სსიპ
ქალაქ თბილისის
# 22 საჯარო
სკოლის
მასწავლებლის ნესტან
კუპრავას 2016
წლის II სემესტრში
პროფესიული
განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა
სსიპ
ქალაქ თბილისის
# 22 საჯარო
სკოლის
მასწავლებლის ნესტან
კუპრავას 2016
წლის II სემესტრში
პროფესიული
განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა
#
|
საჭიროება
|
აქტივობა
|
პერიოდი
|
აქტივობის განხორციელების
ინდიკატორი
|
1
|
მშობელთა აქტიური
ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, მოსწავლის , მშობლის და მასწავლებლის ურთიერთკავშირი;
მშობელთა ჩართულობის
პროგრამაში აქტიური მონაწილეობა; კომუნიკაციის
გაუმჯობესება მოსწავლეებისთვის მეტი სარგებლის მოსატანად.
კომუნიკაციის
ფორმისა და მშობელთა ინტერესის სფეროების განსაზღვრა;
|
კითხვარების
შევსება კომუნიკაციის ფორმისა და მშობელთა ინტერესების სფეროების დასადგენად;
|
15-31
იანვარი
2016
წელი
|
მშობელთა მიერ
შევსებული კითხვარების ანალიზი;
|
დისკუსიიის
მოწყობა თემაზე: „ რას ნიშნავს მშობელთა წარმატებული ჩართულობა“
|
თებერვალი
2016 წელი
|
ვიდეოჩანაწერი,
მშობელთა გამოხმაურებები
|
||
გაკვეთილს ატარებენ
მოხალისე მშობლები-ექიმი, ხელოვანი, კულინარი
|
მარტი
2016 წელი
|
ვიდეოჩანაწერი,
მშობელთა გამოხმაურებები
|
||
მშობელთა დღე-
ღია კარის დღე მშობელთათვის
|
მარტი
2016 წელი
|
გაკვეთილების
გეგმები,
რეფლექსია,
მშობელთა გამოხმაურებები
|
||
მშობელთა ჩართულობა
სასკოლო ღონისძიებებში,-საზეიმო შეხვედრა დედის დღესთან დაკავშირებით;
|
3 მარტი
2016 წელი
|
ვიდეოჩანაწერის
ანალიზი, რეფლექსია
|
||
2
|
მოსწავლეებში ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის გრძნობის წახალისება, ერთიანობისა და სოლიდარობის გრძნობის ჩამოყალიბება,
ბავშვის უფლებათა
კონვენციის გაცნობა, მოსწავლეებთან
კეთილგანწყობილი
ურთიერთობებისა
და პატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაციის ფლობა;
ინკლუზიური
განათლების პრინციპების ფლობა და სასწავლო პროცესის ფლობა;
|
დისკუსიები
თემებზე: „მინდა ვიცხოვრო დედამიწაზე და ვიყო თავისუფალი“
„დედამიწის მოსახლეობა”
(სადამრიგებლო
საათის ფარგლებში);
|
აპრილი
2016 წელი
|
თვითშეფასების
ცხრილი
|
სასწავლო პროექტი
სახელწოდებით: „შევისწავლოთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები“
|
აპრილი
2016 წელი
|
პროექტი, რეფლექსია,
შეფასების რუბრიკა,
თვითშეფასების ცხრილი;
|
||
ინკლუზიურ განათლებაში
ჩართული სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა და მისი შესრულების
მონიტორინგი
|
2016 წელი
|
ინდივიდუალური
სამოქმედო გეგმა, სსსმ მოსწავლის შეფასების ცხრილები, რეფლექსია;
|
||
3
|
სასწავლო რესურსების
მართვა და მათი გამოყენების ფლობა;
|
ელექტრონული
და ბეჭდვითი პროფესიული ლიტერატურის სისტემატურად გაცნობა;
|
იანვარი-ივნისი
2016 წელი
|
რეფლექსია
|
ელექტრონული
სასწავლო რესურსის შექმნა საბუნებისმეტყველო,
სახელოვნებო, ლიტერატურულ და სხვა თემებზე.
|
იანვარ-ივნისი
2016 წელი
|
შექმნილი სასწავლო
რესურსის ანალიზი
|
||
შეფასების რუბრიკებისა და ტესტების შექმნა,-ელექტრონულად;
|
იანვარ-ივნისი
2016 წელი
|
შექმნილი რუბრიკებისა
და ტესტების ანალიზი
|
||
ბლოგის შექმნა
და მასზე საკუთარი პორტფოლიოს განთავსება;
|
თებერვალი
2016 წელი
|
ბლოგზე განთავსებული
პროფესიული პორტფოლიო, კოლეგების გამოხმაურებები;
|
||
4
|
ინტეგრირებული
გაკვეთილების დაგეგმვისა და სხვადასხვა დონის განმავითარებელი სტრატეგიების ფლობა,
ხალისიანი და
დინამიური გაკვეთილების ჩატარების ფლობა;
|
ინტეგრირებული
გაკვეთილი მეოთხე კლასში ქართულ ენასა და
ლიტერატურაში;
|
25 მარტი
2016 წელი
|
საგაკვეთილო
გეგმა,
რეფლექსია
და შეფასების
რუბრიკები;
|
ინტეგრირებული
გაკვეთილი მეოთხე კლასში ბუნებისმეტყველებაში;
|
6 აპრილი
2016 წელი
|
საგაკვეთილო
გეგმა,
რეფლექსია
და შეფასების
რუბრიკები;
|
||
ინტეგრირებული
გაკვეთილი მეექვსე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
|
8 აპრილი
2016 წელი
|
საგაკვეთილო
გეგმა,
რეფლექსია
და შეფასების
რუბრიკები;
|
||
კლასგარეშე
ღონისძიება:
„საბავშვო წიგნების
კვირეული და შეხვედრა საბავშვო მწერალთან, რომელსაც მოვიწვევთ „ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობასთან“ შეთანხმებით;
|
10 მაისი
|
ვიდეოჩანაწერის
ანალიზი,
რეფლექსია,
მოსწავლეთა
გამოხმაურებები
|
||
5
|
განმავითარებელი
შეფასების ეფექტური სტრატეგიების ფლობა, კოპიუტერული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში
ეფექტური გამოყენების ფლობა, ინკლუზიური განათლების პრინციპების ცოდნა და სასწავლო
პროცესის ფლობა,-აღნიშნულ თემებზე ტრენინგების გავლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ცენტრში
|
განმავითარებელი
შეფასების სტრატეგიები და მოსწავლეეებში მიღწევების შემოწმების სხვადასხვა სისტემური
მეთოდის ფლობა
|
მარტი
2016 წელი
|
ტრენინგის ანგარიში,
პოსტ-ტესტი
|
ისტის გამოყენება
სწავლებაში-პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
|
მაისი -2016
წელი
|
ტრენინგის ანგარიში
|
||
ინკლუზიური
განათლების პრინციპები
|
ივნისი
2016 წელი
|
ტრენინგის ანგარიში
|
||
6
|
მონაწილეობა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში,
სტატიების გამოქვეყნება მეთოდოლოგიურ საკითხებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში
|
მოხსენების
მომზადება და წარდგენა ქართული ენისა და
ლიტერატურის სექციაზე;
|
2016 წელი
|
თვითშეფასება,
კოლეგების გამოხმაურებები
|
სასწავლო -მეთოდური
ხასიათის სტატიის გამოქვეყნება პროფესიულ გამოცემებში(ელექტრონულში ან ბეჭდვითში);
|
2016 წელი
|
გამოქვეყნებული
ნამუშევარი
|
||
7
|
საკუთარი პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა
|
მოსწავლეებში
ეფექტური უკუკავშირის სტრატეგიების ფლობა
|
2016 წელი
|
თვითშეფასება, ფოკუსირებული დაკვირვება,
პედაგოგიური კვლევის
ფარგლებში განხორციელებული
ჩანაწერები.
|
8
|
საკუთარ საგაკვეთილო
პროცესზე ფოკუსირებული დაკვირვება, შიდა
და გარე დაკვირვება;
|
საკუთარ გაკვეთილზე
კოლეგების მიწვევა და მათი გამოხმაურებების ანალიზი, ჩატარებული გაკვეთილების ვიდეოჩანაწერების გაკეთება, მათი
ნახვა, ანალიზი
|
მარტი-აპრილი
2016 წელი
|
კოლეგის უკუკავშირი,
ვიდეოჩანაწერის ანალიზი
|
შიდა დაკვირვება-(შეფასების
ჯგუფის მიერ);
|
მაისი
2016 წელი
|
საგაკვეთილი გეგმები,
რეფლექსია,
შეფასების სქემები;
|
||
გარე დაკვირვება-შეთანხმების
მიხედვით
|
მაისი
2016 წელი
(შეფასების
ჯგუფთან
შეთანხმებით)
|
საგაკვეთილი გეგმები,
რეფლექსია,
შეფასების სქემები;
|
თბილისის 22-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნესტან კუპრავას ანგარიში ჩატარებული სამუშაოს შესახებ
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში ყურადღებით გავეცანი მეექვსე კლასის საგნობრივ სტანდარტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. შევადგინე საგნის სასწავლო გეგმა-ესგ-სთან შესაბამისობაში. აღნიშნული გეგმა პირველ სემესტრში წარმატებით განხორციელდა. პერიოდულად მიწევდა სასწავლო გეგმის მოდიფიცირებაც. მოსწავლეებმა შეძლეს პროგრამული საკითხების ათვისება. პერიოდულად ვიყენებდი დამატებით ტექსტებსაც, სააზროვნო უნართა განვითარების მიზნით, სწავლებაში ხშირად ვიყენებდი ისეთ ეფექტურ მეთოდებს, როგორიცაა: „ხმამაღალი ფიქრი“, „ცხელი სკამი“, „სინონიმთა და ანტონიმთა წრე“, ორიენტირებული კითხვა“, „ურთიერთსწავლების მეთოდი“, „მარტივი დარგობრივი ტექსტების შექმნა“, „მნიშვნელოვანი სიტვვები“, „სიტყვების გამომძიებელი“ და სხვა. სწავლებაში ხშირად ვიყენებდი კოგნიტურ სქემებს-დიაგრამებს: „ კორნელის სქემა“, „პირამიდა“, „მარზანოს დიაგრამა“, „ლექსიკური რუკა“, „ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა“. „ ფრეიერის სქემა“, „ფანტაზიორები და რეალისტები“, პერსონაჟთა დახასიათების სხვადასხვა დიაგრამა, ნაწარმოების სტრუქტურირების სხვადასხვა დიაგრამა,-ლინგვისტური და არალინგვისტური მეთოდები.
ყოველ
კვირას (სამშაბათს, გაკვეთილების შემდეგ) კლასს ვუტარებდი დამატებით მეცადინეობას,
გრამატიკული მასალის ცოდნის განმტკიცების მიზნით.
პერიოდულად ვუტარებდი ტესტირებებს,-ბელა სარიას
მიერ შედგენილი ტესტირების საგანგებო კრებულის მიხედვით.
ჩავატარე
გეგმით გათვალისწინებული სამივე შემაჯამებელი სამუშაო.
კინგსის
ოლიმპიადაზე კლასიდან გასული იყო სამი მოსწავლე.
სამივემ წარმატებით დაძლია ყველა ეტაპი და გამარჯვებულთა სხვადასხვა ხარისხის დიპლომი
მოიპოვა-( ქეთი გულიაშვილი, ქრისტინე ცანავა, ნინო ხიზანიშვილი).
გავიმარჯვე
შესარჩევ კონკურსში და ნოემბრის თვეში მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაში,
რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა. მოხსენება, რომელიც კონფერენციაზე წარვადგინე, ქართული
ენის სწავლებაში დიფერენცირებულ მიდგომებს შეეხებოდა. საკითხმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ვემზადები, რომ სტატია აღნიშნულ თემაზე პროფესიულ გამოცემებში გამოვაქვეყნო.
ვარ
მასწავლებელთა სახლის წიგნიერების და ქართული
ენისა და ლიტერატურის ტრენერი. პირველ სემესტრში ტრენინგებს ვუტარებდი მასწავლებლებს
თბილისში და რესპუბლიკის რეგიონებში.
მიმდინარე
სასწავლო წლის დეკემბერშისკოლის საკონფერენციო კაბინეტში მეექვსეკლასელებთან ერთად განვახორციელე საინტერესო აქტივობა,- ინტეგრირებული პროექტგაკვეთილი თემაზე: „წინასაახალწლო მოგზაურობა ფოლკლორის სამყაროში“.
აღნიშნულ აქტივობას უძღვოდა ერთკვირიანი წინასაგაკვეთილო პროცესი, -მოსამზადებელი სამუშაო.
მოსწავლეებმა მშობლებისგან, ბებია-ბაბუებისგან შეიტყვეს, წიგნებიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან, ინტერნეტიდან მოიძიეს
ინფორმაციები, თუ როგორი საშობაო და საახალწლო ტრადიციები ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს,როგორ
ამზადებდნენ ჩიჩილაკს, რას განასახიერებდა იგი, რა კერძებს მიირთმევდნენ ჩვენი ქვეყნის
სხვადასხვა კუთხეში და ა.შ. ისინი ამ პერიოდში გაეცნენ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებსაც
აღნიშნულ თემაზე, შევქმენით მცირე მოცულობის სცენარი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციისთვის.
გაკვეთილისთვის დავისახე შემდეგი მიზნები: მოსწავლეებმა გაეგოთ, როგორ ემზადებოდნენ შობა-ახალი წლისთვის ძველად საქართველოში; შეესწავლათ მცირე ზომის ფოლკლორული ნიმუშები, თემასთან დაკავშირებით; დაინტერესებულიყვნენ
შემდგომში ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშების გაცნობით-(ნებისმიერ თემაზე); მათთვის შემექმნა ხალისიანი საახალწლო განწყობილება;
გაკვეთილის
პირველ ეტაზე მოსწავლეებს შევაქმნევინე ასოციაციური რუკა,-„რა ვიცით ჩვენი ეროვნული
საუნჯის-ფოლკლორის შესახებ“, შემდეგ ვუჩვენე საპრეზენტაციო სლაიდ-შოუ: „ფოლკლორული
ნიმუშები-ჩვენი ლიტერატურული მარგალიტები“. მივუთითე ხალხური შემოქმედების სხვადასხვა მიმართულებებზე.
ყურადღება გავამახვილებინე ფოლკლორული ნიმუშების შემგროვებელთა ღვაწლზე, ჩვენი ეროვნული
საუნჯის დაცვის აუცილებლობაზე.
საუბარი გადავატანინე
იმაზე, რომ მალე ახალი წელი და შობა დადგება, ჩვენს ეროვნულ ლიტერატურულ საგანძურში კი ამ თემატიკაზე უამრავი შესანიშნავი ნიმუში მოიპოვება. ვისაუბრეთ საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნების საჭიროებაზე,
ასეთ მნიშვნელოვან საჭიროებად მივიჩნიეთ საახალწლო -საშობაო ტრადიციები, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა
კუთხეში.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს
ჯგუფური მუშაობით შექმნილი ნამუშევრები,-„ როგორ ხვდებიან შობა-ახალ წელს საქართველოს
სხვადასხვა კუთხეში.“ სამუშაო ისე იყო განაწილებული, რომ ყურადღების მიღმა ჯგუფის არცერთი
წევრი არ დარჩენილა. მოსწავლეთა ხელით შექმნილი ყველა ნიმუში (პოსტერი, ნახატი, თხზულება)
იყო მეტად მიმზიდველი და საინტერესო.
შემდგომ ამისა, მოსწავლეებმა
წარმოადგინეს მცირე მოცულობის მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია. აქ წარმოდგენილი ყველა ნიმუში,-ლექსი, ანდაზა, ენის
გასატეხი, გამოცანა, საგალობელი თუ ცეკვა იყო ფოლკლორული, ზოგი უკვე დავიწყებულიც კი,-ძველ
წიგნებში მოძიებული.
მეტად სასიამოვნოდ წარმოადგინეს
მოსწავლეებმა „ალილოს საგალობელი“ და “ ქართული ცეკვების პოპური“.
შემდგომ ამისა, მოსწავლეებმა
მოკლე ფრაზებით წებოვან ფერად ქაღალდზე გააკეთეს დასკვნა, -რამდენად მნიშვნელოვანია
ეროვნული საუნჯის უფრო ღრმად გაცნობა და რამდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე
დღევანდელმა გაკვეთილმა.
სპეციალურ სადგარზე გაკრული „ზოგადი შეფასების სქემით“ შევაფასე მოსწავლეთა
ცოდნის ხარისხი, ჩართულობა, ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაციის გამართვის უნარი. კმაყოფილება
გამოვხატე მოსწავლეთა საქმიანობის გამო, მივუთითე, რომ სასურველია გააგრძელონ მუშაობა
პრეზენტაციების მოწყობის უნარის დასაუფლებლად.
გაკვეთილმა არა მარტო
მოსწავლეებზე, ჩემზედაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კმაყოფილება აღმიძრა ამ პატარა პროექტგაკვეთილით დამდგარმა
შედეგმა: მოსწავლეები მიიღეს ინფორმაცია ჩვენი საუნჯის, -ფოლკლორული ნიმუშების
შესახებ; შეძლეს საუბარი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა
კუთხის საახალწლო-საშობაო ტრადიციებზე; გაეცნენ
გაეცნობიან ფოლკლორულ ნიმუშებს სხვადასხვა
მიმართულებით; აღეძრათ ცნობისმოყვარეობა, გაუჩნდათ ინტერესი ხალხური საუნჯის უფრო ღრმად
გაცნობისა.
გამიჩნდა მოტივაცია,
ამგვარი სასწავლო აქტივობის უფრო ხშირად ჩატარებისა. იმედია, ამას მეორე სემესტრში შევასრულებ.
საკლასო
აქტიურობა
მეოთხე ა კლასი სემესტრის განმავლობაში გამოირჩეოდა თავისი აქტიურობით:
ბავშვები ქმნიდნენ და ცდილობდნენ დაეცვათ საკლასო წესები, საჭიროების შემთხვევაში,
ისინი ამ წესებს ცვლიდნენ.
ბავშვები დაინტერესებული იყვნენ საკუთარი ცოდნის წარმოჩენითა და შემოწმებით.
სემესტრის განმავლობაში ისინი მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრის
მიერ შემოთავაზებულ ოლიმპიადებში. მაგ: მოსწავლეთა დიდი ნაწილი (12 მოსწავლე გავიდა
კინგსის ოლიმპიადაზე,-ქართულ, ინგლისურ ენებში და მათემატიკაში. ყველა მათგანი გავიდა
ფინალურ ტურში, ცხრამ კი სხვადასხვა ხარისხის დიპლომი მოიპოვა.
მოსწავლეები მონაწილეობდნენ სასკოლო ღონისძიებებში, საკლასო/სადამრიგებლო
შეხვედრებში, აწყობენ გამოფენებს, დადიან სხვადასხვა საგნობრივ თუ სახელოვნებო/სპორტულ
წრეებში სამეცადინოდ. კითხულობენ კლასგარეშე/საბავშვო ლიტერატურას, წერენ მასწავლებლის
მიერ შემოთავაზებულ შემაჯამებელ წერებს, უვლიან თავიანთ საკლასო ოთახს, ცდილობენ საკუთარი
დამოკიდებულებების გამოხატვას...
პირველ
სემესტრში მეოთხე კლასში ჩატარებული სამუშაოს მოკლე ანალიზი
მიმდინარე
სასწავლო წლის პირველ სემესტრში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი, რომ მოსწავლეებს
ჰქონოდათ მიმზიდველი და უსაფრთხო გარემო. წლის დასაწყისში განსაკუთრებული ყურადღება
დავუთმე საკლასო ოთახის გაფორმებას, აღჭურვას საჭირო ინვენტარით, ტექნიკური საშუალებებით.
მოსწავლეებს
შევამუშავებინე საკლასო წესები, რომლის დაცვისკენაც ბავშვებს სისტემატურად მოვუწოდებდი.
ვატარებდი
სადამრიგებლო საათებს, განვიხილეთ ისეთი საჭირბოროტო საკითხები, როგორიცაა: თანასწორობა,
კარგი გოგო, კარგი ბიჭი, ბავშვთა უფლებები, მრავალფეროვნება და პლურალიზმი, ჩვენი
ადგილი ევროპაში... ყურადღებით ვეკიდებოდი სადამრიგებლო საათის ფარგლებში კითხვის დროის
გამოყოფას, ვცდილობდი, მოსწავლეებს კითხვა შეჰყვარებოდათ.
ნოემბრის
ბოლოს ჩავატარე სასკოლო ღონისძიება: „ მოგზაურობა ევროპაში“, რომელიც ორ ტურად ჩატარდა.
პირველი დღე მიეძღვნა პროექტგაკვეთილს, სადაც ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი საპრეზენტაციო
მასალები, თავიანთი ცოდნა მხიარულ ვიქტორინაზე წარმოაჩინეს, მეორე დღეს კი სკოლის დარბაზში
სცენაზე წარმოადგინეს ნომრები: სხვადასხვა
ქვეყნების ცეკვები და სიმღერები, გასართობი ნომრები.... ბავშვები გამოწყობილი იყვნენ
ევროპული ქვეყნების ტრადიციულ სამოსში, ცდილობდნენ, ნომრები უცხოურ ენებზე წარმოედგინათ,
ღონისძიებას ესწრებოდა და ვიდეოკამერით იღებდა თბილისის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენელი.
სემესტრის
ბოლოს მოსწავლეებს ჩავუტარე შემაჯამაებელი წერები ქართულ ენაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში.
ბავშვებმა კარგი შედეგი აჩვენეს. ისინი თანდათან ავითარებენ როგორც აკადემიურ, ასევე
სხვა უნარ-ჩვევებს.
სემესტრის
განმავლობაში მოეწყო სახვითი და წერითი ნამუშევრების რამდენიმე გამოფენა: „მოგზაურობა
ევროპაში“, „დედამიწის გარშემო,“ „ბიჭები და გოგონები“.
No comments:
Post a Comment