კლასგარეშე წრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მეექვსე კლასი
მეექვსე კლასში კლასგარეშე წრის დაარსება არის ჩემი
მცდელობა დავეხმარო მეეექვსე კლასის მოსწავლეეებს ქართული ენის გრამატიკაში პროგრამული მასალის კარგად გაგებასა და გააზრებაში.
აქტუალობა:
მეექვსე კლასში ქართული ენა და ლიტერატურა ისწავლება
5 საათიანი კვირეული დატვირთვით. ჩემი დაკვირვებით,
საგაკვეთილო საათების ეს რაოდენობა არ არის საკმარისი, რომ კლასში ყველა მოსწავლემ
მიიღოს, აგრეთვე განამტკიცოს თავისი ცოდნა,
განსაკუთრებით პრობლემურია ენობრივი მასალის
სწავლება, ვინაიდან მასალის ცოდნის განმამტიცებელი
სავარჯიშოების შესრულება გაცილებით მეტ დროს საჭიროებს.
კლასგარეშე წრეში ჩაეწერებიან მხოლოდ მეცადინეობის მსურველი
მოსწავლეები. გამოკითხვით დავადგინე, რომ მსურველები კლასში არიან,-როგორც
დაბალი , ისე მაღალი მზაობის მქონე მოსწავლეებიდან.
მიზეზი ისაა, რომ სუსტი მზაობის მქონე მოსწავლეებს უჭირთ ენობრივ
საკითხებზე ახალი ცოდნის მიღება, მაღალი მზაობის მქონე მოსწავლეებს კი ესაჭიროებათ
დამატებითი დრო მათთვის საინტერესო მასალის ღრმად შესასწავლად.
გადავწყვიტე დავეხმარო მეექვსეკლასელ მოსწავლეეებს და
მეცადინეობისთვის გამოვუყო კვირაში ორი საათი,
-სამშაბათს და პარასკევს, სავალდებულო გაკვეთილების შემდეგ.
წრის მუშაობის მიზანი:
·
მოსწავლემ გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი;
·
გაერკვეს ძირითად გრამატიკულ კატეგორიებში;
·
ერთმანეთისგან განარჩიოს მეტყველების ნაწილები, იცოდეს
მათი ძირითადი თავისებურებები;
·
ერთმანეთისგან განარჩიოს წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები, ძირითადი შესიტყვებები;
·
დააკვირდეს სიტყვის მნიშვნელობებს, ტროპებს, იდიომებს
და ა.შ.
·
წერისას შეძლოს გრამატიკული თვალსაზრისით გამართული
წინადადებების აგება, ორთაგრაფიის და პუნქტუაციის
წესების დაცვა;
ამოცანები:
·
მეცადინეობების ორგანიზება;
·
სავარჯიშოების მომზადება;
·
საჭირო რესურსის მოძიება,-ცხრილები, სქემები, თვალსაჩინოებები,
ინტერნეტრესური......
·
შემაჯამებელი სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება: ტესტირება,
გამოკითხვა...
კავშირი ე.ს.გ.-თან (სწავლების ძირითადი მიმართულებანი):
მიმართულება :ზეპირმეტყველება
ქართ.
VI. 4. მოსწავლეს შეუძლია მოსმენით განასხვავოს სხვადასხვა
ტიპის ტექსტები ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურის მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
სამეტყველო ვითარებაში მოიძიებს და იყენებს აზრის
გამოთქმისთვის აუცილებელ ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებებს;
·
სვამს კითხვებს აზრის დაზუსტების, უკეთ გაგების მიზნით;
·
ერკვევა ზმნის ძირითადი კატეგორიების (პირის, რიცხვის, პირიანობის,
დროის, კილოს) არსში და საჭიროებისამებრ იყენებს მათ: სწორად განსაზღვრავს სახელთა
ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით (აშენებს ის მას, ააშენა
მან ის, აუშენებია მას ის...);
·
ამოიცნობს ადრეული პერიოდის ქართული სალიტერატურო ენის ძირითად
ენობრივ თავისებურებებს (სახელთა ბრუნებისას, რიცხვითი ფორმების წარმოებისას, ზმნის უღლებისას).
მიმართულება: კითხვა
ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების
ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს ხატოვან გამონათქვამებს
და მიზანმიმართულად იყენებს მათ;
·
თავისუფლად ჩაანაცვლებს უცნობ სიტყვებსა
და ფრაზებს სინონიმური განმარტებებით;
·
ამოიცნობს სხვადასხვა მოდალობის
(სურვილის, შესაძლებლობის) გამომხატველ სიტყვებს;
·
ერკვევა ზმნის ძირითადი კატეგორიების
(პირის, რიცხვის, პირიანობის, დროის, კილოს) არსში და საჭიროებისამებრ იყენებს მათ:
სწორად განსაზღვრავს სახელთა ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით
(აშენებს ის მას, ააშენა მან ის, აუშენებია მას ის...);
·
ამოიცნობს და განარჩევს არსებით,
ზედსართავ, რიცხვით სახელებს; ამოიცნობს ზედსართავ სახელებს, მათს ფუნქციას;
მიუთითებს ზმნიზედების როლზე ზმნური შინაარსის გამოხატვაში;
·
მოიძიებს სხვათა
სიტყვას (-მეთქი; -თქო; -ო) და განარჩევს მისი გამოყენების მიზანშეწონილობასა
და მართებულობას;
·
განარჩევს ზმნისწინით
გამოხატულ ძირითად მნიშვნელობებს;
·
მიუთითებს წინადადების
ძირითად წევრებსა და ძირითად შესიტყვებებზე.
მიმართულება: წერა
ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება,
გრამატიკული თვალსაზრისით მართებული
სიტყვაფორმების აგება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
სწორად იყენებს ირიბ ნათქვამსა
და ციტირებას;
·
განარჩევს ნაცვალსახელთა
ჯგუფებს და შესაფერის კონტექსტში სწორად უნაცვლებს მათ სათანადო სახელთა
ფორმებს;
·
მართებულად იყენებს მისათითებელ
სიტყვათა და კავშირთა (წევრ-კავშირთა) კონსტრუქციულ შესაძლებლობებს მიზეზ-შედეგობრიობისა
თუ სხვა ნიუანსების გადმოსაცემად;
·
იცნობს და იყენებს სიტყვათა მართლწერის
ძირითად წესებს; მართლწერის შესამოწმებლად იყენებს დამხმარე საშუალებებს;
·
იყენებს ნაირგვარ სტილისტურ თუ
ენობრივ-გრამატიკულ საშუალებას განცხადების, ანკეტის, ავტობიოგრაფიის შესადგენად;
·
სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს;
·
გადაიკითხავს ნაწერს და ჩაასწორებს
მას როგორც ენობრივ-სტილური, ისე პუნქტუაციის თვალსაზრისით;
·
კითხულობს ნაწერს გააზრებულად,
კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ენობრივად სწორ, დასაშვებ და შესაძლებელ ფორმებს;
·
გადაიკითხავს და ჩაასწორებს ტექსტს
აზრობრივად;
·
ამოწმებს ტექსტში გამოყენებულ
ფორმებს და სიტყვათშეხამებებს ენის მოქმედი ნორმების მიხედვით; ტექსტის კორექტირებისას
იყენებს ორთოგრაფიულ და უცხო სიტყვათა ლექსიკონს.
პროგრამის
შინაარსი
სიტყვის მნიშვნელობა
·
სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობა
·
მრავალმნიშვნელობიანი სიტყვები და ომონიმები
·
სინონიმია და მათი განმარტება
·
ფრაზეოლოგიზმები
·
სხვათა სიტყვა: პირდაპირი და ირიბი ნათქვამი
·
ტროპები
მორფოლოგია
·
მეტყველების ნაწილები
·
ბრუნება
·
თანხმოვნით დაბოლოებული ფუძე და მისი კუმშვა
·
ხმოვნით დაბოლოებული ფუძე და მისი კვეცა
·
რიცხვითი სახელების სამი ჯგუფი
·
რიცხვითი სახელების მართლწერა
·
ზედსართავ სახელთა ორი ჯგუფი
·
ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები
·
ნაცვალსახელი
·
კითხვითი
ნაცვალსახელი
·
ზმნიზედა და მისი კავშირი ზმნასთან
·
ცალკე მდგომი თანდებულები
·
ზმნა და პირების შეწყობა მასთან
·
პირი მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში და მათი
ნიშნები
·
ზმნის კილო
·
დრო და ზმნის ფორმები
·
ზმნისწინის სამი ძირითადი ფუნქცია
·
ზმნის ასპექტი
·
ზმნის ქცევა
სინტაქსი
·
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები
·
ზმნასთან დაკავშირებულ მთავარ წევრთა ბრუნვები
·
შესიტყვება და მისი სახეები
·
წინადადების შინაარსის ნაირგვარობა
·
წინადადება, ინტონაცია და სასვენი ნიშნები
პუნქტუაცია
·
სასვენ ნიშანთა გამოყენების ძირითადი წესები
·
მართლწერის ძირითადი წესები
გამოსაყენებელი რესურსი:
·
ა. შანიძე, ი. იმნაიშვილი, ლ. კვაჭაძე-ქართული
ენა
·
ა. სანიძე. ლ. კვაჭაძე-ქართული ენა
·
დ. თვალთვაძე, ნ. გაფრინდაშვილი-ქართული მართლწერის
წესები და სავარჯიშოები
·
თ. სანიკიძე-ქართული მართლწერა
მეექვსე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კლასგარეშე წრის ხელმძღვანელი:
სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის
22-ე საჯარო სკოლის
მასწავლებელი: ნესტან კუპრავა
No comments:
Post a Comment