ბავშვთა უფლებების დაცვა ადამიანის უფლებათა დაცვის ნაწილია!
მუხლი 1. 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი ითვლება ბავშვად.
მუხლი 2. ყველა ბავშვი თანასწორია და ერთნაირი უფლებები აქვს.
მუხლი 6. ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება.
მუხლი 7. ყველა ბავშვს დაბადებისთანავე აქვს სახელისა და მოქალაქეობის მიღების უფლება.
მუხლი 9. ყველა ბავშვს აქვს ოჯახში აღზრდისა და ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლება.
მუხლი 12–13. ყველა ბავშვს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი შეხედულება ყველა საკითხზე, რომელიც მას ეხება. მის შეხედულებებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.
ბავშვებს, ისევე როგორც უფროსებს, უფლება აქვთ გამოთქვან საკუთარი აზრი ზეპირად, წერილობით, ნახატის ან სხვა სახით, ისე, რომ არ შელახონ სხვების ღირსება და არ დაარღვიონ ვინმეს უფლება.
მუხლი 16. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს მის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის, საცხოვრებლის ხელყოფისა და მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან.
მუხლი 17. ყველა ბავშვს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს მისი განვითარებისათვის საჭირო ყველანაირი ინფორმაცია და მასალები.
მუხლი 20. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას და დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებიც რაიმე მიზეზით მოწყვეტილი არიან ოჯახს.
მუხლი 22. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას და დაეხმაროს ლტოლვილ ბავშვებს. მათი სეთივე უფლებები აქვთ, როგორც ყველა მათ თანატოლს.
მუხლი 23. ყველა ინვალიდ ბავშვს უფლება აქვს იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მისი ღირსების დაცვას, განუმტკიცებს მას საკუთარი ძალების რწმენას და გაუადვილებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.
მუხლი 24. ყველა ბავშვს აქვს ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო ცხოვრების უფლება. ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი საკვებითა და სასმელი წყლით.
მუხლი 27. ყველა ბავშვს უფლება აქვს ჰქონდეს განვითარებისათვის საჭირო ყველა პირობა. მშობლები და სახელმწიფო ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ბავშვები საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით.
მუხლი 28. ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება.
მუხლი 30. ყველა ბავშვს უფლება აქვს ილაპარაკოს მშობლიურ ენაზე.
მუხლი 31. ყველა ბავშვს აქვს თამაშისა და დასვენების უფლება.
მუხლი 24–27. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ძალადობისაგან.
მუხლი 38. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ომისგან, დაუშვებელია ბავშვების ჯარში გაწვევა.
მუხლი 42. ყველა ბავშვსა და უფროსს უფლება აქვს იცოდეს, რა წერია ბავშვთა უფლებების კონვენციაში.
No comments:
Post a Comment