ქართული
ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება
სამოდელო
გაკვეთილი
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
ბუნებისმეტყველება
|
კლასი: მეექვსე
მასწავლებელი: ნესტან კუპრავა
|
თემა: მგელი
|
|
დრო: ერთი
საგაკვეთილო საათი
|
|
შესავალი
|
|
გაკვეთილის მიზანი: წაკითხული საინფორმაციო ტექსტის გააზრება , სხვადასხვა
რეგისტრის სიტყვების მნიშვნელობის გააზრება, მიღებული ცოდნის შეჯამება, კითხვის საინტერესო
სტრატეგიის დაუფლება: “მარტივი დარგობრივი ტექსტის შექმნა“.
|
|
სწავლის შედეგები:
|
|
დამოკიდებულება: ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია
პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში
ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების
შესახებ.
·
გამოხატავს უშუალო,
ცოცხალ განცდასა და დაკვირვებაზე დაფუძნებულ შეხედულებებს მისთვის მნიშვნელოვან,
პრობლემურ საკითხზე მსჯელობის დროს;
ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით
გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.
·
ამოკრებს ტექსტიდან აზრობრივი
თვალსაზრისით მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ადგილებს;
·
სვამს კითხვებს წაკითხული ტექსტის
უკეთ გააზრების მიზნით;
|
|
ცოდნა: მოსწავლეები ისწავლიან, თუ როგორია მგელი,
მისი ცხორების წესის შესახებ ინფორმაციებს,
ახალ სიტყვებს, ლექსიკური ერთეულების გააზრებისთვის
გამოსაყენებელ ახალ სტრატეგიებს, საკითხის გააზრებას ექვსი მიმართულებით;
|
უნარი: მოსწავლეები განავითარებენ კითხვის უნარს,
ახალი სტრატეგიების გამოყენების უნარს, წაკითხული
ტექსის გააზრების უნარს, შეეჩვევიან წყვილში
მუშაობას, განავითარებენ მოსმენის კულტურას;
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და
არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
·
ახალ ინფორმაციას აკავშირებს
არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებასთან;
·
ამოიცნობს და ერთმანეთთან
აკავშირებს ტექსტში არსებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას;
·
განარჩევს ვარაუდს
ფაქტისაგან, ფაქტს - თვალსაზრისისაგან;
·
ამოიცნობს მოვლენებს,
ფაქტებს, მოქმედებებს შორის არსებულ ლოგიკურ
და ქრონოლოგიურ კავშირებს;
·
გამოაქვს დასკვნა მთლიანი
ტექსტის გააზრების საფუძველზე;
ქართ. VI. 13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება.
·
ტექსტის სახისა და საკითხავი ამოცანის გათვალისწინებით ირჩევს კონკრეტულ სტრატეგიას/მიდგომას
და ხსნის თავის არჩევანს;
·
იხსენებს, გამოუყენებია თუ
არა მსგავსი სტრატეგიები სხვა საგნებში საკითხავი
დავალებების შესრულებისას; მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელ საგნებში და/ან რა სახის
ტექსტების წაკითხვისას შეიძლება აღნიშნული სტრატეგიების გამოყენება;
ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
წერს სხვადასხვაგვარ თხზულებას,
ინფორმაციულ ტექსტს სპეციალური ტერმინოლოგიის
გამოყენებით;
·
ავლენს ფაქტისადმი (მოვლენისადმი)
საკუთარ დამოკიდებულებას; ახერხებს მის ემოციურ შეფასებას შესაფერისად შერჩეული ლექსიკური
და გრამატიკული საშუალებების გამოყენებით;
ბუნებისმეტყველება:
·
შეუძლია საგანთა
დიფერენცირება, დახასიათება რაღაც ნიშნის მიხედვით;
|
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა:
მოსწავლეებს
უკვე აქვთ გარკვეული უნარი წაკითხული ტექსტის
გასააზრებლად შეუძლიათ კითხვის ახალი სტრატეგიების გამოყენება, თუმცა დღეს გამოსაყენებელი
რამდენიმე სტრატეგია მათთვის უცნობია. მათ
შეუძლიათ სიტყვების კონტექსტში სიტყვის მნიშვნელობის
გააზრებაც. ვფიქრობ, შევძლებ ამ გაკვეთილით დასახული მიზნების განხორციელებას;
|
გაკვეთილის გეგმა
|
||||||
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:
მოსწავლეები მერხებთან სხედან წინასწარ შერჩეულ დიფერენცირებულ
ჯგუფებად;
|
||||||
სასწავლო მასალა: წინასწარ მოზადებული ტექსტები, მცირე მოცულობის ვიდეოფილმი მგელზე, განმავითარებელი
შეფასების სქემები: მოსწავლეთა თვითშეფასების
ფურცლები. „ვარსკვლავები და საფეხურები“
|
||||||
გამოყენებული მეთოდები და სტრატეგიები
|
||||||
·
სლაიდ-შოუს ჩვენება;
·
სტრატეგია „ვენის დიაგრამის“ გამოყენება საგნის დასახასიათებლად;
·
ტექსტის კითხვა დიფერენცირებული
მიდგომით-ჯგუფებში;
·
სქემა ინფორმაციის დასახასიათებლად;
·
მარტივი დარგობრივი ტექსტის შექმნა;
·
უკუკავშირი-სხვადასხვა დონის შეკითხვების
დასმა;
·
სტრატეგია „კუბის გამოყენება ინფორმაციების
განხილვისთვის;
·
სქემა: “რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი“
·
თვითშეფასების სქემის გაცნობა და
მისი შევსება;
|
||||||
პირველი ეტაპი-წაკითხვამდე
გაკვეთილის ძირითადი მიზნების გაცნობა
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს, ვეტყვი,
რომ დღეს წავიკითხავთ საინტერესო ტექსტს
მგელზე;
ტექსტების მოკლე
მომოხილვა
მოკლედ მიმოვიხილავ
ტექსტს, გავამახვილებ მათ ყურადღებას შემეცნებითი
ტექსტების თავისებურებაზე;
სლაიდ-შოუს
ჩვენება
პროექტორით ვაჩვენებ მოკლე ვიდეოფილმს მგლების ცხოვრებაზე, მოსწავლეთა ყურადღებას ცხოველის გარეგნობაზე, ცხოვრების წესზე, კვებაზე,
საცხოვრებელ გარემოზე...
შედარების სქემით-“ვენის დიაგრამით” მოვახდენთ
მგლის შედარებას ძაღლთან.
მეორე ეტაპი
ტექსტის კითხვა
მოსწავლეები
ტექსტს კითხულობენ ჯგუფებში დიფერენცირებული მიდგომით. ტექსტები წინასწარ მაქვს გამზადებული
და დარიგებული. ასევე წინასწარ ვარიგებ სქემას მარტივი დარგობრივი ტექსტების შესადგენად.
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტებს-ორი ჯგუფი დამოუკიდებლად, ორი ჯგუფი-წყვილებში,
ორიც-ჩემი და კარგი მკითხველი მოსწავლეების დახმარებით. ბავშვებს ვეუბნები, რომ გახაზონ
გაუგებარი სიტყვები და გამოთქმები.
მესამე ეტაპი
კითხვის შემდეგ
თითო მოსწავლე ჯგუფებიდან კლასს მოუთხრობს წაკითხულ ინფორმაციას. ვუსვამ სხვადასხვა
დონის სააზროვნო შეკითხვას.
ახალ სქემას „მარტივი დარგობრივი ტექსტები“ (გეგმას
დაერთვის დანართის სახით) ვავსებინებ დაფაზე.
მოსწავლეებს იგი თავიანთ სამუშაო ფურცელზეც გადააქვთ.
უკუკავშირი
აქტივობა-„თოვლის გუნდები“-მოსწავლეებს ვავალებ, თითო წინადადებით დაწერონ, რა
იყო დღევანდელ გაკვეთილზე გამორჩეული.
ვურიგებ გაკვეთილის
შეფასებისა და თვითშეფასების ფურცლებს, ვუხსნი, როგორ შეავსონ იგი, ამავე სქემაში
მოსწავლეები იმასაც აფიქსირებენ, თუ რა ისწავლეს დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი.
საშინაო დავალება
უნდა შეავსონ სქემის
ცარიელი ველი დღეს შევსებული ნიმუშის მიხედვით,-ინფორმაცია დათვზე,-შეადგინონ მცირე
ზომის მარტივი შემეცნებითი ტექსტი,-ნიმუშად გამოიყენონ დღეს შევსებული ცხრილი;
2016 წელი. მაისი
|
No comments:
Post a Comment