სასწავლო პროექტი
პროექტის თემა: ევროპა ჩვენი
სახლია
რა
ვიცით ევროპისა და ევროკავშირის შესახებ.
აღნიშნული პროექტი მე და ჩემმა მოსწავლეებმა მიმდინარე სასწავლო წლის ნოემბერში დავიწყეთ. შევაჯერეთ ჩვენი
მოსაზრებები, ასევე შევარჩიეთ ევროპის ის
ქვეყნები, რომლებზედაც ცოდნის მიღება მოსწავლეებს
განსაკუთრებით აინტერესებდათ. დავწერეთ სცენარი, მოვიძიეთ ვიდეოფილმები, სიმღერები,
ცეკვები, რომელთა წარმოდგენა გვინდოდა შემაჯამებელ სამუშაოზე,-პრეზენტაციის დღეს. ბავშვებმა დაიწყეს საპრეზენტაციო სლაიდ-შოუების მომზადება.
გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ელექტრონული ხმოვანი წიგნები, წაგვეკითხა ცნობილ ევროპელ ავტორთა ნაწარმოებები, დაგვეხატა ილუსტრაციები და სხვა ნახატები,
დაგვეწერა ინფორმაციული ტექსტები, თხზულებები ჩვენი შთაბეჭდილებების შესახებ, ჩვენი სამომავლო
მიზნების შესახებ, შეგვექმნა პლაკატები, პოსტერები, ხელნაწერი წიგნები...
ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში მშობელთა
აქტიური ჩართულობაც, მითუმეტეს,
რომ მშობელთა გარკვეული ნაწილი დაჯილდოებულია სხვადასხვა სახელოვნებო უნარით. მათ გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია
სკოლისა და ოჯახის მჭიდრო ურთიერთკავშირი.
ვინაიდან უკვე აქვთ ამ კუთხით დიდი გამოცდილება, პროექტმა უმალვე გამოიწვია მშობელთა
დაინტერესება. მათ დააზუსტეს, თუ რა სახის
დახმარებას შეძლებდნენ და გადაწყვიტეს მასში
აქტიურად ჩაბმა.
პროექტის აქტუალურობის განსაზღვრა:
კლასში
უკვე მრავალი პროექტი განხორციელდა,-მიმართული
უმცროსკლასელებისთვის სხვადასხვა უნარის განსავითარებლად. პროექტი მოსწავლეთა უნარების
შემდგომი განვითარებისკენ იქნება მიმართული. გარდა ამისა, ბავშვები ხშირად აღნიშნავენ, რომ აინტერესებთ ინფორმაციები
ევროპის ქვეყნების შესახებ, მათ იციან, რომ ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის ევროპისკენ და
ევროპული გაერთიანებებისკენ, მაგრამ მათში აღძრული ცნობისმოყვარეობა არ განვითარებულა.
სასურველია, აღნიშნულ თემაზე უმცროსკლასელებს ინფორმაციები მათთვის მისაწვდომად
მივაწოდოთ,-მარტივად, საინტერესოდ.
კლასში
იმყოფებიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებსაც
უჭირთ მიწოდებული ინფორმაციების აღქმა,
ვფიქრობ, სახალისო და საინტერესო ღონისძიებაში ისინი სიამოვნებით ჩაერთვებიან, ცოდნასაც
მიიღებენ და გარკვეულ უნარებსაც განავითარებენ.
ბავშვები
ხალისიანად გატარებენ შემაჯამებელი სამუშაოსთვის განკუთვნილ დღესაც, რაც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საკლასო პროექტის მიზანი:
·
მოსწავლეებმა მიიღონ
გარკვეული ცოდნა ზოგადად ევროპის კონტინენტის, ევროკავშირისა და ევროპის რამდენიმე
წამყვანი ქვეყნის შესახებ;
·
მოსწავლეები ისწავლონ
ევროპის რამდენიმე დიდი ქვეყნის დედაქალაქები
სახელები, ცნობილ ღირსშესანიშნაობები, ევროპის ქვეყნების გამოკვეთილ ტრადიციების, კერძების,
გამოჩენილი ცნობილი ადამიანების, ღირსსესანიშნეობების
შესახებ... დროშები, გერბები...
·
მოსწავლეები განავითარონ
კითხვის დასმის უნარი, მსჯელობის, დისკუსიის,
ასევე პრეზენტაციის გაკეთების უნარი;
·
მიიღონ ინფორმაციები
ევროკავშირის შესახებ;
·
განავითარონ სახელოვნებო,
შემოქმედებითი უნარები;
·
განამტკიცონ ურთიერთთანამშრომლობის,
ჯგუფში მუშაობის ჩვევები;
ამოცანები პროექტგაკვეთილის
განსახორციელებლად:
·
მოვიძიო და მოსწავლეებს
მივაწოდო ინფორმაციები ევროპის მათ მიერ შერჩეული ქვეყნების გასაცნობად;
·
მოვიძიო სერჩეული
ქვეყნების სიმღერები, ცეკვები, მათ ენებზე მარტივი ფრაზები;
·
შევქმნა და მოსწავლეებსაც
შევაქმნევინო ელექტრონული სლაიდ-შოუები ევროპის ქვეყნებისა და ევროკავშირის შესახებ;
·
ელექტრონული და ხელნაწერი წიგნების გაკეთება, ილუსტრაციების და სხვა სახვითი
ნიმუშების შექმნა, სცენარის დაწერა, რეპეტიციების
ჩატარება;
·
ჩევრთო პროექტში მოსწავლეთა მშობლები;
·
გაკვეთილის ჩატარება ევროპისა და ევროკავშირის თემაზე;
·
მოსწავლეებისა და მშობლების მიერ შესრულებული ნამუშევრების შერჩევა, გამოფენა
სკოლის საგამოფენო სივრცეში;
·
შესრულებული ნამუშევრების წარდგენა/პრეზენტაცია;
·
საკლასო პროექტის შეფასება;
განხორციელების გზები:
როგორ?- წინასწარ
მოვიმარაგებ ყველა საჭირო რესურსს, ინფორმაციებს,
შევარჩევ სხვადასხვა ეფექტურ სტრატეგიას მათ
გადასაცემად. ინფორმაციულ ტექსტებს წავიკითხავთ
სკოლაში, ადაპტირებულ ტექსტებს გადავიტანთ
ელექტრონულ წიგნებზე, ვნახავთ ვიდეოფილმებს, მოსწავლეებს მივცემ
მათ ზუსტ
ინსტრუქციებს, რის შესრულებასაც საგანგებო
მონიტორინგს გავუწევ და შევაჯამებ.
ვინ?- პროექტის მონაწილეები
ვიქნებით: მოსწავლეები, მე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის, მუსიკის, ხელოვნების მასწავლებლები და პროექტში ჩართვის მსურველი მშობლები.
როდის?- პროექტი განხორციელდება
სასწავლო წელს 1 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით. პროექტის კულმინაცია იქნება მისი წარდგენა/პრეზენტაცია
2 დეკემბერს.
მოსალოდნელი შედეგები:
ქართ. IV. 1. მოსწავლეს
შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
·
გადმოსცემს არამხატვრული ტექსტის
შინაარსს.
·
მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების
შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების
(რეკლამის, საყმაწვილო ჟურნალის განცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და
სხვ.) წაკითხვა და გაგება.
·
აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული
ნიშნით (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი ხარისხისა და ა.შ. მიხედვით).
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა.
·
შესაფერისი
ლექსიკის გამოყენებით ადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს (კლიმატური პირობების აღწერას,
გეოგრაფიული გარემოს აღწერას, მათემატიკურ ამოცანას);
ბუნ.IV.6.მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი
გეოგრაფიული ობიექტის აღწერა.
·
აღწერს გეოგრაფიულ ობიექტებს,
ს.გ.IV. 5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა
სამუშაო.
·
გეგმავს
შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას; იცავს
დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;
ს.გ.IV.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
·
მონაწილეობს თეატრალურ წარმოდგენებში, საკლასო და სასკოლო ზეიმებში და გამოფენებში;
მუს.IV.6. მოსწავლეს
შეუძლია ჯგუფში მუშაობა.
·
მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში.
მუს. IV.8.
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
·
მონაწილეობს კლასის ღონისძიებებში;
მოსწავლეები წაიკითხავენ
შერჩეულ ლიტერატურას,- ადაპტირებულ საინფორმაციო ტექსტებს. შექმნიან ნახატებს, ხელნაწერ წიგნებს, ელექტრონულ სლაიდ-შოუებს; სკოლაში გამოიფინება მათ მიერ შექმნილი ხელნაწერი
და ილუსტრირებული წიგნები, ნახატები, აპლიკაციები...
აღნიშნულ თემაზე ასევე იმუშავებენ მშობლები. ისინი დახატავენ,
შექმნიან ხელნაკეთობების ნიმუშებს, წაუკითხავენ ბავშვებს ტექსტებს, დაეხმარებიან მათ
ინფორმაციების მოძიებაში, სასცენო ნომრების მომზადებაში...
პროექტის ფარგლებში ჩატარებული ყველა საქმიანობა ჩატარდება მშობელთა აქტიური თანამონაწილეობით.
პროექტგაკვეთილის განხორციელებისთვის საჭირო რესურსი:
საგანგებოდ
მომზადებული საინფორმაციო ტექსტები, თაბახის ქაღალდები, ფერადი ქაღალდები,
სახატავი ქაღალდები, ფლიპჩარტები, ფანქრები,
საღებავები, მარკერები, ბუკები, პროექტორი, ვიდეოფილმები, სლაიდ-შოუები. საგანგებო
ფინანსებს არ ვსაჭიროებ, ყველა ეს რესურსი სკოლაშივე მოიპოვება;
წინასწარ შესასრულებელი სამუშაო;
·
ევროპის რამდენიმე
ქვეყნის შერჩევა გასაცნობად;
·
სლაიდ-შოუებისთვის
ინტერნეტში საჭირო ელექტრონული მასალის შეგროვება;
·
საინფორმაციო ტექსტების
ადაპტირება;
·
მოსწავლეთა წინასწარი
მოტივირების მიზნით, ვიდეოფილმების ნახვა;
პროექტის ხელმძღვანელის ანგარიში
(დაიწერა შემაჯამებელი სამუშაოს შემდეგ)
ვფიქრობ,
ამ პროექტის ყველა მიზანი სრულად განხორციელდა,
მახარებს მოსწავლეებისა და მშობლების დამოკიდებულებაც აღნიშნული პროექტის მიმართ,-მათ
დიდი კმაყოფილება და დაინტერესება გამოხატეს
შეთაზებული საქმიანობის მისამართით.
მოსწავლეებმა
პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო სამუშაო შეასრულეს: ისინი გაეცნენ ჩემ მიერ მოძიებულ
საინფორმაციო ტექსტებს ევროპის ექვს ქვეყანაზე,
თვითონაც მოიძიეს და წაიკითხეს ინფორმაციები
ინტერნეტში, შექმნეს ნახატები, აპლიკაციები, პოსტერები, საინფორმაციო აბრები, ელექტრონული
პრეზენტაციები, ისწავლეს სიმღერები და ცეკვები სხვადასხვა ხალხთა ენებზე, მარტივი ფრაზები
სხვადასხვა ენაზე, გაიაზრეს, რომ ევროპულ თანამეგობრობაში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისათვის
სარგებლიანი იქნება, დაინტერესდნენ ევროპის შემდგომი შესწავლით.
კერძოდ, პროექტის მიზნიდან გამომდინარე:
·
მოსწავლეებმა მიიღეს გარკვეული ცოდნა ზოგადად ევროპის კონტინენტის, ევროკავშირისა
და ევროპის რამდენიმე წამყვანი ქვეყნის შესახებ;
·
მოსწავლეები ისწავლეს ევროპის
რამდენიმე დიდი ქვეყნის დედაქალაქები სახელები, ცნობილ ღირსშესანიშნაობები, ევროპის
ქვეყნების გამოკვეთილ ტრადიციების, კერძების, გამოჩენილი ცნობილი ადამიანების, ღირსშესანიშნეობების შესახებ... გაეცნენ
ამ ქვეყნების დროშებს, გერბებს...
·
განავითარეს
კითხვის დასმის უნარი, მსჯელობის, დისკუსიის,
ასევე პრეზენტაციის გაკეთების უნარი;
·
მიიღონ ინფორმაციები
ევროკავშირის შესახებ;
·
დაინტერესდნენ,
რომ მიღებული ცოდნე აღნიშნულ თემაზე უფრო განავითარონ;
·
ვფიქრობ, ამ პროექტით
მოსწავლეებმა მნიშვნელოვნად განავითარეს საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობის, კითხვის
და წერის უნარებიც. ასევე გარკვეულწილად განვითარდა მათი შემოქმედებითი
და სახელოვნებო უნარებიც, კარგად განავითარეს ინტერნეტში მუშაობის უნარიც.
·
მშობლებმაც ბევრი
იმუშავეს ამ პროექტის წარმატებისთვის. ისინი
სიამოვნებით ეხმარებოდნენ თავიანთ სვილებს ინფორმაციების მოძიებაში, ელექტრონული პრეზენტაციების
შექმნაში, რამდენიმე მათგანი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით. მათ დაგვიმზადეს
დეკორაციები, საინტერესო ნახატები და პოსტერები, მოამზადეს და ბავშვებს დააგემოვნებინეს
სხვადასხვა ქვეყნის კერძები, ბავშვებს დაეხმარნენ,
რომ სხვადასხვა ერის ატრიბუტიკის შექმნაში... სხვადასხვა ხალხთა ეროვნული ტანსაცმელი თვითონ მოვიძიე
და ბავშვებს ჩავაცვით ღონისძიების დროს,- პროექტის დასკნით ნაწილში. ამ დღეს ჩვენი სკოლის დარბაზში მოწვეული სტუმრებისა
და თანატოლების წინაშე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟი,
სიმღერები და ცეკვები სხვადასხვა ენაზე, გააცნეს მაყურებლებს თავიანთი სურვილები ევროკავშირთან
მიმართებით. პროექტის ამგვარი პრეზენტაციის
მისამართით მაყურებლებმა თავიანთი კმაყოფილება გამოხატეს.
დასასრულს, ყველა მოსწავლეს დავაჯილდოვეთ ქების სიგელით.
აღნიშნული პროექტი დიდი სტიმული იყო მშობლებისთვისაც.
მათ უფრო კარგად გაიაზრეს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა. იმედია,
რომ მათი სკოლასთან კავშირი უფრო მჭიდრო, ნაყოფიერი და საინტერესო იქნება, რომ ამგვარ
პროექტებში მომავალში მშობელთა მეტი რაოდენობა ჩაერთვება.
შეფასება
(ჩატარებული
სამუშაოს შესაფასებლად წინასწარ შევიმუშავე
კრიტერიუმები, მოვამზადე შეფასების რუბრიკები, რომლებიც პროექტს დაერთვის
დანართის სახით):
სასწავლო პროექტის შეფასების რუბრიკა
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
წარმოდგენილი
საკითხის აქტუალურობა
|
+
|
||
რამდენად კონკრეტული,
მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია პროექტგაკვეთილის მიზანი და ამოცანები
|
+
|
||
რამდენად რეალურია
შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს
|
+
|
||
რამდენად ზუსტად
არის განსაზღვრული საჭირო რესურსი
|
+
|
||
თანმიმდევრობა-
რამდენად ლოგიკურადაა აგებული
|
+
|
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
მოსწავლეთა
ჩართულობის ხარისხი
|
+
|
||
აღნიშნული საკითხის
ცოდნა
|
+
|
||
წარმოდგენილი
ნამუშევრების ხარისხი
|
+
|
||
შესრულებული
სამუშაოს პრეზენტაციის უნარი
|
+
|
მასწავლებლის
ანგარიში შეამოწმა სკოლის დირექტორმა: /რ. ზედაშიძემ/
პროექტზე მუშაობდა მასწავლებელი:
/ნ.კუპრავა/
სსიპ
თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლა
No comments:
Post a Comment