რეფლექსია სხვადასხვა რესურსის შექმნაზე

ჩემ მიერ 2016-2017 სასწავლო წელს შექმნილი სასწავლო რესურსები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართებზე:
https://learningapps.org          

  ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ:
                  თავი II. საგანმანათლებლო რესურსები
               
 მუხლი 8. საგანმანათლებლო რესურსების მართვა
1. სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.                                 
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და  სათანადო ადგილის დამკვიდრებისთვის. დღეს ამ ცნების შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს: თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილებების მიღებისა და  პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს.
       უმცროსკლასელებში გააზრებულად, დამოუკიდებლად კითხვის ჩვევის განმტკიცებას საფუძვლად კითხვით  დაინტერესება უდევს. ამისთვის მნიშვნელოვანი მარტო ის კი არ არის, ნაწარმოების სიუჟეტი იყოს საინტერესო, მოქმედება კი დინამიური, არამედ იგი ბავშვის ასაკისთვის შესაფერისი, მისაწვდომი უნდა იყოს, პატარას თვალსაწიერს უფართოებდეს, ასაკობრივ ზრდასთან ერთად სულიერად ამაღლებდეს.
      მიმდინარე სასწავლო წელს უმცროსკლასელთა კითხვითი წიგნიერების განვითარების მიზნით შევქმენი შემდეგი სასწავლო რესურსი:
ირგვლივ მწვანე ზაფხულია
საზაფხულო წიგნი უმცროსკლასელთათვის
საკითახავი მასალის, კროსვორდების, თავსატეხების, სააზროვნო ამოცანების, ლაბირინთების კრებული
      ვფიქრობ, რომ ეს რესურსი შესაბამისობაშია  საგანმანათლებლო მიზნებთან,  ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის  მოთხოვნებს. რესურსი ორიგინალურია, უნიკალური, არის ჩემი შემოქმედებითი პროდუქტი და ამდენად, მას ანალოგი არ მოეპოვება, იგი გარკვეულ დახმარებას გაუწევს  უმცროსკლასელ მოსწავლეებს კითხვის უნარ-ჩვევათა დაუფლებაში, მშობლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, შვილებს კითხვა შეაყვარონ,   ყველა მასწავლებელს, რომელიც დაინტერესებულია მოზარდთა კითხვითი წიგნიერების განვითარებით და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვით. რესურსი შესაბამისობაშია მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებთან, შინაარსობრივად გამართულია და იძლევა ე.ს. გ-ს გამჭოლი კომპეტენციების განვითარების საშუალებას.
      მოსწავლეები და მათი მშობლები მაშინვე  დაინტერესდნენ ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსით. ბავსვები  მისვამდნენ  შეკითხვებს, კითხვის გაკვეთილებზე ამაღლდა მათი ჩართულობისა და  აქტიურობის ხარისხი, გაუჩნდათ წიგნის წაკითხვის მოტივაცია...ჩემს მოსწავლეებთან მოვახდინე ანალოგიური სავარჯიშოების აპრობაცია, რაც  დიდად დამეხმარა აღნიშნული კრებულის დახვეწაში, პატარების ინტერესების შესწავლაში...
მიზანი:
       წარმოდგენილი კრებული იმის მცდელობაა, რომ 7-8 წლის მოსწავლემ წაიკითხოს და გაიაზროს წაკითხული.
       განხორციელდეს ძირითადი კიგნიტური სფეროს მიზნები-წაკითხული მასალის დამახსოვრება, ინტერპრეტაციის პრობლემების გადაწყვეტა, ანალიზის, სინთეზის და შეფასების განხორციელება.
       ხელი შეუწყოს აფექტური (ემოციურ-ღირებულებითი სფეროს მიზანთა განხორციელებას, -(უნართა ფორმირებას, მიმართებების ჩამოყალიბებას და სინამდვილის შემეცნებას).
       წვლილი შეიტანოს უმცროსკლასელთა ფსიქო-მოტორული ჩვევების განვითარებაში-(სწორი მოტორული და მანიპულაციური ქმედებები, აქ, ძირითადად, წერისა და მეტყველებისა).
       მოიცვას და განახორციელოს აქტიური სწავლების სამივე ძირითადი ეტაპი:I-ბავშვის მოტივირება საინტერესო საკითხავი მასალითII-წარმოდგენილი საკითხის დამუშავება და ანალიზიIII- შეჯამება;
კრებულის მოკლე მიმოხილვა
მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათ საკმაოდ უძნელდებათ ზაფხულში 7-8 წლის ასაკის ბავშვისთვის საკითხავი წიგნის შერჩევა. ბავშვები ხშირად უარს ამბობენ კითხვაზე, წერაზე, ვინაიდან არ იციან, რა იკითხონ, რა წერონ. ხშირად მშობელთა მიერ შერჩეული საკითხავი ტექსტი ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელია, ზედმეტად რთულია ან ზედმეტად მარტივი.
უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეს  სჭირდება მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული წიგნი, ისეთი, რომ  შეძლოს გამოიწვიოს ბავშვის პროვოცირება კითხვით, წერით. კრებულში მრავლადაა ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც პატარების ინტერესს იწვევს. ასეთებია: ძირითად საკითხავ ტექსტს დართული კროსვორდები, ლაბირინთები, სხვადასხვაგვარი თავსატეხი, გამოცანები...
პატარებს სჭირდებათ კრებული, რომელშიც მოხდება რამდენიმე საგნის ინტეგრირება. კრებულში ინტეგრირებულია ქართული ენა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა, ხელოვნება. მასში მრავლადაა სააზროვნო ამოცანები, სახატავი ნიმუშები, გასაფერადებლები...
საკითხავი ტესტები ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ზედმეტი, მშრალი დიდაქტიკის გარეშე უნერგავდეს მოსწავლეს მაღალ ზნეობრივ ღირებულებებს, ფასეულობებს. კრებულში წარმოდგენილი საკითხავი მასალა ბავშვს დააფიქრებს საკუთარ სამშობლოზე, მსოფლიოს ხალხთა და ერთა თანასწორობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, მეგობრობაზე, თანადგომაზე, ადამიანისა და ცხოველის ჰარმონიულ დამოკიდებულებაზე, შიშის დაძლევაზე, ტყუილის მავნებლობაზე, პროფესიათა მრავალფეროვნებაზე, საერთო საქმის კეთებაზე, შრომისმოყვარეობაზე, წიგნისადმი-ცოდნის მიღებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე...
      საწერი სავარჯიშოები უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლისთვის უნდა იყოს მრავალფეროვანი, საინტერესო, დაძლევადი... კრებულში მოცემული საწერი დავალებები სწორედ ამ პრინციპითაა შერჩეული: სიტყვებისა და წინადადებების შედგენა, საკუთარი  შთაბეჭდილების გადმოცემა, სურათის აღწერა, კოდირებული სიტყვების გაშიფრვა, მნიშვნელოვანი აზრის ამოწერა, დასკვნების გაკეთება, გამოტოვებული სიტყვების ჩაწერა, წინადადებების დასრულება, ფუნქციური ტექსტების ნიმუშებზე დაკვირვებით წერა: წერილი, მოსაწვევი ბარათები, მარტივი კერძის რეცეპტიბანერების გაფორმება, პოსტერების შექმნა...
      საკითხავი მასალა მოსწავლეს უნდა უვითარებდეს თვალსაწიერს, უნდა აძლევდეს ცოდნას გარემომცველი სამყაროს შესახებ, მაგრამ ეს უნდა  ხდებოდეს ძალდაუტანებლად, ბუნებრივად. კრებულში მოცემული ტექსტების გამაერთიანებელი თემატიკა  ზაფხულია, მაგრამ იგი გაშლილია ისეთ საკითხებში, როგორიცაა; სამშობლო, მსოფლიოს  ერები, სახლები, ფერები ჩვენს ირგვლივ, ადამიანები და ცხოველები, ბუნება, მოგზაურობა, დიდები და პატარები, ბიჭები და გოგონებიქუჩაში მოძრაობის წესები და სხვა.
      საკითხავი მასალა ჟანრობრივად მრავალფეროვანია: ლექსები, მოთხრობები, ზღაპრები, კომიქსები, სურათებიანი ტექსტები, გამოცანები, ანდაზები, ინსტრუქციები თამაშებისთვის და სხვადასხვაგვარი დავალებებისთვის, ადაპტირებული ეპიზოდები ცნობილი ნაწარმოებებიდან, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, კომიქსები...
      სასურველია, ზაფხულში საკითხავი წიგნი მოსწავლეს უვითარებდეს სხვადასხვა უნარს. კრებულში წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალა მოსწავლეს განუვითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა: წერისკითხვის,  გააზრების , დაკვირვების, ანალიზისა და სინთეზის, შეფასების, კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაწყვეტის, მიღებული ინფორმაციის რეალურ ცხოვრებაში ტრანსფერის უნარს.
შედეგი:
ჩემს მოსწავლეებზე -დამწყებ მკითხველებზე  სხვადასხვა სახის დაკვირვების, გამოკითხვის, დიაგნოსტიკური ტესტირებების შედეგად გამოვლინდა, რომ მათ, ასაკთან შესაბამისად, კარგად აქვთ განვითარებული  ფონოლოგიური ცნობიერება, ასო-ბგერითი მომართებების ცოდნა, კითხვის მოქნილობა, თანდათან უმდიდრდებათ ლექსიკა,  იციან რამდენიმე მარტივი და სახალისო სტრატეგია წაკითხული ტექსტის გასააზრებლად და იყენებენ კიდეც, უყვართ ლაბირინთები, კროსვორდები, თავსატეხები,  იცნობენ წიგნისა და ტექსტის სტრუქტურას, გააზრებული აქვთ კითხვის და წიგნის  სარგებლიანობა. 

ელექტრონული წიგნები
 ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის , არამედ მას თავად შეუძლია სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ყოველივე ეს კი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქტივისტურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.  (ეროვნული სასწავლო გეგმა-ტექნოლოგიები-სასწავლო გეგმა)
ელექტრონული წიგნები ადვილად  შესაქმნელია, ვინაიდან  ამისთვის საკმარისია  Microsoft Office- პროგრამის PowerPoint-ის ცოდნა, ამდენად, იგი  ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული  მასწავლებლისთვის.
შექმნილი მასალის განთავსება შესაძლებელია  .. “ფლეშკაზე, ნებისმიერ დროს, სურვილისამებრ გამოსაყენებლად;
მცირე მოცულობისაა, არ იწვევს ბავშვების გადაღლას კითხვით;
ბავშვები ინტერესდებიან თავიანთი ან თანატოლის ხმით ჩაწერილი ლექსის მოსმენით, ცდილობენ კითხვა იყოს მოქნილი, თავს გრძნობენ ხმის გამფორმებლად, განსაკუთრებულ სიტუაციაში.
მიზანი:
·         უმცროსკლასელ მოსწავლეთა  კითხვისთვის მოტივირება განსხვავებული, სახალისო, ვიზუალურად კარგად გაფორმებული მასალის კითხვით;
·         უმცროსკლასელთა კითხვის მოქნილობის განვითარება, გამოთქმით კითხვა.
·         მოსწავლეთა დაინტერესება მსგავსი მასალის შექმნით.
შედეგი: 
·         სასწავლო წლის ბოლოს ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელიც გაზაფხულის თემას ეძღვნებოდა, გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი კარგად ახერხებს ლექსის დეკლამირებას, აქვთ  საკმაოდ კარგი ინტონაციები,  მათი ემოციური დამოკიდებულება ნაწარმოების შინაარსთან  საკმაოდ კარგად შეიგრძნობა.
·         გამოიკვეთა მოსწავლეთა დიდი სურვილი, რომ ამგვარი წიგნები ჩაწერილი იყოს მათივე ხმით,  ამ დროს კი ბავშვები ცდილობენ რაც შეიძლება კარგად იმეტყველონ, გამოასწორონ  ყველა ხარვეზი. მიბაძონ მსახიობს, მოსწავლეს რომელიც  კარგი გამოთქმით  კითხულობს...
ტესტებისა და  დამატებითი სავარჯიშოების კრებული
მიზანი:
·         მოსწავლეთა ცოდნის მონიტორინგი და მათი აკადემიური უნარების განვითარება;
მასწავლებლებმა უკეთ იციან თავიანთი მოსწავლეების საჭიროებები. ტესტებისა და დამატებითი სავარჯიშოების კრებულების შექნით ისინი  თავიდან აირიდებენ გარედან შემოტანილ ან ბაზარზე გამოტანილ და მშობლის მიერ ნაყიდ  საეჭვო წარმოშობის ტესტებს, რომლებიც შექმნილია მხოლოდ ერთადერთი მიზნით,-მოგება მოუტანოს მის შემქმნელს, ხშირია შემთხვევა, როცა ასეთი მასალა  არავითარ უკუკავშირს არ აძლევს მოსწავლეს
მასწავლებლის მიერ შექმნილი მასალა კი მოქნილია, მობილურია.  მისი შექმნა შესაძლებელია დაუყოვნებლივ, საჭიროების შემთხვევაში;
შედეგი:
·         აღნიშნულ სასწავლო რესურსს ხშირად ვიყენებ, შესაბამისად, იზრდება მოსწავლეთა  მოტივაცია, მათი ცოდნის დონე  და ვითარდება სხვადასხვა სასწავლო უნარი.







სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის
ნესტან კუპრავას რეფლექსია
უფროსი მასწავლებლის დამატებითი საქმიანობის „კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზების“ შესახებ
 მასწავლებელი ქმნის ეფექტურ სასწავლო რესურსს
შეხვედრების  აქტუალობა
უკვე დიდი ხანია, რაც ვქმნი სხვადასხვა სასწავლო -საგანმანათლებლო პროექტს , მოსწავლეთა სხვადასხვა უნარების განსავითარებად: ესენია: საკითხავი კრებულები, -სავარჯიშოებითურთ, ტესტები, ელექტრონული პრეზენტაციები, სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები. ამ რესურსს წარმატებით იყენებენ ჩემი მოსწავლეეები, სხვადასხვა რესურსს ფართოდ იყენებდნენ და ახლაც იყენებენ ჩემი კოლეგები, მაგრამ, ვინაიდან მიმდინარე სასწავლო წელს ახალი მასალა ბლომად დამიგროვდა, საჭიროდ მივიჩნიე ისინიც გამეცნო  ჩემი კოლეგებისთვის.
შეხვედრების პერიოდი
3 თვე
მიზანი
კოლეგებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება და მათგან საჭირო რეკომენდაციების  მიღება, ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების გამოყენება სწავლებაში;
შეხვედრების განრიგი
v  6.03.2017- I შეხვედრა-კოლეგებს გავაცნობ ჩემ მიერ შექმნილ საკითხავ კრებულს სავარჯიშოებითურთ,-საზაფხულო წიგნს უმცროსკლასელთათვის „ირგვლივ მწვანე  ზაფხული,“ლიტერატურულ სცენარს „სტუმრად გაზაფხულის ყვავილნარში“ -საგაზაფხულო ღონისძიებისთვის;
v  28.04.2017-II შეხვედრა-კოლეგებს გავაცნობ ჩემს ელექტრონულ წიგნებს, ტესტებსა და სხვადასხვა სახის სავარჯიშოებს,
v  23.05. 2017-III შეხვედრა-კოლეგებს გავაცნობ ელექტრონულ სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშებს, learningapps.org-პროგრამის შექმნილს. მასწავლებლებს აგრეთვე გავაცნობ ამ პროგრამაში მუშაობის ტექნოლოგიასაც.


შედეგი

v კოლეგები დაინტერესდებიან სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსების შექმნით;
v მასწავლებლები გამოიყენებენ ჩემ მიერ შექმნილ რესურსს;
v თვითონაც შექმნიან მსგავს რესურსებს.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1. მოხდა თუ არა შეხვედრებით დასახული მიზნების მიღწევა?
2.  რომელი შეხვედრა აღმოჩნდა შედარებით უნაყოფო და რატომ?
3.რომელ შეხვედრა იყო სხვებზე წარმატებული? რატომ?
4. რა სარგებელი მიიღეს  შეხვედრების მონაწილეებმა?
5. განხორციელდა თუ არა შეხვედრებით  გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;
6.  მომავალში  მეტი ყურადღება რას მივაქციო?


კოლეგებთან შეხვედრების გეგმა შეადგინა:


სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის უფროსმა პედაგოგმა; ნესტან კუპრავამ

2016-2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრში 6 მარტს, 28 აპრილს და 23 მაისს მოვაწყვე შეხვედრები 22-ე საჯარო სკოლის პედაგოგებთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი: ქალბ. რუსუდან ზედაშიძე, მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრები და მასწავლებლები: მაყვალა ალელიშვილი, ნანა გეგია, ნანა კაკაურიძე, მაკა ჭელიძე, ნანა კაკაურიძე, ქეთევან ცუცქირიძე, მაია ლაზარიაშვილი, ინგა ურუშაძე, ხათუნა ჩიტიშვილი,  თათა წერეთელი,  თათია ჩიხლაძე, მედეა ნაცვალაძე, მადონა ჩუბინიძე.
 აღნიშნული შეხვედრების მიზანი:
·         გამეცნო კოლეგებისთვის მიმდინარე სასწავლო წელს ჩემ მიერ შექმნილი სასაწავლო რესურსი, კერძოდ:  საზაფხულო წიგნი, -ინტეგრირებული სავარჯიშოების კრებული უმცროსკლასელთათვის,  ელექტრონული ხმოვანი წიგნები უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის, LearningApps.org-პროგრამით შექმნილი საგანმანათლებლო თამაშები სხვადასხვა საგანში
·          გაგვემართა დისკუსია მოსწავლეთათვის ეფექტური  სასწავლო რესურსის მომზადების  გზებისა და საშუალებების შესახებ;
·          გვესაუბრა სასწავლო რესურსის ტიპებზე, წესებზე, რომლებიც უნდა დავიცვათ სასწავლო რესურსის მომზადების დროს, იმ აუცილებელ დოკუმენტაციაზე, რომლებიც საჭიროა შექმნილი რესურსის შეფასების ჯგუფისთვის წარსადგენად.
სამივე შეხვედრამ მშვიდ და ურთიერთგაგების ატმოსფეროში ჩაიარა. თავდაპირველად კოლეგებს მოკლედ გავაცანი თუ როგორი ტიპის საგანმანათლებლო რესურსი ითვლება ეფექტურად, რა დააინტერესებს მოსწავლეს, რატომ არის იგი მნიშვნელოვანი, როგორ სქემას უნდა მიჰყვებოდეს მასწავლებელი რესურსის შექმნისას, როგორ უნდა შეაფასოს მან უკვე შექმნილი რესურსი.
პირველ შეხვედრაზე კოლეგებს წარვუდგინე ჩემ მიერ მომზადებული სასწავლო რესურსი, კერძოდ:
ილუსტრირებული საზაფხულო წიგნიირგვლივ მწვანე ზაფხულია,  ვესაუბრე მათ, თუ რატომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ სასწავლო რესურსის შექმნა.
პედაგოგებს ვუამბე, რომ უმცროსკლასელებში გააზრებულად, დამოუკიდებლად კითხვის ჩვევის განმტკიცებას საფუძვლად კითხვით  დაინტერესება უდევს. ამისთვის მნიშვნელოვანი მარტო ის კი არ არის, ნაწარმოების სიუჟეტი იყოს საინტერესო, მოქმედება კი დინამიური, არამედ იგი ბავშვის ასაკისთვის შესაფერისი, მისაწვდომი უნდა იყოს, პატარას თვალსაწიერს უფართოებდეს, ასაკობრივ ზრდასთან ერთად სულიერად ამაღლებდეს.
წარმოდგენილი კრებული იმის მცდელობაა, რომ 7-8 წლის მოსწავლემ დამოუკიდებლად წაიკითხოს და გაიაზროს წაკითხული, შეასრულოს საკითხავი ტექსტის თანმხლები სავარჯიშოები.
განხორციელდეს ძირითადი კიგნიტური სფეროს მიზნები-წაკითხული მასალის დამახსოვრება, ინტერპრეტაციის პრობლემების გადაწყვეტა, ანალიზის , სინთეზის და შეფასების განხორციელება.
ხელი შეუწყოს აფექტური (ემოციურ-ღირებულებითი სფეროს მიზანთა განხორციელებას, -(უნართა ფორმირებას, მიმართებების ჩამოყალიბებას და სინამდვილის შემეცნებას).
წვლილი შეიტანოს უმცროსკლასელთა ფსიქო-მოტორული ჩვევების განვითარებაში-(სწორი მოტორული და მანიპულაციური ქმედებები, აქ, ძირითადად, წერისა და მეტყველებისა).
მოიცვას და განახორციელოს აქტიური სწავლების სამივე ძირითადი ეტაპი:I-ბავშვის მოტივირება საინტერესო საკითხავი მასალით;  II-წარმოდგენილი საკითხის დამუშავება და ანალიზი;  III- შეჯამება;
მასწავლებლები ვუთხარი, მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათ საკმაოდ უძნელდებათ ზაფხულში 7-8 წლის ასაკის ბავშვისთვის საკითხავი წიგნის შერჩევა. ბავშვები ხშირად უარს ამბობენ კითხვაზე, წერაზე, ვინაიდან არ იციან, რა იკითხონ, რა წერონ.
ხშირად მშობელთა მიერ შერჩეული საკითხავი ტექსტი ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელია, ზედმეტად რთულია ან ზედმეტად მარტივი.
უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეს  სჭირდება მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული წიგნი, ისეთი, რომ  შეძლოს გამოიწვიოს ბავშვის პროვოცირება კითხვით, წერით. კრებულში მრავლადაა ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც პატარების ინტერესს იწვევს. ასეთებია: ძირითად საკითხავ ტესტს დართული კროსვორდები, ლაბირინთები, სხვადასხვაგვარი თავსატეხი, გამოცანები...
პატარებისთვის შექმნილ ამ კრებულში შევეცადე  რამდენიმე საგნის ინტეგრირებას. კრებულში გარკვეული დოზით ინტეგრირებულია ქართული ენა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება. მასში მრავლადაა სააზროვნო ამოცანები, სახატავი ნიმუშები, გასაფერადებლები...
უმცროსკლასელთათვის საკითხავი ტესტები ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ზედმეტი, მშრალი დიდაქტიკის გარეშე უნერგავდეს მათ მაღალზნეობრივ ღირებულებებს, ფასეულობებს. კრებულში წარმოდგენილი საკითხავი მასალა ბავშვს დააფიქრებს საკუთარ სამშობლოზე, მსოფლიოს ხალხთა და ერთა თანასწორობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, მეგობრობაზე, თანადგომაზე, ადამიანისა და ცხოველის ჰარმონიულ დამოკიდებულებაზე, შიშის დაძლევაზე, ტყუილის მავნებლობაზე, პროფესიათა მრავალფეროვნებაზე, საერთო საქმის კეთებაზე, შრომისმოყვარეობაზე, წიგნისადმი-ცოდნის მიღებისადმი  დამოკიდებულებაზე...
საწერი სავარჯიშოები უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლისთვის უნდა იყოს მრავალფეროვანი, საინტერესო, დაძლევადი... კრებულში მოცემული საწერი დავალებები სწორედ ამ პრინციპითაა შერჩეული: სიტყვებისა და წინადადებების შედგენა, საკუთარი  შთაბეჭდილების გადმოცემა, სურათის აღწერა, კოდირებული სიტყვების გაშიფრვა, მნიშვნელოვანი აზრის მოძებნა და  ამოწერა, დასკვნების გაკეთება, გამოტოვებული სიტყვების ჩაწერა, წინადადებების დასრულება, ფუნქციური ტექსტების ნიმუშებზე დაკვირვებით წერა: წერილი, მოსაწვევი ბარათები, მარტივი კერძის რეცეპტიბანერების გაფორმება, პოსტერების შექმნა...
საკითხავი მასალა მოსწავლეს უნდა უვითარებდეს თვალსაწიერს, უნდა აძლევდეს ცოდნას გარემომცველი სამყაროს შესახებ, მაგრამ ეს ხდებოდეს ძალდაუტანებლად, ბუნებრივად. კრებულში მოცემული ტექსტების გამაერთიანებელი თემატიკა  ზაფხულია, მაგრამ იგი გაშლილია ისეთ საკითხებში, როგორიცაა; სამშობლო, მსოფლიოს  ერები, სახლები, ფერები ჩვენს ირგვლივ, ადამიანები და ცხოველები, ბუნება, მოგზაურობა, დიდები და პატარები, ბიჭები და გოგონებიქუჩაში მოძრაობის წესები და სხვა.
საკითხავი მასალა ჟანრობრივად მრავალფეროვანია: ლექსები, მოთხრობები, ზღაპრები, კომიქსები, სურათებიანი ტექსტები, გამოცანები, ანდაზები, ინსტრუქციები თამაშებისთვის და სხვადასხვაგვარი დავალებებისთვის, ადაპტირებული ეპიზოდები ცნობილი ნაწარმოებებიდან, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, კომიქსები...
კოლეგები გაეცნენ ჩემ მიერ შექმნილ კრებულს, რომელიც მათ ბეჭდვითი და ელექტრონული სახით წარვუდგინე. მასწავლებლებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ამ წიგნისადმი, აღნიშნეს, რომ მას სიამოვნებით გამოიყენებენ.
ელექტრონული წიგნები პატარებისთვის
28 აპრილს კოლეგებს მეორედ შევხვდი, ვინაიდან სასწავლო წელი იწურებოდა, თანაც მალე დავიწყებდით ჩვენი ნამუშევრების ატვირთვას ბაზაში,  პედაგოგებს ერთხელაც შევახსენე, თუ რა შემთხვევაშია ეფექტური სასწავლო რესურსი, რა კრიტერიუმებით ფასდება იგი, რა და რა  დოკუმენტაციაა საჭირო მის შესაფასებლად, შემდეგ წარვუდგინე ჩემ მიერ შექმნილი სხვადასხვა რესურსი. კოლეგებს შევახსენე,  რომ მასწავლებლები საკმაოდ დახელოვნებულები არიან და ხშირად ქმნიან ბავშვებისათვის ელექტრონულ წიგნებს, ზოგჯერ ხმოვანსაც კი.      უმცროსკლასელებს ძალიან მოსწონთ თავიანთი ან თანატოლის ხმით ჩაწერილი ლექსის მოსმენა, ჩაწერისას ხშირად ვაკვირდები, თუ როგორ ცდილობენ ისინი ცდილობენ კითხვა იყოს განსაკუთრებით მოქნილი,  რამდენად კარგად გრძნობენ თავს  ხმის გამფორმებლის როლში, რამდენად ახალისებთ უჩვეულო სიტუაციაში ყოფნა, გრძნობენ თავიანთ პასუხისმგებლობას, თავს წარმოიდგენენ რაღაც მნიშვნელოვანის თანამონაწილედ. მართალია, პირდაპირ კომპიუტერშივე ჩაწერილი ხმა დიდი ხარისხით არ გამოირჩევა, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს, რომ ბავშვები ამ პროცესით დავაინტერესოთ, პირიქით, იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში კითხვის მოქნილობის განვითარებას.
ამგვარი სასწავლო რესურსი ადვილი შესაქმნელია, ვინაიდან იქმნება  MicrosoftOffice-ს პროგრამებიდან ერთ-ერთი  ყველაზე გავრცელებულ საპრეზზენტაციო -PowerPoint-ის პროგრამაში.  აღნიშნული პროგრამით  მუშაობას დაუფლებულია მასწავლებელთა უდიდესი უმრავლესობა  და ამდენად, მეტად  ხელმისაწვდომია.
ამგვარად შექმნილი ელექტრონული წიგნის განთავსება შესაძლებელია .. “ფლეშკაზე,“  ნებისმიერ დროს, სურვილისამებრ გამოსაყენებლად;
ამგვარი წიგნები მცირე მოცულობისაა,  სულ რამდენიმე საპრეზენტაციო სლაიდია, ამდენად, არ იწვევს პატარების გადაღლას;
მასწავლებლებს შევატყობინე, რომ ჩემ მიერ შექმნილი ყველა ელექტრონული წიგნი განთავსებულია ჩემსავე  საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე: ამდენად, ისინი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის, მშობლისთვის თუ მოსწავლეთათვის.
 მასწავლებლის მიერ შექმნილი ტესტებისა და  დამატებითი სავარჯიშოების კრებული
კოლეგებს ვუთხარი,  რომ ყველა დაინტერესებულ მასწავლებელს შესწავლილი აქვს თავისი მოსწავლის საჭიროებები, მან იცის, თუ რა  დამატებითი მასალის შეტანაა საჭირო ამა თუ იმ თემის შესწავლის დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. .
თუ არა მასწავლებელმა, სხვამ ვინ იცის საკუთარი მოსწავლის არსებული ცოდნის დონე, ვის შეუძლია მასზე უკეთ განჭვრიტოს მოსწავლეთა პოტენციური შესაძლებლობები.
დღევანდელი მასწავლებლები საკმაოდ დახელოვნებული არიან სხვადასხვაგვარი ტესტებისა და დამატებითი სავარჯიშოების შედგენაში, უბრალოდ, ასეთი სამუშაოს ჩატარება დიდ დროს მოითხოვს, მითუმეტეს, თუ იგი სისტემატურ ხასიათს ატარებს.
დღეს ინტერნეტიც გადავსებულია აურაცხელი და ხშირად შესანიშნავი სავარჯიშოებით, თუკი სწორად და კარგად მოვძებნით, შეუძლებელია, არ მივაგნოთ იმას, რასაც ვეძებდით, მათი ვარირება,  მოსწავლეთა  საჭიროებებზე მორგება, ან სულაც ანალოგიურის შექმნა მასწავლებლის პროფესიულ ოსტატობაზეა დამოკიდებული.
მასწავლებელი სისტემატურად უნდა ეძებდეს,  ქმნიდეს თავისი მოსწავლეებისთვის დამატებით სავარჯიშოებს, ამით იგი თავიდან აირიდებს სკოლაში  გარედან შემოტანილ ან ბაზარზე გამოტანილ საეჭვო წარმოშობის ტესტურ კრებულებს, რომლებიც შექმნილია მხოლოდ ერთადერთი მიზნით,-მოგება მოუტანოს მის შემქმნელს, ამავე დროს არავითარ უკუკავშირს არ აძლევს მოსწავლეს
მასწავლებლის მიერ შექმნილი დამატებითი სავარჯიშოების კრებულები კი მობილურია, მოქნილი, მასწავლებელს მისი შექმნა  და მოხმარება შეუძლია დაუყოვნებლივ, საჭიროების შემთხვევაში;
კოლეგებს ვუთხარი, რომ ჩემ მიერ შექმნილი სავარჯიშოები განთავსებულია ჩემსავე ვებ-გვერდზე, ამდენად იგი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
კოლეგებს გავაცანი ჩემი დამოკიდებულება საკითხისადმი, ვესაუბრე ჩემი ემოციების შესახებ,- თუ როგორ მიხარია, რომ შევძელი საკუთარი ძალებით შემექმნა სასწავლო რესურსი ჩემი მოსწავლეებისთვის, როგორ ვიგრძენი  კმაყოფილება ჩემი შესაძლებლობების რეალიზაციის გამო, და რაც მთავარია, ვიგრძენი  ჩემი მოსწავლეების დაინტერესება, დავინახე, როგორ განამტკიცა ჩემმა შექმნილმა პროდუქტმა  მოსწავლეთა ცოდნის დონე.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: დავინახე, თუ როგორ სწყურიათ ჩემს მოსწავლეებს სიახლე სწავლებაში, როგორი გატაცებით ეწაფებიან ისინი ყველაფერს,- საინტერესოს და მათი ასაკისთვის მისაღებს.
მასწავლებლებმა კმაყოფილება გამოთქვეს აღნიშნული შეხვედრის გამო. სკოლის დირექტორმა შეგვახსენა,  რომ მაისის შუა რიცხვებში მასწავლებელთა სახლისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის თანამონაწილეობით და მხარდაჭერით სკოლაში მოეწყობა  პედაგოგიური კონფერენცია, სახელწოდებით: „ თანამედროვე სკოლის გამოწვევები და ჩვენი მზადყოფნა მათ მისაღებად.“ კონფერენციისთვის მეც ვემზადებოდი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ მოხსენება სწორედ ამ თემაზე მომემზადებინა. კოლეგებმა გამამხნევეს და მითხრეს, რომ ისინი დიდი ინტერესით ელიან ჩემს საკონფერენციო პრეზენტაციას.

https://learningapps.org-პროგრამით შექმნილი ელექტრონული რესურსი;
მესამე შეხვედრა სასკოლო კონფერენციის შემდეგ,  სკოლის საკოფერენციო ოთახში გაიმართა.
ვისაუბრეთ, რომ  მოსწავლეებს ძალიან უყვართ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო თამაშები: სხვადასხვაგვარი ვიქტორინები, ვირტუალური შეჯიბრებები კომპიუტერთან თუ თანატოლებთან.
დღეს, როდესაც ის  ტექნოლოგიები ასე ღრმად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, სასურველია, ჩვენც ავუბათ მხარი თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს, ეფექტურად გამოვიყენოთ ეს მეტად აქტუალური რესურსი.  ჩვენი მოსწავლეები, სამწუხაროდ, ზოგჯერ საათობით თამაშობენ, სხვადასხვაგვარ, ზოგჯერ მათი ფსიქიკის დამაზიანებელ  კომპიუტერულ თამაშებს, თუკი ინტერნეტის შესაძლებლობებს სწორად, სასარგებლო კუთხით გამოვიყენებთ, მოსწავლეებს ცოდნას გავუღრმავებთ, გავახალისებთ და დავანახებთ, როგორ შეიძლება გამოიყენონ ვირტუალური შეჯიბრებები ცოდნის მისაღებად/განსამტკიცებლად.
კოლეგებს მოვუთხრე, რომ საკმაოდ დიდხანს ვეძებდი ინტერნეტში პროგრამას, რომელიც იქნებოდა მარტივი, ადვილად სამართავი,- სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშის შესაქმნელად.
იუთუბზე შევარჩიე სწორედ ასეთი ადვილად სამართავი პროგრამა, რომელსაც ასევე ადვილად განმარტავს ქართველი აიტი-სპეციალისტი. ასე რომ,   ინტერნეტში მოიპოვება მასალა, თუ როგორ უნდა ვისარგებლოთ ამ პროგრამის სიკეთით, როგორ მოვახდინოთ რეგისტრაციაროგორ შევქმნათ მრავალფეროვანი რესურსი  სხვადასხვა საგანში;
ვუამბე,  რომ LearningApps.org -პროგრამით  ბევრი ქართველი მასწავლებელი სარგებლობს, რომ   მეც სიამოვნებით მოვსინჯე ამ პროგრამის შესაძლებლობები და ჩემი მოსწავლეებისთვის რამდენიმე მარტივი, მცირე მოცულობის და, ჩემი აზრით, საინტერესო სასწავლო რესურსი შევქმენი. რესურსმა მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
მოვუწოდე კოლეგებს  LearningApps.org -პროგრამით   სარგებლობისაკენ, რომ იგი გამოადგება  ყველა მასწავლებელს, ვისაც  სურს საკუთარ მოსწავლეებს განუმტკიცოს შესასწავლი მასალის ცოდნა;
დავარწნუნე, რომ შეძლებენ  ბავშვების მოტივირებას შესასწავლი მასალით, თუკი გამოიყენებენ  LearningApps.org -პროგრამით  შექმნილ ვიქტორინებს, მხიარულ დოღს-ცოდნის მარათონს, შესაბამისობების ძებნას, მარკერებსიდუმალ ყუთს და სხვა.
Lგავამხნევე ისინი, დავარწმუნე, რომ LearningApps.org -პროგრამით საგანმანათლებლო თამაშების შექმნა შეუძლია ყველა მასწავლებელს, იმდენად ადვილია მისი შექმნის სქემა. საჭიროა მხოლოდ  მარტივ ინსტრუქციაზე მიყოლა;
არ დამიმალავს არც უარყოფითი მხარე აღნიშნული რესურსისა,  რომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტში, იმ საკლასო ოთახში, სადაც არის დეკოდერი ინტერნეტით სარგებლობისთვის.
გავაცანი ინფორმაცია, რომ ბმულები იმ სასწავლო რესურსებისა, რომლებიც ჩემ მიერ შეიქმნა LearningApps.org -პროგრამით, განთავსებულია ჩემსავე  საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე.
თვითშეფასების კითხვარი
1.    მოხდა თუ არა შეხვედრებით დასახული მიზნების მიღწევა?
შეხვედრებით დასახული მიზნები სრულად განხორციელდა.
2.    რომელი შეხვედრა აღმოჩნდა შედარებით უნაყოფო და რატომ?
ასეთი არცერთი შეხვედრა არ ყოფილა.
3.    რომელ შეხვედრა იყო სხვებზე წარმატებული? რატომ?
განსაკუთრებით წარმატებული იყო მესამე შეხვედრა. ამ დროს მასწავლებლები გაეცნენ learningapps.org პროგრამას ინტერნეტში, დაინტერესდნენ და გადაწყვიტეს, თვითონაც შექმნან რესურსები ამ პროგრამით. ისინი დარწმუნდნენ, რომ ამ ვებ-გვერდზე მუშაობა და მოცემული ინსტრუქციით სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშების შექმნა ძალიან ადვილია.
4.    რა სარგებელი მიიღეს  შეხვედრების მონაწილეებმა?
მასწავლებლები წარმატებით იყენებენ ჩემ მიერ შექმნილ რესურსებს თავიანთ პრაქტიკაში. რამდენიმემ უკვე ჩაატარა გაკვეთილი ჩემი სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშების გამოყენებით.
5.    განხორციელდა თუ არა შეხვედრებით  გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;
კოლეგებთან შეხვედრები გეგმის მიხედვით განხორციელდა.
6.    მომავალში  მეტი ყურადღება რას მივაქციო?
ვაპირებ მომავალ სასწავლო წელს გავაგრძელო კოლეგებთან შეხვედრა, ამჯერად შეხვედრებს დავგეგმავ მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით ჩასატარებელ საქმიანობებზე, სტრატეგიებზე, მეთოდებზე, აქტივობებზე...




რეფლექსია პედაგოგიური კვლევის შესახებ

მიმდინარე სასწავლო წლის 3 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით ვმუშაობდი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე,-„რამდენად ეფექტურად და თანმიმდევრულად ვახორციელებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მოსწავლეთა კითხვითი წიგნიერების კომპეტენციის განვითრებას.“
კვლევის ჩემ მიერ არჩეული მიმართულების ამოსავალი წერტილი ჩემივე პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარეობს.  დიდი ხანია, მოსწავლეებში კითხვითი წიგნიერების კომპეტენციის განვითარებაზე ვმუშაობ, ამდენად, მივიჩნიე, რომ  მქონდა  შესაძლებლობა,  კვლევა  წარმატებით განმეხორციელებინა, ისე რომ, სხვადასხვა ფაქტორებზე   ძალიან არ ვყოფილიყავი  დამოკიდებული.
კვლევის ჩასატარებლად  მჭირდებოდა  მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან თანამშრომლობა. მათ ჩემთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
            მოსამზადებლად განსაკუთრებული სამუშაოს ჩატარება არ მჭირდებოდა. საკვლევი სიტუაცია ნორმალური იყო  და შეცვლას არ  საჭიროებდა.  კვლევით დაინტერესებული ვიყავი  და გადავწყვიტე მისი განხორციელებისთვის საჭირო დრო დამეხარჯა. მივიჩნიე, რომ იგი ჩემთვის დაძლევადი იყო, თანაც კონკრეტული, ვინაიდან წინასწარ ვიცოდი, რომელ კლასში, რომელ მოსწავლეებთან რას ვიკვლევდი  და ამას რისთვის ვაკეთებდი.
ეს კვლევა მეტად მნიშვნელოვანი იყო  ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი მოსწავლეებისთვის, რადგან მომავალ სასწავლო წელს ჩემთვის პრიორიტეტული იქნება  კვლევის შედეგად გამოვლენილი  პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა, კვლევამ  დამანახა  ჩემი  ძლიერი მხარეები, რათა  მომავალში ის უფრო ეფექტურად გამოვიყენო მოსწავლეთა წიგნიერების განსავითარებლად, აგრეთვე დამანახა სუსტი  რგოლიც ჩემს საქმიანობაში, რომლის განმტკიცებაზე მუშაობას ახალ სასწავლო წელს  აუცილებლად დავგეგმავ.  კვლევამ  გამოავლინა  ჩემი მოსწავლეების გარკვეულ ინტერესები, რომელთაც აუცილებლად განვავითარებ, ბავშვებისა და და მათი მშობლების სურვილები, რომელთა შესრულებაზე მუშაობა მომიწევს.
დიდი სურვილი მაქვს, ბავშვებს შევაყვარო წიგნი, კითხვა, მშობლებს კი გავააზრებინო ამ საკითხის აქტუალობა. მსურდა გამეგო,  რა აზრისანი  არიან მშობლები ამ საკითხზე. მიმეღო  მათგან რჩევები, რეკომენდაციები, გამეგო,  რა არის ამ მიმართულებით  პრიორიტეტული მათი შვილებისთვის. ჩემი აზრით, ამ პედაგოგიურ კვლევას განსაზღვრული აღმზრდელობითი მნიშვნელობაც აქვს, იგი ხელს შემიწყობს, ჩემი მოსწავლეებისთვის  წიგნი და კითხვა მეტად მნიშვნელოვანი გავხადო, ბავშვის ყველაზე დიდი აღმზრდელი ხომ  სწორედ წიგნია, კითხვისას მოსწავლე  თანდათან საუკეთესო ზნეობრივ თვისებებს იძენს, აკვირდება პერსონაჟთა ცხოვრებას, ირჩევს მოდელს, ბაძავს მას...
გადავწყვიტე, რომ კვლევა აბსოლუტურად შეესაბამებოდა  ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მიესადაგებოდა  ჩემი გაკვეთილების მიზნებს და დიდად სასარგებლო იქნებოდა  ჩემი მომავალი საქმიანობისთვის.
კვლევის ჩატარება არ უნდა გამჭირვებოდა,  რადგან შემეძლო, რომ  კვლევითი აქტივობების დიდი ნაწილი პირდაპირ საგაკვეთილო პროცესში ჩამერთო, მაგ: ტესტირებები, დაკვირვებები და ა.შ.

დიდხანს ვიფიქრე, თუ რის შეფასება მომიწევდა,  რა იქნებოდა  შეფასებისას კითხვის  პრიორიტეტული კომპონენტები?
ვინაიდან ვასწავლი მოსწავლეთა ორ სხვადასხვა  ასაკობრივ ჯგუფს  (6-7 და 9-10 წლიანებს), რა თქმა უნდა, მომიწევდა  ასაკობრივი განსხვავებების, შესაძლებლობების  გათვალისწინება.
კვლევამდე პერიოდში, მონიტორინგის მიზნით, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ჩემს მოსწავლეებს პერიოდულად ვუტარებდი სკრინინგს, რამდენჯერმე ჩავუტარე დიადნოსტიკური ტესტირებაც, (როგორც მეხუთეკლასელებს, ასევე პირვეკლასელებსაც,- ე.ს. გ-მოთხოვნების გათვალისწინებით). ამდენად, აღნიშნული კვლევისთვის გარკვეულწილად შემზადებული ვიყავი  და განსაკუთრებულ დაბრკოლებებს მის განსახორციელებლად ვერ ვხედავდი.
პირველკლასელებს (უახლოეს მომავალში მეორეკლასელებს) კითხვითი უნარ-ჩვევები შევუფასე სამი მიმართულებით:  ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, გამართული კითხვა,- სპეციალურად მათთვის შერჩეული მცირე ზომის მარტივი ტექსტის მიხედვით, წაკითხულის გაგება-გააზრება,-ასევე საგანგებოდ შერჩეული მარტივი  ტექსტებით. მეხუთეკლასელებს (უახლოეს ხანში მეექვსეკლასელებს): ლექსიკური მარაგის დონე, გამართული/ გაწაფული კითხვის მაჩვენებელი, გაგება-გააზრება (მხატვრული და ინფორმაციული ტექსტებისა ცალ-გალკე).
ტესტების შერჩევისას ვცდილობდი, რომ ისინი ყოფილიყო უკვე აპრობირებული, გამოცდილი.  ამ მიზნით ფართოდ გამოვიყენე GPrried-ის მიერ მასწავლებლებისთვის შეთავაზებული ტესტები კითხვის დიაგნოსტირებისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში ტესტებს თვითონაც ვქმნიდი. ყველა ასეთი ტესტი წინასწარ მოვსინჯე  მოსწავლეთა მცირე ჯგუფში, დავხვეწე ისინი, შევუდგინე შეფასების კრიტერიუმები და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყენე. პირველკლასელთა გაგება-გააზრების ტესტების აპრობირება ვთხოვე ჩემს კოლეგებს, პარალელური კლასების მასწავლებლებს, გავითვალისწინე მათი რეკომენდაციები.
კვლევის მეთოდებიდან ავირჩიე  როგორც თვისებრივი (აღწერითი და ფოკუსირებული დაკვირვები, ინტერვიუები  მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან), ასევე რაოდენობრივი მეთოდები (ანკეტირება-კითხვარები).
კვლევის თვისებრივი მეთოდებიდან პედაგოგიური კვლევის ჩასატარებლად ავირჩიე ყველაზე ხელმისაწვდომი და გავრცელებული მეთოდი. ეს იყო დაკვირვება. გამოვიყენე მისი ორივე ტიპი: უბრალო და ჩართული. უბრალო დაკვირვების დროს გარედან ვაკვირდებოდი მოსწავლეთა კითხვის პროცესს, -რამდენად დამოუკიდებლად მუშაობდნენ ისინი, ხომ არ იყო რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, მოსწონდათ თუ არა პროცესი... ჩართული დაკვირვების დროს დამატებით არაფორმალურად ვესაუბრებოდი მოსწავლეებს, ვიღებდი მათგან  ინტერვიუს.
გავიარე დაკვირვების სამივე ეტაპი: აღწერითი, ფოკუსირებული და შერჩევითი.
აღწერით  დაკვირვებას კვლევის საწყის ეტაპზე მივმართავდი. მაგ: ვაკვირდებოდი, თუ როგორ ემზადებოდნენ ჩემი მოსწავლეები კითხვის რომელიმე პროცესისთვის. ფოკუსირებული დაკვირვების დროს ვაკვირდებოდი, მაგ: ამა თუ იმ სტრატეგიის ეფექტიანობას წაკითხულის გააზრებისთვის, შერჩევითი დაკვირვების დროს,- მაგ: რამდენად შეუძლიათ ჩემს მოსწავლეებს თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული/დამუშავებული ტექსტის მიმართ.
ფართოდ ვიყენებდი ინტერვიუს, როგორც კვლევის დამატებით მეთოდს მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
რაოდენობრივი კვლევისთვის ავირჩიე: კითხვარები, -ჩემს მოსწავლეებში კითხვის პრობლემატიკის გასაანალიზებლად, სხვადასხვა ტიპის ტესტები- დიაგნოსტირებისთვის და მიღწეული შედეგის მონიტორინგისთვის. კითხვარები წინასწარ მოვსინჯე მოსწავლეთა მცირე ჯგუფში, ყველა გამოვლენილი ხარვეზი გამოვასწორე და შერჩეულ სამიზნე ჯგუფს მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზე.  შეკითხვები კითხვარებში ძირითადად დახურული იყო, ბოლოში დატოვებული მქონდა სპეციალური არე დამატებითი ინფორმაციის ჩასაწერად. 
ანკეტირება/ კითხვარი გამოვიყენე მშობლების გამოკითხვისთვისაც. ჩემი ფოკუსირებული დაკვირვებიდან გამომდინარე, მათ კარგად ჰქონდათ გააზრებული ასეთი კვლევის სარგებლიანობა მათივე შვილებისთვის, ამიტომაც კითხვარები მალევე და სიამოვნებით შეავსეს.
რაც შეეხება მოსწავლეებს (მეხუთეკლასელებს), მათ სწრაფად, განსაზღვრულ დროზე ადრე შეავსეს კითხვარი და დიდი მონდომებით იმუშავეს სხვადასხვა  ტიპის ყველა  შეთავაზებულ ტესტზე.
პირველკლასელთა ფონოლოგიური უნარების, ასო-ბგერითი მიმართებების ცოდნის, ანბანის ასოების დეკოდირების უნარის,  ჩვეულებრივ და ფსევდოსიტყვათა სიტყვათა ამოკითხვის მონიტორინგის მიზნით მჭირდებოდა მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან ან თითოეულთან   დამოუკიდებლად მუშაობა,  ამ მიზნით მათ რამდენჯერმე შევხვდი არასაგაკვეთილო დროში  და აღნიშნული სამუშაო მშვიდად, ხარისხიანად შევასრულე.
შემიძლია ვთქვა, რომ კვლევის მონაცემების შეგროვება არ გამჭირვებია, რადგან  ეს ეტაპი საკმაოდ  კარგად იყო ორგანიზებული.
ტესტირებები, მოსწავლეთა კითხვარების შევსება  ტარდებოდა  საკლასო ოთახებში, ბავშვები მუშაობდნენ  მყუდრო,  ლამაზ, უსაფრთხო გარემოში. არ იგრძნობოდა არანაირი შიში, არანაირი შეშფოთება, პირიქით, მოსწავლეები დაინტერესებული ჩანდნენ აღნიშნული საქმიანობით. ბევრი მათგანი კვლევის დასრულების შემდეგაც კი მთხოვდა ამგვარი ტესტირებების თუ გამოკითხვების ჩატარებას. ეტყობოდათ, რომ ბავშვებს ეს პროცესი მოეწონათ და მათ  ერთგვარი  გამოცდილებაც კი მიიღეს ამ მიმართულებით.
კარგად მეხმარებოდა სკოლის კომპიუტერული კაბინეტი. სკოლის ისტ -მენეჯერი თვალყურს ადევნებდა ტესტირებების მასალებს თუ კითხვარების ტექნიკურ გამართულობას. დაგვჭირდა რესურსი,- თაბახის ფურცლების საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ ვინაიდან სკოლა დაინტერესებული იყო ამ კვლევის წარმატებით,  რესურსის სიმცირე არ მიგრძვნია.
მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო იყო  პასუხები გადამეტანა რიცხობრივ მონაცემებში.
ტესტების მაჩვენებლები სათითაოდ განვიხილე, დავაჯგუფე შედეგების მიხედვით და წარმოვადგინე რაოდენობრივი და ამავე დროს პროცენტული მაჩვენებლების სახით, მეტი თვალსაჩინოებისთვის გამოვიყენე სვეტობრივი, წრიული და ხაზოვანი  დიაგრამები. მონაცემების თვალსაჩინოდ აღსაქმელად, ვეცადე, დიაგრამებისთვის მიმენიჭებინა მეტი გამომსახველობა, მაგ: ფერებით განსხვავება და ა.შ.
აღნიშნული საქმიანობით გამოვლინდა, რომ პირველკლასელთა  56 %-მა  კარგად შეძლო  მცირე მოცულობის მარტივი მხატვრული ტექსტის გააზრება, 36 % -მა კი საშუალოდ; 48% ინფორმაციულ ტექსტს გაიაზრებს  კარგად, 44% კი-საშუალოდ; 8%-ს უჭირს მხატვრული ტექსტის გააზრება, ინფორმაციული ტექსტის გააზრებაც ასევე 8%-ს უჭირს.
თუ კომბინირებული ტესტებით,  კითხვის უნარის დიაგნოსტირების  მიხედვით-(საშუალო და მაღალ მაჩვენებელთა გათვალისწინებით) 17  მოსწავლემ დადებითი შეფასება დაიმსახურა, სასწავლო წლის ბოლოს,- ძირითად უნართა შეფასების ტესტის მიხედვით დადებითი მაჩვენებელი გამოავლინა 21-მა მოსწავლემ.
ბავშვებს ეადვილებათ დახურულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, საკმაოდ  უჭირთ ღია შეკითხვებზე პასუხის გაცემა, თუნდაც მარტივად. ამ ასაკობრივი ჯგუფის ეგოცენტრიზი ჯერ კიდევ მკვეთრად იგრძნობა. მაგ: შეკითხვაზე , თუ როგორი უნდა იყოს მათი მეგობარი ( დახურული შეკითხვა) , 82 % აირჩია პასუხი, „როგორიც მე თვითონ ვარ.“  აგრეთვე, მათ საკმაოდ უძნელდებათ პრობლემის მიმართ   საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, თუნდაც მარტივად, სხვადასხვა სკაფოლდინგის მეშვეობით, საკმაოდ უძნელდებათ მარტივი  გრამატიკული ნორმების დაცვაც კი, მაგალითად: წინადადების ბოლოს წერტილის დასმა.
კითხვის უნარების მხრივ ბიჭებსა და გოგონებს შორის არსებითი განსხვავება არ შეიმჩნევა.
ბავშვების ლექსიკური მარაგი ჯერ კიდევ ღარიბია, სამაგიეროდ კარგად განავითარეს ფონოლოგიური ცნობიერება და  ასო-ბგერითი  მიმართებების დამყარების უნარი. აგრეთვე, მათ  შეძლეს ჩემ მიერ შეთავაზებული მარტივი ტექსტების გააზრება.
პირველკლასელებთან ინტერვიუებით  გავარკვიე: პატარებს მოსწონთ, როდესაც ამზადებენ მათთან შეთანხმებით  შერჩეულ სასწავლო პროექტებს,  მზადების პროცესში ისინი კითხულობენ მათთვის მისაწვდომ ტექსტებს, ასრულებენ სხვადასხვა დავალებას, მოსწონთ  პროექტის დასრულება შემაჯამებელი ღონისძიებით. მაგ:  მოსწავლეთა 78%-მა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად მოეწონათ საგაზაფხულო პროექტი, რადგან ბევრი რამ ისწავლეს, წაიკითხეს და რადგან იგი დასრულდა საზეიმო ღონისძიებით.
აღმოჩნდა, რომ პატარებს მოსწონთ ე.წ. ტესტირებული კითხვა, -მცირე მოცულობის ტექსტების კითხვა და მარტივი ტესტების შესრულება;
წაკითხული წიგნებიდან პატარებს ყველაზე მეტად მოეწონათ ჩემ მიერ დამზადებული ე.წ. „დიდი წიგნები,“-მათ შორის ელექტრონულიც. ამ წიგნების შინაარსი მათთვის მისაწვდომია და მოსწონთ მათი ილუსტრაციებიც.
მშობელთა  დიდი უმრავლესობა თვლის, რომ მათი შვილის ადრეული (ემერჯენტული) წიგნიერების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა, სამი მათგანი თვლის,  რომ მათ შვილებს ძალიან უჭირთ  წაკითხულის გაგება-გააზრება, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აღნიშნავენ, რომ მოსწონთ კლასში ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაო და შედეგებს განიხილავენ ბავშვების შესაძლებლობების გათვალისწინებით. თითქმის ერთნაირი რაოდენობა დაფიქსირდა იმ მშობლებისა, რომლებიც თვლიან, რომ სასწავლო წლის განმავლობაში კარგად  განვითარდა  მათი შვილების ლექსიკა, კითხვის მოქნილობა და წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი.
ისევე როგორც მოსწავლეებს, მშობლებსაც ჩატარებული სამუშაოებიდან ყველაზე რეიტინგულად მიაჩნიათ ე.წ. „ტესტირებული კითხვა,“ „კითხვის საათების“ შემოღება, სასწავლო პროექტები, ეფექტური სასწავლო რესურსის, მაგ: „ზაფხულის წიგნის“ მომზადება დამწყები მკითხველებისთვის. მშობელთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ მათი შვილები თანდათან  დამოუკიდებელი მკითხველები  ხდებიან.
მშობლები თვლიან, რომ უნდა გაგრძელდეს ე.წ. „კითხვის საათები“, ახალი ტექსტების კითხვა და ტესტური დავალებების  შესრულება, მშობლებს მოეწონათ „მკითხველთა კლუბის“ დაარსების იდეა, სურთ გაგრძელდეს სასწავლო პროექტები, კითხვა ეფექტური სასწავლო რესურსების გამოყენებით და სხვა.
ლექსიკური მარაგის შეფასებაში მეხუთეკლასელთა  52 %-ს აქვს კარგი მაჩვენებელი, 35%-ს -საშუალო, 13 %-ს კი დაბალი.(3 მოსწ.) მხატვრული ტექსტის გააზრებისას მოსწავლეთა 50%-მა გამოავლინა კარგი მაჩვენებელი, 31%-მა -საშუალო, 19%-მა კი დაბალი(5 მოსწ). ინფორმაციული ტექსტის გააზრებისას მოსწავლეთა 58%-მა გამოავლინა კარგი მაჩვენებელი, 23%-მა -საშუალო, 19%-მა კი დაბალი (5 მოსწ.)
თუ კომბინირებული ტესტებით,  კითხვის უნარის დიაგნოსტირების  მიხედვით-(საშუალო და მაღალ მაჩვენებელთა გათვალისწინებით) 16 მოსწავლემ დადებითი შეფასება დაიმსახურა, სასწავლო წლის ბოლოს,- ძირითად უნართა შეფასების ტესტის მიხედვით დადებითი მაჩვენებელი გამოავლინა 22-მა მოსწავლემ.
მოსწავლეები კმაყოფილი არიან კითხვითი წიგნიერების განვითარებისთვის კლასში დაწყებული სამუშაოებით, მათ განსაკუთრებით მოსწონთ ე.წ. „მიმოწერის დღიურების“ შემოღება კითხვის უნართა განსავითარებლად, რეიტინგით მეორეა ე.წ. ტესტირებული კითხვა, მესამე კი-სასწავლო პროექტებზე მუშაობა.
ანალოგიური შეხედულებისა არიან მშობლებიც, მათ დიდ ნაწილს განსაკუთრებით  მოეწონა კლასში „მიმოწერის დღიურების“ შემოღება,  რეიტინგით შემდეგია ახალი (უცხო) ტექსტების კითხვა და ტესტირება, აგრეთვე მნიშვნელოვნად თვლიან სასწავლო პროექტების მომზადებას და კითხვის გაკვეთილებზე საინტერესო სასწავლო რესურსების გამოყენებას. მათი სურვილია ამგვარი სამუშაოები კვლავ გაგრძელდეს;
მოსწავლეების  და მათი მშობლების ინტერვიუებით ირკვევა, რომ ისინი პრიორიტეტულად თვლიან მომავალ სასწავლო წელს „მკითხველთა კლუბის“ დაარსებას, ფიქრობენ, რომ ეს მათი შვილების კითხვითი წიგნიერების დონეს მნიშვნელოვნად განავითარებს.
მშობლების დიდი ნაწილი თვლის, რომ მათი შვილების კითხვითი წიგნიერების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისინი უკვე  აქტიური მკითხველები არიან.
ვერ ვიტყვი, რომ კვლევაზე მუშაობა ადვილი იყო, ეს საქმიანობა საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ მახარებს ის ფაქტი, რომ მან დამანახა ნათელი სურათი,თუ  რა მდგომარეობაა არჩეული მიმართულებით, რა მექნება გასაკეთებელი მომავალში ისე, რომ ეს პრიორიტეტული იყოს სამიზნე ჯგუფისთვის, მოვიპოვო მათი მხარდაჭერა და მქონდეს წარმატების იმედი.  ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა დამატებითი მოტივაცია იქნება ჩემი კოლეგებისთვისაც, რათა მომავალში იმათაც ჩაატარონ მსგავსი სამუშაო, არ ჩათვალონ, რომ მსგავსი გამოყენებითი კვლევების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია.
კვლევის პერიოდში განსაკუთრებით ის ფაქტი მომეწონა, თუ როგორ ცდილობდნენ მშობლები ჩემს მხარდაჭერას, დარწმუნებული ვარ, მათ დაინახეს ჩემი მონდომება, დიდი იმედი გამიჩნდა, რომ ისინი დამეხმარებიან მომავალ სასწავლო წელს მოსწავლეთა კითხვითი წიგნიერების განსავითარებლად  ჩემ მიერ  დაგეგმილი სამუშაოს განხორციელებაში.
დავინახე გარკვეული ხარვეზებიც: მაგ: აღმოჩნდა, რომ შეკითხვები კითხვარებისთვის თავდაპირველად არასწორად შევადგინე, კითხვები იყო ძალიან ბევრი, დაუჯგუფებელი, ზოგიერთი არასაჭიროც კი. მათი კოდირება და ექსელის ცხრილში შეტანა თითქმის შეუძლებელი იყო. თავდაპირველად, კითხვარებისთვის მიწერილი მქონდა მშობლის ვინაობის აღნიშვნაც, მაშინ როცა სასურველი იყო ანონიმურობა. მდგომარეობა გამოვასწორე, მშობლებს მივუთითე, რომ არ იყო საჭირო ვინაობის მითითება, კითხვარები დავხვეწე, კითხვები დავაჯგუფე და მათ შესაბამისი კოდები მივაკუთვნე.
ჩემი ზოგადი დასკვნა ასეთია: ყველა მასწავლებელი უნდა ცდილობდეს გააკეთოს პრაქტიკის კვლევა იმ მიმართულებით, რომელიც მისთვის პრიორიტეტულია.
 პრაქტიკის ჩატარებული კვლევა ჩემთვის სასარგებლოა, მან ჩემი პროფესიული ოსტატობა უფრო განავითარა, გამიჩინა კმაყოფილების შეგრძნება და მოტივაცია მომავალი საქმიანობისადმი.
დავსახე ჩემი მომავალი პერსონალური სამოქმედო გეგმა, რომელიც ზოგადად ასეთია:
ახალ სასწავლო წელს დამატებით სამუშაო დროს გამოვყოფ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც გაუჭირდათ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრება, იმ პირველკლასელი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც დაბალი მაჩვენებელი  აქვთ კითხვის მოქნილობაში,  ხშირად გამოვიყენებ სტრატეგია „გამეორებით კითხვას;“
ვიმუშავებ მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე, განსაკუთრებით პირველკლასელთა, ამისთვის გამოვიყენებ სხვადასხვა ეფექტურ სტრატეგიას, მაგ: „მნიშვნელოვანი სიტყვები,“  „სინონიმთა და ანტონიმთა წრე,“ „მხიარული ლოტო“ და ა.შ. მოსწავლეებს ხშირად შევთავაზებ დისკუსიას სხვადასხვა ზნეობრივ ღირებულებებზე, მაგ: მეგობრობაზე, რა არის კარგი და რა არის ცუდი... შევადგენ ტესტებს, სადაც ღია შეკითხვების წილი მეტი იქნება;
გავაგრძელებ იმ ეფექტური საქმიანობებს, რომლებიც მოსწავლეებსაც და მათ მშობლებსაც მოსწონთ: „ტესტირებული კითხვა“, „მიმოწერის დღიურები,“ სასწავლო პროექტები... მოვამზადებ ეფექტურ სასწავლო რესურსებს მოსწავლეთა კითხვითი წიგნიერების განვითარების მიზნით, გავაგრძელებ ე.წ. „კითხვის საათებს“ პირველ კლასში, შემოვიღებ ამ  ტიპის აქტივობას მეხუთე კლასშიც.
წიგნით და კითხვით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით  სკოლაში დავაარსებ  „მკითხველთა კლუბს“, ვეცდები მნიშვნელოვნად გავამდიდრო საკლასო ბიბლიოთეკა, პერიოდულად მოვაწყობ შეხვედრებს  საბავშვო მწერლებთან, გამომცემლობებთან,  მოსწავლეებს გავაწევრიანებ სკოლის ბიბლიოთეკაში.
დავეხმარები კოლეგებს, თავიანთ კლასებში  ე. წ. „მიმოწერის დღიურების“ შემოღებაში, წარმოებაში, შევთავაზებ ჩემს გამოცდილებას, სკოლაში დავაარსებ და შემდგომში   პოპულარიზაციას გავუწევ „მკითხველთა კლუბს,“ მასწავლებლებს შევთავაზებ  ტექსტების იმ დიდ მარაგს, რომლებიც დროთა განმავლობაში დავაგროვე. აგრეთვე, შევთავაზებ  სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსს, მათ შორის, ჩემს საგანმანათლებლო ბლოგებს.
ვეცდები, გავააქტიურო ჩემს საქმიანობაში მშობელთა ჩართულობა, ვთხოვო მშობლებს დახმარება ამ მიმართულებით, დავგეგმო განსაზღვრული სამუშაო.






No comments:

Post a Comment