მიმდინარე
სასწავლო წელს უმცროსკლასელთა კითხვითი წიგნიერების განვითარების მიზნით შევქმენი შემდეგი
სასწავლო რესურსი:
ირგვლივ მწვანე ზაფხულია
საზაფხულო წიგნი უმცროსკლასელთათვის
საკითახავი ტექსტების, საწერი სავარჯიშოების, გასაფერადებლების, თავსატეხების, ლაბირინთებისა და სხვა ილუსტრირებული კრებული
საკითახავი ტექსტების, საწერი სავარჯიშოების, გასაფერადებლების, თავსატეხების, ლაბირინთებისა და სხვა ილუსტრირებული კრებული
აღნიშნული
საკითხავი კრებული გაგრძელებაა გასულ სასწავლო წელს შექმნილი მსგავსი საზაფხულო კრებულისა.
იგი მეორე წიგნია, ამჯერად სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის,-მესამეკლასელი მოსწავლეებისთვის
შექმნილი.
აღნიშნული რესურსი შესაბამისობაშია საგანმანათლებლო მიზნებთან, იგი ეფუძნება ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. რესურსი ორიგინალურია,
უნიკალური, ჩემი შემოქმედებითი პროდუქტია და
ამდენად, მას ანალოგი არ მოეპოვება. იგი გარკვეულ დახმარებას გაუწევს უმცროსკლასელ მოსწავლეებს კითხვის უნარ-ჩვევათა
დაუფლებაში, დაეხმარება მშობლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, შვილებს კითხვა
შეაყვარონ. კრებული გამოადგება ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც
დაინტერესებულია მოზარდთა კითხვითი წიგნიერების განვითარებით და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვით.
რესურსი შესაბამისობაშია მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებთან, შინაარსობრივად გამართულია
და იძლევა ე.ს. გ-ს გამჭოლი კომპეტენციების განვითარების საშუალებას.
გასულ სასწავლო წელს
ჩემი მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებზე იყენებდნენ
მსგავს საკითხავ კრებულს,- საზაფხულო საკითხავი კრებულის პირველ ნაწილს. როგორც ბავშვებმა,
ისე მათმა მშობლებმაც დიდი კმაყოფილება გამოხატეს წიგნის მიმართ. ისინი ხშირად მეკითხებოდნენ,
გავაგრძელებდი თუ არა ამ საქმეს, ექნებოდათ
თუ არა ახალი საზაფხულო წიგნი. ხშირად მირეკავდნენ ან სოციალურ ქსელში მეკონტაქტებოდნენ
მასწავლებლებიც, რომლებიც კრებულის პირველ ნაწილს ინტერნეტში უკვე გაეცნენ.
მოსწავლეების გამოკითხვა დამეხმარა ბევრი რამ გამეგო ბავშვების
ინტერესებზე: რის შესახებ აინტერესებდათ მათ კითხვა, რომელი ტიპის სავარჯიშოები მოსწონდათ,
როგორ თავსატეხებზე სურდათ მუშაობა.
კრებულში შეტანილი სხვადასხვა
ჟანრის ტექსტები. ყველა ტიპის სავარჯიშოს ანალოგები აპრობირებულია ჩემს მოსწავლეებთან, აქ შეტანილი პიესები გამოცდილია ჩვენს „მკითხველთა
თეატრში,“ ამდენად, დარწმუნებული ვარ, რომ შერჩეული მასალა მეორე-მესამეკლასელი მოსწავლეებისთვის
გასაგები და მისაწვდომია.
საკითხავი კრებული ხელმისაწვდომია ყველა
დაინტერესებული პირისთვის. იგი განთავსებულია ჩემს ბლოგზე, შემდეგ მისამართზე:
და გაზიარებულია გუგლის საიტებზე.
ყველა მსურველს შეუძლია წაიკითხოს ეს კრებული ონლაინ რეჟიმში ან ჩამოტვირთოს და და სამუშაო წიგნად გამოიყენოს.
წიგნი არ არის განკუთვნილი
მხოლოდ კითხვის მაღალი მზაობის მქონე მოსწავლეებისთვის. ვფიქრობ, აქ ყველა ბავშვი ნახავს თავისი ინტერესების შესაფერის
მასალას, საინტერესო სავარჯიშოები მოტივირებას
გაუწევს კითხვით დაინტერესებას.
ამრიგად,
სასწავლო რესურსის შექმნის
მიზანია:
• უმცროსკლასელ მოსწავლეთა კითხვისთვის მოტივირება განსხვავებული, სახალისო,
ვიზუალურად კარგად გაფორმებული მასალის კითხვით;
•
უმცროსკლასელთა კითხვის მოქნილობის განვითარება;
•
წაკითხული ტექსტების გააზრება;
•
განხორციელება ძირითადი კიგნიტური სფეროს მიზნებისა-წაკითხული მასალის დამახსოვრება, ინტერპრეტაციის პრობლემების გადაწყვეტა, ანალიზის, სინთეზის და შეფასების განხორციელება.
•
ემოციურ-ღირებულებითი სფეროს მიზანთა განხორციელება -უნართა ფორმირება, მიმართებების ჩამოყალიბება და სინამდვილის შემეცნება;
•
განხირციელება აქტიური სწავლების სამივე ძირითადი ეტაპისა: ა). ბავშვის მოტივირება საინტერესო საკითხავი მასალით; ბ). წარმოდგენილი საკითხის დამუშავება და ანალიზი; გ). შეჯამება;
კრებულის მოკლე მიმოხილვა
ეს კრებული ერთ-ერთი ალტერნატივაა ზაფხულის
არდადეგებზე საკითხავი წიგნებისა. მშობლები ხშირად მეუბნებიან, რომ მათ საკმაოდ უძნელდებათ ზაფხულში უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვისთვის საკითხავი წიგნის შერჩევა. ხშირად
მათ მიერ შერჩეული ტექსტები ზედმეტად რთულია ან ზედმეტად მარტივი.
ასეთ
კითხვას ბავშვები ხშირად გულგრილად ეკიდებიან.
უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეს სჭირდება მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული წიგნი,
ისეთი,
რომ შეძლოს გამოიწვიოს ბავშვის პროვოცირება კითხვით,
წერით.
კრებულში მრავლადაა ისეთი სავარჯიშოები,
რომლებიც პატარების ინტერესს გამოიწვევს. ასეთებია: ძირითად საკითხავ ტექსტს დართული გრაფიკული სქემებისა და ცხრილების
შევსება, ლაბირინთები,
სხვადასხვაგვარი თავსატეხი... კრებული უხვადაა ილუსტრირებული, რაც თავის მხრივ, დამატებითი
მოტივაციაა საკითხავი მასალით დაინტერესებისთვის.
კრებულში საკითხავი მასალა ინტეგრირებულია. ტექსტები და სავარჯიშოები მოიცავს ქართული ენის, ბუნებისმეტყველების,
ხელოვნების სფეროებს. მასში მრავლადაა სახატავი მასალა,
გასაფერადებლები...
საკითხავი ტესტები გათავისუფლებულია ზედმეტი,
მშრალი დიდაქტიკისგან. ტექსტური
მასალა, ნაწარმოებთა საინტერესო სიუჟეტები
მოსწავლეს ჩააფიქრებს სხვადასხვა ზნეობრივ ღირებულებებზე,
ფასეულობებზე.
ტექსტური მასალა ბავშვებს მოუთხრობს მსოფლიოში მოგზაურობაზე,
მეგობრობაზე, თანადგომაზე, ადამიანთა შორის თანასწორობაზე, შრომისმოყვარეობაზე, თავმდაბლობაზე,
სიმამაცეზე, თავისუფლებისკენ სწრაფვაზე, საერთო საქმის კეთებაზე,
ტყუილის მავნებლობაზე,
ადამიანის მოვალეობებზე, ზღაპრულ ამბებზე, ცხოველთა სამყაროზე, ბუნების სიყვარულზე, ბუნების დაცვა-გაფრთხილებაზე...
გარდა მხატვრულისა, კრებულში
შეტანილია ინფორმაციული ტექსტებიც,-მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. ყურადსაღებია,
რომ ამ ასაკის ბავშვებს აინტერესებთ ინფორმაციები კოსმოსზე, ცხოველთა სამყაროზე, საინტერესო
გამოგონებებზე... წიგნში მოიძებნება ისეთი ტექსტებიც, რომლებიც მხატვრულ-ინფორმაციულია,-საინტერესო
სიუჟეტის მქონე, მაგრამ უტყუარი ფაქტების შემცველი.
საწერი სავარჯიშოები მრავალფეროვანია, საინტერესო და
დაძლევადი... ესენია: სიტყვებისა
და წინადადებების
შედგენა, საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემა, სურათის
აღწერა, მნიშვნელოვანი აზრის ამოწერა,
დასკვნების გაკეთება,
გამოტოვებული სიტყვების
ჩაწერა, წინადადებების
დასრულება, გარკვეული
საყრდენების დახმარებით
მოკლე შინაარსების
წერა, გრაფიკული სქემების შევსება...
საკითხავი
მასალა მოსწავლეებს განუვითარებს თვალსაწიერს,
მათ
განსაზღვრულ ცოდნას
მისცემს
გარემომცველი სამყაროს
შესახებ. კრებულში
მოცემული ტექსტების
გამაერთიანებელი თემატიკა ზაფხულია, მაგრამ
იგი დაკავშირებულია
ისეთ თემებთან,
როგორიცაა:
ჩვენი სოფელი,
ჩვენი სამშობლო, ჩვენი დედამიწა, მსოფლიო, ადამიანები
და ცხოველები,
ბუნება, მოგზაურობა,
დიდები და
პატარები, ბიჭები
და გოგონები,
ადამიანთა
შორის გარკვეული
უთანხმოებების
დაძლევა და სხვა.
საკითხავი
მასალა ჟანრობრივად
მრავალფეროვანია: ლექსები,
მოთხრობები, ზღაპრები,
ინფორმაციული
ტექსტები, კომიქსი, ინსტრუქციები სხვადასხვაგვარი
დავალებებისთვის,
კრებულში
წარმოდგენილი მრავალფეროვანი
მასალა განავითარებს ისეთ უნარებს,
როგორიცაა: წერის, კითხვის, წაკითხულის გააზრების , დაკვირვების, ანალიზისა
და სინთეზის,
შეფასების, კრიტიკული
აზროვნების, პრობლემების
გადაწყვეტის, მიღებული
ინფორმაციის რეალურ
ცხოვრებაში ტრანსფერის
უნარებს.
აღნიშნული სასწავლო რესურსის გამოყენების
შედეგად:
ჩემს მოსწავლეებზე -დამწყებ მკითხველებზე სხვადასხვა სახის დაკვირვების, გამოკითხვის, დიაგნოსტიკური
ტესტირებების შედეგად გამოვლინდა, რომ მათ, ასაკის შესაბამისად,
კარგად აქვთ განვითარებული კითხვის მოქნილობა, კითხვის შემდეგ იგრძნობა მათი
ემოციური დამოკიდებულება ნაწარმოების შინაარსთან, მოსწავლეებს აქვთ საკმაოდ მდიდარი ლექსიკა,
ადვილად მუშაობენ გრაფიკულ სქემებზე, ტესტირებულ სავარჯიშოებზე და სხვა. ისინი
გატაცებით მუშაობენ ისეთ სახალისო სავარჯიშოებზე, როგორიცაა: ლაბირინთები, განსხვავებები და სხვა თავსატეხები. ბავშვები იცნობენ და იყენებენ კითხვის რამდენიმე ეფექტურ სტრატეგიას,
მათ შეუძლიათ ისაუბრონ წიგნისა და ტექსტის სტრუქტურაზე, გააზრებული აქვთ კითხვისა და წიგნის სარგებლიანობა. მათ აქვთ საკმაოდ კარგი მოტივაცია
კითხვისადმი, შესაბამისად, იზრდება მათი ცოდნის
დონე და ვითარდება სხვადასხვა სასწავლო უნარი.
სასწავლო რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
აღნიშნული სასწავლო რესურსის („ირგვლივ მწვანე ზაფხულია“-საკითხავი კრებული
უმცროსკლასელთათვის) შექმნა განაპირობა ჩემმა სურვილმა, ხელი შევუწყო მოსწავლეთა წიგნიერების
განვითარებას, გასულ სასწავლო წელს მსგავს კრებულზე მუშაობის ეფექტიანობამ, მშობელთა
დაჟინებულმა თხოვნამ, ბავშვებისთვის მიმდინარე სასწავლო წელსაც შემექმნა საკითხავი
კრებული.
სასწავლო რესურსი ხელს უწყობს კითხვისა და წერის პროცესში მოსწავლეთა აქტიურად
ჩართულობას, პროცესის დასრულების შემდეგ ცოცხალ ინტერაქციას მოსწავლე-მასწავლებელს
(ან მოსწავლე-მშობელს) შორის და წაკითხულის ეფექტურად გააზრებას.
წიგნი შექმნილია II-III კლასის მოსწავლეებისათვის და შეესაბამება ამ სამიზნე
ჯგუფის ასაკობრივ თავისებურებებს. რესურსი შინაარსობრივად გამართულია, ორგანიზებულია,
თანმიმდევრული. იგი გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისთვის, მრავალფუნქციურია,-შესაძლებელია
მისი გამოყენება როგორც დამოუკიდებელი კითხვისთვის, ასევე კლასგარეშე კითხვის გაკვეთილებზე.
შესაძლებელია რესურსის მოდიფიცირებაც. მაგალითად: ჩემს კლასში სწავლობს
ორი სსსმ მოსწავლე. ისინი სიამოვნებით მუშაობდნენ სახალისო სამუშაოებზე, (ლაბირინთებზე, განსხვავებებზე, გასაფერადებლებზე),
მაგრამ ტექსტების წაკითხვა საკმაოდ გაუჭირდათ. მათთვის კითხვის გასაადვილებლად ვახდენდი
ტექსტების ადაპტირებას, ილუსტრაციებზე დაკვირვებით,
მისაწვდომი სავარჯიშოების შესრულებით მოსწავლეები დავალებას თავს ართმევდნენ.
სასწავლო რესურსი-საკითხავი წიგნი აპრობირებულია ჩემს მოსწავლეებთან კლასგარეშე
კითხვის გაკვეთილებზე (წიგნის ცალკეული თავები ან ანალოგები). იგი მოიცავს საკითხებს
ქართული ენის, ბუნებისმეტყველების, ხელოვნების სფეროებიდან. რესურსის გამოყენება შეუძლია
ყველა მსურველს, ვინაიდან იგი განთავსებულია ინტერნეტში და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
რესურსის გამოყენება მოსწავლეს ეხმარება: სამყაროს შესახებ განსაზღვრული
ცოდნის მიღებაში და თვალსაწიერის გაფართოებაში, კითხვისა და წერის უნართა განვითარებაში:
კითხვის მოქნილობა, წაკითხულის ტექსტების ანალიზი, სინთეზი, ტექსტებში დასმული პრობლემების შეფასება)...
სახალისო სავარჯიშოებით კითხვისადმი მოტივირებაში, კითხვის, ზოგადად, წიგნისადმი დადებითი
დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
საზაფხულო საკითხავის
კრებულის გამოყენების ინსტრუქცია მარტივია:
ბავშვები დამოუკიდებლად წაიკითხავენ საკითხავ ტექსტებს, გაიაზრებენ წაკითხულს და დამოუკიდებლად შეასრულებენ
წერით თუ სხვა სახის სავარჯიშოებს.
მხატვრულ და ინფორმაციულ ტექსტებს
ისინი უკეთ გაიაზრებენ ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით, ტექსტთან თემატურად დაკავშირებულ
გასაფერადებლებზე მუშაობით.
საწერი სავარჯიშოების შესრულებაში
პატარა მკითხველებს დიდ დახმარებას გაუწევს გრაფიკული სქემები, ცხრილები.
საწერი სავარჯიშოებისთვის წიგნში გამოყოფილია სპეციალური არეები,-სტრიქონები,
რომელშიც მოსწავლეები შეასრულებენ დავალებას.
არეები გამოყოფილია ხატვის სავარჯიშოებისთვისაც.
თხზულებების დაწერისას ბავშვები
გამოიყენებენ საყრდენებს,- მათთვის შეთავაზებულ განსაზღვრულ დახმარებას.
ზოგიერთი შეკითხვის ქვემოთ გამოტანილია ორი ან სამი სავარაუდო პასუხი.
მათგან მოსწავლეები შემოხაზავენ სწორ (ან მათთვის სასურველ) პასუხებს.
ბავშვები იხალისებენ ლაბირინთების, თავსატეხების ამოხსნით,-ამ შემთხვევაში
ისინი ლაბირინთში გაატარებენ ხაზს-მონიშნავენ სწორ გზას.
ნახატებში განსხვავებებზე დაკვირვებისას შემჩნეულ განსხვავებას სურათების
წყვილში შემოხაზავენ.
წიგნში ყოველ სავარჯიშოს წინ უძღვის ზუსტი და ლაკონური პირობა, რომელიც
მკითხველს უხსნის, თუ რა გააკეთოს, როგორ შეასრულოს
დავალება, რომელთა წაკითხვა მოსწავლეს მნიშვნელოვნად განუვითარებს დაკვირვების, პრობლემის
გადაწყვეტის უნარს.
კრებულის 130-ე გვერდზე, სარჩევში
მოსწავლეებს შეეძლებათ სასურველი ტექსტის მოძებნა.
კრებულის ბოლო გვერდზე მოსწავლეები შეძლებენ თვითშეფასებას სპეციალურად
მათთვის შექმნილი სქემით.
სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის
22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:
ნესტან კუპრავა
11.06.2018
სასწავლო რესურსი
ინტერნეტში განთავსებულია შემდეგ მისამართზე:
ახალი წიგნები
ირგვლივ მწვანე
ზაფხულია
II ნაწილი
No comments:
Post a Comment