სილაბუსები


       სილაბუსებს მოსდევს გაკვეთილების ყოველდღიური დაგეგმარება,-სქემატური სახით. აღნიშნული მასალა ინახება ჩემს პროფესიულ პორტფოლიოში. ბუნებრივია, იგი დიდია მოცულობით, ამდენად, მისი ატვირთვა ამ ელექტრონულ გვერდზე შეუძლებელიცაა და არასაჭიროც. (ნ.კ.)



სილაბუსი (საგნის გეგმა) და თემატური დაგეგმარება
ქართულ ენასა და ლიტერატურაში
IV  კლასი


#

კომპონენტები

ინსტრუქცია

1

მასწავლებლის სახელი, გვარი

ნესტან კუპრავა

2
სასწავლო საგნის სახელწოდება

ქართული ენა

3

სწავლების კლასი

მეოთხე

4
სასწავლო საგნის ხანგრძლოვობა და საათების რაოდენობა

36 სასწავლო კვირა, კვირაში ექვსი საათი

5

სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
ეს სავალდებულო საგანი გაერთიანებულია სახელმწიფო ენის ჯგუფში. მისი მიზანია მოზარდს განუვითაროს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები,-კითხვა, წერა, მოსმენა, საუბარი საქართველოს სახელმწიფო ენაზე/ენებზე.

6

სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული

7

სასწავლო საგნის შესწავლის  მიზანი
 საგნის შესწავლის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური აღქმისა და შეფასების,   საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით  გამოხატვის, კითხვისა და სხვადასხვა შინაარსის ტექსტების შექმნის უნარები განვითარება; ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გრძნობის აღძვრა; მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება.

8

ძირითადი თემები
სასწავლი წლის განმავლობაში მოსწავლე გაეცნობა  თემებს სამშობლოზე, წელიწადის ოთხივე დროზე, ადამინთა შრომა-საქმიანობაზე, ცხოველთა სამყაროზე, ზნეობრივ ღირებულებებზე, სახელოვან წინაპრებზე, ბუნებაზე;

9

სასწავლო საგნის შესწავლის ამოცანები
ვეცდები, რომ მოსწავლეებს განვუვითარო წაკითხული ტექსტის გააზრების უნარი, დავანახო ნაწარმოების მხატვრული, ესთეტიკური ღირებულება, ჩამოვუყალიბო უნარი, რომ მიღებული ცოდნა გამოიყენონ ცხოვრებაში, გავუჩინო სურვილი შემოქმედებითი პროდუქტის შექმნისა, ვეცადო მათი ზეპირმეტყველების კულტურის შემდგომ განვითარებას, ამ მიზნით, ფართოდ გამოვიყენო საუბარი, თხრობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება ახალ-ახალი სიტყვებითა და გამოთქმებით, განვავითარო მოსწავლეების წერის კულტურა,-ამ ეტაპზე ვასწავლო ნაწარმოების გეგმის შედგენა, ტექსტის შინაარსის წერილობით გადმოცემა, პერსონაჟთა მარტივი დახასიათება, სხვადასხვაგვარი ფუნქციური წერის ტექსტების შედგენა, ვეცდები, მოსწავლეებს განვუვითარო წიგნისა და კითხვის სიყვარული, -ამისთვის გამოვიყენებ პირად მაგალითს, წავუკითხავ საინტერესო წიგნებს, საბავშვო ჟურნალებს, ვნახავთ მხატვრულ და შემეცნებით ფილმებს, შევხვდებით საბავშვო მწერლებს, დავგეგმავ სხვადასხვა ღონისძიებას...

10
სასწავლო საგნის შესწავლისთვის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
მოსწავლეებს გააჩნიათ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აუცილებელია ახალი ცოდნის მისაღებად. მათი დიდი უმრავლესობის კითხვის ტექნიკა უკვე საკმაოდ დახვეწილია, ამდენად მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო მეტი მოცულობის ტექსტების წაკითხვა, საკმაოდ მდიდარია მათი ლექსიკური მარაგიც, ამდენად უკეთ შეეძლებათ სიტყვის მნიშვნელობის კონტექსტში გამოცნობა. მოსწავლეებს  შეუძლიათ საკუთარი აზრის საუბარში გადმოცემაც, აზრის გაგებინება.  წერის უნარიც მათი ასაკის შესაფერისადაა განვითარებული. მიმდინარე სასწავლო წელს მეოთხეკლასელი მოსწავლეები წერას გააგრძელებენ ჩვეულებრივ „ცალხაზიან ბადეში“, ამდენად, მოსწავლეებს უკვე აქვთ ამგვარ ბადეში წერის გამოცდილება. წელს ყურადღებას გავამახვილებთ წაკითხული ტექსტების შინაასების წერაზე, თავისუფალ თემაზე თხზულებების წერაზე, შთაბეჭდილებების გადმოცემაზე, კითხვა-პასუხზე, გრამატიკულ სავარჯიშოებზე, სხვადასხვა სახის ფუნქციური ტექსტების შედგენაზე. გასულ წლებში კლასი ჩართული იყო წიგნიერების საერთასორისო პროგრამაში, ამდენად, მოსწავლეებისთის უცხო არაა ეფექტური კითხვის სტრატეგიები, მათი თვალსაწიერის გასაფართოებლად წაკითხული და დამუშავებულია მრავალი საინტერესო ტექსტი.

11

სწავლების ორგანიზება
·         საკლასო მენეჯმენტი
·         მეცადინეობის ფორმები

კლასში 28 მოსწავლეა. გაკვეთილები ჩატარდება როგორც მთლიან კლასთან, ასევე, დაიგეგმება წყვილებში მუშაობა და ჯგუფური მუშაობის სახეები. მუშაობის ამგვარ ფორმას მოსწავლეები უკვე დაუფლებულია არიან. კურსის შესწავლის ფორმებად გამოვიყენებ: სამფაზიან გაკვეთილს, მოკლე პროექტგაკვეთილს და ხანგრძლივ პროექტებს. მსგავსი სამუშაოები მოსწავლეებთან წინა კლასებშიც ჩატარებულა.

12

სწავლების მეთოდები
 გამოვიყენებ სწავლების  მრავალფეროან მეთოდებსა და სტრატეგიებს: დიდაქტიკური, სოკრატული, პრობლემაზე ორიენტირებული, კეთებით სწავლება, კითხვის ჰოლისტური მეთოდები, მხატვრული და შემეცნებითი ტექსტების სწავლების ეფექტური მეთოდები( ორიენტირებული კითხვა/მოსმენა, მკითხველთა თეატრი, მნიშვნელოვანი სიტყვები, ურთიერთდასწავლის მეთოდი, ცხელი სკამი, მარტივი დარგობრივი ტექსტების შექმნა, ლექსიკური რუკა, ცნების რუკა, კორნელის მეთოდი და სხვა), სხვადასხვა სახის კოგნიტური სქემა, დიფერენცირებული მიდგომის მეთოდები...

13

სასწავლო კურსის სწავლების შეფასება
შეფასება იქნება განმავითარებელი. კომენტარები ინება აღწერილობითი, შეფასებითი და შეფასებით-აღწერილობითი. შემუშავებული იქნება მოსწავლეთა ცოდნის  ზოგადი და კონკრეტული შეფასების რუბრიკები.ასევე, შემუშავდება თვითშეფასების რუბრიკები -მოსწავლისა და მასწავლებლის;

14

რესურსები
სახელმძღვანელო, ბუკი, პროექტორი, მხატვრული და შემეცნებითი ტექსტები, საბავშვო გამოცემები, ვიდეოფილმები, ინტერნეტში მოძიებული მასალა.

15

მისაღწევი შედეგები და კომპეტენციები
ზოგადად, მოსწავლეების კითხვის ტექნიკა გაუმჯობესდება, შეეძლებათ გააზრებული კითხვა, ეფექტური სტრატეგიების გამოყენება, წაკითხულის შინაარსის გადმოცემა,-როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. მეტყველების დროს შეეძლებათ გამოიყენონ  ახალი სიტყვები, გამოთქმები, შეეძლებათ წაკითხული ტექსტების კრიტიკულად  შეფასება, ჩაწვდებიან კითხვისა და ზოგადად, წიგნის მნიშვნელობას. შეეძლებათ,ისაუბრონ, იმსჯელონ სხვადასხვა თემაზე.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით:

მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.

ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.

ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.

ქართ. IV. 4. მოსწავლეს  შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.

მიმართულება: კითხვა

ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, საყმაწვილო ჟურნალის განცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.)  წაკითხვა და გაგება.

ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.

ქართ. IV. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული და არამხატვრული ტექსტების ძირითადი ენობრივ-გრამატიკულ ნიშნების ამოცნობა.

ქართ. IV. 8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის / არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.

ქარ. IV. 9.   მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის  მიზნობრივი ტექსტების  სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავებალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარ.

ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.

მიმართულება: წერა
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტების შეთხზვა.

ქართ. IV. 12. მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერა; ავლენს თვითგამოხატვის სურვილ.

ქართ. IV. 13. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი  წესების დაცვა.

ქართ. IV. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.





16



სამუშაო დისციპლინა (გაცდენები, დავალიანებები, აღდგენები, საჯარიმო ზომები, წახალისება)

საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ვიზრუნებ, რომ მოსწავლემ აღადგინოს გაცდენილი გაკვეთილი. ამ მიზნით, მოვაწყობ დამატებით მეცადინეობებს. საშინაო დავალების არქონის ან გაკვეთილის არცოდნის შემთხვევაში, მოსწავლეს დაეკისრება დავალიანება- გავაკონტროლებ, რომ მან ჩემ მიერ მითითებულ ვადაში შეასრულოს დავალება, ისწავლოს გაკვეთილი. ვეცდები, ამ ასაკის მოსწავლეებთან საჯარიმო ზომები არ გამოვიყენო. წახალისების მიზნით, შევაქებ, დავაჯილდოვებ მადლობის ფურცლით, ქების სიგელით, სიმბოლური საჩუქრებით...
















სილაბუსი (საგნის გეგმა) და თემატური დაგეგმარება
ქართულ ენასა და ლიტერატურაში
VI  კლასი

#

კომპონენტები

ინსტრუქცია

1

მასწავლებლის სახელი, გვარი

ნესტან კუპრავა

2
სასწავლო საგნის სახელწოდება

ქართული ენა

3

სწავლების კლასი

მეექვსე

4
სასწავლო საგნის ხანგრძლოვიბა და საათების რაოდენობა

36 სასწავლო კვირა, კვირაში ხუთი საათი

5

სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
ეს სავალდებულო საგანი გაერთიანებულია სახელმწიფო ენის ჯგუფში. მისი მიზანია მოზარდს განუვითაროს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები,-კითხვა, წერა, მოსმენა, საუბარი საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

6

სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული

7

სასწავლო საგნის შესწავლის  მიზანი
წარმართავს ენობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სწავლების ყველა ძირითადი - ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის - მიმართულებით. მისი მიზანია:
·          განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
·         გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
·         განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
·         ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
·         შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; 
·         გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.


8

ძირითადი თემები
სასწავლო მასალა სახელმძღვანელოში დალაგებულია თემატურად: წიგნი, თქვენი თანატოლების ცხოვრებიდან, სახელოვანი წინაპრები, შოთა, საბა და დავითი, ხალხური სიტყვიერება, ყური მიუგდეთ ბუნებას;  ყოველ თემას ახლავს შესაბამისი გრამატიკული მასალა;

9

სასწავლო საგნის შესწავლის ამოცანები
·         კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;
·         ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;
·         აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
·         მსჯელობის უნარის განვითარება;
·         სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
·         ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
·         ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;
·         დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
·         ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
·         საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;
·         სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;
·         ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;
·         მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;
·         ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;
·         სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზის და შექმნის უნარის გამომუშავება;
·         მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;
·         ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
·         ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·         ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.


10
სასწავლო საგნის შესწავლისთვის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
მოსწავლეებს გააჩნიათ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აუცილებელია ახალი ცოდნის მისაღებად. მათი კითხვის ტექნიკა  დახვეწილია, ამდენად მოსწავლეებს შეუძლიათ დიდი  მოცულობის ტექსტების წაკითხვა,  საკმაოდ მდიდარია მათი ლექსიკური მარაგიც,კლასი ჩართული იყო  წიგნიერების საერთაშორისო პროგრამაში, ამდენად, მოსწავლეები, გარკვეულწილად,  დაუფლებული არიან  ეფექტური კითხვის სტრატეგიებს;

11

სწავლების ორგანიზება
·         საკლასო მენეჯმენტი
·         მეცადინეობის ფორმები

კლასში 25  მოსწავლეა. გაკვეთილები ჩატარდება როგორც მთლიან კლასთან, ასევე, დაიგეგმება წყვილებში მუშაობა და ჯგუფური მუშაობის სახეები. მუშაობის ამგვარ ფორმას მოსწავლეები უკვე დაუფლებულია არიან. კურსის შესწავლის ფორმებად გამოვიყენებ: სამფაზიან გაკვეთილს, მოკლე პროექტგაკვეთილს და ხანგრძლივ პროექტებს. მსგავსი სამუშაოები ამ მოსწავლეებთან წინა კლასებშიც ჩატარებულა.

12

სწავლების მეთოდები
  სწავლების  მრავალფეროან მეთოდები და სტრატეგიები: დიდაქტიკური, სოკრატული, პრობლემაზე ორიენტირებული, კეთებით სწავლება, კითხვის ჰოლისტური მეთოდები, შემეცნებითი ტექსტების სწავლების ეფექტური მეთოდები(ცნების რუკა, კორნელის მეთოდი, 3,2,1, ტ-სქემა, კოგნიტური სქემები, მარზანოს დიაგრამები, ბლუმის „ანალიზის სქემა“, კითხვა პაუზებით და სხვა),აგრეთვე,  დიფერენცირებული მიდგომის მეთოდები...

13

სასწავლო კურსის სწავლების შეფასება
შეფასება იქნება განმსაზღვრელი და  განმავითარებელი.განმსაზღვრელი შეფასება წარიმართება ე ს გ-ს მოთხოვნების შესაბამისად.  განმავითარებელი კომენტარები იქნება აღწერილობითი, შეფასებითი და შეფასებით-აღწერილობითი. შემუშავებული იქნება მოსწავლეთა ცოდნის  ზოგადი და კონკრეტული შეფასების რუბრიკები.ასევე, შემუშავდება თვითშეფასების რუბრიკები -მოსწავლისა და მასწავლებლის;

14

რესურსები
სახელმძღვანელო, ლეპტოპი, პროექტორი, მხატვრული და შემეცნებითი ტექსტები, საბავშვო გამოცემები, ვიდეოფილმები, ინტერნეტში მოძიებული მასალა.

15

მისაღწევი შედეგები და კომპეტენციები



























მოსწავლეების კითხვის ტექნიკა დაიხვეწება, მათ შეეძლებათ კითხვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება, წაკითხულის შინაარსის გადმოცემა,-როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. მეტყველების დროს შეეძლებათ გამოიყენონ  ახალი სიტყვები, გამოთქმები, გაიაზრონ ფრაზეოლოგიზმები, შეეძლებათ წაკითხული ტექსტების კრიტიკული ანალიზი, მისი   შეფასება, გაიაზრებენ კითხვისა და ზოგადად, წიგნის მნიშვნელობას. შეეძლებათ, ისაუბრონ, იმსჯელონ სხვადასხვა თემაზე,გაფართოვდება მათი თვალსაწიერი, დარწმუნდებიან, რომ მშობლიურ ენაზე ადვილად შეეძლებათ სრულყოფილი განათლების მიღება. თავიანთი ენა მათ გამოადგებათ უცხო ენის საფუძვლიანად შესწავლისთვისაც, გრამატიკული კატეგორიების ცოდნა გამოადგებათ მაგ: ორი ცნების შედარებისთვის და უკეთ შეთვისებისთვის.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით:
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მი­ღე­ბი­სა და გადა­ცე­მისათვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.

ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნი-შვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.

ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

ქართ. VI. 4. მოსწავლეს
შეუძლია მოსმენით განასხვავოს სხვადასხვა ტიპის ტექსტები ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურის მიხედვით.

ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინ-დივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.


მიმართულება: კითხვა
ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი / ნაწყვეტი.

ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.

ქართ. VI. 8. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახისა და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები.

ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.

ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.

ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისე-ბურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.

ქარ. VI. 12.  მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.

ქართ. VI. 13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება.

მიმართულება: წერა
ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის  მიზნობრივი ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.
ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყე-ნება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.





16



სამუშაო დისციპლინა (გაცდენები, დავალიანებები, აღდგენები, საჯარიმო ზომები, წახალისება)

საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ვიზრუნებ, რომ მოსწავლემ აღადგინოს გაცდენილი გაკვეთილი. ამ მიზნით, მოვაწყობ დამატებით მეცადინეობებს. საშინაო დავალების არქონის ან გაკვეთილის არცოდნის შემთხვევაში, მოსწავლეს დაეკისრება დავალიანება,- გავაკონტროლებ, რომ მან ჩემ მიერ მითითებულ ვადაში შეასრულოს დავალება, ისწავლოს გაკვეთილი. ვეცდები, მოსწავლეებთან საჯარიმო ზომები არ გამოვიყენო. წახალისების მიზნით, შევაქებ, დავაჯილდოვებ მადლობის ფურცლით, ქების სიგელით, სიმბოლური საჩუქრებით...















                                            სილაბუსი (საგნის გეგმა) და თემატური დაგეგმარება
მათემატიკაში
IV  კლასი

#

კომპონენტები

ინსტრუქცია

1

მასწავლებლის სახელი, გვარი

ნესტან კუპრავა

2
სასწავლო საგნის სახელწოდება

მათემატიკა

3

სწავლების კლასი

მეოთხე

4
სასწავლო საგნის ხანგრძლოვიბა და საათების რაოდენობა

36 სასწავლო კვირა, კვირაში ხუთი  საათი

5

სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
ეს სავალდებულო საგანი გაერთიანებულია სახელმწიფო ენის ჯგუფში. ისწავლება გრიფირებული სახელმძღვანელოთი. მასალა სტრუქტურირებულია;

6

სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული.

7

სასწავლო საგნის შესწავლის  მიზანი
საგნის შესწავლისმიზანიამოსწავლეებს შევასწავლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიმართულებები: რიცხვები და მოქმედებები,  კანონზომიერებები, ალგებრისა და გეომეტრიის ელემენტები, სივრცის აღქმა;

8

ძირითადი თემები
სასწავლი წლის განმავლობაში გავივლით  თემებს: რიცხვები 100-მდე, 100-ზე მეტი რიცხვების შეკრება და გამოკლება, ამოცანები, გამრავლება, კანონზომიერებები;

9

სასწავლო საგნის შესწავლის ამოცანები
ვეცდები, რომ მოსწავლეებს განვუვითარო ლოგიკური აზროვნების, მსჯელობის უნარი, კეთებითა და აღმოჩენით სწავლის უნარი, დაკვირვების უნარი, შევაყვარო საგანი;

10
სასწავლო საგნის შესწავლისთვის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
მოსწავლეებს გააჩნიათ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აუცილებელია ახალი ცოდნის მისაღებად. მათი დიდ უმრავლესობას  უკვე შეუძლია სახელმძღვანელოზე დამოუკიდებლად მუშაობა. განვითარებული აქვთ წყვილებში, ჯგუფებში მუშაობის უნარი, აგრეთვე, შეუძლიათ მარტივი პრეზენტაციების ჩატარება;

11

სწავლების ორგანიზება
·         საკლასო მენეჯმენტი
·         მეცადინეობის ფორმები

კლასში 28  მოსწავლეა. გაკვეთილები ჩატარდება როგორც მთლიან კლასთან, ასევე, დაიგეგმება წყვილებში მუშაობა და ჯგუფური მუშაობის სახეები. მუშაობის ამგვარ ფორმას მოსწავლეები უკვე დაუფლებულია არიან. კურსის შესწავლის ფორმებად გამოვიყენებ: სამფაზიან გაკვეთილს, მოკლე პროექტგაკვეთილს და ხანგრძლივ პროექტებს. მსგავსი სამუშაოები მოსწავლეებთან წინა კლასებშიც ჩატარებულა.

12

სწავლების მეთოდები

გამოვიყენებ სწავლების  კონსტრუქტივისტული მიდგომის მეთოდებსა და სტრატეგიებს

13

სასწავლო კურსის სწავლების შეფასება
შეფასება იქნება განმავითარებელი. კომენტარები ინება აღწერილობითი, შეფასებითი და შეფასებით-აღწერილობითი. შემუშავებული იქნება მოსწავლეთა ცოდნის  ზოგადი და კონკრეტული შეფასების რუბრიკები.ასევე, შემუშავდება თვითშეფასების რუბრიკები -მოსწავლისა და მასწავლებლის. (დანართები თან ერთვის);

14

რესურსები
სახელმძღვანელო, ბუკი, პროექტორი,მანიპულატივები, სხადასხვაგვარი პოსტერები, ელექტრონული სასწავლო პროგრამები, ინტერნეტში მოძიებული მასალა.

15

მისაღწევი შედეგები და კომპეტენციები
რიცხვები და მოქმედებები
მათ. IV.1. მოსწავლეს შეუძლია რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.
მათ. IV.2. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე სხვადასხვა ხერხით შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება.
მათ. IV.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.
მათ. IV.4. მოსწავლეს შეუძლია მთელის ნაწილების ((ნახევარი, მესამედი, მეოთხედი ერთმანეთისაგან განსხვავება, დასახელება და შედარება.
მათ. IV.5. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება.
კანონზომიერებები და ალგებრა
მათ. IV.6. მოსწავლეს შეუძლია შესაბამისობის აგება, გამოსახვა და გამოკვლევა.
მათ. IV.7. მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა და გამოყენება მარტივი ამოცანის ამოხსნისას.

გეომეტრია და სივრცის აღქმა
მათ. IV.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების აღწერა და მათი კლასიფიკაცია.
მათ. IV.9. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი და სივრცული ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.
მათ. IV.10. მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ფიგურათა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების პოვნა.
მათ. IV.11. მოსწავლეს შეუძლია სქემაზე ორიენტირება და მარშრუტის აღმწერი მარტივი სქემის შექმნა.
მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
მათ. IV.12. მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება.
მათ. IV.13. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება.
მათ. IV.14. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.


16



სამუშაო დისციპლინა (გაცდენები, დავალიანებები, აღდგენები, საჯარიმო ზომები, წახალისება)

საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ვიზრუნებ, რომ მოსწავლემ აღადგინოს გაცდენილი გაკვეთილი. ამ მიზნით, მოვაწყობ დამატებით მეცადინეობებს. საშინაო დავალების არქონის ან გაკვეთილის არცოდნის შემთხვევაში, მოსწავლეს დაეკისრება დავალიანება- გავაკონტროლებ, რომ მან ჩემ მიერ მითითებულ ვადაში შეასრულოს დავალება, ისწავლოს გაკვეთილი. ვეცდები, ამ ასაკის მოსწავლეებთან საჯარიმო ზომები არ გამოვიყენო. წახალისების მიზნით, შევაქებ, დავაჯილდოვებ მადლობის ფურცლით, ქების სიგელით, სიმბოლური საჩუქრებით...














 სილაბუსი (საგნის გეგმა) და თემატური დაგეგმარება
ბუნებისმეტყველებაში
IV კლასი

#

კომპონენტები

ინსტრუქცია

1

მასწავლებლის სახელი, გვარი

ნესტან კუპრავა

2
სასწავლო საგნის სახელწოდება

ბუნებისმეტყველება

3

სწავლების კლასი

მეოთხე

4
სასწავლო საგნის ხანგრძლოვიბა და საათების რაოდენობა

36 სასწავლო კვირა, კვირაში სამი   საათი

5

სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
ეს სავალდებულო საგანი საბუნებისმეტყველო საგნების ციკლში.   ისწავლება გრიფირებული სახელმძღვანელოთი. მასალა სტრუქტურირებულია;

6

სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული.

7

სასწავლო საგნის შესწავლის  მიზანი
საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე   საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, განუვითაროს დაკვირვების, კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.


განვუვითარო  ისეთი სპეციფიკური უნარები, როგორიცაა:
·           გარემოზე დაკვირვება (როგორც საკუთარი შეგრძნბის ორგანოების, ისე მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით);
·           ბუნებრივი მოვლენების ამოცნობა და მარტივი პროცესების აღწერა;
·           მონაცემების შეგროვება დაკვირვების, მარტივი ექსპერიმენტის, საინფორმაციო წყაროების საშუალებით;
·           გამოსაკვლევი საკითხის შესახებ  კითხვების დასმა;
·           ობიექტების კლასიფიკაცია მათი მახასიათებლების მიხედვით;
·           რაოდენობრივი მონაცემების აღრიცხვა, მათი ორგანიზება და  პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა;
·           გარემოზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების დაცვა.


8
      
ძირითადი თემები
სასწავლო წლის განმავლობაში გავივლით  თემებს:
მზის სისტემა
·        მზის სისტემა
·        როგორ იკვლევენ კოსმოსს
რუკა და გეოგრაფიული ობიექტები
·        ჰორიზონტი
·        ჰორიზონტის მხარეები
·        გლობუსი
·        რა არის რუკა
·        როგორ წავიკითხოთ რუკა
·        მთები
·        მდინარეები
ორგანიზმების განვითარება
·        ორგანიზმების ზრდა-განვითარება და გამრავლება
·        წიწვოვანი მცენარეების სასიცოცხლო ციკლი
·        ყვავილოვან მცენარეთა სასიცოცხლო ციკლი
·        მწერების სამეტაპიანი სასიცოცხლო ციკლი
·        მწერების ოთხეტაპიანი სასიცოცხლო ციკლი
·        ამფიბიების სასიცოცხლო ციკლი
·        ქვეწარმავლებისა და ფრინველების სასიცოცხლო ციკლი
·        ძუძუმწოვრების სასიცოცხლო ციკლი
მაგნიტი
·        მაგნიტი
მოგზაურები და აღმოჩენები
·        როგორ წარმოედგინათ დედამიწა ძველად
·        დედამიწის ფორმა და სიდიდე
·        ვინ იყვნენ პირველი მოგზაურები?
·        როგორ იკვლევდნენ გზას ძველად?
·        ვინ იყვნენ ვიკინგები?
·        მარკო პოლოს მოგზაურობა
·        ამერიკის აღმოჩენა
·        გზა ინდოეთისაკენ
·        კონკისტადორები
·        პირველი მოგზაურობა დედამიწის გარშემო
·        ავსტრალიის აღმოჩენა
·        აფრიკის შესწავლა
·        მოგზაურობა არქტიკასა და ანტარქტიდაში
·        თანამედროვე მოგზაურები და გამოკვლევები
თბოგამტარობა
·        სითბოს კარგი და ცუდი გამტარები
·        ჰაერი სითბოს ცუდი გამტარია
·        სითბოს შენარჩუნება
·        როგორი სახლები აქვთ ცხოველებს?
გარემოსთან შეგუება
·        გარემოსთან შეგუება
·        თავდაცვა
·        შეფერილობა
·        სადაც ძალიან ცხელა
·        ზამთრისთვის მზადება
·        შთამომავლობაზე ზრუნვა
·        ერთად ცხოვრება
ბგერა
·        ბგერები ჩვენს ირგვლივ
·        ბგერები და რხევები
·        ჰაერის გავრცელება
·        როგორ გვესმის?
·        ბგერა და მუსიკა
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
·        რა არის ჯანმრთელობა?
·        ჯანსაღი კვება
·        საკვების შენახვა
·        უსაფრთხო საკვები
·        კვების ჰიგიენა
·        სუნთქვის ჰიგიენა
უსაფრთხოება
·        დავიცვათ მოძრაობის წესები
·        ცეცხლი-მტერი თუ მეგობარი?
·        მზის დაკვრა და გადაციება
·        უსაფრთხოების წესები ჭექა-ქუხილისას.
გარემოზე ზრუნვა
·        კოცონი
·        გარემოს ცვლილება
·        გარემოს დაჭუჭყიანება
·        დავიცვათ თავი ნარჩენებისგან!






9

სასწავლო საგნის შესწავლის ამოცანები
ვეცდები, რომ მოსწავლეებს განვუვითარო შემდეგი  უნარები; 
ცოდნა:
·           ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
·           სამყაროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;
·           დედამიწა და გარესამყარო;
·           გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.
მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
·           დაკვირვება, აღწერა;
·           კვლევის საგნის განსაზღვრა;
·           კვლევის ეტაპების განსაზღვრა;
·           აღრიცხვა;
·           კლასიფიკაცია;
·           გაზომვა;
·           კომუნიკაცია;
·           მონაცემების  ინტერპრეტაცია;
·           განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა;
·           ცდის დაგეგმვა;
·           ცდის ჩატარება;
·           მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
·           მოდელის შექმნა და გამოყენება.
დამოკიდებულება:
·           ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ;
·           საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება;
·           ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
·           თანამშრომლობის სურვილი;
·           გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
·           უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.

                                                       

10

სასწავლო საგნის შესწავლისთვის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
მოსწავლეებს გააჩნიათ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აუცილებელია ახალი ცოდნის მისაღებად. მათი დიდ უმრავლესობას  უკვე შეუძლია სახელმძღვანელოზე დამოუკიდებლად მუშაობა. განვითარებული აქვთ წყვილებში, ჯგუფებში მუშაობის უნარი, აგრეთვე, შეუძლიათ მარტივი პრეზენტაციების ჩატარება;

11


სწავლების ორგანიზება
·         საკლასო მენეჯმენტი
·         მეცადინეობის ფორმები

კლასში 28  მოსწავლეა. გაკვეთილები ჩატარდება როგორც მთლიან კლასთან, ასევე, დაიგეგმება წყვილებში მუშაობა და ჯგუფური მუშაობის სახეები. მუშაობის ამგვარ ფორმას მოსწავლეები უკვე დაუფლებულია არიან. კურსის შესწავლის ფორმებად გამოვიყენებ: სამფაზიან გაკვეთილს, მოკლე პროექტგაკვეთილს და ხანგრძლივ პროექტებს. მსგავსი სამუშაოები მოსწავლეებთან წინა კლასებშიც ჩატარებულა.

12

სწავლების მეთოდები
 გამოვიყენებ სწავლების  მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს:
·         დიდაქტიკური,
·         სოკრატული,
·         პრობლემაზე ორიენტირებული,
·          კეთებით სწავლება,
·         დიფერენცირებული მიდგომის მეთოდები...

13

სასწავლო კურსის სწავლების შეფასება
შეფასება იქნება განმავითარებელი. კომენტარები ინება აღწერილობითი, შეფასებითი და შეფასებით-აღწერილობითი. შემუშავებული იქნება მოსწავლეთა ცოდნის  ზოგადი და კონკრეტული შეფასების რუბრიკები.ასევე, შემუშავდება თვითშეფასების რუბრიკები -მოსწავლისა და მასწავლებლის.

14

რესურსები
სახელმძღვანელო, ბუკი, პროექტორი,
 სხვადასხვა შემეცნებითი ლიტერატურა,
სხადასხვაგვარი პოსტერები,
ელექტრონული სასწავლო პროგრამები,
ინტერნეტში მოძიებული მასალა.















15














მისაღწევი შედეგები და კომპეტენციები






ცოცხალი სამყარო

ბუნ.IV.1.მოსწავლეს შეუძლია  ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.

ბუნ. IV.2. მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის  ნიშან-თვისებების ადაპტაციური მნიშვნელობა.

სხეულები და მოვლენები
ბუნ.IV.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს   სითბოს გამტარები და არაგამტარები.

ბუნ.IV.4.მოსწავლეს შეუძლია  მაგნიტის მოქმედების აღწერა.
ბუნ.IV.5.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს  ბგერის წარმოქმნა და მისი წყაროები.

დედამიწა და გარესამყარო
ბუნ.IV.6.ოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა.
ბუნ.IV.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.
ბუნ.IV.8. მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა.

ადამიანი და გარემო
ბუნ.IV.9.მოსწავლეს შეუძლია  პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის  წესების  დაცვა.
ბუნ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია  უსაფრთხო ქცევის წესების  დაცვა.
ბუნ.IV.11.ოსწავლეს შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების  დაცვა.


16



სამუშაო დისციპლინა (გაცდენები, დავალიანებები, აღდგენები, საჯარიმო ზომები, წახალისება)

სასწავლო გარემო იქნება მოწესრიგებული, უსაფრთხო.  საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ვიზრუნებ, რომ მოსწავლემ აღადგინოს გაცდენილი გაკვეთილი. ამ მიზნით, მოვაწყობ დამატებით მეცადინეობებს. საშინაო დავალების არქონის ან გაკვეთილის არცოდნის შემთხვევაში, მოსწავლეს დაეკისრება დავალიანება- გავაკონტროლებ, რომ მან ჩემ მიერ მითითებულ ვადაში შეასრულოს დავალება, ისწავლოს გაკვეთილი. ვეცდები, ამ ასაკის მოსწავლეებთან საჯარიმო ზომები არ გამოვიყენო. წახალისების მიზნით, შევაქებ, დავაჯილდოვებ მადლობის ფურცლით, ქების სიგელით, სიმბოლური საჩუქრებით...






















No comments:

Post a Comment