სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის
22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მეორე
კლასის მასწავლებლის ნესტან კუპრავას მიერ 6.11.2017-30.11.2017 პერიოდში
ორგანიზებული სასწავლო პროექტის გეგმა
დედამიწა
ჩვენი სახლია
1
|
პრობლემის
განსაზღვრა და მისი აქტუალობა
|
ბუნებისმეტყველების
გაკვეთილებზე, მზის სისტემის თემატიკის შესწავლისას მოსწავლეებს კითხვები გაჩნდათ,
სურვილი გაუჩნდათ მეტი ინფორმაცია მიეღოთ მზის სისტემაზე, ჩვენს პლანეტა დედამიწაზე.
გადავწყვიტე, მათი სურვილები დამეკმაყოფილებინა და ხელმძღვანელობა გამეწია
სასწავლო პროექტისთვის: „დედამიწა ჩვენი სახლია.“
კლასში გაიმართა დისკუსია, გადაწყდა, რომ დეკემბრის 6.11. 2017-22. -ში დავიწყოთ განხორციელება
სასწავლო პროექტისა „დედამიწა ჩვენი სახლია“,
რომელიც დასრულდება 30. 11.2017-ში.
|
|
2
|
ინტეგრირებუ
ლი
საგნები
|
ქართული ენა, ბუნებისმეტყველება,
ხელოვნება, ისტი
|
|
3
|
პროექტის
ხანგრძლივობა
|
3 კვირა
|
|
4
|
პროექტის
მიზანი
|
მოსწავლეებმა მიიღონ
მარტივი (მეორეკლასელთათვის მისაწვდომი) ინფორმაციები მზის სისტემისა და ჩვენი
პლანეტა დედამიწის შესახებ;
განავითარონ ზეპირმეტყველების
უნარი, შეძლონ მოსმენილის, წაკითხულის გადმოცემა;
შეძლონ თავიანთი
ცოდნის გამოვლენა მათთვის საგანგებოდ მოწყობილ ვიქტორინაზე;
შეძლონ საპრეზენტაციო
სლაიდების დამზადება;
შეძლონ შემოქმედებითი
და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
|
|
5
|
საჭირო
რესურსი
|
ვიდეოფილმები, საპრეზენტაციო სლაიდები,
კარგად ილუსტრირებული საბავშვო ენციკლოპედიები, ფლიპჩარტი, თაბახის ფურცლები.
|
|
6
|
შედეგები
და ინდიკატორები
|
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
ბუნ.II.4.მოსწავლე აკვირდება და აღწერს გარესამყაროს, ბუნებრივ მოვლენებს დედამიწაზე...
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა
სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს.
ქართ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და
ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
აღწერს და ახასიათებს ნაცნობ
საგანს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
ს.გ.II.2. მოსწავლეს შეუძლია
მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის
შექმნისას.
ს.გ.II.6. მოსწავლეს შეუძლია
მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
|
|
7
|
21-ე
საუკუნის უნარები
ამოცანები
და განხორციელე
ბის
გზები
|
-ცოდნის კონსტრუირება
ინიციატივა და დამოუკიდებელი
მუშაობა,სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი კითხვები
რა იცი, ან გგონია რომ იცი მზის სისტემის,
დედამიწის შესახებ?
თემატური კითხვები:
რა არის მზის სისტემა? რა და რა კოსმოსური
სხეულები შედის? რამდენი პლანეტაა? როგორია ეს პლანეტები? როგორია ჩვენი დედამიწა?
რამდენი კონტინენტია? რომელია ყველაზე დიდი? ყველაზე პატარა? და ა. შ.
შინაარსობრივი კითხვა:
მაგალითად: როგორი ცხოველები ცხოვრობენ
დედამიწაზე?
როგორი შეიძლება იყოს ტყე? როგორ უნდა მოვუაროთ დედამიწას? და ა.შ.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა:
I კვირა
·
მოეწყო საკლასო დისკუსია;
·
მოვიმარაგეთ სასწავლო
პროექტის განსახორციელებლად საჭირო ყველა რესურსი.
·
კლასი დაიყო ჯგუფებად,
გამოიყო ლიდერები, რომელთაც დაევალათ პასუხისმგებლობა ჯგუფის მუშაობაზე;
II კვირა
·
ვნახეთ PAATA
STYDIO FILMS –ის მიერ შექმნილი სასწავლო შემეცნებითი ფილმები მზის სისტემასა და
დედამიწაზე,-შვიდი სერია, განვიხილეთ აღნიშნული ფილმები.
·
მოვიძიეთ სხვადასხვა
ინფორმაცია ზემოაღნიშნულ თემაზე;
·
შევქმენით საპრეზენტაციო
სლაიდები, ნახატები დედამიწის თემაზე;
III კვირა
·
ჩავატარეთ სახალისო
ვიქტორინა: „დედამიწა ჩვენი სახლია;“
·
განხორციელებული
სასწავლო პროექტი შევაფასეთ, გავაანალიზეთ ყოველი მომენტი, შევავსე შეფასების რუბრიკები,
შევადგინე პროექტის რეფლექსია.
|
|
|
პროექტის
მონიტორინ
გი
შეფასება
და
თვითშეფასება
|
პროექტის მსვლელობის პროცესში აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს
თვითშეფასების მარტივი კითხვარი მოსწავლეებისთვის
რა მოგცათ პროექტმა?
ა) გავეცანი ახალ
საინტერესო ინფორმაციებს მზის სისტემისა და დედამიწის შესახებ;
ბ) ჩემთვის ყველა
ინფორმაცია უკვე ნაცნობი იყო.
გ) პროექტი ჩემთვის
საინტერესო არ აღმოჩნდა.
მუშაობის დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის როგორი დამოკიდებულება
იყო?
ა)ბევრად უკეთესი;
ბ) როგორიც აქამდე
იყო;
გ)უარესი;
ჩატარებული ვიქტორინით კმაყოფილი ხარ?
ა)სრულად;
ბ)ნაწილობრივ;
გ)უკმაყოფილო
ვარ.
|
|
|
შეფასება
მოხდა შემდეგი კრიტერიუმე
ბით
|
·
მოსწავლეთა ჩართულობა;
·
მოსწავლეთა ცოდნა აღნიშნულ თემაზე;
·
ცოდნის გამოვლენის უნარი;
·
გამოხმაურება მშობლებისგან.
თვითშეფასება
·
შევძელი თუ არა პროექტით დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით
განსაზღვრული მიზნები სრულად განხორციელდა.
·
რომელი აქტივობები ვერ
განვახორციელე და რატომ?
გეგმით განსაზღვრული ყველა აქტივობა განხორციელდა.
·
რომელ კომპონენტში იყო
პროექტი წარმატებული?
აღსანიშნავია,რომ ამ სასწავლო პროექტმა ძალიან დააინტერესა მოსწავლეები,
მათ სურვილი გამოთქვეს ამ მიმართულებით კიდევ გააგრძელონ მუშაობა, კერძოდ, ახლა შეისწავლონ
ის ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც დედამიწაზე ხდება. გადავწყვიტეთ, უახლოეს ხანებში, მეორე სემესტრის
დასაწყისშივე ჩავატაროთ მცირე საკლასო კვლევა „ სინამდვილეში რა ფერისაა მზის თეთრი
სხივი?“
·
რა სარგებელი მიიღეს
პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეებმა მიიღეს მარტივი,
პირველადი ინფორმაციები ჩვენი მზის სისტემისა და კერძოდ, დედამიწის შესახებ.
·
ხომ არ მოხდარა
პროექტის მოდიფიცირება?
პროექტის
მოდიფიცირება არ მომხდარა.
·
რა უნდა გავითვალისწინო
მომავალში?
აღნიშნული თემის მიმართ მოსწავლეთა დიდი ინტერესი უფრო განვავითარო,
ამ მიზნით გამოვიყენო უფრო მრავალფეროვანი რესურსი.
პროექტის ხელმძღვანელი: ნესტან კუპრავა
|
|
|
|
|
სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის ნესტან კუპრავას
რეფლექსია სასწავლო წლის 6.11.2017-30.11.2017 პერიოდში განხორციელებული სასწავლო პროექტის
„დედამიწა ჩვენი სახლია“ შესახებ
2017-2018
სასწავლო წლის ნოემბრის თვეში მეორე კლასში ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელდა სასწავლო პროექტი:
„დედამიწა ჩვენი სახლია“.
ეს
იდეა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე კოსმოსის თემაზე მარტივი ინფორმაციების გაცნობისთანავე დაიბადა. აღმოჩნდა,
რომ უმცროსკლასელ მოსწავლეებს სურვილი ჰქონდათ მეტი რამ შეეტყოთ ჩვენი მზის სისტემის შესახებ, განსაკუთრებით,
ისინი ძალიან დააინტერესა ინფორმაციებმა ჩვენი პლანეტის შესახებ. გადაწყდა, რომ მარტივად, მეორეკლასელთათვის მისაწვდომად, გავცნობოდით
აღნიშნულ თემას.
პროექტის მიზნებად განისაზღვრა:
·
მოსწავლეებმა მიეღოთ მარტივი (მეორეკლასელთათვის მისაწვდომი) ინფორმაციები
მზის სისტემისა და ჩვენი პლანეტა დედამიწის შესახებ;
·
განევითარებინათ ზეპირმეტყველების
უნარი, შეძლებოდათ მოსმენილის, წაკითხულის
გადმოცემა;
·
თავიანთი ცოდნა გამოევლინათ
მათთვის საგანგებოდ მოწყობილ სახალისო ვიქტორინაზე;
·
დაემზადებინათ საპრეზენტაციო სლაიდები;
·
განევითარებინათ თავიანთი შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარები.
ინტერნეტში მოვიძიე შესაბამისი მასალა, მოვიმარაგეთ
ყველა საჭირო რესურსი, ვნახეთ PAATA STYDIO FILMS –ის მიერ შექმნილი სასწავლო შემეცნებითი
ფილმები მზის სისტემასა და დედამიწაზე,-შვიდი სერია, აღნიშნული ფილმები განვიხილეთ, საბავშვო ენციკლოპედიებიდან
წავიკითხეთ შესაბამისი თავები, მოსწავლეებმა შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები, რომლებსაც
პერიოდულად თავიანთ თანატოლებს აცნობდნენ,
(ვუჩვენებდით პროექტორით ეკრანზე და განვიხილავდით). ბავშვები აღნიშნულ
თემაზე ხატავდნენ, ქმნიდნენ პოსტერებს, მოგვითხრობდნენ ინფორმაციებს, რომლებიც მათ
დამოუკიდებლად მოიძიეს.
სასწავლო პროექტზე მუშაობა შევაჯამეთ
სახალისო ვიქტორინით, რომელსაც ესწრებოდნენ მშობლები და სკოლის მასწავლებელთა შეფასების
ჯგუფის წევრები.
მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად,
ლიდერებმა შემთვევითობის პრინციპით აიღეს ფურცლები, რომლებზედაც ჩამოწერილი იყო კითხვები,
თითოზე-ოც-ოცი შეკითხვა. მთელი მასალა დაყოფილი იყო კატეგორიებად: ბუნება ჩვენს ირგვლივ,
ჩვენი მზის სისტემა, ჩვენი დედამიწა, ცხოველები დედამიწაზე, ადამიანები და დედამიწა.
ჯგუფები გამოდიოდნენ და პასუხობდნენ
შეკითხვებს იმ კატეგორიიდან, რომელიც შეხვდათ. აღნიშნულმა პროცესმა ბავშვები ძალიან
გაახალისა. მათ კარგად გაართვეს თავი ამ სამუშაოს. ჯგუფები, რომლებმაც ერთნაირი ქულები
დააგროვეს, ერთმანეთს ხელახლა შეეჯიბრნენ. გამარჯვებული ჯგუფი დაჯილდოვდა საგანგებო,
ე.წ. „ოქროს დიპლომით,“ ხოლო დანარჩენი -„ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომებით.“ გულნაკლული
ამ პროცესზე არავინ დარჩენილა. პატარებმა დიდი სიხარული, შეიძლება ითქვას, აღფრთოვანება
გამოხატეს ამგვარი სამუშაოს მიმართ, გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი ვიქტორინები ხშირად
ჩატარდეს.
რა იყო საუკეთესო ამ ღონისძიებაზე:
ის რომ პატარებმა შეძლეს თავიანთი ინტერესების დაკმაყოფილება, ცოდნის გააქტიურება,
თანაც ეს ყველაფერი ხდებოდა ხალისიანად, ძალდატანების გარეშე.
რა იყო უარყოფითი: რამდენიმე მოსწავლე
ცდილობდა ჯგუფის წევრების ზურგს ამოფარებოდა, შეუმჩნეველი დარჩენილიყო. საერთო ხალისიანობის
ფონზე ისინი საკმაოდ პასიურად გამოიყურებოდნენ.
რა უნდა გავითვალისწინო მომავალში:
მსგავსი ღონისძიებები ხშირად დავგეგმო, მაგრამ დავალებები ისე გავანაწილო, რომ პასიურ
მაყურებლად არცერთმა მოსწავლემ არ იგრძნოს თავი. უფრო გავააქტიურო ის ბავშვები, რომლებიც
მორიდებულები ან სუსტი მზაობის მქონენი არიან.
ნესტან
კუპრავა
პროექტის შეფასების რუბრიკა
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
წარმოდგენილი საკითხის აქტუალურობა
|
+
|
|
|
რამდენად კონკრეტული, მიღწევადი,
ნათელი და გაზომვადია პროექტის მიზანი და ამოცანები
|
+
|
|
|
რამდენად რეალურია შედეგის მიღწევა
და რამდენად შეესაბამება მიზანს
|
+
|
|
|
რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული
საჭირო რესურსი
|
+
|
|
|
თანმიმდევრობა- რამდენად ლოგიკურადაა
აგებული
|
+
|
|
|
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი
|
+
|
|
|
აღნიშნული საკითხის ცოდნა
|
+
|
|
|
წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხი
|
+
|
|
|
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის
უნარი
|
|
+
|
|
მშობელთა გამოხმაურება
|
+
|
|
|
შემაჯამებელ
სამუშაოზე დაკვირვების ცხრილი
საახალწლო
ზღაპარი
1
|
პრობლემის
განსაზღვრა და მისი აქტუალობა
|
ახალი წლის მოახლოებასთან
ერთად ჩემს მეორეკლასელ მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი შეესწავლათ საახალწლო ლექსები,
სიმღერები, ენახათ საახალწლო საბავშვო ფილმები, წაეკითხათ საახალწლო ზღაპრები. ქვეყანაში
დაიწყო წინასაახალწლო სამზადისი, ბუნებრივია, ამან გავლენა ბავშვებზეც მოახდინა.
კლასში გაიმართა დისკუსია, გადაწყდა, რომ დეკემბრის 4.12. 2017-22. -ში დავიწყოთ განხორციელება
სასწავლო პროექტისა: „საახალწლო ზღაპარი,“ რომელიც დასრულდება 28. 12.2017-ში.
|
|
2
|
ინტეგრირებუ
ლი
საგნები
|
ქართული ენა, ხელოვნება
|
|
3
|
პროექტის
ხანგრძლივობა
|
4 კვირა
|
|
4
|
პროექტის
მიზანი
|
მოსწავლეებმა
მათთვის საინტერესო ტექსტების კითხვით გაიუმჯობესონ კითხვითი წიგნიერების დონე
გაიუმჯობესონ
თავიანთი სახელოვნებო უნარები (დეკლამირება, ცეკვა, სიმღერა);
შეძლონ ნანახი
საბავშვო ფილმების განხილვა (საუბარი, თხრობა,
შეკითხვებზე პასუხი);
შემაჯამებელ ღონისძიებაზე
მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება;
შეძლონ შემოქმედებითი
და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
|
|
5
|
საჭირო
რესურსი
|
შერჩეული საბავშვო და ანიმაციური
ფილმები, საკითხავი ტექსტი „სანტა -კლაუსის საოცარი მოგზაურობა“, საახალწლო ლექსები,
ფონოგრამები სიმღერებისა და ცეკვებისთვის
|
|
6
|
შედეგები
და ინდიკატორები
|
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს
ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს
თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში
გამოყენება.
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის
მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და
გაგება.
ს.გ.II.2.
მოსწავლეს შეუძლია
მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის
შექმნისას.
ს.გ.II.6.
მოსწავლეს შეუძლია
მუშაობა ინდივიდუალურად
და სხვებთან ერთად.
ს.გ.II.12. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან ხელოვნების ზოგიერთი დარგი და ჟანრი და დააკავშიროს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
|
|
7
|
21-ე
საუკუნის უნარები
|
-ცოდნის კონსტრუირება
ინიციატივა და დამოუკიდებელი
მუშაობა,სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
|
|
|
ამოცანები
და განხორციელე
ბის
გზები
|
სასწავლო პროექტის ამოცანებად განისაზღვრა
შემდეგი:
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა:
I კვირა
·
მოეწყო საკლასო დისკუსია;
·
შევარჩიეთ საკითხავი
ტექსტი, შესასწავლი ლექსები;
·
მოვიძიეთ სასურველი
საახალწლო ფილმი და მულტფილმი;
·
ინტერნეტში და
სხვადასხვა გზით მოვიძიეთ საჭირო ფონოგრამები, კარაოკე შერჩეული სიმღერებისთვის და
ცეკვებისთვის.
II კვირა
·
წავიკითხეთ შერჩეული
ტექსტი,;
·
დავწერეთ სცენარი,
გავანაწილეთ როლები, ლექსები, სიმღერები...
·
ვნახეთ შერჩეული
საახალწლო ფილმები, მოვაწყვეთ მათი განხილვა;
·
დავიწყეთ რეპეტიციების ჩატარება;
III კვირა
·
ჩავატარეთ რეპეტიციები;
IV კვირა
·
ჩავატარეთ საახალწლო
ღონისძიება;
·
გავმართეთ საკლასო დისკუსია,-რა მოეწონათ პროექტზე მუშაობის
პროცესში, რას გააუმჯობესებდნენ;
·
დავწერე პროექტის
რეფლექსია;
|
|
|
პროექტის
მონიტორინ
გი
შეფასება
და
თვითშეფასება
|
პროექტის მსვლელობის პროცესში აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს
თვითშეფასების მარტივი კითხვარი მოსწავლეებისთვის
რა მოგცათ სასწავლო პროექტმა?
ა) გავიუმჯობესე
კითხვის უნარი, ვისწავლე საახალწლო ლექსი და სხვა ნომრები, მონაწილეობა მივიღე საახალწლო
ღონისძიებაში;
ბ) ვმონაწილეობდი
საახალწლო ღონისძიებაში;
გ) ახალი ვერაფერი
ვისწავლე;
მუშაობის დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის
როგორი დამოკიდებულება იყო?
ა)ბევრად უკეთესი;
ბ) როგორიც აქამდე
იყო;
გ)უარესი;
სასწავლო პროექტზე მუშაობით კმაყოფილი ხარ?
ა)სრულად;
ბ)ნაწილობრივ;
გ)უკმაყოფილო
ვარ.
|
|
|
შეფასება
მოხდა შემდეგი კრიტერიუმე
ბით
|
·
მოსწავლეთა ჩართულობა;
·
წაკითხულის, ნანახისა და
მოსმენილის გააზრების უნარი;
·
შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა;
·
გამოხმაურება მშობლებისგან.
სასწავლო პროექტზე მუშაობა წარმატებით დასრულდა!
თვითშეფასება
·
შევძელი თუ არა დასახული
მიზნების მიღწევა?
პროექტით
განსაზღვრული მიზნები სრულად განხორციელდა.
·
რომელი აქტივობები ვერ
განხორციელდა და რატომ?
პროექტით განსაზღვრული ყველა
აქტივობა განხორციელდა.
·
რომელ კომპონენტში იყო
პროექტი წარმატებული?
აღსანიშნავია,რომ პროექტმა კიდევ უფრო დააკავშირა კლასი და განავითარა
თანამშრომლობა, აღნიშნულმა პროექტმა პატარებს მთელი ერთი თვე საგრძნობლად გაუხალისა.
·
რა სარგებელი მიიღეს
პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეებმა
განავითარეს თავიანთი კითხვისა და სახელოვნებო უნარები, შეძლეს ნანახის, მოსმენილისა
და წაკითხულის გააზრება, შეფასება.
·
ხომ არ მოხდარა
პროექტის მოდიფიცირება?
პროექტის მსვლელობისას რაიმეს
მოდიფიცირების საჭიროება არ შექმნილა.
·
რა უნდა გავითვალისწინო მომავალში?
რომ მსგავსი სასწავლო პროექტები მნიშვნელოვნად უხალისებს მოსწავლეებსაც
სასკოლო ცხოვრებას, ამდენად, ისინი უფრო ხშირად უნდა დავგეგმო.
პროექტის ხელმძღვანელი: ნესტან კუპრავა
|
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
წარმოდგენილი საკითხის აქტუალურობა
|
+
|
|
|
რამდენად კონკრეტული, მიღწევადი,
ნათელი და გაზომვადია პროექტის მიზანი და ამოცანები
|
+
|
|
|
რამდენად რეალურია შედეგის მიღწევა
და რამდენად შეესაბამება მიზანს
|
+
|
|
|
რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული
საჭირო რესურსი
|
+
|
|
|
თანმიმდევრობა- რამდენად ლოგიკურადაა
აგებული
|
+
|
|
|
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი
|
+
|
|
|
აღნიშნული საკითხის ცოდნა
|
+
|
|
|
წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხი
|
+
|
|
|
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის
უნარი
|
|
+
|
|
მშობელთა გამოხმაურება
|
+
|
|
|
შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაკვირვების ცხრილი
სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის ნესტან კუპრავას
რეფლექსია სასწავლო წლის 4.12.2017-28.12.2017 პერიოდში განხორციელებული სასწავლო პროექტის
(„საახალწლო
ზღაპარი “)
შესახებ
2017-2018
სასწავლო წლის დეკემბრის თვეში მეორე კლასში
ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელდა სასწავლო პროექტი: „საახალწლო ზღაპარი“.
ეს
იდეა გაჩნდა დეკემბრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში წინასაახაწლო სამზადისი
დაიწყო. იგი განაპირობა მოსწავლეთა სურვილმა,
თვითონაც ჩაბმულიყვნენ ამ სამზადისში, მონაწილეობა
მიეღოთ ამ საყოველთაო დღესასწაულის აღნიშვნაში. ბავშვებს სურდათ საშობაო-საახალწლო
ზღაპრების წაკითხვა, ფილმების ნახვა, ლექსებისა და სიმღერების შესწავლა აღნიშნულ თემაზე.
გადავწყვიტე,
შემესრულებინა მოსწავლეთა სურვილები და ხელმძღვანელობა გამეწია სასწავლო პროექტისთვის:
„საახალწლო ზღაპარი.“
პროექტის მიზნებად განისაზღვრა:
·
მოსწავლეთა
გახალისება, მათი სასკოლო მოტივაციის ამაღლება, სადღესასწაულო განწყობილების შექმნა;
·
კითხვითი
წიგნიერების დონის განვითარება საახალწლო ზღაპრის
წაკითხვითა და ანალიზით;
·
ზეპირმეტყველების
უნარის განვითარება, მოსმენილის, წაკითხულის გადმოცემა;
·
საპრეზენტაციო სლაიდების დამზადება;
·
მოსწავლეთა შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
·
მოსწავლის
მიერ საკუთარი შესაძლებლობის რეალიზება, საზეიმო
დღეს მაყურებელთა წინაშე მომზადებული ნომრის
წარდგენა.
პირველ რიგში ვიზრუნე, რომ მოსწავლეებს შექმნოდათ
საზეიმო განწყობილება, მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნით. საკლასო ოთახში დავდგით
საახალწლო ნაძვის ხე, ჩვენივე ხელით დამზადებული მოსართავებით მოვრთეთ ოთახი. (ამ პროცესში
ძალიან დაგვეხმარა ხელოვან მშობელთან, ხათუნა
კაკულიასთან შეხვედრა, რომელმაც ჩვენს მოსწავლეებს ასწავლა მრავალგვარი საახალწლო მოსართავისა
და მისალოცი ღია ბარათების დამზადება).
მოვიმარაგე ყველა საჭირო რესურსი, შევარჩიეთ
ტექსტი, ლექსები, მუსიკალური ნომრები...
წავიკითხეთ საახალწლო ზღაპარი: „სანტა-კლაუსის ჯადოსნური მოგზაურობა,“
რომელიც ჩვენს მოსწავლეებს იმდენად მოეწონათ, რომ მეორედაც გამამეორებინეს. წაკითხული
განვიხილეთ, შევაფასეთ, დავწერეთ მისი ერთ-ერთი ეპიზოდის სცენარი, როლები გავანაწილეთ
და შევუდექით რეპეტიციებს.
25. 12. 2017-ში საზეიმო კომპოზიციით
წარვდექით მაყურებელთა წინაშე. აღნიშნულ აქტივობას ესწრებოდნენ მშობლები და სკოლის
შეფასების ჯგუფის წევრები, მათ შორის შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე, სკოლის დირექტორი
რუსუდან ზედაშიძე. ბავშვებმა წარმოადგინეს
სცენა წაკითხული ნაწარმოებიდან, აგრეთვე ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, შეასრულეს ოთხი ცეკვა.
ღონისზიების დასასრულს, ყველა მოსწავლე
დავაჯილდოვე ქების სიგელით, სასწავლო პროექტში აქტიურად მონაწილეობის გამო.
მომდევნო დღეებში მოსწავლეებთან, მათ
მშობლებთან მოვახდინე გამოკითხვა ჩატარებული
საქმიანობის შესახებ. მე და ჩემმა მოსწავლეებმა განვიხილეთ ჩატარებული
სამუშაო: რა იყო კარგი და მოსაწონი, რა არ მოგვეწონა, რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალში...
მშობელთა გამოხმაურება იყო მეტად პოზიტიური.
მათ კმაყოფილება გამოხატეს ამგვარი სამუშაოს მიმართ, გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი
პროექტები ხშირად განხორციელდეს.
რა იყო საუკეთესო ამ ღონისძიებაზე:
ის, რომ პატარებმა შეძლეს თავიანთი ინტერესების დაკმაყოფილება, თავიანთი კითხვითი და
სახელოვნებო უნარების განვითარება, -ხალისიანად, ძალდატანების გარეშე.
რა იყო უარყოფითი: ღონისძიების წინ პროექტორი გაგვიფუჭდა, საჭირო გახდა ალტერნატიული
ტექნიკური საშუალების მოძიება. ამ სიტუაციამ საკმაოდ დაგვძაბა მეც და ბავშვებიც. სანამ
სიტუაცია არ გამოსწორდა, საკმაოდ ვინერვიულეთ.
რა უნდა გავითვალისწინო მომავალში:
მსგავსი რისკები აუცილებლად უნდა გავითვალისწინო. წინასწარ კარგად გადავამოწმო ტექნიკა,
რომ ხელი არ შეგვეშალოს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებაში.
სსიპ-დიმიტრი უზნაძის
სახელობის 22-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნესტან კუპრავას მიერ 15/01/2018-2/02/2018 პერიოდში
ორგანიზებული სასწავლო
პროექტის გეგმა
თსუ 100 წლისაა!
1
|
პრობლემის
განსაზღვრა და მისი აქტუალობა
|
თსუ-ს საიუბილეო თარიღის
მოახლოებასთან ერთად ჩემს მეექვსეკლასელ მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი მეტი ინფორმაცია
მიეღოთ ამ სასწავლებლის შესახებ, ბევრ მათგან უკვე აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია,
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სწორედ ამ სასწავლებელში გააგრძელოს, ზოგსაც თსუ-ზე
ინფორმაციები აინტერესებდა ქვეყნის ისტორიული
წარსულის გაცნობის თვალსაზრისით. როდესაც
შევამჩნიე მსგავსი დაინტერესება, გადავწყვიტე ბავშვებისთვის შემეთავაზებინა სასწავლო
პროექტი, მათ ეს წინადადება სიხარულით მიიღეს და გამოთქვეს მუშაობის დაწყების სურვილი.
|
|
2
|
ინტეგრირებუ
ლი
საგნები
|
ქართული ენა, ისტორია
|
|
3
|
პროექტის
ხანგრძლივობა
|
4 კვირა
|
|
4
|
პროექტის
მიზანი
|
მოსწავლეებმა მიიღონ
ინფორმაციები ჩვენი ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებელზე.
გაეცნონ ქვეყნის ისტორიის
უმნიშვნელოვანეს ეპიზოდებს.
შეძლონ ინფორმაციების
მოპოვება აღნიშნულ საკითხზე.
შეძლონ საპრეზენტაციო
მასალების, -სლაიდ-შოუების მომზადება.
მოსწავლეებმა მათთვის
საინტერესო ტექსტების კითხვით გაიუმჯობესონ კითხვითი წიგნიერების დონე.
საინტერესო თხზულებების
წერით შეძლონ შემოქმედებითი უნარის განვითარება.
საფუძველი ჩაეყაროს მათ
მომავალ პროფესიულ ორიენტაციასაც.
|
|
5
|
საჭირო
რესურსი
|
წიგნებში და ინტერნეტში მოძიებული მასალა თსუ-ს შესახებ,
ვიდეოფილმები, საპრეზენტაციო მასალები.
|
|
6
|
შედეგები
და ინდიკატორები
|
ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი / ნაწყვეტი.
ქართ. VI. 8. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახისა და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები.
ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი
გამო-ცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის მიზნობრივი ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.
ს.გ.VI.9. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა
მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
|
|
7
|
21-ე
საუკუნის უნარები
|
-ცოდნის
კონსტრუირება
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა, სოციალური
და კულტურული უნარ-ჩვევები
|
|
|
ამოცანები
და განხორციელე
ბის
გზები
|
სასწავლო პროექტის ამოცანებად განისაზღვრა შემდეგი:
მოვიძიოთ ინფორმაციები თსუ-ს შესახებ;
დავწეროთ თხზულებები, შევქმნათ საპრეზენტაციო სლაიდები;
მოვაწყოთ ჩატარებული საქმიანობის პრეზენტაცია;
გავაანალიზოთ ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობა.
კერძოდ:
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა:
I კვირა
·
მოეწყო საკლასო დისკუსია, განისაზღვრა,
რა საქმიანობას შევასრულებდით;
·
მოვამზადეთ საჭირო რესურსი,-ინფორმაციები,
ფოტო და ვიდეომასალა;
II კვირა
·
გავეცანით ინფორმაციებს
თსუ-ს შესახებ, მის ფუძემდებელ, ღვაწლმოსილ ადამიანებზე-ივანე ჯავახიშვილზე, ექვთიმე
თაყაიშვილზე და ა.შ.
·
დავწერეთ თხზულებები,
შევქმენით საპრეზენტაციო სლაიდ-შოუები;
III კვირა
·
მოვაწყვეთ ჩატარებული
საქმიანობის პრეზენტაცია;
·
შევაფასეთ გაწეული საქმიანობა,
გავმართეთ საკლასო
დისკუსია,-რა მოეწონათ პროექტზე მუშაობის პროცესში, რას გააუმჯობესებდნენ;
·
დავწერე გაწეული სამუშაოს
რეფლექსია;
|
|
|
პროექტის
მონიტორინ
გი
|
პროექტის მსვლელობის პროცესში აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს.
შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმებით
·
მოსწავლეთა ჩართულობა;
·
წაკითხულის, ნანახისა და მოსმენილის გააზრების უნარი;
·
შემაჯამებელ ღონისძიებაში
მონაწილეობა;
·
მოსწავლეთა გამოხმაურება
პროექტის დასრულების შემდეგ.
მასწავლებლის
თვითშეფასება
·
შევძელი თუ არა დასახული
მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული მიზნები სრულად განხორციელდა.
·
რომელი აქტივობები ვერ
განხორციელდა და რატომ?
პროექტით განსაზღვრული
ყველა აქტივობა განხორციელდა.
·
რომელ კომპონენტში იყო
პროექტი წარმატებული?
აღსანიშნავია,რომ პროექტმა კიდევ უფრო დააკავშირა
კლასი და განავითარა თანამშრომლობა, აღნიშნულმა პროექტმა ბავშვები ჩააფიქრა მომავალი
პროფესიის არჩევაზე, დააინტერესა ისინი, უფრო ღრმად გაცნობოდნენ ღვაწლმოსილ ადამიანთა,
მაგალითად: ივანე ჯავახიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას.
·
რა სარგებელი მიიღეს
პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეებმა განავითარეს კითხვისა და წერის უნარები, შეძლეს ნანახის,
მოსმენილისა და წაკითხულის გააზრება, შეფასება. მიღეს განსაზღვრული ცოდნა ჩვენი ქვეყნისთვის
მეტად მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენაზე.
·
ხომ არ მოხდარა
პროექტის მოდიფიცირება?
პროექტის მსვლელობისას
გარკვეული მოდიფიცირების საჭიროება არ შექმნილა.
·
რა უნდა გავითვალისწინო მომავალში?
რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეებთან ერთად ხშირად
დავგეგმო. ეს დააკმაყოფილებს მათ ინტერესებს, ცნობისმოყვარეობას, განუვითარებს სხვადასხვა საჭირო უნარებს. უნდა ვეცადო, რომ
ამგვარ საქმიანობაში ყველა მოსწავლე ჩავაბა. ამ პროექტზე მუშაობისას რამდენიმე მოსწავლე
ძალიან პასიურობდა, ვერ დაინტერესდა ამგვარი საქმიანობით. სასურველია მათი აქტიურად ჩაბმა
შერჩეულ საერთო-საკლასო ღონისძიებებში.
|
|
|
სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო
სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ნესტან კუპრავა
პროექტის შეფასების რუბრიკა
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
წარმოდგენილი საკითხის აქტუალურობა
|
+
|
|
|
რამდენად კონკრეტული, მიღწევადი,
ნათელი და გაზომვადია პროექტის მიზანი და ამოცანები
|
+
|
|
|
რამდენად რეალურია შედეგის მიღწევა
და რამდენად შეესაბამება მიზანს
|
+
|
|
|
რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული
საჭირო რესურსი
|
+
|
|
|
თანმიმდევრობა- რამდენად ლოგიკურადაა
აგებული
|
+
|
|
|
მოსწავლეთა საქმიანობის შესაფასებლად გამოვიყენე შემდეგი
რუბრიკები:
დაკვირვების ფურცელი პრეზენტაციისთვის
|
|
|
პირობასთან
შესაბამისობა:
იყენებს
შინაარსობრივ მოთხოვნებს-კი/არა
იყენებს
თვალსაჩინოებებს-კი/არა
იცავს
დროის ლიმიტს-კი/არა
|
|
|
კომუნიკაციური
უნარ-ჩვევები
საუბრობს
მკაფიოდ და გარკვევით-კი/არა
ამყარებს
კავშირს აუდიტორიასთან-კი/არა
იყენებს
მიმიკა-ჟესტიკულაციას, მიმიკას, ინტონაციას-კი/არა
|
|
|
ენობრივი
უნარ-ჩვევები:
თანმიმდევრულად
აღწერს, გადმოსცემს ფაქტებს,
მოვლენებს-კი/არა
თხრობისას
იცავს ლოგიკურ თანმიმდევრობას-კი/არა
იცავს
ენობრივ გამართულობას-კი/არა
იყენებს
ადეკვატურ ლექსიკას-კი/არა
|
|
|
შემოქმედებითი
უნარ-ჩვევები:
ავლენს
ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას-კი/არა
იჩენს
გაბედულებას-კი/არა
რესურსები
ორიგინალური და საინტერესოა-კი/არა
|
|
|
მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა
N
|
დაფიქრდი და უპასუხე:
|
მეც ასე ვფიქრობ
|
ასე არ ვფიქრობ
|
მიჭირს პასუხის გაცემა
|
1
|
ეს თემა ძალიან საინტერესო იყო.
|
|
|
|
2
|
შემეძლო საპროექტო სამუშაოები დამოუკიდებლად ან
ჯგუფთან ერთად შემესრულებინა.
|
|
|
|
3
|
იმას, რაც ვისწავლე, მომავალში გამოვიყენებ.
|
|
|
|
4
|
პროექტზე მუშაობისას ყველაზე მეტად დამაინტერესა:
|
|
ჯგუფის მუშაობის შეფასების
სქემა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის ჩართული ჯგუფურ საქმიანობაში
|
უმრავლესობა ჩართულია ჯგუფურ საქმიანობაში
|
ყველა ჩართულია
ჯგუფურ საქმიანობაში
|
|
|
|
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს, ხმაურობენ, არ
იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
|
|
|
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
|
|
|
|
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
|
დაიცვეს დროის ლიმიტი
|
ლიდერის როლი
|
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
|
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
|
ლიდერი ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას
|
|
|
|
სსიპ-დიმიტრი
უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის ნესტან კუპრავას
რეფლექსია სასწავლო წლის 15/01/2018-2/02/2018 პერიოდში განხორციელებული სასწავლო პროექტის (თსუ 100 წლისაა!“) შესახებ
2017-2018
სასწავლო წლის 15/01/2018-2/02/2018 პერიოდში მეექვსე კლასში ჩემი
ხელმძღვანელობით განხორციელდა სასწავლო პროექტი: „თსუ 100 წლისაა“.
ეს
იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ზამთრის არდადეგების
შემდეგ სკოლაში დავბრუნდით. იგი განაპირობა ინფორმაციამ, რომ მიმდინარე წლის
26 იანვარს თსუ-ს უსრულდებოდა დაარსებიდან
100 წელი. მოსწავლეებს უამრავი შეკითხვა გაუჩნდათ
ამ დღესთან დაკავშირებით, ბევრმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ სკოლის დამთავრების
შემდეგ სწავლა თსუ-ში გააგრძელონ, მათ მოისურვეს
მეტი ინფორმაცია გაეგოთ ამ წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის შესახებ. ერთობლივი ინტერაქციის
შემდეგ გადაწყდა, რომ მოგვემზადებინა სასწავლო პროექტი: „თსუ 100 წლისაა!“ და ჩვენი
წვლილი შეგვეტანა საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში. მართალია, 26 იანვრამდე მთელი საპროექტო
საქმიანობის დასრულებას ვერ მოვასწრებდით, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ამ მნიშვნელოვანი
მოვლენის აღნიშვნა მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა დროს შეიძლებოდა. გადაწყდა, რომ
პროექტზე სამი კვირის განმავლობაში გვემუშავა. ხელი იმ გარემოებამაც შეგვიწყო, რომ თსუ-ზე ინტერნეტში,
წიგნებში უამრავი მასალა მოიპოვებოდა. გადავწყვიტეთ, დაგვეხარისხებინა ეს ინფორმაციები
და საერთო-საკლასო აქტივობებით გავცნობოდით მხოლოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანსა და მეექვსეკლასელებისთვის
გასაგებს.
ჩავთვალე,
რომ ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაახალისებდა
მოსწავლეებს, თანაც მათ გარკვეულ ცოდნას შესძენდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წარსულზე.
ეს თემა მოსწავლეთა უმრავლესობას აღელვებდა, ამიტომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებდნენ
საპროექტო ამოცანების შესასრულებლად. გადავწყვიტე, შემესრულებინა მოსწავლეთა სურვილები
და ხელმძღვანელობა გამეწია სასწავლო პროექტისთვის.
პროექტის მიზნებად განისაზღვრა:
·
მოსწავლეთა
გახალისება, მათი ინტერესების დაკმაყოფილება თსუ-ს დაარსების შესახებ ინფორმაციების
მიწოდებით;
·
კითხვითი
წიგნიერების დონის განვითარება;
·
ზეპირმეტყველების
უნარის განვითარება, მოსმენილის, წაკითხულის გადმოცემა;
·
მოსწავლეთა შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება, (თხზულებების წერა, საპრეზენტაციო სლაიდების
ჯგუფებში მომზადება და წარდგენა).
პირველ რიგში ვიზრუნეთ ყველა საჭირო რესურსის
მომზადებაზე. შევარჩიეთ წასაკითხად სტატიები, მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და დაიწყეს საპრეზენტაციო მასალების მომზადება:
1) როგორ დაარსდა საქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლებელი; 2) რა წინაპირობები
არსებობდა პირველი ქართული უნივერსიტეტის დასაარსებლად; 3) ივანე ჯავახიშვილი-საქართველოში
პირველი უმაღლესი სასწავლებლის ფუძემდებელი; 4). ექვთიმე თაყაიშვილი-ქართული უნივერსიტეტის
ღვაწლმოსილი პროფესორი;
Learningapps
პროგრამით შევქმენი სპეციალური
სასწავლო რესურსი თსუ-შესახებ, -რომელიც განთავსებულია ინტერნეტში. ვინაიდან მოსწავლეებს
შევატყვე დიდი დაინტერესება ექთიმე თაყაიშვილის ცხოვრებითა და მოღვაწეობით, იმავე პროგრამით
მათთვის შევქმენი სასწავლო რესურსი, რომელიც მოკლედ მომოიხილავს ამაგდარი მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ამავე
დროს გადავწყვიტეთ თაყაიშვილის ცხოვრებისთვის,-კერძოდ, მისი ემიგრანტული საქმიანობისთვის
სპეციალური საგაკვეთილო პროცესი მიგვეძღვნა.
მოსწავლეებს განსაკუთრებით აინტერესებდათ მისი ღვაწლი ქართული საგანძურის მოვლა-გადარჩენაში.
ბავშვებმა დაწერეს თხზულებები, შექმნეს
საპრეზენტაციო სლაიდ-შოუები. ჯგუფები თავიანთ დავალებებს საკმაო პასუხისმგებლობით ასრულებდნენ,
თუმცა შეინიშნებოდნენ ისეთი მოსწავლეეებიც, რომლებიც აღნიშნული თემით ვერ დაინტერესდნენ,
მეტისმეტად პასიურობდნენ და სხვის ნამუშევარს ეფარებოდნენ.
31/0/ 2018-ში მოვაწყვეთ ჩვენი საქმიანობის
პრეზენტაცია. აღნიშნულ აქტივობას ესწრებოდნენ მშობლები და სკოლის შეფასების ჯგუფის
წევრები, ბავშვებმა წაიკითხეს საუკეთესო თხზულებები,
ჯგუფებმა წარმოადგინეს საპრეზენტაციო ნამუშევრები.
ყურადღებით ვაკვირდებოდი პრეზენტაციის
მსვლელობას. იგი დამაკმაყოფილებლად ჩატარდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ
მოსწავლეს საკმაოდ გაუჭირდა, ვინაიდან პრეზენტაციის
გამართვის მათი უნარ-ჩვევები ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია.
მომდევნო დღეებში მოსწავლეებთან ერთად
მოვახდინე ჩატარებული საქმიანობის ანალიზი. მე და ჩემმა მოსწავლეებმა განვიხილეთ ჩატარებული
სამუშაო: რა იყო კარგი და მოსაწონი, რა არ მოგვეწონა, რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალში...
ბავშვების გამოხმაურება იყო მეტად პოზიტიური.
მათ კმაყოფილება გამოხატეს ამგვარი სამუშაოს მიმართ, გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი
პროექტები ხშირად დაიგეგმოს.
რას მივაღწიეთ ამ სასწავლო პროექტით:
ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა
შეძლეს თავიანთი ინტერესების დაკმაყოფილება,
გააგრძელეს თავიანთი კითხვის და წერის უნარების
განვითარება.
მიიღეს გარკვეული ცოდნა ჩვენი ქვეყნის
არცთუ ისე შორეულ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან ისტორიულ პერიოდზე, უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე
ქართველი ერის ცხოვრებაში.
გაიწაფნენ თხზულებების წერაში, განავითარეს თავიანთი ზეპირმეტყველების უნარი, შეძლეს
საინტერესოდ გადმოეცათ მოსმენილი და წაკითხული.
რა ხარვეზი შევამჩნიე: ზოგი მოსწავლე
ვერ დავაინტერესეთ პროექტის თემით. ისინი პასიურობდნენ და არ ასრულებდნენ დავალებებს,
ზოგჯერ ჯგუფის ლიდერებს კიდევაც ეწინააღმდეგებოდნენ. ვცდილობდი, მათთვის ისეთი დავალებები
შემერჩია, რომ საეღო საქმიანობაში ჩამება. მეტნაკლებად, ამას მივაღწიეთ, თუმცა არა
ყველასთან.
რა უნდა გავითვალისწინო მომავალში:
მსგავსი სასწავლო პროექტების განხორციელებისას
ისე დავგეგმო სამუშაო, რომ მასში ყოველი მოსწავლე ხალისით ჩაებას, ამას ალბათ უფრო საინტერესო დავალებების შერჩევით მივაღწევ.
მეტი ყურადღება მივაქციო მოსწავლეეებში
პრეზენტაციის უნარის განვითარებას. ზოგ მოსწავლეს გაუჭირდა კონტაქტის დამყარება მსმენელთან,
მათი ყურადღების თავისკენ მიპყრობა, ამაში კი
მათ აუცილებლად უნდა დავეხმარო. ვფიქრობ, თუ პერიოდულად დავავალებ სხვადასხვა
თემაზე პრეზენტაციის მომზადებას და თანაც საკითხის წარდგენაში დავეხმარები, მათ სათანადო
უნარი თანდათან განუვითარდებათ.
ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ნესტან
კუპრავა
დანართი
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი 100 წლისაა!
წელს თსუ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაარსებიდან 100 წლისთავს ზეიმობს. საინტერესოა, როგორ დაიბადა უნივერსიტეტის გახსნის იდეა, როგორ გაიხსნა პირველი სახელმწიფო უმაღლესი
სასწავლებელი, ვინ იყო მისი დამაარსებელი,
როგორ შეხვდა ხალხი ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას...
ქართული უნივერსიტეტის გახსნის საჭიროება დიდ ქართველ მოღვაწეებს, მაგალითად; ილია ჭავჭავაძეს,
ნიკო ცხვედაძეს, იაკობ გოგებაშვილს და სხვა, კარგად ჰქონდათ გააზრებული და საკუთარ
ნააზრევს თავიანთ წერილებში ასაბუთებდნენ. სურვილი პირველი უმაღლესი სასწავლებლის გახსნისა
ქართველ მოაზროვნეებში დიდი ხნიდან ცოცხლობდა.
1917 წლის თებერვლიდან დიდმა ქართველმა მეცნიერმა, ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა
ივანე ჯავახიშვილმა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთვის კონკრეტული ნაბიჯების
გადადგმა დაიწყო. მან თავის ბინაზე პეტერბურგში, (ამ დროს ის პეტერბურგის უნივერსიტეტის
დოქტორანტი იყო) შეკრიბა უნივერსიტეტის დაარსებით დაინტერესებული ქართველი მეცნიერები:
იოსებ ყიფშიძე. აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე და სხვები. კრების მონაწილეთა დიდმა ნაწილმა
ჯავახიშვილის იდეა გაიზიარა, თუმცა მას მოწინააღმდეგებიც ჰყავდა. მაგალითად;
დიდი ქართველი მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე ასაბუთებდა, რომ პირველ რიგში საქართველოში პოლიტექნიკუმი
უნდა დახსნილიყო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დარგის მუშაკებს მოამზადებდა. მიუხედავად
ასეთი წინააღმდეგობისა, უნივერსიტეტის გახსნის იდეამ გაიმარჯვა.
1917 წლის გაზაფხულზე ივანე ჯავახიშვილი თბილისში ჩამოვიდა და
12 მაისს ჩაატარა ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების კრება, რომელსაც
დაესწრნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე,
დიმიტრი უზნაძე, ლუარსაბ ბოცვაძე და სხვები. ჯავახიშვილი ასაბუთებდა, რომ უნივერსიტეტის დაარსება ერის გონებრივ
და კულტურულ აღორძინებას დიდად შეუწყობდა ხელს.
განმარტავდა, რატომ უნდა დაარსებულიყო თბილისში უნივერსიტეტი და არა სხვა სახის სასწავლებელი.
მიაჩნდა, რომ უნივერსიტეტის დაარსებით შესაძლებელი გახდებოდა უმაღლესი ტექნიკური დაარსებაც
დააარსება, რაც შემდეგ სწორედ ასე მოხდა.
პირველი
ქართული უნივერსიტეტი ძველად
|
რუსეთში მეფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ (1917 წელს) საქართველოს დროებით დროებითი მთავრობას გეზი მაინც
რუსული უნივერსიტეტის გახსნისკენ ჰქონდათ
აღებული.
ამ
პერიოდში გაჩნდა რუსეთში გაჩნდა მუხანათური
გეგმა: თბილისში შეიძლება შეიქმნას კერძო ქართული უნივერსიტეტი, მაგრამ მანამე უნდა
დაარსდეს ამერიკავკასიის რუსული სახელმწიფო უნივერსიტეტიო. შალვა ნუცუბიძე იგონებს:
"ოლდენბურგი, ვასილიევი და სხვები მზრუნველი კილოთი გვირჩევდნენ, ხელი აგვეღო
იმ უიმედო საქმის დაწყებაზე, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი ეწოდებოდა. ქართულ
ენას არ აქვს არც მეცნიერული ტერმინოლოგია, არც მეცნიერული ტრადიცია, ყველა ამის შექმნა
არა თუ ძნელი, უიმედო საქმეაო“- გვეუბებოდა ეს ვითომ გულშემტკივარი ხალხი,- თქვენ არც
მსმენელი გეყოლებათ, რადგან მათი ნაწილი ძველებურად რუსეთში ჩამოვა სასწავლებლად, ხოლო
მეორე ნაწილი ამჯობინებს რუსულ უნივერსიტეტში სწავლას, რომელიც თქვენს გვერდში იქნება
და რომლის მეცნიერულ ღირებულებას თქვენ ვერასოდეს მეტოქეობას ვერ გაუწევთო"
1917 წლის 14 ოქტომბერს აკაკი შანიძემ
გაზეთ " სახალხო საქმეში" გამოაქვეყნა წერილი "ორი უნივერსიტეტი,"
სადაც აღნიშნულია: "პეტერბურგიდან პირდაპირი მავთულით იტყობინებიან, რომ ტიფლისში
იანვრიდან რუსული უნივერსიტეტი იხსნებაო.“
1917 წლის 27 ნოემბერს ივანე
ჯავახიშვილმა ამიერკავკასიის კომისარიატს მიმართა უნივერსიტეტის წესდების ძირითადი
დებულების დასამტკიცებლად. ამ დღეებს აკაკი ჩხენკელი ასე იხსენებს : "მე მოწმე
ვიყავი, რა ჭაპანწყვეტა განიცადეს ივანე ჯავახიშვილმა და მისმა ვიწრო ჯგუფმა, სანამ
მიზანს მიაღწევდნენ. თუმცა რევოლუციის პირველ ხანაში, თითქოს სრული თავისუფლების ფრთების
ქვეშ, უნივერსიტეტის, თუ გინდა, კერძოსი, ნებადართულად გახსნა ყოვლად შეუძლებელი იყო...
ვისთვის უნდა მიემართნა ივანე ჯავახიშვილს ნებართვისთვის? „
უნივერსიტეტის დაარსების კამპანია მთელი
საქართველოს მასშტაბით გაიშალა: საზოგადოებამ დაიწყო ქვველმოქმედება, შეიქმნა საფინანსო
კომისია, ბევრი თანხასაც აგზავნიდა... შეიძლება ეს საქმეს არ ჰყოფნიდა, მაგრამ მორალურად ამ საქმეს დახმარება გაუწიეს როგორც ქართველებმა,
ასევე, არაქართველებმაც. მაგალითად, ცნობილია, რომ დიდი რაოდენობით თანხა გამოზავნა
ქართველი ერის დიდმა მეგობარმა, სომეხმა მოღვაწემ
ოვანეს თუმანიანმა.
17 მაისს ივანე ჯავახიშვილი ქუთაისში
ჩავიდა და ჩაატარა კრება, რომელზეც ასევე დიდი
მხარდაჭერა მოიპოვა. უნივერსიტეტის დაარსებისთვის საფუძველი უკვე ჩაყრილი იყო თბილისის გიმნაზიის შენობის მშენებლობის
დროს. ეს იყო ნიკო ცხვედაძის თაოსნობით აგებული სათავადაზნაურო გიმნაზია ( უნივერსიტეტის
ახლანდელი მთავარი კორპუსი), რომელშიც ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვა ქართველი
მოღვაწენი იმთავითვე ქართულ უნივერსიტეტს მოიაზრებდნენ. სწორედ ამ შენობაში გამოეყო
რამდენიმე ოთახი თბილისის უნივერსიტეტს.
როინ მეტრეველი წერს: "როცა
უკვე საფუძველზე მყარად დადგნენ, ივანე ჯავახიშვილმა ჩათვალა, რომ უნივერსიტეტი 8 თებერვალს გახსნილიყო, ეს გახლდათ დავით აღმაშენებლის ხსენების
დღე და მას სპეციალურად დაამთხვია, რადგანაც დავით აღმაშენებელმა დააფუძნა გელათის
აკადემია, რომელიც "ახალ ათინად" და " მეორე იერუსალიმად"
იწოდებოდა, როგორც სიბრძნისა და რწმენის სიმბოლო“. სწორედ გელათის აკადემიის პრინციპით შექმნა ივანე ჯავახიშვილმა გეგმა, სადაც
კონკრეტულად ჩამოწერა, რა ფაკულტეტები გაიხსნებოდა და ვინ იქნებოდა თბილისის უნივერსიტეტის
პროფესურა.
სრულყოფილი უნივერსიტეტის გახსნისათვის,
არანაკლებ, 4 ფაკულტეტი იყო საჭირო - ისტორიულ-ფილოლოგიური, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო,
იურიდიული და სამკურნალო, დაადგინეს, რომ ჯერჯერობით
დაარსებულიყო მხოლოდ ერთი ფაკულტეტი - სიბრძნისმეტყველების,
ანუ ფილოსოფიის ფაკულტეტი შემდეგი განყოფილებებით:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (როგორც პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური
და აღმოსავლური ენების ფაკულტეტები), სამათემატიკო და საბუნებისმეტყველო. რაც შეეხება
სამკურნალო ფაკულტეტს, გადაწყდა, რომ "ეთხოვოს ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა
საზოგადოებას და მოსკოვის უნივერსიტეტის დოცენტს გაბრიელ გრიგოლის ძე ღამბარაშვილს,
ერთად იქონიონ მსჯელობა იმის შესახებ, თუ როდის არის ახლო მომავალში შესაძლებელი, რომ
ქართულ უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტი დაარსდეს"
მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ძალისხმევას შედეგი
მოჰყვა. 1918 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 1 საათსა და 20 წუთზე
თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი,
ამ მოვლენას სამართლიანად უწოდეს "საქართველოს გონების სუვერენობის აღდგენა."
სტუმრების მიღება და დღესასწაულის ხელმძღვანელობა ილია ჭავჭავაძის დისწულმა კოტე აფხაზმა
იტვირთა.
უნივერსიტეტი აკურთხა და გზა დაულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ. მან თავისი სიტყვა ასე დაამთავრა:“
სულითა და გულით ვისურვებ, რომ ამ ჩვენს ქართულ ნორჩ უნივერსიტეტში მალე გახსნილიყოს
ყველა განზრახული ფაკულტეტებიც, როგორც ეს დასავლეთ ევროპაში
არის მოწყობილიო".
თსუ-ს მთავარი
კორპუსი ახლა
|
უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი.
პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად.
უნივერსიტეტის
პირველი პროფესორ-მასწავლებლები
სხედან -მარცხნიდან მარჯვნივ: მიხეილ კონიაშვილი,
გრიგოლ ნათაძე, ანდრია ბენაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ჩიგოგიძე, მიხეილ ზანდუკელი,
ალექსანდრე დიდებულიძე, მიხეილ თაქთაქიშვილი;
დგანან -მარცხნიდან მარჯვნივ: ნიკო მგელაზე, სერგო
გორგაძე, იასონ მოსესვილი, ვასილ კაკაბაძე, სოლომონ ქურდიანი, გიორგი ახვლედიანი,
გიორგი კონიაშვილი, კორნელი კეკელიძე, ევგენი ჭოლოშვილი.
|
1919-1926 წლებში თსუ-ს რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს, საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.
პირველი ქართული
უნივერსიტეტისა და ქართველი ერის მოამაგენი
აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი
დაიბადა 1876 წლის 11 აპრილს ქალაქ თბილისში, პედაგოგის ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილის ოჯახში. პატარა ივანე ქართულ წესსა და რიგზე იზრდებოდა, მას ქართული ენისა და მშობლიური ხალხისადმი, მისი დიდი წარსულისადმი ინტერესი ოჯახშივე, ბავშვობიდანვე ენერგებოდა.
სწავლა დაიწყო თბილისში გიმნაზიაში. ამ სასწავლებელში მაშინ სასტიკად იდევნებოდა ყოველივე პროგრესული და ამასთანავე ყოველივე ქართული, ეროვნული. გარუსების ტენდენცია და ქართული კულტურის დევნა სულს უხუთავდა ქართველ ახალგაზრდობას. ივანე დამოუკიდებლად სწავლობდა ქართულ ენას, ქართულ ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას. მას უკვე გიმნაზიაში აშკარად ემჩნეოდა ინტერესი ჰუმანიტარული საგნებისადმი — გატაცებით სწავლობდა ლიტერატურას, ისტორიას, ძველსა თუ ახალ ენებს, ყველაზე უფრო გატაცებული იგი, ამავე დროს, საკუთრივ ისტორიით იყო.
1895 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ივ. ჯავახიშვილი შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში შესვლისთანავე იგი სათავეში ჩაუდგა სტუდენტთა ქართულ სათვისტომოს, რომლის წევრებიც ქართული ენისა და კულტურის შელახული პოზიციების აღდგენას ცდილობდნენ. სათვისტომოს წევრებმა, კერძოდ, სავალდებულოდ გაიხადეს ქართულად საუბარი, ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნა, ქართული პრესისათვის თვალის დევნება და ქართული წიგნებით ბიბლიოთეკის შევსება.
უნივერსიტეტში ივ. ჯავახიშვილმა კარგი განათლება მიიღო. იგი დაეუფლა მთელ რიგ აღმოსავლურ, კლასიკურ და დასავლეთ-ევროპულ ენებს. თავისუფლად იყენებდა ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, სპარსულ და სირიულ წყაროებს. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას ხანგრძლივად იმყოფებოდა გერმანიაში, ხოლო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ იგი კვლავ გაემგზავრა იქ ხანგრძლივ სამეცნიერო მივლინებაში. გერმანიაში მას მუშაობა უმთავრესად ბერლინის უნივერსიტეტში მოუხდა.
ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. კითხულობდა მთელ რიგ სპეციალურ სალექციო კურსებს საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში. მისი ლექციები დიდ ინტერესს იწვევდა სტუდენტთა შორის.
აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭომ ივ. ჯავახიშვილს ქართული სიტყვიერების მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა. მან პეტერბურგის უნივერსიტეტში ყოფნის დროსაც შექმნა არაერთი პირველხარისხოვანი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაც საქართველოს ისტორია მსოფლიო მეცნიერების დონეზე აჰყავდათ. ამ დროს შეიქმნა და გამოქვეყნდა, კერძოდ, მისი მთავარი ნაშრომების "ქართველი ერის ისტორიის", "საქართველოს ეკონომიური ისტორიის", "ძველი ქართული საისტორიო მწერლობის" პირველი ვარიანტები.
ივანე ჯავახიშვილი ქართული მეცნიერების აღორძინებაზე ფიქრობდა და არა მარტო ფიქრობდა, არამედ აქტიურადაც იღვწოდა ამისათვის ნიადაგის მოსამზადებლად. ამისათვის საჭირო იყო თვით საქართველოში შექმნილიყო მეცნიერული კერა — გახსნილიყო ქართული უნივერსიტეტი, რომელიც ამ დიდ მისიას იკისრებდა და მას წარმატებით გაუძღვებოდა. არდადეგების დროს ივანე ჯავახიშვილი საქართველოს მოაშურებდა ხოლმე და თბილისში, ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებში საჯარო ლექციებს კითხულობდა საქართველოს ისტორიასა და ქართული კულტურის ისტორიაში. ამ ლექციებს ქართველი საზოგადოება დიდი ინტერესით ხვდებოდა. ივ. ჯავახიშვილის ლექციები ქართველ ხალხს აყვარებდა სამშობლოს, უნერგავდა უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის სურვილს.
ქართული უნივერსიტეტის შექმნისათვის აქტიური მუშაობა ივ. ჯავახიშვილმა ადრე დაიწყო. ცარიზმის დამხობის შემდეგ მან და მისმა თანამებრძოლებმა იგრძნეს, რომ დგებოდა მათი დიდი ხნის ოცნების — თბილისში ქართული უნივერსიტეტის შექმნის — პრაქტიკული განხორციელების დრო. ივ. ჯავახიშვილი ჩამოდის თბილისში და სათავეში უდგება ქართველ მოღვაწეთა იმ ჯგუფს, რომელმაც მალე, 1918 წლის 26 იანვარს მიაღწია კიდეც ქართული უნივერსიტეტის დაარსებას თბილისში. გადასალახავი აღმოჩნდა უამრავი, მათ შორის ფინანსური ხასიათის დაბრკოლება, აგრეთვე ბევრის სკეპტიკური დამოკიდებულება ამ წამოწყებისადმი. ბევრი თვით ქართველ საზოგადოებაშიც ეჭვის თვალით უყურებდა ქართული უნივერსიტეტის დაარსების იდეას, რასაც ასეთი გატაცებით იცავდა იმ დროს ივ. ჯავახიშვილი.
სამეცნიერო ჯგუფმა გაშალა ფართო მუშაობა
უნივერსიტეტისათვის საჭირო სახსრების შესაგროვებლადაც. მართალია, დროებითმა
მთავრობამ ფაქტიურად უარი თქვა თბილისში ქართული უნივერსიტეტის გახსნაზე და მის
ნაცვლად აქ რუსული უნივერსიტეტის შექმნა გადაწყვიტა, მაგრამ ოქტომბრის დიდმა
რევოლუციამ ამ მთავრობასთან ერთად მისი ეს განკარგულებაც გააუქმა და უნივერსიტეტის
გახსნისათვის უკანასკნელი დაბრკოლებაც მოხსნა. ახლადგახსნილ უნივერსიტეტში ივანე
ჯავახიშვილმა დაიკავა იმ დროს მასში არსებული ერთადერთი ფაკულტეტის —
სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა. უნივერსიტეტის რექტორად მისი
წინადადებით აირჩიეს იმ დროს რუსეთისა და საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებში
კარგად ცნობილი ქართველი მეცნიერი პეტრე მელიქიშვილი. ეს უკანასკნელი შემდეგში
თვითონ აღნიშნავდა: "ივანე ჯავახიშვილი ბრძანდება ერთადერთი დამაარსებელი,
სულისჩამდგმელი და ერთადერთი რაინდი ჩვენი უნივერსიტეტისა, აქ მას ვერავინ
შეეტოქება და შეეზიარება".
1919 წელს ივ. ჯავახიშვილი სათავეში ჩაუდგა თბილისის უნივერსიტეტს— იგი აირჩიეს მის რექტორად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 1926 წლამდე. ამის შემდეგაც, სიცოცხლის ბოლომდე, ხანმოკლე პერიოდის გარდა (1931 — 1933 წწ.) იგი უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა.
ივ. ჯავახიშვილი აქტიურად მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ სამუშაოებს დმანისში, ბოლნისში, გეგუთში, მცხეთაში. კარგად არის ცნობილი აგრეთვე ივ. ჯავახიშვილის მოღვაწეობა ძველი ქართული სამწერლო ძეგლების გამოვლენის ან ეთნოგრაფიული მასალის შეკრების დარგში, მეცნიერული კადრების აღზრდის საქმეში და სხვ.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ივ. ჯავახიშვილის მუშაობამ კიდევ უფრო ფართო აღიარება ჰპოვა. სამწუხაროდ, არც მეცნიერებისა და არც საზოგადოებრივ ასპარეზზე საქმიანობის გაგრძელება ამის შემდეგ მას დიდხანს აღარ დასცალდა. 1940 წლის 18 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილი უეცრად გარდაიცვალა თბილისში, ხელოვნების მუშაკთა სახლში, საჯარო მოხსენების კითხვის დროს. სამი დღის შემდეგ მშობლიური უნივერსიტეტის მიწას მიაბარეს.
ივ. ჯავახიშვილის ისტორიული წიგნების სერია წარმოადგენს საქართველოს მრავალტომიანი სრული მეცნიერული ისტორიის შექმნის ცდას და მისი მნიშვნელობა განუზომლად დიდია.
1919 წელს ივ. ჯავახიშვილი სათავეში ჩაუდგა თბილისის უნივერსიტეტს— იგი აირჩიეს მის რექტორად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 1926 წლამდე. ამის შემდეგაც, სიცოცხლის ბოლომდე, ხანმოკლე პერიოდის გარდა (1931 — 1933 წწ.) იგი უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა.
ივ. ჯავახიშვილი აქტიურად მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ სამუშაოებს დმანისში, ბოლნისში, გეგუთში, მცხეთაში. კარგად არის ცნობილი აგრეთვე ივ. ჯავახიშვილის მოღვაწეობა ძველი ქართული სამწერლო ძეგლების გამოვლენის ან ეთნოგრაფიული მასალის შეკრების დარგში, მეცნიერული კადრების აღზრდის საქმეში და სხვ.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ივ. ჯავახიშვილის მუშაობამ კიდევ უფრო ფართო აღიარება ჰპოვა. სამწუხაროდ, არც მეცნიერებისა და არც საზოგადოებრივ ასპარეზზე საქმიანობის გაგრძელება ამის შემდეგ მას დიდხანს აღარ დასცალდა. 1940 წლის 18 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილი უეცრად გარდაიცვალა თბილისში, ხელოვნების მუშაკთა სახლში, საჯარო მოხსენების კითხვის დროს. სამი დღის შემდეგ მშობლიური უნივერსიტეტის მიწას მიაბარეს.
ივ. ჯავახიშვილის ისტორიული წიგნების სერია წარმოადგენს საქართველოს მრავალტომიანი სრული მეცნიერული ისტორიის შექმნის ცდას და მისი მნიშვნელობა განუზომლად დიდია.
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი (ქართველი
ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე და მამულიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსი, პროფესორი , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
დაიბადა 1953 წელს, 1883 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური
გიმნაზია, ხოლო 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით.
ერთხანს ასწავლიდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო
სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში (ბერძნულ-ლათინურ ენებს, ისტორიას და გეოგრაფიას).
1894-1904 წლებში იგი განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას.
პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე
ექვთიმე თაყაიშვილი შეუდგა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. იგი გახლდათ წყაროთმცოდნე
და არქეოგრაფი, ეპიგრაფიკის მკვლევარი, არქეოლოგი, ქართული მწერლობის ისტორიის მკვლევარი.
დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული "ქართული
უნივერსიტეტის საზოგადოების" კომისიაში. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტი 1918
წელს გაიხსნა. ექვთიმე გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი
პროფესორი. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს
მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა.
ექვთიმე თაყაიშვილის გულმოდგინების
შედეგი იყო "ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერის აღმოჩენა. ეს ხელნაწერი
ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა.
ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის
იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველოში) და გამოიკვლია ისტორიიული
ძეგლები.
ექვთიმე
თაყაიშვილის პოლიტიკური მოღვაწეც გახლდათ. 1917 წელს იგი იყო საქართველოს
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში კი იგი
გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტის, -
დამფუძნებელი კრების, თავმჯდომარის მოადგილე.
ბოლშევიკური რუსეთის წითელი
არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის
11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან
ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა
საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად
მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. განძი აუწერელი ფასეულობისაგან შედგებოდა. აქ იყო
თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი
სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა,
გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის
სასახლის ქონება და სხვა მრავალი.
ექვთიმე თაყაიშვილი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის მამულში. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას.
ექვთიმე თაყაიშვილი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის მამულში. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას.
1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე
თაყაიშვილი განძთან ერთად თბილისში დაბრუნდა. ჩამოსვლის პირველი
დღეებიდანვე იგი აქტიურად თანამშრომლობდა მეცნიერებათა აკადემიასთან და თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს საქართველოს ისტორიის
საკითხებზე. 1945 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად,
1946 წელს კი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
გარდაიცვალა 1953 წლის 21
თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე
ადამიანი დაესწრო... გადასვენებულია
საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო
ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და «ექვთიმე ღვთისკაცი“ უწოდა.
სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის
22-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნესტან კუპრავას მიერ 3.02.2018-6.03.
2018 პერიოდში ორგანიზებული სასწავლო პროექტის გეგმა
დედებისა
და შვილების თვალით დანახული სამყარო
1
|
პრობლემის
განსაზღვრა და მისი აქტუალობა
|
დედის დრის მოახლოებასთან ერთად ჩემს მეექვსეკლასელ მოსწავლეებს
გაუჩნდათ სურვილი შეესწავლათ ლექსები დედაზე, დაეწერათ თხზულებები, წაეკითხათ საინტერესო ნაწარმოებები. კლასში გაიმართა
დისკუსია, გადაწყდა, რომ მიმდინარე სასწავლო წლის 3 თებერვლიდან დავიწყოთ
განხორციელება სასწავლო პროექტისა: „შვილებისა და დედების თვალით დანახული სამყარო,“
რომელიც დასრულდება 6 მარტს.
|
|
2
|
ინტეგრირებუ
ლი
საგნები
|
ქართული ენა, ხელოვნება
|
|
3
|
პროექტის
ხანგრძლივობა
|
4 კვირა
|
|
4
|
პროექტის
მიზანი
|
მოსწავლეებმა
მათთვის საინტერესო ტექსტების კითხვით გაიუმჯობესონ კითხვითი წიგნიერების დონე
გაიუმჯობესონ
თავიანთი სახელოვნებო უნარები (დეკლამირება, ცეკვა, სიმღერა);
შეძლონ წაკითხული
ნაწარმოებების განხილვა (საუბარი, თხრობა, შეკითხვებზე პასუხი);
შემაჯამებელ ღონისძიებაზე
მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება;
შეძლონ შემოქმედებითი
და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
|
|
5
|
საჭირო
რესურსი
|
შერჩეული საკითხავი ტექსტები-გიორგი
ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის, აკაკი წერეთლის, ლექსები, ფონოგრამები სიმღერებისა
და ცეკვებისთვის
|
|
6
|
შედეგები
და ინდიკატორები
|
ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი / ნაწყვეტი.
ქართ. VI. 8. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახისა და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები.
ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამო-ცდილების გამოყენება
წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის მიზნობრივი ტექსტების
დამოუკიდებლად შექმნა.
ს.გ.VI.9.
მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა
მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
|
|
7
|
21-ე
საუკუნის უნარები
|
-ცოდნის კონსტრუირება
ინიციატივა და დამოუკიდებელი
მუშაობა,სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
|
|
|
ამოცანები
და განხორციელე
ბის
გზები
|
სასწავლო პროექტის ამოცანებად განისაზღვრა
შემდეგი:
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა:
I კვირა
·
მოეწყო საკლასო დისკუსია;
·
შევარჩიეთ საკითხავი
ტექსტი, შესასწავლი ლექსები;
·
ინტერნეტში და
სხვადასხვა გზით მოვიძიეთ საჭირო ფონოგრამები, კარაოკე შერჩეული სიმღერებისთვის და
ცეკვებისთვის.
II კვირა
·
წავიკითხეთ შერჩეული
ტექსტი,;
·
დავწერეთ სცენარი,
-ლიტერატურული მონტაჟი, გავანაწილეთ როლები, ლექსები, სიმღერები...
·
დავიწყეთ რეპეტიციების ჩატარება;
III კვირა
·
ჩავატარეთ რეპეტიციები;
IV კვირა
·
ჩავატარეთ დედის
დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება;
·
გავმართეთ საკლასო დისკუსია,-რა მოეწონათ პროექტზე მუშაობის
პროცესში, რას გააუმჯობესებდნენ;
·
დავწერე პროექტის
რეფლექსია;
|
|
|
პროექტის
მონიტორინ
გი
შეფასება
და
თვითშეფასება
|
პროექტის მსვლელობის პროცესში აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს
თვითშეფასების მარტივი კითხვარი მოსწავლეებისთვის
რა მოგცათ სასწავლო პროექტმა?
ა) გავიუმჯობესე
კითხვის უნარი, გაავეცანი ცნობილი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებებს, მონაწილეობა
მივიღე დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში;
ბ) ვმონაწილეობდი ღონისძიებაში;
გ) ახალი ვერაფერი
ვისწავლე;
მუშაობის დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის
როგორი დამოკიდებულება იყო?
ა)ბევრად უკეთესი;
ბ) როგორიც აქამდე
იყო;
გ)უარესი;
სასწავლო პროექტზე მუშაობით კმაყოფილი ხარ?
ა)სრულად;
ბ)ნაწილობრივ;
გ)უკმაყოფილო
ვარ.
|
|
|
შეფასება
მოხდა შემდეგი კრიტერიუმე
ბით
|
·
მოსწავლეთა ჩართულობა;
·
წაკითხულის, ნანახისა და
მოსმენილის გააზრების უნარი;
·
შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა;
·
გამოხმაურება მშობლებისგან.
სასწავლო პროექტზე მუშაობა წარმატებით დასრულდა!
თვითშეფასება
·
შევძელი თუ არა დასახული
მიზნების მიღწევა?
პროექტით
განსაზღვრული მიზნები სრულად განხორციელდა.
·
რომელი აქტივობები ვერ
განხორციელდა და რატომ?
პროექტით განსაზღვრული ყველა
აქტივობა განხორციელდა.
·
რომელ კომპონენტში იყო
პროექტი წარმატებული?
აღსანიშნავია,რომ პროექტმა კიდევ უფრო დააკავშირა კლასი და განავითარა
თანამშრომლობა, აღნიშნულმა პროექტმა ბავშვებს მთელი ერთი თვე საგრძნობლად გაუხალისა.
მშობლებიც კმაყოფილები იყვნენ. ეს პროექტი კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა იყო, სკოლასთან
მშობლების უფრო დასაახლოვებლად.
·
რა სარგებელი მიიღეს
პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეებმა
განავითარეს თავიანთი კითხვისა და სახელოვნებო უნარები, შეძლეს ნანახის, მოსმენილისა
და წაკითხულის გააზრება, შეფასება. მშობლებმა
შეაფასეს თავიანთი შვილების განსაზღვრული უნარები, მე კი მივხვდი, რომ მსგავსი პროექტების
ჩატარებით მოსწავლეები უფრო აქტიურად ებმევიან სასკოლო ცხოვრებაში, ადვილად სწავლობენ
საინტერესო ნაწარმოებებს წინასწარ განსაზღვრულ
თემებზე.
·
ხომ არ მოხდარა
პროექტის მოდიფიცირება?
პროექტის მსვლელობისას რაიმეს
მოდიფიცირების საჭიროება არ შექმნილა.
·
რა უნდა გავითვალისწინო მომავალში?
რომ მსგავსი სასწავლო პროექტები მნიშვნელოვნად უხალისებს მოსწავლეებსაც
სასკოლო ცხოვრებას, ამდენად, ისინი უფრო ხშირად უნდა დავგეგმო.
პროექტის ხელმძღვანელი: ნესტან კუპრავა
|
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
წარმოდგენილი საკითხის აქტუალურობა
|
+
|
|
|
რამდენად კონკრეტული, მიღწევადი,
ნათელი და გაზომვადია პროექტის მიზანი და ამოცანები
|
+
|
|
|
რამდენად რეალურია შედეგის მიღწევა
და რამდენად შეესაბამება მიზანს
|
+
|
|
|
რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული
საჭირო რესურსი
|
+
|
|
|
თანმიმდევრობა- რამდენად ლოგიკურადაა
აგებული
|
+
|
|
|
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი
|
+
|
|
|
აღნიშნული საკითხის ცოდნა
|
+
|
|
|
წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხი
|
+
|
|
|
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის
უნარი
|
|
+
|
|
მშობელთა გამოხმაურება
|
+
|
|
|
შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაკვირვების ცხრილი
სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის ნესტან კუპრავას
რეფლექსია სასწავლო წლის 3.02.2018-6.03. 2018 პერიოდში განხორციელებული სასწავლო პროექტის („დედებისა და შვილების
თვალით დანახული სამყაროს“)
შესახებ
2017-2018
სასწავლო წლის 3.02.2018-6.03. 2018 პერიოდში მეექვსე კლასში ჩემი
ხელმძღვანელობით განხორციელდა სასწავლო პროექტი: „დედებისა და შვილების თვალით დანახული
სამყარო“.
ეს
იდეა გაჩნდა თებერვლის დასაწყისში, 3 მარტის დღესასწაულის-დედის დღის მოახლოებასთან
ერთად. იგი განაპირობა მოსწავლეთა სურვილმა,
ჩაბმულიყვნენ სამზადისში, მონაწილეობა
მიეღოთ ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნაში. ბავშვებს სურდათ საინტერესო ნაწარმოებების
წაკითხვა აღნიშნულ თემაზე, ბარათების მომზადება,
თხზულებების დაწერა, ლექსებისა და სიმღერების შესწავლა...
ჩავთვალე,
რომ ეს აქტივობა მნიშვნელოვნად გაახალისებდა მოსწავლეებს. თემა მათთვის მეტად ნაცნობი,
აქტუალური და მგრძნობიარე იყო, ამდენად ძალ-ღონეს არ დაიშურებდნენ მის შესასრულებლად.
გადავწყვიტე, შემესრულებინა მოსწავლეთა სურვილები და ხელმძღვანელობა გამეწია სასწავლო
პროექტისთვის.
პროექტის მიზნებად განისაზღვრა:
·
მოსწავლეთა
გახალისება, მათი სასკოლო მოტივაციის ამაღლება, სადღესასწაულო განწყობილების შექმნა;
·
კითხვითი
წიგნიერების დონის განვითარება ცნობილ მწერალთა (გიორგი ლეონიძე, რევაზ ინანიშვილი,
აკაკი წერეთელი) წაკითხვითა და ანალიზით;
·
ზეპირმეტყველების
უნარის განვითარება, მოსმენილის, წაკითხულის გადმოცემა;
·
მოსწავლეთა შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება, -(წერილების, ბარათების, თხზულებების
წერა, ილუსტრირება...);
·
მოსწავლის
მიერ საკუთარი შესაძლებლობის რეალიზება, საზეიმო
დღეს მაყურებელთა წინაშე მომზადებული ნომრის
წარდგენა.
პირველ რიგში ვიზრუნეთ ყველა საჭირო რესურსის
მომზადებაზე, (ამ პროცესში ძალიან დაგვეხმარა
ხელოვანი მშობელი, ხათუნა კაკულია, რომელმაც გვასწავლა, როგორ დაგვემზადებინა
და გაგავეფორმებინა მრავალგვარი საახალწლო
მოსართავისა და მისალოცი ღია ბარათები, თანაც დაგვიმზადა მოსართავი და სხვადასხვა ატრიბუტიკა).
შევარჩიეთ საკითხავი ტექსტები, ლექსები,
მუსიკალური ნომრები...
დავწერეთ სცენარი-ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟი, გავანაწილეთ და შევუდექით რეპეტიციებს.
2. 03.2018-ში საზეიმო კომპოზიციით
წარვდექით მაყურებელთა წინაშე. აღნიშნულ აქტივობას ესწრებოდნენ მშობლები და სკოლის
შეფასების ჯგუფის წევრები, მათ შორის შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე, სკოლის დირექტორი
რუსუდან ზედაშიძე. ბავშვებმა წარმოადგინეს
ზემოთაღნიშნული ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, მიმართეს
დედებს მისასალმებელი სიტყვებით, წაუკითხეს საუკეთესო თხზულებები, მიართვეს წინასწარ
დამზადებული მისალოცი ბარათები, შეასრულეს ცეკვები და სიმღერები.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებს
და მათ მშობლებს სკოლის დირექტორმა, მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელმა:
რუსუდან ზედაშიძემ სიტყვით მიმართა, გამოხატა
თავისი კმაყოფილება სასწავლო პროექტში აქტიურად მონაწილეობის გამო, მოსწავლეებსა და
მშობლებს მეც მოკლე სიტყვით მივმართე.
მომდევნო დღეებში მოსწავლეებთან ერთად
მოვახდინე ჩატარებული საქმიანობის ანალიზი. მე და ჩემმა მოსწავლეებმა განვიხილეთ ჩატარებული
სამუშაო: რა იყო კარგი და მოსაწონი, რა არ მოგვეწონა, რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალში...
მშობელთა გამოხმაურება იყო მეტად პოზიტიური.
მათ კმაყოფილება გამოხატეს ამგვარი სამუშაოს მიმართ, გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი
პროექტები ხშირად განხორციელდეს.
რა იყო საუკეთესო ამ ღონისძიებაზე:
ის, რომ მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი ინტერესების
დაკმაყოფილება, თავიანთი კითხვითი და სახელოვნებო უნარების განვითარება, -ხალისიანად,
ძალდატანების გარეშე.
უფრო განავითარეს თავიანთი წიგნიერების
დონე,-ცნობილ მწერალთა ნაწარმოებების კითხვით და ლექსების შესწავლით.
გაიწაფნენ თხზულებების წერაში, დაწერეს
საინტერესო წერილები დედებზე, აგრეთვე, მისალოცი ღია ბარათები.
განავითარეს თავიანთი ზეპირმეტყველების
უნარი, შეძლეს საინტერესოდ გადმოეცათ მოსმენილი და წაკითხული.
რა იყო უარყოფითი: ერთ-ერთმა მოსწავლემ-დემეტრე
გახოკიძემ უარი განაცხადა წინასწარ მომზადებული საცეკვაო ნომრის შესრულებაზე, ამის
გამო იძულებული გავხდით, ღონისძიება მცირე ხნით შეგვეჩერებინა და პრობლემაში გავრკვეულიყავით.
როგორც აგვიხსნა, მოსწავლეს შეეშინდა ხალხმრავლობისა, რა თქმა უნდა, მისთვის ძალა არ
დაგვიტანებია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსწავლე არაა მორიდებული, მორცხვი, ანსამბლში
ცეკვავს და კონცერტებზე ხშირად გამოდის. ვფიქრობ, მიზეზი ის იყო, რომ ეს მოსწავლე ამ
კლასში ახალი მოსული იყო და ჯერ კიდევ არ იყო კარგად შეჩვეული თანატოლებს.
რა უნდა გავითვალისწინო მომავალში:
მსგავსი რისკი აუცილებლად უნდა გავითვალისწინო. ბავშვები მსგავსი აქტივობების დროს უფრო უნდა გავამხნევო. მოსწავლეს კი ხელი შევუწყო, დაუახლოვდეს თანატოლებს,
მალე შეეჩვიოს კლასის გარემოს.
სსიპ-დიმიტრი
უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი: ნესტან კუპრავა
No comments:
Post a Comment