პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მასალა

როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი – 15 მახასიათებელი
უახლესმა ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე: კომუნიკაციაზე, თანამშრომლობაზე, სწავლაზე, სწავლებაზე. ყოველივე ამან ახალი ტერმინოლოგიის ათვისების და გამოყენების საჭიროება გამოიწვია.
თუ ჩვენ გუგლის გამოყენებით მოვძებნით ტერმინს, ან ამაზონზე წიგნებში მოვიძიებთმე-20 საუკუნის მასწავლებელიანმე-19 საუკუნის მასწავლებელი“ – ვერ ვიპოვით ასეთი ტერმინის განმარტებას. თუ 21-- მოვძებნით, ვიპოვით სხვადასხვა შედეგს: 21- საუკუნის უნარები, 21- საუკუნის სკოლა, 21- საუკუნის განათლება, 21- საუკუნის მასწავლებელი.
აშკარაა, რომ 21- საუკუნე სხვა ფენომენია და სწავლა სულ სხვა, ისეთი პრინციპებით ხდება, რომელიც აქამდე არ გამოუყენებიათ. და მაინც რას გულისხმობს 21- საუკუნის მასწავლებელი?
მაშ ასე, 15 მახასიათებელი:
1.მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და ინდივიდუალურად მიცემული ინსტრუქციებირადგანაც მოსწავლეებს აქვთ განსხვავებული პიროვნული თვისებები, მიზნები, საჭიროებები ამიტომ, მათ უნდა მივცეთ ინდივიდუალური ინსტრუქციები მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.
2. მოსწავლეები, როგორც მწარმოებლები დღეს მოსწავლეებს ხელი მიუწვდებათ ციფრულ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენებითაც მათ შეუძლიათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს დაურეკონ, შეტყობინება გაუგზავნონ. ამავე დროს, მათ შეუძლიათ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან ბლოგები, ვიდეოები, წიგნები და შემდეგ ეს ყველაფერი გაუზიარონ სხვებს.
3. ახალი ტექნოლოგიების ათვისება იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს შესთავაზოს არჩევანი მასწავლებელმა უნდა იცოდეს ტექნოლოგიები და უნდა ეცნობოდეს მათ განვითარებას მუდმივად. გთავაზობთ ვებ-გვერდს, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ ახალი ტექნოლოგიების ათვისებას www.lynda.com და მათ გამოყენებას.
4.იყავი გლობალური ჩვენ დროში სირცხვილია, მხოლოდ სახელმძღვანელო წიგნის გამოყენებით ვასწავლოთ მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნების,  კულტურების და ადამიანების შესახებ, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. ასწავლეთ მოსწავლეებს ტექნოლოგიების გამოყენებით სამყაროს ნებისმიერ კუთხეში მოხვედრის საშუალება. ეს მათ ძალიან მოეწონებათ.
5.იყავი მოქნილი და გამოიყენე სმარტფონი უთხარით თქვენს მოსწავლეებს, რომ არ იცით გუგლის გამოყენება და დაელოდეთ მათ რეაქციას. თუ თქვენ მოსწავლეებს მისცემთ საშუალებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მოწყობილობები, ეს მათ დაეხმარება ამ მოწყობილობების დანიშნულების უკეთ აღქმაში.
6.ბლოგინგი – გამოიყენეთ ბლოგები წერისთვის, ეს გააუმჯობესებს მათ წერით უნარებს.
7.იყავი ციფრული ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება აგარიდებთ ბევრ ფურცლებს. მიეცით საშუალება მოსწავლეებს ტექნოლოგიები აითვისონ და გამოიყენონ.
8.თანამშრომლობა – ტექნოლოგიების გამოყენებით თანამშრომლობა ხდება მაშინ, როც ამასწავლებელი და მოსწავლე ერთობლივად ქმნიან პრეზენტაციას, ვიდეოს, ციფრული რესურსს და პროექტებს. ასევე დოკუმენტები გაცვლა-გამოცვლა ელქტრონული ფოსტით.
9.გამოიყენე ტვიტერის ჩატი ტვიტერის ჩატში მონაწილეობის მიღება, ყველაზე მოსახერხებელი და იაფი საშუალებაა, რომ კომუნიკაცია განვავითაროთ. ასევე სასარგებლოა პროფესიული განვითრებისთვის.
10.დაკავშირება – დღეს ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ მოვძებნოთ ყველა, ყველგან, ყოველთვის. დავუკავშირდეთ მათ სოციალური მედიის გამოყენებით: Follow, Join.
11.პროექტზე დაფუძნებული სწავლება დღეს მოწავლეებს არ სჭირდებათ მხოლოდ სახელმძღვანელოები, მათ შეუძლიათ მოიძიონ, შექმნან და მისცენ პროექტს საბოლოო სახე. მასწავლებელი მათ სჭირდებათ მხოლოდ იმისათვის, რომ მითითება მისცეს და გიდის ფუნქცია შეასრულოს.
12.შექმენი შენი საკუთარი ციფრული ფეხის ნაკვალევი დღეს მასწავლებლი არის მოდელი სოციალური მედიის გამოყენების პროცესში, ის ტვირთავს ფოტოებს, აზიარებს ინფორმაციას, საკუთარ აზრებს. ამ ყველაფრის სწორად გამოყენება საკლასო ოთახში მოსწავლეებს დაეხმარება ტექნოლოგიების სწორად გამოყენებაში.
13.კოდირება, გაშიფვრა თუ მე-20 საუკუნის მასწავლებლისთვის მთავარი იყო კალამი და ფანქარი, დღეს 21- საუკუნის მასწავლებლისთვისკალამი და ფანქარიარის კომპიუტერი. ვებ-გვერდის გაშიფვრა საოცრად საინტერესოაHTML ეს არის გასაოცარი.
14.სიახლეთა დანერგვა საკლასო ოთახში საიხლეების დანერგვა ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლეების ჩართულობის გაზრდის მიზნით. გამოიყენეთ TED https://www.youtube.com/user/Tedpyc -ის საუბრები და დანერგეთ აქტივობები საკლასო ოთახში.
15.გაგრძელე სწავლა დღის განმავლობაში თუნდაც 20 წუთი დაუთმე სიახლეების გაცნობას, ეს უკვე დიდი საქმეა.
გისურვებთ ბედინიერ 21- საუკუნის სწავლებას. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაწრებებიც


მასწავლებელი და კლასი - როგორ ჩავატაროთ ეფექტური გაკვეთილი
იმ მასწავლებლის ოსტატობა, რომელსაც შეუძლია აუდიტორიის აყვანა, სინამდვილეში დეტალებისგან შედგება. როგორ ვმართოთ დისციპლინის შესანარჩუნებლად მოსწავლეების ყურადღება და საკუთარი ხმის ტემბრი? ბევრი პედაგოგი ამ კითხვებს -  მრავალწლიანი გამოცდილების, ბევრიც რიგი შეცდომების დაშვების შემდეგ პასუხობს. თუმცა ეს მიდგომები კარგა ხნის შესწავლილია, მათ შორის წიგნში „ცოდნიდან უნარებამდე. უნივერსალური წესები ნებისმიერი უნარების გასავარჯიშებლად", რომლის ავტორები დუგ ლემოვი, ქეითი ეცი და ერიკა ვულვეი  სწავლების ე.წ. მზა რეცეპტებს გვთავაზობენ. 
ძლიერი ხმა - მასწავლებლებმა/ მწვრთნელებმა უნდა იმუშაონ ძლიერ ხმაზე, ხმაში აქცენტების გადანაწილებაზე, რაც კლასის მართვის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს. ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის ადმინისტრაცია კარგ მასწავლებელს რთულად სამართავ კლასში უშვებს. კარგი მასწავლებელი ახერხებს მოსწავლეების მართვას, გარკვეული მეთოდით კლასს მოსმენასაც აიძულებს. ამ მეთოდის ფარგლებში მასწავლებელი იყენებს შემდეგ უნარებს: პირველია ლაკონურობა. რაც უფრო მოკლედ და ზუსტად საუბრობს მასწავლებელი, მით უფრო ძლიერია ეფექტი. ზედმეტი მჭერმეტყველება იმის სიგნალია, რომ მასწავლებელი ნევროზულია და არ აქვს მყარი ცოდნა. ზუსტად შერჩეული სათქმელი საპირისპირო ეფექტის მქონეა. მასწავლებელმა აზრი მარტივი სინტაქსური კონსტრუქციებით უნდა გადმოსცეს. გაკვეთილის მთავარი ხაზი არ უნდა დაიკარგოს არაფრისმთქმელ საინფორმაციო კორიანტელში.    
ნუ ისაუბრებთ მოსწავლესთან ერთად. მასწავლებლის სიტყვა წონიანი უნდა იყოს. დაელოდეთ სრულ სიჩუმეს კლასში და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელეთ საუბარი. ამით მოსწავლეებს აჩვენებთ, რომ კლასში სიტუაციას თქვენ განაგებთ, თქვენ წყვეტთ - ვინ და როდის გამოთქვას აზრი. მაგალითად, თუ აპირებთ თქმას: „ბავშვებო, ამოიღეთ რვეულები და ჩაინიშნეთ დავალება",  დაელოდეთ, სანამ მოსწავლეები გაჩუმდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაანიშნინეთ დავალება. თუ უყურადღებოდ ისმენენ, სიტყვა გაწყვიტეთ. შეისვენეთ. ნუ შეიცვლით დგომის პოზას. გამოხატეთ თქვენი კატეგორიული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ სიმშვიდეში საუბრობთ.    
ნუ მისცემთ მოსწავლეს იმის საშუალებას, რომ ჩაგრთოთ მის მიერ წამოწყებულ დიალოგში. მასწავლებელს თავისი გეგმა-მიზანი აქვს და გაკვეთილის ბოლომდე მას უნდა მიაღწიოს. ეს პრინციპი განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს შენიშვნას აძლევს. აი, მაგალითიც: დევიდი წინ მჯდომი მარგარეტის სკამს ფეხებით აქანავებს. მასწავლებელი ეუბნება: „დევიდ, ნუ აწუხებ მარგარეტს." დევიდი პასუხობს: „მასწ, ის თვითონ მაწუხებს". მასწავლებელს უნებურად უჩნდება ამ დიალოგის განვრცობის სურვილი. „მარგარეტ, მართლაც ასეა?" როგორც კი მასწავლებელი ამ კითხვას დასვამს, ის მოსწავლის მიერ ინიცირებულ არაფრისმომტან დიალოგში ერთვება, რის შედეგადაც იწირება გაკვეთილის დრო. ამიტომ მასწავლებელს კატეგორიული რეაქცია უნდა ჰქონდეს: „დევიდ, გთხოვ, გაწიო ფეხი და მეორედ აღარ შეაწუხო მარგარეტი".  თუ დევიდი თავის მართლებას შეუდგა, ეს თემა აღარ განავრცოთ და გაკვეთილს დაუბრუნდით.   
უყურეთ მოსწავლეებს თვალებში, არ დაიძრათ ადგილიდან. რაზეც არ უნდა საუბრობდეს მასწავლებელი, ის არავერბალურ კომუნიკაციასაც იყენებს. ამ დროს „სხეულის ენა" მუშაობს. თუ გინდათ, რომ თქვენი სიტყვების მნიშვნელოვნება ხაზგასმული იყოს, მთელი სხეულით შეტრიალდით იმ მოსწავლისკენ/მოსწავლეებისკენ, ვისაც მიმართავთ. ეცადეთ, ბავშვებს თვალებში უყუროთ. ისაუბრეთ მხრებში გამართულმა ან ოდნავ წინ გადახრილმა. ამით კლასს აჩვენებთ, რომ  სიტუაციას თქვენ, მასწავლებელი მართავთ. არ შეიცვალოთ ადგილი, საიდანაც მოსწავლეებს ესაუბრებით და დავალებას აძლევთ. ნაკლებად მიმართეთ ჟესტიკულაციას. ოფიციალური დგომის პოზა ძალიან ეფექტურია.    
სიჩუმის ძალა. ჩვეულებრისამებრ, ის მასწავლებელი, რომელიც შიშობს, რომ კლასი მას არ მოუსმენს, ძალიან ხმამაღალ და სწრაფ საუბარს იწყებს. ჩქარი და სწრაფი საუბარი ღელვის, შიშის და დაკარგული კონტროლის პირველი სიგნალია. მოსწავლები გრძნობენ, რომ მასწავლებელი დაჯაბნეს. ემოციებს მისი ისტერიკამდე მიყვანა შეუძლიათ, რაც საკონტროლოს წერასა და ამოცანის ამოხსნაზე გაცილებით სასურველია მოსწავლეებისთვის. პარადოქსულია, მაგრამ მასწავლებლის ზედმეტად ხმამაღალი საუბარი კლასში ხმაურს კიდევ უფრო აძლიერებს. თუ გსურთ, რომ ყურადღებით გისმინონ, ისაუბრეთ გარკვევით, თავდაჯერებით და მშვიდად. პერიოდულად ხმას დაუდაბლეთ კიდეც, რათა იმატოს სიჩუმის ძალამ. მშვიდი, გაწონასწორებული და მცოდნე მასწავლებელი ბავშვებში მეტ ავტორიტეტს იმსახურებს.    
ასპროცენტიანი ჩართულობა. ეს იმ მოსწავლეთა რაოდენობაა, რომელიც საგაკვეთილო პროცესში უნდა იყოს ჩართული. დიახ, არავითარი ფანტასტიკის სფერო. კარგი  მასწავლებლები პოზიტიური მიდგომების გამოყენებით ამ შედეგს რეალურად აღწევენ. ისინი მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობის სამ ძირითად მეთოდს იყენებენ.

    
კორექცია არ უნდა იყოს თავს მოხვეული და აგრესიული. კლასის ასპროცენტიანი ყურადღება მასწავლებელს გაკვეთილის ნორმალური ჩატარებისთვის სჭირდება. მასწავლებელი, რომელიც ბავშვების დაშოშმინებაზე კარგავს დროს, იმ მოსწავლეების ყურადღებასაც ფანტავს, ვინც მზადაა უსმინოს. დროის მინიმალური დანაკარგით დისციპლინის შენარჩუნება გაკვეთილის თანმდევი პროცესია. ამისათვის აუცილებელია: 1. არავერბალური კორექცია - გაკვეთილის მთავარი თემიდან გადახვევის გარეშე ცელქ ბავშვებთან მუდმივი  კონტაქტი ჟესტებისა და გამოხედვის, „სხეულის ენით" საშუალებით. 2. პოზიტიური ჯგუფური კორექცია - შეახსენეთ მთელ კლასს რა არ უნდა აკეთონ, ნუ ეტყვით ამას სათითაოდ ყველა მოსწავლეს. 3. ინდივიდუალური ანონიმური კორექცია - თქვენი შენიშვნა ასე უნდა ჟღერდეს: „კლასი ელოდება როდის გაჩუმდება ეს ორი მოსაუბრე და მხოლოდ ამის შემდეგ განვაგრძობთ გაკვეთილს". 4. ინდივიდუალური კორექცია - თუ კონკრეტულ მოსწავლეს აძლევთ შენიშვნას, გააკეთეთ ეს სხვებისთვის შეუმჩნევლად. შეგიძლიათ წესრიგის დამრღვევთან მიხვიდეთ, მხაზრე ხელი დაადოთ ან დაიხაროთ და თხოვოთ, რომ მოგისმინოს. 5. სწრაფი საჯარო კორექცია - ინდივიდულაური კორექცია ყოველთვის არ ჭრის, ამიტომ შეგიძლიათ მოსწავლეს მთელი კლასის გასაგონად მიმართოთ. მაგალითად, ასე: „კვენტინ, სად იყურები? უკანა მერხებზე მსხდომებმა მომაქციეთ ყურადღება!" არავითარ შემთხვევაში არ იჩხუბოთ და განავრცოთ ეს თემა. 6. დასჯა - უკიდურესი მეთოდი, რომლის დროსაც მასწავლებელმა არ უნდა ჩაშალოს გაკვეთილი. მან გადაწყვეტილება სწრაფად და უყოყმანოდ უნდა მიიღოს. თუმცა, იდეალურ შემთხვევაში, დამსჯელობითი მეთოდების გამოყენება მიუღებელია. მასწავლებელმა ნებისმიერი სიტუაციიდან უნდა იპოვნოს უმტკივნეულო გამოსავალი. 
საუკეთესო მასწავლებლები კლასში შესვლისთანავე ამჩნევენ გაკვეთილზე ნაკლებად კონცენტრირებულ მოსწავლეებს და მათ უყურადღებობას მალევე აღკვეთენ. 
კარგ მასწავლებელს არ ეუხერხულება მთელი კლასის თანდასწრებით შეაქოს ზარმაცი მოსწავლე, რომელმაც დავალება სხვებზე უკეთ შეასრულა.

  
მასწავლებლის მიზანი არ არის მიიპყროს მთელი კლასის ყურადღება, ყურადღება საშუალებაა, ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებით მოსწავლეებმა წარმატებას უნდა მიაღწიონ. „მიყურეთ, თორემ ვერაფერს გაიგებთ" - სჯობს ასეთი შენიშვნა მისცეთ, ვიდრე: „ყველამ უყურეთ მასწავლებელს. თქვენ ეს უპირობოდ უნდა შეასრულოთ".
უნივერსალური მოთხოვნის კომპონენტი - მასწავლებელი მიმართავს კლასს: „მინდა, რომ მხრებგამართული ისხდეთ" ან „ჩვენ ყველა მხრებში ვიმართებით", და არა: „თვალებში მიყურეთ, როცა მე ვლაპარაკობ". 
მოამზადა ირმა კახურაშვილმა




თეორიები სწავლის სტილის შესახებ
თარიღი: 02 ივლისი 2012
ავტორი: ანა ჯანელიძე
სწავლობენ თუ არა ადამიანები განსხვავებულად? სწავლობს თუ არა უკეთ ბავშვი იმ შემთხვევაში, როდესაც მას ცოდნა რომელიმე კონკრეტული სტიმულის საშუალებით მიეწოდება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ. გაგაცნობთ იმ თეორიებს, რომლებიც სწავლის სტილის შესახებ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მეტ-ნაკლები პოპულარობით სარგებლობს.


რას გულისხმობს სწავლის სტილი?
სწავლის სტილი კოგნიტური და ქცევითი სქემაა, რომელიც მეორდება სხვადასხვა დავალებაზე მუშაობისას სხვადასხვა დროში. სწავლის სტილი ეფუძნება თითოეული ინდივიდის აღქმის სხვადასხვაგვარობას. ამ განსხვავებულობის უფრო თვალსაჩინოდ წარმოსადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვითი ასოციაციების სავარჯიშო. მაგალითად, რა მოგდით აზრად პირველ რიგში, როდესაც მოისმენთ სიტყვას „სკამი"? ეს შეიძლება იყოს დასაჯდომი საშუალება, ავეჯი, რომელიმე კონკრეტული სკამი და ა.შ. განსხვავებული ინტერპრეტაციის ეს მარტივი მაგალითი ნათელს ხდის, თუ რატომ აფასებენ და ესმით ადამიანებს კომპლექსური სიტუაციები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად. კლასში ხშირად ბავშვებს მასწავლებლის სხვადასხვა მითითება „ესმით". მასწავლებელი ტრენინგ-სესიის ბოლოს, იმ დღეს გავლილი თემების ნაწილს ადვილად გაიხსენებს, ნაწილს კი-ვერა. ეს მაგალითები აღწერს აღქმისა, ინფორმაციის გააზრებისა და დახსომების სპეციფიურობას ყველაზე იდეალურ სიტუაციაშიც კი, სადაც ცოდნის თუ ინფორმაციის მიმღები სწავლაზე კონცენტრირებულია. უმცროსი ასაკიდანვე ბავშვებს ეს განსხვავებულობა სასწავლო სიტუაციაშიც გადააქვთ. სწავლის განსხვავებული სტილი გარკვეულწილად აყალიბებს სწავლისადმი ჩვენს დამოკიდებულებას და გვასწავლის ჩვენთვის „საუკეთესო" გზებს სწავლისათვის წარმატებით თავის გასართმევად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი სტილი თავისთავად ნეიტრალურია და წარმატება-წარუმატებლობას განსაზღვრავს ის, თუ როგორ გამოიყენებს მოსწავლე საკუთარ თვისებებს. ზოგიერთი სტილის სფეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება გარკვეულ დავალებებზე მუშაობა მოსწავლისთვის უფრო მარტივი ან უფრო რთული აღმოჩნდეს; როდესაც მოსწავლე მისი სტილის ძლიერ მხარეებს იყენებს, ის უფრო ეფექტურად ეუფლება ცოდნას თუ უნარებს.

თანამედროვე თეორიები
1960-იანი წლებიდან მეცნიერები აქტიურად იწყებენ სწავლასა და ინდივიდუალიზმთან დაკავშირებულ კვლევებს და ნელ-ნელა მკვიდრდება ტერმინი „სწავლის სტილი". შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავთ. ბევრი მკვლევარის აზრით კი, რთულია მათ ჭეშმარიტება-მცდარობაზე საუბარი, სანამ შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით კვლევები არ ჩატარდება.
·შვეიცარიელი ფსიქოლოგის, კარლ იუნგის, თეორია ფსიქოლოგიური ტიპების შესახებ გამოყენებული იქნა კატერინ მაიერსისა და იზაბელ მაიერს ბრიგსის მიერ. მათ შეიმუშავეს სპეციალური ინსტრუმენტი „მაიერს- ბრიგსის ტიპის ინდიკატორი". იუნგის თეორია განსაზღვრავს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქიკურ ფუნქციას, რომელიც ჩართულია ინფორმაციის მიღების პროცესში: 1. შეგრძნებით აღქმა-ხუთი გრძნობის საშუალებით ინფორმაციის მიღების პროცესი; 2. ინტუიტური აღქმა- სენსორული ინფორმაციის მიღმა კავშირებისა და დასკვნების გაკეთების პროცესი. აგრეთვე, თეორია განსაზღვრავს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქიკურ ფუნქციას, რომელიც ჩართულია ინფორმაციის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში: 1. გონებრივი მსჯელობა - ინფორმაციის ობიექტური და ლოგიკური კრიტერიუმების საშუალებით შეფასების პროცესი; 2. გრძნობითი მსჯელობა - ინფორმაციის სუბიექტური მნიშვნელობის საფუძველზე შეფასების პროცესი.
·რიტა და კენეტ დანებმა საკლასო ოთახში მოსწავლეთა ქცევაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად აღწერეს მოსწავლეთა გარემოს, ემოციური, სოციოლოგიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების სხვადასხვა მოდელები. მაგალითად, გარემო საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია- ხმაურის მიმართ მგრძნობელობა; ზოგიერთ ბავშვს დავალებების შესრულება მხოლოდ სიჩუმეში შეუძლია, ზოგს კი ხმაური საერთოდ არ აწუხებს. სოციოლოგიური საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა- ზოგ ბავშვს დავალებაზე მარტო მუშაობა უადვილდება, ზოგს კი პირიქით- თანატოლებთან ერთად. ფიზიკური საჭიროების ერთ-ერთი კომპონენტია აღქმის ძლიერი მხარები: ბავშვები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როგორი ფორმით - ვიზუალური, აუდიო, ტაქტილური თუ კინესთეტური- მიღებულ ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებენ და გამოიყენებენ.
აღნიშნული მოდელი ავტორებმა შეიმუშავეს რათა მასწავლებლებს შეძლებოდათ თავინთი მოსწავლეების სწავლის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა.
· ენტონი გრეგორი განასხვავებს და აღწერს აღქმისა და გააზრების სხვადასხვა სტილს. ის გამოყოფს აღქმის კონკრეტულ და აბსტრაქტულ ხარისხს, და ინფორმაციის ორგანიზების თანმიმდევრულ და არათანმიმდევრულ სტილს. მეცნიერის მიხედვით, თითოეულ ინდივიდს გააჩნია როგორც კონკრეტული, ასევე აბსტრაქტული აღქმის უნარი, აგრეთვე ინფორმაციის თანმიმდევრულად და არათანმიმდევრულად ორგანიზების სტილი, თუმცა თითოეული ადამიანი უფრო წარმატებულად იყენებს ერთ-ერთს.
·უოლტერ ბარბიმ და რეიმონდ სვასინგმა შექმნეს მოდელი, რომელიც კონცეტრირებულია სწავლის აუდიტორულ, ვიზუალურ და კინესთეტურ მოდალობაზე და მასწავლებლებს სთავაზობს მოდელის პრაქტიკაში დანერგვის პრინციპებს. მეცნიერთა აზრით, უსამართლობაა, როცა ბავშვებს სწავლისას მუდმივად უხდებათ თავიანთი სწავლის სტილის (მოდალობის) სუსტ მხარეებთან შეჯახება, მაშინ როდესაც ძლიერი მხარეები შესაძლოა სრულიად იგნორირებული იყოს. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ადრეულ ასაკში უფრო მკვეთრად დომინირებს ერთ-ერთი მოდალობა. მოწიფულობასთან ერთად ადამიანს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სხვა მოდალობების გაძლიერება, თუმცა სტრესულ სიტუაციებში ზრდასრულებიც დომინანტურ მოდალობას უბრუნდებიან.

ვიზუალური მოდალობა. ადამიანები, რომლებიც უკეთ იგებენ და იმახსოვრებენ ვიზუალური ფორმით მიწოდებულ ინფორმაციას, ხშირად საუბრის დროს ხატოვნად წარმოიდგენენ ნათქვამს; კითხვის დროს მონიშნავენ ტექსტს და ა.შ. მათ სწავლაში ეხმარება თვალსაჩინოებები- სურათები, ცხრილები, გრაფიკები და ა.შ.

აუდიტორული მოდალობა. პიროვნება, რომლის ძირითადი მოდალობა აუდიტორულია, ფიქრის დროს ხშირად ხმამაღლა გამოთქვამს აზრებს. საკუთარი აზრების მოსმენით, ის უკეთ იმახსოვრებს; ესწრაფვის დაზუთხვასა და გამეორეობას და როგორც წესი, დავალების შესრულებისას მოითხოვს სიჩუმეს, რადგან ხმაური ხელს უშლის დავალებაზე კონცენტრირებაში.

კინესთეტური მოდალობა. ბარბი და სვასინგი კინესთეტურ მოდალობას განმარტავენ, როგორც მსხვილი და ნატიფი მოტორიკისა და შეხების გრძნობის აქტიურ გამოყენებას სწავლის პროცესში. კინესთეტური მოდალობის მქონე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს გაკვეთილზე ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომა. ისინი ბევრად მეტს სწავლობენ მაშინ, როდესაც მშვიდად არ ზიან, რადგან ასეთ დროს მათ ყურადღებას არ ფანტავს ადგომისა და მოძრაობის სურვილი.

შერეული მოდალობები. მოსწავლის დომინანტური მოდალობა არის ის, რომლის საშუალებითაც ის ყველაზე ეფექტურად გადაამუშავებს ინფორმაციას. დომინანტური მოდალობა ცხადად ჩანს ადრეულ ასაკში, თუმცა ზრდასრულებში უკვე რთული ხდება მისი გამოცალკევება. მოსწავლეებში შერეული მოდალობები (ანუ ერთდროულად ორი ან სამი ძლიერი მოდალობა) გვხვდება მაშინ, როდესაც მათ ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები თითოეული მოდალობის გასავარჯიშებლად (მაგ. მოსასმენი აქტივობები, თვალსაჩინობები, საკუთარი ხელით ჩატარებული ექსპერიმენტები და ა.შ.).

·ჰოვარდ გარდნერმა 80-იან წლებში შეიმუშავა და შემდგომ განავითარა მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. გარდნერი ინტელექტს განმარტავს, როგორც პრობლემების გადაჭრის ან ისეთი პროდუქტის შექმნის უნარს, რომელიც ღირებულია ამა თუ იმ კულტურულ გარემოცვაში. თეორია ეწინააღმდეგება წარმოდგენას, რომ ადამიანებს დაბადებიდან აქვთ „ერთი" ინტელექტი, რომელიც არ იცვლება და ფსიქოლოგიური ტესტების საშუალებით გაზომვადია. ინტელექტის ტესტების უმრავლესობა ზომავს ვერბალურ-ლინგვისტურ და ლოგიკურ-მათემატიკურ ინტელექტს, გარდნერი კი მათ გარდა კიდევ ექვსს გამოყოფს: სივრცითი ინტელექტი, სხეულებრივ-კინესთეტური ინტელექტი, ინტერპერსონალური ინტელექტი, ინტრაპერსონალური ინტელექტი, მუსიკალური ინტელექტი და ნატურალისტური ინტელექტი. გარდნერი თვლის, რომ თითოეული ადამიანს გააჩნია რვავე ინტელექტი, თუმცა დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი მეტად უვითარდება, სხვა კი ნაკლებად და შესაბამისად, სწავლისას უკეთ ართმევს თავს იმ სფეროებს რასაც „წარმატებული" ინტელექტი მოიცავს.



თეორიული ცოდნის გამოყენება საკლასო ოთახში
სწავლის სტილთან დაკავშირებული ზემოთ აღწერილი თეორიები და მოდელები იმდენად მრავალმხრივია, რომ შესაძლოა ბევრმა მასწავლებელმა იმთავითვე ჩათვალოს, რომ მათი გათვალისწინება პრაქტიკაში შეუძლებელი იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ თეორიასთან დაკავშირებით რიგ მეცნიერებსაც მსგავსი შეხედულება აქვთ და მიაჩნიათ, რომ სწავლების პროცესში თითოეული მოსწავლის სწავლის სტილის გათვალისწინება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ხოლო მისი ეფექტურობის შესახებ კი სათანადო კვლევების შედეგები არ არსებობს. არც იმის განსაზღვრა არის ადვილი, თუ სწავლის რომელი სტილია (და რომელი კლასიფიკაციით!) დომინანტური თითოეული მოსწავლისათვის. მიუხედავად ამისა, მასწავლებელს ნამდვილად შეუძლია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე ბავშვებისთვის სწავლას გაამარტივებს და უფრო სახალისოს გახდის:
·მიეცით ბავშვებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური დავალებები; რიგ შემთხვევებში მიეცით საშუალება თავად აირჩიონ დავალებაზე მარტო იმუშავებენ თუ თანაკლასელებთან ერთად;
·ბავშვებთან ერთად რეგულარულად განახორციელეთ გონებრივი იერიში ახალ საკითხთან დაკავშირებით; ასეთი აქტივობის დროს თითოეული ბავშვი შეიძლება თანაბარი ინტერესით ჩაერთოს მასში. გონებრივი იერიშის დროს მოსწავლეები სპონტანურობასა და შემოქმედებითობას ავლენენ;
·მოსწავლეებისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდებისას გამოიყენეთ სხვადასხვა მანიპულატივები, თვალსაჩინოებები; მიეცით საშუალება ბავშვებს მოახდინონ მანიპულაციები შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების/საგანმანათლებლო თამაშების საშუალებით და ა.შ;
·ნუ დაუშლით ბავშვებს, განსაკუთრებით უმცროს ასაკში, კითხვისას თითი გააყოლონ ტექსტს, ან ფერადი ფანქრებით გააკეთონ წიგნში მონიშვნა;
·ახალი ინფორმაციის მიწოდების დროს შეეცადეთ ხატოვნად გადმოსცეთ თქვენი სათქმელი, ისე რომ, ბავშვებმა მეტი ყურადღებითა და ინტერესით მოგისმინონ;
·ზოგიერთ მოსწავლეს უყვარს ისეთი დავალებები, სადაც ზედმიწევნით გაწერილი რა ევალება მას, სხვებს კი ურჩევნიათ მეტი თავისუფლება ჰქონდეთ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გარკვეული დავალებების მიცემისას (მაგ. პროექტზე მუშაობა) მკაფიოდ განუსაზღვრეთ მოსწავლეს დავალების მიზანი, მაგრამ შესთავაზეთ რესურსების, დავალების ჩაბარების თარიღის და სხვ. არჩევანი;
·თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს უჭირს მერხთან უმოძრაოდ ჯდომა, შეეცადეთ ფიზიკურად ჩართოთ რაიმე აქტივობაში, მაგ. სთხოვეთ, დაფაზე დაწეროს მომავალი გაკვეთილის თემა.


მანანა ბოჭორიშვილი
ეფექტური კომუნიკაცია საკლასო ოთახში, ანუ გზავნილების პედაგოგიკა
კვლევები ადასტურებს, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა ეფექტურ სასწავლო გარემოს კომუნიკაციის ხელოვნებაზე დაყრდნობით ქმნის. განვიხილოთ კომუნიკაციის პროცესის ორ დონეზე მიმდინარეობა: · შინაარსის დონეზე; · დამოკიდებულებების დონეზე. როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება, შინაარსის გაცვლა ინფორმაციის დონეზე ხდება. რაც შეეხება გრძნობებს, რომლებიც კომუნიკაციის პროცესის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, მათი გადაცემა დამოკიდებულების დონეზე ხორციელდება. მოსაუბრის მიმართ დამოკიდებულების განმსაზღვრელი სიგნალები შეიძლება იყოს: პოზიტიური, ნეიტრალური და ნეგატიური. როდესაც მოსაუბრის მიმართ დამოკიდებულება პოზიტიურია (ან ნეიტრალური), შინაარსის დონე თავისუფალია, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია ინფორმაციის შეუფერხებლად გაცვლა. როგორც კი დამოკიდებულების დონეზე უარყოფითი სიგნალები ჩნდება, მაშინ თავად მოსაუბრეებს შორის დამოკიდებულება იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ შინაარსის შეუფერხებლად გაცვლა შეუძლებელია. როდესაც მოსწავლე-მასწავლებელს, მოსწავლე-მოსწავლეს შორის დამოკიდებულების დონე დარღვეულია (ნეგატიურია), არ უნდა მოხდეს ინფორმაციის, შინაარსის გადაცემა. ჯერ უნდა დაბალანსდეს დამოკიდებულების დონე და შემდეგ უნდა გაგრძელდეს კომუნიკაცია შინაარსის დონეზე. წარმოვიდგინოთ, რომ მოსაუბრეგადამცემიადა მსმენელი _ “მიმღები”. თუ ამ უკანასკნელს სურს, ვინმეს რაიმე აცნობოს, მან ჯერ შესაბამისი კოდი უნდა ამოირჩიოს, რომლითაც გრძნობებს გამოხატავს, შემდეგ კი გადამცემმა უნდა გააგზავნოს ეს კოდი (დავუშვათ, ვერბალური ცნობა). როდესაც მიმღები ამგვარ კოდს მოისმენს, იგი დაიწყებს დეკოდირების პროცესს: შეიმუშავებს ვარაუდებს, ან მოსული ინფორმაცის საფუძველზე გააკეთებს დასკვნას იმის შესახებ, თუ რას შეიძლება განიცდიდეს გადამცემი. პრობლემა ისაა, რომ ეს დასკვნა თუ ვარაუდი შესაძლოა არ დაემთხვეს (უმეტეს შემთხვევებში, ასეც ხდება) იმას, რის გადაცემასაც ცდილობდა გადამცემი თავისი კოდების სისტემით. ყოველივე ეს შეიძლება სქემატურად ასე გამოიხატოს: გადამცემი შეტყობინება მიმღები ეს დიაგრამა არის ინტერპერსონალური (პიროვნებათაშორისი) კომუნიკაციის პროცესის ვიზუალური სქემა. კომუნიკაცია არ არის პროცესი, რომლის დროსაც ვიღაც მხოლოდ გამოთქვამს რაღაცას. კომუნიკაციის პროცესს განეკუთვნება როგორც გადამცემის გამონათქვამი, ასევე მიმღების შთაბეჭდილება. ეფექტური, ანუ სრულყოფილი კომუნიკაცია ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შთაბეჭდილება უდრის გამონათქვამს, ანუ როდესაც მოსაუბრის მიერ გადაცემული ინფორმაცია ზუსტად ისე აღიქმება მსმენელის მიერ, როგორც მოსაუბრეს სურდა. სამწუხაროდ, ეფექტური კომუნიკაცია, რომლის დროსაც ყველაფერი სწორად აღიქმება, ყოველთვის არ ხდება, რადგან: - ერთი და იგივე სიტყვები განსხვავებულად ესმით მოსწავლეებს; - მოსწავლეები ხშირად არ ამბობენ იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ; - მოსწავლეებმა ხშირად არ იციან საკუთარი ნამდვილი გრძნობების შესახებ; - მოსწავლისათვის არც ისე ადვილია გრძნობების სიტყვებით გადმოცემა, ანუ სწორი კოდის მოძებნა; - მოსწავლეს და მასწავლებელს ხანდახან მხოლოდ ის ესმით, რის გაგებასაც ისურვებდნენ; - მიმღები მოსწავლე ხშირად დაკავებულია არა დეკოდირების პროცესით, არამედ პასუხის მოფიქრებით; - მასწავლებელმა არ იცის, სწორად მოახდინა თუ არა დეკოდირება მიმღებმა. კომუნიკაციის ეფექტურობას ხელს უშლის შემდეგი ბარიერები: kodirebis procesi dekodirebis procesi · ბუნდოვანი პროცესი: ინფორმაციის მიმღებსა და ინფორმაციის გადამცემ წყაროს ერთნაირად არ ესმით ენა, ჟარგონი, სიმბოლოები; · ინფორმაციის სტრუქტურა: მრავალმხრივი და გადატვირთული გზავნილი; · პიროვნული ნიშნები: Pფიზიკური და მენტალური მდგომარეობა, განათლების და ინტელექტის განსხვავებული დონე და ..; · ადამიანისბუნება”: ცრურწმენები, ტრადიციები, კულტურული ნიშნები; · კონფლიქტური მოსაზრებები და მიზნები: როდესაც ადამიანები საწინააღმდეგო მოსაზრებებს უჭერენ მხარს, მათ უჭირთ სხვა მოსაზრებების გაზიარება. რეკომენდაცია ასეთია: კომუნიკაცია ეფექტური რომ იყოს, მასწავლებელი უნდა შეეცადოს, გაითვალისწინოს ზემოთ ჩამოთვლილი ბარიერების წარმოშობის შესაძლებლობა და თავი აარიდოს მათ. სწავლა-სწავლების პროცესის დროს საუბრის მიზანია, გადავცეთ მსმენელს განსაზღვრული ინფორმაცია (გზავნილი), რომლის შინაარსი შეიძლება იყოს ემოციური ან საქმიანი ხასიათის. მსმენელი-მოსწავლე თუ მსმენელი-მასწავლებელი ხშირად არასწორად იგებს საუბრის საქმიან თუ ემოციურ შინაარს. ასეთი პრობლემების მიზეზი, ძირითადად, შემდეგია: 1. საუბრის არასწორად წარმართვა; 2. არასწორად მოსმენა. მოსმენის ძირითადი შეცდომები შემდეგი სახისაა: - ინფორმაცია მთლიანად იკარგება; - მას ემატება ისეთი ინფორმაცია, რომელიც ახალია და მოსაუბრეს არ გადმოუცია; - მოსაუბრის მიერ გადმოცემული ინფორმაცია იცვლება ან მახინჯდება. იმ შემთხვევებში, როდესაც მასწავლებლები არიან მსმენელები, მსგავსი სირთულეების თავიდან არიდება შესაძლებელია აქტიური მოსმენის, ანუ მოსაუბრე მოსწავლეზე ორიენტირებული ტექნიკის გამოყენებით. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ საუბრისას წარმოქმნილი გაურკვევლობების დაზუსტება და დარეგულირება მყისიერად, საუბრის მიმდინარეობის პროცესში ხდება. კვლევები ადასტურებს, რომ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები და მასწავლებელი დროის უმეტეს ნაწილს მოსმენას ანდომებენ _ ურთიერთობის მთელი დროის დაახლოებით 70%-. მაშასადამე, მოსმენა გაკვეთილის უდიდეს ნაწილს იკავებს. საინტერესოა, რამდენად ეფექტურად იყენებენ ამ დროს მოსწავლეები _ რამდენად ეფექტურია მოსმენა. აღმოჩნდა, რომეფექტურადმხოლოდ საუბრის 25%-ის მოსმენა ხდება. საერთოდ, მოსმენის რამდენიმე მოდელი არსებობს: კონკურენტული მოსმენა, ყურადღებიანი, ანუ პასიური მოსმენა და აქტიური, ანუ რეფლექსური მოსმენა. კონკურენტული მოსმენა იმით ხასიათდება, რომ მსმენელი-მოსწავლე მოსმენის დროს ფიქრობს არა მოსაუბრე მასწავლებლის თუ მოსწავლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის აღქმასა და გადამუშავებაზე, არამედ საკუთარი პოზიციის, საკუთარი სათქმელის გამოთქმაზე. ის თითქოს თავს იცავს და ემზადება პასუხის გასაცემად მაშინაც კი, როდესაც სიტუაცია ამას არ მოითხოვს. არის შემთხვევები, როდესაც მსმენელი-მასწავლებელი ხშირად აწყვეტინებს მოსაუბრე-მოსწავლეს, ერთვება რეპლიკებით, რითაც საუბრის პროცესს არაეფექტურს და დაძაბულს ხდის. ყურადღებიანი, ანუ პასიური მოსმენის დროს მსმენელი-მოსწავლე უსმენს მოსაუბრე- მასწავლებელს თუ მოსაუბრემოსწავლეს, მაგრამ არ უბრუნებს აღქმულ ინფორმაციას, არ აძლევს უკუკავშირს მიღებული ინფორმაციის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მოსაუბრე ნაკლებად ითხოვს მსმენელისგან აქტიურობას. პასიურ მოსმენას თავისი ნაკლი აქვს. ალბათ ბევრ მასწავლებელს გამოუცდია, როცა მოსწავლეების გარეგნული მანიშნებლების, მიმიკისა თუ ჟესტების გამო თვლიდა, რომ უსმენდნენ, მაგრამ სინამდვილეში მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მსმენელ-მოსწავლეებამდე არ მიდიოდა. აქტიური მოსმენის დროს მოსაუბრე-მასწავლებელი თუ მოსაუბრე-მოსწავლე მსმენელისაგან იღებს უკუკავშირს მიწოდებული ინფორმაციის შესახებ როგორც ვერბალური (მეტყველებითი), ისე არავერბალური (არამეტყველებითი) მანიშნებლებით. აქტიური მოსმენა ყველაზე ეფექტურია. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე. აქტიური მოსმენა ეხმარება მოსწავლეს და მასწავლებელს, უკეთ გაიგონ მოწოდებული ინფორმაცია და არ დაამახინჯონ კომუნიკაციის პროცესი. როგორ შეუძლია მსმენელს, მოსწავლე იქნება თუ მასწავლებელი, კომუნიკაციის პროცესის გართულება? ü მსმენელი რაღაცით არის დაკავებული, გართულია და არ უსმენს; ü მსმენელი იმდენად არის დაინტერესებული საუბრით და არა მოსმენით, რომ საბოლოოდ მოსაუბრეს უწევს მისი მოსმენა და სიტყვისჩასაგდებადმომენტის გამონახვა; ü მსმენელი ისმენს მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდეგ მოსაუბრეს დაუპირისპირდეს და გააბათილოს მისი ნათქვამი; ü მსმენელი აფასებს და განსჯის მოსაუბრეს; ü მსმენელი არ ითხოვს განმარტებებს მაშინაც კი, როდესაც ნათქვამს ვერ იგებს. როგორ შეუძლია მოსაუბრეს, მოსწავლე იქნება თუ მასწავლებელი, გაართულოს კომუნიკაციის პროცესი? ü მოსაუბრე ლაპარაკობს ძალიან დაბალი ხმით; ü მოსაუბრე იხსენებს ბევრ უმნიშვნელო დეტალს, ან ერთბაშად რამდენიმე თემას ეხება; ü მოსაუბრე იბნევა, კარგავს აზრს, ივიწყებს ნათქვამს და ზოგადად, საუბრის დანიშნულებას; ü მოსაუბრე იყენებს საუბრის შინაარსის შეუსაბამო არავერბალურ მანიშნებლებს (ჟესტებს, მიმიკას და ..). მაგ., იღიმება მაშინ, როდესაც სინამდვილეში საწყენ ან გასაბრაზებელ ამბავს ჰყვება. მასწავლებელს შეუძლია, მრავალფეროვანი ხერხები გამოიყენოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სწავლა-სწავლების პროცესის დროს საუბრის სრულყოფილად წარმართვას, მაგალითად: სასაუბროდ წახალისებამასწავლებელი წაახალისებს, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარს გაუღებს მოსწავლეს საუბრის დასაწყებად. პასიური მოსმენაარიან დამფრთხალი მოსწავლეები, რომელთაც სჭირდებათ ჩუმად მოსმენა. ამ დროს ისინი გამბედაობას იძენენ. მსმენელი-მასწავლებლის და მსმენელი- მოსწავლეების მშვიდი ქცევა მოსაუბრე-მოსწავლის მიერ აღიქმება, როგორც ინტერესი. Mმსმენელების ჩუმად ყოფნა ძალიან ქმედითი ინსტრუმენტია _ იგი მოსაუბრეს უბიძგებს, შფოთვის გარეშე ისაუბროს. ყურადღების რექციებიარიან ლიდერი, თუ აქტიური მოსწავლეები, რომელთაც აქვთ მსმენელი-მასწავლებლის და მსმენელი-მოსწავლის მიმართ გაცილებით მეტი მოთხოვნილება, ვიდრე მხოლოდ ჩუმად ყოფნაა. მათ სჭირდებათ იმის დასაბუთება, რომ მსმენელი თავისი ფიქრებით არ არის დაკავებული. ამიტომ მსმენელმა დროდადრო უნდა აჩვენოს, რომ იგი ყურადღებით უსმენს. აქტიური მოსმენასასაუბროდ წახალისება, პასიური მოსმენა და ყურადღების რეაქციები მოსწავლეებს უბიძგებს, საუბარი დაიწყონ, მაგრამ ცოტას თუ აკეთებს ზემოთ ნახსენები ტოლობისათვის: შთაბეჭდილება = გამონათქვამს. არც ერთი ზემოთ ნახსენები ტექნიკა არ აძლევს მოსაუბრეს რწმენას, რომ მას გაუგეს. თუ მოსაუბრეს სურს, დარწმუნებული იყოს, რომ მსმენელის შთაბეჭდილება მის გამონათქვამს შეესაბამება, მაშინ მსმენელმა მოსმენის აქტიურ ფორმას უნდა მიმართოს. აქტიური მოსმენის სქემა ასეთია: A saubrobs A xsnis, B ajamebs ratom ar eTanxmeba B amowmebs siswores A eTanxmeba აქტიური მოსმენის პროცესიმოსმენაინფორმაციის გაგებაემოციების იდენტიფიცირებაინფორმაციის და ემოციების გადამოწმება კომუნიკაციის ხელოვნებას დაუფლებული პროფესიონალი მასწავლებლები აქტიური მოსმენის სამ ძირითად ვარინატს იყენებენ. Eესენია: პერიფრაზი, შეჯამება, დაზუსტება. მასწავლებელი საუბრისას ცდილობს, მოსწავლემ აქტიურად უსმინოს და დროდადრო სთხოვს მსმენელ-მოსწავლეებს, გააკეთონ ამა თუ იმ მოსმენილი მოსაზრების პერიფრაზი, შეჯამება და დაზუსტება. ის ასევე ცდილობს, იყოს აქტიური მსმენელი. პერიფრაზიამ დროს მსმენელი ცდილობს, მოსაუბრის გამონათქვამის გამეორებას თითქმის იმავე სიტყვებით, რომლებსაც თავად მოსაუბრე იყენებს. პერიფრაზის დროს მსმენელი ხაზს უსვამს როგორც მოსაუბრის ემოციას, ასევე მისი გზავნილის შინაარსობრივ მხარეს. შეჯამებაამ დროს მსმენელი ცდილობს მოსაუბრის შედარებით ვრცელი გამონათქვამიდან ძირითადი და საკვანძო მომენტების ხაზგასმას და გამეორებას სხვა სიტყვებით. შეჯამება ეხმარება მსმენელსაც და მოსაუბრესაც, მოახდინონ შინაარსის სტრუქტურირება და სწორი აქცენტების დასმა. დაზუსტებაგულისხმობს დამატებითი კითხვების დასმას და ინფორმაციის მიღებას ბუნდოვანი საკითხების შესახებ, რაც ასევე ხელს უწყობს ინფორმაციის დამახინჯების და არასწორი აღქმის თავიდან არიდებას. აქტიური მოსმენის მთელი ხელოვნება ის არის, რომ მიმღები ხშირად და თანმიმდევრულად აწვდის გადამცემს დეკოდირების შედეგებს. არასდროს არ შეგვიძლია ბოლომდე დარწმუნებული ვიყოთ, რომ სხვას ზუსტად გავუგეთ. ამიტომაც, აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ, რათა ამით მინიმუმამდე დავიყვანოთ ინტერპერსონალური ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი გაუგებრობები და დამახინჯებები. სასაუბროდ წახალისება, პასიური მოსმენა და ყურადღების რეაქციები აჩვენებენ მიმღები-მასწავლებლის და მიმღები-მოსწავლეების განზრახვას _ მოუსმინონ. აქტიური მოსმენა იძლევა დასაბუთებას, რომ მიმღებმა-მასწავლებელმა თუ მიმღებმა- მოსწავლემ სწორად გაიგო მიწოდებული ინფორმაცია. ეს კი, თავის მხრივ, უბიძგებს გადამცემს, გააგრძელოს საუბარი, რათა უფრო ღრმად განიხილოს საკითხი. ასეთია ეფექტური კომუნიკაცია საკლასო ოთახში, ანუ გზავნილების პედაგოგიკა.

ნინო ლომიძე - თავისუფალი წერის (free writing) ტექნიკა
ჩვენი მოსწავლეებისგან ხშირად მოგვისმენია სევდანარევი და უიმედო ფრაზები - ამაზე რა დავწერო? ეს რა თემაა, რა უნდა მოვიფიქრო? გუშინ დავიწყე საშინაო დავალების შესრულება და არ ვიცოდი, როგორ დამეწყო და ა.შ.
დავალების შეუსრულებლობის გასასამართლებელი „საბუთების" მოძიებაში მათი ფანტაზია ნამდვილად უკიდეგანოა, აი, მითითების მიხედვით წერითი დავალების შესრულებისას კი ეს უნარი უკვალოდ „აორთქლდება" ხოლმე.
წერითი უნარის გასაუმჯობესებლად მრავალი ტექნიკა და სავარჯიშო არსებობს. მათგან დღეს ერთ-ერთზე, თავისუფალი წერის ტექნიკაზე ვისაუბრებთ. ეს ტექნიკა საუკეთესო გამოსავალია სწორედ ზემოთაღწერილი განწყობის აღსაკვეთად, რადგან მოსწავლე სწორედ იმ კითხვაზე პასუხის გაცემით იწყებს მუშაობას, რაც, მისივე თქმით, ხელს უშლის დავალების შესრულებაში.

რა შემთხვევებში გამოგვადგება თავისუფალი წერის ტექნიკა?

„თეთრი ფურცლის შიშის" სინდრომის დასაძლევად
„არ ვიცოდი რაზე მეწერა" - არგუმენტის გასაბათილებლად
სტატიის, მოხსენების, პრეზენტაციის ტექსტის შესაქმნელად
მოცემული თეზისის მიხედვით სხვადასხვა თვალსაზრისის ჩამოსაყალიბებლად
საკუთარი განცდების, ემოციების, განწყობის ფურცელზე გადმოსატანად და „დასალაგებლად"
ზოგადად - წერითი უნარის გასაუმჯობესებლად
მეთოდის შესახებ

თავისუფალი წერა არსით „იდეების გენერირების" პროცესსაც წააგავს. ეს მეთოდი გულისხმობს 10-15( დასაწყისისთვის კი 5-10) წუთით მექანიკური ჩანაწერების კეთებას ყოველგვარი რედაქტირებისა და წინასწარი მომზადების გარეშე. მოსწავლე წერას იწყებს სუფთა ფურცლის დანახვისთანავე და მუშაობს ყოველგვარი „შემაკავებელი ფაქტორის" (მაგალითად, ორთოგრაფიაზე, კალიგრაფიაზე, ფორმასა და ნაშრომის სტრუქტურაზე ფიქრი და ზრუნვა) უგულებელყოფით. ამასთან, ის წერს ყველაფერს, რაც აზრად მოუვა. მთავარი ამოცანაა, გონებაში არსებული სურათხატების, მოსაზრებების, შეხედულებების „გამოტარება ტვინიდან ხელში, ხელიდან - ფურცელზე".
საინტერესოა, რომ მსგავს მეთოდს იყენებდა გოგოლი. ერთ დამწყებ მწერალს, რომელიც უჩიოდა აპათიას, შემოქმედებით კრიზისს და წუწუნებდა „ვერაფერს ვწერო" მან ურჩია: „და მაინც, აიღეთ კარგი კალამი, კარგად გაასუფთავეთ, დაიდეთ წინ ფურცელი და დაიწყეთ წერა „დღეს ვერაფერს ვწერ...ვერაფერს ვწერ..." და ასე მანამ, სანამ თავში რაიმე საინტერესო აზრი არ დაგებადებათ. ეს კი უცილობლად მოხდება. უმრავლესობა შემოქმედებისა სწორედ ასე მუშაობს, რადგან შთაგონება იშვიათი სტუმარია".

მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:

  • თავისუფალი წერა აუცილებლად უნდა იყოს დროში ლიმიტირებული
  • შესაძლებელია რაოდენობრივი ლიმიტირებაც ( დაწერთ ორ გვერდს - არც მეტი, არც ნაკლები...)
  • არ ღირს მეთოდის გამოყენება ხშირად. შეგიძლიათ მოაწყოთ „ განტვირთვის დღეები" თქვენ მიერვე შემუშავებული პერიოდულობით და კლასშივე დააწერინოთ მოსწავლეებს
  • ნამუშევარი არ ფასდება ნიშნით და არ სწორდება მასწავლებლის მიერ ( გაცნობა სავსებით საკმარისია)
  • მოსწავლეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაძალოთ ნამუშევრის წარდგენა კლასის წინაშე, თუ ეს მისი სურვილი არაა
  • პირველად მეთოდის გამოყენებამდე შესაძლებელია ზოგადი მიმართულების მიცემაც - წერეთ იმაზე, რაც თქვენ ირგვლივ ხდება, დაიწყეთ ოთახის აღწერით, გაიხედეთ ფანჯარაში, დაიწყეთ კითხვითი წინადადებების მოფიქრება და მათზე პასუხების გაცემა, გაიხსენეთ წინა დღე...ამასთან, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ლოგიკური კავშირები აბზაცებს შორის აუცილებელი არ არის, ისევე, როგორც, ზოგადად, ტექსტის აბზაცებად დაყოფა
  • ყველაზე მარტივი გამოსავალია ერთი კონკრეტული, თუნდაც, უმნიშვნელო საგნის აღწერა. თუკი ესეც სირთულეს წარმოადგენს, შესალებელია „დამხმარე კითხვების" გამოყენება - რა მიშლის ხელს? რატომ ვერ ვიწყებ წერას? რა შეიძლება გავაკეთო იმისთვის, რომ თუნდაც ერთი გვერდი დავწერო? და ა.შ.
  • აუცილებელია შეუჩერებლად წერა. წინა ნაწილების გადაკითხვა დაუშვებელია

თავის წიგნში „გენიალობა - შეკვეთით" ფრანგი მწერალი, რომანისტი მარკ ლევი აყალიბებს რამდენიმე ძირითად პრინციპს, რაც ამ მეთოდით ხელმძღვანელობისას უნდა გავითვალისწინოთ. გთავაზობთ ამ „შეგონებებს":

არ დაიძაბო

ნუ დაატან თავს ძალას და ნუ იქნები ორიენტირებული კონკრეტულ შედეგზე ან რაიმე ტიპის სარგებელზე ( ნიშანი, თავის მოწონება, აზრების „დავარცხნა"...). მოეშვი და გათიშე „შინაგანი კრიტიკოსი", რომელიც რაღაცებს გკარნახობს. ჩაეშვი წერის პროცესში. არ აქვს მნიშვნელობა, რას წერ და როგორ.

წერე სწრაფად და ნუ გადაერთვები სხვა რაიმეზე

თავისუფალი წერის თავისებურება ისაა, რომ უნდა წერო სწრაფად და შეუჩერებლად. არ გააკეთო ხანგრძლივი პაუზები, არ გადაიკითხო უკვე დაწერილი, არ გაასწორო პოსტ-ფაქტუმ შემჩნეული შეცდომები. დაიჭირე კონკრეტულად იმ წამს თავში გაელვებული აზრი და გადმოალაგე ის სიტყვების წყებად. მიჰყევი შინაგან ინერციას და დაივიწყე „მაკონტროლებელებლები".

ერთადერთი შეზღუდვაა დრო ან რაოდენობაა!
თუ ხელით წერ, წინასწარ განსაზღვრე რაოდენობა. თავიდან დაიწყე ერთი გვერდით, შემდეგ გაზარდე. თუ ბეჭდავ - განსაზღვრე დრო. დაიწყე მინიმალური ლიმიტით. არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდე, სანამ დრო ამოიწურება. ეს ერთადერთია, რაც აკრძალული გაქვს.

წერე ისე, როგორც შეგიძლია

წერა კი უცილობლად შეგიძლია. ის, რასაც შენ აკეთებ, არც მოხსენებაა და არც აუდიტორიის წინაშე წარსადგენი საპასუხისმგებლო ტექსტი. წერე ისე, როგორც ლაპარაკობ, როგორც ფიქრობ, თუმცა, მოერიდე დაუკონკრეტებელ ფრაზებს ( მაგალითად, ნაცვლად „რაღაცნაირი სახლისა" დაწერე „ მაღალსართულიანი სახლი"). შეეცადე გონებაში მოიძიო ის სიტყვები, რომლებიც კონკრეტული მოცემულობის ზუსტად აღსაწერად გჭირდება.
მიჰყევი ფიქრებს
საითკენაც არ უნდა გაუტიონ მათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აზრი უცნაური ან გიჟურია, ჩაინიშნე.

გამოიყენე „გადამრთველი კითხვები"

„გადამრთველს" ისეთ კითხვებს ვუწოდებ, რომლებიც ყურადღების გადასართველად და ფიქრების მიმართულების შესაცვლელად გამოგადგება. აი, რამდენიმე ნიმუში: ამ სიტუაციას სრულიად უცნობ ადამიანს როგორ აღვუწერდი? ამ სიტუაციაში სერიოზული შეცდომის დაშვება რომ მომესურვებინა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი? რაზე ვფიქრობდი იმ მომენტში, როცა...? კიდევ რისი თქმა შემიძლია ამ სიტუაციაზე? რა დამრჩა შეუმჩნეველი ან აღუწერელი?

თავისუფალი წერა საკუთარი თავის რწმენასაც მატებს მოსწავლეს. მოკლე დროში, მარტივად და ძალდატანების გარეშე შესრულებული წერითი სამუშაო, რომელიც არც დაბალი შეფასების რისკს შეიცავს და არც წითელი კალმით არ აჭრელდება, სასარგებლოს და სასიამოვნოს იშვიათ ტანდემსაც ქმნის.






პედაგოგთა მოვალეობები გარე დაკვირვებისას – რა? როგორ? რატომ?
გარე დაკვირვება პედაგოგთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გარე დაკვირვებას, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს 5 კრედიტი ენიჭება. ეს ხუთი კრედიტი, დანარჩენ 14 კრედიტთან ერთად, ,,უფროსი მასწავლებლის” საფეხურზე მყოფ პედაგოგს კატეგორიის შენარჩუნებაში დაეხმარება.
მოქმედი მასწავლებლების განაწილება სქემაში აგვისტო-სექტემბერში განხორციელდება. Aris.ge-განათლებადაინტერესდა, როგორი იქნება გარე დაკვირვება პრაქტიკაში? რა ევალებათ პედაგოგებს, რაზე მუშაობს ამ ეტაპზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  და რას დაპირდა მაია მიმინოშვილის უწყება იმ პედაგოგებს, რომლებმაც საცდელი ვიდეო გაკვეთილები უკვე ჩაწერეს.
რატომ ვიდეოგაკვეთილი?
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გარე დაკვირვებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებდა, ნაეკის ხელმძღვანელობამ დაკვირვების ორი მოდელი განიხილა – დამკვირვებელი და ვიდეო გაკვეთილი. არჩევანი ვიდეოგაკვეთილზე შეჩერდა.
,,მარტივი ფსიქოლოგიაა,  როდესაც ადამიანს აკვირდებიან,  ის ქცევას ცვლის. ჩვენ შევჩერდით ვიდეოგაკვეთილებზე, გაკვეთილის ჩაწერის მოდელზე, ანუ დამკვირვებელი აღარ მივა სკოლაში გაკვეთილის სანახავად. მასწავლებლები  თავად ჩაწერენ საკუთარ გაკვეთილებს და პირდაპირ გამოგვიგზავნიან. დამკვირვებლის მიერ მასალის შეფასებას გარკვეული დისკომფორიტი ახლავს. პედაგოგს  აღარ ექნება განცდა, რომ მის გაკვეთილზე უცხო პირი ზის, ამოწმებს და ჩანაწერებს აკეთებს.  ვიდეოგაკვეთილს პედაგოგი თვითონ წერს. თვითონ წყვეტს როდის, რომელ გაკვეთილზე გააკეთოს ჩანაწერი. მერე ჩანაწერს ნახულობს, შეუძლია, სხვა პედაგოგსაც აჩვენოს და მხოლოდ მას შემდეგ გადმოგვიგზავნოს, რაც მიიღებს გადაწყვეტილებას კარგია თუ არა მისი  ვიდეო. პედაგოგს შეუძლია, ვიდეოგაკვეთილი ყოველდღე ჩაწეროს, სანამ არ მიეჩვევა კამერას და ტექნიკას არ გაუშინაურდება. ამიტომაც, დაძაბულობის მომენტი მოეხსნება,”- ამბობს მაია მიმინოშვილი. მ
ისივე თქმით, გარე დაკვირვების მიზანი არ არის  იმის მტკიცება, რომ ესა თუ ის მასწავლებელი ყველა გაკვეთილს კარგად ატარებს.  გარე დაკვირვებით ნაეკი ეცდება დაამტკიცოს – შეუძლია თუ არა  პედაგოგს კარგი გაკვეთილის ჩატარება.
ვიდეოგაკვეთილების ტექნიკური მხარე
როგორც ნაეკში აცხადებენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პასუხიმგებელია, რომ  ყველა სკოლაში მოაწყოს ერთი აუდიტორია მაინც, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით –  მინიმუმ ორი კამერითა  და შესაბამისი მიკროფინებით. რაც შეეხება ასატვირთ სივრცეს, სადაც პედაგოგებმა თავიანთი ვიდეოგაკვეთილები უნდა გააგზავნონ ჯერ შექმნილი არ არის.  თუმცა, როგორც  ექსეპრტები ამბობენ, ეს უნდა იყო ,,YOUTUBE”-ის მსგავსი სივრცე, სადაც პედაგოგს შეეძლება თავად ატვირთოს ვიდეო. მსგავსი ვებ-სივრცე ,,ამაზონს”  აქვს და მილიონ დოლარზე მეტი ღირს. მიმინოშვილს თქმით,  გარე დაკვირვების პროცედურა საკამოდ დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამიტომ მან აუცილებლად უნდა გაამართლოს.
რით მოწმდებიან მასწავლებლები -რა არის რუბრიკა
გარე დაკვირვება საქართველოში ჯერ აპრობირებული მეთოდი არ არის. ამიტომაც, ნაეკს საქართველოსთვის ერთგვარი „ახალი ველოსიპედის”  გამოგონება დასჭირდა.  უნდა განისაზღვროს, რის საფუძველზე მოხდება იმის მტკიცება, კარგია თუ არა ესა თუ ის ვიდეოგაკვეთილი?!  ნაეკი ამ ეტაპზე ვიდეოგაკვეთილის შეფასების სქემაზე  – რუბრიკაზე მუშაობს. პირველ წელს  თავად რუბრიკამაც უნდა გაიაროს პილოტირების რეჟიმი.  დამუშავების პირველ ეტაპზე რუბრიკა ასკითხვიანი იყო და მასში  გაწერილი იყო ის პრინციპები, რასაც კარგი გაკვეთილის ჩამტარებელი მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კითხვარის დახვეწა. როგორც ნაეკში აცხადებენ,   რუბრიკა  არ ცდება მასწავლებელთა პროფესიულ სტანარტებს.
ვინ ეხმარება ნაეკს  რუბრიკის შედგენაში
,,ჩვენც უნდა გვესწავლა რუბრიკის შემუშავება. დავიწყეთ არსებული ვიდეოგაკვეთილების შესწავლა, თუმცა, ამერიკაში ჩატარებული გაკვეთილი ქართველი პედაგოგის შესამოწმებლად არ გამოგვადგებოდა. ამიტომაც, ვთხოვეთ მოხალისე პედაგოგებს, რომ გაკვეთილები ჩაეწერათ და მოეწოდებინათ ჩვენთვის. მათი ვიდეომასალა ანონიმურია. ჩვენი ჯგუფი ამ მასალებს ნახულობს და რუბრიკის დახვეწა მიმდინარეობს.  თავიდან ვფიქრობდიით, რომ მოახლისე პედაგოგები არ გამოჩდნებოდნენ, თუმცა შევცდით, უამრავი ვიდეოგაკვეთილი დაგვიგროვდა. ახლა პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ყველა მათგანს უკუკავშირს დავპირდით და  ყველას უნდა დავუბრუნოთ პასუხი – რა მოგვეწონა და რა არის შესაცვლელი მათ გაკვეთილში“,- აცხადებს მაია მიმინოშვილი.
რა ფასდება ვიდეოგაკვეთილით
გარე დაკვირვების დროს, გაკვეთილის შინაარსობრივ მხარეზე არ კეთდება აქცენტი. შინაარსობრივი მხარის შემოწმება შიდა შეფასების პრეროგატივაა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ირინა ჟვანია აცხადებს, ამ ეტაპზე რუბრიკის ერთი მოდელი არსებობს, რომელიც 4 დომენს ემყარება.
„დაგეგმვა, სასწავლო გარემო, სწავლება და პროფესიული პასუხისმგებლობა.  აქედან დაკვირვებადია სასწავლო გარემო და სწავლების მნიშვნელობა.  ეს ორი სფერო, თავის მხრივ, ჩაშლილი იქნება  კომპონენტებად. ფიზიკურ გარემოზე პედაგოგი პასუხიმგებლობას ვერ აიღებს, ვერც სასწავლო რესურსებზეც იქნება პასუხიმგებელი.  თუმცა, შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ადეკვატურად იყენებს  იმ რესურსებს, რომელიც მის ხელთ არის. გავითვალისწინებთ რამდენად  სწორად იყენებენ სტრატეგიებს. შეფასება 4 დონიანია –  ამ დონეების გავლის შემდეგ გვეცოდინება, რა დონეზეა პედაგოგი. პირველი დონის პედაგოგი კრედიტს ვერ აიღებს. მეორე, მესამე და მეოთხე დონის შემთხვევაში კრედიტი მიენიჭებათ, თუმცა კრედიტები არ ჩაიშლება იმის მიხედვით, მეოთხე დონე დაიკავა მასწავლებელმა, თუ მეორე. ანუ პედაგოგი გარე დაკვირვების შედეგად  იღებს  ნოლ კრედიტს, ან ხუთს,”-აცხადებს ირინა ჟვანია.
დამატებითი დოკუმენტები  
ვიდეოგაკვეთილებთან ერთად პედაგოგებს ნაეკისთვის კიდევ ორი დოკუმენტის გაგზავნა მოუწევთ – გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის დოკუმენტის. თუმცა ეს ორი დოკუმენტი ცალკე არ ფასდება და ქულა სამივე მასალის ერთობლიობით გამოითვლება.
ვინ და როგორ  უნდა შეაფასოს ვიდეოგაკვეთილი
ვიდეოგაკვეთილებს  პირველ ეტაპზე  საგნის სპეციალისტები – სერტიფიცირებული პედაგოგები და განათლების საკითხების ექსპერტები შეაფასებენ.  იგეგმება ინტენსიური ტერნინგკურსის ჩატარებაც, რომელიც შემფასებლებისთვის რუბრიკის გაცნობას და რეკომენდაციების მიცემას ემსახურება. თითო ვიდეოგაკვეთილს ორი პირი შეამოწმებს, განსხვავებული შეფასების შემთხვევაში კი პროცესში მესამე შემმოწმებელიც ჩაერთვება.
აპელაციის პროცესი
ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არჩევანი ვიდეოგაკვეთილზე შეჩერდა და არა დამკვირვებელზე, სწორედ აპელაციის პროცესს უკავშირდება.
,,რომ არა ვიდეოგაკვეთილი – გვექნებოდა მხოლოდ დოკუმენტი, რომელიც შევსებული იქნებოდა დამკვირვებლის მიერ. ეს პედაგოგს აპელაციის შესაძლებლობას ართმევდა. ახლა, პედაგოგს ხელში აქვს ვიდეო. თუ მას შეფასება არ მოეწონა, შეუძლია, რომ გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოში. სასამართლო, თავის მხრივ, დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს,”- განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე.
რჩევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან
კიდევ ერთი დეტალი –   თუ  პედაგოგმა პირველივე ვიდეოგაკვეთილის გაგზავნის შემდეგ ხუთი კრედიტი ვერ მოიპოვა, სპეციალისტები ურჩევენ მათ, ახალი ვიდეოგაკვეთილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მეორე დღესვე არ გადაუგზავნონ.  გარე დაკვირვების გასავლელად ვიდეომასალის ნაეკისთვის გაცნობის შესაძლებლობა მასწავლებლებს წელიწაში ორჯერ ექნებათ.


ნინო ლაბარტყავა-კლასის მართვის სტრატეგიები
კლასის მართვა და დისციპლინის შენარჩუნება სწავლების თანმხლები უმნიშვნელოვანესი პროცესია.თანმხლები იმიტომ, რომ შეუძლებელია ჯერ კლასში წესრიგის დამყარება, შემდეგ მისი გვერდით გადადება და სწავლების დაწყება. კლასის მართვა გულისხმობს მასწავლებლის ქმედებას, მიმართულს კლასში კარგი საკლასო და სასწავლო გარემოს შექმნისკენ, ხოლო დისციპლინა - მასწავლებლის ქმედებას, მიმართულს არასასურველი ქცევის აღმოფხვრისკენ ან მინიმუმამდე დაყვანისკენ.
დადგენილია, რომ წარმატებულ მასწავლებლებს აქვთ კლასის მართვის სხვადასხვა სტრატეგია და წინასწარ შედგენილი სამოქმედო გეგმა. კლასის მართვის საბოლოო, გრძელვადიანი მიზანი მოსწავლეებში თვითდისციპლინის უნარის აღზრდაა, ხოლო მოკლევადიანი - კლასში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა.
სამწუხაროდ, არ არსებობს საერთო აზრი იმის შესახებ, კლასის მართვის რომელი სტრატეგიაა განსაკუთრებით ეფექტური, ისევე როგორც არ არსებობს რეცეპტი, რომლის მეშვეობითაც სამუდამოდ მოგვარდებოდა მოსწავლეთა აკადემიური თუ დისციპლინური პრობლემები. სამაგიეროდ, ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მეცნიერებათა ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში შემუშავდა კლასის მართვის არაერთი ეფექტური და ძალიან საინტერესო მოდელი, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ და რომელთა ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება მკითხველისთვის მიგვინდვია.
კლასის მართვის სამი ძირითადი მოდელი არსებობს. პირველი,ჰუმანისტური მოდელის თანახმად, მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა სრულფასოვან განვითარებას, შექმნას კლასში პოზიტიური კლიმატი, უზრუნველყოს მოსწავლეები საჭირო მასალებით და ნაკლებად ჩაერიოს სწავლის პროცესში. მეორე,დემოკრატიული მოდელის თანახმად,მასწავლებელმა უნდა იპოვოს ბალანსი მოსწავლის თავისუფლებასა და შეზღუდვას შორის. მესამე, ბიჰევიორისტული მოდელის თანახმად, მასწავლებელს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია: მან უნდა მართოს მოსწავლეთა ქცევა დასჯისა და წახალისების სტრატეგიების მეშვეობით.
თუმცაღა ეს მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება, სამივე მოდელის მომხრეები ერთხმად აღიარებენ რამდენიმე პრინციპსდა თანხმდებიან, რომ კლასის მართვისას, ისევე როგორც მედიცინაში, პროფილაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კორექცია. მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს მოსწავლეებს, გრძნობდეს, როდის დაიწყებს მოსწავლე "არევას” და მანამდე ჩაერიოს, ვიდრე კლაში ვითარება დაიძაბება. თანაც უმჯობესია, მასწავლებლის ჩარევა მიმართული იყოს კონკრეტული მოსწავლისკენ, არ იყოს მეტისმეტად თვალშისაცემისხვებისთვის და არ გამოიწვიოს კლასში საქმიანობის შეწყვეტა. კლასში დისციპლინის შესანარჩუნებლად პედაგოგი უნდა მიმართავდეს პრევენციულ ზომებს. ამიტომაც არის ძალიან ეფექტური მოსწავლეებში ტოლერანტობის, ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარების უნარების გამომუშავება.
რაც შეეხება სწავლების პროცესს, ექსპერიმენტებითდადგენილია, რომ კლასში წესრიგი სწავლების სტილსა და სტრატეგიაზეადამოკიდებული. რაც უფრო მეტად ცდილობს მასწავლებელი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მათში ინტერესის გამოწვევის გზით, მით უფრო მეტი სიმშვიდეა კლასში და "ჯოხი” ნამდვილად აღარ არის საჭირო
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ალბათ ყველა მასწავლებელს უნდა ახსოვდეს: მასწავლებელი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მოსწავლეებისთვის. ისინი ყოველთვის გამონახავენსაბაბს, რომ უყვარდეთ ან არ უყვარდეთ თავიანთი მასწავლებლები, ზოგჯერ- უმნიშვნელო პიროვნული თვისებების გამო. სასურველი პიროვნული თვისებების შეძენაძნელია, მაგრამ არსებობს მარტივი ჭეშმარიტება - თუ ბავშვები არ გიყვარს, მასწავლებლად მუშაობა არ ღირს.
ახლა კი მოკლედ შევეხებით კლასის მართვის თითოეულ მოდელს.
კლასის მართვის ჰუმანისტური მოდელი. მისი ავტორები არიან კარლ როჯერსი და მაიკლ მარლენდი.
ამმოდელს საფუძვლად უდევს ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ძირითადი კონცეფცია - ადამიანის უნიკალურობა, ინდივიდუალობა, მე-ს ფორმირება, თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა (წარმომადგენლები- კარლ როჯერსი, აბრაამ მასლოუ).
მოცემული მოდელის წარმომადგენელთათვის თითოეული მოსწავლის უნიკალურობა და უნარები ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ სწავლების პროცესში ყურადღების ცენტრში თვითონ მოსწავლეა (სწავლების პროცესი მოსწავლეზეა ცენტრირებული).
ჰუმანისტური მოდელის მიმდევარი პედაგოგის მიზანია,მოსწავლეებსშინაგანი დისციპლინაგამოუმუშაოს. კარლ როჯერსი და აბრაამ მასლოუ მიიჩნევდნენ, რომ განვითარება, თვითრეალიზაცია ყველა ადამიანის მიზანია,ამიტომ აღმზრდელებმა მოსწავლეებს მხოლოდ განვითარების პირობები უნდა შეუქმნან.
ჰუმანისტური მოდელის მიმდევარი პედაგოგი კი არ უნდა მართავდეს კლასს, არამედ განვითარებაში ეხმარებოდეს მოსწავლეებს.
აიკლ მარლენდმა ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ტრადიციებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა კლასის მართვის სტრატეგიები და 5 რეკომენდაცია პედაგოგებისთვის:
მოსწავლეთა სიყვარული. მასწავლებელმა უნდა აგრძნობინოს მოსწავლეებს, რომ უყვარს ისინი. მარლენდი ამისთვის ერთ უმარტივეს რჩევას აძლევდა პედაგოგებს: დაიმახსოვრონ მოსწავლეთა სახელები და სახელით მიმართონ მათ.
წესების შემუშავება. კლასის მართვა და დისციპლინის შენარჩუნება უფრო იოლია, როდესაც პედაგოგი სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებს კლასში ქცევის წესებს. კარგია, როდესაც ქცევის წესებს თან ახლავს იმ აქტივობათა (წახალისებისა თუ სასჯელის) ჩამონათვალი, რომლებიცმოჰყვება მოსწავლეების მხრივ წესების დაცვას ან დარღვევას. თანაც წესები არ უნდა იყოს მეტისმეტადზოგადი, უნდა ეხებოდეს ყველა მნიშვნელოვან სასკოლო აქტივობას (ჩანთების, წიგნების შენახვის ადგილსა და წესს, კითხვის დასმისა და მასზე პასუხის ფორმას). სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირად მაშინღა ამახვილებენ ყურადღებას სკოლაში არსებულ წესებზე, როდესაც მოსწავლე მათ არღვევს, მანამდე კი "იგულისხმება”, რომ მოსწავლემ ეს წესები უნდა იცოდეს.
დამსახურებული ქება. ქება მასწავლებლის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია, ამიტომ მასწავლებლებმა კლასში ხშირად უნდა შექმნან სიტუაცია, სადაც მისი სამართლიანი გამოყენება შეეძლებათ. ქების გამოყენებისას პედაგოგმა ორი რამ უნდა გაითვალისწინოს:
ა) ქება თვითშეფასებაზე მოქმედებს, ამიტომ სასურველია მოსწავლის ქება საჯაროდ, ღიად, მოსწავლეების, სხვა პედაგოგების ან მშობლების წინაშე;
ბ) კრიტიკული შენიშვნების გამოთქმა სასურველია ცალკე.
ქება ან კრიტიკა უნდა მოჰყვებოდეს კონკრეტულ საქციელს, არ უნდა იყოს ზოგადი. ნაცვლად ამისა: "ნუ იქცევი ცუდად”, - უმჯობესია ვუთხრათ მოსწავლეს: "გთხოვ, გვერდზე გადადე პენალი, რომელსაც ხელში ათამაშებ, ეს ხელს მიშლის გაკვეთილის ახსნაში”.
იუმორი კლასში. კარგია, როდესაც მასწავლებელი მოსწავლის საქციელზე სპონტანურად იუმორითა და ღიმილით რეაგირებს.
საკლასო გარემო. ეფექტური გაკვეთილისთვის მნიშვნელოვანია როგორც მერხების განლაგება (მოცემული მიდგომა სადისკუსიო სტილით განლაგებას ამჯობინებს:მოსწავლები და მასწავლებელი სხედან U-ს ფორმის მაგიდის ირგვლივ ისე, რომ ერთმანეთს ყველა კარგად ხედავს და მასწავლებელი ყველა მოსწავლისგან თითქმის თანაბარი მანძილითაა დაშორებული), ისე კლასის მორთვა საჭირო თვალსაჩინოებებით: პლაკატებით, მოსწავლეთა ნამუშევრებით (არამხოლოდ დაწყებით კლასებში). რაც უფრო ესთეტიკური და თბილი სამუშაო გარემოა კლასში, მით უფრო მშვიდად მიმდინარეობს გაკვეთილები.
კლასის მართვის დემოკრატიული მოდელი. მოცემული მოდელიც აქცენტს აკეთებს მოსწავლთა ინდივიდუალობისა და უფლებების გათვალისწინებაზე, მაგრამ, ჰუმანისტური მოდელისგან განსხვავებით, მასწავლებელს მმართველის როლს აკისრებს. კლასის მართვის მოდელი ფსიქოლოგ ალფრედ ადლერის პიროვნების თეორიას ეფუძნება. ამ თეორიის თანახმად, ადამიანის ქცევის მოტივი გარკვეული მიზნის მიღწევაა. ადლერის აზრით, ბავშვის ქცევას საფუძვლად ოთხი ძირითადი მიზანი უდევს, უკეთ, ოთხი მოთხოვნილება: ყურადღების ცენტრში ყოფნისა, ძალაუფლების გამოვლენისა, რევანშისა და არაადეკვატურად ქცევისა. მოცემული მიზნები იერარქიულადაა განლაგებული. ბავშვები ჯერ ყურადღების მიქცევას ცდილობენ, თუ არ გამოუვიდათ, მიმართავენ ძალაუფლების დემონსტრირებას - იწყებენ დაპირისპირებას აღიარებულ ავტორიტეტებთან (მშობლებსა და პედაგოგებთან), ურჩობენ, ჯიუტობენ, კამათობენ, წარუმატებლობის შემთხვევაში გადადიან რევანშზე - აგრესიას ამჟღავნებენ, სხვების დაჩაგვრას იწყებენ ან, პირიქით, გულჩათხრობილები ხდებიან. თუ ასეთი ქცევაც უყურადღებოდ დარჩა, მაშინ ბავშვები არაადეკვატურად იქცევიან, გრძნობენ უსუსურობას, ავლენენ ადამიანისთვის დამახასიათებელ ღრმად ჩამჯდარ არასრულფასოვნების კომპლექსს.
რუდოლფ დრეიკერსმა ადლერის შეხედულებები განავრცო. მას მიაჩნდა, რომ ბავშვები მაშინ იქცევიან ცუდად, როდესაც მიზნის მისაღწევად არასწორ საშუალებებს მიმართავენ. ყურადღების მიპყრობის მისაღები ფორმაა კარგად სწავლა ან სოციალურად მისაღები ქცევის განხორციელება (სპექტაკლის გათამაშება უფროსების თვალწინ, ვინმეს დახმარება). მაგრამ, სამწუხაროდ, ბავშვებს ჰგონიათ (ან ნეგატიურიგამოცდილება აქვთ - მათ მხოლოდ ცუდისაქციელის გამო აქცევდნენ ყურადღებას), რომ ყურადღების მიქცევის საუკეთესო გზაა დისციპლინის დარღვევა, სიზარმაცე, ტირილი, ჩხუბი. დრეიკერსმა პედაგოგებისთვის რეკომენდაციებიც შეიმუშავაიმის თაობაზე, როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეთა არასასურველ ქცევაზე რეაგირება.
დრეიკერსი ურჩევს პედაგოგებს, არ მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება ბავშვის ცუდ საქციელს, თუ ის სწორედ ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად; სამაგიეროდ, არ დატოვონ უყურადღებოდ და შეაქონ მოსწავლე, როდესაც ის კარგად იქცევა და არ არღვევს დისციპლინას. მასწავლებელი, რომელიც დაუფარავად გამოხატავს გაღიზიანებას და ბრაზს მოსწავლის არასასურველი ქცევის გამო, უბრალოდ განამტკიცებს ამ ქვევას. სასურველია, მასწავლებლებმა მაშინ შეაქონ მოსწავლეები, როდესაც ისინი უსმენენ მასწავლებელს, ასრულებენ დავალებას. ასეთ დროს სასურველი ქცევის განმტკიცება მოხდება.
თუმოსწავლე ჯიუტობს, ჟინიანობს და მასწავლებელს მიაჩნია, რომ მისი ქცევის მთავარი მიზანი ძალაუფლების გამოვლენაა, ბავშვს არც უნდა დაუპირისპირდეს და არც დაუთმოს, ანუ მიმართოს ასეთ სტრატეგიას: ა) აღიაროს, რომ მოსწავლეს აქვს გარკვეული უფლებები და გავლენის მოხდენის უნარი; ბ) როდესაც შესაძლებელია, დააკისროს მოსწავლეს ცენტრალური როლი (დაავალოს პრეზენტაციისმოწყობა, გუნდური თამაშის დროს დანიშნოს კაპიტნად); გ) თავი არიდოს მოსწავლესთან დაპირისპირებას; დ) ზოგჯერ მას დახმარებაც სთხოვოს (მაგალითად,რვეულების დარიგება, ქოთნის ყვავილების მორწყვა); ე) პატივისცემით მოეპყროს მოსწავლეებს; ვ) მასწავლებელი და მოსწავლე უნდა მივიდნენ ურთიერთშეთანხმებამდე ლოგიკური არგუმენტების გამოყენებით.
რევანშის აღების, შურისძიების სურვილი მოსწავლეს მაშინ უჩნდება, როდესაც ის ვერ ექცევა ყურადღების ცენტრში. სასურველია, მასწავლებელმა არ გამოამჟღავნოს, რომ მოსწავლის საქციელმა გაანაწყენა, ამიტომ დრეიკერსი მასწავლებლებს სთავაზობს, არ განახორციელონ მოსწავლეთათვის მოსალოდნელი ქცევა. თუ მოსწავლე შეგნებულად იქცევა ცუდად, მასწავლებელმა აუხსნას, რომ მაინც ძალიან უყვარს.
არაადეკვატურად მოსწავლეები მაშინ იქცევიან, როდესაც უსუსურობასა და არასრულფასოვნებას გრძნობენ (უარს ამბობენ დავალების შესრულებაზე, გუნდურ თამაშში მონაწილეობაზე), ამიტომ სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეს აგრძნობინოს, რომ მასზე გული არ ასცრუებია,წაახალისოს მისი ძალისხმევა, მაშინაც კი, თუ ძალისხმევამ არცთუ ისე კარგი შედეგი გამოიღო.
რ. დრეიკერსს მიაჩნდა, რომ მასწავლებლებმა ხშირად უნდა აუხსნან მოსწავლეებს ლოგიკური შედეგი, კლასთან ერთად წინასწარ იმსჯელონ იმის თაობაზე, რა საქციელს რა შედეგი მოჰყვება.
კლასის მართვის ბიჰევიორისტული მოდელი. აქამდე განხილული კლასის მართვის მოდელები უშუალოდ მოსწავლეებზე იყო ორიენტირებული და ძირითადად პრევენციული ხასიათი ჰქონდა. ბიჰევიორისტული მიდგომა ქცევის კორექციისკენაა მიმართული, ხოლო მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს აკისრია. მოცემული მოდელი ეყრდნობა ბიჰევიორიზმის, ქცევის მეცნიერების თეორიას (წარმომადგენლები - ჯ. უოტსონი, ე. თორნდაიკი, ბ. სკინერი).
მოცემული თეორიის ფარგლებში ჩვენ შევეხებით ქცევის მოდიფიკაციის (ცვლილების) მოდელს და სისტემური განმტკიცების პროგრამას.
ქცევის მოდიფიკაციის მოდელი
მოცემულ მოდელზე დაყრდნობით პრისლენდმა შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა:
ა) არასასურველი, პრობლემური ქცევის განსაზღვრა. პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, რა არის არასასურველი ქცევა. არასასურველია ქცევა, რომელიც ხდება მეტისმეტად ხშირად (ხმამაღლა საუბარი გაკვეთილის მიმდინარეობის დროს) ან მეტისმეტად იშვიათად
(მოსწავლეები არ იწევენ ხელს პასუხის დროს). პრობლემური ქცევის განსაზღვრაში შესაძლოა მონაწილეობა მოსწავლეებმაც მიიღონ.
ბ) არასასურველი, პრობლემური ქცევის სერიოზულობის განსაზღვრა. მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, რამდენად სერიოზულია ეს ქცევა, გააანალიზოს თითოეული შემთხვევა.
გ) ქცევის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების განსაზღვრა. მასწავლებელი უნდა დააკვირდეს, რა სიტუაცია უძღვის წინ არასასურველ ქცევას, რა მოსდევს მას, ხომ არ იწვევს რაიმე ან ვინმე არასასურველი ქცევის პროვოცირებას.
დ) არასასურველი, პრობლემური ქცევის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების ცვლილება. საჭიროა იმაზე დაკვირვება, ქცევის რაგვარი შედეგი იწვევს მის განმტკიცებას (მაგალითად, როდესაც მოსწავლე ძალიან ცუდად იქცევა, მხოლოდ მაშინ აქცევენ ყურადღებას), ამიტომ ქცევის შედეგიუნდა შეიცვალოს. მასწავლებელმა ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლის ცუდ ქცევას.
ე) ცვლილებათადაგეგმვა. მას შემდეგ, რაც ზუსტად განისაზღვრება, რა იწვევდა არასასურველი ქცევის პროვოცირებას და რა შედეგი განამტკიცებდა მას, უნდა მოიფიქრონ ახალი ქცევები.
ვ) სრულყოფა. უკანასკნელ ეტაპზე უნდა მოხდეს ახალი, შეცვლილი სიტუაციის გაანალიზება: შენარჩუნებულია თუ არა არასასურველი ქცევა, რამდენად ეფექტურია სტრატეგია, რომელსაც მასწავლებელი მიმართავს არასასურველი ქცევის შემდგომ. უეფექტობის შემთხვევაში ახალი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.
სისტემური განმტკიცების პროგრამა.მასწავლებლები ხშირად მიმართავენ მოსწავლეთა წახალისებას ქებით, ნიშნებით, ყურადღებით, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ განმტკიცების ასეთი სისტემა საკმარისი არ არის, მოსწავლეები ცუდად იქცევიან და საჭიროა უფრო სერიოზული ჩარევა. ასეთ დროს ჟეტონების სისტემას მიმართავენ. კარგი ქცევის შემთხვევაში მოსწავლე იღებს ჟეტონს, ცუდი ქცევის შემთხვევაში კი ართმევენ მას (ჟეტონებად შეგვიძლია გამოვიყენოთსტიკერები ან მედალიონები, რომლებზეც გაცინებული და მოწყენილი სახეებია გამოსახული).როდესაც მოსწავლეგანსაზღვრული რაოდენობის ჟეტონს შეაგროვებს, გადაცვლის მათ მატერიალურ განმამტკიცებელზე, იღებს პრიზს. პრიზად, განმამტკიცებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ტკბილეული,სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები. ასევე - სოციალური განმამტკიცებლები: ქება, ღიმილი, თავზე ხელის გადასმა. ამასთან,მნიშვნელოვანია, პრიზი მოსწავლისთვის სასურველი იყოს, წინააღმდეგ შემთვვევაში ის ქცევის განმტკიცებას არ გამოიწვევს.





მაია ინასარიძე- როგორ დავწეროთ სასწავლო-მეთოდური სტატია
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის" მიხედვით (დადგენილება № 75, მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ), მასწავლებელს კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა. ამ ჩამონათვალში მოიაზრება სასწავლო-მეთოდური სტატიაც.

მასწავლებლის მიერ შექმნილი სასწავლო-მეთოდური სტატია მიზნად უნდა ისახავდეს საკუთარი გამოცდილების, საინტერესო მიგნებების, პრაქტიკის კვლევის შედეგებისა და დასკვნების, თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანის წარმატებული (ან თუნდაც წარუმატებელი) ცდების ანალიზის გაცნობას როგორც განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის, ისე განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სტატიების ფოკუსი იყოს მოსწავლე. სტატიამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა უპასუხოს შეკითხვას: რა ეფექტი აქვს ყოველივე იმას, რასაც აუდიტორიას ვთავაზობთ, უშუალოდ მოსწავლეებისათვის, რამდენად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას?
ზოგადად, სტატიის შექმნისათვის არსებობს ზოგადი რეკომენდაციები: 
1.სტატიის წერის პირველი ნაბიჯი არის თემის შერჩევა. თემის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ერთი სტატია სასურველია ეხებოდეს ერთ თემას. უპირველეს ყოვლისა, ეს თემა საინტერესო და აქტუალური უნდა იყოს თავად თქვენთვის, შემდეგ კი სამიზნე აუდიტორიისათვის, ანუ განათლების საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისათვის (პირველ რიგში, მასწავლებლებისათვის), იმათთვის, ვინც შემდგომში, სურვილის შემთხვევაში, შეძლებს მის გამოყენებას / გათვალისწინებას. 
2.მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის სტატიის ფორმატი. არსებობს ფორმატის სხვადასხვა სახე. მაგალითად:
·„პრობლემა + გადაჭრის გზა" - გამოკვეთეთ პრობლემა, რომელიც აქტუალურია თქვენი სამიზნე აუდიტორიისათვის და განიხილეთ ის სტატიაში (მაგალითად, „მოსწავლეთა ჩართულობის შენარჩუნება მთელი გაკვეთილის განმავლობაში ბევრი მასწავლებლისათვის პრობლემაა"; „რას ნიშნავს კარგი რეფლექსია - დღეს განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა მასწავლებლისათვის" და ა.შ.). მთავარი არის ის პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მკითხველს ამ პრობლემიი გადაჭრაში. აღწერეთ დეტალურად პრობლემის გადაჭრის თქვენ მიერ შეთავაზებული გზა. ასეთ შემთხვევაში მკითხველი მაშინვე მიხვდება, რომ თქვენ ხართ კარგი პრაქტიკოსი, რომელიც ექრდნობა თეორიას და არა თეორეტიკოსი, რომელმაც თეორიულად იცის, რა არის კარგი, რა - ცუდი, მაგრამ პრაქტიკაში ის არ მოუსინჯავს. 
·მეორე ფორმატს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „მეთოდი, ორიენტირებული..." - ეს არის დეტალური აღწერა მეთოდისა, რომელიც ან უცნობია თქვენი სამიზნე აუდიტრიისათვის ან თქვენი გამოცდილება გიჩვენებთ, რომ მას არასწორად იყენებენ. სასურველია, აღწერასთან ერთად მიუთითოთ, რა დადებითი ეფექტი და რისკფაქტორები ახლავს ამ მეთოდის გამოყენებას. ასეთი დეტალური აღწერა მკითხველს დაარწმუნებს იმაში, რომ თქვენ თავად გამოგიყენებიათ ეს მეთოდი.
·მესამე ფორმატს პირობითად შეგვიძლია დავარქვათ „გვეკითხებიან - ვუპასუხებთ". ამ შემთხვევაში კარგია, თუ აღწერთ სიტუაციას, როცა თქვენთვის არაერთხელ გაუზიარებიათ კოლეგებს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები და უკითხავთ რჩევა, როგორ გადაჭრან ის. შეეცადეთ განაზოგადოთ ეს პრობლემა და მისცეთ მას კითხვა-პასუხის სახე. მაგალითად, „ხშირად გვესმის მასწავლებლებისაგან: არის კი შესაძლებელი დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება კლასში, სადაც 35 მოსწავლეა? რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ..." და თქვენ აწვდით მათ პასუხს, რომელიც ეფუძნება დიფერენცირებული მიდგომის შესახებ არსებულ თეორიებს / კვლევებს და აჩვენებთ ამის თუნდაც ერთ პრაქტიკულ მაგალითს.
·შემდეგი ფორმატი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „პრაქტიკული რეკომენდაციები", პირდაპირ იწყება ერთი ან რამდენიმე რეკომენდაციის დეტალური აღწერით. თქვენ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნით მკითხველს რა გააკეთოს, როგორ და რა მიზნით. სასურველია, თუ მოდიფიცირებულ ვარიანტებსაც შესთავაზებთ. მაგალითად, „იმისათვის, რომ ტექსტის გააზრებული კითხვა უზრუნველვყოთ, გირჩევთ დაიცვათ შემდეგი თანამიმდევრობა..."
გახსოვდეთ, რომ მასწავლებლები თქვენი სტატიიდან ელიან საკუთარი პრობლემების გადაჭრისათვის რეალურ რჩევებს, ამიტომ ამ რჩევების პრაქტიკულობა (ცხადია, თეორიებზე დაფუძნებული) განსაკუთრებით დააინტერესებს მათ.
3.შემდეგი ნაბიჯი, ასევე მნიშვნელოვანი, არის სათაურის შერჩევა. გახსოვდეთ, არ არის საჭირო არც ზედმეტი ორიგინალურობა და არც ბანალურობა. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
·სათაურმა უნდა უნდა მიიპყროს თქვენი პოტენციური მკითხველის ყურადღება, მიანიშნოს, რომ ეს შეიძლება მისთვის საინტერესო იყოს.
·შეეცადეთ მოაქციოთ სათაურში ისეთი საკვანძო სიტყვა ან მოკლე ფრაზა, რომელიც აღუძრავს მკითხველს ცნობისმოყვარეობას, მაგრამ ამასათანავე მიანიშნებს თქვენი სტატიის თემაზე.
·სათაური თვალის ერთი შევლებით უნდა აღიქვას მკითხველმა. ის არ უნდა იყოს ძალიან გრძელი.
·გამოიყენეთ სათაურში სიტყვა / სიტყვები, რომელიც / რომლებიც თქვენი აუდიტორიისათვის ნაცნობია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება სათაურში უცნობი ტერმინის „ჩაგდებაც".
·არ არის რეკომენდებული სათაურში ზედმეტი ემოციის ჩადება ძახილისა თუ კითხვის ნიშნებით. ამან შეიძლება მკითხველს გაუჩინოს განცდა, რომ ავტორი ზედმეტად მენტორულია.
·სასურველია გამოიყენოთ სტატიის სათაურის დასაწყისად ერთი შეხედვით შაბლონური სიტყვები: მაგალითად, „როგორ...", „როცა...", „მოკლედ ... შესახებ", „თუ...". ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის სტატიის სათაური ასეთი სიტყვებით უნდა დავიწყოთ. ეძებეთ საკუთარი სტილი, იფიქრეთ, ნუ მოერიდებით ექსპერიმენტირებას.
4.შემდეგი ნაბიჯია დაგეგმვა. სწორედ ამ გეგმის მიხედვით ააგეთ სტატია. მთავარია „თავში გქონდეთ" სტატიის კონცეფცია. გეგმა ყველასათვის ნაცნობია:
·შესავალი. შესავალმა მკითხველი უნდა მიიყვანოს ძირითად თემასთან. სასურველია, თუ შესავალშივე იქნება განსაზღვრული, რა პრობლემას ეხება სტატია, ვინ შეიძლება დაინტერესდეს (მასწავლებლები, მშობლები, ადმინისტრაცია თუ ყველა ერთად) და რას სთავაზობს მკითხველს. აქ თქვენ უნდა დაარწმუნოთ მკითხველი, რომ დროს ტყუილად არ დაკარგავს, რომ ეს მნიშნელოვანი საკითხია მისთვის.
·ძირითადი ნაწილი. ძირითადი ნაწილი უშუალოდ უნდა იხილავდეს თემას. ძირითად ნაწილი თავისთავად არაეფექტურია, თუ ის ბუნებრივად არ გამომდინარეობს შესავალი ნაწილისგან. აქ უნდა იყოს სწორედ განმარტებული თემის ძირითადი ცნებები ან მოცემული პრაქტიკული რეკომენდაციები, ან ორივე ერთად. შეეცადეთ შეარჩიოთ ყველაზე არსებითი და მთავარი. ნუ გადაიტანთ მკითხველის ყურადღებას მეორეხარისხოვანზე. კარგია, თუ სტატიას გაამდიდრებთ საინტერესო ფაქტებით პირადი გამოცდილებიდან (ცხადია, თემასთან დაკავშირებულით). თუ ახდენთ ვინმეს ციტირებას, სასურველია, იქვე გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულებაც ან მიაწოდოთ ამ სიტყვებში გამოხატული აზრის დამადასტურებელი მაგალითი თქვენი პრაქტიკიდან. ძირითად ნაწილში პასუხი უნდა გაეცეს შესავალში დასმულ პრობლემას / საკითხს. გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული სტატიის ძირითადი ნაწილი აღემატებოდეს 3 გვერდს. გახსოვდეთ, თქვენი ტექსტში უნდა იგრძნობოდეს მკითხველისადმი კეთილგანწყობა, მხარდაჭერა და არა „ზემოდან დამოძღვრა". ამისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ენას, თავისუფალს გაუგებარი ტერმინებისაგან, მარტივსა და გასაგებს.
·დასკვნა. დასკვნაში თქვენ ერთგვარად აჯამებთ სტატიაში მიმოხილულ საკითხს და აქცენტს აკეთებთ იმაზე, რატომ მიიჩნიეთ, რომ ეს საკითხი აქტუალური შეიძლება იყოს და თქვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები - სასარგებლო. დაუშვებელია დასკვნით ნაწილში ახალი არგუმენტის ან ფაქტის წარდგენა.
2.ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ეს არის გამოყენებული წყაროების მითითება. შეამოწმეთ თქვენი სტატია პლაგიატზე. ამის გაკეთება შეგიძლიათ არაერთი საიტისა და პროგრამის საშუალებით. მაგალითად, Plagiarism Checker-ით.
3.დაბოლოს - ტექსტის ფორმატირება. იმისათვის, რომ თქვენი სტატიის შინაარსი ადვილად აღსაქმელი იყოს, მნიშვნელოვანია მისი სწორად გაფორმება, ანუ ფორმატირება, რომელიც „კარნახობს" მკითხველს, რას მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება, ეხმარება მას წაკითხულის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. არსებობს ფორმატირების სხვადასხვა ხერხი. კერძოდ:
  • ქვეთემების / ქვეთავების გამოყოფა.
  • დანომვრა ან ე.წ. „ბულიტების" გამოყენება.
  • საკვანძო სიტყვებისა თუ ფრაზების გამოყოფა (ე.წ. „ბოლდი").
  • სურათების, ფოტოების, ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენება.

თუმცა ფორმატირებაშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ფორმატირების ელემენტების გადამეტებულმა გამოყენებამ შეიძლება დააზარალოს ტექსტის შინაარსი. 
მთავარი და არსებითი: გახსოვდეთ, სასწავლო-მეთოდური სტატიის ხარისხი უპირველესად განისაზღვრება იმით, რამდენად გამოადგებათ მასწავლებლებს თქვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები იმისათვის, რომ გააუმჯობესონ საკუთარი სწავლებისა და მოსწავლეების სწავლის პროცესი. 
ცხადია, ზემოთ მოცემულ რეკომენდაციებს არ აქვთ უნივერსალურობის პრეტენზია. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა გამოცემას შეიძლება განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეს, ამიტომ სტატიის ავტორი წინასწარ უნდა იცნობდეს ამ მოთხოვნებს.

გამოყენებული ლიტერატურა:
ლია კაჭარავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, აკადემიური წერა დამწყებთათვის, თბილისი, 2007.


ჩვენი ბავშვობის წიგნები


რვა წლის ვიყავი, დედამ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების  მომცრო, წითელყდიანი ტომი რომ მაჩუქა. იმ დროს ზღაპარი ჩემთვის ჯადოსნური პერსონაჟებით დასახლებული, საოცარი, მაგრამ მაინც რაციონალური  სამყარო იყო  – მთავარი გმირი, უამრავი  ფათერაკის მიუხედავად, გამარჯვებული რჩებოდა, ავი ძალები კი მარცხდებოდნენ. რა გასაკვირია, რომ ანდერსენის მინორული, “არაზღაპრულადსევდიანი სიუჟეტები თავიდან მეუცხოვა კიდეც.
ხვალ  დანიელ მეზღაპრეს დაბადებიდან 206 წელი უსრულდება, თუმცა ლიტერატურული სამყარო, 1967 წლიდან, 2 აპრილს კიდევ ერთ იუბილეს აღნიშნავს. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია კალის მედგარ ჯარისკაცსქალთევზას, კაის და გერდასგულუბრყვილო მეფეს, უგვან იხვის ჭუკს, შეყვარებულ პრინცს და ნაზ პრინცესასდამეთანხმება, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისათვის უკეთესი თარიღის შერჩევა მართლა ძნელია.
მოლი ბლუმის ბლოგზე, ძირითადად, ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. მეტიცდიდი იმედი მაქვს, რომ მკითხველის სიმპათიას და კეთილგანწყობას სწორედ ამის წყალობით ვიმსახურებ, რადგან ამ ბლოგის სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთივე ბიბლიოფილია, როგორიც თავად გახლავართ. ბუ­ნებ­რივია, ამ  ორმაგ თარიღს გვერდს ვერაფრით  ავუვლიდი. ამიტომ მინდა, პატარა ექსკურსია შემოგ­თავაზოთ ზოგისთვის ახლო, ზოგისათვის კი უკვე შორეულ წარსულში და ჩვენი ბავშვობის წიგნები გავიხსენოთ.
ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, ხარისხიანი ლიტერატურა მხოლოდ ნაცნობობით, დახლქვეშ რომ იყიდებოდა, თუმცა, ჩვენ, რიგით მოკვდავებს, არკადი გაიდარის და ვანო ურჯუმელაშვილის მოთხრობების გარდა ხელი სხვა, ბევრად უკეთესგამოცემებზეც მიგვიწვდებოდა. რევოლუციამდელი ბავშვი არც მთლად გონებაჩლუნგი იყო, სათამაშოებიც ჰქონდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი წიგნებიც.
ჩემი ბავშვობის წიგნებიდან ყველაზე გემრიელად სელმა ლაგერლოფისნილსის და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობამახსენდება (ზაფხულში წავიკითხე და მაშინ ვინმეს რომ ეთქვაეს წიგნი, თავიდანგეოგრაფიის სახელმძღვანელოდ იყო ჩაფიქრებულიო, ვერ დავიჯერებდისახელმძღვანელოებზე მაშინ სულ სხვა წარმოდგენა მქონდა), მოსკოვის ოლიმპიადიდან საჩუქრად ჩამოტანილი, ფერადი და მხიარული, ულამაზესი ილუსტრაციებით სავსეჩიპოლინოდღემდე ღიმილს მგვრისმახსენდება, პატარა ხახვებს, გოგრიკოს, მარწყვას, ალუბალას, ათასფეხას როგორ ვგულშემატკივრობდი…  “ვინი პუჰისარც თუ საბავშვო ფილოსოფიას ცოტა მოგვიანებით ჩავწვდი, დაძინებით  ისე არ ვიძინებდი,  მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების სერიიდან ერთი ტომი მაინც არ გადამეფურცლა (განსაკუთრებით აფრიკულმა და იტალიურმა ზღაპრებმა მომხიბლა)… რასპესბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალმაგულიანად მაცინა, ანდერსენის ასანთის გამყიდველ გოგონაზე დარდით კი ლამის გამისკდა პატარა გული ასტრიდ ლიდგრენის შედევრებზე საუბარი ხომ არასოდეს მომწყინდებაროდარისლაჟვარდისფერი ისარი”,  პამელა ტრევერსისმერი პოპინსი”, “პატარა უფლისწულიდა სეტონ-ტომპსონისმოთხრობები ცხოველებზეჩემი საყვარელი წიგნების სიას ოდნავ მოგვიანებით შეემატნენ.
მერე უკვე ჟიულ ვერნის, მაინ რიდის, დიუმას, კონან დოილის და ფენიმორ კუპერის დროც დადგათუმცა ბავშვობის წიგნები არ დამვიწყებია და არც არასოდეს დამავიწყდება – ლიტერატურის სამყაროში ჩემი პირველი მეგზურები სწორედ ისინი იყვნენ. ამიტომაც არის, რომ წიგნის მაღაზიებში ჯერ საბავშვო განყოფილებას მივაშურებ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, გავიზარდე.
ჩემს შარშანდელ საბავშვო წიგნებზე იანვარში, ერთ-ერთ პირველ პოსტში დავწერე. ამ სამ თვეში ჩემს კარადაში ტუვე იანსონისმუმინების ბიბლიოთეკისპირველი სამი წიგნი (გახსოვთ ძველი საბჭოთა მულტფილმი? ), ანე კატარინე ვესტლისმამა, დედა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” და არჩილ სულაკაურისსალამურას თავგადასავალიდაბინავდნენ. “სახურავის ბინადარ კარლსონისჯენეტ ბაჯელიძისეულ, ძველ თარგმანს, ვიკლანდის შავ-თეთრი ილუსტრაციებით კი საერთო ჩამონათვალისათვის ვერ გავიმეტებყველაზე საპატიო ადგილი წიგნის თაროზე მას ეკუთვნის.
განსაკუთრებით ერთი რამ მახარებსმსოფლიო საბავშვო ლიტერატურის კარგად ნაცნობი თუ აქამდე უცნობი შედევრების თარგმნათანამედროვე ქართული გამომცემლობების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად იქცა. რამდენადაც ვიცი, არაერთი კარგი წიგნის გამოცემა იგეგმება, რასაც ბავშვებზე არანაკლებ მოუთმენლად ველოდები. იმედი მაქვს, მალე, რომელიმე სტელაჟზე, ნილსის და გარეული ბატების ჯადოსნურ ზღაპარს აღმოვაჩენძველი, მწვანეყდიანი წიგნი, გარეკანზე თმააქოჩრილი ნილსი რომ ეხატა, სამწუხაროდ, სადღაც დავკარგე

P.S. ხვალექს ლიბრისისაბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და ახალ მაღაზიას ხსნისყაზბეგის 24-ში, “აქსისისსავაჭრო ცენტრის შენობაში, 4 საათიდან უამრავ სახალისო საბავშვო კონკურსს და უგემრიელეს ტორტს გვპირდებიან. მე მივდივარ და თქვენც იგივეს გირჩევთ, მანამდე კი, თუ არ დაიზარებთაქვე, ამ პოსტის კომენტარებში, თქვენი ბავშვობის წიგნებზე გვითხარით ორიოდე სიტყვა.
 
უკუკავშირი საკლასო ოთახში
ავტორი: სოფიკო ლობჟანიძე
გაკვეთილზე თავს იყრის მეტად განსხვავებული, ხშირად წინააღმდეგობრივი მოლოდინები, მისწრაფებები და მოთხოვნები. საგაკვეთილო სიტუაციაზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს და მათი ურთიერთდამოკიდებულება ხშირად გაუმჭვირვალეა.

ამგვარ სიტუაციებში უნდა დაისვას კითხვები:

·შეუძლიათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, გამჭვირვალე გახადონ, რას ელიან გაკვეთილისა და ერთმანეთისგან, რა მიზნისკენ მიისწრაფიან, რის მიღწევა და გაგება სურთ?
·შეუძლიათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, გამჭვირვალე გახადონ პრობლემები და ამით ხელი შეუწყონ დაძაბულობის მოხსნას?
·შეუძლიათ მიზნების, წესებისა და ქცევის ნორმების ერთობლივად შემუშავება?
გამჭვირვალეობის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა სასწავლო პროცესში უკუკავშირის მეთოდის სისტემატური გამოყენება. დღეს ჩვენ მოგაწვდით რეკომენდაციებს იმის თაობაზე, როგორ მოვახდინოთ ამ მეთოდის ინტეგრირება სასწავლო პროცესში.

როგორ მოვემზადოთ უკუკავშირის მეთოდით სამუშაოდ
Øშევქმნათ წარმოდგენა უკუკავშირის მეთოდის მნიშვნელობასა და მის მრავალფუნქციურობაზე
ამ მეთოდით მუშაობას ვიწყებთ იმით, რომ პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს ვაწვდით ინფორმაციას უკუკავშირის პოტენციალის, ინსტრუმენტებისა და პირობების შესახებ. 
ზოგადად აღვწერთ, რას ნიშნავს უკუკავშირი - ეს არის, როდესაც ორი ან რამდენიმე ადამიანი პირდაპირ და ღიად, შესაბამისი მეთოდებით სტრუქტურირებულ საუბრებში შედის, უზიარებს ერთმანეთს საკუთარ დაკვირვებებსა და დამოკიდებულებებს განსაზღვრული სიტუაციებისა და საკითხების მიმართ, რათა ისწავლონ ერთიანი მიდგომა განსაზღვრული თემისადმი.
განურჩევლად იმისა, სად ხდება ამ მეთოდის გამოყენება - მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, მოსწავლეებს შორის, კოლეგებს შორის თუ მოზრდილთა განათლების ციკლში, თითოეულ პიროვნებასა თუ ჯგუფს იგი სთავაზობს შესაძლებლობას:
·გაეცნოს სხვების თვალთახედვასა და პერსპექტივას;
·გაიფართოოს თვალთახედვა და გაიმდიდროს გამოცდილება;
·უკეთ შეიცნოს საგანი/თემა, სხვადასხვა პერსპექტივიდან დააკვირდეს მას და ინდივიდუალური კრიტერიუმებით შეაფასოს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის უკუკავშირის კულტურის განვითარება ხელს უწყობს როგორც სასწავლო პროცესის ხარისხის, ასევე თანამშრომლობითი ატმოსფეროს გაუმჯობესებას.
როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს ერთმანეთის უკუკავშირით შეუძლიათ სარგებელი მიიღონ, რადგან:
·მათი ავტოპორტრეტები და თვითშეფასებები უფრო რეალისტური ხდება;
·ისინი გააცნობიერებენ, როდის უწყობს ხელს მათი ქცევა სასწავლო და საგაკვეთილო პროცესს და როდის არა;
·მათ შორის ურთიერთგაგება ღრმავდება და გაუგებრობა ქრება;
·როგორც თითოეული მათგანი, ასევე მთელი სასწავლო პროცესი ხდება უფრო წარმატებული.

შევქმნათ უკუკავშირისთვის ე.წ. უსაფრთხო სივრცე
ამ მეთოდით მუშაობა ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია, ჯგუფში შეიქმნას ურთიერთნდობის ატმოსფერო. ასეთი უსაფრთხო სივრცე შეიძლება უზრუნველვყოთ:
·ნებაყოფლობითობაზე შეთანხმებით;
·გაცემული უკუკავშირის კონფიდენციალობის დაცვით;
·შეთანხმებით, რომ უკუკავშირის შედეგები საერთო მიღწევის შედეგებზე გავლენას არ მოახდენდეს.

დავუთმოთ დრო უკუკავშირს
უკუკავშირის მეთოდით მუშაობის გამოცდილებამ მასწავლებლებს დაანახვა, რომ უკუკავშირის კულტურის დამკვიდრებას სჭირდება დრო, მაგრამ უკუკავშირში ინვესტირებული დრო არ შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს. პირიქით, ეს არის დროის რაციონალურად გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა.

შევქმნათ პროექტჯგუფები
დასავლური პრაქტიკული გამოცდილება წარმოაჩენს პროექტჯგუფების მნიშვნელობას უკუკავშირის მეთოდის განვითარებისთვის. ამ ჯგუფების მთავარი ამოცანაა, უკუკავშირის ინსტრუმენტები და მეთოდები ერთად განავითარონ, მეთოდის გამოყენების ირგვლივ მიღებული გამოცდილება ერთმანეთს გაუცვალონ, ანალიზი გააკეთონ, ერთად დაამუშაონ პრობლემები, შეაფასონ შედეგები და იმსჯელონ მომდევნო ნაბიჯებზე. შემდეგ ჯგუფი გამოცდილებას უზიარებს სხვა ჯგუფებს და სასკოლო საზოგადოებას. ასეთი მიდგომით უკუკავშირის მეთოდით მუშაობა სულ უფრო იხვეწება და ეფექტიანი ხდება.

განვავითაროთ უკუკავშირისთვის საჭირო ქცევა
უკუკავშირი უფრო მეტია, ვიდრე ტექნიკა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მისი სარგებელი და პოზიტიური გავლენა მხოლოდ მეთოდურ სრულყოფაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ უკუკავშირის პროცესში მონაწილეთა - როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეთა - ქცევაზე.
როგორი ქცევა მიგვიყვანს ეფექტიან უკუკავშირამდე:
·ურთიერთემპათია და ურთიერთნდობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის;
·ინტერესი და პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი, ასევე საერთო საქმიანობისა და წარმატებისადმი.

უკუკავშირით მუშაობის ინტეგრაცია სკოლის ყოველდღიურობაში
მეთოდის გამოყენება ეფექტიანი რომ იყოს, უკუკავშირით მუშაობის მეთოდები მასწავლებელმა თავად უნდა განავითაროს, მოახდინოს მათი მოდიფიკაცია და მიუსადაგოს კონკრეტულ კონტექსტს/პირობებს.

დავგეგმოთ უკუკავშირი როგორც გაკვეთილის თანმხლები მეთოდი
გაკვეთილი უნდა განვიხილოთ როგორც კომპლექსური სოციალური პროცესი, რომლის შედეგიანობას მხოლოდ ერთჯერადი ან იშვიათი კვლევით ვერ დავადგენთ. სწორედ უკუკავშირის სისტემატური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში არის საუკეთესო საშუალება იმის დასადგენად, რამდენად მართლდება ჩვენი მოლოდინები, ვითვალისწინებთ თუ არა მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ინტერესებს, ვიღებთ თუ არა სასურველ შედეგს.

დავიწყოთ იქ, სადაც ცვლილებების ინტერესი გვაქვს და სადაც წარმატებას ველით
გაკვეთილის დაგეგმვის დროს დავუსვათ თავს კითხვა, ამ გაკვეთილზე სახელდობრ რომელი აქტივობისას გამოვიყენებთ უკუკავშირის მეთოდს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უკუკავშირის დაწყება იქ ჯობია, სადაც ჩვენი მიზანი გაუმჯობესება და სადაც მოსწავლეებს მისი შესაძლებლობის თაობაზე სპონტანური რჩევების მოცემა შეუძლიათ; ასევე იქ, სადაც სასურველ შედეგს ველით და გვინდა გავზომოთ, მივიღეთ თუ არა სასურველი შედეგი, ან რა მანძილი გვაშორებს მას.

უკუკავშირით მუშაობის დაგეგმვა
უკუკავშირით მუშაობის დაგეგმვამ, უპირველეს ყოვლისა, ყველა მონაწილისთვის ცხადი უნდა გახადოს, რას ემსახურება უკუკავშირი, რა ნაბიჯებითა და მეთოდებით უნდა ვიმოქმედოთ.
უკუკავშირის მიზნის ახსნა - რას გვინდა მივაღწიოთ?
უკუკავშირის პროცესში მონაწილეებმა უნდა დასვან კითხვა: რა შესაძლო სარგებელს ვპირდებით უკუკავშირის შედეგიდან ჩვენს თავს (როგორც მოსწავლე, როგორც მასწავლებელი, როგორც კლასი, როგორც ჯგუფი)? იმისთვის, რომ შედეგის გაზომვა შეგვეძლოს, დასაწყისშივე საჭიროა წარმატების კრიტერიუმების ფორმულირება.
ჰერმანმა და ჰიოფერმა წარმატების კრიტერიუმები ერთ წინადადებაში ჩამოაყალიბეს: "უკუკავშირი მაშინ არის წარმატებული, როცა შენ თავად გამოსცდი წარმატებას" (Herman, J, Hoefer, C. Evaluation in der Schule – Unterrichtsevaluation. Guetersloh 1999).

უკუკავშირის კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა - როგორ მივიწევთ წინ?
აქ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: უკუკავშირის სახელდობრ რომელი მეთოდის გამოყენებაა რელევანტური მიზნის მისაღწევად? შეესაბამება თუ არა შერჩეული მეთოდები მოსწავლეთა უნარებსა და ინტერესებს? ვინ და როგორ უნდა გააანალიზოს და შეფასოს უკუკავშირის შედეგები?

როგორ უნდა გამოვიყენოთ უკუკავშირის შედეგები?
მხოლოდ ის უკუკავშირი, რომელსაც კვალდასამჩნევი შედეგები აქვს, აკმაყოფილებს მასში მონაწილე ორივე მხარეს. აუცილებელია, უკუკავშირის გამცემმა გააცნობიეროს, ვისკენ არის მიმართული მის მიერ გაცემული უკუკავშირი, ხოლო მიმღებმა - რა და როგორ გაითვალისწინოს მისდამი მიმართული უკუკავშირისგან. უკუკავშირის დროს შემდეგი პრინციპია მისაღები: პასუხისმგებლობა კონკრეტული და სასარგებლო უკუკავშირისთვის ეკისრება უკუკავშირის გამცემს, ხოლო უკუკავშირთან ურთიერთობის, მისი სარგებლიანობის დანახვისა და გამოყენებისთვის - უკუკავშირის მიმღებს.

ნდობის მოპოვება გამჭვირვალობით
იმისთვის, რომ მეთოდით მუშაობა წარმატებული იყოს, აუცილებელია მონაწილეთა ინფორმირება და პროცესში, შეძლებისდაგვარად, ყველა მოსწავლის ჩართვა. როგორ მივაღწიოთ გამჭვირვალობას?
·უკუკავშირის გამოყენებამდე მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ: რა მიზანი აქვს მეთოდს, რა მოაქვს მის გამოყენებას მოსწავლისთვის ან მასწავლებლისთვის, როგორ შეიძლება მისი გამოყენებით როგორც გაკვეთილის, ასევე მთელი სასწავლო პროცესის გაუმჯობესება;
·მეთოდთან მუშაობის პირველივე გამოცდილება მათთან ერთად უნდა განვიხილოთ: რა იყო კარგი და რა - არა? როგორ მივუახლოვდით სასურველ შედეგს? რას შევცვლით მომავალში ამ მეთოდით მუშაობის პროცესში? და ა.შ.
როგორ წარვმართოთ უკუკავშირი
ინტერესი მრავალფეროვანი პერსპექტივისადმი
უკუკავშირის ყველა მეთოდის შემთხვევაში განსხვავებული დაკვირვებები და შეფასებები გამოითქმის და განიხილება. უკუკავშირის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, მოსმენილ იქნეს ყველა მოსაზრება, ინტერესი. უკუკავშირის წესია: ყველა გამონათქვამი გონივრულია, თუმცა შესაძლოა, მისი გონივრულობა იმთავითვე ვერ გავაცნობიეროთ. ასევე უნდა ვეცადოთ, უკუკავშირით შევაგროვოთ შეძლებისამებრ მეტი განსხვავებული შეხედულება. ამით მიიღწევა სხვადასხვა პერსპექტივის მაქსიმალურად სტრუქტურირებული ვარიანტები. რაც უფრო მეტი პერსპექტივა წარმოჩნდება, მით უფრო მეტია შანსი, აღმოაჩინო სასარგებლო, რაც ადრე დაფარული იყო.
დავსვათ ნაკლები, მაგრამ ღია კითხვები
უკუკავშირი არ უნდა გადავტვირთოთ ბევრი კითხვით, მაგრამ დასმული კითხვა უნდა იყოს ღია, ხოლო პასუხი აღწერდეს თითოეული მონაწილის გამოცდილებასა და დაკვირვებას, აფასებდეს სხვადასხვა კუთხით და გვთავაზობდეს მისეულ ხედვას, გამოსავალს, მაგ., რა არის შენთვის მისაღები ამ სიტუაციაში? რა იყო შენთვის მოსაწონი და რა - არა? რა დაგეხმარა ყველაზე მეტად და რამ შეგიშალა ხელი? რა იქნებოდა იდეალური ამ შემთხვევაში? და ა.შ.

როგორ შევაფასოთ უკუკავშირი
უკუკავშირის შედეგების ერთობლივი შეფასება
მნიშვნელოვანია, რომ უკუკავშირის შედეგების გაანალიზებასა და შეფასებაში ჩართული იყოს ყველა პირი. ასეთი მიდგომა ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და პასუხისმგებლობის გრძნობას. მხოლოდ ამგვარად მიღებული შედეგები შეიძლება იქცეს გაკვეთილის განვითარების საწინდრად.
უკუკავშირის მონაცემების შეკრებისას უნდა ვეცადოთ, მოვახდინოთ პერსპექტივათა მაქსიმალური რაოდენობის ვარიანტის ინიცირება, ანალიზისას კი მაქსიმალურად თანხვედრილი აზრების იდენტიფიცირება.
თანხვედრის საძებნელად გვთავაზობენ შემდეგ ნაბიჯებს: (Bastian J., Combe A., Langer R., Feedbeck-Methoden, Beltz Verlag – Weinheim und Basel 2007):
·კიდევ ერთხელ მოვახდინეთ ყველა უკუკავშირის ფორმულირება სრულად, წარმოვადგინოთ იგი წერილობით და თვალსაჩინო გავხადოთ ყველა მოსწავლისთვის;
·მოსწავლეებთან ერთად ვეძებოთ მსგავსი იდეები, აზრები, და დავაჯგუფოთ ისინი კატეგორიებად;
·უკვე დაჯგუფებულ კატეგორიებს შორის ვეძებოთ მსგავსება;
·ბოლოს, როგორც შედეგი, მოვახდინოთ რამდენიმე საკვანძო გამონათქვამის ფორმულირება და თუ გვინდა შევამოწმოთ, რამდენად ზუსტად თანხვდება ესა თუ ის საკვანძო გამონათქვამი უკუკავშირს, შევადაროთ ის იმ თავდაპირველ გამონათქვამებს/აზრებს, რომლებიც ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ.
დაკვირვებიდან შეფასებამდე: კრიტერიუმების შემუშავება
შეფასება წარმოადგენს არა მარტო დაკვირვებათა სისტემატიზებას, არამედ გამოცდილებათა შეფასებასაც განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მაგ., თუ უკუკავშირს ჯგუფური მუშაობის ხარისხის შესაფასებლად ვიყენებთ, წინასწარ უნდა შევიმუშაოთ კრიტერიუმები კარგი ან ცუდი ჯგუფური მუშაობის შესაფასებლად.

მომდევნო სტატიაში განვიხილავთ უკუკავშირის რამდენიმე კონკრეტულ მეთოდს და მოგაწვდით რჩევებს მათი ადეკვატური გამოყენების თაობაზე.

















No comments:

Post a Comment