ქართული
ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება
ინტეგრირებული
გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
ბუნებისმეტყველება
|
კლასი: მეოთხე
მასწავლებელი: ნესტან კუპრავა
|
თემა: მთვარე
|
|
დრო: ერთი
საგაკვეთილო საათი
|
|
შესავალი
|
|
გაკვეთილის მიზანი: წაკითხული საინფორმაციო და ლიტერატურული ტექსტების
გააზრება, სხვადასხვა რეგისტრის სიტყვების მნიშვნელობის გააზრება, მიღებული ცოდნის
შეჯამების უნარი, კითხვის საინტერესო სტრატეგიების დაუფლება;
|
|
სწავლის შედეგები:
|
|
დამოკიდებულება: ბავშვებს ძალიან აინტერესებთ ინფორმაციები
კოსმოსზე, კოსმოსურ სხეულებზე, მათ ბუნებრივი მოტივაცია აქვთ სამყაროს გაცნობისა,
აინტერესებთ ინფორმაციები კოსმოსური სხეულების შესახებ, ამდენად, გაკვეთილისადმი
მათი მოტივირება არ გამიჭირდება. ამავე დროს, საინტერესოა, შეძლებს თუ არა კლასი
ერთსა და იმავე თემაზე მიწოდებული შემეცნებითი
და ლიტერატურული ტექსტების გააზრებას, ამ ერთი თემით დაკავშირებული ტექსტების გაერთიანებას;
|
|
ცოდნა: მოსწავლეები ისწავლიან ახალ სიტყვებს, მარტივ ინფორმაციებს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის
შესახებ;
|
უნარი: მოსწავლეები განავითარებენ კითხვის უნარს,
ისწავლიან კითხვას ახალი -სიტყვის მნიშვნელობის გააზრების სტრატეგიებით,
შეძლებენ წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემას;
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ. ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას
სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
·
შინაარსის გადმოცემისას ერთმანეთს ანაცვლებს
თხრობასა და აღწერას;
·
მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ
ხაზს და თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
·
გადმოსცემს არამხატვრული ტექსტის შინაარსს.
ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული
ნაწარმოების მიმართ.
·
მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და
პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია
მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება.
·
მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას;
·
აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად
მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების
დამოუკიდებლად წაკითხვა.
·
მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ.,
მოვლენათა, მოქმედებათა დროსა და ადგილს);
·
აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად
მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·
განარჩევს ერთმანეთისგან ფაქტსა და სურვილს/ოცნებას;
ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის
მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
· ცდილობს ამოიცნოს უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობა
ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტისა და სხვ.) დახმარებით;
· ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან
დაკავშირებით;
ბუნ.IV.8.მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის
აღწერა.
·
იყენებს ილუსტრაციებს და ახასიათებს მზის სისტემას (მაგ., პლანეტების
სიდიდე, დაშორება მზიდან);
|
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა:
მოსწავლეებს
უკვე აქვთ გარკვეული ცოდნა კოსმოსზე, კოსმოსურ
სხეულებზე. მათ სიტყვის მნიშვნელობის გააზრებაზეც უმუშავიათ სხვადასხვა სქემით. იციან ჯგუფური მუშაობის წესები, სხვადასხვა
სტრატეგიებით ტექსტების გააზრებაზეც უმუშავიათ
;
|
გაკვეთილის გეგმა
|
||||||
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
შეიქმნება ხუთწევრიანი 5 დიფერენცირებული ჯგუფი.
რის მიხედვით დავაჯგუფებ:
მოსწავლეებს
დავაჯგუფებ კითხვის უნარების მიხედვით: წაკითხულის
გააზრების უნარი, კითხვის მოქნილობა;
|
||||||
სასწავლო მასალა: შემეცნებითი და ლიტერატურული ტექსტები მთვარეზე, სლაიდ-შოუ : „მთვარე დედამიწის
თანამგზავრი“, განმავითარებელი შეფასების
სქემები, ე.წ. „იდუმალი ყუთი,“ წინასწარ
მომზადებვული ე. წ. „მხიარული ბანქო“
|
||||||
გამოყენებული მეთოდები და სტრატეგიები
|
||||||
·
ე.წ. „იდუმალი ყუთის“ გამოყენება
მოსწავლეთა მოტივაციის აღძვრის მიზნით;
·
ასოციაციური რუკის შექმნა დაფაზე;
·
სლაიდ-შოუს ჩვენება;
·
ტექსტების წაკითხვა ჯგუფებში;
·
ტექსტების თხრობა;
·
მიღებული ცოდნის განმტკიცება-„სინონიმთა
და ანტინიმთა წრე,“ „მხიარული ბანქო,“„რეალისტები და ფანტაზიორები“.
·
შეჯამების სტრატეგია“ყველაზე მნიშვნელოვანი“
|
||||||
პირველი ეტაპი-წაკითხვამდე
გამოწვევა- სტრატეგიით „იდუმალი ყუთი“
ლამაზად
გაფორმებულ ყუთში მოვათავსებ მთვარის მოდელს, გამოვიძახებ მსურველ მოსწავლეს, რომელიც
ცაიხედავს ყუთში და ტანატოლებს სხვადასხვა მინიშნებებით გამოაცნობინებს ყუთში მოთავსებულ
საგანს. ყურადღებას გაამახვილებს საგნის ფერზე, ფორმაზე, ზომაზე, თვისებებზე...
ასოციაციური
რუკა მთვარეზე და ტექსტების მოკლე მომოხილვა
ამის
შემდეგ გავაკეთებინებ ასოციაციურ რუკას მთვარეზე, შერჩეულ ტექსტებს მოსწავლეებთან ერთად მოკლედ
მომოვიხილავ.
სლაიდ-შოუს ჩვენება
პროექტორით ვაჩვენებ სამწუთიან სლაიდ-შოუს მთვარეზე,
მოსწავლეთა ყურადღებას გავამახვილებ ძირითად
ინფორმაციებზე.
მეორე ეტაპი-კითხვა
ტექსტების წაკითხვა დიფერენცირებულ ჯგუფებში
ვეუბნები:
ბავშვებო, ჩვენ
დღეს ჯგუფებში ვიმუშავებთ. ორ სხვადასხვაგვარ ტექსტს დავამუშავებთ ,წავიკითხავთ საინტერესო
ამბებს მთვარის შესახებ, და შესაბამისად, ყველაფერს კარგად გავიაზრებთ, რათა კითხვის შემდეგ
შევძლოთ სხვადასხვა საინტერესო სამუშაოს შესრულება.
ვეუბნები, რომ
ტექსტი ყურადღებით დაამუშავონ, ვთხოვ, რომ ტექსტის კითხვის დროს მონიშნონ/გახაზონ ჩამოწერილი სიტყვები.
ჯგუფებს ვურიგებ
განსხვავებულ ტექსტებს,-პირველ ჯგუფს (კითხვაში პრობლემების მქონე ბავშვებს) მივცემ
ინფორმაციულ ტექსტს, რომელშიც არაა გაუგებარი სიტყვები, რთული ენობრივი კონსტრუქციები,
ინფორმაცია კი ექსპლიციტურია. ამ მოსწავლეებს მე ვეხმარები კითხვაში,
მეორე და მესამე ჯგუფების ტექსტი ასევე შემეცნებითია, მასში არის რამდენიმე
ახალი სიტყვა, თუმცა შეიძლება მათი ახსნა
სიტყვების კონტექსტში, ინფორმაცია ამ ტექსტშიც ექსპლიციტურია, თუმცა ტექსტი შედარებით მეტი მოცულობისაა, მეტი სირთულისა. ამ ჯგუფში მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ წყვილებში.
მეოთხე და მეხუთე ჯგუფების
ტექსტი მხატვრულია, მასში რთული სიტყვებიც
შეინიშნება, შეიძლება ლექსიკონის მოშველიებაც კი გახდეს საჭირო, შეინიშნება იმპლიციტური
ინფორმაციებიც. მოსწავლეები ამ ტექსტს დამოუკიდებლად
კითხულობენ.
ბავშვები კითხულობენ, ავსებენ სქემებს, მე კი
ვეხმარები პირველ და მეორე ჯგუფებს, ვაკვირდები მესამეს.
მესამე ეტაპი-წაკითხვის
შემდგომ
წაკითხვის შემდგომ
ბავშვები თითოჯერ უკითხავენ კლასს თავიანთ ტექსტებს. განმარტავენ „მარკირების დროს ხაზგასმულ სიტყვებს;
უკუკავშირი
ცოდნის მონიტორინგის
მიზნით, მოსწავლეებს წავუკითხავ მცდარ და ჭეშმარიტ წინადადებებს, მოსწავლეები პასუხობენ
„დიახ/არა“ ბარათებით, (იგივე მცდარია/მართალია):
მთვარე პლანეტაა.
მთვარე დაფარულია მტვრითა და ქვიშით.
მთვარე დედამიწის ხელოვნური თანამგზავრია.
ადამიანი არასოდეს ყოფილა მთვარეზე.
მთვარე მოძრაობს დედამიწის ირგვლივ.
მთვარეს აქვს მიზიდულობის ძალა.
მთვარე ნათდება მზისგან არეკლილი შუქით.
დედამიწიდან მთვარის ყველა მხარე მოჩანს.
ნილ არმსტრონგი მთვარის მკვლევარი ასტრონავტია.
მთვარე საკუთარი შუქით ნათდება.
მთვარე გაზებისგან შემდგარი კოსმოსური
სხეულია.
მთვარეზე უამრავი კრატერია.
ადამიანები მთვარეზე თვითმფრინავებით
მიემგზავრებიან.
მთვარე ქვის მყარი კოსმოსური ბურთია.
დედამიწის მიზიდულობის ძალა რომ არა,
მთვარე კოსმოსში გაიქცეოდა.
„დიახ/არა“
ბარათები პასუხის ბარათების ვარიაციაა. ყველა მოსწავლეს ექნება წინასწარ გამზადებული
ერთი-ორი ბარათი. ერთზე წერია „დიახ“, მეორეზე -„არა“. შეიძლება ორმხრივი ბარათის
დამზადებაც. შეკითხვების დასმის შემდეგ მოსწავლეები შესაბამის ბარათს ასწევენ. მასწავლებელი
ამოწმებს, ვინ გასცა სწორი და ვინ არასწორი პასუხ
ცოდნის განმტკიცების მიზნით:
მოსწავლეებს შევთავაზებ სტრატეგიას: „სინონიმთა და ანტონიმთა წრე“:
ვირჩევ ერთ სიტყვას მთვარესთან დაკავშირებით, მეორე
მოსწავლე ასახელებს ამ სიტყვის სინონიმს, შემდეგი ისევ სინონიმს და ასე გაგრძელდება,
სანამ მოსწავლეებს სინონიმთა მარაგი არ ამოეწურებათ, ამის შემდეგ მოსწავლე ასახელებს
სიტყვის ანტონიმს, შემდეგი მის სინონიმს და ასე გაგრძელდება „წრის შეკვრამდე“.
სტრატეგია: „მხიარული ბანქო“ ვარიგებ წინასწარ, წინადადებებს,- მარცვლებად
დაჭრილ ტექსტს მთვარეზე-ჯგუფებში. მოსწავლეები აერთებენ მარცვლებს და ადგენენ ტექსტს.
სტრატეგია: „რეალისტები და ფანტაზიორები“
დაფაზე/ ორ მწკრივად ჩამოწერილი სიტყვების მიხედვით
მოსწავლეები ადგენენ წინადადებებს-ერთი ჯგუფი რეალურს, მეორე ფანტასტიკურს.
შეჯამება/ შეფასება
აქტივობა- „ყველაზე მნიშვნელოვანი“
ფლიპჩარტზე შევავსებინებ სქემას:
მთვარის
შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ...
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი
მაინც ის არის, რომ...
საშინაო დავალებები
·
წარმოიდგინე, რომ ემზადები მთვარეზე
გასამგზავრებლად. აღწერე ეს პროცესი რამდენიმე სიტყვით;
·
წარმოიდგინე, რომ მომავალში ადამიანებმა
მთვარე გამოიკვლიეს და რაღაც ახალს, უჩვეულოს მიაგნეს. რა შეიძლება ეს რომ იყოს?
დაწერე ამის შესახებ;
·
დაამზადე პოსტერი მთვარის თემაზე
ან შექმენი ილუსტრაცია; (პოსტერის შექმნა მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი ნახატებით,
ან ჟურნალებიდან ამოჭრილი სურათებით. შეაჯამებენ იმას, რაც ამ საკითხის ირგვლივ შეისწავლეს.
პოსტერის კლასში გამოკვრა მათ სიამაყის გრძნობას გაუღვივებს).
2016 წელი. მაისი
|
საინფორმაციო ტექსტი მთვარეზე
მთვარე
მთვარე ჩვენი უახლოესი კოსმოსური მეზობელია. მილიარდნახევარი წელიწადია,
რაც იგი დედამიწის გარშემო ბრუნავს. ბევრი მეცნიერი ვარაუდობს, რომ მთვარე დედამიწასთან
მარსის ზომის კოსმოსური სხეულის შეტაკების შედეგად გაჩნდა. რომ ნამსხვრევები შეიკრა,
შეიკუმშა და ქვის ბურთად იქცა. მთვარე დედამიწაზე პატარაა, ამიტომ მას მიზიდულობის ძალაც ნაკლები აქვს. იგი
დედამიწის გარშემო თავის ორბიტაზე ბრუნავს. არა აქვს ატმოსფერო, არც სინათლეს წარმოქმნის,
მხოლოდ მზის სინათლეს ირეკლავს, ცაზე ამიტომაც ვხედავთ. დედამიწის გარშემო ბრუნვისას
თითქოს ფორმას იცვლის, სინამდვილეში ჩვენ მის სხვადასხვა განათებულ ნაწილს ვხედავთ.
მთვარის ზედაპირი დაფარულია სხვადასხვა ზომის კრატერებით-ორმოებით.
მათგან ზოგი პატარაა, ზოგი კი ძალიან დიდი,-200 კმ დიამეტრისა. ეს ორმოები მთვარეზე მეტეორების დაცემის შედეგად
გაჩნდა.
დედამიწიდან მხოლოდ მთვარის ერთი მხარე მოჩანს. მეცნიერებმა მთვარის
უკანა მხარის შესწავლაც მოახერხეს. იგი ძალიან განსხვავდება წინასგან. მასზე ნაკლები
კრატერებია.
ადამიანები უკვე რამდენჯერმე ესტუმრნენ მთვარეს. კოსმინავტების
ნაკვალევი მთვარის ქვიშაში არასოდეს წაიშლება, რადგან მთვარეზე არც ქარია და არც წყალი.
მათი ნაკვალევი მთვარის ქვიშაში მილიონობით წლების განმავლობაში დარჩება. მთვარეზე
ყოფნისას ასტრონავტები სპეციალური მანქანით-მთვარის მოდულით გადაადგილდებოდნენ.
ვინაიდან შედარებით სუსტი მიზიდულობის ძალა აქვს, მთვარეზე
კოსმინავტი ბევრად ნაკლებს იწონის. მას მძიმე აღჭურვილობითაც კი ადვილად შეუძლია ძალიან
მაღლა იხტუნაოს.
რადგანაც ქარი, ჰაერი არ
არის, მთვარეზე სრული სიჩუმეა. ბგერები არ ისმის, ამიტომაც ადამიანები იქ ერთმანეთს
რადიოგადამცემებით ესაუბრებიან, თუნდაც გვერდიგვერდ იდგნენ.
ასტრონავტებს მთვარიდან სხვადასხვა ნიმუში, მთვარის ქვები ჩამოაქვთ.
მეცნიერები ამ ნიმუშებს სწავლობენ და მთვარის ისტორიას არკვევენ. მომავალში ეს კვლევა
უფრო განვითარდება და მთვარის ბევრ საიდუმლოს გავიგებთ.
მხატვრული ტექსტი მთვარეზე
დედამიწაზე 3015 წელია!
პატარა ქართველი გოგონა კესა ზაფხულის არდადეგებს ოჯახთან ერთად
მთვარეზე ატარებს. მამამ ბილეთები უკვე შეიძინა, -ხვალ მთვარის მატარებლით გაემგზავრებიან.
თურმე სულ რაღაც ასი წლის წინათ ადამიანები
მთვარემდე რაკეტებით თუ მივიდოდნენ. ახლა დედამიწაზე საერთოდ არაა კოსმოდრომი. ადამიანებმა
იგი კოსმოსში განათავსეს. მთვარის მატარებელი
საჰაერო გვირაბს გაივლის და სულ რაღაც სამ
საათში მთვარეზეა.
კესას უყვარს მოგზაურობა. მითუმეტეს,
რომ მამას მთვარიდან აუცილებლად წაიყვანს რომელიმე
პლანეტაზე სასეირნოდ.
გოგონამ აივანზე მოიკალათა. რობოტმა
ივამ ვახშამი იქვე მიართვა. მალე დედაც გამოვიდა. ცაზე უკვე ოთხი მთვარე ამოსულიყო.
მათ ნახვას არაფერი სჯობდა.
დედამ გოგონას ადრე დაძინება ურჩია,
მაგრამ კესამ სთხოვა, ბარემ ათივე მთვარის ამოსვლას დაველოდები და დავწვებიო. დედა დაეთანხმა.
კესას უყვარს, დედა რომ წარსულის
ამბებს უყვება. გოგონას ისინი ზღაპრებივით დაუჯერებელად ეჩვენება. დედა უყვება, რომ
სულ რაღაც ორასი წლის წინათ დედამიწის ბუნებრივი მთვარე ქვიშიანი უდაბნო ყოფილა. ახლა მასზე საუცხოო ბაღებია გაშენებული. იქაურობა ყვავილებში
და სიმწვანეშია ჩაფლული. მთვარის კრატერები ლურჯად მოლივლივე წყლითაა ამოვსებული. ეს
მთვარის ტბებია. მათგან ყველაზე დიდს „მხიარულების ზღვას“ ეძახიან.
უფრო დიდი საოცრება ისაა, რომ თურმე
დედამიწას მანამ მხოლოდ ერთი მთვარე გააჩნდა, ახლა ჩვენს პლანეტას თავისი კოსმოსური სისტემა აქვს,-ერთი ბუნებრივი და
ცხრა ხელოვნური მთვარე, კოსმოსური სადგურები
და კოსმოსში მიმოფანტული უამრავი პლანეტა.
ყველაზე შორეულ პლანეტაზეც მისვლას კოსმოსური ხომალდი სულ რამდენიმე საათს
ანდომებს. დედამიწის ყველა მთვარეზე სიცოცხლეა შექმნილი,-ადამიანები
ცხოვრობენ, მცენარე ყვავის, უწყინარი ცხოველები სიცოცხლით ტკბებიან და ადამიანებს სულაც
არ უფრთხიან.
კესას განსაკუთრებით მეექვსე მთვარე
უყვარს. მას „ზამთრის აგარაკს“ ეძახიან, რადგან ის მუდმივად საამური ზამთარია. შეგიძლია
წელიწადის ცხელ დროშიც კი გაემგზავრო და თოვლით
ისიამოვნო.
კოსმოდრომზე ბუნება არა. იქამდე ადამიანები
საჰაერო გვირაბების გავლით კოსმო-მატარებლით მიდიან, აქედან კი რაკეტებით მიემგზავრებიან
სხვადასხვა მხარეს. ასევე მიემგზავრებიან დედამიწელი მეცნიერები სხვა სისტემების აღმოსაჩენად.
კესა ბეჯითი მოსწავლეა და ძალიან უყვარს კითხვა. ამასწინათ წაიკითხა,
რომ ოცდამეხუთე საუკუნემდე დედამიწა ძალიან
ცუდ დღეში იყო. პოლუსებზე მისი ყინულოვანი საფარი დნებოდა, ელექტროენერგიის
გამოსამუშავებლად მდინარეებს აგუბებდნენ, ბუნება იღუპებოდა... ნუთუ, ეს ყველაფერი მართლა
იყო! ამგვარი რამ კესას ბებიასა და ბაბუასაც არ ახსოვს, მაგრამ ინტერნეტი ხომ ყველაფერს ინახავს, კესამ გასული საუკუნეების პროგრამები
გადაქექა და დარწმუნდა, რომ მართალი ყოფილა.
რა
ბედნიერებაა, რომ ახლა ასე არაა. დედამიწის ნახვას ახლა არაფერი სჯობს! ყინულოვან წყლებში-შიგ
ფსკერში ადამიანებმა უზარმაზარი სამაცივრო დანადგარები ჩააყენეს და ყინული ისევ გამყარდა.
გაასუფთავეს ატმოსფეროც, წყალიც და ხმელეთიც. დედამიწა ასეთი აყვავებული არასოდეს ყოფილა.
ელექტროენერგიას უკვე დედამიწაზე კი არ გამოიმუშავებენ, მას მთვარეებიდან უგზავნიან.
ცხრა ხელოვნური მთვარის მთავარი ფუნქცია სწორედ ესაა.
ადამიანები
ძალიან გამრავლდნენ, რადგან არავინ ბერდება და არც არავინ კვდება. მათ ძალიან უყვართ
მოგზაურობა, ამიტომ სიამოვნებით სახლდებიან დედამიწის სისტემის ყველაზე აყვავებულ პლანეტებზე.
საკვები
დედამიწაზე უდაბური პლანეტებიდან ჩამოაქვთ. ასეთი პლანეტა-ფერმები კოსმოსში უამრავია.
ჯერ რაკეტებით მოაქვთ კოსმოდრომამდე, მერე-სატვირთო მატარებლებით დედამიწამდე. მესამე
ათასწლეულის ნახევრამდე დედამიწის მოსახლეობის
ნაწილი თურმე შიმშილობდა, მაგრამ ახლა ეს წარმოუდგენელია.
დედამიწაზე
ყველა საქმეს რობოტები აკეთებენ, მაგრამ მათ რომ დედამიწის საკეთილდღეოდ იმუშაონ, ადამიანებმა
ბევრი რამ უნდა ისწავლონ. ჩვენს კესას უნდა მომავალში რობოლოგი გახდეს. ეს ძალიან საპატიო
პროფესიაა. კესას რობოტები უყვარს. ადამიანების შემდეგ ისინი ყველაზე ჭკვიანები არან.
ცაზე
ოთხივე მთვარე გამობრძანებულა! დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე ისინი გათვლილი სიზუსტით
მოძრაობენ. კესამ ნამდვილ მთვარეს დაუქნია ხელი. საქართველოში მას „ ბაბუა თომას“ ეძახიან.
-ბაბუა
თომა, ხვალ შენთან ვიქნები და „მხიარულების ზღვაში“ გავცურავ! მერე კი შენი ყველაზე
დიდი სიმაღლიდან გადმოვხედავ დედამიწას!-დაიწკრიალა გოგონამ.
კესას
მთვარის უდიდესი სიმაღლიდან უკვე გადმოუხედავს. იქ გაშლილი სივრცეა და უახლესი სამზერი
აპარატებითაა აღჭურვილი. თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც დაინახავ,-აქედან დედამიწა
„ყურებამდე გაღიმებულ“ და ბედნიერ კაცს ჰგავს. შეხედავ და გრძნობ, რომ გული სიხარულით გევსება!
ნეტავი,
რა იქნება 4015 წელს! კესა ამას მოესწრება, მაგრამ რა მოითმენს, იქამდე ხომ მთელი ათასწლეულია!
ახლა
მხოლოდ 3015 წელია!
No comments:
Post a Comment