სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-საჯარო
სკოლა
|
მოსწავლის ინდივიდუალური
სასწავლო გეგმა
2015-2 016 სასწავლო წლის II სემესტრში
|
---------------------------------
|
შედგენილია დაწყებითი
კლასების მასწავლებლის ნესტან კუპრავას მიერ
|
1/15/2016
|
შედგენილია სსსმ მოსწავლის თეკლა ჩხაიძის საგანმანათლებლო პროცესის
დოკუმენტირების მიზნით. 2015-2916 სასწავლო წელი, II
|
ისგ
შეხვედრის თარიღი: ------
სკოლის
გუნდი
|
სახელი-გვარი
|
|
1
|
დამრიგებელი
|
ნესტან კუპრავა
|
2
|
მასწავლებელი
|
თეონამაგრაქველიძე
|
3
|
მასწავლებელი
|
ცირა
რუსიაშვილი
|
4
|
მასწავლებელი
|
ნანა
ზაალიშვილი
|
5
|
ფსიქოლოგი
|
სოფიო
კობაიძე
|
6
|
ფსიქოლოგი
|
ანა
ქანაშვილი
|
მულტიდისციპლინური
ჯგუფი
|
სახელი-გვარი
|
|
1
|
||
2
|
||
3
|
მშობლის
პრიორიტეტი და ინტერესი: მშობლის სურვილია, მოსწავლემ სკოლაში წარმოადგინოს მომზადებული
დავალებები, იყოს კონტაქტური, იმეტყველოს
გაბედულად, თამამად.
მასწავლებლის
სურვილი: მოსწავლეს ჰქონდეს განვითარებული
ზეპირმეტყველება, შეეძლოს გაბმული თხრობა, იყოს კონტაქტური,
ისაუბროს კლასის წინაშე.
შefasebis Sedegebi
sfero
|
Zlieri
mxareebi
|
susti
mxareebi
|
|
akademiuri
unarebi:
|
wera
|
დიდი სურვილი აქვს, დაწეროს ლამაზად და
უშეცდომოდ. წერის უნარს ყოველდღიურად
ავითარებს. რადგან ჯერჯერობით ლამაზი ნაწერი არ გამოსდის, გადაწყვიტა, თავისი
ნამუშევარი ვიზუალურად მიმზიდველი გახადოს, ამიტომ ნაწერს მცირე ზომის ფერადი
ნახატებით აფორმებს.
|
ჯერჯერობით ვერ გამოიმუშავა ლამაზი
ხელწერა, ამაზე არ ვსაყვედურობ, მაგრამ მაინც განიცდის.
|
kiTxva
|
კითხვის მოქნილობა საკმაოდ განვითარებული
აქვს, თუკი ტექსტი დიდი მოცულობისა არ არის, საკმაოდ კარგად გაიაზრებს
წაკითხულს.
|
მიუხედავად იმისა, რომ კითხვის ტექნიკა
საკმაოდ განვითარებული აქვს, ხმამაღლა წაკითხვაზე ხშირად უარს ამბობს. როცა
ჩემთანაა, სხვების გარეშე, წაკითხვაზე უარს არ მეუბნება.
|
|
Txroba
|
თუკი შეკითხვებს შევაშველებ, საყრდენების გამოყენებით შეიძლება ზოგჯერ მცირე
მოცულობის ტექსტი მომითხროს.
|
ვატყობ, რომ შინაარსი იცის, მაგრამ ძალიან
ხშირად თხრობაზე უარს მეუბნება, ზოგჯერ მაშინაც კი, როცა მარტო ვართ. მშობელი
მატყობინებს ხოლმე, რომ გაკვეთილი ისწავლა, მაგრამ თვითონ მეუბნება, რომ
გაკვეთილი არ იცის, არ უნდა მომითხროს. მან ბევრი დაბრკოლება დაძლია, ამჟამად კი
მისი ყველაზე სუსტი მხარე სწორედ ზეპირმეტყველებაა. აქვს მწირი ლექსიკური მარაგი და უჭირს გაბმული
თხრობა, თანატოლებთან საუბარში ვერ ებმევა და არც თვითონ იჩენს ინიციატივას, არ
ესალმება და არ ემშვიდობება არც თანატოლებს, არც უფროსებს.
|
|
ariTmetika
|
ამ საგანში წარმოუდგენელ წარმატებას
მიაღწია. იცის ყველა მათემატიკური მოქმედება, შეუძლია ამოცანების ამოხსნა,
უცნობი რიცხვების პოვნა, საკმაოდ კარგად ართმევს თავს სააზროვნო ამოცანებსაც.მოსწავლე,
რომელსაც უმარტივესი შეკრება-გამოკლება უჭირდა და დიდხანს რიცხვებს ვერ
იმახსოვრებდა, ამჟამად სისტემატური შრომის წყალობით ამ საგანში საპროგრამო
მასალას კარგად ითვისებს.
|
გაუბედავია, არ უყვარს თავისი ცოდნის
წარმოჩენა სხვების წინაშე, თავს არიდებს ჯგუფურ სამუშაოებს;
|
|
SemecnebiTi unarebi
(yuradReba, mexsiereba, aRqma)
|
მისი აღქმა ჯერ კიდევ არასაკმარისად
დანაწევრებულია, მაგრამ თანდათან უვითარდება სინთეზური აღქმა-ა(ღქმული
ობიექტების ელემენტებს შორის კავშირის დამყარება) და ანალიზური (ორგანიზებული
დაკვირვების ხასიათისა), მისი აღქმისთვის ასევე დამახასიათებელია ემოციურობა,
კავშირი პრაქტიკულ საქმიანობასთან და აღქმის სოციალიზაცია (უპირატესობას ანიჭებს
ადამიანიდან წამოსულ სიგნალებს).ყურადღება ჯერ კიდევ არასაკმარისად ნებისმიერია,
ხელშემშლელი გამღიზიანებლების მიმართ ახასიათებს გადახრადობა, მისი ყურადღების
სიმტკიცე ჯერ კიდევ არაა საკმარისად განვითარებული. მეხსიერება ჯერ კიდევ
ემოციური და თვალსაჩინო-ხატოვანია, უჭირს განმარტება, აღწერა, ახსნა.საჭიროებს
ვერბალური და ლოგიკური დამახსოვრების განვითარება, ჯერ კიდევ უჭირს ტექსტიდან
მთავარის, არსებითის გამოყოფა.
აზროვნება-ჯერჯერობით უმეტესად
თვალსაჩინო-ხატოვანია, ჯერ „დამკვირვებელია“,
იწყებს „მკვლევარის“ უნარის განვითარებას.
|
ყურადღება ზოგჯერ მოუსუსტებს. ადვილად ეფანტება. ბოლო ხანებში
მერხის ამხანაგთან საგაკვეთილო პროცესის დროს ლაპარაკიც კი დაიწყო.
|
|
emociuri sfero
|
--------- ემოციები ჯერ კიდევ არამდგრადი
ხასიათისაა. ადვილად შეეტყობა შიში, გაბრაზება, უარყოფითი ემოციები, მაგრამ
ნაკლებად შეატყობ სიხარულს, კმაყოფილებას, სიამოვნებას... ჯერ კიდევ სჭირდება
ემოციური დაცვა, მიჯაჭვულია უფროსებისადმი. ემოციური სიმკვეთრე აკლია, მალავს
თავის გრძნობებს. არ უყვარს სენტიმენტალობა. გარეგნულად არ ამჟღავნებს, მაგრამ
ძალიან კეთილი ბავშვია. ძალიან უყვარს თავისი მერხის ამხანაგი - - - -. იმის გარეშე არაფერს აკეთებს და ცდილობს,
მუდამ მის გვერდით იყოს.
|
ადვილად ღიზიანდება, ხშირად ჯიუტობს. განსაკუთრებით, დედას
ეჯიუტება. უფრო პირად საკითხებზე. მერხის ამხანაგს ძალიან შეეჩვია. როცა ჯგუფური
მუშაობის დროს სხვასთან დაჯდომას ვთხოვ, კატეგორიულ უარს ამბობს.
|
|
komunikaciis unari
ena/metyveleba
|
ჩემთან კომუნიკაცია საკმაოდ კარგი აქვს. სწორედ ამის წყალობით
მიაღწია ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას. მისი ენა, მისი მეტყველება ჯერ კიდევ
საჭიროებს სისტემატურ, თანმიმდევრულ განვითარებას.მეტყველება-მისი სემანტიკური
მხარე ჯერ კიდევ არაა საკმარისად მდიდარი, სიტყვების მნიშვნელობას აკლია
სიზუსტე,-ხან შევიწროებულია, ხან ზედმეტად ფართო. ჯერ კიდევ ახასიათებს შინაგანი
მეტყველება, როგორც ქცევის დაგეგმვის ფუნქცია, რომელიც გონებაში, შინაგან პლანში
ხორციელდება.განვითარებას საჭიროებს მისი ინტენსიური კომუნიკაციის უნარი,
მეტყველების დაუფლების მექანიზმების მობილობა.
|
თანატოლებთან იშვიათად ურთიერთობს. მერხის ამხანაგი - - - - გარდა არ სურს არავისთან კომუნიკაცია.
|
|
msxvili motoruli
unarebi
|
არც სპეციალისტების დასკვნით და არც ჩემი
დაკვირვებით, პრობლემა ამ კუთხით არ იკვეთება.
|
სპორტის გაკვეთილები არ უყვარს, მოძრავ თამაშებს თავს არიდებს.
|
|
natifi motoruli
unarebi
|
სკოლაში შემოსვლისას, სპეციალისტების
დასკვნით, მას ნატიფი მოტორული უნარები სუსტად ჰქონდა განვითარებული, მაგრამ ეს
ხარვეზი ჩემი და მშობლის დახმარებით წარმატებით დაძლია. უყვარს ძერწვა, ხატვა,
კომპიუტერში ტექსტის აკრეფა. ვფიქრობ, სწორედ ამ უკანასკნელმა მნიშვნელოვნად
განუვითარა ნატიფი მოტირიკა.
|
წერით დავალებებს შინაარსობრივად უშეცდომოდ ასრულებს, მაგრამ
ასოების ლამაზად მოხაზვა ჯერ კიდევ უჭირს.
|
|
qceva/yofaqceva
|
-
- - - - საკუთარ
ქცევას ჯერ კიდევ იმპულსები წარმართავს. განსაკუთრებულ დისკომფორტს არ განიცდის,
თუკუ ქცევის ნორმებს დაარღვევს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ იგი ხშირად არღვევს ქცევის
ნორმებს, ძალიან წყნარია და თუ რაიმეს დაარღვევს, მხოლიდ იშვიათად. ზრდილობიანი, მოწესრიგებული ბავშვია. ვგრძნობ,
მოსიყვარულეა, თუმცა ამას გარეგნულად არ ამჟღავნებს. ჩემს დავალებებს პასუხისმგებლობით
ეკიდება, აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეუძლია. არ არის კონფლიქტური, აგრესიული, კარგი
ურთიერთობა აქვს თავის უმცროს დასთან, რომელიც წელს შემოვიდა სკოლაში, ვატყობ, რომ
დის სკოლაში ყოფნა უხარია.
|
პერიოდულად ჯიუტია, ჭირვეული. განსაკუთრებით ამას ვატყობ დედასთან
ურთიერთობაში. მას ხშირად ეჭირვეულება მაგ: ტკბილეულის გამო, ჩაცმულობის გამო და
ა.შ.
|
|
funqciuri
unar-Cvevebi
|
|||
saganmanaTleblo
garemo
|
resursi
|
barieri
|
|
მისთვის მომზადებული მაქვსმცირე მოცულობის ადაპტირებული ტექსტები,
თაბახის ფურცლები, ანიმაციური ფილმები, კარგად ილუსტრირებული საბავშვო წიგნები,
სახატავი ფურცლები და ფერადი ფანქრები.
|
-
- - - - მუშაობა
მუდამ ნაყოფიერია, თანმიმდევრული, ბარიერს
მასთან მუშაობაში ვერ ვხედავ.
|
სკოლა: სსიპ დიმიტი უზნაძის სახელობის 22-ე
საჯარო სკოლა
კლასი IV
კლასი IV
მოსწავლე: - - - - - - - - -
დაბადების
თარიღი - - - - - - - წ. ასაკი: 9 წლის
თარიღი - - - - - - - წ. ასაკი: 9 წლის
მშობელი/მეურვე:
დედა: - -
- - - - - -
მისამართი/ტელეფონი:
- - - - -
- - ქ. #;
შეხვედრის თარიღი: თვეში ერთხელ
ინდივიდუალური
სასწავლო გეგმა 15.09. 2015- დან 15.006.2016- მდე
ინდივიდუალური
სასწავლო გეგმა გადაიხედება: 2015-2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ბოლოს
შეხვედრის ტიპი (შემოხაზეთ)
საწყისი
გადაფასება საჭიროებისამებრ დაგეგმილი
შეფასება წლიური შეფასება
individualuri
saswavlo gegma
sagani – ქართული ენა და ლიტერატურა
mimarTuleba – ზეპირმეტყველება
klasi – IV
გრძელვადიანი მიზანი/მიზნები
ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
|
მოკლევადიანი მიზანი/მიზნები
1.
2.
3.
|
·
მოსწავლე აფასებს პერსონაჟის საქციელს მარტივად, -რა მოეწონა, რა არა, რატომ იყო ეს პერსონაჟი მისთვის მოსაწონი.
·
ჩემ მიერ წაკითხული
ზღაპრის მოსმენის შემდეგ რამდენიმე წინადადებით
მარტივად გადმოსცემს თავისი შთაბეჭდილებას;
·
ყურადღებას აქცევს და დაკვირვებით
კითხულობს ტექსტში ჩემ მიერ მითითებული ესთეტიკურად
ღირებულ ადგილებს;
|
miznis Sesabamisi aqtivobebi
|
masala
|
sad sruldeba aqtivoba (klasi,
resurs oTaxi)
|
masalis momzadebaze
pasuxismgebeli piri (mSobeli, pedagigi, skolis fsiqologi da sxva.)
|
aqtivobis ganxorcielebaze
pasuxismgebeli piri
|
|
1
|
3.1.აქტივობა-„გრძნობათა
ყულაბა“-ამ
აქტივობით ფასდება მოსმენილისადმი/წაკითხულისადმი ემოციური დამოკიდებულების
გამოხატვის უნარი.
მასწავლებელი
უკითხავს ან აკითხებს მოსწავლეს მცირე მოცულობის მარტივ ტექსტს, რომელშიც
რამდენიმე სხვადასხვა ემოციაა გამოხატული. წინასწარ დაფაზე აქვს ჩამოწერილი ის
გრძნობები, რაც კი შეიძლება ადამიანს აღეძრას მხატვრული ნაწარმოების კითხვისას.
სთხოვს მოსწავლეს, ამოირჩიოს ამ ჩამონათვალიდან ის გრძნობები, რომელიც მას
კითხვისას/მოსმენისას აღეძრა. აამბობინებს,
რატომ შეარჩია ესა თუ ის გრძნობა. ამ აქტივობით არგუმენტირების უნარიც
ვითარდება.
|
dafa,
carci, წინასწარ შერჩეული ტექსტი.
|
Kსაklasო ოთახი
|
pedagogi
|
pedagogi
|
2
|
3.2.აქტივობა-„გმირის დახასიათება“-ეს აქტივობა ემსახურება ტექსტის
გააზრების სედეგად მიღებული დასკვნების გადმოცემას.
მასწავლებელსშედგენილი
აქვს პერსონაჟიოს დახასიათების გრაფიკული მაორგანიზებელი სქემა სხვადასხვა
მიმართულებით: პერსონაჟი, ფიქრობს, აკეთებს, ამბობს, გრძნობს, შედეგი. შეიძლება,
ამ სქემას რომელიმე მიმართულება გამოაკლდეს ან დაემატოს. აქტივობა ემსახურება წერითი უნარების განვითარებას,
მაგრამ ამ შემთხვევაში მე მას გამოვიყენებ როგორც ზეპირმეტყველების
განმავითარებელს,-მოსწავლე უყურებს გრაფიკულ მაორგანიზებელს და ზეპირად
პასუხობს.
|
გრაფიკული მაორგანიზებელი- „პერსონაჟის
დახასიათების სქემა“
|
Kklasi
|
pedagogi
|
pedagogi
|
ქართ. IV. 4. მოსწავლეს შეუძლია
შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
|
გრძელვადიანი მიზანი
1.
2.
3.
|
აღწერს თავის ყოფით სიტუაციებს, -მარტივი, მაგრამ
სპეციფიკური ლექსიკით;
ჩემ მიერ მითითებული ნიმუშის საფუძველზე,
საუბარში იყენებს მსგავს სიტყვებს,
-მარტივ სინონიმურ წყვილებს.
ზმნის
გრამატიკული დროის ფორმებს ძირითადად სწორად იყენებს, შეუძლია ზმნის ახლანდელი დრო ჩაანაცვლოს
წარსული დროით;
|
მოკლევადიანი მიზანი/მიზნები
miznis Sesabamisi aqtivobebi
|
masala
|
sad sruldeba aqtivoba (klasi, resurs oTaxi)
|
masalis momzadebaze pasuxismgebeli piri (mSobeli,
pedagigi, skolis fsiqologi da sxva.)
|
aqtivobis ganxorcielebaze pasuxismgebeli piri
|
|
1
|
IV.1. აქტივობა-„დროის ისარი“
საუბრის თემად ავირჩევ „ერთი დღე სკოლაში“.
კედელზე ან დაფაზე გაკრულია დიდი ფორმატის ქაღალდი, რომელზედაც გამოსახულია
მარცხნიდან მარჯვნივ ვერტიკალურად მიმართული ისარი. მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეს, თუ რას
აკეთებს იგი სკოლაში. კითხვების საშუალებით ეხმარება, მოახდინოს ერთი სასკოლო
დღის რეკონსტრუირება დროითი თანმიმდევრობის დაცვით. მაგ: „პირველად რა გააკეთე?
შემდეგ?“ მოსწავლე სასაუბრო ლექსიკით მოუთხრობს მასწავლებელს. ასევე შეიძლება მოათხრობინოს
სახლში გატარებული დღის შესახებ, სტუმრად ყოფნისას გატარებული დროის შესახებ;
|
ფლიპჩარტი
მარკერი
|
K
საკლასო ოთახი
|
P
პedagogi
|
pedagogi
|
2
|
4. 2. აქტივობა-„“ზღაპარ იყო“-ამ შემთხვევაში წამყვანი არის მასწავლებელი,-ის
ასახელებს რაიმე ზღაპარს, ხოლო მოსწავლემ უნდა გაიხსენოს ამ ზღაპრის გმირები.
მაგ: წამყვანი ასახელებს ზღაპარს „კონკიას“, მოსწავლე კი ჩამოთვლის მის
პერსონაჟებს. არჩევანი ერთ-ერთ პერსონაჟზე შეჩერდება, მასწავლებელი სთხოვს,
ისაუბროს მის შესახებ, -რა მოეწონა, რა არა, რის შეცვლას უსურვებდა შერჩეულ
პერსონაჟს...
|
ზღაპრების
კრებული
|
საklasო ოთახი
|
Pპedagogi
|
Pპedagogი
|
3
|
4.3.აქტივობა-
„გამოიცან, რომელია“-მასწავლებელი უკითხავს მოსწავლეს ისეთ გამოცანებს,
რომლის ბოლო სიტყვები თვითონ უნდა დაამთავროს და გამოცანა დაასრულოს. ლექსი
შინაარსობრივად და ფორმის თვალსაზრისით ადვილი აღსაქმელი უნდა იყოს. მოსწავლეს
განუვითარდება სათანადო კონტექსტში სიტყვების სწორად გამოყენების უნარი.
|
გამოცანების
ნაკრები
|
საკლასო
ოთახი
|
პედაგოგი
|
პედაგოგი
|
4
|
4.4. აქტივობა-„ვინ?
რა? რომელი“-წაკითხული მარტივი ტექსტიდან არსებითი და ზედსართავი სახელების
ამოკრება, ტექსტის შინაარსის გააზრება.
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეს, დაასახელოს ის
არსებითი სახელები, რომლებიც ტექსტში შეხვდა, მას
კი მიუსადაგოს ზედსართავები,-ის ნიშან-თვისებები, რაც ამა თუ იმ არსებითს
ახასიათებს. თუ ასეთი ზედსართავები ტექსტში არ არის, მაშინ თვითონვე მოიფიქროს
შესაბამისი.
|
მარტივი,
მცირე მოცულობის ტექსტი
|
საკლასო
ოთახი
|
პედაგოგი
|
პედაგოგი
|
4.
|
|||||
5
6
|
4.5. აქტივობა-„სინონიმთა
და ანტონიმთა წრე.“ მასწავლებელი ასახელებს
სიტყვას, მოსწავლე-ამ სიტყვის სინონიმს, მასწავლებელი იმის სინონიმს, ვინც
სინონიმს ვერ დაასახელებს, ამბობს ამ სიტყვის ანტონიმს, შემდეგ სინონიმს და ასე
გრძელდება მანამ, სანამ არ ამოიწურება სიტყვათა მარაგი.
4.6.აქტივობა-„ლექსიკური რუკა“. სსსმ მოსწავლისთვის გამოვიყენებ
მხოლოდ ამ კოგნიტური სქემის გამარტივებულ ვარიანტს: მასწავლებელი სქემას აკრავს
დაფაზე, მოსწავლეს შეარჩევინებს ტექსტიდან უცნობ სიტყვას, სთხოვს განმარტებას ან
თვითონ განუმარტავს, ამოაკითხინებს ტექსტიდან ფრაზას ამ სიტყვით, შეარჩევინებს
სინონიმსა და ანტონიმს. ამ შემთხვევაში სიტყვათშეთანხმებებზე არ ვმუშაობთ.
4.7.აქტივობა-შეუცვალე
დრო“-მასწავლებელი
აკითხებს მოსწავლეს მოკლე ნაწყვეტს, სადაც ზმნები ახლანდელ დროშია. ავარჯიშებს,
რომ ტექსტი გადაიყვანოს წარსულ დროში, მომავალში...
|
ადამიანური
რესურსი
წინასწარ შერჩეული ტექსი და
კოგნიტური სქემა: „ლექსიკური რუკა“.
|
საკლასო
ოთახი
საკლასო ოთახი
|
პედაგოგი
პედაგოგი
|
პედაგოგი
პედაგოგი
|
ქართ. IV. 8. მოსწავლეს
შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული წიგნის (მხატვრულის/არამხატვრულის)
მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.
|
გრძელვადიანი მიზანი
მოკლევადიანი მიზანი/მიზნები
1
2
|
·
მოსწავლე მარტივი ფრაზებით აფასებს ჩემ მიერ (ან მშობლის მიერ) შერჩეული წიგნი,-მოეწონა, თუ არ მოეწონა, რატომ
მოეწონა;
·
მოსწავლე თვითონ, დამოუკიდებლად არჩევს საკითხავად რაიმე საბავშო წიგნს და მარტივად გადმოსცემს, რატომ შეაჩერა მასზე არჩევანი;
|
miznis Sesabamisi aqtivobebi
|
masala
|
sad sruldeba aqtivoba (klasi, resurs oTaxi)
|
masalis momzadebaze pasuxismgebeli piri (mSobeli,
pedagigi, skolis fsiqologi da sxva.)
|
aqtivobis ganxorcielebaze pasuxismgebeli piri
|
|
1
|
8.1.
აქტივობა-საკლასო ბიბლიოთეკა“.
მასწავლებელს კლასში მოწყობილი აქვს „საკლასო
ბიბლიოთეკა“. წიგნები დახარისხებულია, შექმნილია
„წიგნების ბარათები“.კატალოგები. მასწავლებელი ასაუბრებს მოსწავლეებს მათ
მიერ საკლასო ბიბლიოთეკაში მოტანილი წიგნების შესახებ, სსსმ მოსწავლეს კი
სთხოვს, ყურადღებით მოუსმინოს მოსწავლეთა ნაამბობს და საკითხავად შეარჩიოს ის
წიგნი, რომელიც თანატოლთა ინფორმაციებზე დაყრდნობით უფრო დააინტერესებს. შემდეგ ეტაპზე
(წაკითხვის შემდეგ) გამოჰკითხავს, რა მოეწონა ამ წიგნში, ან არ მოეწონა, რომელმა
გმირმა დააინტერესა და ა.შ.
შესაძლებელია, თვითონ სსსმ მოსწავლეს სთხოვოს
საკლასო ბიბლიოთეკისთვის საყვარელი წიგნის მოტანა და შემდეგ ამ წიგნზე ასაუბროს.
|
საბავშვო
წიგნები „საკლასო ბიბლიოთეკაში“
|
საklasო ოთახი
|
pedagogi
|
pedagogi
|
2
|
8.2.აქტივობა-„ლიტერატურულიწრე“
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს იმ მარტივი
სიუჟეტის საბავშვო წიგნების ჩამონათვალს, რომელიც მან თავისუფალ დროს უნდა
წაიკითხოს. ასმენინებს აუდიოჩანაწერს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებისა,-ავტორის
ან მსახიობის გახმოვანებით. გამოჰკითხავს, რა ემოცია გამოიწვია მოსმენილმა ან
წაკითხულმა მასში, რით განსხვავდებოდა ეს ნაწარმოებები ერთმანეთისაგან, ის
რომელს ანიჭებს უპირატესობას და ა.შ.
|
საბავშვო
წიგნები მცირე მოცულობის ტექსტებით
|
Kklasi
|
pedagogi
|
pedagogi
|
3
|
8.3.აქტივობა-„ხელნაწერი
წიგნი“-მასწავლებელიმოსწავლეს
ეხმარება მცირე ზომის ილუსტრირებული ხელნაწერი წიგნის შექმნაში. მოსწავლე
სწავლობს წიგნის მახასიათებლებს, ხატავს, ავითარებს მოტორულ უნარებს, მოუთხრობს მასწავლებლებს,
თანატოლებს თავისივე შექმნილი წიგნის შესახებ.
|
ხელნაწერი
წიგნები-ნიმუშები და სსსმ მოსწავლის მიერ შექმნილი
|
საklasო ოთახი
|
pedagogi
|
pedagogi
|
სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე
საჯარო
სკოლის
დირექტორი:
/რუსუდან ზედაშიძე/
დაწყებითი კლასების მასწავლებელი: /ნესტან კუპრავა/
2015-2016 სასწავლო
წლის II სემესტრი
No comments:
Post a Comment