სავალდებულო გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
II კლასი
სკოლა:
სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის 22-ე საჯარო სკოლა
მასწავლებლის სახელი,
გვარი, პირადი ნომერი: ნესტან კუპრავა
01007016705
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური,
კლასი: დაწყებითი
საფეხური მეორე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
25
სსსმ მოსწავლეთა
რაოდენობა: 2
გაკვეთილის თემა:
ზღაპარი გადაბრუნებულ კუზე-აღმოსავლური ზღაპარი
მისაღწევი შედეგები,
-ესგ-ში მითითებული ინდიკატორების შესაბამისად;
ქართ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და
ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
·
აღწერს და ახასიათებს ნაცნობ საგანს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
·
ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
ქართ. II. 6. მოსწავლეს
შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების
წაკითხვა და გაგება.
·
ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა სახელებს,
ცხოველს...);
ქართ. II. 7. მოსწავლეს
შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
·
ილუსტრაციების მიხედვით ამოიცნობს ტექსტის ან წიგნის შესაძლო შინაარსს;
·
ცდილობს, განმარტოს უცნობი სიტყვები
კონტექსტის მიხედვით:
·
გამოყოფს მითითებულ ან საჭირო
აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს.
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
გაკვეთილის მიზანი,-ე.ს.გ-ში მითითებული ინდიკატორების შესაბამისად;
·
ახალი ლექსიკური ერთეულების
გაცნობით მოსწავლეებს გაუმდიდრდეთ ლექსიკური მარაგი;
·
გაეცნონ კითხვის ახალ სტრატეგიას („კითხვა ხმამაღალი
ფიქრის მეთოდით“)
·
ივარჯიშონ გაწაფულ კითხვაში;
·
შეძლონ ტექსტის სტრუქტურაზე დაკვირვება;
·
შეძლონ ტექსტში გამოყენებულ ენობრივ ფორმებზე დაკვირვება;
·
შეძლონ ტექსტიდან მთავარი წინადადების/ აზრის გამოყოფა;
·
შეძლონ წაკითხული ტექსტის შეფასება;
სსსმ მოსწავლეებისთვის:
·
კლასთან ერთად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში;
·
შეძლონ მათთვის საგანგებოდ ადაპტირებული ტექსტიდან მარტივი სიტყვების ამოკითხვა;
·
შეძლონ ნახატების დალაგება წაკითხულის თანმიმდევრობის მიხედვით;
·
შეძლონ კონტურული ნახატის გაფერადება
და ობიექტის მარტივად აღწერა, რა არის და როგორია;
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსე ბი
|
დრო
(წთ)
|
1
|
აქტივობა- ინტერაქცია
მოსწავლეებთან
მასწავლებელი აცნობს
მოსწავლეებს საგაკვეთილო მიზნებს, დაუსვამს შეკითხვებს, თუ რას ნიშნავს, იყო კარგი
მკითხველი.
|
მარტივი ინტერაქცია მოსწავლეებთან
|
საერთო-საკლასო
|
საგანგებო რესურსს არ საჭიროებს
|
2 წთ.
|
2
|
ა. აქტივობა- მოტივირება და წინასწარი
ცოდნის გააქტიურება
მასწავლებელი წინასწარ
ამზადებს ლამაზად შეფუთულ ყუთს, რომელშიც დებს რაიმე საგანს, ჩვენს შემთხვევაში სათამაშო
კუს, ერთ-ერთი გამოძახებული მოსწავლე გამოდის, ჩაიხედავს ყუთში რამდენიმე წამით,
შემდეგ ახასიათებს საგანს რაიმე ნიშნის მიხედვით, მაგალითად: ფერის, ფორმის, ზომის
მიხედვით, ოღონდ ისე, რომ ბოლომდე არ ხსნის გამოსაცნობი ობიექტის მახასიათებლებს.
დანარჩენი მოსწავლეები ცდილობენ, გამოიცნონ საგანი.
აღნიშნული აქტივობა ავითარებს
დაკვირვების, მსჯელობის უნარს, ახდენს მოსწავლეთა პროვოცირებას ასახსნელი თემისადმი.
სსსმ მოსწავლეებისთვის:
აქტივობაში მონაწილეობენ სხვებთან ერთად.
|
მეთოდი-„იდუმალი ყუთი“
|
საერთო-საკლასო
|
ლამაზად შეფუთული ყუთი შიგ მოთავსე
ბული სათამაშოთი
|
3 წთ.
|
3
|
აქტივობა-წინარე
ცოდნის გააქტიურება
მასწავლებელი
კითხულობს გამოცანას:
ხმელეთისა, ან წყლისა,
პატარა, ან
დიდია,
ცნობილია სიდინჯით,
უწყინარი,
მშვიდია,
ნელა, ზანტად
მიცოცავს,
სახლი ზურგზე
ჰკიდია.
|
გამოცანის წაკითხვა
|
საერთო-საკლასო
|
საგანგებო რესურსს არ
საჭიროებს
|
1 წთ.
|
4
|
აქტივობა-სავარჯიშო-ცხოველთა
საბინადროები
მასწავლებელს დაფაზე (ან ფლიპჩარტზე) ორ სვეტად ჩამოწერილი
აქვს სიტყვები- ცხოველები და მათი თავშესაფრები.
მოსწავლეები გამოდიან და სიტყვებს ორივე სვეტიდან ერთმანეთთან ხაზით აკავშირებენ.
სსსმ მოსწავლეებისთვის:
ამ მოსწავლეებისთვის დავალება გამარტივებულია,-ფურცელზე მსხვილი შრიფტით
წერია მხოლოდ ორი ცხოველი და მათი ორი თავშესაფარი ( ადვილად გამოსაცნობი-მაგალითად:
ციყვი-ფუღურო, კუ-ბაკანი)
|
სავარჯიშოს შესრულება
|
წყვილებში მუშაობა
|
ფლიპჩარტზე წინასწარ მომზადებული სავარჯიშო
|
3 წთ.
|
5
|
აქტივობა-
ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა
maswavlebeli teqstidan SearCevs რამდენიმე sityvas (
ბაკანი, ბინადარი, ქარბორბალა, ყირამალა, განსაცდელი, გულს არ იტეხს), Camowers
მათ dafaze da sTxovs moswavleebs
ამ სიტყვების gamoyenebiT შეადგინონ წინადადებები.
მეორეკლასელების
შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხდება ამ მეთოდის ვარირება,-მოსწავლეები ადგენენ
მარტივ წინადადებებს, მასწავლებელი კი მათ
დაფაზე/ფლიპჩარტზე წერს.
სსსმ მოსწავლეებისთვის:
აქტივობაში მონაწილეობენ სხვებთან ერთად
|
სტრატეგია-შესაძლო წინადადებების შედგენა
|
საერთო-საკლასო
|
დაფა, ცარცი ან ფლიპჩარტი
|
4 წთ.
|
6
|
აქტივობა- ტექსტის წაკითხვა ეფექტური სტრატეგიით
„xmamaRali fiqris strategიa“ exmareba moswavles sakuTari azrovnebis
procesis kontrolSi da aumjobesebs azrovnebas;
ubiZgebs moswavles,
xelaxla gadaikiTxos winadadeba, teqstis garkveuli monakveTi;
ეხმარება mkiTxvels, Seanelos kiTxvis procesi da
gaakontrolos teqstis gaazreba;
Tu gakveTili aRniSnuli
meTodiT pirvelad tardeba, saWiroa maswavlebelma TviTon waukiTxos teqsti,
periodulad igi meTodis gamoyenebis
models TviTon unda aZlevdes. maswavlebeli xmamaRla aRwers azrovnebis process.
aRiwereba is konkretuli moqmedebebi, romelic wakiTxulis gageba-gaazrebas
emsaxureba. „xmamaRali fiqris“ meTodis daniSnulebaa moswavleebisTvis imis
Cveneba, Tu ra praqtikuli xerxebis moSveliebiT cdiloben kargi mkiTxvelebi
teqstis mniSvnelobis konstruirebas. meTodis gamoyeneba sasargebloa yvela
tipis teqstTan.
Mმისი gamoyeneba SesaZlebelia rogorc
wakiTxvamde, aseve kiTxvis procesSi.
maswavlebeli ambobs: dRes
me giCvenebT, Tu rogor kiTxulobs kargi mkiTxveli. amisTvis Sevecdebi, Cemi
fiqrebi xmamaRla warmovTqva. Cven erTad vimogzaurebT fiqrebis samyaroSi.
ganumartavs, rom fiqrebi gonebaSi kiTxvis procesშi ibadeba. afrTxilebs maT, rom შesaZlebelia maTi fiqrebi erTmaneTs ar
daemTxves.
maswavlebeli iwyebs kiTxvas
da teqstSi personaJebis monacvleobis mixedviT icvlis tembrs, tons,
intonacias, gamometyvelebas, pozas.
Tavdapirvelad, kiTxulobs
saTaurs da gamoaTqmevinebs varaudebs. „xmamaRali
fiqri“ saTauris dawyebisTanave iwyeba.
სათაურის
წაკითხვა
„ზღაპარი გადაბრუნებულ
კუზე“ xom saintereso saTauria? Zalian damainteresa.
Tqven? saTaurma raime xom ar gagaxsenaT?
ukiTxavs pirvel or
winadadebas.
teqstis wakiTxva
xdeba nawil-nawil. maswavlebeli
saWiroebisamebr cvlis strategiebs.
სtrategia: varaudebis gamoTqma;
gamoTqviT Tqveni
varaudebi, ra SeiZleboda momxdariyo მას შემდეგ, რაც ცივმა ქარმა კუ ზურგზე გადააბრუნა?
strategia: SekiTxvebis dasma;
მაგალითად: როგორ მოიქცნენ
კუს მეგობარი ცხოველები?
strategia: pirovnuli reagireba:
raRac ar momewona კუ რომ ქვეყნიერებას გადაყირავებულად
ხედავდა, ვინ იცის, იქნებ მთელი ცხოვრება
ასე დარჩეს.
strategia: axsna –ganmarteba
მელოდია-ზღაპარში ეწერა,
რომ კუ ყოველ დილით გადაყირავებულ სიმღერას მღეროდა, გამოდის, რომ მელოდია სიმღერის მუსიკაა.
vizualizeba:
aba, Tvalebi davxuWoT da
warmovidginoT კუს ემოციები,
როცა ის ქვეყნიერებას გადაყირავებულად ხედავს.
strategia: kavSirebis damyareba;
aRmoCnda, rom კუ ისევ ქარმა გადმოაბრუნა უკან,
ამან სხვა ამბავი გამახსენა, ზღაპარი ქარზე, სადაც ქარს კუს გადმობრუნება კი არა,
ზღვაზე უზარმაზარი ტალღების დაძვრაც კი შეუძლია...
strategia-SekiTxva-Sejameba
ra aRmoCnda yvelaze მნიშვნელოვანი მას შემდეგ, რაც დიდი
კუ განსაცდელში ჩავარდა?
strategia: pirovnuli damokidebuleba-refleqsia;
Zalian gamixarda კუს
ambavi kargad rom dasrulda. Tavi მხიარულად ვიგრძენი. Tqven ra daskvnas gaakeTebdiT? ra gaswavlaT
am zRaparma? ra mogewonaT? ra ar mogewonaT? am ambavs xom ar
gaagrZelebdiT?
თუკი მეგობრები ერთმანეთს დავეხმარებით, ყველანაირ
განსაცდელს გავუმკლავდებით, ყველა დაბრკოლებას დავძლევთ. გადაყირავებულად ნანახი ქვეყანაც კი მეგობრების
თანადგომით მშვენიერი მოგეჩვენებათ.
მიზანი: მოსწავლეები
გაეცნონ კითხვის ეფექტურ სტრატეგიას, რათა მომავალში კითხვის დროს შეძლონ მისი დამოუკიდებლად გამოყენება;
სსსმ მოსწავლეებისთვის:
აღნიშნულ
აქტივობაში მონაწილეობენ სხვებთან ერთად.
|
ტექსტის წაკითხვა „ხმამაღალი ფიქრის მეთოდით“
|
საერთო-საკლასო
|
წინასწარ მომზადე
ბული-ადაპტი
რებული ტექსტი
|
10 წთ.
|
7
|
აქტივობა-მცირე მოცულობის ვიდეოფილმის ნახვა
მოსწავლეები უყურებენ
ვიდეოფილმს, მათ ამგვარი აქტივობები ძალიან უყვართ.
სსსმ მოსწავლეებისთვის:
აღნიშნულ
აქტივობაში მონაწილეობენ სხვებთან ერთად.
|
მცირე მოცულობის
ვიდეოფილმის ჩვენება -თუ როგორ ეხმარება კუ თავის გადაყირავებულ
მეგობარს.
|
საერთო-საკლასო
|
პროექტორი, წინასწარ მომზადებული /დამუშავებული ვიდეოფილმი
|
5 წთ.
|
8
|
აქტივობა-მოსწავლეები
მუსიკის თანხლებით ასრულებენ მარტივ სატანვარჯიშო-საცეკვაო მოძრაობებს.
სსსმ მოსწავლეებისთვის:
აქტივობაში
სხვებთან ერთად მონაწილეობენ.
|
წუთშესვენება
|
საერთო-საკლასო
|
პროექტო
რი, წინასწარ მომზადე
ბული მუსიკის ჩანაწერი;
|
1 წთ.
|
9
|
აქტივობა-წაკითხული ტექსტისა და გამოყენებული სტრატეგიის
შეფასება
მიზანი: მონიტორინგი-როგორ
გაიაზრეს მოსწავლეებმა წაკითხული ტექსტი;
სსსმ მოსწავლეებისთვის:
პასუხობენ
ჩემ მიერ დასმულ მარტივ შეკითხვებს: ა. მოეწონა თუ არა წაკითხული;
ბ. რა მოეწონათ განსაკუთრებით;
kiTxvis dasrulebis Semdeg
maswavlebeli bavSvebs gamohkiTxavs, xom ar iyo raime Semaferxebeli teqstis
gaazrebis procesSi, daexmara Tu ara maT amgvari
kiTxva wakiTxulis gaazrebaSi. maswavlebeli ramdenime aseT process Tavad
gauZRveba, Semdeg ki aსეთ kiTxvas
TviTon moswavleebi warmarTaven, ra Tqma unda, meორeklaselebs maswavleblis daxmareba
aucileblad dasWirdebaT.
maswavlebeli bavSvebs უსვამს ტექსტიდან გაგებაზე და გააზრებაზე (დაბალი და მაღალი სააზროვნო დონე) ორიენტირებულ შეკითხვებს, შემდეგ შეაფასებინებს და გამოაყოფინებს მთავარ აზრს:
mogewonaT Tu ara teqsti?
ras grZnobT?
ra aris am moTxrobis dedaazri?
Tqven rom avtori iyoT, am
ambavs rogor daasrulebdiT?
|
III-etapi-wakiTxvis Semdeg;
უკუკავშირი
|
საერთო-საკლასო
|
სტრუქტური
რებული
ტექსტი
|
2 წთ.
|
10
|
აქტივობა-ენობრივ ფორმებზე დაკვირვება
|
ენობრივი სავარჯიშო
დაალაგე
სიტყვებში არეული მარცვლები: რი მა სიზ; ნი კა ბა;
სწორად
წაიკითხე წინადადება: .anurbaadag ezgruz uk idid amraq
ტექსტში
მოძებნე და ამოიკითხე ერთი კითხვითი და ერთი ძახილის წინადადება;
|
წყვილებში
|
წინასწარ მომზადებული სავარჯიშოები
|
3 წთ.
|
11
|
აქტივობა-გრაფიკულ სქემაზე მუშაობა
|
ამბის სტრუქტურირება
|
საერთო-საკლასო
|
ამონარი დები ტექსტი დან
|
3 წთ.
|
|||
გrაfikuli sqemis gamoyeneba siuJetis
ganviTarebis safexurebis gasacnobad (dasawyisi, ambis Sua nawili, dasasruli);
მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ წაკითხული ტექსტის შინაარსობრივი
სტრუქტურირება;
სსსმ მოსწავლეებისთვის:
ალაგებენ
ნახატებს (ილუსტრაციებს ნაწარმოების შინაარსის მიხედვით-რა შეემთხვა კუს? რა მოხდა
შემდეგ? როგორ დასრულდა ეს ამბავი?)
|
|
|
|
|||||
12
|
აქტივობა-შეკითხვები ტექსტიდან, პერსონაჟის დახასიათება
|
უკუკავშირი
|
საერთო-საკლასო
|
წინასწარ მომზადე
ბული გრაფიკული
სქემა
|
3 წთ.
|
|||
|
აქტივობა-ყველაზე მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანია, რომ
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მაგ: რომ ქარმა კუ ისევ გადმოაბრუნა.
მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია,
რომ-----------------------------------------------------------------------------------------------------
მაგ: გვერდით ერთგული, მზრუნველი
მეგობრები გვყავდეს.
სსსმ მოსწავლეებისთვის: პასუხი მარტივ შეკითხვაზე: რის შესახებ ვისწავლეთ დღეს?
|
|
|
|
||||
13
|
აქტივობა-საშინაო დავალების მიცემა
დახატონ წაკითხული ტექსტის
მიხედვით
წერილობით უპასუხონ სამ
შეკითხვას.
სსსმ მოსწავლეებისთვის:
ა.ბ. გააფერადონ
კონტურული ნახატები;
ა. შეავსოს
სიტყვები გამოტოვებული ასოებით და წაიკითხოს;
ბ. შეავსოს
წინადადებები გამოტოვებული სიტყვებით და წაიკითხოს;
|
ინდივიდუა
ლურად, საერთო-საკლასო
|
მოსწავლის წიგნი და რვეული
|
2 წთ.
|
||||
15
|
აქტივობა-შეფასება
|
ინდივიდუალურად, საერთო-საკლასო
|
შეფასე ბის რუბრიკები
|
3 წთ.
|
||||
|
გაკვეთილზევე: რამდენიმე
მოსწავლეს შევაფასებ რუბრიკით: „ვარსკვლავები და საფეხურები“
გაკვეთილის შემდეგ: ყველა
მოსწავლეს შევაფასებ ესგ-მიხედვით შედგენილი შეფასების რუბრიკით;
სსსმ მოსწავლეებს შევაფასებ
ინდივიდუალური გეგმის მიხედვით;
გავაანალიზებ გაკვეთილის
ყველა ეპიზოდს, დავწერ გაკვეთილის რეფლექსიას.
სსსმ მოსწავლეებისთვის: შევეკითხები, მოეწონათ თუ არა გაკვეთილი, რა მოეწონათ და ა.შ
|
|
|
|
შეფასების რუბრიკა
თარიღი: 15/12/2017საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: მეორე მასწავლებელი: ნესტან
კუპრავა
თემა: „ზღაპარი გადაბრუნებულ კუზე“
აღნიშვნები:
კ-აღნიშნავს-კარგად; ხ-აღნიშნავს-ხარვეზებით;
კრიტერიუმები
|
ქართ.II.3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური
ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
|
ქართ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის
მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და
გაგება.
|
ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი
ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
|
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
|
|
სახელი,
გვარი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მასწავლებლის დაკვირვების ფურცელი
(სსსმ მოსწავლის საქმიანობაზე დასაკვირვებლად)
|
გ.ბ
|
გ.ო
|
პირობასთან შესაბამისობა:
იყენებს შინაარსობრივ მოთხოვნებს-კი/არა
|
|
|
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
საუბრობს:
მკაფიოდ და გასაგებად-კი/არა
სიტყვებს სწორად გამოთქვამს-კი/არა
მარტივ, მაგრამ გამართულ წინადადებებს-კი/არა
|
|
|
კითხულობს:
მარტივ, ორ-სამმარცვლიან სიტყვებს-კი/არა
მარტივ, ორსიტყვიან წინადადებას-კი/არა
|
|
|
წერს:
მარტივ, ერთ-ორმარცვლიან სიტყვებს-კი/არა
აფერადებს კონტურულ გამოსახულებებს-კი/არა
|
|
|
ხელმოწერა: სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების მასწავლებელი: ნესტან კუპრავა
თარიღი: 15/12 /2017
სსიპ-დიმიტრი უზნაძის
სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების
მასწავლებლის ნესტან კუპრავას რეფლექსია
2017 წლის 15 დეკემბერს
მე-2 ა კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული სავალდებულო გაკვეთილის შესახებ
2017 წლის 15 დეკემბერს
მე-2 ა კლასში ჩავატარე სავალდებულო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელსაც
ესწრებოდნენ: მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე რუსუდან ზედაშიძე, შეფასების
ჯგუფის წევრები: მაყვალა ალელიშვილი და მადონა ჩუბინიძე. გაკვეთილის ჩატარება განსაზღვრული
იყო მასწავლებლის სამოქმედო გეგმით მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში.
გაკვეთილის ჩატარებას უძღვოდა ორკვირიანი მოსამზადებელი სამუშაოები:
დავწერე გეგმა, რომელიც შევათანხმე შეფასების ჯგუფის წევრებთან, მოვამზადე რესურსი,
რომელიც აღნიშნულ გაკვეთილზე დამჭირდებოდა, მოვახდინე ტექსტის ადაპტირება მეორეკლასელთა
უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, სავარჯიშოებისა და რესურსების დიფერენცირება სსსმ მოსწავლეებისთვის
(2 მოსწავლე).
გაკვეთილის მიზნებად,
ე.ს.გ-ში მითითებული ინდიკატორების შესაბამისად, განისაზღვრა შემდეგი:
- ახალი ლექსიკური ერთეულების გაცნობით მოსწავლეებს გაუმდიდრდეთ ლექსიკური
მარაგი;
- გაეცნონ კითხვის ახალ
სტრატეგიას („კითხვა ხმამაღალი ფიქრის მეთოდით“)
- ივარჯიშონ გაწაფულ
კითხვაში;
- შეძლონ ენობრივი სავარჯიშოების
შესრულება;
- შეძლონ ტექსტის სტრუქტურაზე
დაკვირვება;
- შეძლონ ტექსტიდან
მთავარი წინადადების/ აზრის გამოყოფა;
- შეძლონ წაკითხული
ტექსტის შეფასება;
სსსმ
მოსწავლეებისთვის:
- კლასთან ერთად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში;
- შეძლონ მათთვის საგანგებოდ ადაპტირებული ტექსტიდან მარტივი სიტყვების ამოკითხვა;
- შეძლონ ნახატების დალაგება წაკითხულის თანმიმდევრობის მიხედვით;
- შეძლონ კონტურული ნახატის
გაფერადება და ობიექტის მარტივად აღწერა, რა არის და როგორია;
საგაკვეთილო თემით („აღმოსავლური
ზღაპარი გადაბრუნებულ კუზე“) დაინტერესების მიზნით, მოსწავლეებს შევთავაზე აქტივობა: „იდუმალი ყუთი.“ მოსწავლეებმა გამოიცნეს ყუთში მოთავსებული საგანი,
შეძლეს მისი აღწერა და დახასიათება სხვადასხვა ნიშნით, შეასრულეს სახალისო აქტივობა:
ფერად ბარათებზე დაწერილი სიტყვები-ცხოველთა სახელწოდებები მათ განალაგეს დაფაზე წინასწარ ჩამოწერილი განმაზოგადებელი სიტყვების ქვეშ, მოახდინეს სახეობათა დიფერენცირება.
აქტივობაში მონაწილეობდნენ სსსმ მოსწავლეებიც, მათ ბარათზე გამოსახული იყო არა მხოლოდ
სიტყვა, არამედ ნახატიც.
თემის
მიმართ ინტერესი მოსწავლეებს უფრო გაუღრმავდათ მას შემდეგ, რაც მათ პროექტორით ვუჩვენე
მცირე ზომის ვიდეოფილმი ზურგზე გადაბრუნებულ კუზე.
დაფაზე
წინასწარ მქონდა ჩამოწერილი რამდენიმე ლექსიკური ერთეული. მოსწავლეებმა ისინი სათითაოდ
განმარტეს და შეადგინეს ე. წ. „შესაძლო წინადადებები,“ ერთ-ერთი სიტყვა „ქარბორბალა“
მათ დაშალეს ნაწილებად და დააკვირდნენ მის შედგენილობას. მოველოდი, რომ აღნიშნული აქტივობა
მოსწავლეებს გაუჭირდებოდათ, მაგრამ ასე არ მომხდარა, ბავშვებმა მას თავი ადგილად გაართვეს.
მოსწავლეებს
წავუკითხე ტექსტის სათაური და გამოვათქმევინე ვარაუდები. მათ ტექსტი წავუკითხე „ხმამაღალი ფიქრის მეთოდით.“ კითხვის პროცესში ვიყენებდი ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა:
ვარაუდების გამოთქმა, შეკითხვები და პასუხები, ვიზუალიზება, პიროვნული რეაქცია, შეჯამება/დასკვნა.
მოსწავლეები ინტერესით მისმენდნენ და მონაწილეობდნენ კითხვაში.
კითხვის
დასრულების შემდეგ დავსვი რამდენიმე შეკითხვა, რითაც გამოვლინდა, რომ მოსწავლეები ყურადღებით
მისმენდნენ, შემდეგ მათ ტექსტი თვითონ წაიკითხეს. ვცდილობდი, პროცესში ჩამერთო ყველა
მოსწავლე. საგანგებოდ დიფერენცირებული ტექსტები წაიკითხეს სსსმ მოსწავლეებმაც-ერთმა
მოკლე, რამდენიმე წინადადება, მეორემ-სიტყვები ტექსტიდან, რომლებიც გათვალსჩინოებული
იყო ნახატებით.
უკუკავშირის
მიზნით, მოსწავლეებს შევთავაზე აქტივობა:
„ტექსტის სტრუქტურირება გრაფიკული სქემით,“ რომლის დროსაც გამოყოფილი წინადადებები
მოსწავლეებმა დაუკავშირეს ტექსტის ნაწილებს: დასაწყისს, შუა ნაწილსა და დასასასრულს.
მოსწავლეებმა
შეძლეს ტექსტიდან მთავარი აზრის გამოყოფა,
მისი ამოკითხვა, განმარტება. ფერად ფურცელზე
დაწერილი ეს ძირითადი/მთავარი წინადადება მოსწავლეებს
კედელზე გავუკარი და მოვუწოდე მათ, არ დავიწყებოდათ, ხშირად დაკვირვებოდნენ მის აზრს.
მოსწავლეებს
შევაფასებინე გაკვეთილი. წინასწარ შექმნილ, საგანგებო გრაფიკულ სქემაზე მათ რამდენიმე
კრიტერიუმზე მივუთითე, ბავშვების მცდელობა
წავახალისე ვარსკვლავებით-ამავე სქემაზე, მადლობა გადავუხადე საინტერესო თანამშრომლობისთვის.
გაკვეთილის
შემდეგ გავაანალიზე ჩატარებული პროცესი და შევავსე შეფასების ორი სხვადასხვაგვარი რუბრიკა,
რომელიც საგაკვეთილო გეგმას დანართად ახლავს.
ვფიქრობ,
საგაკვეთილო გეგმით განსაზღვრული მიზნები შესრულდა: მოსწავლეებმა შეისწავლეს ახალი
ლექსიკური ერთეულები, ივარჯიშეს კითხვაში, გაიაზრეს წაკითხული, შეძლეს ნაწარმოების დედააზრის გახსნა და მისი შეფასება,
ჩაწვდენ ფასეულობას, რომლის შესრულება მათ ცხოვრებაში გამოადგებათ. ვფიქრობ, საგაკვეთილო
პროცესში მოსწავლეთა ჩარტულობის ხარისხიც იყო მაღალი, გაკვეთილმა ბავშვები დააინტერესა და მათ განსაზღვრული მნიშვნელოვანი
ცოდნაც შესძინა.
გავაანალიზე
რამდენიმე უარყოფითი მომენტიც: ე. წ. „ხმამაღალი ფიქრის მეთოდით“ კითხვის დროს არ გამომიყენებია სტრატეგია: კავშირების/პარალელების
დამყარება, არადა, სასურველი იყო, რადგან რამდენიმე მსგავსი ნაწარმოები მოსწავლეებს
აქამდეც უსწავლიათ.
გამიჩნდა
შთაბეჭდილება, რომ გაკვეთილის მესამე ფაზაში ცოტათი მოვადუნე ყურადღება სსსმ მოსწავლეების
მიმართ. შესაძლებელია ეს გამოწვეული ყოფილიყო აქტივობების სიჭარბით. დანარჩენმა მოსწავლეებმა
მათ თავი ადვილად გაართვეს, მაგრამ სსსმ მოსწავლეებს ამ დროს საკმაოდ გაუჭირდათ მათთვის
დიფერენცირებული სავარჯიშოების შესრულება.
სასურველი
იყო, გამოყოფილზე თუნდაც ერთი წუთით მეტი დრო დამეთმო შეფასებისთვის.
შეფასების
ჯგუფის წევრებთან ერთად განვიხილე ზემოაღნიშნული საგაკვეთილო პროცესი. მათ მიერ შემოთავაზებულ
რეკომენდაციებს აუცილებლად გამოვიყენებ შემდეგ გაკვეთილებზე და შევეცდები პროცესი მაქსიმალურად სრულყოფილი გავხადო.
ხელმოწერა: სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების მასწავლებელი: ნესტან კუპრავა
თარიღი: 15/12 /2017
სავალდებულო გაკვეთილის გეგმა ქართულ
ენასა და ლიტერატურაში
სკოლა:
სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის 22-ე საჯარო სკოლა
მასწავლებლის სახელი,
გვარი, პირადი ნომერი: ნესტან კუპრავა
01007016705
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური,
კლასი: დაწყებითი
საფეხური მეექვსე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
27
გაკვეთილის თემა:
განძის მცველი (ექვთიმე ღვთისკაცი)-აღწერითი ტექსტი
მისაღწევი შედეგები, -ესგ-ში მითითებული ინდიკატორების შესაბამისად;
ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია
იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
გამოხატავს უშუალო,
ცოცხალ განცდასა და დაკვირვებაზე დაფუძნებულ შეხედულებებს მისთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ
საკითხზე მსჯელობის დროს;
·
სვამს კითხვებს და მსჯელობს ნაწარმოებში დრამატულად
განვითარებული მოვლენის შესახებ;
·
ასოციაციურად უკავშირებს ერთმანეთს მხატვრულ ამბავსა
და რეალურ მოვლენას.
ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეულიგანწყობილებისა
და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.
·
ამოკრებს ტექსტიდან აზრობრივი თვალსაზრისით მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო
ადგილებს;
·
სვამს კითხვებს წაკითხული ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით;
·
გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს ლიტერატურული ტექსტის სიუჟეტში განვითარებული მოვლენების
შესახებ;
ქართ. VI. 13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხვისას წამოჭრილი
სირთულეების დასაძლევად მიმართავს სხვადასხვა საშუალებას: თავიდან გადაიკითხავს რთულ
ან მნიშვნელოვან ნაწილებს, კომენტარებს უკეთებს ტექსტის
ცალკეულ ნაწილებს; კონტექსტზე, გამოცდილებაზე დაყრდნობით დახმარებით აზუსტებს უცხო
სიტყვების მნიშვნელობას;
·
ტექსტის სახისა და საკითხავი ამოცანის გათვალისწინებით ირჩევს კონკრეტულ სტრატეგიას/მიდგომას
და ხსნის თავის არჩევანს;
·
საკითხავი დავალებების შესრულების
შემდეგ მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების განხილვაში (ვინ რა მიდგომა, ხერხი გამოიყენა); მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელი
მიდგომა იყო ან იქნებოდა უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
·
სხვადასხვა ლიტერატურისა
და ინტერნეტის საშუალებით აზუსტებს ტექსტში მოთხრობილ ამბავს;
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსე ბი
|
დრო
(წთ)
|
1
|
აქტივობა-გაკვეთილის
ორგანიზება, საგაკვეთილო მიზნების გაცნობა მოსწავლეებისათვის
|
ინტერაქცია
მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის
|
საერთო-საკლასო
|
საგანგებო
რესურსს არ საჭიროებს
|
2
წთ.
|
|
აქტივობა-მოსწავლეთა მოტივირება საგაკვეთილო
ტექსტის წასაკითხად სლაიდ-შოუს-ვიდეოს ჩვენებით
მაგალითად:
ვინ
არის გამოსახული ფოტოზე?
რა
იცით, ან გგონიათ რომ იცით მასზე?
რა
ღვაწლი გასწია ექვთიმე თაყაიშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის?
რა
გინახავთ ან წაგიკითხავთ ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ?
რა
არის საგანძური?
სად
გინახავთ ქართული საგანძურის ექსპონატები?
რა
გახსენდებათ ამ ექსპონატებიდან?
იცით
თუ არა, ვინ დაიცვა და ქართველ ერს ვინ შეუნარჩუნა საგანძურის დიდი ნაწილის?
|
1
ეტაპი-წაკითხვამდე
მოსწავლეთა
მოტივირება
(პროვოცირება
ახალი ტექსტის წასაკითხად)
|
საერთო-საკლასო
|
წინასწარ მომზადებული სლაიდ-შოუ
|
3 წთ.
|
2
|
აქტივობა-ტექსტის
კითხვა ეფექტური მეთოდით
მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება:
დღეს ტექსტზე მუშაობა მოგიწევთ მეთოდის გამოყენებით,
რომელსაც ეწოდება „მნიშვნელოვანი სიტყვები.“ ამ მეთოდით მუშაობა ძალიან დაგეხმარებათ
როგორც ახალი, ასევე მნიშვნელოვანი სიტყვების დამახსოვრებაში, ამასთანავე ტექსტის
შინაარსის ღრმად გააზრებაში.ჯგუფებში დაგირიგდებათ ტექსტი ათ წებოვან ფერად ბარათთან
ერთად. თქვენ წინასწარ განსაზღვრულ დროში ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ტექსტი და ბარათებზე
უნდა ამოწეროთ ათი, შინაარსის გასააზრებლად ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები (თითო
ბარათზე თითო).
მასწავლებელი
მოსწავლეებს ურიგებს ტექსტს და წებოვან ფერად ქაღალდებს.
მოსწავლეები
კითხულობენ ტექსტს. კითხვა შეიძლება გაიმართოს როგორც ხმამაღალი, ასევე ინდივიდუალურად,
ჩუმი კითხვით.
ამ
გაკვეთილზე ტექსტს წავიკითხავთ პაუზებით, ნაწილ-ნაწილ, სათანადო შეკითხვების დასმით.
1 ნაწილი
მაგ: რა საფრთხე დაემუქრა
დამოუკიდებელ საქართველოს?
ვინ იყო ივანე ჯავახიშვილი,
რა შიშობდა იგი?
ვის სთხოვა დახმარება
ივანე ჯავახიშვილმა?
2 ნაწილი
რა დაავალა მაშინდელი
მთავრობის მეთაურმა ექვთიმე თაყაიშვილს?
როგორ გადაიტანეს განძეული
საფრანგეთში?
რა საფრთხე გამოიარა
ექვთიმემ ამ მოგზაურობაში?
3 ნაწილი
რა საფრთხე დაემუქრა
განძეულს უცხოეთში ყოფნისას?
რატომ არ იძლეოდა ექვთიმე
თანხმობას განძეულის გამოფენაზე?
როგორ ცხოვრობდა უცხოეთში
ქართველი მეცნიერი?
4 ნაწილი
ყველაზე დიდი განსაცდელი
საუნჯეს როდის დაემუქრა?
რა გზით გადაარჩინეს
ქართული საგანძური გერმანიაში გატანას?
5 ნაწილი
როდის დაუბრუნდა განძეული
საქართველოს?
რატომ ყოყმანობდა ექვთიმე
საქართველოში დაბრუნებას?
|
მეთოდი-„მნიშვნელოვანი
სიტყვები“
სტრატეგია:
პაუზებით წაკითხვა
აღნიშნული მეთოდის გამოყენებით:
მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან კითხვის პროცესში;
უმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი;
უვითარდებათ მსჯელობის, წაკითხული ტექსტის გაგებისა
და ანალიზის უნარები;
აერხებენ ტექსტში მნიშვნელოვანი და ნაკლებმნიშვნელოვანი
სიტყვების გამოყოფას;
ეჩვევიან ინფორმაციის კატეგორიზებას, დახარისხებას
მთავარ და მეორეხარისხოვან ინფორმაციებად.
|
ჯგუფებში მუშაობა
|
ფერადი წებოვანი
სტიკერე
ბი, წინასწარ მომზადებული ტექსტი და სავარჯი
შოები
|
8 წთ.
|
3
|
დ. აქტივობა -ინტერაქცია წაკითხულის
შესახებ
bavSvebs უსვამს ტექსტიდან გაგებაზე და გააზრებაზე (დაბალი და მაღალი სააზროვნო დონე) ორიენტირებულ შეკითხვებს, შემდეგ შეაფასებინებს და გამოაყოფინებს მთავარ აზრს:
mogewonaT Tu ara teqsti?
ras grZnobT?
ra aris am moTxrobis dedaazri?
თქვენი აზრით, რატომ
გადაწყვიტა ექვთიმემ უცხოეთში ცხოვრება სიღატაკესა და სიდუხჭირეში გაეტარებინა?
როგორ მოგწონთ მისი გადაწყვეტილება,
მისი საქციელი, თქვენ როგორ მოიქცეოდით?
|
უკუკავშირი
ინტერაქცია მასწავლებელსა
და მოსწავლეებს შორის
|
საერთო-საკლასო
|
საგანგებო რესურსს არ საჭიროებს
|
2 წთ.
|
4
|
აქტივობა-„მნიშვნელოვანი სიტყვების კედლის“ შექმნა
როცა ყველა მოსწავლე დაამთავრებს ტექსტზე მუშაობას,
დავიწყებთ სიტყვების სვეტის შექმნას, პირველი მოსწავლე ჰორიზონტალურად განათავსებს
თავის ბარათებს, მეორე კი სიტყვებს, რომლებიც მის ბარათებზეც მეორდება, პირველის
ქვემოთ მიაკრავს, ანუ ვერტიკალური სვეტის შექმნას დაიწყებს, ხოლო დანარჩენს ისევ
ჰორიზონტალურ რიგში განათავსებს. მომდევნო ეტაპზე, როცა ყველა მოსწავლე განათავსებს
სიტყვებს დაფაზე-(ფორმატზე), დავითვით თითოეულ სიტყვას და გამოვავლენთ მათგან ყველაზე
რეიტინგულს.
|
ფერადი
სტიკერებით სიტყვის კედლის შექმნა
|
საერთო-საკლასო
|
ფერადი
სტიკერე
ბი
|
10
წთ.
|
5
|
აქტივობა-საკლასო დისკუსია
მოსწავლეები აკვირდებიან
მიღებულ შედეგებს, წარიმართება დისკუსია შემდეგ საკითხებზე:
-რომელი სიტყვები შეირჩა
ყველაზე ხშირად? რატომ?
თქვენი აზრით, ყველაზე
ნაკლებრეიტინგულ სიტყვებს რა დატვირთვა აქვს?
როგორ ფიქრობთ, რომ არ
ყოფილიყო, სიტყვა: „მცველი,“ ტექსტს მოაკლდებოდა თუ არა მნიშვნელოვანი ინფორმაცია?
|
საკლასო დისკუსია
|
საერთო-საკლასო
|
ფერადი სტიკერები, დაფა ან ფლიპჩარ
ტები
|
8 წთ.
|
|||
6
|
აქტივობა-დავალებები ჯგუფებისთვის
მასწავლებელი ჯგუფებს
ურიგებს ფერად ფურცლებს, სადაც ჩამოწერილია დავალებები:
მაგალითად:
-გააკეთეთ ამ სიტყვის
ასოციაციური რუკა;
-შეადგინეთ ამ სიტყვის
გამოყენებით ორი განსხვავებული წინადადება;
ჩამოწერეთ ამ სიტყვის
სინონიმები (ან ანტონიმები);
დასვით კითხვები, სადაც
ეს სიტყვაა გამოყენებული;
ამოიწერეთ ტექსტიდან
წინადადება, სადაც ეს სიტყვა გამოიყენება;
|
სავარჯიშოების შესრულება
|
ჯგუფური სამუშაო
|
ფურცლები წინასწარ შედგენილი დავალე
ბებით
|
5 წთ.
|
|||
7
|
თ. აქტივობა-შეჯამების ვარსკვლავი
moswavleebTan saTanado interaqciiT am sqemis mixedviT dafaze მოკლე, მარტივი
წინადადებებით iwereba:
1 -saTauri
2 -სად მოხდა?
3 -რა მოხდა?
4 -როგორ გადაიჭრა პრობლემა?
.
5 sityviT-როგორ დამთავრდა?
|
საერთო-საკლასო
|
შეჯამე
ბის ვარსკვლავი
|
3წთ.
|
||||
|
აქტივობა-საშინაო დავალების მიცემა
|
დაწერონ თხზულება:
„ვინ იყო ექვთიმე თაყაიშვილი
და რა გააკეთა მან საქართველოსთვის?“
|
ინდივიდუა
ლურად
|
სახელმძ.
მოსწ. რვეულები
|
1 წთ
|
|||
7
|
აქტივობა-განმავითარებელი
შეფასება
გაკვეთილზევე: რამდენიმე
მოსწავლეს შევაფასებ რუბრიკით: „ვარსკვლავები და საფეხურები“
გაკვეთილის შემდეგ: ყველა
მოსწავლეს შევაფასებ ესგ-მიხედვით შედგენილი შეფასების რუბრიკით;
გავაანალიზებ გაკვეთილის
ყველა ეპიზოდს, დავწერ გაკვეთილის რეფლექსიას.
|
ინდივიდუალურად, საერთო-საკლასო
|
წინასწარ შედგენილი შეფასების
რუბრიკები
|
3 წთ.
|
სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის
22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ნესტან
კუპრავა
თარიღი: 23/02/2018
შეფასების
რუბრიკა
თარიღი: 23/02/2018
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: მეექვსე
მასწავლებელი: ნესტან კუპრავა
თემა: „განძის
მცველი“-(ექვთიმე ღვთისკაცი)-აღწერითი ტექსტი
აღნიშვნები: კ-აღნიშნავს-კარგად;
ხ-აღნიშნავს-ხარვეზებით;
კრიტერიუმები
|
ქართ. VI. 9.
გადმოსცემს
კითხვის
პროცესით
გამოწვეულ
განწყობილებას,
შთაბეჭდილებას;
|
ქართ. VI. 9. მსჯელობს ნაწარმოებში განვითარებული მოვლენების, მნიშვნელოვანი
პრობლემის შესახებ;
|
ქართ.VI.10.
ტექსტიდან ამოკრებს მნიშვნელოვან სიტყვებსა და წინადადებებს,
სვამს კითხვებს, აზუსტებს საკუთარ მოსაზრებებს;
|
ქართ.VI.13.
ეფექტურად და
მიზნობრივად იყენებს კითხვისთვის შერჩეულ
სტრატეგიას;
|
სახელი,
გვარი
|
|
|
|
|
ნიკოლოზ ხვედელიძე
|
|
|
|
|
|
ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
2017-2018 სასწავლო წლის 23 თებერვალს მეექვსე კლასში
ჩავატარე სავალდებულო გაკვეთილი თემაზე: „განძის მცველი-ექვთიმე ღვთისკაცი-“ აღწერითი
ტექსტი. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლაში შეფასების ჯგუფის წევრები და თავმჯდომარე: რუსუდან
ზედაშიძე. გაკვეთილის
ჩატარებამდე ჩავატარე ორკვირიანი წინამოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ, შევადგინე გაკვეთილის გეგმა და გავაცანი შეფასების
ჯგუფის წევრებს, მივიღე მათგან რეკომენდაციები, მოვახდინე ტექსტის ადაპტირება, შევქმენი
საჭირო სასწავლო რესურსი: სლაიდ -შოუ ექვთიმე თაყაიშვილზე, სასწავლო -შემეცნებითი თამაში
ინტერნეტში,-სპეციალური „learning
apps” პროგრამით.
გაკვეთილის მიზნად განისაზღვრა: წაკითხული ტექსტის გააზრება
ე.წ. „მნიშვნელოვანი სიტყვების“ გამოყენებით, ტექსტში წამოჭრილ პრობლემაზე მსჯელობა,
საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა, შერჩეული მეთოდის გამოყენება, საკუთარი დამიკიდებულების გამოხატვა, მოტივაციის
აღძვრა, რომ მეტი ინფორმაცია მიძიონ ექვთიმე
ღვთისკაცზე.
გაკვეთილი დაიწყო მოსწავლეთა პროვოცირებით, ვინაიდან
წინა გაკვეთილებზე წავიკითხეთ ტექსტები სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაზე, ივანე
ჯავახიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიები,
დავსვი შესაბამისი შეკითხვები ამ ტექსტებიდან, რითაც მოვახდინე ბმა, ერთგვარი ხიდი
გავდე წაკითხულსა და წასაკითხ ტექსტებს შორის.
მოსწავლეებმა უპასუხეს ჩემ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
ვუჩვენე მათ ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი, (აღნიშნული
რესურსი წარმოადგენდა წინასწარ, სპეციალური
პროგრამით დამუშავებულ ვიდეოფილმს ექვთიმე
თაყაიშვილზე, შესაბამისი კითხვების დართვით), იგი ინტერნეტპროგრამაში შევქმენი და საგაკვეთილო
პროცესის დროს ინტერნეტით ვუყურებდით (სკოლის
საკონფერენციო ოთახში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით). შევნიშნე, რომ სასწავლო რესურსმა მოსწავლეებში საჭირო ინტერესი
გამოიწვია.
დავარიგე წინასწარ მომზადებული ტექსტები და მოკლედ შევახსენე
მეთოდის -„მნიშვნელოვანი სიტყვების“ გამოყენების ინსტრუქცია (აღნიშნული მეთოდით ხშირად
ვსარგებლობთ აღწერითი ტექსტების შესწავლის დროს). აგრეთვე შევახსენე, რომ სიტყვების
შესაკრებად მოუწევდათ ჯგუფური მუშაობა, ჯგუფების ლიდერებს გადავეცი ფერადი წებოვანი
სტიკერები-ზედ სიტყვების განსათავსებლად. ამ მეთოდით მუშაობისას უმჯობესია კლასში წარიმართოს
ინდივიდუალური, ჩუმი კითხვა, მაგრამ ამჟამად ვარჩიე ტექსტი წაგვეკითხა პაუზებით, სათანადო
კითხვების დართვით (რათა გაკვეთილზე დამსწრე საზოგადოებასაც გაეგო ტექსტის შინაარსი
და სათანადო წარმოდგენა შექმნოდა).
კითხვის პარალელურად მოსწავლეები თავიანთ ფურცლებზე
ინიშნავდნენ სიტყვებს, პასუხობდნენ ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებზე, განმარტავდნენ სიტყვებს.
კითხვის დასრულების შემდეგ დაიწყო შემდგომი ეტაპი-მონიშნული
სიტყვების ფერად სტიკერებზე ამოწერა, ამოწერილი სიტყვები მოსწავლეებმა გადასცეს ჯგუფების
ლიდერებს, რომლებმაც თავის მხრივ, დაახარისხეს ეს სიტყვები.
შემდგომ ამისა, დავიწყეთ „ სიტყვების კედლის“ შექმნა.
ფლიპჩარტზე ჰორიზონტალურ რიგში განვალაგეთ ამოწერილი სიტყვების ბარათები, ვერტიკალურ
რიგში კი სიტყვები, რომლებიც მეორდებოდა, სიტყვების გამოფენასთან ერთად მოსწავლეები
იხსენებდნენ ტექსტის გარკვეულ ეპიზოდებს, გამოხატავდნენ
თავიანთ დამოკიდებულებას.
სიტყვების კედლის შექმნის შემდეგ ჩავატარეთ მცირე საკლასო
დისკუსია, მოსწავლეებმა შეადგინეს წინადადებები რეიტინგული სიტყვების გამოყენებით,
შეჯამების გრაფიკული სქემის გამოყენებით შევაჯამებინე წაკითხული და შევაფასე როგორც
გაკვეთილი, ასევე რამდენიმე მოსწავლე ცალკეულად.
მივეცი საშინაო დავალება. საკითხავ ფურცელზე დაწერილი
მქონდა აღნიშნულ თემაზე ჩემ მიერ ინტერნეტში შექმნილი რესურსების მისამართი, მოსწავლეებს
მივუთითე, რომ შეეძლოთ თავიანთი ცოდნა ამ რესურსების გამოყენებით გაეღრმავებინათ.
ამ გაკვეთილზე გამოვლენილი ხარვეზი, ჩემი აზრით, შემდეგში
გამოიხატა შემდეგში:
რამდენიმე მოსწავლე გაკვეთილზე პასიურობდა, ცდილობდა
სხვების ზურგს ამოფარებოდა, შეინიშნებოდა ისეთი ჯგუფიც, რომელმაც არ შეწყვიტა მუშაობა
დათქმულ დროში, გააგრძელა იგი, რამაც ერთგვარი ხმაური გამოიწვია პრეზენტაციის დროს,
ხარვეზი მხოლოდ მითითების შემდეგ აღმოიფხვრა.
შემდეგ გაკვეთილებზე ყურადღებას მივაქცევ: მოსწავლეთა
ჩართულობის, აქტიურობის დონეს, აღნიშნულ საკითხზე ცოდნის გაღრმავებას, გადავწყვიტე,
მოსწავლეები წავიყვანო ახალ მხატვრულ ფილმზე დასასწრებად,-„ექვთიმე ღვთისკაცი.“
ვფიქრობ, საგაკვეთილო მიზნები შესაბამისობაში იყო ე.ს.გ.-ში
მითითებულ მისაღწევ შედეგებთან. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, მივიღეთ შემდეგი შედეგი:
მისაღწევი შედეგები,
-ესგ-ში მითითებული ინდიკატორების შესაბამისად;
ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია
იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ.
·
მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოებში განვითარებული მოვლენების შესახებ, გამოხატეს
თავიანთი განცდები და შთაბეჭდილებები;
·
დასვეს შეკითხვები;
·
ერთმანეთს დაუკავშირეს მხატვრული ამბავი და რეალური მოვლენა.
ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების
გადმოცემის უნარი.
·
იპოვეს ტექსტში აზრობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილები;
·
გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ტექსტის სიუჟეტში განვითარებული მოვლენის მიმართ.
ქართ. VI. 13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება.
·
შეძლეს ტექსტის გასააზრებლად გამოეყენებინათ კითხვის
ეფექტური სტრატეგია: „მნიშვნელოვანი სიტყვები,“ შექმნეს „სიტყვების კედელი.“
·
შეისწავლეს ახალი ლექსიკური ერთეულები, გაიგეს მათი
მნიშვნელობა;
·
მონაწილეობა მიიღეს განხილვაში,-იმსჯელეს, თუ რატომ
იყო ეფექტური ტექსტის გასააზრებლად გამოყენებული მიდგომა.
სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის
22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ნესტან
კუპრავა
თარიღი: 23/02/2018
გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
N 1
სკოლა:
სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის 22-ე საჯარო სკოლა
მასწავლებლის სახელი,
გვარი, პირადი ნომერი: ნესტან კუპრავა
პ/ნ 01007016705
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური,
კლასი: დაწყებითი
საფეხური, მეორე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
25, მათ შორის სსსმ მოსწავლე: 2
გაკვეთილის თემა:
ჰანს ქრისტიან ანდერსენი „მახინჯი იხვის ჭუკი“-ადაპტირებული ტექსტი
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ მოისმინოს და აღიქვას კონკრეტული ინფორმაცია, მონაწილეობა მიიღოს
ინტერაქციაში შერჩეულ თემასთან დაკავშირებით;
შეძლოს ტექსტის წაკითხვა და ანალიზი; შეძლოს კითხვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება;
გაიაქტიუროს ძველი და შეძლოს ახალი ლექსიკური ერთეულების დაუფლება, წაკითხული ტექსტისა
და თემის მიმართ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, შეაფასოს პერსონაჟების საქციელი;
შეძლოს ენობრივ ერთეულებზე დაკვირვება; დაეუფლოს წერის სტრატეგიებს;
სსსმ მოსწავლეებისთვის:
პასუხი გასცენ
ჩემს მარტივ შეკითხვებს, ამოიკითხონ მარტივი სიტყვები და წინადადებები, დააწყვილონ
ნახატები და მარტივი სიტყვები, შეძლონ კონტურულად ან პუნქტირებით გამოსახული სიტყვების გაფერადება, მარტივად გამოხატონ
თავისი დამოკიდებულება მოსმენილის მიმართ.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
წთ
|
|||||||||||||||||||||
1
|
I გაკვეთილი
I ფაზა
საგაკვეთილო მიზნების გაცნობა მოსწავლეებისთვის;
ინტერაქცია (კითხვა -პასუხი შეთავაზებულ თემაზე).
|
ა. აქტივობა -ინტერაქცია შეთავაზებულ თემაზე : „როგორი
უნდა იყოს კარგი მკითხველი?“
|
საერთო-საკლასო
|
ფლიპჩარტი
/დაფა
|
3 წთ.
|
|||||||||||||||||||||
2
|
აქტივობა- მოსწავლეების მიერ სიტყვების დაჯგუფება
დაფაზე/ფლიპჩარტზე წინასწარ
მექნება მომზადებული საჭირო სიტყვების ჩამონათვალი. მოსწავლეები კითხულობენ სიტყვებს,
აჯგუფებენ მათ კატეგორიებად და მსჯელობენ.
ჩვენს შემთხვევაში, შეთავაზებულ სიტყვებს
აჯგუფებენ: ფრინველებად, ცხოველებად, მწერებად, ქვეწარმავლებად.
სსსმ მოსწავლეებისათვის:
ვუჩვენებ ცხოველების,
ფრინველების ნახატებს და ვასახელებინებ სიტყვებს შეკითხვაზე:
ეს რა არის?
|
მეთოდი-„საჭირო სიტყვების
ნუსხა“
ეს მეთოდი დაეხმარება
მოსწავლეებს: ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, უკვე ნაცნობი ლექსიკური ერთეულების
ცოდნის გააქტიურებაში, სიტყვებს/ცნებებს შორის მიმართებების გაცნობიერებაში, სიტყვის/ცნების
კატეგორიზებაში.
|
საერთო-საკლასო
|
ფლიპჩარტზე/
დაფაზე წინასწარ მომზადებული
სიტყვათა ჩამონათვალი,
სსსმ მოსწავლისთვის:
ცხოველებისა და ფრინველების სურათები.
|
5 წთ
|
|||||||||||||||||||||
4
|
აქტივობა- ტექსტის კითხვა
მოსწავლეებს ვეუბნები:
დღეს მე გიჩვენებთ, თუ როგორ კითხულობს კარგი მკითხველი. ამისთვის შევეცდები, ჩემი
ფიქრები ხმამაღლა წარმოვთქვა. ჩვენ ერთად
ვიმოგზაურებთ ფიქრების სამყაროში.
განვუმარტავ მათ, რომ
ფიქრები გონებაში კითხვის პროცესში იბადება. გავაფრთხილებ, რომ შესაძლებელია ჩვენი
ფიქრები ერთმანეთს არ დაემთხვეს.
დავიწყებ კითხვას. ტექსტში
პერსონაჟების მონაცვლეობის მიხედვით შევიცვლი ტემბრს, ტონს, ინტონაციას, გამომეტყველებას,
პოზას.
თავდაპირველად, დავსვამ
შეკითხვებს
ჰანს
ქრისტიან
ანდერსენის
შესახებ,
მოსწავლეებს
გავახსენებ
მის
ნაწარმოებებს.
წავიკითხავ სათაურს და
გამოვათქმევინებ ვარაუდებს. „ხმამაღალი ფიქრი“
სათაურის წაკითხვისთანავე დაიწყება:
„მახინჯი
იხვის ჭუკი“... ხომ საინტერესო სათაურია? ილუსტრაციამაც
ძალიან დამაინტერესა. თქვენ?
წავუკითხავ პირველ ორ
წინადადებას. ტექსტის წაკითხვა მოხდება ნაწილ-ნაწილ. ამ მეთოდისთვის დამახასიათებელ
კითხვის სტრატეგიებს შევცვლი საჭიროებისამებრ.
სტრატეგია-ვარაუდების გამოთქმა: გამოთქვით თქვენი ვარაუდები, როგორ
მოექცევიან პატარა ჭუკს შინაური ფრინველები?
სტრატეგია: პიროვნული რეაგირება:
ძალიან ვწუხვარ, რომ
საბრალო ჭუკი დედამაც არ მიიღო და ხელი არ შეუშალა ეზოდან მის გაძევებას.
სტრატეგია-ახსნა-განმარტება:
მაგალითად: განიმარტება
სიტყვა: „მახინჯი.“
სტრატეგია-ვიზუალიზება:
აბა, თვალები დავხუჭოთ
და წარმოვიდგინოთ პატარა ჭუკის ემოცია, როცა მან ტბაზე მოსრიალე, თეთრად მოქათქათე,
ულამაზესი გედები პირველად დაინახა.
სტრატეგია-კავშირების დამყარება:
ამ ზღაპარმა ბოლოს ნასწავლი გოგებაშვილის მოთხრობა გამახსენა/ გახსოვთ, როგორ დასცინოდა ნინო
პატარა
ელამ
კატოს?
სტრატეგია-შეკითხვა-შეჯამება:
ხომ
კარგია,
რომ
პატარა იხვის
ჭუკმა მეგობრები იპოვა, მიხვდა, ვინც იყო სინამდვილეში და ფრენაც შეძლო. სულიერი
არსება მაშინ გრძნობს თავს კარგად, როცა მეგობართა შორის იმყოფება და ირგვლივ მყოფები
მას კარგად ექცევიან.
სტრატეგია-პიროვნული დამოკიდებულება-რეფლექსია:
ძალიან გამიხარდა, რომ პატარა ჭუკმა მარტოობას თავი დააღწია და საკუთარი
თავის შესახებ სიმართლე გაიგო. რა გვასწავლა ამ ზღაპარმა?
სსსმ მოსწავლეებისთვის:
ერთი მისმენს, მას მოსწონს მსგავსი ტექსტები, მეორე
აფერადებს ჩემ მიერ წინასწარ მომზადებულ კონტურულ ნახატს, რომელსაც თვალსაჩინოებად
გამოვიყენებთ.
|
გ. აქტივობა-ტექსტის წაკითხვა „ხმამაღალი ფიქრის მეთოდით“
„ხმამაღალი ფიქრის“ მეთოდი
ეხმარება მოსწავლეს საკუთარი აზროვნების პროცესის კონტროლში და აუმჯობესებს
აზროვნებას.
უბიძგებს მკითხველს,
შეანელოს კითხვის პროცესი და გააკონტროლოს ტექსტის გააზრება.
მეორეკლასელებს არა აქვთ
სათანადო ჩვევები, კითხვის აღნიშნული სტრატეგია დამოუკიდებლად გამოიყენონ, ამიტომ თვითონ მივცემ მეთოდის გამოყენების მოდელს. წავუკითხავ მათ ტექსტს და ხმამაღლა აღვწერ აზროვნების
პროცესს, იმ კონკრეტულ მოქმედებებს, რომელიც წაკითხულის გაგება-გააზრებას ემსახურება.
„ხმამაღალი ფიქრის“ დანიშნულებაა მოსწავლეებისთვის იმის ჩვენება, თუ რა პრაქტიკული
ხერხების მოშველიებით ცდილობენ კარგი მკითხველები ტექსტის მნიშვნელობის კონსტრუირებას.
მეთოდის გამოყენება შესაძლებელია როგორც წაკითხვამდე, ასევე კითხვის პროცესში.
|
საერთო-საკლასო
|
წინასწარ მომზადებული,
ადაპტირებული ტექსტი
|
7 წთ.
|
|||||||||||||||||||||
4
|
აქტივობა-აქტივობა-მოსწავლეები შეისვენებენ ფიზიკური მოძრაობების თანხლებით.
სსსმ მოსწავლეები ამ აქტივობაში სხვებთან ერთად მონაწილეობენ, მათ
ძალიან უყვართ ამგვარი შესვენება.
|
შესვენება
|
საერთო-საკლასო
|
იუთუბზე წინასწარ მოძიებული მუსიკალური ჩანაწერი
|
2 წთ
|
|||||||||||||||||||||
5
|
აქტივობა-მოსწავლეები ნახავენ ანიმაციურ ფილმს.
სსსმ მოსწავლეები სხვებთან
ერთად უყურებენ ანიმაციას. ასეთი აქტივობა
მათ ძალიან უყვართ.
|
ანიმაციური ფილმის ნახვა-„მახინჯი იხვის ჭუკი“
|
საერთო-საკლასო
|
მცირე მოცულობის მულტფილმი
|
5 წთ
|
|||||||||||||||||||||
5
|
აქტივობა-მოსწავლეები
პასუხობენ სხვადასხვა დონის შეკითხვებს;
სსსმ
მოსწავლეებისთვის:
მათ დავუსვამ მარტივ შეკითხვას და დავეხმარები, რომ
მიპასუხონ.
|
ინტერაქცია-(კითხვა-პასუხი)
„დიახ“-‘არა“ ბარათებით;
|
საერთო-საკლასო
|
„დიახ“-„არა“ ბარათები
|
3 წთ
|
|||||||||||||||||||||
6
|
დ. აქტივობა- ვარჯიში ტექსტის წაკითხვაში;
მოსწავლეები
ვარჯიშობენ ტექსტის წაკითხვაში
ე.წ. „კითხვის მატარებელი“
მოსწავლეები ვარჯიშობენ ტექსტის ხმამაღლა და მკაფიოდ წაკითხვაში. შერჩეული ჯგუფი ტექსტს კითხულობს
გაგრძელებით, მატარებლის ვაგონების
მსგავსად ერთ მწკრივად მდგომი მოსწავლეები მიმდევრობით აგრძელებენ ერთი და იმავე
ტექსტის წაკითხვას.
ე.წ. „უცნაური ხმებით კითხვა“-
მასწ. ამზადებს „ემოციის
ბარათებს“ მაგ: ვისაც შეხვდება ბარათი „მომღერალი“, ის ტექსტს კითხულობს წამღერებით.
სსსმ მოსწავლეებისათვის:
კითხულობენ ჩემ მიერ წინასწარ
მომზადებულ მარტივ ტექსტებს, პირველი: მსგავსი თემატიკის მქონეს, მაგრამ მკვეთრად დიფერენცირებულს, მეორე-საგანგებოდ
მისთვის გამზადებულს:
ეს არის იხვი.
ეს გედია.
გედი ტბაშია.
|
კითხვის სტრატეგიები:
ე.წ. „კითხვის მატარებელი“
(განგრძობით კითხვა)
„უცნაური ხმებით კითხვა,“
გამოკრებით წაკითხვა;
მსგავსი აქტივობები უმცროსკლასელებში ზრდის კითხვის მოტივაციას და
აუმჯობესებს კითხვის ტექნიკას;
მოსწავლეს უვითარებს
გაწაფული კითხვის უნარს, ყურადღების კონცენტრაციის უნარს, მოსმენას და მეტყველებას.
|
ჯგუფებში მუშაობის ელემენტები
|
წინასწარ მომზადებული,
ადაპტირებული ტექსტი,
ლამაზად გაფორმებული,
ე.წ. „ემოციების ყუთი“ და „ემოციების ბარათები“
|
10 წთ
|
|||||||||||||||||||||
6.
|
აქტივობა -დანომრე ნახატები მოქმედება თანმიმდევრობის მიხედვით
მოსწავლეებს დავურიგებ ფურცლებს
ნახატებით, რომლებშიც მოქმედებათა რიგი არეული იქნება. მოსწავლეები ნომრავენ ნახატებს,
კითხულობენ კომიქსებს.
ამ აქტივობით მოსწავლეები გაიხსენებენ
ნაწარმოების სიუჟეტს, გაიაზრებენ წაკითხულს.
სსსმ მოსწავლეებისთვის:
დავაწყვილებინებ სიტყვებსა და
ნახატებს ერთმანეთთან.
|
სავარჯიშო-მოქმედებათა თანმიმდევრობა
|
საერთო-საკლასო
|
წინასწარ მომზადებული
სავარჯიშო კომიქსებით
|
7 წთ
|
|||||||||||||||||||||
|
აქტივობა-
მოსწავლეები მუშაობენ ტექსტის სტრუქტურირებაზე
|
გრაფიკული სქემის შევსება
სტრუქტურირება
|
საერთო-საკლასო
|
წინასწარ მომზადებული
გრაფიკული სქემა
|
3 წთ
|
|||||||||||||||||||||
რამდენი აბზაცია ტექსტში გამოყოფილი? ზღაპრის შინაარსის
გასაგებად რომელი აბზაცია უფრო მნიშვნელოვანი?
სად ამოვიკითხეთ ეს წინადადება, -ზღაპრის თავში, შუაში,
თუ ბოლოში?
|
||||||||||||||||||||||||||
7
|
II გაკვეთილი
აქტივობები-ლექსიკურ ერთეულებზე სამუშაოდ
M დაფაზე/ფლიპჩარტზე
დავწერ ტექსტიდან ამოკრებილ ლექსიკურ ერთეულებს.
დაფასთან
გამოვიძახებ ორ ჯგუფს.მოსწავლეთა რაოდენობა უნდა იყოს თანაბარი. მოსწავლეებს ორ მწკრივად
დავაყენებ დაფის წინ, ჯგუფიდან ერთ-ერთი
წაიკითხავს სიტყვას, შეადგენს რეალური შინაარსის მქონე წინადადებას და გადავა უკან, მწკრივის ბოლოს დადგება. მოსწავლე მეორე ჯგუფიდან
დაასახელებს იმავე სიტყვის გამოყენებით არარეალური, ზღაპრული შინაარსის მქონე წინადადადებას
და მწკრივის ბოლოში გადაინაცვლებს.
აქტივობა-ლექსიკური ერთეულების ცოდნის
გასააქტიურებლად
მოსწავლეები
დასხდებიან/დადგებიან წრეში, მათ შევთავაზებ სიტყვას, მაგ: „მახინჯი,“ მოსწავლე ამბობს ამ
სიტყვის სინონიმს, მომდევნო აგრძელებს. ვინც სინონიმს ვერ დაასახელებს, იტყვის ამ
სიტყვის ანტონიმს, მომდევნო დასახელებული სიტყვის სინონიმს. ასე გაგრძელდება მანამ,
სანამ სიტყვათა მარაგი არ ამოეწურებათ.
თამაში
იმ ადგილიდან განახლდება, სადაც მოსწავლე ახალ ლექსიკურ ერთეულს დაასახელებს.
სსსმ მოსწავლეებისთვის:
ვუჩვენებ
ნახატებს, დავუსვამ მარტივ შეკითხვებს, მაგალითად: რა არის? როგორია?
|
ლექსიკური სავარჯიშო „ფანტაზიორები და რეალისტები“
moswavlem
gaiaqtiuros Seswavlili leqsikuri erTeulebis codna, mieCvios swraf azrovnebas;
gaimdidros
leqsikuri maragi, გაიაქტიუროს წარმოსახვა.
am
aqtivobis Cაtareba sasurvelia
jgufebSi.
აქტივობა-სინონიმთა და ანტონიმთა წრე
ამ აქტივობით მოსწავლეებს
განუვითარდებათ ყურადღების კონცენტრაციის უნარი და გაუმდიდრდებათ ლექსიკური
|
ჯგუფური მუშაობის ელემენტები
|
წინასწარ მომზადებული სავარჯიშო
|
8 წთ
|
|||||||||||||||||||||
8
|
აქტივობა-მოსწავლეები სქემის მიხედვით უპასუხებენ
ხუთ შეკითხვას
სსსმ მოსწავლეებისთვის:
დავეხმარები, პასუხი
გასცენ მარტივ შეკითხვებს.
|
ტექსტის გაგება-გააზრება გრაფიკული სქემის შევსებით-„ხუთი
კითხვა“
|
საერთო-საკლასო
|
წინასწარ მომზადებული
გრაფიკული სქემა
|
5 წთ
|
|||||||||||||||||||||
ხუთი კითხვა
|
||||||||||||||||||||||||||
9
|
აქტივობა-მოსწავლეები
ახასიათებენ პერსონაჟს
სსსმ მოსწავლეებისთვის:
მათ ვუჩვენებ ორნაწილიან
სურათს და ვთხოვ, რომ დაუკავშირონ ე.წ.
„ღიმილები“- თავიანთი ემოციების უკეთ გამოსახატავად.
|
პერსონაჟის დახასიათება
მარტივი გრაფიკული სქემით
|
საერთო-საკლასო
|
წინასწარ შედგენილი სქემა
|
3 წთ
|
|||||||||||||||||||||
|
ამბობს--------------------------
როგორია?-----------------------------------------
აკეთებს----------------------------როგორია?--------------------------------------
ფიქრობს------------------------------როგორია?----------------------------------
|
|
|
|||||||||||||||||||||||
10
|
აქტივობა:მოსწავლეები აჯამებენ წაკითხულს , აკეთებენ
დასკვნას;
moswavleebTan saTanado interaqciiT am sqemis mixedviT dafaze
iwereba:
1-saTauri
2-ra igrZeni?
3 -garemoebebi
4-problema
5-problemis gadawyveta
|
გრაფიკული სქემა-შეჯამების ვარსკვლავი
|
საერთო-საკლასო
|
შეჯამების ვარსკვლავის
მაკეტი
|
4 წთ
|
|||||||||||||||||||||
10
|
აქტივობა-მოსწავლეები
აკეთებენ დასკვნას
სსსმ მოსწავლეებისათვის:
გამოვკითხავ, მოეწონათ თუ არა დღეს მოსმენილი ამბავი,
რა მოეწონათ.
|
გრაფიკული სქემა დასკვნის გასაკეთებლად;
|
საერთო-საკლასო
|
წინასწარ მომზადებული
სქემა
|
3 წთ
|
|||||||||||||||||||||
|
ყველაზე მნიშვნელოვანი
რა
ვისწავლეთ მნიშვნელოვანი?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
რა
ყოფილა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
|
|
||||||||||||||||||||||||
11
|
აქტივობა-ენობრივ ერთეულებზე მუშაობა-
შეარჩიე და ხაზით დააკავშირე მსგავსი სიტყვები:
მახინჯი, ლამაზი, დამწუხრებული,
მშვენიერი, დაღონებული, გააგდეს, საოცარი,ქათქათა, უშნო, გააძევეს, საკვირველი, აღტაცებული,
აღფრთოვანებული, თეთრი.
სსსმ მოსწავლეებისთვის: ვუჩვენებ გედის სურათს, ვკითხავ:
როგორია?
|
სავარჯიშოების შესრულება
ენობრივ ერთეულებზე დაკვირვებისთვის
|
საერთო-საკლასო
|
წინასწარ მომზადებული
სავარჯიშოები
|
5 წთ
|
|||||||||||||||||||||
12
|
აქტივობა-წერითი
სამუშაო
მოსწავლეები ასრულებენ ჩემ მიერ წინასწარ მომზადებულ
წერით სავარჯიშოებს.
წყვილები შეამოწმებენ ერთმანეთის ნამუშევარს, გადაამოწმებენ
ნიმუშის მიხედვითაც.
სსსმ მოსწავლეებისთვის:
პირველი ასრულებს დიფერენცირებულ წერით სავარჯიშოს,
მეორე: ხაზებს ავლებს პუნქტირებით გამოწერილ სიტყვაზე და აფერადებს
კონტურებით გამოწერილ მარტივ სიტყვებს.
|
წერითი სავარჯიშოების
შესრულება:
|
საერთო-საკლასო
|
წინასწარ მომზადებული
სავარჯიშოები,
სსსმ მოსწავლეებისთვის
დიფერენცირებული
|
10 წთ
|
|||||||||||||||||||||
12
|
საშინაო დავალება
მივცემ მოკლე ინსტრუქციას.
|
ივარჯიშეთ
ტექსტის წაკითხვაში;
დახატეთ
ზღაპრის ილუსტრაციები;
შეადგინეთ წინადადებები დღეს ნასწავლი სიტყვების გამოყენებით
|
ინდივიდუა
ლურად
|
რვეულები, ფერადი ფანქრები,
სახატავი ალბომი
|
2 წთ
|
|||||||||||||||||||||
13
|
შეფასება
|
გაკვეთილზევე:
მოსწავლეებს შევაფასებინებ გაკვეთილს, გამოვკითხავ, რა მოეწონათ, რა არა. გაკვეთილის
რომელი მომენტი იყო მათთვის უფრო დასამახსოვრებელი;
რამდენიმე
მოსწავლეს შევაფასებ განმავითარებელი შეფასებით- რუბრიკით: „ვარსკვლავები და საფეხურები“
გაკვეთილის
შემდეგ: ყველა მოსწავლეს შევაფასებ წინასწარ შედგენილი შედგენილი შეფასების რუბრიკით;
გავაანალიზებ გაკვეთილის
ყველა ეპიზოდს, დავწერ გაკვეთილის რეფლექსიას.
|
ზოგადი
კონკრეტული
|
შეფასების რუბრიკები
|
5 წთ
|
|||||||||||||||||||||
გამოყენებული რესურსი
|
ჰანს ქრისტიან ანდერსენის
ზღაპრები
ილუსტრაციები
თაბახის ფურცლები
ფლიპჩარტები
|
|||||||||||||||||||||||||
მისაღწევი შედეგები,
-ესგ-ში მითითებული ინდიკატორების შესაბამისად;
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა
სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·
ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·
გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·
ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ
(მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
·
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით
შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს, ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
·
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
·
პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.
ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის
არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
·
ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების
აღმნიშვნელ სიტყვებს; );
ქართ. II. 12. მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას
მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
·
პოულობს და ერთმანეთთან აკავშირებს მსგავს სიტყვებს;
·
ასრულებს წინადადებებს მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვებით;
ქართ. II. 13. მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწორების მარტივი
ხერხების გამოყენება.
·
კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
|
||||||||||||||||||||||||||
შეფასების რუბრიკა
კლასი: II
მასწავლებელი: ნესტან
კუპრავა
თარიღი: 11.04.2018
გაკვეთილის თემა: ჰანს ქრისტიან ანდერსენი-„მახინჯი
იხვის ჭუკი“
აღნიშვნები: 1-გასაუმჯობესებელია, 2-დამაკმაყოფილებელია, 3- საუკეთესოა
N
|
მოსწავლის გვარი, სახელი
|
კრიტერიუმები
|
||||
|
|
მონაწილეობს საერთო-საკლასო
და ჯგუფურ ინტერაქციებში
|
შეუძლია მეტყველებისას
გამოიყენოს აქტიური ლექსიკა და მართებული სიტყვაფორმები
|
კითხულობს ხმამაღლა, მკაფიოდ(მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) და იგებს წაკითხულის შინაარსს
|
ახასიათებს პერსონაჟს,
აკეთებს დასკვნას, აჯამებს წაკითხულს
|
ასრულებს შეთავაზებულ
წერით სავარჯიშოებს
|
1
|
|
|
|
|
|
|
2
|
|
|
|
|
|
|
3
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შეფასების რუბრიკა
სსსმ მოსწავლისთვის
გრძელვადიანი მიზნებიდან:
მოსწავლემ შეძლოს ადეკვატურად რეაგირება მარტივ
სამეტყველო სიტუაციაში, შეძლოს მოკლე და მარტივი წინადადების ამოკითხვა, შეძლოს მარტივი წერითი დავალებების შესრულება.
მოკლევადიანი მიზნები: მოისმინოს მცირე
ზომის მარტივი ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება წაკითხულისადმი,-რა მომეწონა,რა
არ მომეწონა; ამოიკითხოს სიტყვები ასო-ბგერებით, დამარცვლით; მარტივი წინადადებით გაწყობილი მოკლე ტექსტები
წაიკითხოს დამარცვლით; შეძლოს მოკლე სიტყვებისა და წინადადებების გამოწერა.
მოკლევადიანი
მიზნები
|
შეძლო
|
ვერ
შეძლო
|
||
ისმენს მცირე ზომის მარტივ ტექსტებს, პასუხობს მარტივ შეკითხვებს.
|
|
|
|
|
კითხულობს მარტივი წინადადებებით
გაწყობილ ტექსტებს დამარცვლით.
|
|
|
|
|
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას,-მომეწონა, არ მომეწონა
|
|
|
|
|
იწერს შეთავაზებულ სიტყვებსა და მოკლე წინადადებებს.
|
|
|
|
|
შეფასების რუბრიკა
სსსმ მოსწავლისთვის
გრძელვადიანი მიზნებიდან:
მოსწავლემ შეძლოს ადეკვატურად რეაგირება მარტივ
სამეტყველო სიტუაციაში, შეძლოს მოკლე და მარტივი წინადადების ამოკითხვა, შეძლოს ანბანის ყველა ასოს და მარტივი სიტყვების გამოწერა;
მოკლევადიანი მიზნები: მოისმინოს მცირე
ზომის მარტივი ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება
წაკითხულისადმი,-მომეწონა, არ მომეწონა; ამოიკითხოს
სიტყვები ნახატების ქვეშ; შეძლოს მარტივი წინადადების ამოკითხვა; გააფერადოს სხვადასხვა
გასაფერადებელი,-ხელის მოტორიკის გასაუმჯობესებლად;
მოკლევადიანი
მიზნები
|
შეძლო
|
ვერ
შეძლო
|
||
ისმენს მცირე ზომის მარტივ ტექსტებს, პასუხობს მარტივ შეკითხვებს
|
|
|
|
|
კითხულობს მარტივ სიტყვებს და მოკლე წინადადებებს ნახატების ქვეშ.
|
|
|
|
|
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას,-მომეწონა, არ მომეწონა
|
|
|
|
|
აფერადებს ნახატებს, პუნქტირებით ან კონტურებით გამოწერილ სიტყვებს.
|
|
|
|
|
ხელმოწერა: ნესტან კუპრავა
თარიღი: 02. 04. 2018
No comments:
Post a Comment