშვის შესაფერისი პროგრამა.
სწავლებისა და სწავლის პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. ყურადღება გამახვილებულია, ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სწავლების მეთოდების მოდიფიკაციის მნიშვნელობასა და მშობლის ჩართულობის ხელშეწყობაზე.
სკოლის ადაპტირების უნარი, რაც გულისხმობს სკოლის ძლიერ მმართველობას, რომელიც ხელს უწყობს, ბავშვთა საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით, გარემოსა და პროგრამების ადაპტირების პროცესს, აგრეთვე, სკოლასა და ოჯახს შორის, სკოლასა და თემს შორის თანამშრომლობას.
ის, რაც სკოლაში ხდება, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვისა და მისი ოჯახის დამოკიდებულებას სკოლისადმი, მათ ჩართულობას როგორც სკოლაში შესვლის დროს, ისე მომდევნო წლებში. დიდია ალბათობა, რომ სკოლები, რომლებიც ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებს, მზად არიან არა ზოგიერთი, არამედ ყველა ბავშვის მისაღებად. სკოლის ცხოვრებაში ბავშვის წარმატებული ჩართვა ითხოვს ოჯახსა და სკოლას შორის აქტიურ თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემას.
სკოლის მზაობისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სათანადოდ მომზადებული მასწავლებელი, რომელსაც ხელი მიუწვდება პროფესიული განვითარების პროგრამებზე. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბავშვთა უნარების განვითარებას, თითოეული ბავშვის მიმართ მაღალი მოლოდინების შენარჩუნებას, ბავშვის განვითარების ხელშემწყობი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ურთიერთპატივისცემით გაჯერებული პოზიტიური ურთიერთობები და ძლიერი მენეჯმენტი სკოლის მზაობის ერთ-ერთი საფუძველია.

ოჯახისა და თემის მხარდაჭერა
ბავშვისა და სკოლის მზაობასთან ერთად, მნიშვნელოვანია უფრო ფართო კონტექსტი, რომელშიც ისინი ფუნქციონირებენ. ამ შემთხვევაში, მზაობა გულისხმობს სოციალურ, პოლიტიკურ, ორგანიზაციულ, საგანმანათლებლო და პიროვნულ რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის წარმატებას სკოლაში შესვლის მომენტისთვის. ოჯახისა და თემის მხარდაჭერა რამდენიმე ძირითად ელემენტს მოიცავს:
განვითარების ეტაპის შესაბამისი, ხარისხიანი სკოლამდელი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობა, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის სკოლისათვის მომზადებას. კვლევები ადასტურებს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის სოციალური და აკადემიური კომპეტენციების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სკოლამდელი განათლება. აშშ-სა და ევროპაში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ სკოლამდელი განათლება განსაკუთრებით პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახებიდან. მზაობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია ოჯახში არსებული მდგომარეობა, აღზრდის მეთოდები, მშობელთა განათლება, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი.
ბავშვის უზრუნველყოფა ადეკ-ვატური კვებითა და ფიზიკური განვითარებისთვის საჭირო პირობებით; ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ხელმისაწვდომობა.
ინფრასტრუქტურისა და სოციალური კავშირების განვითარების გზით, საზოგადოება ქმნის სოციალურ კაპიტალს. რაც უფრო მაღალია სოციალური კაპიტალის დონე, მით მეტი რესურსი აქვს თემს ადრეულ ასაკში ბავშვების მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და ჯანდაცვითი სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად. სასკოლო მზაობისადმი არსებობს ისეთი მიდგომაც, რომელიც ხაზს უსვამს არა თითოეული ბავშვის სასკოლო მზაობის ხელშეწყობას, არამედ თემის ფარგლებში ისეთი მიზნობრივი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს თემში ბავშვთა მზაობის საშუალო მაჩვენებლის გაუმჯობესებას.
ერთი მხრივ, სკოლაში ბავშვის წარმატება მნიშვნელოვნად დამოკი-დებულია სასწავლო გეგმის დაძლევისა და ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარების ფლობაზე. მეორე მხრივ, აუცილებელია სკოლა ბავშვს სთავაზობდეს მისი ასაკისთვის ადეკვატურ სასწავლო პროგრამასა და სასწავლო გარემოს.

No comments:
Post a Comment