სადამრიგებლო პროგრამა


დიმიტრი  უზნაძის  სახელობის  თბილისის  22-ე  საჯარო  სკოლა
კლასის დამრიგებლის პროგრამა
ნ ე ს ტ ა ნ    კ უ პ რ ა ვ ა

მეოთხე კლასი
2014-2015 სასწავლო წელი


ჩვენ ვსწავლობთ არა სკოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის!




მეოთხეკლასელი  მოსწავლის დახასიათება
·         უჩნდება ინტერესი საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ;
·         შეუძლია მსჯელობა საკუთარ უნარებსა დაშესაძლებლობებზე;
·          სწავლა მისი  წამყვანი საქმიანობა ხდება;
·          კარგად იცის, რაც ევალება;
·         სწავლაში წარმატების მიღწევა მისთვის მნიშვნელოვანია;
·         ღიად საუბრობს თავის განცდებზე;
·         იცვლება უფროსებთან ურთიერთობის სტილი;
·         აქცენტს აკეთებს საკუთარი უფლებების დაცვაზე;
·          უვითარდება  ნებელობა, შეუძლია იმპულსების შეკავება, მეხსიერებისა და ყურადღების მართვა;
·         შეუძლია სტანდარტული ამოცანების შესრულება, ნიმუშებით ხელმძღვანელობა;
·         შეუძლია ერთმანეთისგან გამიჯნოს ფანტაზია და რეალობა;
·         თანდათან უფრო დამოუკიდებელი ხდება;
·         იწყება იდეალის, როგორც ქცევის შინაგანი ორიენტირის ჩამოყალიბება;
·         მასწავლებელი თანდათან კარგავს მის ცნობიერებაში იდეალური პიროვნების „ხატს“;
·         მეგობრებთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება;
·         უფრო ყურადღებიანია;
·         შეუძლია თამაშის მართვა ინსტრუქციებით;
·         რეალისტურად აფასებს ადამიანებს;
·         უფრო კარგად შეუძლია თვითშეფასება;
·         უჩნდება ინტერესთა ახალი სფეროები;
·         ბევრი მათგანი ითავსებს ლიდერის როლს;
·         სირთულეების დროს მეგობარს მხარში უდგას;
კლასის დამრიგებლის მუშაობის პრინციპები
·         აღზრდის მთლიანობა,(მოსწავლის ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარება);

·         შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა-(მოსწავლეებში განსაკუთრებული ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა-განვითარება, მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენისთვის საჭირო პირობების შექმნა, მათი ძალების აქტივაცია);

·         მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა საგაკვეთილო  და  საკლასო საქმიანობებში- (პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება, სირთულეების მოგვარების უნარ- ჩვევების გამომუშავება, თავისუფალი პიროვნების ფორმირება, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება);

·         თანამშრომლობის პრინციპი;
(თანატოლებში აღიარება, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთნდობა);

·         ბავშვებისთვის თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა, ბავშვის უფლებების დაცვა;

სადამრიგებლო პროგრამის მიმართულებები
·         მოსწავლეთა პიროვნული და მორალური განვითარება;
მიზანი: საკუთარი უნიკალობის გრძნობის, სხვა პიროვნებისადმი ემპათიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, საკუთარი პოზიციების დაცვა, ტოლერანტობა...
·         გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;
გარემოს დაცვის მოთხოვნილების განვითარება; იმ აზრის დამკვიდრება, რომ გარემოს დაცვა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის;
·         ცხოვრების ჯანსაღი წესი;
მიზანი:  პირადი ჰიგიენის დაცვის მოთხოვნილების განვითარება, სწორი კვება, დღის რეჟიმის დაცვა, სპორტის მნიშვნელობა, აქტიურობა,იმის გააზრება, რომ  ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკუთარი თავისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.
·         უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
უსაფრთხოების წესების დაცვა სკოლაში და მის გარემომცველ სივრცეში, საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა, ძალადობის მანკიერების გააზრება;
·         მოქალაქეობრივ- პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
მიზანი: საკუთარი ქვეყნისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, სამშობლოს სიყვარულის გრძნობის განვითარება, ინფორმაციის მიწოდება ისტორიული მოვლენების, ცნობილი პიროვნებების შესახებ, საკუთარი თავის, ეზოს, ქუჩის, ქალაქის, სოფლისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
·         თვალსაწიერის გაფართოება;
მიზანი: მრავალფეროვანი ტექსტებით, ეფექტური სტრატეგიებით გააზრებული კითხვის უნარის განვითარება, მოსწავლეებში ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევებისადმი  ინტერესის გაღვივება.
·         წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერება;
          მიზანი: გააზრებული კითხვის და მოსმენის უნარის განვითარება, კითხვის ტექნიკის განვითარება, ანალიზის, მსჯელობის,პრეზენტაციის უნარის განვითარება, შემოქმედებითი უნარები.
კლასის დახასიათება

კლასში მიმდინარე წელს 28  მოსწავლე სწავლობს,-11 გოგონა და 17  ბიჭი. ბავშვებს მოსწონთ სკოლაში ყოფნა, ერთმანეთთან ურთიერთობა. საკლასო კოლექტივი მეგობრულია.

კლასში 2 აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეა, 4 მოსწავლე სოციალურად დაუცველია. ბავშვები უზრუნველყოფილი არიან სასწავლო ნივთებით, სახელმძღვანელოებით.

ბიჭები პატივისცემით ექცევიან გოგონებს, ასევე პატივს სცემენ უფროსებს. მასწავლებელი თანამშრომლობენ და ცდილობენ, მისი დავალება შეასრულონ.

უყვართ კონკურსის ტიპის  ღონისძიებები, სპორტის გაკვეთილები, შემეცნებითი და მოძრავი თამაშები.

საკლასო ოთახი მოწესრიგებულია, უსაფრთხო, საკმაოდ მიმზიდველი. მოსწავლეები ინტენსიურად სწავლებაში იყენებენ კომპიუტერს.  ზოგადად, სწავლა არ უჭირთ, ახალ მასალას ადვილად იგებენ.

მშობლები კეთილგანწყობილები არიან სკოლისადმი. ხშირად გამოხატავენ მასწავლებლის დახმარების სურვილს.  

მოსწავლეთა სწავლისათვის და აღზრდისათვის კლასში კარგი ატმოსფეროა შექმნილი.








კლასში ჩასატარებელი აქტივობები

#

თემატიკა
სადამრი
გებლო საათების რაოდენობა

შენიშვნა





1






2




3





4


5



6


7


7


8



9



10



11


12




13



14


15.


16








17




18



19



20



21

პიროვნული და მორალური განვითარება

რეგულარულად, თვეში ერთხელ მშობლებს მივაწვდი მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემების თუ წარმატების შესახებ ინფორმაციას;

ზაფხულის შთაბედილებები
ახალი საკლასო წესების შემუშავება;

ჩვენი უნარები დაშესაძლებლობები, წარმატება, როგორ უნდა იყოს მეოთხეკლასელი წარმატებული?
უნარებს+შრომისმოყვარეობა=წარმატებას;

ადამიანის უნიკალობა, ჩვენი სამყარო, ინტერესები, საყვარელი საქმიანობა;

მინდა, გავხდე კულტურული ადამიანი და ღირსეული მოქალაქე;

კულტურული ადამიანის, რირსეული მოქალაქის დახასიათება, აუცილებელი თვისებები, ქცევა;
ბავშვის უფლებები-განხილვა



ბავშვთა ვალდებულებები


საკუთარი თავის და სხვისი პატივისცემა


როდის ვარღვევთ სხვის უფლებებს? ჩვენი უფლებები როდის ირღვევა?

ჩვენ შეგვიძლია კონფლიქტების მოგვარება;


ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა


ცვლილებები; როგორ ვიზრდებით, ვვითარდებით, რა გვეხმარება ზრდასა და განვითარებაში?


რაა საჭირო იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელი ადამიანი?


რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების სტილი?

რა ზიანი მოაქვს მავნე ჩვევებს ადამიანისათვის?


ქცევა არასტანდარტულ სიტუაციებში, სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობა უცნობებთან ურთიერთობაში;





ქუჩაში მოძრაობის წესები, საჭირო ტრანსპორტი, უსაფრთხოების წესები;

რა ცოდნა და უნარი შეიძლება შევიძინოთ ზაფხულის განმავლობაში?

კომპიუტერი, ინტერნეტი,-მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები;

საყვარელი ფილმის გმირები, ლიტერატურული პერსონაჟები;


გამოჩენილი პიროვნებები, ხელოვნების ქმნილებები,
სამეცნიერო აღმოჩენები.










თვეში
ერთხელ


1სთ.




1სთ.





1სთ.



1სთ.



2 სთ.

 2 სთ.



2 სთ.


2სთ.



2სთ.



2 სთ.



2სთ.



1სთ.



2სთ.



1სთ.


1სთ.




1სთ.








2 სთ.



1სთ.



1სთ.


1 სთ.




2 სთ.


























































ბუნებისმეტყველებასთან ინტეგრირებულად





ფსიქოლოგთან ერთად;



















ქართულთან, ისტ-თან ინტეგრირებულად;




შესაძლებელია ქართულთან, ხელოვნებასთან, მუსიკასთან ინტეგრირებულად.













კითხვის საათი ჩატარდება კვირაში ერთხელ,- კითხვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით
კითხვის საათისთვის შერჩეული ლიტერატურა
·          
·         ინანიშვილის მოთხრობები-„სად ცხოვრობს მეზღაპრე“
·         „მერი პოპინსი“
·         საბავშვო ენციკლოპედიები
·         ნოდარ დუმბაძის მოთხრობები
·         გოდერძი ჩოხელის საბავშვო მოთხრობები
·         მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“
·         ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“
·         ოტია იოსელიანის საბავშვო მოთხრობები
·         ასტრიდ ლინდგრენი-„ყაჩაღის ასული რონია“
·         ასტრიდ ლინდგრენი-„ძმები ლომგულები“
·         ასტრიდ ლინდგრენი-„ჩვენ სალტკროკელები ვართ“
·         კასტრიდ ლინდგრენი-„კალე ბლუმსკვიტის თავგადასავალი“
·         ასტრიდ ლინდგრენი-„მაწანწალა რასმუსი“
·         ტარიელ ხავთასი „ ყველაფერი ცხოველების შესახებ“







1



2


3


4




5


6



7






8








9


















ჩასატარებელი ღონისძიებები


სასწავლო პროექტი-„ ჩვენი ადგილი ევროპაში“

პროექტგაკვეთილები სხვადასხვა საბუნებისმეტყველო თემაზე;


ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება;

პოეზიის საღამო-ფოლკლორის ნიმუშებზე: „მზეო, ამოდი, ამოდი!“

ბავშვების ნამუშევრების გამოფენები;


ლიტერატურული სპექტაკლი:
„მივიწყებული ქვეყანა“


ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა




ორგანიზება, რომ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ „king’s”-ის შემოდგომისა და გაზაფხულის ოლიმპიადებში:





მშობელთაჩართულობის პროგრამის გაგრძელება, -მშობელთა ნამუშევრების გამოფენები, -ე. წ. „სემინარის“ მოწყობა მშობელთათვის საჭირო საკითხებზე;








სექტემბერი-ნოემბერი


პერიოდულად


სემესტრში სამი გაკვ.

მარტი



პერიოდულად სასწავლო წლის მანძილზე

აპრილი



1 ივნისი







შემოდგომა
გაზაფხული






მაისი















































მშობლებთან თანამშრომლობით
კლასის ხელმძღვანელი: ნესტან კუპრავა
დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლა

2015-2016   სასწავლო წელი

No comments:

Post a Comment