სამოდელო გაკვეთილები

სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
საგანი: ქართული ენა, მათემატიკა, ისტ ტექნოლოგიები
კლასი: Vა

1.     მასწავლებლის სახელი,  გვარი
ნესტან კუპრავა
2.     თემის სახელწოდება
 მოგზაურობა  „ვეფხისტყაოსანში“
გაკვეთილის სასწავლო მიზნები



ქართული ლიტერატურა: 
მოსწავლეები  შეძლებენ ტექსტში არსებული უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების (არქაიზმების)  მნიშვნელობის გარკვევას  სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით; შესაბამისად გაუადვილდებათ  გააზრებულად წაიკითხონ და ადეკვატურად გაიგონ  ტექსტი; გამოუმუშავდებათ  ტექსტის მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი; შეძლებენ  წარმოაჩინონ  შესწავლილი ნაწარმოების პერსონაჟები სხვადასხვა კუთხით.
 მათემატიკა:   
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ, ამოცანის პირობის გათვალისწინებით, ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შესრულებას, ტექსტური ამოცანების პირობაში  მონაცემების შესავსებად  სათანადო კითხვების დასმას.
მოსალოდნელი შედეგები
ქართული ენა და ლიტერატურა:
 V. 1.1. მოსწავლე ავლენს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტის მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟს სხვადასხვა კუთხით.
V.2. შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების შესრულება,-მუშაობს მეწყვილესთან ერთად, ითვალისწინებს მის აზრს...
V.4. მოსწავლეს აქვს ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი,-გამოხატავს თავის ემოციებსა და შთაბეჭდილებებს, საუბრობს თავის განწყობაზე, გამოხატავს დამოკიდებულებას პერსონაჟთა მიმართ;
სხვადასხვა საშუალებით ( კონტექსტი, კითხვის დასმა, სქოლიო...) ცდილობს უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევას.
V.6. მოსწავლეს აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარი,- თანაკლასელებს ხმამაღლა და გამომეტყველებით უკითხავს ნაწყვეტებს ტექსტიდან, ცდილობს, დაიცვას ინტონაცია.
მათემატიკა:
V. 3. ასრულებს მოქმედებებს ნატურალურ რიცხვებზე.
ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს და იყენებს ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შესრულების ადექვატურ ხერხს.
V.4. არითმეტიკული ოპერაციების გამოყენებით, ტექსტური ამოცანების ამოხსნისას სვამს კითხვებს.
მოსალოდნელი შედეგები
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

·         ახდენს ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას (კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა);
·         იყენებს საკომუნიკაციის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას;
·         იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის  წასახალისებლად.


წინაპირობა
მოსწავლეებმა იციან შოთა რუსთაველის ბიოგრაფია, გარკვეული რაოდენობის სტროფები ვეფხისტყაოსნიდან, აფორიზმების გარკვეული რაოდენობა, შეუძლიათ ამოცანების ამოხსნა, მათთვის უცხო არაა ჰოლისტური მეთოდების გამოყენების ტექნოლოგიები, შეუძლიათ ისტ. ტექნოლოგიების გამოყენება, აგრეთვე  ინტერნეტში ნავიგაცია, - ინფორმაციების მოსაძიებლად.
გამოსაყენებელი რესურსი
სახელმძღვანელო, ფლიპჩარტი, მარკერები,  ლეპტოპი, პროექტორი (1 ერთეული)
გამოსაყენებელი მეთოდები და აქტივობები
წყვილებში მუშაობა, კითხვა-პასუხი, კომპიუტერული თამაშები,
„პერსონაჟის დახასიათების სქემა,“ ამოცანები „ვეფხისტყაოსნიდან.“
გაკვეთილის ხანგრძლივობა
განსაზღვრულია  1 საგაკვეთილო საათი.




მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
1.     საორგანიზაციო ნაწილი-2წთ.
2.       საგაკვეთილო მასალის  გამოკითხვა-10წთ.
        წინა მასალის ცოდნის შემოწმება (ცოდნის შემოწმება მოხდება კომპიუტერის გამოყენებით,- კითხვა-პასუხის მეთოდით);
       გაკვეთილი ტარდება  ინტერნეტის გამოყენებით. წინასწარ learning apps  ვებ- პროგრამით შევადგინე საგანგებო სასწავლო რესურსი მეხუთე-მეექვსე კლასებისათვის-(ვეფხისტყაოსნის შესწავლით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით).  ვიქრობ, ეს საგანმანათლებლო თამაშები დამეხმარება ამ ასაკის მოსწავლეთა მოტივირებისთვის, აგრეთვე, მათი ცოდნის მონიტორინგისთვის.
         გაკვეთილის ამ ეტაპზე გამოვიყენებ თამაშებს: ვიქტორინა-„ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“  ე. წ. „დოღი“-„შეამოწმე შენი ცოდნა,“ „თავსატეხი“-„დაასრულე დაწყებული აფორიზმები,“ ე.წ. „ბადე“-სიტყვების განმარტებას.“
      გრამატიკაში გავლილი მასალის ცოდნის მონიტორინგის მიზნით, შესაძლებელია გამოვიყენო კომპიუტერული თამაში: „იდუმალი ყუთი“-მეტყველების ნაწილები-სიტყვების დიფერენცირება;  
3.     პროვოცირება-მოტივირება ახალი ეპიზოდის წასაკითხად;-3 წთ.
     ძველიდან ახალ ტექსტზე გადასვლისა და მოსწავლეთა ინტერესების გამოწვევის მიზნით მასწავლებელი დასვამს შეკითხვას:
       ავთანდილმა თქვა: „გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მოედანია“.
     თქვენი აზრით, რა შედეგით დასრულდებოდა ასპარეზობა როსტევანსა და ავთანდილს შორის?
     მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს,  მასწავლებელი მათ დაწერს დაფაზე ან ფორმატზე. (შესაძლებელია ვარაუდები ჩამოყალიბდეს ზეპირად).
      ძიებითი კითხვა-7 წთ.
         გამოთქმული ვარაუდების სისწორის შემოწმების მიზნით მასწავლებელი მოსთხოვს ბავშვებს გადაშალონ სახელმძღვანელო და წაიკითხონ მითითებული  ტექსტი. ტექსტის გააზრების მიზნით, არქაულ სიტყვათა განმარტებისთვის მასწავლებელი მიუთითებს მოსწავლეებს სქოლიოზე, შეახსენებს, რომ სიტყვათა მნიშვნელობის გაგება შეიძლება სიტყვათა კონტექსტითაც.
4.     კითხვების დასმა-3 წთ
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დასვან შეკითხვები და თავადვე უპასუხონ. თუ მოსწავლეებმა ამ დავალებას თავი სათანადოდ ვერ გაართვეს, პროცესში მასწავლებელიც ჩაერთვება.
5.     კომპიუტერული თამაში-„დააკვირდი და გამოიცანი  პერსონაჟები“-3  წთ.
 გამოვიყენებ კომპიუტერულ თამაშს, დავავალებ მოსწავლეებს, კარგად დააკვირდნენ  რუსთაველის დროინდელ  ჩაცმულობას, პერსონაჟთა გარეგნობას, გამოიცნონ ისინი, მოსწავლეები განმარტავენ, თუ როგორ გამოიცნეს   ესა თუ ის გმირი.









8.პერსონაჟის ის დახასიათება- 5 წთ.
     პერსონაჟთა გარეგნობის შემდეგ მოსწავლეები იმსჯელებენ პერსონაჟთა ( ამ შემთხვევაში ავთანდილისა და როსტევანის) თვისებებზე. ისინი შეავსებენ გმირის რუკას:


როსტევანი
ავთანდილი
აკეთებს...........................როგორია?
აკეთებს........................როგორია?
ამბობს...........................როგორია?
ამბობს.........................როგორია?
ფიქრობს......................როგორია?
ფიქრობს.....................როგორია?
გრძნობს....................როგორია?
გრძნობს........................როგორია?
მათემატიკა
       7.ამოცანის ამოხსნა ნასწავლ ტექსტზე დაყრდნობით -წყვილებში- 5 წთ.
 მოსწავლეები წყვილებში  იწყებენ ამოცანის ამოხსნას (3წთ.), შემდეგ წყვილები გააცნობენ ერთმანეთს (2წთ), სწორ პასუხს დააფიქსირებენ დაფაზე/ფურცელზე (3წთ).
       ამ ეტაპზე გაკვეთილს ვაგრძელებთ ამოცანების ამოხსნით. ვუხსნი ბავშვებს, რომ მათ ნასწავლ ეპიზოდებზე დაყრდნობით უნდა ამოხსნან ამოცანები.
        მასწავლებელი დაავალებს მათ დააკონკრეტონ,რამდენი ნადირი მოკლა თითოეულმა მონადირემ ცალ-ცალკე. ამ ამოცანის ამოსახსნელად მათ დასჭირდებათ გარკვეული მათემატიკური ცოდნა და უნარები.
ამოცანა
„ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია,
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია,
არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყოცია,
თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია“.





ამოცანის ამოხსნის ეტაპები
     ა).   სტროფი ნადირობის ეპიზოდიდან  გამოტანილ იქნება პროექტორით ეკრანზე. მოსწავლეები კითხულობენ, მასწავლებელი მიუთითებს, რომ მოსწავლეები უნდა გაეცნონ მათემატიკურ ინფორმაციას და ლიტერატურულ ტექსტში მოცემული ინფორმაცია ამოცანის პირობად ჩამოაყალიბონ.
     
ბ) შეჯერებული ვარიანტების გაცნობა-3 წთ.
     თუ საჭირო გახდება, კლასს დაეხმარება თავად მასწავლებელი, კერძოდ:
·         არასრული მინაცემების შესავსებად სვამს შეკითხვებს;
·         კითხვებს აფიქსირებს დაფაზე;
·         გაცხრილავს და დატოვებს საჭიროს;
                         კითხვები
·         ავთანდილს რომ 20-ით მეტი არ მოეკლა, რამდენი ნადირი იქნებოდა დახოცილი?
·         თანაბრად დახოცვის შემთხვევაში, რამდენს მოკლავდა თითოეული მათგანი?
შეიძლება შევთავაზო სხვა ამოცანაც:
ამოცანა  „ვეფხისტყაოსნიდან“
                     „გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები,
                      ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი სასები,
                     ქალაქის კართა სამთავე-სამათას-სამათასები,
                     გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და, გლახ, რას ები!“
შეკითხვა:  გამოთვალეთ, რამდენი მეომარი იცავდა ქაჯეთის ციხეს?
   
სტროფების კარგად გააზრების მიზნით პროექტორით ეკრანზე გამოტანილ ტექსტს თან დაერთვება სქოლიო.

გაკვეთილის შეფასება-3 წთ.
   გაკვეთილის შეფასების მიზნით, შექნმნილი მექნება სპეციალური სქემა, რომლის კომპონენტის მიხედვით ბავშვები გაკვეთილს თვითონვე  შეაფასებენ. მოახდენენ უკუკავშირს, გაიხსენებენ გაკვეთილის თანმიმდევრობას და ა.შ.


   











12.საშინაო დავალება-1 წთ.

შერჩეული სტროფები ისწავლონ ზეპირად, დაწერონ დღეს ნასწავლი სტროფის შინაარსი;
შევთავაზებ ნასწავლი ეპიზოდების ილუსტრაციების შესრულებასაც.
ამოცანები საშინაო დავალებისთვის
I ამოცანა
       1) რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ,
           ერთგან შენთვის დამალულნი სპანი აჯერ ათასობენ;
          კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ,
          აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.
შეკითხვა: გამოთვალეთ, რამდენკაციანი  ლაშქარი ჰყავდა ჩასაფრებული რამაზს?
II ამოცანა
   3) ა)ავთანდილი სატახტოდან თავისი ქალაქისაკენ გაეშურა:
                 ,,გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი.
                 ოც დღე იარა, ღამეცა დღეზედა წაჰრთო მრავალი.”
              ბ) ავთანდილის ქალაქიდან  კი მისი გაზრდილი შერმადინი დედაქალაქში მიემგზავრება:
                   ,,შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა,
                    ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.”
შეკითხვა:  გამოთვალეთ, რამდენ დღეში ჩავიდოდა შერმადინი სატახტო ქალაქში?


შეფასება და თვითშეფასება
თვითშეფასებისა და შეფასების  რუბრიკა გეგმას დაერთვის დანართის სახით.
შეფასება იქნება მიმდინარე განმავითარებელი, კომენტირებული და მიმდინარე განმსაზღვრელი.  შეფასების რუბრიკასაც  გამოვიყენებთ.
განმსაზღვრელი  შეფასებით შეფასდება მოსწავლის ცოდნა, ხოლო განმავითარებელი შეფასებით მოსწავლეთა მიღწევები,- წინასწარ შედგენილი კრიტერიუმებით.  იხ. დანართები
10. რესურსები

სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ფორმატის ქაღალდი;
გამოვიყენებ პროექტორს-1 ერთეული;
ლეპტოპს-1 ერთეული;
ეკრანს- სლაიდების გასაშვებად;

ინფორმაციის წყარო (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..),
შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“
პროგრამები სასწავლო რესურსის შესაქმნელად-learningapps.org
ვებ-გვერდის მისამართი:https://learningapps.org/
ჩემი ბლოგის მისამართი:https://chemisabavshvobiblioteka.blogspot.com/
„Google“-ის სურათები, ინფორმაციები სხვადასხვა ვებ-გვერდიდან შოთა რუსთაველზე და ვეფხისტყაოსანზე;


სამოდელო  გაკვეთილის გეგმა  შეადგინა  თბილისის 22-ე საჯარო სკოლის  დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა:           / ნესტან კუპრავამ/





ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
2016-2017 სასწავლო წლის 7 ივნისს მეხუთე კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: მოგზაურობა „ვეფხისტყაოსანში.“ამ სამოდელო გაკვეთილის მოსამზადებლად მაისის შუა რიცხვებიდან ვმუშაობდი.  მისი ჩატარებისკენ მიბიძგა მოსწავლეთა ინტერესმა „ვეფხისტყაოსნის“ და მისი ავტორის, შოთა რუსთაველის მიმართ.“ ვეფხისტყაოსნის“ თემაზე Learningapps.org პროგრამით შევქმენი ბევრი საინტერესო რესურსი, ძალიან მინდოდა გამომეცადა, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები მოსწავლეებს პოემის ეპიზოდების გააზრებაში, მინდოდა, მოსწავლეებს არ განელებოდათ აღძრული ინტერესი.
გაკვეთილი ჩატარდა სკოლის საკონფერენციო დარბაზში,ინტერნეტის გამოყენებით. მას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და შეფასების ჯგუფის წევრები. ყველა პირობა მქონდა შექმნილი, რომ გაკვეთილი კარგად ჩატარებულიყო.
გაკვეთილის მიზანი შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე:
ქართული ლიტერატურა
სხვადასხვა ეფექტური სასწავლო რესურსით დახმარებით, მოსწავლეები  შეძლებენ ტექსტში არსებული უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების (არქაიზმებისმნიშვნელობის გარკვევას  სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით; შესაბამისად გაუადვილდებათ  გააზრებულად                                                                                                                                                          წაიკითხონ და ადეკვატურად გაიგონ  ტექსტი; გამოუმუშავდებათ  ტექსტის მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი; შეძლებენ  წარმოაჩინონ  შესწავლილი ნაწარმოების პერსონაჟები სხვადასხვა კუთხით.
 მათემატიკა:   
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ, „ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდებიდან ამოღებული ამოცანების პირობების გათვალისწინებით, ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შესრულებას, ტექსტური ამოცანების პირობაში  მონაცემების შესავსებად  სათანადო კითხვების დასმას.
საგაკვეთილო პროცესი შემდეგი რიგის მიხედვით წარიმართა:
საორგანიზაციო ნაწილის შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს სტროფები „ვეფხისტყაოსნიდან.“ ამის შემდეგ გამოვიყენეთ ჩემ მიერ შექნილი სასწავლო თამაშები: ვიქტორინა-„ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“  . . „დოღი“-„შეამოწმე შენი ცოდნა,“ „თავსატეხი“-„დაასრულე დაწყებული აფორიზმები,“ .. „ბადე“-სიტყვების განმარტება,“ „დროის ხაზი“-რუსთაველის ცხოვრების გზა.“
      გრამატიკაში გავლილი მასალის ცოდნის მონიტორინგის მიზნითგამოვიყენეთ  კომპიუტერული თამაში: „იდუმალი ყუთი“-მეტყველების ნაწილების-სიტყვების დიფერენცირებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სასწავლო თამაშები ჩემი შექმნილი იყო, დომინანატური პოზიცია არ დამიჭერია, მე მხოლოდ ვმართავდი პროცესს, მონიტორინგს  ვუწევდი მიმდინარეობას, დანარჩენს თვითონ მოსწავლეები აკეთებდნენ. ისინი წყვილებად  სხდებოდნენ კომპიუტერთან, მუშაობდნენ ინტერნეტში, დანარჩენები კი თვალს ადევნებდნენ  დიდ  ეკრანზე.
იმავე პროგრამაში „ჩანართების“ ფაილში ჩატვირთული მქონდა ნადირობის ეპიზოდი-გურამ საღარაძის წაკითხული. მოსწავლეებს მოვასმენინე ჩანაწერი, დავურიგე ფურცლები-სქოლიოთი, რომელზედაც ამოღებული მქონდა ერთი სტროფი ნადირობის ეპიზოდიდან. სათანადო განმარტების შემდეგ, მოსწავლეებს შევთავაზე ამოცანა, მათ უნდა გამოეთვალათ, რამდენი ნადირი მოინადირეს ავთანდილმა და როსტევანმა სათითაოდ. მოსწავლეებმა ეს სამუშაო წყვილებში ხალისიანად შეასრულეს.
საგანგებო სქემით ზეპირად დავახასიათეთ ორივე პერსონაჟი, შევაფასეთ გაკვეთილი წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, ბავშვებს მივეცი ალტერნატიული საშინაო დავალებები.
ჩატარებულმა გაკვეთილმა  კმაყოფილება გამოიწვია ჩემში, გამიხარდა, რომ ჩემი ვარაუდი გამართლდა, სასწავლო -საგანმანათლებლო  ხასიათის თამაშების გამოყენება ეფექტური საშუალება აღმოჩნდა წაკითხულის გასააზრებლად, მან გაახალისა სასწავლო პროცესი და ბავშვებს უფრო აუმაღლა   მოტივაცია.
                        შვამჩნიე გარკვეული ხარვეზიც: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობდი, საგაკვეთილო პროცესში ყველა ბავშვი ჩამება, რამდენიმე ბიჭუნა მაინც პასიურობდა. ისინი ინტერესით უყურებდნენ სხვის მუშაობას, მაგრამ თვითონ კომპიუტერთან მოსვლა და მონაწილეობის მიღება არ ისურვეს. ვფიქრობ, მათ შეეშინდათ კომპიუტერი დამოუკიდებლად ემართათ.
რას გავაუმჯობესებ შემდეგი გაკვეთილისათვის:  სუსტი მზაობის მქონე მოსწავლეებს მსგავსი აქტივობების დროს წინასწარ ვამუშავებ ინტერნეტში, რათა მათ თამამად შეძლონ ამგვარი საქმიანობის შესრულება.
ჩემი  ზოგადი დასკვნა ასეთია: სასწავლო -საგანმანათლებლო  რესურსების გამოყენება საუკეთესო საშუალება წაკითხულის გასააზრებლად. მას ხშირად გამოვიყენებ ჩემს  პედაგოგიურ პრაქტიკაში.
            ამ საგაკვეთილო პროცესის შედეგი ასეთია:
·         ახალი ტიპის ეფექტური სასწავლო რესურსის გამოყენებამ მოსწავლეები გაახალისა, გაააქტიურა მათი ჩართულობა, უფრო გააღვივა მათი ინტერესი პოემისადმი;
·         მოსწავლეებმა შეძლეს წაკითხული ეპიზოდის გააზრება და ამოღებული სტროფის-ამოცანის ამოხსნა;
·         გაკვეთილმა დააინტერესა ჩემი კოლეგებიც. მათგან რამდენიმემ გადაწყვიტა, თვითონაც მოსინჯოს learningapps.org პროგრამით სასწავლო რესურსის შექმნა. რამდენიმემ მსგავსი თამაშები სხვადასხვა საგანში მეორე დღესვე შექმნა.

·         ამ პროცესმა დადებითად განმაწყო მსგავსი საქმიანობებისადმი. ვფიქრობ, მომავალში კიდე უფრო ეფექტურ რესურსებს შევქმნი ჩემი მოსწავლეების გასახალისებლად და მათი კითხვითი წიგნიერების განსავითარებლად.








ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება
სამოდელო გაკვეთილი დიფერენცირებული მიდგომის მეთოდით
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
              ბუნებისმეტყველება
კლასი: მეხუთე
 მასწავლებელი:  ნესტან კუპრავა
თემა: ამერიკიდან ევროპამდე-შოკოლადის ისტორია
დრო:        ერთი საგაკვეთილო საათი
შესავალი
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეებმა განავითარონ გააზრებული კითხვის უნარი, გააცნობიერონ კითხვის დიფერენცირებულად სწავლების არსი და ზირითადი მახასიათებლები, პრაქტიკულად გაიარონ კითხვისა და წერის ეფექტური მეთოდების გამოყენებით აგებული სასწავლო პროცესი, გაუჩნდეთ სურვილი შოკოლადზე მეტი ინფორმაციის მოძიებისა;
სწავლის შედეგები:

დამოკიდებულება: ყველა ბავშვს ძალიან უყვარს შოკოლადი. ბუნებრივია, მათ დააინტერესებთ შოკოლადის ისტორიაც. ამდენად, კითხვისთვის მოსწავლეთა მოტივირება არ გამიჭირდება. იმედია, ეს გაკვეთილი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით ჩაივლის.  
ცოდნა: მოსწავლეები ისწავლიან ახალ სიტყვებს და გაიმდიდრებენ თავიანთ მეტყველებას, ისწავლიან წინადადების შედგენას, გაიგებენ  საჭირო ინფორმაციებს  შოკოლადის შესახებ, -თუ რა გზა გაიარა ამ საკვებმა პროდუქტმა ცენტრალური  ამერიკიდან ეროპამდე, რა სახით მიირთმევდნენ მაშინ და როგორია ახლა...
უნარი: მოსწავლეები განავითარებენ კითხვის უნარს, ისწავლიან კითხვას ახალი სტრატეგიით,-დიფერენცირებული მიდგომით, გააცნობიერებენ დიფერენცირებული სწავლების არსს,  შეეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას, განავითარებენ მოსმენის კულტურას;
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ. V.2;  V.5;   V.7;  V.12;  V.14;
·         მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური, საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
·         მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული  ტექსტების  -ამ შემთხვევაში, შემეცნებითი  სტატიების წაკითხვა და გააზრება.
·         მოსწავლეს შეუძლია  კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
ბუნებისმეტყველება
ბუნ. V.1 მოსწავლეს შეუძლია  მცენარის აღწერა;
ბუნ. V. 4; მოსწავლეს ეულია მსჯელობა მასალის თვისებების შესახებ;
ბუნ.  V.6;      მოსწავლეს შეუძლია მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების აღწერა;

მოსწავლეთა წინარე ცოდნა: იციან ჯგუფური მუშაობის წესები, მათ დიდ ნაწილს აქვს კითხვის კარგი ტექნიკა, შეუძლია კითხვა გამართულად, კლასში გარკვეულ ნაწილს აქვს მდიდარი ლექსიკური მარაგი, შეუძლიათ სხვადასხვა დონის კითხვის დასმა,  აქვთ ინფორმაციულ ტექსტთან მუშაობის გარკეული გამოცდილება;


გაკვეთილის გეგმა
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები: შეიქმნება  ექვსწევრიანი  5 დიფერენცირებული  ჯგუფი.
რის მიხედვით დავაჯგუფებ: მოსწავლეებს დავაჯგუფებ კითხვის უნარების მიხედვით: კითხვის ტექნიკა,  წაკითხულის გააზრების უნარი,  კითხვის მოქნილობა;
სასწავლო მასალა: ტექსტი: შოკოლადის ისტორია-გზა ამერიკიდან ევროპამდე, ინტერნეტში მოძიებული ელექტრონული რესურსი,-სურათები და სასწავლო ფილმი;
გაკვეთილის ეტაპები

პირველი ეტაპი: მოსწავლეებს ჩავუტარებ თამაშს განწყობის შესაქმნელად.  „ დაიმახსოვრე ბოლო სამი სიტყვა ტკბილეულის  შესახებ და დაამატე ერთი.“  მოსწავლეები ასახელებენ ბოლო სამ სიტყვას და მას ერთს თავადაც უმატებენ. მაგ: რაფაელო, ბაუნტი, ქინდერ-სიურპრიზი... ამატებენ, მაგ: ბარნი.კითხვის მოტი
ვაციის გასაძლიერებლად ვუჩვენებ მათ მოკლე ერთწუთიან ფილმს: „როგორ დაამზადოთ სახლში შოკოლადი“
ბავშვები  უყურებენ ელექტრონულ რესურსს, შემდეგ მსჯელობენ მასზე.ვეუბნები:
      ბავშვებო, ალბათ უკვე მიხვდით, რომ დღეს ჩვენ წავიკითხავთ ტექსტს შოკოლადზე. დარწმუნებულივ არ, ძალიან დაგაინტერესებთ. თქვენ გაიგებთ, განვითარების  რა გზა გამოიარა ამ არაჩვეულებრივმა საკვებმა პროდუქტმა, სანამ ის ისეთი გახდებოდა, როგორიც თქვენ გიყვართ. მოდით, შევავლოთ ტექსტს თვალი...(ვუჩვენებ პროექტორით) როგორ ფიქრობთ, ტექსტი საინფორმაციო-შემეცნებითია, თუ მხატვრული?  საიდან მიხვდით? რა განსხვავებაა მხატვრულ და საინფორმაციო ნაწარმოებებს შორის? რა აქვს ამ ტექსტს სათაურად? ვინ არის ტექსტის ავტორი? რა ასახავს მინაწერი სათაურის ქვეშ? თქვენი აზრით, რა იქნება ტექსტის  ავტორის მიზანი?


მოსწავლეები 3-4 წუთის განმავლობაში გამოთქვამენ ვარაუდებს, მომოიხილავენ ტექსტს.
      ამის შემდეგ მოსწავლეებს ვუჩვენებ  ფლიპჩარტზე გამოწერილ „მნიშვნელოვან  სიტყვებს“, შევასრულებ სამუშაოს: „შესაძლო ლექსიკური ერთეულების წინასწარ გაცნობა.“
      ეს სიტყვებია:   ინდიელების ტომი,  წმინდა სითხე, კაკაოს ხე, რელიგიური რიტუალები,  რეცეპტი, შოკოლადის ფილები, ბლანტი, არომატული;
      ეს სიტყვები მეორე რეგისტრის სიტყვებია, შეიძლება მოსწავლეთა გარკვეული ნაწილისთვის უცნობი იყოს, მაგრამ არ მიეკუთვნება სპეციფიკურ-მესამე რეგისტრის ლექსიკას. სიტყვებს ჩამოვწერ ტექსტის თანმიმდევრობით.
      მითითებული სიტყვებით მოსწავლეებს შევაქმნევინებ ე. წ. „შესაძლო წინადადებებს“ და ვეტყვი, რომ შემდეგში უნდა შეადარონ, თუ რამდენად დაემთხვა ტექსტის  შინაარსს. ამ დავალებას ვასრულებინებ წყვილებში. ეს აქტივობა ხელს შეუწყობს  როგორც ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობის გააზრებას, ისე ტექსტის სინაარსთან დაკავშირებული წინასწარი ვარაუდების ჩამოყალიბებას.  მსურველი წყვილები თავიანთ წინადადებებს კლასს უკითხავენ. შესაძლოა, ეს წინადადებები ერთადაც შევადგინოთ და დავწეროთ ფლიპჩარტზე;

ვთხოვ აგრეთვე, რომ ტექსტის  კითხვის დროს მონიშნონ/გახაზონ ჩამოწერილი სიტყვები.როცა ეს სიტყვები ტექსტში შეხვდებათ, შეასრულონ ფიზიკური მოქმედება. მაგ: ასწიონ ხელი და მუშტი გაშალონ.
სიტყვებზე სამუშაოდ გამოიყენონ „ ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების რუკა“

      სქემის გამოყენება  დაეხმარება მოსწავლეს ახალი სიტყვების გააზრებასა და დამახსოვრებაში. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ინფორმაციული ტექსტების გასააზრებლად. სქემის შევსების აქტივობას შევასრულებთ კითხვის დროს. მისი შევსება კარგ მასალას იძლევა განმავითარებელი შეფასებისთვის.  მნიშვნელოვანია, რომმ ამ აქტივობის დროს მოსწავლემ დამოუკიდებლად იმუშაოს, გააქტიუროს საკუთარი წარმოსახვა. ამდენად, მე მაქსიმალურად შევიკავებ თავს მზამზარეული, სწორი განმარტებების მიწოდებისგან.


სიტყვა

კაკაოს ხე
 სურათი/ილუსტრაცია
რას ნიშნავს ეს სიტყვა?
კაკაო ხე-მცენარეა. კაკაოს ფხვნილი მიიღება მარცვლების დაქუცმაცების შედეგად. 
რა გამახსენა ამ სიტყვამ?

ამ სიტყვამ  „ყავის ხე“
გამახსენა.
ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების რუკა (ნიმუში)


სქემის შევსების პროცედურას/მოდელირებას ვუჩვენებ „ხმამაღალი ფიქრის „ გამოყენებით.
მოსწავლეებს ვაჯგუფებ წინასწარ განსაზღვრული შემადგენლობის მიხედვით.
მეორე ეტაპი:  წაკითხვა

ჯგუფებს ვაძლევ შესაბამის დავალებებს:
პირველი ჯგუფი: გაწაფული მკითხველები- კითხულობენ ინდივიდუალურად. ინიშნავენ გაუგებარ სიტყვებს, აზუსტებენ ერთმანეთთან, ავსებენ სქემას სიტყვაზე: ინდიელების ტომი;
მეორე ჯგუფი: ანალოგიურად-ისევ გაწაფული მკითხველები- კითხულობენ ინდივიდუალურად. ინიშნავენ გაუგებარ სიტყვებს, აზუსტებენ ერთმანეთთან, ავსებენ სქემას სიტყვაზე:  „რელიგიური რიტუალი“  და „არომატული“;
მესამე ჯგუფი: გამართულ კითხვაში გაუწაფავი მკითხველები- ტექსტზე ისინი მუშაობენ წყვილებში. აბზაც-აბზაც უკითხავენ ერთმანეთს. თუ ადრე დაამთავრებენ, ასრულებენ სამუშაოს სქემაზე, სიტყვაზე  „რეცეპტი“.
მეოთხე ჯგუფი- ანალოგიურია. ისინი ავსებენ სქემას სიტყვაზე:  „ბლანტი“;
მეხუთე ჯგუფი- კითხვაში პრობლემური მოსწავლეები- ისინი კითხულობენ მასწავლებლის დახმარებით. ავსებენ სქემას სიტყვაზე:  „ შოკოლადის ფილა“;
მეექვსე ჯგუფი-ანალოგიურია.  ავსებენ სქემას სიტყვაზე:  „კაკაოს ხე“
ძირითადად ვიმუშავებ კითხვაში პრობლემური ბავშვების ჯგუფებთან, დავეხმარები სხვა ჯგუფებსაც.
ბავშვებს ყურადღებას მივაქცევინებ, რომ შეასრულონ ფიზიკური რეაქციები ე.წ. „მნიშვნელოვან სიტყვებზე“. ანუ, როდესაც კითხვის დროს ტექსტში მითიტებული სიტყვები შეხვდებათ, ხელი მაღლა ასწიონ  და მუშტი შეკრან, ან თითები  „ააფრიალონ“.

მესამე ეტაპი: წაკითხვის შემდეგ

       წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, წარმოადგინონ შევსებული სქემები. ისინი აკეთებენ პრეზენტაციებს.
      გამოვკითხავ, დაემთხვა თუ არა წინასწარ კლასის მიერ  შედგენილი წინადადებები  ტექსტში წაკითხულს.
შემ            უკუკავშირი
გავმართავ დისკუსიას, დავსვამ სხვადასხვა დონის შეკითხვებს:
·         სად გაუსინჯეს გემო შოკოლადს პირველად?
·         რას ნიშნავდა „ჩიკოატლი“ ინდიელთა ენაზე?
·         როდის გაუსინჯეს ევროპელებმა გემო შოკოლადს?
·         რა ცვლილება მოახდინეს შოკოლადის რეცეპტში იტალიელმა ბერებმა?
·         რომ არა განვლილი გზა, როგორი იქნებოდა დღეს შოკოლადი?
·         რომელმა კომპანიებმა განავითარეს შოკოლადის წარმოება?
·         თქვენი აზრით, ელოდება თუ არა შოკოლადს მომავალში განვითარება და როგორი იქნება იგი?
·         თქვენ როგორ შოკოლადს შექმნიდით?
აბზაცების დასათაურება
      ვაკეთებინებ სათაურებს აბზაცების მიხედვით. მოსწავლეები მსჯელობენ ეპიზოდების სათაურებზე.

აქტივობა დასკვნის გასაკეთებლად:

ბავშვებს ვეკითხები: ვისწავლეთ თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი დღევანდელი გაკვეთილით? რა იყო მნიშვნელოვანი? რა იყო უფრო მნიშვნელოვანი?










საშინაო დავალება
მოსწავლეებს შევთავაზებ საშინაო დავალებებს, რომელიც შეუძლიათ სურვილის მიხედვით აირჩიონ:
ამ  დავალებიდან აირჩიე ერთ- ერთი და შეასრულე:
·         წარმოიდგინე, რომ მეგობარს აქვს წვეულება და აინტერესებს სახლში დაამზადოს შოკოლადი, რისთვისაც მოეძებნება ყველა საჭირო პროდუქტი. გაითვალისწინე ნაახი ფილმი და შეუდგინე მეგობარს რეცეპტი, დაწვრილებით აღწერე დამზადების პროცესი.
( შეგიძლია შემოთავაზებული ფილმი ერთხელაც ნახო ამ მისამართზე: UTYBE-How to make Home made chocolate)
·         წარმოიდგინე, რომ შექმენი შოკოლადის დამამზადებელი კომპანია „sweet millenium“. ახლა გინდა, ამ კომპანიის მუშაობას რეკლამა გაუწიო. შეადგინე შენი კომპანიის სარეკლამო ფურცელი.
(შეგიძლია ინტერნეტში მოიძიო „FERRERO-GROUPS-ის“  სარეკლამო გვერდები და დააკვირდე);



შეფასება

შეფასება იქნება განმავითარებელი. მოსწავლეებს შევაფასებ კომენტარებით, რომელიც ძირითადად აღწერილობითი, ან აღწერილობით-შეფასებითი იქნება.
 წინასწარ მექნება შედგენილი შეფასების რუბრიკები, როგორც მოსწავლეთა ჩართულობის შესაფასებლად, ასევე, მოსწავლეთა ცოდნის მონიტორინგისთვის.
(შეფასების რუბრიკები გეგმას დაერთვის დანართის სახით).

გაკვეთილზე გამოყენებული რესურსი

გაკვეთილზე დამჭირდება  წინასწარ   შედგენილი ტექსტი, საკანცელარიო ნივთები, ინტერნეტში მოძიებული ელექტრონული მასალა შოკოლადზე,-ფილმი და სურათები, პლიჩარტი.
მასწავლებელი: ნესტან კუპრავა

ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
ზემოხსენებული გაკვეთილის ჩატარების იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც ჩემმა ერთმა  მეხუთეკლასელმა მოსწავლემ კლასში მოიტანა საბავშვო ჟურნალი და წამაკითხა სტატია შოკოლადზე. მან მკითხა რამდენიმე სიტყვის მნიშვნელობა, რაც  წაკითხის დროს ვერ გაიგო.  ვიფიქრე, რომ ეს შემეცნებითი  ტექსტი დამეხმარებოდა მოსწავლეთა კითხვის უნარების განვითარებისთვის.
გაკვეთილს დაახლოებით ორი კვირის მანძილზე ვამზადებდი. შევასრულე რამდენიმე ამოცანა: 1.  შევუთანხმდი მოსწავლეებს; 2.მოვიძიე საჭირო ინფორმაციები, სურათები, ვიდეო  შოკოლადზე; 3. შევქმენი სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები, 4. დავწერე გაკვეთილის გეგმა; 5. ჩავატარე გაკვეთილი; 6. განვიხილე გაკვეთილი კოლეგებთან ერთად, მოსწავლეებთან ერთად და გამოვიტანე სათანადო დასკვნები. ეს პროცესი დაიწყო 1 დეკემბერს და 16  დეკემბერს დასრულდა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ გაკვეთილი სასარგებლო იქნებოდა ჩემი მოსწავლეებისთვისაც და კოლეგებისთვისაც. ბავშვები განივითარებდნენ კითხვის უნარებს, კოლეგები კი დააკვირდებოდნენ ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავი გაკვეთილის ტიპს-დიფერენცირებული მიდგომით ჩატარებულ სასწავლო პროცესს.
გაკვეთილი დაიწყო სახალისო თამაშით, შემდეგ მოსწავლეებს ვუჩვენე ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი-ჩანართი-„როგორ ამზადებენ შოკოლადს“. ბავშვები ამ თემატიკით ძალიან დაინტერესდნენ. მიმოვიხილეთ საინფორმაციო ტექსტი და გამოვიტანეთ ფლიპჩარტზე ახალი ლექსიკური ერთეულები. დროის დაზოგვის მიზნით ზეპირად შევქმენით შესაძლო წინადადებები და დავიწყეთ ტექსტის კითხვა. ბავშვები ტექსტს კითხულობდნენ დიფერენცირებულად. მე ვეხმარებოდი სუსტი მზაობის მქონე მოსწავლეებს. პარალელურად ჯგუფები ავსებდნენ  ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების რუკას. მათ უკვე ჰქონდათ გამოცდილება ასეთი სამუშაოს შესრულებისა, ამიტომაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმიანობას თავს წარმატებით  გაართმევდნენ.
კითხვის დასრულების შემდეგ ბავშვებმა წარმოადგინეს შესრულებული სქემები, მონიტორინგის მიზნით მათ დავუსვი სხვადასხვა დონის შეკითხვები. დროის დაზოგვის მიზნით აბზაცები ფურცლების არეებზევე დავასათაურეთ.
ერთხელაც გადავამოწმე დღეს მიცემული ინფორმაციის ცოდნა, მოსწავლეებს შევთავაზე სასწავლო-საგანმანათლებლო თამაში: „სიტყვების განმარტება“, რომელიც წინასწარ მქონდა შექმნილი. ამჟამად მსგავსი თამაში შექმნილი მაქვს learningapps.org პროგრამაშიც. მოსწავლეები ეკრანს თვალს ადევნებდნენ და გამოძახებულ მოსწავლეებს საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდნენ.
გავაკეთეთ დასკვნა. მოსწავლეებს შევაფასებინე სასწავლო პროცესი, თვითონ კი ყოველი მათგანი გაკვეთილის შემდეგ სათითაოდ შევაფასე სპეციალური რუბრიკით. შევავსე თვითშეფასების კითხვარიც. ასეთი გაკვეთილების დროს თვითშეფასების კითხვარებს მოსწავლეებსაც ვავსებინებ. ამჯერადაც ასე მოვიქეცი,  კითხვარები ბავშვებს  სახლში გავატანე.
მეორე დღეს გადავათვალიერე მოსწავლეების კითხვარები, მათთან ერთად განვიხილე გაკვეთილი. ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ ბავშვებმა დიდი კმაყოფილება გამოხატეს აღნიშნული პროცესის მიმართ. გამიხარდა  ისიც, რომ ბავშვებმა მოიწონეს ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი.
უარყოფითად ის მეჩვენა, რომ შესაძლო წინადადებები, ლექსიკური ერთეულების განხილვის შემდეგ, შევასრულეთ ზეპირად. ეს მოხდა დროის დაზოგვის მიზნით. ამით არაფერი დაშავებულა, მაგრამ შეიძლებოდა უფრო ეფექტურად ჩაგვეტარებინა. გადავწყვიტე, რომ შემდეგში მსგავსი გაკვეთილები  აქტივობებით არ გადავტვირთო.
თვითშეფასების კითხვარი
1. რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით  გათვალისწინებულ შედეგებს
 ვფიქრობ, შედეგი მიღწეულია. ამ გაკვეთილით ჩემმა მეხუთეკლასელმა მოსწავლეებმა თავიანთი ლექსიკა გაიმდიდრეს რამდენიმე ახალი ერთეულით, გაიგეს ახალი ინფორმაციები, გაიაზრეს შემეცნებითი ტექსტი,  გაიღრმავეს თავიანთი საბუნებისმეტყველო ცოდნა, განიმტკიცეს იგი  ეფექტური სასწავლო რესურსების დახმარებით.
  1.  რომელი შედეგებით ხარ კმაყოფილი
განაკუთრებული კმაყოფილება აღმიძრა იმ ფაქტმა, რომ მოსწავლეებმა შეძლეს მუშაობა დიფერენცირებულ ჯგუფებში-მეორე ეტაპმა.
  1. რა გავლენა იქონია  გაკვეთილზე  გამოყენებულმა სტრატეგიებმა
მოსწავლეებს განუვითარდათ დიფერენცირებულ ჯგუფებში მუშაობის უნარი, სიტყვის მნიშვნელობის გაგების უნარი სპეციალური სქემით, სასწავლო რესურსის ეფექტურად გამოყენების უნარი...
  1.  როგორ შეიცვალა გაკვეთილის სამოქმედო გეგმა
გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა .
4.     რას გამოვასწორებ?
აქტივობებს დროში ზუსტად გავწერ.
5.       რა გადავწყვიტე?

ხშირად შევქმნა ეფექტური სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები,- სწავლებაში დასახმარებლად.



შეფასების რუბრიკის ნიმუში/მოდელი
                 თარიღი:                                                              საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი:                                                    მასწავლებელი: ნესტან კუპრავა
თემა:   ამერიკიდან ევროპამდე-შოკოლადის ისტორია
                             აღნიშვნები: კ-აღნიშნავს-კარგად; ხ-აღნიშნავს-ხარვეზებით;


      


კრიტერიუმები
















 ქართ. V.1
 მოსწავლეს
აქვს ასაკის
 შესაფერისი ტექსტის
მოსმენისა და
ინტერპრეტაციის
 საწყისი უნარი;

სვამს კითხვებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წარმოაჩენს პერსონაჟებს სხვადასხვა კუთხით;
ქართ. V.2
მოსწავლეს
შეუძლია ჯგუფური
 და
ინდივიდუალური
 საკომუნიკაციო
ამოცანების
 შესრულება;

მუშაობს მოცემულ
დავალებაზე 
მეწყვილესთან
ერთად,
ითვალისწინებს და
გამოხატავს წყვილის
 საერთო აზრს.


ქართ. V. 4
მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული  ტექსტების  -ამ შემთხვევაში, შემეცნებითი  სტატიების წაკითხვა და გააზრება.

  ბუნ. V.4.
მოსწავლეს ეულია მსჯელობა მასალის თვისებების შესახებ;




  
 სახელი,   გვარი


სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი: ნესტან კუპრავა



No comments:

Post a Comment