როგორ გავუფრთხილდეთ საკუთარ
ჯანმრთელობას
პროექტის აქტუალობა
|
სადამრიგებლო პირველ კლასში ჩემი დაკვირვებით, გასაუბრებით,
გამოკითხვებით შევატყვე, რომ ბავშვები ვერ ერკვევიან, რას ნიშნავს სწორი კვება, ჯანსაღი
ძილი, ცხოვრების ჯანსაღი წესი... შევატყვე, რომ დასვენებებზე სკოლაში ისინი ძირითადად სახლიდან მოტანილი არაჯანსაღი
პროდუქტით (ჩიფსებით, ფასტ-ფუდის პროდუქტებით) იკვებებიან, ზოგჯერ ვერ იცავენ ჰიგიენის
წესებს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ისინი შემეხვედრებინა ექიმთან,-ჩემი მოსწავლის,
ანდრია ორმოცაძის ბებიასთან.
|
პროექტის ხანგრძლივობა
|
3 კვირა
|
მიზანი
|
მშობლის ჩართულობის
უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;
პატარებისთვის
სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე;
|
ამოცანები
და განხორციელების გზები
|
ექიმთან შეხვედრამდე ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები,
განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:
პირველი ნაბიჯი --(08. 05.17.-დან 12.05.17-მდე) -- მოვაწყობ გამოკითხვებს, დისკუსიებს
თემაზე:,,როგორ ვუფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას“.
მეორე ნაბიჯი -- (15.05.17-დან 19.05.17-მდე)--ექიმს დაველაპარაკები შეხვედრის
თაობაზე, მოვილაპარაკებთ, რა საკითხზე იქნება უფრო საჭირო ყურადღების გამახვილება,
დავთქვამთ შეხვედრის დროს, შევთანხმდებით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებაზე,
რათა ბავშვებს უფრო გაუადვილდეთ ინფორმაციის აღქმა.
მესამე ნაბიჯი -- 2017 წლის 23 მაისს შევხვდებით ექიმ მშობელს. დავეხმარები მას, რომ
ეს შეხვედრა ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენი პატარებისთვის.
მეოთხე ნაბიჯი --(24.05. 2017 )-მოვახდენ პროექტის შეჯამებას, ბავშვებთან ჩავატარებ
ზეპირ გამოკითხვას, დავაკვირდები, რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთან შეხვედრის
დროს მიღებული ინფორმაცია.
შეხვედრის დღის გეგმა:
|
ექიმი ბავშვებს გაესაუბრება შემდეგ საკითხებზე:
Ø დღის რეჟიმი;
Ø პირადი ჰიგიენა;
Ø ძილი;
Ø ჯანსაღი ცხოვრების წესი;
Ø ვიტამინები;
Ø მიკრობები და ბაქტერიები;
Ø სწორად კვების ოქროს წესი.
საუბარი შედგება საპრეზენტაციო სლაიდ-შოუს თანხლებით.
|
შედეგი
|
შედგება მშობლის
ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
ბავშვებმა მრავალ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ თავიანთი ჯანმრთელობის
მოვლის შესახებ;
პატარები დარწმუნდებიან, რომ ექიმთან ვიზიტი სულაც
არაა საშიში და რომ ისნი მუდმივად უნადა ზრუნავდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
|
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
|
1. მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
2. რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა
და რატომ?
3.რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონა წილეებმა?
5. განხორციელდა თუ არა პროექტით გატვალისწინებული აქტივობები, ხომ არ
მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;
6. მომავალში მეტი ყურადღება რას მივაქციო?
|
სოციალური პროექტის გეგმა შეადგინა
|
სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო
სკოლის უფროსმა პედაგოგმა; ნესტან კუპრავამ
|
კლასის ხელმძღვანელის რეფლექსია განხორციელებულ პროექტზე
მას შემდეგ, რაც შევნიშნე, რომ ჩემი მოსწავლეეები ზოგჯერ
გამოუძინებელი მოდიან სკოლაში, არასწორად იკვებებიან, არ იციან, როგორ გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას, გადავწყვიტე,
ისინი შემეხვედრებინა ჩვენი მოსწავლის, ანდრია ორმოცაძის მშობელთან, ქალბატონ ნათელა მამსიკაშვილთან. ქალბატონი
ნათელა ჩვენი უბნის ექიმია. მას დიდი ხანია,
რაც ვიცნობ, ვიცი, რომ მეტად პატივსაცემი პიროვნება
და ცნობილი ექიმია. გარდა ამისა, ვიცი, რომ მეტად მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა
სასკოლო ცხოვრებაში, სურვილი გამიჩნდა, მშობელი უფრო დამეახლოებინა კლასთან.
მიზანი:
·
მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;
·
პატარებისთვის
სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე;
ექიმთან შეხვედრამდე გავწიე სხვადასხვა მოსამზადებელი
სამუშაო:
პირველი ნაბიჯი --(08. 05.17.-დან 12.05.17-მდე) -- მოვაწყვე გამოკითხვები, დისკუსიებს თემაზე:,,როგორ ვუფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას“.
მეორე ნაბიჯი -- (15.05.17-დან 19.05.17-მდე)--ექიმს დაველაპარაკე შეხვედრის თაობაზე, ერთად მოვილაპარაკეთ, რა საკითხზე
იქნებოდა უფრო საჭირო ყურადღების გამახვილება,
დავთქვით შეხვედრის დრო, შევთანხმდით სხვადასხვა
სტრატეგიების გამოყენებაზე, რათა ბავშვებს უფრო გაუადვილდეთ ინფორმაციის აღქმა.
მესამე ნაბიჯი -- 2017 წლის
23 მაისს შევხვდით ექიმ მშობელს. დავეხმარე მას, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი
და სასარგებლო ყოფილიყო ჩვენი პატარებისთვის.
მეოთხე ნაბიჯი --(24.05. 2017 )-მოვახდინე პროექტის შეჯამება, ბავშვებთან ჩავატარე ზეპირი გამოკითხვა,
დავაკვირდი, რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია.
2017 წლის 23 მაისს ექიმი
ჩემს სადამრიგებლო Iა
კლასს ეწვია. ბავშვები მას მეტად გულთბილად შეხვდნენ. დიდი ინტერესით მოუსმინეს
მის საუბარს, რომელიც საპრეზენტაციო სლაიდ-შოუს თანხლებით მიმდინარეობდა.
ექიმი ბავშვებს ესაუბრა: თუ რას ნიშნავს ჯანმრთელობა,
რა უნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად. ესაუბრა
სწორად კვებაზე, ვიტამინებზე, რომლებიც კვების სხვადასხვა ჯგუფში მოთავსებულ პროდუქტებში
შედიან. აუხსნა ბავშვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის შედგენა და მისი
განხორციელება, რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რამდენად მნიშვნელოვანია დროზე
დაძინება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში, სხვადასხვა მავნე ჩვეულების დროულად აღმოფხვრა. ისაუბრა ჰიგიენაზე, ბავშვებს მიაწოდა ინფორმაციები
ბაქტერიებზე, ვირუსებზე.
დაარწმუნა ბავშვები, რომ შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების
პრევენცია, ისაუბრა კბილების მოვლის აუცილებლობაზე.
ექიმი ბავშვებს ესაუბრებოდა დამაჯერებლად, პატარებისთვის
გასაგები ენით. დასასრულს, მან ბავშვებს უჩვენა
საინტერესო მუსიკალური კლიპი სწორად კვების აუცილებლობაზე.
პირველკლასელებმა ექიმს უამრავი შეკითხვა დაუსვეს. სტუმარმა
მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
გიორგიმ,-ერთმა ბიჭუნამ, რომელსაც ჩვევად აქვს კალმების
პირში ჩადება და ღრღნა, ექიმს უთხრა, რომ დარწმუნდა ამ ჩვევის მავნებლობაში და რომ ის ამ ქცევას აუცილებლად მოიშლის. ვაკვირდებოდი, თუ როგორ ცდილობდა გიორგი დღის განმავლობაში ამ ჩვევის უკუგდებას,
როცა ბავშვები ახსენებდნენ, ძველებურად არ
ღიზიანდებოდა, ეთანხმებოდა და ასრულებდა.
ექიმს ბავშვები თბილად დაემშვიდობნენ და სთხოვეს, რომ
ხშირად მოინახულოს ისინი. მშობელმაც დიდი კმაყოფილება გამოხატა ამ შეხვედრის გამო.
შედეგი:
·
შედგა მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
·
ბავშვებმა უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს ჯანმრთელობის საკითხებზე.
·
პატარები
ექიმს დაჰპირდნენ, რომ აუცილებლად შეასრულებენ მის რჩევა-დარიგებას.
პროექტის მონიტორინგი
1.
მოხდა,თუ
არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია.
2.
რომელი
აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
აქტივობები გეგმის მიხედვით განხორციელდა.
3.
რომელ
კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
განსაკუთრებით საინტერესო
აღმოჩნდა ექიმთან შეხვედრის დღე. შეხვედრა სასიხარულო იყო მშობლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც.
4.
რა
სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის შედეგად ბავშვები დარწმუნდნენ, რომ თავიანთ
ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ, იკვებონ ჯანსაღი პროდუქტებით, დროზე დაიძინონ, დაიცვან
დღის რეჟიმი, მოუარონ კბილებს, დაკავდნენ სპორტით...
5.
პროექტის
აქტივობები გეგმის გათვალისწინებული
ყველა აქტივობა განხორციელდა, მსვლელობისას
რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა.
6.
მომავალში
-უფრო მეტ ყურადღებას
მივაქცევ, რომ ადამიანური რესურსი გამოვიყენო მოსწავლეთა სასარგებლოდ. სკოლაში განვახორციელებ
მშობელთა ჩართულობის პროგრამას.
ნესტან კუპრავა
24.05.2017
No comments:
Post a Comment