პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
საკვლევი თემა:

რამდენად ეფექტურად  და თანმიმდევრულად ვახორციელებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მოსწავლეთა  კითხვითი წიგნიერების კომპეტენციის  განვითარებას.


მოქმედების არეალი:კვლევის ჩემ მიერ არჩეული მიმართულების ამოსავალი წერტილი ჩემივე პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარეობს.  დიდი ხანია, მოსწავლეებში კითხვითი წიგნიერების კომპეტენციის განვითარებაზე ვმუშაობ, ამდენად, მაქვს შესაძლებლობა, რომ კვლევა საკუთარი ძალებით  განვახორციელო და  სხვა პიროვნებებზე ძალიან არ ვიყო დამოკიდებული.
კვლევის ჩასატარებლად  დამჭირდება მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან თანამშრომლობა. მათ უკვე დაველაპარაკე და ჩემთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. თუ საჭირო გახდება, დასახმარებლად კოლეგებს მივმართავ, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის საკმაო  გამოცდილება მაქვს.
            მოსამზადებლად განსაკუთრებული სამუშაოს ჩატარება არ მჭირდება. საკვლევი სიტუაცია ნორმალურია და შეცვლას არ საჭიროებს. კვლევით დაინტერესებული ვარ და მზად ვარ მისი განხორციელებისთვის საჭირო დრო დავხარჯო. მივიჩნევ, რომ იგი ჩემთვის დაძლევადია, თანაც კონკრეტული, ვინაიდან წინასწარ ვიცი, რომელ კლასში, რომელ მოსწავლეებთან რას ვიკვლევ და ამას რისთვის ვაკეთებ.
პედაგოგიური კვლევის მნიშვნელობა:ეს კვლევა მეტად მნიშვნელოვანია  ჩემი პროფესიული ზრდისთვის, მოსწავლეებისთვის, რადგან ჩემთვის პრიორიტეტული იქნება  კვლევის შედეგად გამოვლენილი  პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა, კვლევა დამანახებს ჩემს ძლიერ მხარეებს, რათა ის მომავალში უფრო ეფექტურად გამოვიყენო მოსწავლეთა წიგნიერების განსავითარებლად, დამანახებს ჩემს საქმიანობაში სუსტ რგოლსაც, რომლის განმტკიცებაზე მუშაობას  აუცილებლად დავგეგმავ.  კვლევა გამოავლენს ჩემი მოსწავლეების გარკვეულ ინტერესებს, რომელთაც აუცილებლად განვავითარებ, სურვილებს, რომელთა შესრულებაზე მუშაობის შანსი მომეცემა.
დიდი სურვილი მაქვს, ბავშვებს შევაყვარო წიგნი, კითხვა, მშობლებს კი გავააზრებინო ამ საკითხის აქტუალობა. ამავე დროს, გავიგო, რა აზრისანი  არიან მშობლები ამ საკითხზე. მივიღო მათგან რჩევები, რეკომენდაციები, გავიგო, რა არის პრიორიტეტული მათი შვილებისთვის. კვლევას აქვს განსაზღვრული აღმზრდელობითი მნიშვნელობაც,რადგანაც ბავშვის ყველაზე დიდი აღმზრდელი სწორედ წიგნია, კითხვისას მოსწავლე  მაღალ ზნეობრივ თვისებებს იძენს, აკვირდება პერსონაჟთა ცხოვრებას, მოდელს, ბაძავს მას...
ჩვენი სკოლა ჩართული იყო წიგნიერების განვითარების პროგრამაში, ამდენად კვლევა სკოლის პრიორიტეტებთანაც შესაბამისობაშია, უფრო მეტი, კვლევა აბსოლუტურად შეესაბამება ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მიესადაგება ჩემი გაკვეთილების მიზნებს და დიდად სასარგებლო იქნება ჩემი მომავალი საქმიანობისთვის.
კვლევის ჩატარება არ გამიჭირდება, რადგან შევძლებ, კვლევითი აქტივობების დიდი ნაწილი პირდაპირ საგაკვეთილო პროცესში ჩავრთო, მაგ: ტესტირებები, დაკვირვებები და ა.შ.


 კვლევის ანგარიში
შესავალი
პრობლემის აქტუალობა, საკვლევი სივრცე,კონტექსტის შექმნა
საერთაშორისო კვლევებით დადასტურდა, რომ ქართველ ბავშვებს, საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ კითხვაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში, მათი საშუალო მაჩვენებლები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებელს.
როგორც ირკვევა, ბოლო ხანებში წარმატების მაჩვენებელი რამდენიმე ერთეულით გაიზარდა, თუმცა ჯერ კიდევ დიდი მუშაობა მოგვიწევს, რომ ჩვენი მოსწავლეების წიგნიერების კომპეტენციები აღიარებულ მაჩვენებელს მიუახლოვდეს.
აღნიშნული პრობლემის გამოვლენის შემდეგ საქართველოში ბევრმა სტრუქტურამ დაიწყო მასწავლებელთა მომზადება  ქართველ მოსწავლეთა წიგნიერების განსავითარებლად, შემჩნეული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამ მომართულებით მუშაობა ახლაც აქტიურად მომდინარეობს.
განსაკუთრებით გამოვყოფდი ამ მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის ტრენინგ-მოდულებს: „გააზრებული კითხვის ეფექტური სტრატეგიები,“ „წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათებზე.“ აღნიშნულ ტრენინგ-მოდულებით რამდენიმე წელი ვუტარებდი მასწავლებლებს ტრენინგებს და გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა. მიღებულ გამოცდილებას სისტემატურად ვიყენებდი მოსწავლეებთან მუშაობაში,  სურვილი მაქვს, ჩემი საქმიანობა  უფრო განვავითარო, უფრო სარგებლიანი გავხადო.
განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ჩემი პროფესიული ზრდისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საერთაშორისო პროგრამა-Usaid-ის მიერ დაფინანსებული
G-pried-ის, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი. ტერენინგზე მიღებულ გამოცდილებას ხშირად ვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში, ასევე ვიყენებ  G-pried -ის   ტექსტებს, ტესტებს-სკრინინგისთვის და დიაგნოსტიკური შეფასებებისთვის, ვინაიდან ვიცი, რომ ეს ტექტები ფართოდ აპრობირებული, შეფასებული და დანერგილია.
            ერთი სიტყვით, მსურს გამოვიკვლიო, როგორია ჩემი მოსწავლეების კითხვითი წიგნიერების დონე და რის გაკეთება მომიწევს ამ კომპეტენციის განსავითარებლად.
            თავისთავად ჩნდება კითხვა: რა არის წიგნიერება? რა იგულისხმება მასში?
„ წიგნიერება- ეს არის უნარი სხვადასხვა ტიპის ტექსტებიდან მიღებული ინფორმაციის გაგებისა და გააზრებისა, ტექსტისსხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა,  მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა,ნაწარმოების პერსონაჟების ხასიათის, თვისებებისა და ქცევის მოტივის ამოცნობა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა უკვე შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, საკუთარი აზრის ნათლად გამოხატვა, ენობრივი და მხატვრული გამოსახვის საშუალებების გარჩევა და შეფასება.“
კითხვის მწვერვალი არის წაკითხული ტექსტის გააზრება, რას ნიშნავს წაკითხულის გააზრების პროცესი?
„ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაციის პოვნას; უშუალო დასკვნის გამოტანას;
აზრისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციას საკუთარ ცოდნასთან ინტეგრირების საფუძველზე;
ტექსტის ენის შეფასებას და მხატვრული ხერხების გააზრებას“;
(ეროვნული სასწავლო გეგმიდან)
კითხვა საკმაოდ რთული კომპლექსური მოვლენაა. ამ მოვლენის ახსნა და აღწერა მხოლოდ ერთი შეხედვითაა ადვილი.  ადამიანი უცქერის ასო-ბგერებით შევსებულ სიბრტყეს, შიფრავს სიმბოლოებს, ასახელებს, იგებს, აფასებას... ეს კითხვის არსებითი ნაწილია, რომელიც უხილავია, ამიტომაც  ძნელია თქმა, თუ რა არის კითხვა.
კითხვის პროცესის აქტიური სუბიექტი მკითხველია, მას რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი გააჩნია:ტექსტთან ურთიერთობის მოტივი, კითხვის უნარ-ჩვევები, ლექსიკური მარაგი, ზოგადი და თემატური წინარე ცოდნა, ემპათია, კითხვის სტრატეგიები და სხვა. წაკითხულის მნიშვნელობა მკითხველის ცნობიერებაში ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი უცვლელი ობიექტია, ის სხვადასხვანაირად აღიქმება არა მხოლოდ მკითხველის მიერ, არამედ მაშინაც, როდესაც მას ერთი და იგივე მკითხველი რამდენჯერმე კითხულობს.
კითხვის პროცესის კომპონენტები:კითხვის პროცესზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ რა მიზნით კითხულობს მკითხველი და რამდენად აქვს მას გაცნობიერებული ეს მიზანი. გამოკვეთენ კითხვის სამ ძირითად მიზანს: კითხვას ინფორმაციის მისაღებად, კითხვას ამა თუ იმ ამოცანის (დავალების)  შესასრულებლად და კითხვას ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად. კითხვის მიზნის გაცნობიერება ხშირად მკითხველის მოტივაციას განაპირობებს და კითხვის შესაბამისი სტრატეგიების შერჩევას უზრუნველყოფს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნიე, მოსწავლეებისთვის  კარგად განმემარტა, რა მიზნით მიმდინარეობდა ამა თუ იმ ტექსტის კითხვა, რა სტრატეგია იქნებოდა უფრო მოსახერხებელი.
მეორე მთავარი კომპონენტი კითხვისა არის ტექსტი. ტექსტი-ეს არის კონვენციურ სიმბოლოთა თანმიმდევრობა, რომელიც გარკვეულ აზრს შეიცავს.  ტექსტის ძირითადი მახასიათებლებია:  თემა, შინაარსი, დანიშნულება, ჟანრი, სტრუქტურა, ფორმატი, კითხვადობა, ლექსიკური ველი, სტილი და სხვა.თანამედროვე პედაგოგიკაში გამოყოფენ ორი ძირითადი ტიპის ტექსტებს: თხრობითს და საინფორმაციოს.  ჩვენი კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სწორედ ისაა, რომ გავერკვეთ, რომელი ტიპის ტექსტებს უფრო კითხულობენ ჩვენი მოსწავლეები, რომელი მოსწონთ და  უკეთ გაიაზრებენ.
მნიშვნელოვანი იყო, რომ ტექსტი არ ყოფილიყო ზედმეტად რთული. ცნობილია, რომ განასხვავებენ ტექსტის სირთულის სამ დონეს: დამოუკიდებელი კითხვის ტექსტი, სასწავლო (ახსნა-განმარტებით წასაკითხი) და ფრუსტრაციული, რომელიც ტექსტის სირთულის გამო მკითხველში იწვევს დაძაბულობას, საკუთარ თავში დაურწმუნებლობას.  ასეთ ტექსტებს აზრის კონსტრუირების ნაცვლად, მკითხველთათვის ნეგატიური ინფორმაცია მოაქვს. შესაბამისად, ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ  მოსწავლეებს სათანადო სირთულის ტექსტები შევურჩიო.
კითხვის მესამე კომპონენტი-კონტექსტი გულისხმობს მოტივაციას, ფიზიკურ და ფსიქო-სოციალურ გარემოს, ამდენად, ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მუდმივად და კვლევის პერიოდშიც  რამდენად იქნება წახალისებული მოსწავლე კითხვისთვის და წაკითხულის გაგებისთვის, რამდენად კომფორტულ გარემოს შევუქმნი მას, იქნება თუ არა კითხვისთვის გამოყოფილ სივრცეში სათანადო განათება, საკმარისი ჰაერი და ა.შ.
ისმევა კითხვა, რის შეფასება მომიწევს? რა იქნება შეფასებისას კითხვის  პრიორიტეტული კომპონენტები?
ვინაიდან მყავს მოსწავლეთა ორი ასაკობრივი ჯგუფი (7 და 9-10 წლიანები), რა თქმა უნდა, მომიწია ასაკობრივი განსხვავებების გათვალისწინებამ.
პირველკლასელებს (უახლოეს მომავალში მეორეკლასელებს) შევუფასე ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, გამართული კითხვა სპეციალურად მათთვისშსერჩეული მცირე ზომის მარტივი ტექსტის მიხედვით, წაკითხულის გაგება-გააზრება, ასევე საგანგებოდ შერჩეული მარტივი  ტექსტით. მეხუთეკლასელებს (უახლოესხანში მეექვსეკლასელებს): ლექსიკური მარაგის დონე, გამართული/ გაწაფული კითხვის მაჩვენებელი, გაგება-გააზრება (მხატვრული და ინფორმაციული ტექსტებისა ცალ-გალკე).
ფონოლოგიურ უნარებში იგულისხმება სიტყვის შემადგენელ ბგერებსა (ფონემებსა) და მარცვლებზე ფოკუსირებისა და ამ ბგერებით მანიპულირების უნარი. კერძოდ: სიტყვის პირველი და ბოლო ბგერების იდენტიფიცირება, მსგავსი ბგერების ერთმანეთისგან გარჩევა, ბგერების ერთმანეთზე გადაბმა, სიტყვის ბგერებად ან მარცვლებად დანაწევრება და სხვა.
ანბანის ცოდნა არის ასოს დაკავშირება მის შესაბამის ბგერასთან, ანუ ასო-ბგერითი მიმართებების გაცნობიერება.
ფონოლოგიური უნარები და ანბანის ცოდნა დროში ერთნაირი თანმიმდევრობით ხორციელდება, ბავშვს სჭირდება გარკვეული ფონოლოგიური მზაობა იმისთვის, რომ ანბანი აითვისოს. ეს ორი კომპონენტი პარალელურად ვითარდება და ერთმანეთს აძლიერებს, რაც დეკოდირებაზე გადასვლის წინაპირობაა.
გავითვალისწინე რა ზემოჩამოთვლილი, პირველკლასელებს მოვუმზადე ტესტები სკრინინგისთვის, დიგნოსტიკური შეფასებისთვის.
ლექსიკური მარაგი გულისხმობს არა მხოლოდ სიტყვების გარკვეული რაოდენობების მეხსიერებაში შენახვას, არამედ საკითხავი სიტყვების სიმრავლის მუდმივად გამდიდრებასა და გაფართოებას, გაგება-გააზრებას, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა განსხვავებულ კონტექსტში.
კითხვა გამართულია, როცა ის მომდინარეობს უშეცდომოდ, ზომიერი სიჩქარით, გაბმულად(წყვეტის გარეშე) და გამომსახველობით. მკითხველი ჩერდება სასვენ ნიშნებთან, ერთიანი აზრის გამოკვეთით კითხულობს წინადადებებს, იყენებს ინტონაციას, რაც მას ტექსტის გაგებაში ეხმარება.
მეტად მნიშვნელოვნად მივიჩნიე, რომ გამართული კითხვის უნარის შესამოწმებლად მოსწავლეებისთვის სათანადო სირთულის ტექსტები შემერჩია, რა დამეხმარებოდა მოსწავლეთა კითხვის უნარების დიაგნოსტირებაში.
გაგება-გააზრება: კითხვის ეს კომპონენტი არის იმგვარი სააზროვნო ინტერაქცია ტექსტსა და მკითხველს შორის, რომლის შედეგია ტექსტში გადმოცემული შინაარსის კონსტრუირება მკითხველის ცნობიერებაში, როცა მკითხველს შეუძლია წაკითხულის გონებაში წარმოდგენა, ვარაუდების ჩამოყალიბება, დასკვნების გამოტანა, ტექსტში გადმოცემული ინფორმაციის შეჯამება და შეფასება, შეკითხვების დასმა, შედარება, კავშირების გაბმა, სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება. ..
მოვამზადე საჭირო სირთულის ტექსტები ორივე ასაკობრივი ჯგუფისთვის,-პირველკლასელებისთვის ასეთი ტესტი თავად შევქმენი, მეხუთეკლასელებისთვის კი გამოვიყენე ჯი-პრაიდის უკვე გამოცდილი ტესტები,-მხატვრული და ინფორმაციული ტექსტების გაგება-გააზრების შესამოწმებლად.  პირველკლასელთა გაგება-გააზრების ტესტის აპრობირება ვთხოვე ჩემს კოლეგებს, პარალელური კლასების მასწავლებლებს, გავითვალისწინე მათი რეკომენდაციები.
არსებული მდგომარეობა: ჩემს მოსწავლეებს (როგორც მეხუთეკლასელებს, ასევე პირველკლასელებსაც) უკვე გარკვეული გამოცდილება აქვთ ეფექტური კითხვისა და გაგება-გააზრების მიმართულებით. (რა თქმა უნდა, ე.ს. გ-ს მიხედვით, საგნობრივი სტანდარტების გათვალისწინებით). მათთან მუშაობაში ხშირად ვიყენებ კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს, სხვადასხვა სასწავლო რესურსს, მათ შორის  ადაპტირებულ და სტრუქტურიზებულ ტექსტებსაც, ბავშვებს უკვე   აქვთ გარკვეული მოტივაცია, გააზრებული აქვთ კითხვისა და წიგნის  მნიშვნელობა,          მეხუთეკლასელებს პირველი კლასიდან ვასწავლიდი ქართულ ენასა და ლიტერატურას, ამდენად, ისინი უკვე შეჩვეული არიან ჩემი მუშაობის სტილს,   გარკვეული პერიოდია გასული, რაც მათთან ამ კუთხით მიზნობრივი მუშაობა ტარდება.
კვლევამდე პერიოდში, მონიტორინგის მიზნით, სასწავლო წლის მანძილზე ჩემს მოსწავლეებს პერიოდულად ვუტარებდი სკრინინგს, რამდენჯერმე ჩავუტარე დიადნოსტიკური ტესტირებებიც (როგორც მეხუთეკლასელებს, ასევე პირვეკლასელებსაც,- ე.ს. გ-მიხედვით). ამდენად, აღნიშნული კვლევისთვის გარკვეულწილად შემზადებული ვარ და განსაკუთრებულ დაბრკოლებებს მის განსახორციელებლად ვერ ვხედავ.
შესაბამისად, მაინტერესებს,  კითხვითი წიგნიერების რა დონეზე იმყოფებიან ჩემი მოსწავლეები, როგორ არის განვითარებული მათი კითხვის უნარ-ჩვევები, რა იქნება დასაგეგმავი და გასაკეთებელი მომავალ სასწავლო წელს;
 კითხვის კომპონენტების კავშირი  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ეროვნული სასწავლო გეგმა. თავი VIII.
მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. პრიოტიტეტული გამჭოლი კომპეტენციები მოიცავს იმ ძირითად ცოდნასა და უნარებს, რომელთა გამომუშავებასა და განვითარებას ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლება სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად.
2. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან ერთ რომელიმე საგანში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს.
3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციებია:
ა) წიგნიერება. ტრადიციული გაგებით, სიტყვა "წიგნიერება" გულისხმობს კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის მიზნით ენის გამოყენების უნარს. დღეს ამ ცნების შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს; თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს;
ბ) მედიაწიგნიერება. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, თანამედროვე სამყაროში, ტრადიციულ ტექსტებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მულტიმედიურმა ტექსტებმა – ტექსტებმა, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს. გარდა ამისა, თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
შერჩეულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით;
ართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·         აფასებს მოსმენილს;
·         აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს;
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
·         აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად;
·         კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
·         განარჩევს ერთმანეთისაგან წიგნის გარეკანს, თავფურცელს, სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორის გვარსა და სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს;
ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
·         მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას;
·         ქართ. V. 14. მოსწავლეს შეუძლია წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა და ფუნქციური სტილის არჩევა.
·         ტექსტის მიზნის გათვალისწინებით შეარჩევს სათანადო ლექსიკურ ერთეულებს და გრამატიკულ ფორმებს...     
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს  ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
·         წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟს სხვადასხვა კუთხით
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
·         ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას:
·         გამოდის მომხსენებლის როლში და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
ქართ. V.7.  მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული  ტექსტების  წაკითხვა და გააზრება.
·         ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
·         აკავშირებს ერთმანეთთან ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·         ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.
ქართ.  V. 8.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
·         ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (სად, როდის, რამდენი, რამდენჯერ, როგორი, რითი და სხვ.);
·         ახასიათებს პერსონაჟებს როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე;
ქართ. V. 9. მოსწავლეს აქვს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
·         მსჯელობს მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ და გამოხატავს საკუთარ  პოზიციას;
ქართ. V. 12.  მოსწავლეს შეუძლია  კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
·         დასმულ კითხვებს აჯგუფებს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ოპერაციას მოითხოვს ისინი (ტექსტში მოცემული ინფორმაციის მოძიებას; რამდენიმე სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებას;  დასკვნების გამოტანას ტექსტში მოცემული ინფორმაციის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირების საფუძველზე);
ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.
·         წერისას აქცენტს აკეთებს მთავარ და არსებით მომენტებზე;
·         თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
ქართ. V. 15.  მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება და მართლწერის ნორმების დაცვა.
·         აქტიურად იყენებს მეტყველების ნაწილთა ძირითად ფორმობრივ თავისებურებებს.


კონტექსტის ათვისება/კვლევის მიზანი
·         გამოვიკვლიო, რამდენად ეფექტურად ვახორციელებ ჩემს პრაქტიკაში მოსწავლეთა კითხვითი წიგნიერების განვითარებას, რომელია ამ მიმართულებით,  ჩემს საქმიანობაში  ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა ვიზრუნო ერთის განმტკიცებაზე და  მეორეს-გამოსწორებაზე;
·         რამდენად მყარი საფუძველი შევუქმენი ჩემს პირველკლასელ მოსწავლეებს წიგნიერების შემდგომი განვითარებისთვის;
·         რამდენად განავითარეს ჩემმა მეხუთეკლასელმა  მოსწავლეებმა ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების  წაკითხვის, გაგება -გააზრების უნარები;
·         დავაკვირდე მოსწავლეებში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენების უნარს.
·         დავაკვირდე,  შეუძლიათ თუ არა  ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და არგუმენტირება;
·         შეუძლიათ თუ არა ტექსტში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·         როგორი ტექსტების გააზრება შეუძლიათ უფრო ადვილად,-მხატვრულისა თუ შემეცნებითის;
·         რა სახის შეკითხვებზე უჭირთ პასუხის გაცემა;
·         მომავალში რა სამუშაოს ჩატარება იქნება უფრო ეფექტური ჩემი მოსწავლეების  წიგნიერების დონის განვითარების მიზნით;
 განსახორციელებელი ამოცანები

·         ჩემს მოსწავლეებს და მათ მშობლებს დაველაპარაკო კვლევის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე;
·         ჩემს მოსწავლეებს  ჩავუტარო  დიაგნოსტიკური და წაკითხულის გაგება-გააზრების ტესტირებები; (პირველ კლასში-კითხვის საწყისი უნარების დიაგნოსტირება-წიგნთან მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები, ფონოლოგიური უნარ-ჩვევები,( სიტყვის დამარცვლა, მარცვლების გადაბმა, პირველი ბგერის იდენტიფიცირება, სიტყვის ბგერებად დანაწევრება, ბგერების გადაბმა, ანბანის ცოდნა-( ასოებსა და ბგერებს შორის შესაბამისობის დადგენა, ასო-ბგერების დაწერა, სიტყვების წაკითხვა, ფსევდოსიტყვების წაკითხვა...), გამართული კითხვა, ხმამაღლა წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება, წერის საწყისი უნარები დიაგნოსტირება... ), მეხუთე კლასში-გამართული კითხვა-(სტრუქტურიზებული ტექსტის წაკითხვა),ლექსიკური მარაგი-(სიტყვის მნიშვნელობის გამოცნობა, ტექსტში ე.წ. „დაკარგული სიტყვების“ სწორად ჩასმა...), მხატვრული და ინფორმაციული ტექსტების გაგება-გააზრება),-(ზეპირი-პრეზენტაცია  და წერითი-შეკითხვებზე პასუხი, თხზულების დაწერა...);
·         შევადგინო კითხვარები, ჩამოვაყალიბო შეკითხვები ინტერვიუებისთვის.
·         მოვახდინო ანკეტირება (მოსწავლეთა, მშობელთა);
·         შევადგინო შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკები;
·         შევაგროვო და გავაანალიზო მონაცემები;
·         ჩატარებული კვლევა შევაფასო;
·         ჩავატარო პრეზენტაცია, დახარისხებული მონაცემები გავაცნო კვლევის მონაწილეებს;
·         მივცე მათ რეკომენდაციები,-შემდგომი სამუშაოს დაგეგმვის მიზნით;


საჭირო რესურსი
·         მხატვრული და შემეცნებითი,- სტრუქტურიზებული ტექსტები;
·         ტესტები;
·         კითხვარები, -მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის;
·         შეფასებისა და თვითშეფასების  რუბრიკები;
·         თაბახის ფურცლები;
კვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდებიდან ვირჩევდი  როგორც თვისებრივ (ღწერით და ფოკუსირებულ დაკვირვებას, ინტერვიუებს მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან), ასევე რაოდენობრივ მეთოდებს (ანკეტირება-კითხვარებს).
კვლევის მეთოდოლოგიამ დაასაბუთა, რომ კვლევის მიზანი კარგად იყო განსაზღვრული და თანხვედრაში იყო  ჩატარებულ სამუშაოსთან.
კვლევის თვისებრივი მეთოდებიდან ავირჩიე ყველაზე ხელმისაწვდომი და გავრცელებული მეთოდი პედაგოგიური კვლევის ჩასატარებლად. ეს იყო დაკვირვება. გამოვიყენე მისი ორივე ტიპი: უბრალო და ჩართული. უბრალო დაკვირვების დროს გარედან ვაკვირდებოდი მოსწავლეთა კითხვის პროცესს, -რამდენად დამოუკიდებლად მუშაობდნენ, ხომ არ იყო რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, მოსწონდათ თუ არა პროცესი... ჩართული დაკვირვების დროს დამატებით არაფორმალურად ვესაუბრებოდი მოსწავლეებს, ვიღებდი მათგან  ინტერვიუს.
გავიარე დაკვირვების სამივე ეტაპი: აღწერითი, ფოკუსირებული და შერჩევითი.
აღწერით  დაკვირვებას კვლევის საწყის ეტაპზე მივმართავდი. მაგ: ვაკვირდებოდი, თუ როგორ ემზადებოდნენ ჩემი მოსწავლეები კითხვის რომელიმე პროცესისთვის. ფოკუსირებული დაკვირვების დროს ვაკვირდებოდი, მაგ: ამა თუ იმ სტრატეგიის ეფექტიანობას წაკითხულის გააზრებისთვის, შერჩევითი დაკვირვების დროს,- მაგ: რამდენად შეუძლიათ ჩემს მოსწავლეებს თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული/დამუშავებული ტექსტის მიმართ.
ვცდილობდი, რომ დაკვირვება ყოფილიყო ხანგრძლივი (მას კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში ვიყენებდი), ასევე ობიექტური და სისტემატური. დაკვირვების შედეგებს სისტემატურად ვინიშნავდი „კვლევის დღიურში.“
ფართოდ ვიყენებდი ინტერვიუს, როგორც კვლევის დამატებით მეთოდს მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
უნდა ავღნიშნო, რომ რამდენჯერმე გადავარჩიე ჩამოყალიბებული კითხვები. თავდაპირველი ჯგუფი კითხვებისა აღმოჩნდა საკმაოდ რთულად ფორმულირებული და ბევრი. წინასწარი მოსინჯვის დროს, იგი ბავშვებისთვის დამღლელი მეჩვენა, ამიტომ კითხვათა რაოდენობა შევამცირე, თავად კითხვები კი უფრო დავხვეწე, ბავშვებისთვის უფრო ადვილად გასაგები გავხადე. ჩემი სამუშაოც გაიოლდა, ვინაიდან კითხვებზე პასუხებს ფიზიკურად ვიწერდი „ინტერვიუს ფურცელზე“ (არ გამიკეთებია დიქტოფონზე ჩანაწერი).
ინტერვიუს დროს ვიყავი აქტიური და ემპათიური მსმენელი, რესპოდენტის მიმართ ინტერესს მუდმივად გამოვხატავდი, არ ვაწყვეტინებდი მას საუბარს და თავს არ ვახვევდი საკითხის მიმართ საკუთარ პოზიციას. ინტერვიუს ბოლოს მათ აუცილებლად ვუხდიდი მადლობას.
ვინაიდან თვისებრივი მეთოდების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების უნიფიცირებული მიდგომა არ არსებობს, ძირითადად,  ვეყრდნობოდი გაკეთებულ ჩანაწერებს, გამოვყოფდი დეტალებსა და ფაქტებს, ვცდილობდი, გამეკეთებინა დასკვნები.
ვფიქრობ, დაკვირვების მეთოდმა მნიშვნელოვანი დახმარება გამიწია საკითხის შესასწავლად, პრობლემების გასაანალიზებლად.
რაოდენობრივი კვლევისთვის ავირჩიე: კითხვარები, -ჩემს მოსწავლეებში კითხვის პრობლემატიკის გასაანალიზებლად, სხვადასხვა ტიპის ტესტები- დიაგნოსტირებისთვის და მიღწეული შედეგის მონიტორინგისთვის. კითხვარები წინასწარ მოვსინჯე მოსწავლეთა მცირე ჯგუფში, ყველა გამოვლენილი ხარვეზი გამოვასწორე და შერჩეულ სამიზნე ჯგუფს მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზე. შეკითხვები კითხვარებში ძირითადად დახურული იყო, ბოლოში დატოვებული მქონდა სპეციალური არე დამატებითი ინფორმაციის ჩასაწერად. 
ტესტების შერჩევისას ვცდილობდი, რომ ისინი ყოფილიყო უკვე აპრობირებული, გამოცდილი.  ამ მიზნით ფართოდ გამოვიყენე GPrried-ის მიერ მასწავლებლებისთვის შეთავაზებული ტესტები კითხვის დიაგნოსტირებისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში ტესტებს თვითონაც ვქმნიდი. ყველა ასეთი ტესტი წინასწარ მოვსინჯე  მოსწავლეთა მცირე ჯგუფში, დავხვეწე ისინი, შევუდგინე შეფასების კრიტერიუმები და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყენე.
ანკეტირება/ კითხვარი გამოვიყენე მშობლების გამიკითხვისთვისაც. ჩემი ფოკუსირებული დაკვირვებიდან გამომდინარე, მათ კარგად ჰქონდათ გააზრებული ასეთი კვლევის სარგებლიანობა მათივე შვილებისთვის, ამიტომაც კითხვარები მალევე და სიამოვნებით შეავსეს.
რაც შეეხება მოსწავლეებს (მეხუთეკლასელებს), მათ სწრაფად, განსაზღვრულ დროზე ადრე შეავსეს კითხვარი და დიდი მონდომებით იმუშავეს სხვადასხვა  ტიპის ყველა  შეთავაზებულ ტესტზე.

 მონაცემების შეგროვების აღწერა

კვლევის პროცესში არსებული პრობლემებისა და მათი გადალახვის გზების აღწერა
კვლევის პროცესში რაღაც განსაკუთრებული სირთულე არ შემქმნია. ვფიქრობ, იგი კარგად იყო ორგანიზებული და მასში სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა როგორც მოსწავლეებმა,ასევე მათმა მშობლებმაც.
შედგენილ კითხვარებს მშობლებს ვატანდი სახლში კარგად გასაანალიზებლად. მათ ეს კითხვარები (შევსებული) მალევე დამიბრუნეს.
მოსწავლეებმა კითხვარები შეავსეს კლასში (მეხუთეკლასელებმა), ამიტომ მათი შეგროვება არ გამჭირვებია, ასევე, კლასშივე ასრულებდნენ ბავშვები დიაგნოსტიკურ თუ შემაჯამებელ ტესტირებებს.
პირველკლასელთა ფონოლოგიური უნარების, ასო-ბგერითი მიმართებების ცოდნის, ანბანის ასოების დეკოდირების უნარის,  ჩვეულებრივ და ფსევდოსიტყვათა სიტყვათა ამოკითხვის მონიტორინგის მიზნით მჭირდებოდა მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან ან თითოეულთან  დამოუკიდებლად მუშაობა,  ამ მიზნით მათ რამდენჯერმე შევხვდი და აღნიშნული სამუშაო მშვიდად, ხარისხიანად შევასრულე.
ვფიქრობ, რომ  მონაცემების შეგროვება არ გამჭირვებია, რადგან კვლევის ეს ეტაპიც კარგად იყო ორგანიზებული.


საკვლევი გარემოს აღწერა
ტესტირებები, კითხვარების შევსება ტარდებოდა  საკლასო ოთახებში, ბავშვები მუშაობდნენ მშვიდ, მყუდრო,  ლამაზ,თბილ გარემოში. არ იგრძნობოდა არანაირი შიში, შეშფოთება, პირიქით, მოსწავლეები ძალიან დაინტერესებული ჩანდნენ აღნიშნული საქმიანობით. ბევრი მათგანი კვლევის დასრულების შემდეგაც კი მთხოვდა ამგვარი ტესტირებების თუ გამოკითხვების ჩატარებას. ეტყობოდათ, რომ ბავშვები დაინტერესდნენ ამ საქმიანობით და ერთგვარი გამოცდილებაც კი მიიღეს.
კარგად მეხმარებოდა სკოლის კომპიუტერული კაბინეტი. სკოლის ისტ -მენეჯერი თვალყურს ადევნებდა ტესტირებების მასალის თუ კითხვარების ტექნიკურ გამართულობას. დაგვჭირდა რესურსი,- თაბახის ფურცლების საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ ვინაიდან სკოლა დაინტერესებული იყო ამ კვლევის წარმატებით,  რესურსის სიმცირე არ მიგრძვნია. 



მონაცემთა  ანალიზის ტექნიკის  განხილვა
მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო იყო, რომ პასუხები გადამეტანა რიცხობრივ მონაცემებში.
ტესტების მაჩვენებლები სათითაოდ განვიხილე, დავაჯგუფე შედეგების მიხედვით და წარმოვადგინე რაოდენობრივი და ამავე დროს პროცენტული მაჩვენებლების სახით, მეტი თვალსაჩინოებისთვის გამოვიყენე სვეტობრივი, წრიული და ხაზოვანი  დიაგრამები. მონაცემების თვალსაჩინოდ აღსაქმელად, ვეცადე, დიაგრამებისთვის მიმენიჭებინა მეტი გამომსახველობა, მაგ: ფერებით განსხვავება და ა.შ.
კითხვარების პასუხების ანალიზისთვის სხვა გზა ავირჩიე: მეხუთეკლასელ მოსწავლეთა და მშობელთა პასუხები დავაჯგუფე გარკვეულ კატეგორიებად და მივანიჭე კოდები. ჩემი აზრით, ეს კატეგორიები არ იყო ურთიერთგამომრიცხავი და თითოეული მათგანი განსხვავებულ ინფორმაციას შეიცავდა. თითოეულ კითხვარს ჰქონდა საკუთარი საიდენტიფიკაციო (DD) ნომერი, რათა საჭიროების შემთხვევაში შემძლებოდა გარკვეული კითხვარის მოძებნა და მონაცემების შემოწმება.
უზრუნველყოფილი იყო ინფორმაციის კონფიდენციალობა.
კითხვარებიდან მიღებული ინფორმაციები შევიტანე ექსელის ცხრილში, მივახდინე ინფორმაცის  ხელით დათვლა და მერე მისი ცხრილში  განთავსება.

  
დასკვნა
I კლასისთვის
v  პირველკლასელთა  56 %-მა  კარგად შეძლო  მცირე მოცულობის მარტივი მხატვრული ტექსტის გააზრება, 36 % -მა კი საშუალოდ;
v  48% ინფორმაციულ ტექსტს გაიაზრებს  კარგად, 44% კი-საშუალოდ;
v  8%-ს უჭირს მხატვრული ტექსტის გააზრება, ინფორმაციული ტექსტის გააზრებაც ასევე 8%-ს უჭირს.
v  ბავშვებს ეადვილებათ დახურულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
v  საკმაოდ  უჭირთ ღია შეკითხვებზე პასუხის გაცემა, თუნდაც მარტივად, ამ ასაკობრივი ჯგუფის ეგოცენტრიზი (პიაჟეს თეორია) ჯერ კიდევ იგრძნობა. მაგ: შეკითხვაზე , თუ როგორი უნდა იყოს მათი მეგობარი ( დახურული შეკითხვა) , 82 % აირჩია პასუხი, „როგორიც მე თვითონ ვარ.“  აგრეთვე, მათ საკმაოდ უძნელდებათ პრობლემის მიმართ   საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, თუნდაც მარტივად, სხვადასხვა სკაფოლდინგის მეშვეობით;
v  საკმაოდ უძნელდებათ მარტივი  გრამატიკული ნორმების დაცვაც კი, მაგალითად: წინადადების ბოლოს წერტილის დასმა;
v  კითხვის უნარების მხრივ ბიჭებსა და გოგონებს შორის არსებითი განსხვავება არ შეიმჩნევა.
v  ბავშვების ლექსიკური მარაგი ჯერ კიდევ ღარიბია, სამაგიეროდ კარგად განავითარეს ფონოლოგიური ცნობიერება და  ასო-ბგერითი  მიმართებების დამყარების უნარი;
v  ჩემ მიერ შეთავაზებული ტექსტების გააზრება პირველკლასელებმა შეძლეს,
v  პირველკლასელებთან ინტერვიუებით  გავარკვიე: პატარებს მოსწონთ, როდესაც ამზადებენ მათთან შეთანხმებით  შერჩეულ სასწავლო პროექტს , მზადების პროცესში ისინი კითხულობენ მათთვის მისაწვდომ ტექსტებს, ასრულებენ სხვადასხვა დავალებას, მოსწონთ  პროექტის დასრულება შემაჯამებელი ღონისძიებით. მაგ:  მოსწავლეთა 78%-მა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად მოეწონათ საგაზაფხულო პროექტი, რადგან ბევრი რამ ისწავლეს, წაიკითხეს და რადგან იგი დასრულდა საზეიმო ღონისძიებით;
v  პატარებს მოსწონთ ტესტირებული კითხვა, -მცირე მოცულობის ტექსტის კითხვა და მარტივი ტესტის შესრულება;
v  წაკითხული წიგნებიდან პატარებს ყველაზე მეტად მოეწონათ ჩემ მიერ დამზადებული ე.წ. „დიდი წიგნები,“-მათ შორის ელექტრონულიც. ამ წიგნების შინაარსი მათთვის მისაწვდომია და მოსწონთ მათი ილუსტრაციებიც.
v  მშობელთა  დიდი უმრავლესობა თვლის, რომ მათი შვილის ადრეული (ემერჯენტული) წიგნიერების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა,სამი მათგანი თვლის,  რომ მათ შვილებს ძალიან უჭირთ  წაკითხულის გაგება-გააზრება, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აღნიშნავენ, რომ მოსწონთ კლასში ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაო და შედეგებს განიხილავენ ბავშვების შესაძლებლობის გათვალისწინებით;
v  თითქმის ერთნაირი რაოდენობა დაფიქსირდა იმ მშობლებისა, რომლებიც თვლიან, რომ სასწავლო წლის განმავლობაში კარგად  განვითარდა  მათი შვილების ლექსიკა, კითხვის მოქნილობა და წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი;
v  ისევე როგორც მოსწავლეებს, მშობლებსაც ჩატარებული სამუშაოებიდან ყველაზე რეიტინგულად მიაჩნიათ ე.წ. „ტესტირებული კითხვა,“ სასწავლო პროექტები, კითხვის საათების“ შემოღება, ეფექტური სასწავლო რესურსის, მაგ: „ზაფხულის წიგნის“ მომზადება დამწყები მკითხველებისთვის;
v  მშობელთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ მათი შვილები უკვე დამოუკიდებელი მკითხველები  გახდნენ;
v  მშობლები თვლიან, რომ უნდა გაგრძელდეს ე.წ. „კითხვის საათები“, უცხო ტექსტების კითხვა და ტესტური დავალებების  შესრულება, სასწავლო პროექტები, კითხვა ეფექტური სასწავლო რესურსების გამოყენებით და სხვა.
v  25-ვე პირველკლასელის მშობელი აცხადებს, რომ ისინი კმაყოფილი არიან მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეთა კითხვითი წიგნიერების განვითარებისკენ მიმართული სამუშაოებით.


 V კლასისთვის
v  ლექსიკური მარაგის შეფასებაში მეხუთეკლასელთა  52 %-ს აქვს კარგი მაჩვენებელი, 35%-ს -საშუალო, 13 %-ს კი დაბალი.(3 მოსწ.)
v  მხატვრული ტექსტის გააზრებისას მოსწავლეთა 50%-მა გამოავლინა კარგი მაჩვენებელი, 31%-მა -საშუალო, 19%-მა კი დაბალი( მოსწ);
v  ინფორმაციული ტექსტის გააზრებისას მოსწავლეთა 58%-მა გამოავლინა კარგი მაჩვენებელი, 23%-მა -საშუალო, 19%-მა კი დაბალი (5 მოსწ.)
v  მოსწავლეები კმაყოფილი არიან კითხვითი წიგნიერების განვითარებისთვის კლასში დაწყებული სამუშაოებით, მათ განსაკუთრებით მოსწონთ ე.წ. „მიმოწერის დღიურების“ შემოღება კითხვის უნართა განსავითარებლად, რეიტინგით მეორეა ე.წ. ტესტირებული კითხვა, მესამე კი-სასწავლო პროექტებზე მუშაობა.
v  ანალოგიური შეხედულებისა არიან მშობლებიც, მათ სურვილი აქვთ ამგვარი სამუშაოები კვლავ გაგრძელდეს;
v  მშობლები თვლიან, რომ მათი შვილების კითხვითი წიგნიერების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
v  განვითარდა მოსწავლეების წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი, კითხვის მოქნილობა;

რეკომენდაციები
v  დამატებით სამუშაო დროს გამოვყოფ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც გაუჭირდათ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრება;
v  იმ პირველკლასელი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც დაბალი მაჩვენებელი  აქვთ კითხვის მოქნილობაში,  ხშირად გამოვიყენებ სტრატეგია „გამეორებით კითხვას;“
v  ვიმუშავებ მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე, განსაკუთრებით პირველკლასელთა, ამისთვის გამოვიყენებ სხვადასხვა ეფექტურ სტრატეგიას, მაგ: „მნიშვნელოვანი სიტყვები,“  „სინონიმთა და ანტონიმთა წრე,“ „მხიარული ლოტო“ და ა.შ.
v  მოსწავლეებს ხშირად შევთავაზებ დისკუსიას სხვადასხვა ზნეობრივ ღირებულებებზე, მაგ: მეგობრობაზე, რა არის კარგი და რა არის ცუდი...
v  შევადგენ ტესტებს, სადაც ღია შეკითხვებიც იქნება;
v  გავაგრძელებ იმ ეფექტური საქმიანობებს, რომლებიც მოსწავლეებსაც და მათ მშობლებსაც მოსწონთ.მაგ: სასწავლო პროექტები, ტესტირებული კითხვები, „მიმოწერის დღიურები“...
v  მოვამზადებ ეფექტურ სასწავლო რესურსებს მოსწავლეთა კითხვითი წიგნიერების განვითარების მიზნით;
v  გავაგრძელებ ე.წ. „კითხვის საათებს“ პირველ კლასში, შემოვიღებ ამ  ტიპის აქტივობას მეხუთე კლასშიც;
v  წიგნით და კითხვით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით  სკოლაში დავაარსებ  „მკითხველთა კლუბს“.
v  ვეცდები მნიშვნელოვნად გავამდიდრო საკლასო ბიბლიოთეკა;
v  პერიოდულად მოვაწყობ შეხვედრებს  საბავშვო მწერლებთან;
v  მოსწავლეებს გავაწევრიანებ სკოლის ბიბლიოთეკაში;
v  ვეცდები, გავააქტიურო ჩემს საქმიანობაში მშობელთა ჩართულობა, ვთხოვო მშობლებს დახმარება ამ მიმართულებით, დავგეგმო განსაზღვრული სამუშაო.



ბიბლიოგრაფია
·         ეროვნული სასწავლო გეგმა-2011-2016 წლები
·         ქართული ენისა და ლიტერატურის გზამკვლევი მასწავლებლებისთვის-I-VIკლასები-ეროვნული სასწავლო გეგების ცენტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
·         კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე-G-pried-is ტრენინგ-მოდულები-(საქართველოს დაწყებითი განათლების პროგრამა)
·         კითხვის ეფექტური მეთოდები-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-„წიგნიერების განვითარების ძირითადი ასპექტები
·         წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგ-მოდული (ავტორი: ნინო ლაბარტყავა)
·         წერა -კითხვის გააზრების სტრატეგიები-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგ-მოდული (ავტორი: ნინო ლაბარტყავა)
·         როგორვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგ-მოდული
·         მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გზამკვლევი 

მიმდინარე სასწავლო წლის 3 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით ვმუშაობდი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე,-„რამდენად ეფექტურად და თანმიმდევრულად ვახორციელებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მოსწავლეთა კითხვითი წიგნიერების კომპეტენციის განვითრებას.“
კვლევის ჩემ მიერ არჩეული მიმართულების ამოსავალი წერტილი ჩემივე პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარეობს.  დიდი ხანია, მოსწავლეებში კითხვითი წიგნიერების კომპეტენციის განვითარებაზე ვმუშაობ, ამდენად, მივიჩნიე, რომ  მქონდა  შესაძლებლობა,  კვლევა  წარმატებით განმეხორციელებინა, ისე რომ, სხვადასხვა ფაქტორებზე   ძალიან არ ვყოფილიყავი  დამოკიდებული.
კვლევის ჩასატარებლად  მჭირდებოდა  მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან თანამშრომლობა. მათ ჩემთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
            მოსამზადებლად განსაკუთრებული სამუშაოს ჩატარება არ მჭირდებოდა. საკვლევი სიტუაცია ნორმალური იყო  და შეცვლას არ  საჭიროებდა.  კვლევით დაინტერესებული ვიყავი  და გადავწყვიტე მისი განხორციელებისთვის საჭირო დრო დამეხარჯა. მივიჩნიე, რომ იგი ჩემთვის დაძლევადი იყო, თანაც კონკრეტული, ვინაიდან წინასწარ ვიცოდი, რომელ კლასში, რომელ მოსწავლეებთან რას ვიკვლევდი  და ამას რისთვის ვაკეთებდი.
ეს კვლევა მეტად მნიშვნელოვანი იყო  ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი მოსწავლეებისთვის, რადგან მომავალ სასწავლო წელს ჩემთვის პრიორიტეტული იქნება  კვლევის შედეგად გამოვლენილი  პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა, კვლევამ  დამანახა  ჩემი  ძლიერი მხარეები, რათა  მომავალში ის უფრო ეფექტურად გამოვიყენო მოსწავლეთა წიგნიერების განსავითარებლად, აგრეთვე დამანახა სუსტი  რგოლიც ჩემს საქმიანობაში, რომლის განმტკიცებაზე მუშაობას ახალ სასწავლო წელს  აუცილებლად დავგეგმავ.  კვლევამ  გამოავლინა  ჩემი მოსწავლეების გარკვეულ ინტერესები, რომელთაც აუცილებლად განვავითარებ, ბავშვებისა და და მათი მშობლების სურვილები, რომელთა შესრულებაზე მუშაობა მომიწევს.
დიდი სურვილი მაქვს, ბავშვებს შევაყვარო წიგნი, კითხვა, მშობლებს კი გავააზრებინო ამ საკითხის აქტუალობა. მსურდა გამეგო,  რა აზრისანი  არიან მშობლები ამ საკითხზე. მიმეღო  მათგან რჩევები, რეკომენდაციები, გამეგო,  რა არის ამ მიმართულებით  პრიორიტეტული მათი შვილებისთვის. ჩემი აზრით, ამ პედაგოგიურ კვლევას განსაზღვრული აღმზრდელობითი მნიშვნელობაც აქვს, იგი ხელს შემიწყობს, ჩემი მოსწავლეებისთვის  წიგნი და კითხვა მეტად მნიშვნელოვანი გავხადო, ბავშვის ყველაზე დიდი აღმზრდელი ხომ  სწორედ წიგნია, კითხვისას მოსწავლე  თანდათან საუკეთესო ზნეობრივ თვისებებს იძენს, აკვირდება პერსონაჟთა ცხოვრებას, ირჩევს მოდელს, ბაძავს მას...
გადავწყვიტე, რომ კვლევა აბსოლუტურად შეესაბამებოდა  ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მიესადაგებოდა  ჩემი გაკვეთილების მიზნებს და დიდად სასარგებლო იქნებოდა  ჩემი მომავალი საქმიანობისთვის.
კვლევის ჩატარება არ უნდა გამჭირვებოდა,  რადგან შემეძლო, რომ  კვლევითი აქტივობების დიდი ნაწილი პირდაპირ საგაკვეთილო პროცესში ჩამერთო, მაგ: ტესტირებები, დაკვირვებები და ა.შ.

დიდხანს ვიფიქრე, თუ რის შეფასება მომიწევდა,  რა იქნებოდა  შეფასებისას კითხვის  პრიორიტეტული კომპონენტები?
ვინაიდან ვასწავლი მოსწავლეთა ორ სხვადასხვა  ასაკობრივ ჯგუფს  (6-7 და 9-10 წლიანებს), რა თქმა უნდა, მომიწევდა  ასაკობრივი განსხვავებების, შესაძლებლობების  გათვალისწინება.
კვლევამდე პერიოდში, მონიტორინგის მიზნით, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ჩემს მოსწავლეებს პერიოდულად ვუტარებდი სკრინინგს, რამდენჯერმე ჩავუტარე დიადნოსტიკური ტესტირებაც, (როგორც მეხუთეკლასელებს, ასევე პირვეკლასელებსაც,- ე.ს. გ-მოთხოვნების გათვალისწინებით). ამდენად, აღნიშნული კვლევისთვის გარკვეულწილად შემზადებული ვიყავი  და განსაკუთრებულ დაბრკოლებებს მის განსახორციელებლად ვერ ვხედავდი.
პირველკლასელებს (უახლოეს მომავალში მეორეკლასელებს) კითხვითი უნარ-ჩვევები შევუფასე სამი მიმართულებით:  ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, გამართული კითხვა,- სპეციალურად მათთვის შერჩეული მცირე ზომის მარტივი ტექსტის მიხედვით, წაკითხულის გაგება-გააზრება,-ასევე საგანგებოდ შერჩეული მარტივი  ტექსტებით. მეხუთეკლასელებს (უახლოეს ხანში მეექვსეკლასელებს): ლექსიკური მარაგის დონე, გამართული/ გაწაფული კითხვის მაჩვენებელი, გაგება-გააზრება (მხატვრული და ინფორმაციული ტექსტებისა ცალ-გალკე).
ტესტების შერჩევისას ვცდილობდი, რომ ისინი ყოფილიყო უკვე აპრობირებული, გამოცდილი.  ამ მიზნით ფართოდ გამოვიყენე GPrried-ის მიერ მასწავლებლებისთვის შეთავაზებული ტესტები კითხვის დიაგნოსტირებისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში ტესტებს თვითონაც ვქმნიდი. ყველა ასეთი ტესტი წინასწარ მოვსინჯე  მოსწავლეთა მცირე ჯგუფში, დავხვეწე ისინი, შევუდგინე შეფასების კრიტერიუმები და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყენე. პირველკლასელთა გაგება-გააზრების ტესტების აპრობირება ვთხოვე ჩემს კოლეგებს, პარალელური კლასების მასწავლებლებს, გავითვალისწინე მათი რეკომენდაციები.
კვლევის მეთოდებიდან ავირჩიე  როგორც თვისებრივი (აღწერითი და ფოკუსირებული დაკვირვები, ინტერვიუები  მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან), ასევე რაოდენობრივი მეთოდები (ანკეტირება-კითხვარები).
კვლევის თვისებრივი მეთოდებიდან პედაგოგიური კვლევის ჩასატარებლად ავირჩიე ყველაზე ხელმისაწვდომი და გავრცელებული მეთოდი. ეს იყო დაკვირვება. გამოვიყენე მისი ორივე ტიპი: უბრალო და ჩართული. უბრალო დაკვირვების დროს გარედან ვაკვირდებოდი მოსწავლეთა კითხვის პროცესს, -რამდენად დამოუკიდებლად მუშაობდნენ ისინი, ხომ არ იყო რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, მოსწონდათ თუ არა პროცესი... ჩართული დაკვირვების დროს დამატებით არაფორმალურად ვესაუბრებოდი მოსწავლეებს, ვიღებდი მათგან  ინტერვიუს.
გავიარე დაკვირვების სამივე ეტაპი: აღწერითი, ფოკუსირებული და შერჩევითი.
აღწერით  დაკვირვებას კვლევის საწყის ეტაპზე მივმართავდი. მაგ: ვაკვირდებოდი, თუ როგორ ემზადებოდნენ ჩემი მოსწავლეები კითხვის რომელიმე პროცესისთვის. ფოკუსირებული დაკვირვების დროს ვაკვირდებოდი, მაგ: ამა თუ იმ სტრატეგიის ეფექტიანობას წაკითხულის გააზრებისთვის, შერჩევითი დაკვირვების დროს,- მაგ: რამდენად შეუძლიათ ჩემს მოსწავლეებს თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული/დამუშავებული ტექსტის მიმართ.
ფართოდ ვიყენებდი ინტერვიუს, როგორც კვლევის დამატებით მეთოდს მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
რაოდენობრივი კვლევისთვის ავირჩიე: კითხვარები, -ჩემს მოსწავლეებში კითხვის პრობლემატიკის გასაანალიზებლად, სხვადასხვა ტიპის ტესტები- დიაგნოსტირებისთვის და მიღწეული შედეგის მონიტორინგისთვის. კითხვარები წინასწარ მოვსინჯე მოსწავლეთა მცირე ჯგუფში, ყველა გამოვლენილი ხარვეზი გამოვასწორე და შერჩეულ სამიზნე ჯგუფს მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზე.  შეკითხვები კითხვარებში ძირითადად დახურული იყო, ბოლოში დატოვებული მქონდა სპეციალური არე დამატებითი ინფორმაციის ჩასაწერად. 
ანკეტირება/ კითხვარი გამოვიყენე მშობლების გამოკითხვისთვისაც. ჩემი ფოკუსირებული დაკვირვებიდან გამომდინარე, მათ კარგად ჰქონდათ გააზრებული ასეთი კვლევის სარგებლიანობა მათივე შვილებისთვის, ამიტომაც კითხვარები მალევე და სიამოვნებით შეავსეს.
რაც შეეხება მოსწავლეებს (მეხუთეკლასელებს), მათ სწრაფად, განსაზღვრულ დროზე ადრე შეავსეს კითხვარი და დიდი მონდომებით იმუშავეს სხვადასხვა  ტიპის ყველა  შეთავაზებულ ტესტზე.
პირველკლასელთა ფონოლოგიური უნარების, ასო-ბგერითი მიმართებების ცოდნის, ანბანის ასოების დეკოდირების უნარის,  ჩვეულებრივ და ფსევდოსიტყვათა სიტყვათა ამოკითხვის მონიტორინგის მიზნით მჭირდებოდა მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან ან თითოეულთან   დამოუკიდებლად მუშაობა,  ამ მიზნით მათ რამდენჯერმე შევხვდი არასაგაკვეთილო დროში  და აღნიშნული სამუშაო მშვიდად, ხარისხიანად შევასრულე.
შემიძლია ვთქვა, რომ კვლევის მონაცემების შეგროვება არ გამჭირვებია, რადგან  ეს ეტაპი საკმაოდ  კარგად იყო ორგანიზებული.
ტესტირებები, მოსწავლეთა კითხვარების შევსება  ტარდებოდა  საკლასო ოთახებში, ბავშვები მუშაობდნენ  მყუდრო,  ლამაზ, უსაფრთხო გარემოში. არ იგრძნობოდა არანაირი შიში, არანაირი შეშფოთება, პირიქით, მოსწავლეები დაინტერესებული ჩანდნენ აღნიშნული საქმიანობით. ბევრი მათგანი კვლევის დასრულების შემდეგაც კი მთხოვდა ამგვარი ტესტირებების თუ გამოკითხვების ჩატარებას. ეტყობოდათ, რომ ბავშვებს ეს პროცესი მოეწონათ და მათ  ერთგვარი  გამოცდილებაც კი მიიღეს ამ მიმართულებით.
კარგად მეხმარებოდა სკოლის კომპიუტერული კაბინეტი. სკოლის ისტ -მენეჯერი თვალყურს ადევნებდა ტესტირებების მასალებს თუ კითხვარების ტექნიკურ გამართულობას. დაგვჭირდა რესურსი,- თაბახის ფურცლების საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ ვინაიდან სკოლა დაინტერესებული იყო ამ კვლევის წარმატებით,  რესურსის სიმცირე არ მიგრძვნია.
მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო იყო  პასუხები გადამეტანა რიცხობრივ მონაცემებში.
ტესტების მაჩვენებლები სათითაოდ განვიხილე, დავაჯგუფე შედეგების მიხედვით და წარმოვადგინე რაოდენობრივი და ამავე დროს პროცენტული მაჩვენებლების სახით, მეტი თვალსაჩინოებისთვის გამოვიყენე სვეტობრივი, წრიული და ხაზოვანი  დიაგრამები. მონაცემების თვალსაჩინოდ აღსაქმელად, ვეცადე, დიაგრამებისთვის მიმენიჭებინა მეტი გამომსახველობა, მაგ: ფერებით განსხვავება და ა.შ.
აღნიშნული საქმიანობით გამოვლინდა, რომ პირველკლასელთა  56 %-მა  კარგად შეძლო  მცირე მოცულობის მარტივი მხატვრული ტექსტის გააზრება, 36 % -მა კი საშუალოდ; 48% ინფორმაციულ ტექსტს გაიაზრებს  კარგად, 44% კი-საშუალოდ; 8%-ს უჭირს მხატვრული ტექსტის გააზრება, ინფორმაციული ტექსტის გააზრებაც ასევე 8%-ს უჭირს.
თუ კომბინირებული ტესტებით,  კითხვის უნარის დიაგნოსტირების  მიხედვით-(საშუალო და მაღალ მაჩვენებელთა გათვალისწინებით) 17  მოსწავლემ დადებითი შეფასება დაიმსახურა, სასწავლო წლის ბოლოს,- ძირითად უნართა შეფასების ტესტის მიხედვით დადებითი მაჩვენებელი გამოავლინა 21-მა მოსწავლემ.
ბავშვებს ეადვილებათ დახურულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, საკმაოდ  უჭირთ ღია შეკითხვებზე პასუხის გაცემა, თუნდაც მარტივად. ამ ასაკობრივი ჯგუფის ეგოცენტრიზი ჯერ კიდევ მკვეთრად იგრძნობა. მაგ: შეკითხვაზე , თუ როგორი უნდა იყოს მათი მეგობარი ( დახურული შეკითხვა) , 82 % აირჩია პასუხი, „როგორიც მე თვითონ ვარ.“  აგრეთვე, მათ საკმაოდ უძნელდებათ პრობლემის მიმართ   საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, თუნდაც მარტივად, სხვადასხვა სკაფოლდინგის მეშვეობით, საკმაოდ უძნელდებათ მარტივი  გრამატიკული ნორმების დაცვაც კი, მაგალითად: წინადადების ბოლოს წერტილის დასმა.
კითხვის უნარების მხრივ ბიჭებსა და გოგონებს შორის არსებითი განსხვავება არ შეიმჩნევა.
ბავშვების ლექსიკური მარაგი ჯერ კიდევ ღარიბია, სამაგიეროდ კარგად განავითარეს ფონოლოგიური ცნობიერება და  ასო-ბგერითი  მიმართებების დამყარების უნარი. აგრეთვე, მათ  შეძლეს ჩემ მიერ შეთავაზებული მარტივი ტექსტების გააზრება.
პირველკლასელებთან ინტერვიუებით  გავარკვიე: პატარებს მოსწონთ, როდესაც ამზადებენ მათთან შეთანხმებით  შერჩეულ სასწავლო პროექტებს,  მზადების პროცესში ისინი კითხულობენ მათთვის მისაწვდომ ტექსტებს, ასრულებენ სხვადასხვა დავალებას, მოსწონთ  პროექტის დასრულება შემაჯამებელი ღონისძიებით. მაგ:  მოსწავლეთა 78%-მა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად მოეწონათ საგაზაფხულო პროექტი, რადგან ბევრი რამ ისწავლეს, წაიკითხეს და რადგან იგი დასრულდა საზეიმო ღონისძიებით.
აღმოჩნდა, რომ პატარებს მოსწონთ ე.წ. ტესტირებული კითხვა, -მცირე მოცულობის ტექსტების კითხვა და მარტივი ტესტების შესრულება;
წაკითხული წიგნებიდან პატარებს ყველაზე მეტად მოეწონათ ჩემ მიერ დამზადებული ე.წ. „დიდი წიგნები,“-მათ შორის ელექტრონულიც. ამ წიგნების შინაარსი მათთვის მისაწვდომია და მოსწონთ მათი ილუსტრაციებიც.
მშობელთა  დიდი უმრავლესობა თვლის, რომ მათი შვილის ადრეული (ემერჯენტული) წიგნიერების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა, სამი მათგანი თვლის,  რომ მათ შვილებს ძალიან უჭირთ  წაკითხულის გაგება-გააზრება, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აღნიშნავენ, რომ მოსწონთ კლასში ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაო და შედეგებს განიხილავენ ბავშვების შესაძლებლობების გათვალისწინებით. თითქმის ერთნაირი რაოდენობა დაფიქსირდა იმ მშობლებისა, რომლებიც თვლიან, რომ სასწავლო წლის განმავლობაში კარგად  განვითარდა  მათი შვილების ლექსიკა, კითხვის მოქნილობა და წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი.
ისევე როგორც მოსწავლეებს, მშობლებსაც ჩატარებული სამუშაოებიდან ყველაზე რეიტინგულად მიაჩნიათ ე.წ. „ტესტირებული კითხვა,“ „კითხვის საათების“ შემოღება, სასწავლო პროექტები, ეფექტური სასწავლო რესურსის, მაგ: „ზაფხულის წიგნის“ მომზადება დამწყები მკითხველებისთვის. მშობელთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ მათი შვილები თანდათან  დამოუკიდებელი მკითხველები  ხდებიან.
მშობლები თვლიან, რომ უნდა გაგრძელდეს ე.წ. „კითხვის საათები“, ახალი ტექსტების კითხვა და ტესტური დავალებების  შესრულება, მშობლებს მოეწონათ „მკითხველთა კლუბის“ დაარსების იდეა, სურთ გაგრძელდეს სასწავლო პროექტები, კითხვა ეფექტური სასწავლო რესურსების გამოყენებით და სხვა.
ლექსიკური მარაგის შეფასებაში მეხუთეკლასელთა  52 %-ს აქვს კარგი მაჩვენებელი, 35%-ს -საშუალო, 13 %-ს კი დაბალი.(3 მოსწ.) მხატვრული ტექსტის გააზრებისას მოსწავლეთა 50%-მა გამოავლინა კარგი მაჩვენებელი, 31%-მა -საშუალო, 19%-მა კი დაბალი(5 მოსწ). ინფორმაციული ტექსტის გააზრებისას მოსწავლეთა 58%-მა გამოავლინა კარგი მაჩვენებელი, 23%-მა -საშუალო, 19%-მა კი დაბალი (5 მოსწ.)
თუ კომბინირებული ტესტებით,  კითხვის უნარის დიაგნოსტირების  მიხედვით-(საშუალო და მაღალ მაჩვენებელთა გათვალისწინებით) 16 მოსწავლემ დადებითი შეფასება დაიმსახურა, სასწავლო წლის ბოლოს,- ძირითად უნართა შეფასების ტესტის მიხედვით დადებითი მაჩვენებელი გამოავლინა 22-მა მოსწავლემ.
მოსწავლეები კმაყოფილი არიან კითხვითი წიგნიერების განვითარებისთვის კლასში დაწყებული სამუშაოებით, მათ განსაკუთრებით მოსწონთ ე.წ. „მიმოწერის დღიურების“ შემოღება კითხვის უნართა განსავითარებლად, რეიტინგით მეორეა ე.წ. ტესტირებული კითხვა, მესამე კი-სასწავლო პროექტებზე მუშაობა.
ანალოგიური შეხედულებისა არიან მშობლებიც, მათ დიდ ნაწილს განსაკუთრებით  მოეწონა კლასში „მიმოწერის დღიურების“ შემოღება,  რეიტინგით შემდეგია ახალი (უცხო) ტექსტების კითხვა და ტესტირება, აგრეთვე მნიშვნელოვნად თვლიან სასწავლო პროექტების მომზადებას და კითხვის გაკვეთილებზე საინტერესო სასწავლო რესურსების გამოყენებას. მათი სურვილია ამგვარი სამუშაოები კვლავ გაგრძელდეს;
მოსწავლეების  და მათი მშობლების ინტერვიუებით ირკვევა, რომ ისინი პრიორიტეტულად თვლიან მომავალ სასწავლო წელს „მკითხველთა კლუბის“ დაარსებას, ფიქრობენ, რომ ეს მათი შვილების კითხვითი წიგნიერების დონეს მნიშვნელოვნად განავითარებს.
მშობლების დიდი ნაწილი თვლის, რომ მათი შვილების კითხვითი წიგნიერების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისინი უკვე  აქტიური მკითხველები არიან.
ვერ ვიტყვი, რომ კვლევაზე მუშაობა ადვილი იყო, ეს საქმიანობა საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ მახარებს ის ფაქტი, რომ მან დამანახა ნათელი სურათი,თუ  რა მდგომარეობაა არჩეული მიმართულებით, რა მექნება გასაკეთებელი მომავალში ისე, რომ ეს პრიორიტეტული იყოს სამიზნე ჯგუფისთვის, მოვიპოვო მათი მხარდაჭერა და მქონდეს წარმატების იმედი.  ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა დამატებითი მოტივაცია იქნება ჩემი კოლეგებისთვისაც, რათა მომავალში იმათაც ჩაატარონ მსგავსი სამუშაო, არ ჩათვალონ, რომ მსგავსი გამოყენებითი კვლევების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია.
კვლევის პერიოდში განსაკუთრებით ის ფაქტი მომეწონა, თუ როგორ ცდილობდნენ მშობლები ჩემს მხარდაჭერას, დარწმუნებული ვარ, მათ დაინახეს ჩემი მონდომება, დიდი იმედი გამიჩნდა, რომ ისინი დამეხმარებიან მომავალ სასწავლო წელს მოსწავლეთა კითხვითი წიგნიერების განსავითარებლად  ჩემ მიერ  დაგეგმილი სამუშაოს განხორციელებაში.
დავინახე გარკვეული ხარვეზებიც: მაგ: აღმოჩნდა, რომ შეკითხვები კითხვარებისთვის თავდაპირველად არასწორად შევადგინე, კითხვები იყო ძალიან ბევრი, დაუჯგუფებელი, ზოგიერთი არასაჭიროც კი. მათი კოდირება და ექსელის ცხრილში შეტანა თითქმის შეუძლებელი იყო. თავდაპირველად, კითხვარებისთვის მიწერილი მქონდა მშობლის ვინაობის აღნიშვნაც, მაშინ როცა სასურველი იყო ანონიმურობა. მდგომარეობა გამოვასწორე, მშობლებს მივუთითე, რომ არ იყო საჭირო ვინაობის მითითება, კითხვარები დავხვეწე, კითხვები დავაჯგუფე და მათ შესაბამისი კოდები მივაკუთვნე.
ჩემი ზოგადი დასკვნა ასეთია: ყველა მასწავლებელი უნდა ცდილობდეს გააკეთოს პრაქტიკის კვლევა იმ მიმართულებით, რომელიც მისთვის პრიორიტეტულია.
 პრაქტიკის ჩატარებული კვლევა ჩემთვის სასარგებლოა, მან ჩემი პროფესიული ოსტატობა უფრო განავითარა, გამიჩინა კმაყოფილების შეგრძნება და მოტივაცია მომავალი საქმიანობისადმი.
დავსახე ჩემი მომავალი პერსონალური სამოქმედო გეგმა, რომელიც ზოგადად ასეთია:
ახალ სასწავლო წელს დამატებით სამუშაო დროს გამოვყოფ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც გაუჭირდათ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრება, იმ პირველკლასელი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც დაბალი მაჩვენებელი  აქვთ კითხვის მოქნილობაში,  ხშირად გამოვიყენებ სტრატეგია „გამეორებით კითხვას;“
ვიმუშავებ მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე, განსაკუთრებით პირველკლასელთა, ამისთვის გამოვიყენებ სხვადასხვა ეფექტურ სტრატეგიას, მაგ: „მნიშვნელოვანი სიტყვები,“  „სინონიმთა და ანტონიმთა წრე,“ „მხიარული ლოტო“ და ა.შ. მოსწავლეებს ხშირად შევთავაზებ დისკუსიას სხვადასხვა ზნეობრივ ღირებულებებზე, მაგ: მეგობრობაზე, რა არის კარგი და რა არის ცუდი... შევადგენ ტესტებს, სადაც ღია შეკითხვების წილი მეტი იქნება;
გავაგრძელებ იმ ეფექტური საქმიანობებს, რომლებიც მოსწავლეებსაც და მათ მშობლებსაც მოსწონთ: „ტესტირებული კითხვა“, „მიმოწერის დღიურები,“ სასწავლო პროექტები... მოვამზადებ ეფექტურ სასწავლო რესურსებს მოსწავლეთა კითხვითი წიგნიერების განვითარების მიზნით, გავაგრძელებ ე.წ. „კითხვის საათებს“ პირველ კლასში, შემოვიღებ ამ  ტიპის აქტივობას მეხუთე კლასშიც.
წიგნით და კითხვით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით  სკოლაში დავაარსებ  „მკითხველთა კლუბს“, ვეცდები მნიშვნელოვნად გავამდიდრო საკლასო ბიბლიოთეკა, პერიოდულად მოვაწყობ შეხვედრებს  საბავშვო მწერლებთან, გამომცემლობებთან,  მოსწავლეებს გავაწევრიანებ სკოლის ბიბლიოთეკაში.
დავეხმარები კოლეგებს, თავიანთ კლასებში  ე. წ. „მიმოწერის დღიურების“ შემოღებაში, წარმოებაში, შევთავაზებ ჩემს გამოცდილებას, სკოლაში დავაარსებ და შემდგომში   პოპულარიზაციას გავუწევ „მკითხველთა კლუბს,“ მასწავლებლებს შევთავაზებ  ტექსტების იმ დიდ მარაგს, რომლებიც დროთა განმავლობაში დავაგროვე. აგრეთვე, შევთავაზებ  სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსს, მათ შორის, ჩემს საგანმანათლებლო ბლოგებს.
ვეცდები, გავააქტიურო ჩემს საქმიანობაში მშობელთა ჩართულობა, ვთხოვო მშობლებს დახმარება ამ მიმართულებით, დავგეგმო განსაზღვრული სამუშაო.


 კვლევის ანგარიში ბლოგზე ჩატვირთულია ნაწილობრივ. აღნიშნული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ სრულად,- შემდეგ მისამართზე:  https://chemisabavshvobiblioteka.blogspot.com

1 comment:

  1. მაინტერესებს უკვე შეგიფასდათ თუ არა აღნიშნული კვლევა

    ReplyDelete