საკითხავი მასალა-I-II კლასები

ნესტან კუპრავა
სკასთან მომხდარი ამბავი
      ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა,- დიდმა ხეებმა დაუტატანეს,-არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა,- ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუდე არ ჩამომიშალოო.
      მოულოდნელად უცნაური ზუზუნი გაიგონა...
-ესეც ასე,-გაუხარდა დათუნიას,- სკა ვიპოვე! პირს მალე გემრიელი თაფლით ჩავიტკბარუნებ!
      დიდსა და ძველ ხეს მართლა ჰქონოდა ფუღურო, ფუღუროში კი ფუტკრებს მართლა გაემართათ სკა.  დათუნია ხეზე აცოცდა.
      ფუტკრებმა დაინახეს და შორიდანვე დაუზუზუნეს:
-ბუთა, ნეტავ, სად მოძვრები? დათვო, ფუჭად ნუ მოცდები!
      დათვი განა იმათ უსმენდა, სულ მიცოცავდა და მიცოცავდა. ფუტკრები უფრო აფორიაქდნენ:
-ფრთხილად, დათუნა, ფრთხილად, ჯერ გვესაუბრა ტკბილად!
      როცა ამანაც არ გაჭრა, სცადეს, აეხსნათ:
-სკა ხომ ჩვენი ქალაქია, თაფლს ვინახავთ ბარაქიანს...
-ჰოდა იმ თაფლს დღეს მე მივირთმევ,-უტიფრად გამოაცხადა ბუთამ და ფუღუროში ჩაიხედა. ფუტკრებმა ერთხელაც გააფრთხილეს:
-დაიცა, დათვო, დაიცა, თაფლი გეთხოვა მაინცა.
-ბოლოსდაბოლოს დათვი ვარ, თხოვნა რაში მჭირდება?- დათვმა თათი ფიჭით ამოვსებულ სკაში  ატაკა.
      გაბრაზებული ფუტკრები სკიდან ამოიშალნენ:
-სკა, განა, შენი ბუნაგია!  დახეთ, დათვი რა მსუნაგია!
       დათვი კი თაფლით გალიცლიცებულ სკაში ლამის თავით ჩამძვრალიყო. ფუტკრები გაავდნენ,  ღორმუცელას ვაჟკაცურად შეუტიეს:
-სკას დავიცავთ კაცურად, ვიბრძოლებთ მამაცურად!
- ოჰ, თქვე ბზუილა პაწიებო! ფუტკრებო, მართლა ქვაწვიებო!- დაიღრიალა დაკბენილმა ბუთამ, თავი ვერ შეიკავა და ხის ტოტს მოსწყდა, ძირს სულ ლაწალუწით ჩამოქანდა:
-ვაიმე,დედა, ვვარდები! დროც კი არა მაქვს დარდების!
      ფუტკრებმა მიაძახეს:
-აი, უქნარაც წავიდა, ნახეთ, თავს როგორ გავიდა!
      კიდევ კარგი, ხის ტოტებმა შეაკავეს  და ბუთა ძირს რბილად დაეცა. შერცხვენილი დათვი წამოხტა  და შინისაკენ  სულ ფაცხაფუცხით მოუსვა.
      ფუტკრები მაინც ზუზუნებდნენ, ალბათ, სიცილით იხოცებოდნენ:
-უქნარა როგორ გაიქცა1 თაფლი ეთხოვა მაინცა!
      ბუთა ტყის ვიწრო ბილიკზე მიძუნძულებდა, მიბურდღუნებდა, მიბურტყუნებდა:
-ჩემს ბედს ისემც რა ვუთხარი!  დათვს ამარცხებდეს ფუტკარი ?!

ყვავილები იცინიან
ერთ მზიან დღეს მწვანე ველზე  შვიდი ყვავილი გაიშალა: ეკა, მაკა, თიკა, ლიკა, ნუკა, ბუკა და ნუნუკა. აბა, შეხედეთ!
ეკა წითელი ყვავილია,
მაკა-ნარინჯისფერია,
თიკა-ყვითელია,
ლიკა-მწვანეა,                                                               
ნუკა-ცისფერია,
ბუკა-ლურჯია,
ნუნუკა კი იისფერია.
-შვიდი ყვავილი ცისარტყელას   შვიდივე  ფერით!  რა ლამაზია!... მოდით და ნახეთ!
ვინ მოფრთხიალებს?-ეს ხომ ჭიამაია ნაიაა. მოვიდა, ნახა და მოეწონა შვიდი ყვავილი: ეკა, მაკა, თიკა, ლიკა, ნუკა, ბუკა და ნუნუკა.
ვინ მობზუილებს? -ეს ხომ ხოჭოლავა ხოჭოა. მოვიდა, ნახა და მოეწონა შვიდი ყვავილი: ეკა, მაკა, თიკა, ლიკა, ნუკა, ბუკა და ნუნუკა.  
ვინ მოფარფატებს?- ეს ხომ  ლელა-ბელა პეპელაა! მოვიდა, ნახა,  ტკბილი ნექტარიც დააგემოვნა და მოეწონა შვიდი ყვავილი: ეკა, მაკა, თიკა, ლიკა, ნუკა, ბუკა და ნუნუკა.
ვინ მოზუზუნებს? ეს ხომ თაფლისკაცა ფუტკარია. მოვიდა, ნახა,  ტკბილი ნექტარიც დააგემოვნა  და მოეწონა შვიდი ყვავილი: ეკა, მაკა, თიკა, ლიკა, ნუკა, ბუკა და ნუნუკა.
კაშკაშა მზე-მზევინარს ნეტავ რა დაემართა?  მეტისმეტი მოუვიდა და მეტისმეტადაც  ჩამოცხა.  სულ  გამოშრა მწვანე ველი.
-მოგვეშველეთ! მოგვეშველეთ! უწყლოდ ყვავილი როგორ იხარებს? -ჩივის ჭიამაია ნაია, კვნესის ხოჭოლავა ხოჭო, ოხრავს ლელა-ბელა პეპელა, ხვნეშის ფუტკარი თაფლისკაცა და ჭკნებიან ჩვენი ყვავილები: ეკა, მაკა, თიკა, ლიკა, ნუკა, ბუკა და ნუნუკა.
-ნეტავ, სად არის  წუწია წვიმა? ჩქარა მოვიდეს! ერთი კარგად გაწუწოს ეს მწვანე ველი და გადაგვირჩინოს შვიდი   ყვავილი!
ხომ იცით, ამინდის მაცნე ვინაა?  ჭიამაია ნაია წვიმის მოსაყვანად გაეშურა.
რა კეთილია წუწია წვიმა! როგორ გაწუწა მწვანე ველი და რა კარგად მორწყო შვიდი ყვავილი: ეკა, მაკა, თიკა, ლიკა, ნუკა, ბუკა და ნუნუკა.
-დიდი მადლობა, წუწია წვიმავ, დიდი მადლობა!
მზე-მზევინარმა წვიმას მიაშუქა და ცას ცისარტყელა მიახატა.ნახეთ,  რა ლამაზია!
ახლა  მწვანე ველზე  ყველა მხიარულობს: წკაპუნებს წვიმა წუწია, კისკისებს ჭიამაია ნაია, ზუზუნებს  ხოჭოლავა ხოჭო,   ფარფატებს ლელა-ბელა პეპელა,  ბზუის  ფუტკარი თაფლისკაცა და იცინიან ყვავილები: ეკა, მაკა, თიკა, ლიკა, ნუკა, ბუკა და ნუნუკა.

რატომ გაიბუტა პატარა შუქნიშანი
დიდ ქუჩაზე ერთ გზაჯვარედინზე პატარა შუქნიშანი დააყენეს. ბეღურებს გაუხარდათ, შუქნიშანს მაშინვე აქეთ-იქით  შემოუსხდნენ, ვნახოთ ერთი, რა ბიჭიაო.
შუქნიშანი გულმოდგინედ აკეთებდა თავის საქმეს. როგორც კი მწვანე თვალს გაახელდა, ავტომობილები მწყობრად დაიძრებოდნენ.  ყვითელ შუქზე მორჩილად ჩერდებოდნენ. აინთებოდა წითელი და ადამიანები ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ. მოკლედ, ყველა ისე იქცეოდა, როგორც შუქნიშანი ბრძანებდა.
-ეს რა ყოფილა! მანქანებიც უჯერებენ, ადამიანებიც! - ჟღურტულებდნენ გაოცებული ბეღურები.
ერთხელ პატარა შუქნიშანს ძალიან აწყენინეს. ერთი ურჩი ძაღლი პატრონს გაექცა და გზა სწორედ დაძრული მანქანების წინ გადაჭრა. კიდევ კარგი, გადარჩა! ამაზე მსუბუქმა ავტომანქანებმა საშინელი ყიჟინა, ერთი აურზაური ატეხეს,-შუქნიშანს რაღაც შეეშალაო.  მათ სამარშუტო ტაქსები აჰყვნენ, ავტობუსებიც  კი შუქნიშანს გაუჯავრდნენ:
-სულ შენი ბრალია ყველაფერი!
შუქნიშანი გაიბუტა, სამივე თვალი დახუჭა. ქუჩაში უცებ ისეთი უწესრიგობა დაიწყო, ისეთი ხმაური ატყდა, შეშინებული ბეღურები აიშალნენ და სხვაგან გადაბარგდნენ. ავტომანქანები ვერც წინ მიდიოდნენ, ვერც უკან, დიდი ავტობუსი სულაც გარდიგარდმო გაიხიდა და მოძრაობა საერთოდ შეაჩერა.
პატრულის მანქანა ძლივს შემოძვრა ამ ჭედვაში, შეხედა გაბუტულ შუქნიშანს და შესძახა:
-შუქნიშანი რომ ხარ, სულ დაგავიწყდა? შეხედე, ჩვენი ქუჩა რასა ჰგავს, რამე იღონე, უბედურება არ დატრიალდეს!
შუქნიშანს შერცხვა და მწვანე თვალი მაშინვე გაახილა. ავტომანქანები ბუზღუნ-ბუზღუნით  დაიძრნენ:
-ის რა ქუჩაა, შუქნიშანი რომ გაებუტება!
-ამიერიდან ასე არასოდეს მოვიქცევი!- გადაწყვიტა დარცხვენილმა შუქნიშანმა.
ქუჩაში მალე მოწესრიგდა მოძრაობა. ბეღურებიც დაბრუნდნენ, პატარა შუქნიშანს კვლავ აქეთ-იქით შემოუსხდნენ და აჟღურტულდნენ:
-მართლა კარგი ბიჭია ჩვენი პატარა შუქნიშანი!
-აბა რა, კარგ საქმესაც აკეთებს!

patara soflis patara skola
     maTe da barbare soflis patara skolaSi swavloben.  maTi skola erTsarTuliania, aguriT aSenebuli, irgvliv  xis aivnebi da moajirebi akravs. aqvs mxolod xuTi saklaso oTaxi. oTaxebSi TiTo-orola merxi Tu dgas. am skolaSi sul Tvrameti meocnebe bavSvi swavlobs.
      bavSvebs Zalian uyvarT TavianTi patara skola. ise uvlian, Senoba sisufTavisgan ბზინავს.  კრიალა fanjrebi TiTqos iRimebian.
      erTxel, სკოლაში diliT ადრე misul ბავშვებს შენობის TeTr kedelze Savi saRebaviT მიjRabnili gaurkveveli warwera daxvdaT. vin icis, vin dawera! _ bavSvebi mainc TavCaRunuli idgnen, skolas Tvals ver usworebdnen. maTe javriT aRar iyo, barbarem tirili morTo. maSinRa dawynardnen, kedeli kvlav rom gaaTeTres.
  მათი skola xom pataraa? samagierod, ezoa Zalian didi. irgvliv goliaTi fiWvebi dganan _ TiTqosda patara skolis damcvelebi. bavSvebs undaT, gazafxulze skolis ezoSi Tvrameti xe dargon. fiWvebi _ goliaTebi mkacrad raRac gamoiyurebian, patara xeebi ki patara skolas gaeTamaSebian, foTlebis SrialiT gaarTobeno.
maTem erTxel maswavlebels uTxra, ძალიან მინდა, Cვენი patara skola gaizardoso, amisaTvis yvelafers gavakeTebo... netavi, amas rogor SeZlebs?  maSin maTes patara sofelic gaizrdeba!

ვისია ეს სახლი?
სახატავ  ქაღალდზე  ქრისტინემ  სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება.  აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქოს თვალებია,- ისე იყურებიან, ნამდვილად ვიღაცას ელიან. ნეტავი, ვის?
ქრისტინემ სახლისკენ ხტუნვა-ხტუნვით მიმავალი გოგონა დახატა. გოგონამ სახლთან მიირბინა და შესძახა:
-რა ლამაზი პატარა სახლია! ვისია  ეს სახლი?
-მობრძანდი, სალომე, მობრძანდი!- სახლმა კარები ფართოდ გამოაღო, იმიტომ რომ ეს სახლი ამ დახატული გოგონასია.
კარგად დაფიქრდი, სახლში ცხოვრება მარტო გიხარია, თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად?  პატარა დახატულმა გოგონამ სალომემ ფანჯრიდან გამოიხედა, პატარა ნამდვილ გოგონას შეევედრა:
-მარტო ცხოვრება ძალიან მოსაწყენია! გეხვეწები, ახლა ჩემი ოჯახი დახატე!
ქრისტინემ თხოვნა შეუსრულა, მთელი ოჯახი დახატა. ესენი არიან: დედიკო, მამიკო, ბებია, ბაბუა და პატარა ბუთხუზა ძამიკო.
სალომემ კიბე ჩამოირბინა, თავისი ოჯახის წევრებს შეეგება, დედას გულში ჩაეკრა.
-კარგია, რომ მოხვედით! ძალიან მენატრებოდით!
დედას თვალები გაუბრწყინდა:
-მეც მენატრებოდი, შვილიკო! ახლა კი სახლში შევიდეთ!
სახლმა კარები ფართოდ გამოაღო:
-მობრძანდით! სიხარულით იცხოვრეთ!
სახლის ყველა ფანჯარა განათდა. საკვამურმა ბოლი მხიარულად ამოაფუილა,- მამამ ბუხარში ცეცხლი დაანთო. ბუხარში ცეცხლი მშვიდად და ტკბილად მაშინ ღუღუნებს, როცა სახლში ბედნიერი ოჯახი ცხოვრობს.
მოდი, ერთხელაც ჩამოვთვალოთ, ამ  სახლში ვინ  ცხოვრობს: დედიკო, მამიკო, დაიკო, ძამიკო, ბებია დეა ბაბუა. დაიმახსოვრე,- მათ ერთად ოჯახი ჰქვია.
ქაღალდს თანდათან ღამე ეპარება, სახლმა რატომღაც მოიწყინა. რას წუხს სახლი?-იმას, რომ მას სჭირდება ძაღლიც-მამაცი, ერთგული,-ამ სახლს, ამ ოჯახს რომ უდარაჯოს.
ჩვენმა პატარა მხატვარმა სწორედ ასეთი ძაღლი დახატა. ძაღლმა დაიყეფა:
-ვისია ეს სახლი?
ბავშვებმა ფანჯარა გამოაღეს, აჟრიამულდნენ:
-ჩვენია სახლი! ჩვენია ძაღლიც!
ძაღლს ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ ეს სახლი მისიც იყო და ეზო-ყურეს ფხიზელი, კეთილი მზერა მოავლო. დღეიდან ამ სახლისთვის, ამ ოჯახისთვის უნდა ედარაჯა.
ფანჯრები უკვე მიხურეს. ოჯახი მშვიდადაა. აქვთ სახლი, ჰყავთ ძაღლიც,- მათი სიმშვიდის დამცველი.
ძილის დროც დამდგარა.პატარა ქრისტინეს თვალები ელულება. ფერადი ფანქრები მან მაგიდაზე დატოვა, ბრწყინვალე, დახატული მზე ხვალ ამ დახატული სახლის ზევითაც ამოვა და ყველაფერს კიდითკიდე გაანათებს. ცა აქაც ყოფილა!
ეზოში, სახლისგან მარჯვნივ ქრისტინე ხეხილის ბაღს დახატავს, მარცხნივ ნაძვნარს, წინ ყვავილნარს. ასეთ კოხტა სახლში, ასეთ ლამაზ ეზოში ცხოვრება, აბა, ვის არ მოეწონება?
ამ ლამაზი სახლის წინ უამრავი დახატული მგზავრი ჩაივლის, ბევრიც ამოივლის, სახლს შეხედავს და იკითხავს:
-ვისია ეს სახლი? ვისია ეს სახლი?

ნაკადული
ნაკადული მთა-რამთას მარჯვენა კალთაზე, სახურავივით გადმოხურული ხეების ჩრდილქვეშ დაიბადა. ერთხელ იძალა და  მიწის ნაპრალიდან ამოჩუხჩუხდა. მთა-რამთას ჯერ წყარო ეგონა, მაგრამ თურმე ნაკადული  ყოფილიყო, რადგან კი არ მოწანწკარებდა, მოჩუხჩუხებდა, სავალ გზას ეძებდა,-ვიდინოო ეგება.
-ეგ რაღაა?-ხეებმა ტოტები ძირს ჩამოსწიეს, მიწას ჩახედეს, რაკრაკა  ნაკადს  ახედ-დახედეს,-რამთა, ეგ რაღაა?
-ნაკადული!
-რა დავარქვათ?
-დული-დული!-რამთამ უცებ გადაწყვიტა, სახელის დარქმევა სულაც არ გასჭირვებია, ნაკადულის რაკრაკა სიმღერაში იმდენი „დული-დული“ ისმოდა.
-გამარჯობა, დული-დული!-რამთას ფერდობებიდან ბარისკენ გაშლილი ტყე პატარას მაშინვე მიესალმა,-ჩამოედინე, ჩამოდი, შენ ხომ სიცოცხლეს ლამობდი!
ნაკადული აფუსფუსდა, თავქვე დაეშვა.
-უკვე მტოვებ, დული- დული?-რამთამ საყვედური დაადევნა.
-საყვედური ვერ გავიგე... სათავე ხომ აქ დავიდე?-დული-დული უკვე შორიდან გაეპასუხა,-აქაც ვარ, იქაც ვიქნები, ნუკი გაშფოთებს ფიქრები...
-მარდად, მარდად, დული-დული!-გაამხნევა ტყემ,-ახლა ამას გავალებ, კალაპოტი გაკვალე...
-ჩვენ  კი შენს საწოლს მივქარგ-მოვქარგავთ,-ჩაიკისკისეს ათასფერადმა ყვავილებმა,-გჭირდებით, კარგო, გჭირდებით! გაგალამაზებთ, გპირდებით!
ფეხი თუ აიდგეს ნეტავი? ნაკადულის ნაპირებზე ბალახ-ბულახები აბიბინდნენ, ყვავილები აღიღინდნენ,-თეთრი, ჭრელი, ცისფერი, წითელი თუ ყვითელი...
-აბა, იმას თუ იტყვიან, თვითონაც თუ ვჭირდები!-ჩაიბუზღუნა დული-დულიმ,-თითქოს წყალი მე არ უნდა ვასვა, აფიქრებდეთ თითქოს მხოლოდ კალაპოტის კაზმვა...
მაგრამ ყვავილებს ნაკადულის სავალი გზა ისე საუცხოოდ შეემკოთ!
-გაამოთ ჩემი წყალი! შეგერგოთ!-გაიხარა დული-დულიმ.
ერთგან მიწა მეტად ფხვიერი და რბილი დაუხვდა. ნიადაგმა ისე შეისრუტა, ლამის შიგ ჩაიკარგა. საბრალო!  როგორ შეეშინდა!
-აქ დავხუჭავ ალბათ თვალებს! და რა მალე! და რა მალე!
რამთამ მაშინვე მთის მიღმა მიყუჩებულ ღრუბლებს მოუხმო:
-ტირია და ქვითინა, ბუტია და კაპასა! ახლავე აქ მოგროვდით! დული-დულის თქვენი დახმარება სჭირდება!
ღრუბლები რამთას თავზე შეიყარნენ. ცა უცებ ჩამოაბნელეს. არც აცხელეს, არც აცივეს, სულ აწვიმეს და აწვიმეს.
ნაკადული მოღონიერდა, მხრები გაშალა, გაძლიერდა. მიწა წყლით ხომ გააჯერა, ჩქერი განა გააჩერა, ტყე შუაზე გადასერა, თვალს ატკბობდა მისი მზერა.
-როგორ ვიყავი უნაკადულოდ!-უკვირდა ტყეს.
დული-დულის შორიდან ომახიანი სიმღერა შემოესმა.
-ეს ვინ არის?-გაკვირვებულმა იკითხა.
-ეს მდინარე ჰერი-ჰერია!-უპასუხეს ხეებმა,-ალბათ შენ გეძახის.
-მაშ, წავალ, შევუერთდები. გამიგია, ყველა ნაკადული მდინარეს უერთდებაო.
-როგორ, უკვე გვტოვებ? -გაუკვირდა ტყეს.
-გაიხალისეთ ფიქრები! აქაც ვარ, იქაც ვიქნები!-დული-დული უკვე შორიდან გაეპასუხა.
-მხიარული ჟრიამულით, აჰა, მოდის დული-დული!  აქარგული-ჩაქარგული, განა ტყეში ჩაკარგული... მომღერალი ნაკადული!  მორაკრაკე ნაკადული!
ამას უთუოდ ჰერი-ჰერი ამბობდა, ნაკადულს მოუთმენლად ელოდა:

-ჩქარა, დული-დული! ჩქარა! აბა, ჰე, მეგობარო! პირდაპირ ზღვისკენ გავუტიოთ!




dedamiwis  dRe
     sxivnaTeli mze adamianebze brazobda:
_ adamianebi amboben, dedamiwa gviyvarso? raSi  etyobaT? Ggaremos sul ar ufrTxildebian _  cxovelebs xocaven, frinvelebs maxeebs ugeben, wyaros aSroben, xeebs Wrian... cas kvamliT buraven,  miwas nagviT avseben... sul esaa maTi siyvaruli?
roca adamianebma kosmosidan pirvelad dainaxes dedamiwa, Zalian moewonaT. Cveni cisferi planeta lamazi iyo, magram mowyenili. swored imitom, razedac mze adamianebze brazobda.
erTxel erTma Wkvianma da keTilma kacma dedamiwis saxelobis dRe daawesa, anu Cvens lamaz planetas dabadebis dRe aCuqa...
erT klasSi maswavlebelma bavSvebs uTxra:
_ xval dedamiwis dRea! saCuqarze ar vifiqroT? ras ityviT?
bavSvebi axmaurdnen. esec Tavsatexi! netavi, dedamiwas
ra ufro gauxardeba?
_ gazafxulia da buneba yvavis. Mmodi, ayvavebuli
totebisgan didi Taiguli SevkraT, _ Tqva erTma, magram
aseTi saCuqari bavSvebs sulac ar moewonaT.
_ xeebs totebs Tu davamtvrevT, dedamiwas ewyineba, etkineba kidec.
-riT gavaxaroT Cveni sayvareli planeta?
bavSvebi didxans TaTbirobdnen:
_ modiT,  plakatebi davamzadoT da Cveni
A     axlomaxlo yvela quCa CamoviaroT. dedamiwis dReze yvela
moviwvioT...
_ skolis ezo davasufTavoT.
_ Cvens quCasac ar awyens galamazeba...
-xeebi davrgoT...
erT biWunas Zalian uyvarda xatva, amitom megobrebs naxatebis gamofenis mowyoba urCia. bavSvebs esec moewonaT.
dedamiwis dReze  xalxi quCaSi gamovida.netavi, aseTi ra ewera bavSvebis plakatebze? zogi ezos asufTavebda, zogi quCas, bavSvebi skolis Semogarens.
ufrosebma bavSvebs nergebi moutanes.  xeebi mTeli quCis gayolebiT dairgo. roca saqmes morCnen, patarebma didebi TavianTi naxatebis gamofenaze miipatiJes. maT naxatebze dedamiwa bednierad iRimeboda. bavSvebma cisfer planetas dabadebis dRis simRerac ki umReres.
_ axla kosmosidan rom gadmogvaxeda! _  inatres bavSvebma, _ gavigebdiT, dedamiwas dRevandeli dRe uxaria  Tu ara.
mze sayvarel Svilikos Tbili sxivebiT moefera:
_ mixaria, Svilo?
_ mereda rogor! _ upasuxa dedamiwam, _ bednieri var,
deda!


gamomSvidobeba zafxulTan
erekles xvewna-mudaris miuxedavad, zafxulma Tavisi  ar daiSala, sul cekva-simReriT miiwura. zafxuli Soreuli mogzaurobisaTvis emzadeboda, biWi ki qalaqSi unda dabrunebuliyo.
ereklem sofeli dilidanვე Semoiara. kidev erTxel  moinaxula  moCuxCuxe  mdinare, liklika wyaro, xiliT daxunZluli xeebi, niavis daqrolaze aceekvebuli pranWia yvavilebi, tyes Seseuli moWikWike Citebi...
  biWma moiwyina. aba ra iqneboda?
_ ici, ra kargi iyavi? didi madloba, zafxulo! _ველ-მინდვრებს gadasZaxa  ereklem.
ზაფხულმა გაუღიმა, wyaro კი biWs simReriT daemSvidoba:
    sxivebiT asxmul-dasxmuli,
gaamos tkbili zafxuli!
_ naxvamdis, zafxulo, nax-vam-dis!
_ gza mSvidobisa, erekle! momaval Sexvedramde!

                       კარლსონი

                          ნესტან კუპრავა

ერთხელაც კარლსონმა-
ასე ვთქვათ, უცაბედად
სან-ფრანცისკოში ისურვა სეირნობა,
დაკიდულ ხიდზე ენება სეირობა...
თქვენ კი მეკითხებით,
კარლსონი ვინ არისო?
შვედეთის მკვიდრია,
სტოკჰოლმის მოქალაქე,
ზღაპრული კაცუნაა,-
დილიდან საღამომდე
დაუღალავად
საკუთარ თავს რომ აქებს.
ფერხორციანია იგი ზომიერად,
თანაც მოწიფული, ვგონებ, გონიერად,
ზურგზე პროპელერი დაუმაგრებია
და აურზაურებს არასდროს დაჰკლებია.
ზოგჯერ ჯიუტია, ზოგჯერ უდარდელი,
მაგრამ, იცით, რაა მეტად საკვირველი?
ამ ვრცელ მსოფლიოში ყველგან რომ ელიან,
კარლსონი ყველასთვის რომ სასურველია,
გულკეთილია დ კარგი მეგობარი...
თანაც სახურავის გახლავთ ბინადარი!
მაგრამ...რას ვამბობდით?
ერთხელაც კარლსონმა
სან-ფრანცისკოში ისურვა სეირნობა,
დაკიდულ ხიდზე ენება სეირობა.
 მაგრამ გზად შიმშილმა
 თავი რომ შეახსენა,
გოდორა კაცუნა
გზაშივე შეაჩერა,
წამსვე აბუზღუნდა:
კარლსონი -ასე არ ვთამაშობ!
გემრიელ პუდინგზე ვიზრუნო, არა სჯობს?
მოდი, ოქროს ჭიშკარს ვეწვევი ივლისში,
ახლა კი გავქუსლავ პირდაპირ ინგლისში!
თქმას და შესრულებას წინ რა დაუდგება?
ნუთუ, მოგზაური გზას არ გაუდგება?
ჰოდა, შიმშილმა ხმას რომ აუწია,
ადგა კარლსონი და რომისკენ გაუტია.
მიფრინავდა და მღეროდა.. მღეროდა,
რომში გემრიელი პიცა რომ ელოდა,
სიმღერა იყო, ვფიქრობ, სულელური,
მაგრამ ნამდვილად არ იყო უგემური...
კარლსონი -„ვაშა, ვაშა, ვაშა!
მიყვარს მხრების გაშლა!
ჭკვიანსა და თამამს
ვინ დამიშლის თამაშს?
თამაშსა და ჭამას“!
თუმცა, როდესაც ჩვენი კარლსონი
მიუახლოვდა რომის სანახებს,
უეცრად გზაზე წუხილი აწრიალდა,
ჯიბეში ტელეფონი ჩიტივით აწკრიალდა,-
ციდა ტელეფონი,-სახელად ოცნება,
რომელიც არასდროს ისე არ მოცდება,
ბავშვის სათხოვარი სწრაფად არ გააქციოს
და ზღაპრულ მოგზაურს გზაზე არ დააწიოს.
კარლსონი -ალო, რომელი ხარ? რისი მდომელი ხარ?
ნუთუ, ასეთი გადგას გასაჭირი?
მე მომესმა, თუ...
პატარავ, მართლა ტირი?
ციცქნა ტელეფონში გოგონა ივედრება,
ეტყობა, მიატოვეს იგი იმედებმა:
გოგონა-კეთილო კარლსონ! ეს რა დამემართა!
ჩემი ციდა მანცო,-კნუტი დამეკარგა!
სახურავზე აძვრა იგი ამასწინათ,
უკან არ ბრუნდება! როგორ გამაწბილა!
კარლსონი -გოგონი, მებრალები! კნუტიც მეცოდება!
გოგონა -მე ის გოგონა ვარ, შენ რომ გელოდება!
შენ ხომ მეგობართა მხსნელი გეწოდება?
კარლსონი -სადა ხარ, პატარავ?
გოგონა -დაე, მსოფლიოში მშვიდობით გატარა!
ორ ზღვას შუა რომ ქვეყანა ჩაქარგულა,
 ევროპა-აზიის საზღვარზე ჩახატულა,
ირგვლივ რომ ზვიადი მთები აღმართულა,
მთების ფერხთით რომ ქალაქი გამართულა..
ქალაქში სახლს  იპოვი ლამაზი სახურავით...
შენზე ხომ არავის ეთქმის სამდურავი,
ვდგავარ ფანჯარასთან და შენ გელოდები,
ვიცი, რომ მოხვალ და ვიცი, რომ გეცოდები!
ხომ იცით?  მეგობარი როცა გელოდება,
როცა მეგობართა მხსნელი გეწოდება,
როცა იმედი ხარ პატარა ბავშვის,
მაშინ სიყვარული საზღვრებს  სულ  წაშლის,
მაშინ მანძილები უცებ დამოკლდება,
ზღაპრული კარლსონი კი ჩვენთან აღმოჩნდება!
მოიცდის პიცაც და მოიცდის სპაგეტიც,
სიკეთეს რა ვუთხრა, საზღვრებში ჩაკეტილს?
კარლსონის პროპელერი განა მიზუზუნებს,
ზედ კავკასიონის თავზე მიგუგუნებს!
გოგონა -კარლსონ. მოხვედი?
ქართველ გოგონას ცრემლი უბრწყინავს,
მაგრამ მეგობარს ხომ გაუცინა?
კაცუნა მხრებს იჩეჩავს:
კარლსონი-რა უნდა გაჭირდეს,
ლიზიკომ მიხმოს და მასთან არ წავიდე?
აბა, ჰე!  ვეძებოთ ცუღლუტი მანცო!
რომ გემალება და ასე რომ ანცობს!
კარგი ყოფილა ხეტიალი სახურავებზე,-
დიდი სახლების ლამაზ თავებზე!
მანცოც მოინახა!
კნუტი ონავარი სახლში რომ დაიბრუნეს,
გული საგულეში როცა დაიგულეს...
ოცნებამ უნაპიროდ გაშალა ფრთები!
ფერხთით დაიმწკრივეს მთები და ზღვები!
იმათ ვინ მოჰკითხოს არქონა ვიზისა?
ჯერ მოინახულეს მათ კოშკი პიზისა!
კარლსონმა იაზრა, ენახათ პიასტრა,
ძველი შადრევნებიც და კოლიზეუმიც,
ნახეს ვატიკანის ყველა მუზეუმი...
აბა, რად ელოდონ სანახავს ივლისში?
გაფრინდნენ ლონდონის ხიდისკენ ინგლისში!
სან -ფრანცისკოშიც ინებეს სეირნობა!
ზედ „ოქროს ჭიშკარზე“ მოაწყვეს სეირობა!
ტრანსამერიკული იხილეს პირამიდა
მის წვეროკინაზე ასვლაც  რომ გაბედეს!
შემდეგ მათ ეგვიპტეში წასვლაც კი დაგეგმეს...
მოგზაურობას დიდხანს უნდებიან,
ახლა მეგობრები უკან ბრუნდებიან,
გადაუარეს გადაწნულ კავკასიონს,
 თქვეს: აბა, რა არის უფრო ლამაზიო!
გოგონა -კარლსონ! რომ იცოდე, როგორ მიხარია!
დღევანდელი დღე თითქოს სიზმარია!
ორი მეგობარი ჩამოჯდა თრიალეთთან,
რათა ახლოს იყონ ძირს გაშლილ მზიანეთთან,
ამ ადგილს თურმე ეწოდება წმინდა ალაგი
და იმის ქვემოთ გაშლილია დიდი ქალაქი!
გვერდით აღმართულა წოწოლა ანძა!-
ნეტავ, წვრილფეხა წეროს თუ ბაძავს?
სხედან მეგობრები ასე წყვილად და
შეექცევიან გემრიელს ტკბილად...
ის გემრიელი რა არის, ნეტავ?
რა დააგემოვნეს პიცაზე მეტად?
აბა, ვინ იცოდა, აბა, ვინ უწყოდა?
 ხაჭაპურს ხუმრობით ცნობილმა მსუნაგმა
„ყველიუს-ხაჭაპურუსი“  უწოდა.
კარლსონი -რა სჯობს მსოფლიოს თავზე ფრენას და
დაბლა გაშლილი  ქვეყნების  ცქერას!
მაგრამ მეგობრებს ლხინიც გვწყურია,
ერთად ჭამა-სმაც საამურია!
გოგონა -კარგია, ქვეყნად მეგობარი რომ გეგულება!
ეს მართლა ბრძნული რამ თქეს გულებმა.
მეგობარი ხომ მუდამ, მუდამ სასურველია!
კარგია, კარლსონ, ბავშვები რომ ყველგან გელიან!
კარლსონი-ჰო, მაგრამ... თქვენი ხაჭაპურიც არის უბადლო!
ვინ მოიფიქრა ეგ პირველად? ვის დავუმადლოთ?
გოგონა-რაც მართალია, მართალია, მეტად კარგია!
და მეგობართა ლხინში სწორედ იგი გვარგია!
კარლსონი-„ხაჭაპურუსი“  არა   მხოლოდ პური,  ყველია...
განა ცოტათი, მეტისმეტად გემრიელია!


თვალები
                 ნესტან კუპრავა
-ვერსად დაგვემალები,
ვისია ეგ თვალები?
უკვე გვიანია,
ყველას სძინავს,
მაშ, ბნელში ვინ დადის,
ვინ დაფრინავს?
შენც არ გეძინება...
თვალები დაინახე,-
ბნელში რომ ელვარებდნენ
და შიშით დაიძახე:
-ეს ბუა-ბუაა! ბუა-ბუა!

ჰოდა, ეგ თვალები შენი თუა,

აქეთ გამობრძანდი ბუა-ბუა!


ის მაინც გვითხარ
რა გინდა, ვინ ხარ?

იქნებ, დიდიაა,-ჩვენი ძაღლი,
მოდი, ვინახულოთ
მისი სახლი,
თვითონ მას ვკითხოოთ, არა სჯობს?
დიდია ეზო-ყურეს დარაჯობს.

-დიდია, ეს შენი თვალებია?

ვკითხეთ და
 დაგვიყეფა ბრაზიანად,
ისე დაგვიღრინა,
იქიდან დაგვიფრინა:
მე თქვენს სიმშვიდეს ვდარაჯობ,
სხვაგან იკითხოთ,
არა სჯობს?

-ვისია, ვისია თვალები?
გამოდი, ნუ იმალები!

იქნებ მაცაცოა,-
ჩვენი ფისო,
გვითხრეს, მოჭრილი ხის
კუნძზე ზისო.
ხედავ? მთვარეს უმზერს
განაბული...
მთვარე კი სავსეა,
გაბადრული.

-მაცაცო, ეს შენი თვალებია?

მაცაცო გაინაზა,
თავიც რომ დაიფასა:
-ვერ ხედავთ, რომ ვზივარ
და მთვარეს ვდარაჯობ,
თვალებზე სხვაგან რომ
იკითხოთ, არა სჯობს?

ვისია, ვისია თვალები?
გამოდი, ნუ იმალები!

იქნებ, ეს ციყვია,-
წითური მანცო,
ხეებზე დახტის და
იქნება, ანცობს.

-ანცო მანცო, ეს შენი თვალებია?

ვგონებ, ანცო-მანცო
ჩვენზე ნაწყენია,
ფუღურო გვიჩვენა,
შიგ სოკო რამდენია!
-ვერ ხედავთ? ვზივარ და
ფუღუროს ვდარაჯობ,
თვალები სხვაგან რომ
 იკითხოთ, არა სჯობს?

ვისია, ვისია თვალები?
გამოდი, ნუ იმალები!

იქნებ, ეს ბაჭია-ფხაჭიაა!
ბაჭია მშიშარაა,
განა პრანჭიაა:

-ბაჭია-ფხაჭია, ეს შენი თვალებია?

-რას ამბობთ? პატარებს
სულაც არ ვაშინებ,
მშიშარა ყურცქვიტა
ბავშვებს არ აძინებს?
მე მუდამ საკუთარ
სიცოცხლეს ვდარაჯობ,
თვალები სხვაგან რომ
იკითხოთ, არა სჯობს?

ვისია, ვისია თვალები?
გამოდი, ნუ იმალები!

ტყიდან მოძუნძულებს
დათუნა ბუთა...
დათუნას ეს ამბავი
ნეტავ, ვინ უთხრა?

-დათუნა ბუთა, ეს შენი თვალებია?

დათუნა ბურდღუნებს,
ნაწყენი დუდღუნებს:
-დათუნა ბუთა
ბაშვებს არ აშინებს,
მაგრამ ის კი ვიცი,
მათ ვინ არ აძინებს.
წამოდით, გიჩვენოთ
იმისი ბინა,
ახლაც კი იქაა,
ახლაც არ სძინავს.

ვისია, ვისია თვალები?
გამოდი, ნუ იმალები!

მივდივართ. ის ბინა
ხმელი ხის ფუღუროა.
ხის ტანი დაძველდა
და თურმე ფუტუროა.
შიგ ბუ ზის დიდთავა,-
ელვარე თვალებით,
გამოდი, გამოდი,
ნუ დაგვემალები!

-ბუ, შენ ხარ ბუა-ბუა?
ეს შენი თვალებია?

ღამის ფრთოსანი
თვალებს აბრიალებს,
მთვარეს გაჰყურებს და
ღამეს ახმიანებს:
-უუუჰ!  უუუჰ! რა კარგი
ზაფხულის ღამეა!
უფრო დიდებული
ნეტავი, რამეა?

ესეც ბუა-ბუა!
იგი თურმე ბუა!-
ღამის ფრთოსანი,-
მშვიდი, უწყინარი,
დღისით მიმალული,
ამიტომ უჩინარი...
რადგან ეს ფრინველი
ღამეებს დარაჯობს,
ფხიზელი თვალები
შევუქოთ, არა სჯობს?

უკვე იღიმები
შენც, ჩვენო ნამცეცავ?
უკვე უშიშრად
შეჰყურებ ღამესაც?
მალე გესტუმრება
ბატონი ძილი
და იგი იქნება
საამო, ტკბილი.

მოდი, ახლა ყველას
ხელი დაუქნიე:
-ღამე მშვიდობისა,
გაამოთ ძილი!
გქონოდეთ იგი
მშვიდი და ტკბილი!

ამაზე კარგი
იქნება რამე?
ზაფხულის ღამეა!
ზაფხულის ღამე!


მომღერალი მდინარე
მდინარე ხომ იცი, რაც არის? რატომ გეცინება? ამბობ, მდინარე ვინ არ იცისო,-დიდი წყალიაო. არა, ჩემო კარგო, მდინარე მხოლოდ წყალი როდია. ის ბევრად მეტია.
გამოიქეცი!  ჩქარა, ფეხი ამიწყვე! ჩვენს მდინარეს გავეკიდოთ. გავეკიდოთ და დავაკვირდეთ.
ახლა ხომ ხედავ, რაც ყოფილა?-მდინარე, უწინარეს,  მთიდან გადმომდინარე, ველზე გადამდინარე, კლდიდან ლამაზ ჩანჩქერად უხვად ჩამომდინარე, ზღვის გულში ჩამდინარე და მთისხელა ზვირთებად შორეთში მიმდინარეა.
-ჩვენს მდინარეს რა ჰქვია? სახელი არა აქვს?
-რას ჰქვია, არა აქვს სახელი...ხომ დააშრობდა ნაღველი, უსახელომ როგორ თქვას სათქმელი... მას მდინარე  ჰერი -ჰერი ჰქვია.
-გამარჯობა, ჰერი-ჰერი!-დაუძახა გოგონამ რაკრაკით მიმავალს,-მეც მიმღერე რა! მდინარის სიმღერა მეც ძალიან მაინტერესებს. შენ ბანი ხარ,  თუ...
-ტენორი ვარ, ტენორი!-გადმოსძახა მდინარემ,-ბანით ჩემი უფროსი და-ძმები მღერიან. მაგრამ... არც მე გახლავარ მძინარე, ან თუნდაც მდორე მდინარე.. ვარ მუდამ სახემცინარე, კეთილი გულის მჩინარე, რაც მთავარია, ძვირფასო, რაკრაკით ჩამომდინარე...
-მაშ, მიმღერე, ჩემო კარგო ჰერი-ჰერი!
ჰერი-ჰერიმ არ დააყოვნა, უცებ შემოსძახა:
-ჰერი-ჰერი! ჰერი-ჰერი!
მიყვარხართ და მიტომ ვმღერი!
სიცოცხლეა ნაირფერი,
ვხარობ, ვხარობ მისი ცქერით!
ვარ მდინარე ჰერი-ჰერი!
რა კარგია ყველაფერი!
-ყოჩაღ, ყოჩაღ, ჰერი-ჰერი! თურმე რა კარგად მღერი!
-აბა, რა?-ჰერი-ჰერიმ ხტუნვა-ხტუნვით ჩაირბინა.
თურმე მდინარესაც ჰყოლია მტერი.  უკვე მიხვდით? -მდინარის მტერი გვალვაა, სიცხე, პაპანაქება.
საბრალო ჰერი-ჰერი სულ დაილია. ხმა სულ ჩაუწყდა. ძლივს მოწანწკარებდა, თავის სავალ გზაზე ლოდებსაც ვერ ასველებდა.
-შენ რა გითხარი, ჰერი-ჰერი, შენ რა გითხარი! -კვნესოდნენ გამომშრალი ლოდები.
-სად არის ჩვენი სახელგანთქმული ტენორი?- ჰერი-ჰერი ზღვამაც კი მოისაკლისა.
-ვაშრე, ვაშრე, ვერ დავაშრე!-ჩაიბუზღუნა მზემ.
-აბა, რას ამბობ? თუ ჰერი-ჰერი გამომაკლდა, სიმღერა სამხმიანი როგორ გამომივა?-შეშფოთდა ზღვა,-ამაზე არ  გიფიქრია?
მზეს თავისი საქციელისა ისე შერცხვა, რომ წინ ტირია ღრუბელი ჩამოიფარა. ღრუბელს მეტი რა საქმე ჰქონდა?-ტირილით იჯერა გული. წვიმა კოკისპირულად ჩამოასხა.
ღვარეულებმა მდინარისკენ გაიკვლიეს გზა. ნაკადულები არაკრაკდნენ, წყაროები აწანწკარდნენ:
-ვიჩქაროთ! ვიჩქაროთ! ჰერი-ჰერის ჩვენი დახმარება სჭირდება!
პატარ-პატარა მდინარუკებმაც თავი გამოიდეს:
-ვიცით, რა არის ძმობა! გავუწევთ მეგობრობას!
იხუვლეს და ჰერი-ჰერის შეუერთდნენ. მდინარე უცებ მოღონიერდა.
-უჰ, წყალი ძლივს არ გვეღირსა?-ჰერი-ჰერის სავალზე დაყრილმა ლოდებმა სული მოითქვეს.
-რას უყურებ, მდინარევ, ხმა გვასმინე ჩინარებს!-ჩაიშრიალეს მდინარისპირა ხეებმა.
-მე ვარ თქვენი ჰერი-ჰერი! ვხარობ  მეგობრების ცქერით!-მაშინვე შემოსძახა მდინარემ, -რა კარგია ყველაფერი! მაგრამ ახლა გამიშვით, ზღვასაც უნდა მივესალმო, თურმე ჩემს დანახვას ლამობს...
ზღვასთან ფეთიანივით მიიჭრა.
-გამარჯობა, ჰერი-ჰერი!-დაუძახა ზღვამ,-მოხვედი, ჩემო სახელგანთქმულო ტენორო? აბა, ერთი ხმა ამიწყვე...უჰ, რა კარგად მღერი!.. ყველა დარდი დამავიწყე!



ვაშლი ხიდან ძირს რატომ ვარდება?
-ყველაფერი ძირს რატომ ვარდება?  რატომ არ მიფრინავს ზემოთ ან გვერდით? -ალბათ  უკვე ჰკითხე  უფროსებს   და  იმათაც  უცებ გიპასუხეს. მაგრამ ერთ დროს ამ კითხვაზე პასუხი არავინ იცოდა. ისეთმა ცნობილმა ინგლისელმა  მეცნიერმაც კი, როგორიც ისააკ ნიუტონი იყო. მას ამ კითხვაზე  პასუხი ლოყაწითელა, გემრიელმა ვაშლმა აპოვნინა.
ზაფხულის მშვენიერი დღე იყო.  ჩაფიქრებული  ნიუტონი ხეხილის ბაღში დასეირნობდა. ვაშლი უკვე მწიფდა და საამურ სურნელს აფრქვევდა. ზღარბი საქმიანად დასუნსულებდა. აი, ყვითელმა პეპელამ  ჩაიფარფატა. ბეღურამაც  ჩაიფრთხიალა. მარტო მეცნიერს  კი  არ უყვარდა  ვაშლის ბაღში ყოფნა. ნიუტონს თან ჭოგრიტი ჰქონდა, რითაც ხან ცას აკვირდებოდა, ხანაც  მწიფე ვაშლებს.
უცებ ხიდან ვაშლი ჩამოვარდა და მეცნიერს თავზე დაეცა,- სქლად დახუჭუჭებულ პარიკზე.  სურნელოვანი ხილი  ბალახში გაგორდა.  ზღარბი  მაშინვე მისკენ გაიქცა.  ქარმა დაუბერა. ხიდან კიდევ რამდენიმე ვაშლი ჩამოცვივდა, ყველა  ქვემოთ და არა ზემოთ,-ზღარბისა  და ნიუტონის გასახარად. ვაშლებით ორივემ  ჩაიგემრიელა პირი.
უცებ მეცნიერმა იპოვა, რასაც დაეძებდა. ისევ  ვაშლი არ გეგონოს, მან კითხვაზე პასუხი იპოვა. მას შემდეგ ყველამ  იცის, რატომ ვარდება ძირს ვაშლიც და სხვა დანარჩენიც. ეს იმიტომ ხდება, რომ დედამიწას მიზიდულობის ძალა გააჩნია.  ჩვენი ცისფერი პლანეტა ყველაფერს თავისკენ იზიდავს, მათ შორის ლოყაწითელა ვაშლებსაც.

როგორ გაჩნდა მთვარე
         დედამიწაზე მაშინ  გოლიათები ცხოვრობდნენ. გოლიათების მეფეს ვაჟი ჰყავდა, რომელიც მამასავით გოლიათი იყო, მაგრამ ღამისა ეშინოდა, სიბნელეში სახლიდან ფეხს არ გაადგამდა. რა არ უთხრა მამა გოლიათმა, -შვილო, გოლიათი ხარ და ვინ რას შემოგბედავსო, დედა გოლიათი  რას არ შეჰპირდა, მაგრამ პატარა გოლიათს მაინც ეშინოდა ღამის სიბნელისა.
ერთხელ, როდესაც პატარა გოლიათს მეზობლის ბავშვებმა დასცინეს, ის კი ადგა და სახლში შეიყუჟა, მამა გოლიათი განრისხდა. აქეთ ეცა, იქით ეცა, -ჯავრი რაზე ვიყაროო. სხვა რომ ვერაფერი მოიხელთა, ახლადამოყვანილ ყველს სტაცა ხელი. ესეც გოლიათი ყველი იყო. მამამ ხელში ბრაზით ატრიალა ყველი, კარგად დააგუნდავა. ბევრი იყვირა დედა გოლიათმა, მაგრამ ვერაფერი შეასმინა. ბოლოს მამა სულაც გარეთ გავარდა, ყველს ფეხი გაჰკრა და გამოჰკრა, ხან ქვიშაში აგორავა, ხანაც-მტვერში. ბრაზი მაინც  რომ ვერ დააცხრო, ყველი  მთელი ძალით ცაში აისროლა. ჰოი, საოცრებავ!- გუნდა ცაში გაფუვდა, გაიზარდა, მზის სხივები აირეკლა და მთვარედ იქცა. ღამე მთვარემ გაანათა. პატარა გოლიათი გარეთ უშიშრად გამოვიდა და მეზობლის ბავშვებთან სათამაშოდ გაიქცა. მთვარით განათებული ღამისა სულაც არ შეშინებია. მამა გოლითს ბრაზი დაუცხრა,  დედა გოლიათი  კი ერთხანს ებუტებოდა.
მას შემდეგ ანათებს ღამის ცას მთვარე, ამიტომაც ჩანს ყველივით დასვრეტილი. ქვიშით და მტვრით მას შემდეგაა დაფარული.
გოლიათები სულ შეიცვალნენ, თანდათან დაპატარავდნენ და ჩვეულებრივ ადამიანებად იქცნენ. მთვარე კი არ შეცვლილა, ცაზე ისევ ისე ანათებს.



მთვარე
მთვარე ჩვენი უახლოესი კოსმოსური მეზობელია. მილიარდნახევარი წელიწადია, რაც იგი დედამიწის გარშემო ბრუნავს. ბევრი მეცნიერი ვარაუდობს, რომ მთვარე დედამიწასთან მარსის ზომის კოსმოსური სხეულის შეტაკების შედეგად გაჩნდა. რომ ნამსხვრევები შეიკრა, შეიკუმშა და ქვის ბურთად იქცა. მთვარე დედამიწაზე პატარაა,  ამიტომ მას მიზიდულობის ძალაც ნაკლები აქვს. იგი დედამიწის გარშემო თავის ორბიტაზე ბრუნავს. არა აქვს ატმოსფერო, არც სინათლეს წარმოქმნის, მხოლოდ მზის სინათლეს ირეკლავს,  ცაზე  ამიტომაც ვხედავთ. დედამიწის გარშემო ბრუნვისას თითქოს ფორმას იცვლის, სინამდვილეში ჩვენ მის სხვადასხვა განათებულ ნაწილს ვხედავთ
 მთვარის ზედაპირი დაფარულია სხვადასხვა ზომის კრატერებით-ორმოებით. მათგან ზოგი პატარაა, ზოგი კი ძალიან დიდი,-200 კმ დიამეტრისა.  ეს ორმოები მთვარეზე მეტეორების დაცემის შედეგად გაჩნდა.
 დედამიწიდან მხოლოდ მთვარის ერთი მხარე მოჩანს. მეცნიერებმა მთვარის უკანა მხარის შესწავლაც მოახერხეს. იგი ძალიან განსხვავდება წინასგან. მასზე ნაკლები კრატერებია.
ადამიანები უკვე რამდენჯერმე ესტუმრნენ მთვარეს. კოსმინავტების ნაკვალევი მთვარის ქვიშაში არასოდეს წაიშლება, რადგან მთვარეზე არც ქარია და არც წყალი. მათი ნაკვალევი მთვარის ქვიშაში მილიონობით წლების განმავლობაში დარჩება. მთვარეზე ყოფნისას ასტრონავტები სპეციალური მანქანით-მთვარის მოდულით გადაადგილდებოდნენ.
 ვინაიდან   შედარებით სუსტი მიზიდულობის ძალა აქვს, მთვარეზე კოსმინავტი ბევრად ნაკლებს იწონის. მას მძიმე აღჭურვილობითაც კი ადვილად შეუძლია ძალიან მაღლა იხტუნაოს.
რადგანაც  ქარი, ჰაერი არ არის, მთვარეზე სრული სიჩუმეა. ბგერები არ ისმის, ამიტომაც ადამიანები იქ ერთმანეთს რადიოგადამცემებით ესაუბრებიან, თუნდაც გვერდიგვერდ იდგნენ.
ასტრონავტებს მთვარიდან სხვადასხვა ნიმუში, მთვარის ქვები ჩამოაქვთ. მეცნიერები ამ ნიმუშებს სწავლობენ და მთვარის ისტორიას არკვევენ. მომავალში ეს კვლევა უფრო განვითარდება და მთვარის ბევრ საიდუმლოს გავიგებთ.


მთვარე-დედამიწის თანამგზავრი
 წარმოუდგენლად ძველად, როცა დედამიწა შეიქმნა და თვალი გაახილა, ცაზე მაშინვე  ჩახჩახა მზე დაინახა.
-გამარჯობა, შვილო!-მიესიყვარულა მზე,-გცივა? სიბნელისა ხომ არ გეშინია? ახლავე გაგათბობ და გაგანათებ!
მზემ დედამიწას სხივები უხვად დააფრქვია. ჩვენი პლანეტა ცისფრად შეიმოსა,-ატმოსფერო გაუჩნდა. დედამიწას ძალიან მოეწონა მზის  სითბო და სინათლე. ასე  შეეძლო სიცოცხლეც  გაეჩინა.თანაც არაფრისა ეშინოდა, მზე მას მიზიდულობის ძალით აკავებდა.
მერე  სახით შეტრიალდა და ღამეც მოვიდა. ცა ვარსკვლავებით დაიხუნძლა, მაგრამ ვარსკვლავები ისე შორს იყვნენ, დედამიწამ მათ ხმა ვერ მიაწვდინა და დაღონდა.
-ღამე ძალიან მოსაწყენი ყოფილა!-უთხრა დილით დედიკო-მზეს დედამიწამ.
-ნუ იდარდებ, ნახავ, ამიერიდან როგორ  მოგეწონება!
როცა ისევ დაღამდა, სიცოცხლის პლანეტას მეგზური აედევნა.  ის მზისგან არეკლილი შუქით იყო განათებული.
-რა ლამაზი ხარ! ვინ ხარ? რა გქვია?
-მთვარე ვარ, ამიერიდან შენი თანამგზავრი!  შენი განუყრელი მეგობარი,.. სულ შენს ირგვლივ ვიტრიალებ, არასოდეს მიგატოვებ... არც ზურგს შეგაქცევ,    ა-რა-სო დეს!
-რა კარგია! მე კი  უჩინარ ხელს გაგიწვდი და ჩემი მიზიდულობის ძალით შეგაკავებ!
-მეც უჩინარ ხელს ჩაგკიდებ და მიზიდულობის ძალით არასოდეს მოგშორდები!
-კოსმოსურ სივრცეში აღარ ჩავვარდებით, სულ მზის ირგვლივ ვიტრიალებთ!

დრო გადიოდა. ერთ საუკუნეს მეორე ცვლიდა, მეორეს-მესამე და ასე უსასრულოდ. მეგობრები კი სულ ერთად იყვნენ. დედამიწის თავზე მისი თანამგზავრი ხან გაბადრული ჩანდა, ხანაც ნამგალა, მეგობარს სულ გვერდით მისდევდა. დედამიწა ნელა მოძრაობდა თავის ორბიტაზე და მეგზურს  სიცოცხლის შექმაზე ესაუბრებოდა. დედა მზეს ძალიან უყვარდა ორივე,  ამიტომაც მათთვის ღიმილსა და ალერსს  არ იშურებდა.


დედამიწაზე 3015 წელია!
პატარა ქართველი  გოგონა კესა ზაფხულის არდადეგებს ოჯახთან ერთად მთვარეზე ატარებს. მამამ ბილეთები უკვე შეიძინა, -ხვალ მთვარის მატარებლით გაემგზავრებიან. თურმე სულ რაღაც  ასი წლის წინათ ადამიანები მთვარემდე რაკეტებით თუ მივიდოდნენ. ახლა დედამიწაზე საერთოდ არაა კოსმოდრომი. ადამიანებმა იგი   კოსმოსში განათავსეს. მთვარის მატარებელი საჰაერო გვირაბს  გაივლის და სულ რაღაც სამ საათში მთვარეზეა.
კესას უყვარს მოგზაურობა. მითუმეტეს, რომ მამას მთვარიდან აუცილებლად წაიყვანს  რომელიმე პლანეტაზე სასეირნოდ.
გოგონამ აივანზე მოიკალათა. რობოტმა ივამ ვახშამი იქვე მიართვა. მალე დედაც გამოვიდა. ცაზე უკვე ოთხი მთვარე ამოსულიყო. მათ ნახვას არაფერი სჯობდა.
დედამ გოგონას ადრე დაძინება ურჩია, მაგრამ კესამ სთხოვა, ბარემ ათივე მთვარის ამოსვლას დაველოდები და დავწვებიო.  დედა დაეთანხმა.
კესას უყვარს, დედა რომ წარსულის ამბებს უყვება. გოგონას ისინი ზღაპრებივით დაუჯერებელად ეჩვენება. დედა უყვება, რომ  სულ რაღაც ორასი წლის წინათ  დედამიწის ბუნებრივი მთვარე ქვიშიანი  უდაბნო ყოფილა. ახლა მასზე  საუცხოო ბაღებია გაშენებული. იქაურობა ყვავილებში და სიმწვანეშია ჩაფლული. მთვარის კრატერები ლურჯად მოლივლივე წყლითაა ამოვსებული. ეს მთვარის ტბებია. მათგან ყველაზე დიდს „მხიარულების ზღვას“ ეძახიან.
უფრო დიდი საოცრება ისაა, რომ თურმე დედამიწას მანამ მხოლოდ ერთი მთვარე გააჩნდა, ახლა ჩვენს პლანეტას  თავისი კოსმოსური სისტემა აქვს,-ერთი ბუნებრივი და ცხრა ხელოვნური მთვარე,  კოსმოსური სადგურები და კოსმოსში მიმოფანტული უამრავი  პლანეტა. ყველაზე შორეულ პლანეტაზეც მისვლას კოსმოსური ხომალდი სულ რამდენიმე საათს  ანდომებს.  დედამიწის ყველა მთვარეზე სიცოცხლეა შექმნილი,-ადამიანები ცხოვრობენ, მცენარე ყვავის, უწყინარი ცხოველები სიცოცხლით ტკბებიან და ადამიანებს სულაც არ უფრთხიან.
კესას განსაკუთრებით მეექვსე მთვარე უყვარს. მას „ზამთრის აგარაკს“ ეძახიან, რადგან ის მუდმივად საამური ზამთარია. შეგიძლია წელიწადის ცხელ დროშიც კი  გაემგზავრო და თოვლით  ისიამოვნო.
კოსმოდრომზე ბუნება არა. იქამდე ადამიანები საჰაერო გვირაბების გავლით კოსმო-მატარებლით მიდიან, აქედან კი რაკეტებით მიემგზავრებიან სხვადასხვა მხარეს. ასევე მიემგზავრებიან დედამიწელი მეცნიერები სხვა სისტემების აღმოსაჩენად.
კესა ბეჯითი  მოსწავლეა და ძალიან უყვარს კითხვა. ამასწინათ წაიკითხა, რომ ოცდამეხუთე საუკუნემდე დედამიწა ძალიან  ცუდ დღეში იყო. პოლუსებზე მისი ყინულოვანი საფარი დნებოდა, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად მდინარეებს აგუბებდნენ, ბუნება იღუპებოდა... ნუთუ, ეს ყველაფერი მართლა იყო! ამგვარი რამ კესას ბებიასა და ბაბუასაც არ ახსოვს, მაგრამ ინტერნეტი ხომ  ყველაფერს ინახავს, კესამ გასული საუკუნეების პროგრამები გადაქექა და დარწმუნდა, რომ მართალი ყოფილა.
         რა ბედნიერებაა, რომ ახლა ასე არაა. დედამიწის ნახვას ახლა არაფერი სჯობს! ყინულოვან წყლებში-შიგ ფსკერში ადამიანებმა უზარმაზარი სამაცივრო დანადგარები ჩააყენეს და ყინული ისევ გამყარდა. გაასუფთავეს ატმოსფეროც, წყალიც და ხმელეთიც. დედამიწა ასეთი აყვავებული არასოდეს ყოფილა. ელექტროენერგიას უკვე დედამიწაზე კი არ გამოიმუშავებენ, მას მთვარეებიდან უგზავნიან. ცხრა ხელოვნური მთვარის მთავარი ფუნქცია სწორედ ესაა.
         ადამიანები ძალიან გამრავლდნენ, რადგან არავინ ბერდება და არც არავინ კვდება. მათ ძალიან უყვართ მოგზაურობა, ამიტომ სიამოვნებით სახლდებიან დედამიწის სისტემის ყველაზე აყვავებულ პლანეტებზე.
         საკვები დედამიწაზე უდაბური პლანეტებიდან ჩამოაქვთ. ასეთი პლანეტა-ფერმები კოსმოსში უამრავია. ჯერ რაკეტებით მოაქვთ კოსმოდრომამდე, მერე-სატვირთო მატარებლებით დედამიწამდე. მესამე  ათასწლეულის ნახევრამდე დედამიწის მოსახლეობის ნაწილი თურმე შიმშილობდა, მაგრამ ახლა ეს წარმოუდგენელია.
         დედამიწაზე ყველა საქმეს რობოტები აკეთებენ, მაგრამ მათ რომ დედამიწის საკეთილდღეოდ იმუშაონ, ადამიანებმა ბევრი რამ უნდა ისწავლონ. ჩვენს კესას უნდა მომავალში რობოლოგი გახდეს. ეს ძალიან საპატიო პროფესიაა. კესას რობოტები უყვარს. ადამიანების შემდეგ ისინი ყველაზე ჭკვიანები არან.
         ცაზე ოთხივე მთვარე გამობრძანებულა! დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე ისინი გათვლილი სიზუსტით მოძრაობენ. კესამ ნამდვილ მთვარეს დაუქნია ხელი. საქართველოში მას „ ბაბუა თომას“ ეძახიან.
         -ბაბუა თომა, ხვალ შენთან ვიქნები და „მხიარულების ზღვაში“ გავცურავ! მერე კი შენი ყველაზე დიდი სიმაღლიდან გადმოვხედავ დედამიწას!-დაიწკრიალა გოგონამ.
         კესას მთვარის უდიდესი სიმაღლიდან უკვე გადმოუხედავს. იქ გაშლილი სივრცეა და უახლესი სამზერი აპარატებითაა აღჭურვილი. თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც დაინახავ,-აქედან დედამიწა „ყურებამდე გაღიმებულ“ და ბედნიერ კაცს ჰგავს. შეხედავ და გრძნობ, რომ  გული სიხარულით გევსება!
         ნეტავი, რა იქნება 4015 წელს! კესა ამას მოესწრება, მაგრამ რა მოითმენს, იქამდე ხომ მთელი ათასწლეულია!
დედამიწაზე ახლა მხოლოდ 3015 წელია!


ყვავილების წვეულება
მოქმედი პირები არიან წამყვანი და ყვავილები: ია, ენძელა, ყოჩივარდა, გვირილა, ყაყაჩო, ვარდი,მზესუმზირა,  ტიტა, ქრიზანთემა, მზეთუნახავი პერსეფონე,-იგივე როსა, იგივე წითელი ვარდი;
წამყვანი მაყურებლებს უყვება ყვავილების შექმნის ისტორიას,როგორ შექმნა ისინი მზეთუნახავმა პერსეფონემ, როგორ გადაწყვიტეს ყვავილებმა წვეულების მოწყობა და ყვავილების დედოფლის არჩევა.
„ყვავილები“  ჩვენი სკოლის გრძელ კიბეზე  ზედა სართულიდან სათითაოდ  ჩამოდიან და სტუმრებს წარუდგებიან.
პირველი წამყვანი- ძვირფასო მეგობრებო! დღეს დედამიწის დღეა! ეს დღე ყველასათვის სასიხარულოა. ამიტომაც გადავწყვიტეთ,  იგი თქვენთან ერთად განსაკუთრებულად აღგვენიშნა.
მეორე წამყვანი -ჩვენი პლანეტის სილამაზეს, მის მომხიბლველობას ყველაზე უკეთ ყვავილები განასახიერებენ.
მესამეწამყვანი - ამიტომაც ჩვენი  მესამეკლასელი გოგონები დღეს ყვავილების ფერიების როლში მოგვევლინებიან და ერთხელაც შეგვახსენებენ, რამდენად მრავალფეროვანი და მშვენიერია ჩვენი საყვარელი პლანეტა.
პირველიწამყვანი -მესამე კლასში ყვავილებზე საინტერესო წიგნი შეიქმნა. ამ ზღაპრების მიხედვით ბავშვებმა ელექტრონული წიგნებიც კი შექმნეს.
მეორეწამყვანი - ჩვენს ბავშვებს ისე შეუყვარდათ  წიგნის გმირი ყვავილები, გადაწყვიტეს, განესახიერებინათ კიდეც ისინი.
მესამეწამყვანი - მაშ, ასე, ჩვენი ზღაპარი იწყება!
პირველიწამყვანი -ეს ამბავი იმ ზღაპრულ დროშიმოხდა, როცა დედამიწაზე მწვანეს გარდა სხვა ფერი არ არსებობდა. გაიხედავდით-გამოიხედავდით და ირგვლივ მხოლოდ და მხოლოდ სიმწვანეს თუ დაინახავდით.
მცენარეთა მფარველმა ფერიამ გადაწყვიტა უფრო გაელამაზებინა დედამიწა და მისთვის მრავალი შესანიშნავი ფერი მიენიჭებინა. მან დაშალა თავისი მშვენიერი მძივი,  მისი სხვადასხვა ფერის მარცვლები მცენარეეების თესლად აქცია, მერე კი ეს მარცვლები ველ-მინდვრებს გადააბნია.
მეორე წამყვანი - მცენარეთა თესლი გაცოცხლდა, გაღვივდა და მიწიდან ულამაზესი ყვავილები აღმოაცენა.
მესამე წამყვანი -მცენარეთა მფარველმა ყველა ყვავილს სათითაოდ მიუჩინა თავისი ფერია, თვითონ კი დაღლილ-დაქანცული დასასვენებლად წაბრძანდა.
პირველი წამყვანი - დრო გადიოდა, მრავალმა საუკუნემ  ჩაიარა.  ეს დრო ზღაპრული სამყაროსთვის სულ რამდენიმე საათია, მაგრამ დედამიწისთვის ხანგრძლივი პერიოდია. ჩვენი პლანეტა ამასობაში ათასფერადი ყვავილებით უფრო დამშვენდა, რადგან ყვავილების მოშენებას ადამიანებმაც მიჰყვეს ხელი.
მეორე წამყვანი -ამასობაში ჩვენს პატარა ფერიებს თავს უამრავი საინტერესო თავგადასავალი გადახდათ.  რადგან მცენარეთა მფარველი გაღვიძებას არ აპირებდა, ფერიებმა გადაწყვიტეს, ყვავილების დედოფალი აერჩიათ.
მესამე წამყვანი-დღეს თქვენ სწორედ ყვავილების წვეულებაზე იმყოფებით!
პირველი წამყვანი  - დიახ ასეა, დღეს ჩვენი ფერიები ყვავილების წვეულებას მართავენ. ახლა მათ ჩვენს წინაშე წარადგენენ საქვეყნოდ ცნობილი ვაჟკაცები,-მესამეკლასელი რაინდები!
მეორე  წამყვანი - ჩვენი რაინდები ყვავილებს შეამკობენ, მათ სილამაზეზე მიოგვითითებენ, დღეს ისინი ჩვენი ფერიების მეგზურები იქნებიან!
მესამე წამყვანი -მივეგებოთ ჩვენს ფერიებს და მათ რაინდებს,  ყურადღებით მოვუსმინოთ!
სამივე წამყვანი -მაშ ასე,  ყვავილების წვეულება იწყება!
ყვავილებს მოაცილებენ „რაინდები“-ბიჭები. თითოეულ ორ-ორი, გარდა ვარდებისა. სამი ვარდი ერთად წარდგება სტუმრების წინაშე, ამიტომ მათ თითო ბიჭი გამოაცილებს.

ია
წამყვანი- ჩვენკენ უკვე მობრძანდება პირველი მახარობელი გაზაფხულისა. ნეტავ, ვინ არის? რა ჰქვია ამ მშვენიერ ყვავილს?
ია-(გადმოსძახებს ჩვენი სკოლის კიბის მოედნიდან)-
რა ყვავილს ვგავარ, თუ იცით?
კარგად შემხედეთ, აბა!
მე მაქვს ყვითელი გული და
მაცვია ლურჯი კაბა.
ჩემს დანახვაზე ამბობენ:
-ნახეთ, რა ლამაზია!
თავს მევლებიან ყველანი...
იცით, მე ია მქვია!
1 ბიჭი- აი, მოგგვარეთ ია,-
ლურჯთვალა გოგონია!
2 ბიჭი-როგორ გვიყვარს ეს ლურჯკაბა ფერია!
ნახეთ! ნახეთ! რარიგ მშვენიერია!
წამყვანი- მაშ თქვენ გინდათ, რომ ეს პატარა ია ყვავილების დედოფალი გახდეს?
1 ბიჭი- რა თქმა უნდა, სხვა ვინ უნდა იყოს ყვავილების დედოფალი? ია ხომ სილამაზის, სინაზისა და მოკრძალების სიმბოლოა!
2 ბიჭი- მისი სურნელი სიხარულითა და სიამოვნებით გვავსებს. ეს სურნელი იმდენად საამურია, ადამიანები სუნამოების დასამზადებლადაც კი იყენებენ. და, რაც მთავარია, ქართველი ბავშვები ანბანის შესწავლას სწორედ სიტყვა ია-თი იწყებენ. განა ეს ცოტაა!
1 ბიჭი-პაწაწინა ჩვენი ია
სილამაზით განთქმულია,
უყვარს ტყე და ბუჩქნარები,
ფერდობებზეც ხარობს ია.
მისი სილამაზის ქება
ცის კიდემდე გასულია,
მშვენიერი ეს ყვავილი
გაზაფხულის ასულია.
2 ბიჭი- ერთი უყურეთ იას,-
ლურჯკაბას, თვალებმზიანს,
კოპწიას, დამორცხვებულს
და სილამაზით ქებულს.
მიწის წიაღში შობილს
და გაზაფხულის დობილს,
დედოფალს, მახარობელს
სხვა ყვავილს ნახავ რომელს?
1ბიჭი-მზე გვიალერსებს სხივებით,
იამ მინდორი შემოსა,
მიწა ყვავილებს იმშვენებს,
მუხა გვიმზადებს ჩეროსა
რას უმღერიან მერცხლები?-
ჩვენს ლამაზ საქართველოსა!
2 ბიჭი-გაზაფხულის მობრძანება
ნეტავ, ვის არ აამღერებს?
მზის სხივები ეფინება
ამწვანებულ მთებს და სერებს.
ყვავილები კისკისებენ
ბრწყინავს, ელავს ყველაფერი,
მღერის ია მშვენიერი
და მეც მასთან ერთად ვმღერი!
ია- გამარჯობათ! მე ია ვარ,
მწვანე ველზე შობილი,
გაზაფხულის კოხტა შვილი,
ყვავილების დობილი.
მე ია ვარ, თქვენი ია,
პაწაწინა მზისქალა,
მე მიწიდან გაზაფხულის
სითბომ  ამომიყვანა.
გაიხარეთ, მე მოვედი,-
ციდა მახარობელი!
მოგიყვანეთ გაზაფხული,-
ვარდ-ყვავილთა მშობელი!
ბიჭები-რას ინატრებ, იავ, რასა?
წვიმის ხმასა წკრიალასა,
მუდამ ასე ვამშვენებდე
საქართველოს იალაღსა!
წამყვანი-ია მართლა მშვენიერი ყვავილია და ღირსია ყვავილთა დედოფალი გახდეს, არანაკლებ მშვენიერია მეორე ყვავილიც. რომელიც ახლა ჩვენკენ მობრძანდება. ნეტავი, ვინ არის ქათქათა თეთრ კაბაში გამოწყობილი ეს ლამაზი გოგონა?

ენძელა
ენძელა- ნუთუ, წეღან ყურმა მომატყუა,-მომესმა, თუ ია მართლა ამბობდა, გაზაფხულის პირველი მახარობელი ვარო! აბა, მე ვინ ვარ? გზა! გზა მომეცით! დედოფალი მე უნდა გავხდე!
წამყვანი-შენ ვინ ხარ?
ენძელა- ვერ მიცანით? ენძელა ვარ,
ახატული-დახატული!
თოვლში ამოსულს რომ მნახავ,
იტყვი, მოდის გაზაფხული!
1 ბიჭი- მშვენიერი ხარ, ენძელავ,
სიხარული ხარ გულისა!
მოდი, მოქარგე მინდვრები,-
მეგზურო გაზაფხულისა!
წერწეტავ, თეთრკაბიანო,
ღიმილით მოხველ, ლამაზო!
იცეკვე, გული დაგვიტკბე,
ყვავილთა შორის ალმასო!
2 ბიჭი-ჭალა-ჭალა, ტყე-ტყე, მთა-მთა
მზემ სხივები უხვად ფანტა...
მერე გახსნა ღრუბლის ფარდა
და მიწაზე ჩამობრძანდა.
ვის ეწვია, ნეტავ, სტუმრად,
გულთბილად ვის ესაუბრა?
-ჩვენს ფერიას წერწეტასო,
პირმშვენიერ ენძელასო!
ენძელა-მაშინ  ვიწყებთ კოკრის გაშლას,
თებერვალი როცა დგება.
-ეს რას ნიშნავს?
-რას ნიშნავს და...
გაზაფხული მობრძანდება.
ო, ისეთი მსუბუქია გაზაფხული,
მერცხლებსა და პეპლებს
მოჰყავთ ფრთებით,
 ჩვენ კი სადღაც ღობის ძირას
 განაბული
თვალზე სიხარულის
ცრემლით ვხვდებით.
წამყვანი-მაშ, თქვენ გგონიათ, რომ ენძელა ყვავილთა დედოფალი გახდება?
1 ბიჭი- კი არ გვგონია, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რომ მხოლოდ ჩვენი ენძელაა ყვავილთა შორის დედოფლობის ღირსი.
წამყვანი-კი, მაგრამ... რატომ?
2 ბიჭი- იმიტომ, რომ ენძელა არამარტო მშვენიერია, ის მამაცია და გაბედული! თოვლშიც კი ამოდის, რადგან ადრიანი გაზაფხულის ყვავილია!
1 ბიჭი- თუ ხედავთ, ქუჩებში ენძელებს ყიდიან,
დგახართ და ადრიან გაზაფხულს შეჰხარით...
მზე ბრწყინავს სპეტაკი ყვავილის ფურცლებზე,
მას უყვარს ენძელა-ტურფა და მედგარი!
2 ბიჭი- გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა,
ენძელა რომ ამოიყრის ღეროს,
ოცნება მაქვს მხოლოდ ერთადერთი,
დედოფლურად ყელი მოიღეროს!
ენძელა- მე თქვენთან სიხარულით მოვედი,
მე ტურფა გაზაფხულმა შემამკო,
ჩემი სიფაქიზე, სინაზე,
დე, მრავალ... მრავალ წელს  გენახოთ!
მე თქვენი ენძელა ვარ პატარა!
მომაქვს გაზაფხულის დალოცვა,
მისი უთვალავი მოკითხვა,
ათასი ღიმილი და კოცნა!
1 ბიჭი- ჩვენს ენძელას უყურეთ!
რა ლხინი აქვს, რა ლხინი!
-გაზაფხული მოგგვარეთ!-
მზე ზეციდან გაჰყვირის,
ველ-მინდვრებს ახმიანებს
გაზაფხულის საყვირი
ყვავილები გვესტუმრნენ!
რა ლხინი გვაქვს, რა ლხინი!
წამყვანი- ია და ენძელა უკვე გვესტუმრნენ. ნუთუ, შეიძლება მათზე ლამაზი გოგონები, ანუ ყვავილები არსებობდნენ. არა, არა, შეუძლებელია, ვინმე იყოს მათზე მშვენიერი!
ია... ენძელა... ია... ენძელა... ნეტავი, რომელია უფრო ლამაზი!
ია-მე ვარ, მე!
ენძელა- არაფერიც! მე შენზე ლამაზი ვარ!
წამყვანი-კარგი, დაწყნარდით, გოგონებო! აი, ჩვენკენ კიდევ ერთი ყვავილი მოაბიჯებს. ისიც ძალიან ლამაზია!  მშვენებით სულაც არ ჩამოგივარდებათ!
ყოჩივარდა
ყოჩივარდა- რაო, რაო? სილამაზით არ ჩამოგივარდებათო?... ისაო...ესაო... კარგით, რაა! ეტყობა, ჩემმა დებმა აქაურობა კვეხნით აიკლეს... ია იტყოდა,-ლურჯი, ფრიალა კაბა მაცვიაო... ენძელა-თოვლივით ქათქათა, თეთრი კაბა მიხდებაო... აბა, მეც დამაკვირდით. განა მე არ მიხდება ჩემი მშვენიერი ვარდისფერი კაბა!
წამყვანი,-ვინ ხარ, ლამაზო!
ყოჩივარდა- ვერ მიცანით? მე ხომ ვარდისფერკაბიანი ყოჩივარდა ვარ!
მე რომ გამოვიარე,
გაზაფხულის გზებია,
ენძელები, იები
ჩემი მეგობრებია!
ვარდისფრად მოგიკაზმეთ
საქართველოს ველები!
თქვენი ყოჩივარდა ვარ!
აგრემც შემოგევლებით!
წამყვანი-მობრძანდი, ყოჩივარდავ, მობრძანდი!
1 ბიჭი- გზა მიეცით, დედოფალი მობრძანდება!
მის წინაშე ყველას გმართებთ მოკრძალება!
აბა, ტაშით შევეგებოთ მახარობელს!-
ყოჩივარდას,-ველ-მინდორთა მანათობელს!
2 ბიჭი-წამოდექით, დაუკარით ყველამ თავი!
მოკრძალებით დაუკოცნეთ ციცქნა ფრთები!
გაუღიმეთ და უთხარით ულამაზესს:
-ყოჩივარდავ, სიხარულით გეგებებით!
ყოჩივარდა-გამარჯობა!
ბიჭები-შენ ვინა ხარ?
ყოჩივარდა- ვინ და თქვენი ყოჩივარდა,
მშვენიერი გაზაფხული
მეც თქვენსავით შემიყვარდა.
1 ბიჭი-თავს რომ მზის სხივი გფენია,
აგრემც კი მოგილხენია,
2 ბიჭი-რისთვის მოხველ, პაწაწინავ,
რად დაიდე ჩვენთან ბინა?
ყოჩივარდა-ჩემი მოსვლა გაგიხარდათ?
აქ ვარ,-თქვენი ყოჩივარდა!
მსურს, სიამით გაღიღინოთ,
გავიმაგრო  ღერო, ფესვი,
მოდით, დატკბით ჩემი ცქერით!-
სხვა ვინა გყავთ უკეთესი?
წამყვანი-მაშ, ასე.. თქვენ ფიქრობთ, რომ ყოჩივარდა დღეს ყვავილების დედოფალი გახდება. და... რატომ?
იმიტომ, რო ის მშვენიერია, გულუხვი. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე უხვად სწორედ ეს ყვავილი ამოდის.
2 ბიჭი- კიდევ იმიტომ, რომ ყოჩივარდას პაწაწინა თაიგულებში თითქოს ჩვენი მშობლიური მიწის ჰანგები გვესმის!
1 ბიჭი- მე სხვას არა გთხოვ არაფერს,-
სიცოცხლე გამიალმასე!
შენი სიტურფით ამავსე,
სამშობლო გამილამაზე!
2 ბიჭი- გვითხარი, პატარა ფერიავ,
სიცოცხლე რომ  მშვენიერია!
გვასმინე, რაც გულით გვწყურია,
ჰანგები საამურია!
ყოჩივარდა- დაგილოცავთ გაზაფხულს!
ვარდ-ყვავილებს არნახულს!
გზა გავლიე მარდად
თქვენთვის ყოჩივარდამ!
მომიძღვნია გულით
წრფელი სიყვარული!
გვირილა
წამყვანი-  ასე მგონია, რომ დედოფლის არჩევა დღეს ძალიან გაგვიჭირდება!  ყველა ყვავილი ისეთი მშვენიერია! აი, კიდევ მობრძანდება ერთი ულამაზესი! ნახეთ, რა მომხიბლავია! ნეტავი, ვინაა? რა გქვია, ლამაზო?
გვირილა-ახლა არ მითხრათ, ვერ გიცანითო! მაინც არ დაგიჯერებთ. რაო, რა ამბობდა ყოჩივარდა? ყველაზე გულუხვი ვარო? აბა, როგორ არა! ჩვენს სამშობლოში ყველაზე უხვად სწორედ მე მოვდივარ. გაზაფხულზე რომ ამოვალ, მინდვრებს არც ზაფხულში ვტოვებ.
ია, ენძელა და ყოჩივარდა- მოჰყვება ახლა ტრაბახს...
გვირილა- მე ხომ თქვენი გვირილა ვარ! მრავალ გაზაფხულს დაესწარით, მეგობრებო!
1 ბიჭი- გვირილამ გვირილას, იცით, რა ახარა?
2 ბიჭი-გაზაფხული!
1 ბიჭი- ბუნება იღვიძებს, დღე  დადგა  როგორი?
2 ბიჭი-არნახული!
1 ბიჭი- გვირილამ გვირილას, იცით, რა შეჰფიცა?
2 ბიჭი-სიყვარული!
1 ბიჭი- ჩიტებმა, იცით, რა უმღერეს გვირილებს?
2 ბიჭი-კრიმანჭული!
1 ბიჭი- გვირილას ფურცლებზე პეპელა ფარფატებს...
2 ბიჭი-დახატული.
1 ბიჭი- მზე ეფერება გვირილებს. დამდგარა...
2 ბიჭი-გაზაფხული!
წამყვანი- მაშ, თქვენი აზრით, გვირილაა ყვავილების დედოფალი? რატომ? რის გამო?
1 ბიჭი- იმიტომ, რომ გვირილა ყველას უყვარს. აბა, გაიხსენეთ, ბავშვები უფრო ხშირად რომელ ყვავილს ხატავენ? რა თქმაუნდა, გვირილას.
2 ბიჭი- გვირილა მარტო ლამაზი კი არა, სასარგებლოცაა. ის მკურნალი ყვავილია!
1 ბიჭი- გვირილად მოხველ, ლამაზო!
ველ-მინდვრებს ეალერსები!
მინდა, მშვენება შეგიქო
პეპლებშესხმული ლექსებით!
2 ბიჭი- გვირილავ, კარგო გვირილავ!
ფრთათეთრო, გულით მზიანო!
მოდი! გულს მომესალბუნე,
დედოფლის გვირგვინიანო!
1ბიჭი- ჩვენს ბაღებში ლამაზად
კვირტმა გამოიჭყიტა.
ტოტზე შეჯდა ჩიტუნა,
ბავშვებს აუჭიკჭიკდა:
-გაიხარეთ, მომყვება
ყვავილების ამქარი!
დრო მოგველის საამო!
-ჩიტო, შენს პირს შაქარი!
2ბიჭი- ველზე ყვავილი კეკლუცობს
ნაირ-ნაირი ფერის;
თავს დაზუზუნებს ფუტკარი,
კი არ ზუზუნებს, მღერის.
ია, ენძელა, გვირილა...
სუყველა მშვენიერი!
-ეს რა ლამაზი დღეაო!-
გულიც ლამაზად მღერის.
წამყვანი- ნეტავი, მართლა გვირილა გახდება დედოფალი?! გამიგია, რომ გვირილა შეყვარებულა ყვავილიცაა. მოდი, მეც გამოვცდი: ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ... ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ...
გვირილა- დიახ, ეყვარებით ძალიან,-
მთელი გრძნობებით და გულით...
თქვენთან ვარ-სიყვარულის ყვავილი,
მსურს გიძღვნათ ზღვა სიყვარულის!
ეს მე ვარ-თქვენი ტურფა გვირილა!
ილხინეთ, მოიცილეთ სევდა!
მე თქვენი დედოფლობა მწადია,
რა მშვენიერი ვარ, ხედავთ?
გვირილა- გადმოგვხედეთ გვირილებს,
ცა რომ გაიღიმილებს,
დედამიწის ნორჩ შვილებს,-
მთიდან გადმოქოჩრილებს,
თეთრკაბიან ასულებს,-
მინდვრებზე დაქარგულებს,
დედოფლურად მორთულებს,
ტყისპირებზე მოსულებს,
გაბედულებს, მამაცებს,
თეთრფურცელა პატარებს,
თქვენს კართან აწვერილებს,
თეთრად ფრთაშეფერილებს...
ვყვავით თქვენი გულისთვის,
თქვენი სიყვარულისთვის!
არაკებით, ზღაპრებით,
ლექსად თქმული ამბებით
მოგვეფერეთ მშვენიერ
პაწაწინა ფერიებს!
გადმოგვხედეთ გვირილებს,-
ცა რომ გაიღიმილებს!
წამყვანი- რა მშვენიერია გვირილა! ნუთუ, მართლა ის გახდება ყვავილების დედოფალი! თუმცა.. აი, კიდევ ერთი დედოფალი მობრძანდება!
ყაყაჩო
ყაყაჩო- რა თქვა გვირილამ? თავი მინდვრების დედოფლად გამოაცხადა, არა? თქვენ რა, სულ დაგავიწყდათ, მინდვრების დედოფალს ვის ეძახიან? ეს მე ვარ-წითელკაბიანი ყაყაჩო!
ყაყაჩო- ყაყაჩო მქვია სახელად,
მეც ყვავილი ვარ ველისა,
მშვენის წითელი სამოსი,
კოხტად დაჭერა ყელისა!
1 ბიჭი- ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!
რა უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა,
მინდვრებს, გორაკებს, ფერდობებს ეფინება და ედება,
გზაში ყაყაჩოს შეხვედრა სიკეთედ დაგვებედება.
2 ბიჭი- ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!
რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა,
მოდით, ვილხინოთ და მზერა ამ სილამაზით დავატკბოთ,
კოცონს დაანთებს ყაყაჩო, მინდვრებს სიმით გაათბობს.
წამყვანი-კეთილი იყოს შენი მობრძანება,  წითელკაბიანო ფერიავ!
ყაყაჩო-მეგობრებო, გიკვირთ განა?-
გაზაფხულმამომიყვანა!
მზე სხივებით მომეფერა,
კოხტა კაბა შემიკერა.
გაახილა ცხრავე თვალი,
დამამშვენა შავი ხალით,
ველ-მინდვრებმა შემიყვარეს,
მდელოებმა შემიფარეს.
გზისპირებზე ავფრიალდი,
ყანებშიც კი ავბრიალდი,
დედოფალი არ ვარ განა?
გაზაფხულმა   მომიყვანა!
ყვავილები-დახეთ, როგორ ტრაბახობს! ჩვენ რა, გაზაფხულის შვილები არა ვართ?
ყაყაჩო- მე ყველგან ვყვავი, მსოფლიოს ყველა კუთხეში მიცნობენ და ყველგან მინდვრების დედოფალს მეძახიან. გინდათ, მოისმინოთ, ჩემზე რას ამბობენ?
(ამბობს ინგლისურ ლექსს)
ყვავილები- ჩვენც მსოფლიოს ბევრ ადგილას გვიცნობენ!
წამყვანი-ნუ იკამათებთ, მეგობრებო! თქვენ ყველანი თანაბრად მშვენიერები ხართ!
1 ბიჭი- მაგრამ.. მხოლოდ ჩვენი ყაყაჩოა დედოფლობის ღირსი,- მას ხომ განსაკუთრბული ფერი აქვს, ხასხასა წითელია...
ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ
დაფდაფითა და ბუკითა,
ახლა ყაყაჩო შემომხვდა
ლამაზი ქალის შუქითა.
შემომხვდა, შემომანათა,
ჩინჩხლები შემომაყარა,
ალუჩ- ტყემლის შემოსვლა
და გაზაფხული მახარა.
2 ბიჭი- უცხო კაცად რომ შემიცნო,
შერცხვა და თავი დახარა,
 სიწითლემ გადაუარა,
სიწითლემ გადაუარა,
ალბათ იმაზე  დაფიქრდა,
მოვეწონეო თუ არა.
ყაყაჩო-ცაზე მზე რომ პირს იბანს
თავის ოქროს ხელებით,
განა მართლა პირს იბანს,
სცვივა ლხინის ცრემლები.
განა ეს ცვარ-ნამია
მთის, მინდვრის და ველების,
გავიღვიძე ყაყაჩომ
სიხარულის ცრემლებით.
1ბიჭი-ფრთაგაშლილი მთები არი,
სხივგაშლილი სერებია,
არ ჩურჩულებს ლელიანი,
გული შეუჯერებია.
2 ბიჭი- ამ მშვენიერ მინდორ-ველზე
რა ნაირი ფერებია!
ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია!
ყაყაჩო- მინდვრის დედოფალი ხომ ვარ? ახლა ყვავილების დედოფალიც გავხდები!
გვირილა-დედოფალი მე გავხდები!
ია-თქვენ კი არა, მე!
წამყვანი- ნუ ჩხუბობთ, მეგობრებო! აჯობებს, ერთმანეთს ცეკვაში შეეჯიბროთ!
(გვირილა, ყაყაჩო და მათი მხლებელი ბიჭები ცეკვავენ)
ვარდები
წამყვანი- როგორც ვატყობ,ჩვენი საქმე სულ უფრო და უფრო რთულდება. ნეტავი, ამდენ ლამაზ ყვავილში ულამაზესს როგორ ამოვარჩევთ? აი, კიდევ მობრძანდებიან უუუუუმშვენიერესი გოგონები, ვარდისფერი, თეთრი, ჭრელი... ყოველი მათგანი საოცრად ლამაზია! ეს რა შესანიშნავი  სურნელი დააფრქვიეს... ვინ ხართ? რა გქვიათ, ლამაზებო?
1 ვარდი- ნახეთ, ჩვენი დობილები უკვე აქ  ყოფილან!  სასწრაფოდ აქეთ გამოქცეულან, ვარდებმა არ დაგვასწრონო.
2 ვარდი- ჰგონიათ, თუ აქ მოსვლა დაგვასწრეს, რომელიმე მათგანს ყვავილების დედოფლად აირჩევენ!
3 ვარდი-გამარჯობათ, დობილებო!  ჩვენი სახელი ხომ არ დაგვიწყებიათ? ვარდები ვართ! ვარ- დე- ბი! იცოდეთ, ყვავილების დედოფლობას თქვენ არ დაგითმობთ!
ყვავილები- გეყოფათ, რაც იდედოფლეთ! ახლა ჩვენი ჯერია. გგონიათ, ჩვენზე ლამაზები ხართ?
1ვარდი-დებო, ეს მინდვრის ყვავილები სულ თავს გავიდნენ! რა ვქნათ?
2ვარდი-ახლავე ძირს ჩავალ და ამ თავგასულ მინდვრის ყვავილებს ჩემი ბასრი ეკლების დავკაწრავ!
3 ვარდი- კარგი აზრია! ერთი სული მაქვს, ამ  პრანჭიკელებს  ჩემი ეკლებით  კარგად ვუჩხვლიტო!
ყვავილები-გვიშველეთ! გვიშველეთ! ვარდები თავს გვესხმიან!
ბიჭები-დამშვიდდით, ვარდებო! დედოფლებად მაინც თქვენ აგირჩევენ!
წამყვანი-დაწყნარდით, ყვავილებო, ნუ იჩხუბებთ! აჯობებს, სილამაზითა და ზრდილობით შეეჯიბროთ ერთმანეთს! ყვავილების დედოფლობა გინდათ,არა? რატომ?
ვარდისფერი- ბაღის ჩრდილში ვიფურჩქნები,
 არც ტყე მიყვარს, არც მინდორი,
მაისის ვარდს ვინ არ მიცნობს,
ყვავილებში არ ჰყავს სწორი.
ჩემი ეშხით ბულბულიც სტვენს,
თავს მევლება ბავშვთა კრება.
გაიხარეთ, პატარებო!
თქვენთა ყოფნა მენატრება!
1 ბიჭი- გაკვირტულა,
გაკვირტულა,
ვარდის ბუჩქი გაკვირტულა!
დამღერიან ბულბულები,
განა ერთი,-
ცხრა ჩიტუნა!
2 ბიჭი- წყარომ,-მთიდან მოჩუხჩუხემ
ვარდს შეხედა, გაიტრუნა,
ბულბული ზის ვარდის რტოზე,
განა ერთი,-
ცხრა ჩიტუნა!
3 ბიჭი- ვარდისფერიც... ლურჯიც... თეთრიც...
გადაშლილა დიდებულად...
უგალობეთ, ბულბულებო!
ვარდი აყვავილებულა!
ვარდისფერი ვარდი- ვარდობისთვე მობრძანდება!
მაისია!  ვარდთა ლხენა!
მოვედით და არემარე
მოგიხატეთ ათასფერად!
თეთრი ვარდი- გაზაფხულის სიმღერაა!
ვარდთა სურნელებით თრობა!
მაისს უხდება მშვენიერს
ვარდთა სილამაზით ტკბობა!
ლურჯი ვარდი- შარიშურა დედოფლები
დავიმშვენებთ ფარჩა- დიბებს
აქ ვართ! ჩვენი სილამაზით
ნუთუ, თქვენ არ მოიხიბლეთ?
1 ბიჭი-მაისი მიყვარს და იცი, რატომ?
ვარდი რომ ნაზი სურნელით გვათრობს,
ბულბული ტკბილად რომ იწყებს სტვენას,
ჩიტუნა გულმკერდს ვარდებს რომ ანდობს,
ვარდის სინაზე ლამის რომ გვადნობს,
ვარდთა ეშხი რომ სიამით გვატკბობს!
2 ბიჭი-მე ვარდი მიყვარს და რატომ, იცით?
ის შედევრია ამ დედამიწის,
ვარდთა სიტურფე, მათი ლიცლიცი
საოცრებაა, რად უნდა ფიცი!
უპირველესი ყვავილთა შორის
ვარდია, იმას ვინა ჰყავს სწორი?
3 ბიჭი- წითელ ვარდებში გადაშლილი თეთრი ვარდი ხარ!
მაგრამ შენ მაინც მოწყენილი რატომ დადიხარ?
დარდი არ გშვენის, ჩემო კარგო, ქვეყნის თვალი ხარ!
მზე იმალება, რომ შენიშნავს როგორ დადიხარ!
ყველა გზას გითმობს, ვინც შეგხვდება, რა ლამაზი ხარ!
შენ ხომ ვარდებში გადაშლილი თეთრი ვარდი ხარ!
ლამაზმანების უნაზესი დედოფალი ხარ!
თეთრი ვარდი-ჩემს ბაღში თეთრი ვარდები იცის,
თეთრი პეპლები, თეთრი ფრთოსნები,
მეც სპეტაკი ვარ გაზაფხულივით,
ნუშივით  თეთრად შევიმოსები.
არ შემშურდება არვის სიმდიდრე,
მასზე ოცნებით არ დავიღლები,
ვიკმარებ ჩემი ვარდების ალმასს,
და ვიამაყებ თეთრი ფურცლებით.
ჩემს ბაღში თეთრი ვარდები იცის...
ვარდისფერი  ვარდი-მე მიგალობს ყოველ დილით
ბულბულის ხმა წკრიალა,
ყვითელიც ვარ, ვარდისფერიც,
მართო თეთრი კი არა.
შეგახსნებთ ჩემს სიტურფეს,-
წრფელი გრძნობის გამხელით.
გაიხსენეთ, რატომ ჰქვია
მაისს ჩემი სახელი!
ლურჯი ვარდი-ჩვენ გვსურს მოგიძღვნათ თერთმეტი ვარდი
და გაგიქარვოთ, თუ რამ გაქვთ დარდი!
პირველი-ნიშნად სიხარულისა,
განახლებული გაზაფხულისა.
მეორე ვარდი-ნიშნად ტრფობისა
და სიყვარულის დიდი გრძნობისა.
მესამე ვარდი-ნიშნად შვებისა,
მეოთხე-ნიშნად ძლიერებისა,
მეხუთე-ქვეყნად ყოფნის აზრისა,
მეექვსე-თქვენი სილამაზისა!
1-ვარდი-მეშვიდე ვარდი-სიუხვის ნიშნად,-
დოვლათს, ბარაქას, სიმდიდრეს ნიშნავს.
2ვარდი-მერვე-ნიშანი ჯანმრთელობისა,
მეცხრე-ჭკუისა და გონებისა!
3ვარდი-მეათე მოგწონთ ჭრელი ფერებით?
ნიშანი იყოს ბედნიერების!
სამივე-ამ მეთერთმეტეს ნაირფერებით
იცოდეთ, მხოლოდ თქვენ გეფერებით!
1 ბიჭი-მე ისე მიყვარს ლამაზი ვარდი,
მასზე ათასი სიმღერა მეთქმის,
და მოხიბლული მათი სურნელით
ჟღურტულებს ჩემი ათასი ლექსი!
2 ბიჭი-მე უფრო მიყვარს ვარდის სიტურფე,
მის სილამაზეს გულში ვინახავ!
ვიცი, ვარდებო, გიყვართ სიცოცხლე!
მე სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართ!
3ბიჭი- თქვენი სურნელით ვარ მონუსხული!
ვარდებო, თქვენ კი რას ფიქრობთ, ნეტავ?
ვიცი, სიმღერა გიყვართ ბულბულის,
მე თქვენ მიყვარხართ ათასჯერ მეტად!
მზესუმზირა
წამყვანი-მგონი, დროა, აქედან გავიპარო! სულ მალე აქ ისეთი აურზაური ატყდებააააა! თუმცა...აი, ჩვენკენ კიდევ ერთი ულამაზესი მოიჩქარის... ამას რას ვხედავ, ეს მზეა, თუ ყვავილი? ნუთუ, მზემაც ყვავილების დედოფლობა გადაწყვიტა!
მზესუმზირა-გამარჯობათ, მეგობრებო! აი, მეც გეწვიეთ, აბა, კარგად დამაკვირდით! ხვდებით, ვის ვგავარ?
წამყვანი,-გამარჯობა, მზეო! მოგესალმები, ჩემო ბრწყინვალე მნათობო!
მზესუმზირა,-არა, თქვენ შეგეშალათ. მე მზე კი არა, მზის სეხნია ყვავილი ვარ და სახელად მქვია...
ყველა- მზესუმზირა!
წამყვანი-ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ, მზესუმზირავ! ნუთუ, შენც ყვავილების დედოფლობა მოგსურვებია!
მზესუმზირა- რატომაც არა? დედოფლობა სწორედაც რომ შემეფერება. ნახეთ, რა მშვენიერი ვარ! აბა, დედოფლის ტახტზე ჩემზე ლამაზი ვინ უნდა დასვათ!
წამყვანი- მაშ, მზესუმზირა? ვნახოთ! ვნახოთ!
1 ბიჭი-მეგობრებო, გზა მიეცით, მზესუმზირა მობრძანდება! აი, ვინ არის ყველაზე მშვენიერი!
2 ბიჭი-ის ხომ ოქროს გვირგვინით უკვე შემკულია! ნახეთ, როგორ უხდება!
1 ბიჭი-დედოფალი მზის სეხნია უნდა გახდეს, ჩვენი ფერია ყველაზე ლამაზია!
მზესუმზირა მზეს შესცინის,
მზე უღიმის მზესუმზირას,
ტანწერწეტა, გაბადრულმა
მზესუმზირამ მზეს უმზირა!
ოქროსფერი სეხნიების
ქებაშია მთა და ბარი,
ერთმანეთს შესციცინებენ
მზე და მისი მეგობარი!
2 ბიჭი-მზესუმზირა არა მარტო ლამაზია, გემრიელი ნაყოფითაც გვანებივრებს. აბა, ვინ  შეედრება! ის ნამდვილი დედოფალია!
მზესუმზირას ყვითელ გვირგვინს
მზე სხივებით ეფერება,
მზესუმზირა მზეს შესცქერის,
ყელი მზისკენ ეღერება.
თითქოს თვითონაც მზე  იყოს
ოქროსფერი მზესუმზირა,
მშვენიერმა, გაბადრულმა
მზესუმზირამ მზეს უმზირა!
მზესუმზირა-მზეო! დიდებულო მზეო! გადმომხედე შენი ელვარე  ცხრა თვალით! მაჩუქე შენი ოქროს ბრწყინვალება! ეს მე ვარ, შენი მეგობარი! შენი მზესუმზირა!
მზე რომ გვიყვარს მზესუმზირებს,
ამიტომაც მზეს ვუმზირეთ.
მოგიძღვენით, გითავაზეთ
მზის ეშხი და სილამაზე!
მზის ოქრო და ბრწყინვალება,
მზის ლიცლიცი, ელვარება...
მე ვარ ველ-მინდვრების თვალი,-
ყვავილების დედოფალი!
1 ბიჭი-მზესუმზირას ხშირ-ხშირად
თავი მოაქვს მზის შვილად,
ამბობს: თუ მოვინდომე,
საქმეს ისე  გავჩარხავ,
მთელ ცას დავისაკუთრებ,
მზე გავხდები ჩახჩახა!
ჰოდა, აბა დღეიდან
ჩემს წყენასაც ერიდეთ,
მზის მაგივრად სულ მალე,
მე დავიპყრობ ველ-მინდვრებს...
ამ ტრაბახამ ბაღჩაში
შექმნა ერთი განგაში:
-ეს რომ მართლა შესრულდეს,
მერე რაღა გაგვათბობს!
ჩამოვდნებით დარდისგან,
დაგვილპება ნაყოფი,-
მზე კი ისმენს ამ ქოთქოთს
და სიცილად არ ჰყოფნის.

ტიტა
წამყვანი-არ ვიცი,რა მოხდება. გული ვერ უძლებს ამდენი სილამაზის ცქერას! ხომ დამეხმარებით, მეგობრებო! ყვავილების დედოფალს ხომ ამარჩევინებთ? თუმცა... აი, კიდევ ერთი მობრძანდება! რა მშვენიერი ხარ! შენ რა გქვია?
ტიტა- მოგესალმებით, მეგობრებო! მიცანით, არა? მე ხომ მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ყვავილი ვარ! ზოგან ლალეს მეძახიან, ზოგან ტულპანს, ყველაზე ხშირად კი... აბა, მითხარით, რა მქვია?
ყვავილები-შენ ტიტა ხარ, ჩვენი დაიკო ტიტა!
წამყვანი-გამარჯობა, დაიკო ტიტა! მობრძანდი! შენც გინდა, ყვავილების დედოფალი გახდე?
ტიტა- რა თქმა უნდა! ზოგ ქვეყანაში მე უკვე მთვლიან ყვავილების დედოფლად. ადამიანებს მე ისე ვუყვარვარ, უკვე ყველა ფერის ტიტა მოაშენეს.
1 ბიჭი- დედოფლის ტახტი ჩვენს ფერია-ტიტას  ეკუთვნის, იგივე ლალეს.
2 ბიჭი-ტიტა ყველაზე იდუმალი ყვავილია დედამიწის ზურგზე. ამბობენ, რომ მის თითო კოკორში თითო სიხარული ინახება. ამიტომაც დაეძებენ ადამიანები ტიტას გვირგვინში ბედნიერებას.
ტიტა-მშვენიერი ყვავილი ვარ,
გაგახარებთ ჩვენი ხილვა,
მეგობრებო, მიხვდით, ვინ ვარ?
ბიჭები-შენ ტიტა ხარ, -კოხტა ლალე,
რა კარგი ხარ, გენაცვალე!
მზე გიკოცნის ლამაზ თვალებს,
ჩვენი ცის ქვეშ  გაიშალე!
2 ბიჭი- მოგელოდით რა ხანია,
რად მოხვედი, ლალევ, გვიან?
გზაზე მარდად ვერ იარე?
ასე რად დაიგვიანე?
ტიტა- სიზარმაცეს, ჩემს მზეს ვფიცავ,
ვერ დამწამებთ ლალეს, ვერა,
მაგრამ სანამ დედამიწამ
კოხტა კაბა შემიკერა,
ჩემმა დებმა რა იკადრეს,-
წამოსულან თქვენკენ ადრე,
რა ვქნა? კოკორს ჩუმად გავშლი,
მეც მსურს, ვიყო ამ ბაღნარში!
1 ბიჭი- ნუ მოიწყენ, მშვენიერო,
მოილხინე დებთან ერთად,-
პირმშვენიერ ყვავილებთან,- 
იებთან და ენძელებთან!  
ჩვენს ველ-მინდვრებს ტიტაც შვენის,                      
 კეთილ იყოს მოსვლა შენი!
1 ბიჭი-გამინარნარდა ყვავილი,-
ზღაპრული, მშვენიერიო!
დედოფალია ყვავილთა,
შეჰხარის მთა და ველიო!
2ბიჭი-ათასი ფერით კეკლუცობს,
აქვს გაზაფხულის ფერიო!
უცქირეთ, გულს თუ გაუხსნით,
გახდებით ბედნიერიო!
ტიტა- თქვენთვის მოვსულვარ ამქვეყნად
ტიტა-ზღაპრული ყვავილი,
თქვენი მალული ოცნება
მსურს, რომ გავხადო ნამდვილი.
ჩემი კოპწია გვირგვინი
თქვენს გასახარად კიაფობს,
მადლობა სიყვარულისთვის
ჩიტუნავ, წყაროვ, ნიავო!
ჩემმა მშვენებამ მსოფლიოს
კიდით კიდემდე მატარა,
მადლობა მზრუნველობისთვის
ყველას-დიდსა თუ პატარას!
1ბიჭი-მინდა, რომ მზრუნველ გულებში
ბინა გიშოვო, ლამაზო!
შეგიქო, ტიტავ, სიტურფე!
ტახტი მსურს, შემოგთავაზო!
2 ბიჭი- დაგლოცო, ლალევ, შეგაქო,
ყველა ზღაპარში ჩაგხატო!
ბუნების ტურფა ასულო,
მსურს, თაიგულად ჩაგქარგო!
1ბიჭი-აი, უკვე თქვენთანაა ჩვენი საქვეყნოდ განთქმული ყვავილი,-ტიტა ანუ ლალე!
2ბიჭი- გიხაროდეთ, ლამაზების დედოფალი მოგიყვანეთ!
წამყვანი- ტიტაც ძალიან ლამაზია და ისიც ისევე იმსახურებს დედოფლის გვირგვინს, როგორც ყველა დანარჩენი.
შეხედეთ, მეგობრებო! ნახეთ, რა ლამაზები არიან! - იები... ენძელები... ყოჩივარდები...გვირილები...... ყაყაჩოები და ვარდები...მზესუმზირა და ტიტა... აბა, კარგად დააკვირდით,-ნახეთ, რა მშვენიერია ბუნება!
მაგრამ რომელი ავირჩიო დედოფლის ტახტზე დასაბრძანებლად? თქვენ რას მირჩევთ?
ქრიზანთემა
ქრიზანთემა- შეჩერდით, მეგობრებო, შეჩერდით! ნამდვილი დედოფალი თქვენკენ სწორედ ახლა მოაბიჯებს!
წამყვანი-ნუთუ, კიდევ ერთი ლამაზი გოგონა-ყვავილი გვეწვია!  რა მეშველება! ნამდვილად გაპარვა მომიწევს აქედან! (ინიავებს) ვაი, გული! ამდენ ლამაზებში ულამაზესს რა შემარჩევინებს? თქვენი იმედიღა დამრჩა, მეგობრებო! დამპირდით, რომ დამეხმარებით! ლამაზო ყვავილო, შენ რა გქვია?
ქრიზანთემა-მე  შესანიშნავი სახელი მქვია. ქრიზანთემას მეძახიან. ზოგ ქვეყანაში  ოქროს ყვავილსაც კი მიწოდებენ.
1ბიჭი-გარეთ გაზაფხულია,-
ველ-მინდორთა მხატვარი!
გოგო მოგვყავს ისეთი,
მზემაც ჭყიტა ცხრა თვალი...
ცამ ღრუბლები სასწრაფოდ
გადარეკა მთებს იქით,
ნაკადული ვის უმღერს
საამური ლიკლიკით?
2 ბიჭი- უჰ, რა კარგი გოგო ხარ!
უჰ, რა კაბა გაცვია!
გვითხარ, ვინ ხარ, ლამაზო!
ან სახელად რა გქვია?
ქრიზანთემა-ჭრელკაბიანს, ტანკენარს,
ყველა უნდა მიცნობდეთ,
სახელად მშვენიერი
ქრიზანთემა მიწოდეთ!
აშოლტილი ღერო მაქვს
და გვირგვინი ლამაზი,
გიზგიზა მზის შვილი ვარ!
მამკობს სხივთა ალმასი!
თქვენთან ვარ! გაიხარეთ!
მოგიქარგავთ ამ მხარეს!
1ბიჭი-გოგო ხარ, თუ მზის ნათება,
მშვენიერო ქრიზანთემა!
რა კოხტა ხარ, რა ნაზი,
ნაირფერი, ლამაზი!
მზე ბრწყინავს, თუ ეგ თვალები?
აგრემც კი გენაცვალები!
2 ბიჭი-როგორ დაგმშვენდება დედოფლობა, ჩვენო მშვენიერო ქრიზანთემავ!
ქრიზანთემავ! ქრიზანთემავ!
გოგო ხარ, თუ მზის ნათება?
გაზაფხული გვამცნე განა?
რა ყოფილხარ ამისთანა!
ველ-მინდვრად დაანთე ცეცხლი,-
ქრიზანთემას ოქრო-ვერცხლი!
წამყვანი-ქრიზანთემა მართლა მშვენიერია, მაგრამ...
ყვავილები-ჩვენ რითი ვართ მასზე ნაკლები? ჩვენც გვინდა დედოფლობა!
1ბიჭი- ყველა ყვავილი რაღაცას განასახიერებს, ადამიანებისთვის ყოველ მათგანს მოაქვს სიხარული, რაღაც სანუკვარი.
2 ბიჭი-ჩვენი ქრიზანთემა მხიარულების სიმბოლოა. მის დანახვაზე ყველას ეღიმება, გულში ყველას სიხარული ეღვრება. თქვენ წარმოიდგინეთ, მისით ქარიც კი მოხიბლულია.  
1ბიჭი-ჩუ, დამალე გრძნობა შენი წამით,
ქრიზანთემებს უალერსებს ქარი.
განა, ერთზე შეაჩერა თვალი,
გადარია ყვავილების ჯარი!
2 ბიჭი-ხუჭუჭა ქრიზანთემების ეშხი
ჩვენს  ველ-მინდვრებს  მოსდებია ცეცხლად,
სილამაზე აიშალა მწველი,
ჩინჩხლებსა ყრის ქრიზანთემა ვერცხლად.
ქრიზანთემა- მოგესალმებით, მინდვრებო,
მსურს, ლაღად  აგახმიანოთ!
მხოლოდ თქვენ გიძღვნით ამ ცეკვას,
ტაში არ დააგვიანოთ!
დღეს გაზაფხულის ყვავილებს
გვმასპინძლობთ, -ტურფად დახატულთ,
გილოცავთ! ყველას გილოცავთ!
კვლავ მრავალ, მრავალ გაზაფხულს!













No comments:

Post a Comment