ჩემი საყვარელი გამონათქვამები და ფილოსოფიური აზრები
მოწაფეებმა ჰკითხეს იესოს:
-გვითხარი, რას ჰგავს ცათა სასუფეველი?
იესომ მიუგო:
-ცათა სასუფეველი მდოგვის მარცვალს ჰგავს, ყოველნაირ თესლზე მცირედს, მაგრამ როგორც კი მოხნულ ნიადაგში მოხვდება, უდიდეს ხედ აღმოცენდება, რომელზეც ციური ფრინველები დაიბუდებენ. (თომა 23)
...მდოგვის მარცვალი საზღვარია. მის მიღმა უხილავი და უფაქიზესი სამყარო იწყება.
მდოგვის მარცვალი უდიდეს ხედ აღმოცენდება მცენარეთა შორის: თესლი-უმცირესი, ხე კი-უდიდესი, ღმერთი-უხილავი, სამყარო კი-ხილული. სამყარო-ეს არის ხე, მცენარე, ხოლო ღმერთი არის თესლი. ღმერთი გამოუმჟღავნებელია, ხოლო სამყარო გამომჟღავნებული.... არის საგნები, რომლებიც მთლიანობაში აღიქმება. მათი დანაწევრება არ შეიძლება, რადგან ნაწილს აღემატებიან... ჭეშმარიტება უფრო დიდია, ვიდრე მისი ერთად აღებული ყველა ნაწილი...
სიკეთეს უნდა უპასუხო სიკეთით, ხოლო ბოროტებას,-სამართლიანად.
ნუ წახვალ იქ, სადაც გზა წაგიყვანს, არამედ წადი იქ, სადაც გზა არ არსებობს და დატოვე შენი კვალი.
სულ სხვანაირად მიაბიჯებს ადამიანი, როცა იცის, რომ თან სიხარული მიაქვს.

ნაწყვეტი ოშო რაჯნიშის წიგნიდან "მდოგვის მარცვალი"
იესო ამბობს: "შენი ძმის თვალში ბეწვს ხედავ, როდესაც საკუთარ თვალში დირესაც ვერ ამჩნევ. როდესაც დირეს ამოიღებ საკუთარი თვალიდან, მაშინ ნათლად დაინახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი..."
თქვენ სხვას უცქერით, როგორც სიბნელეს. ამან შეიძლება ილუზია ჩაგინერგოთ, რომ თქვენ ხართ სინათლე...თუ თქვენ ცდილობთ სხვის განათებას, რადგან ფიქრობთ, რომ იგი სიბნელეშია, ეს კიდევ უფრო აუარესებს ყოველივეს, ვინაიდან უსამართლობას შეურაცხყოფა ემატება, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სიბნელე თქვენ მიერ არის პროვოცირებული, მეორეც, თქვენ თვითონ არა ხართ სინათლე, ასე რომ, სხვის განათებას ვერ შეძლებთ..დირე თქვენს თვალში-თქვენი ფიქციებია. ისინი ნისლად და ღრუბლებად მოძრაობენ თვალებში და ასუსტებენ თქვენს მხედველობას. მიზანი უნდა გახდეს სინათლე, თვალის ნათელი, რათა პირდაპირ შეგეძლოთ ყურება და ფაქტებში ღრმად შეღწევა, მის გარშემო პროექციების შექმნის გარეშე...
ნაწყვეტი ოშო რაჯნიშის წიგნიდან "მდოგვის მარცვალი"
წიგნი და ბიბლია
ერთი ბრძენი ბერთან მივიდა. ნახა, რომ სენაკში ბიბლიის გარდა მას არაფერი ჰქონდა და აჩუქა თავისი წიგნი-ბიბლიის კომენტარები. ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია ბერს და ჰკითხა:
-მამაო, დაგეხმარათ ჩემი წიგნი ბიბლიის უკეთ გაგებაში?
-პირიქით,-უპასუხა ბრძენმა,-მე მომიხდა, კიდევ ერთხელ მიმემართ ბიბლიისთვის, რათა შენი წიგნი უკეთ გამეგო.
წიგნიდან "ძველი და ახალი დროის ფილოსოფიური იგავები"
სწორი ხაზი
ერთხელ აკბარმა სწორი ხაზი გაავლო და თავის მინისტრებს ჰკითხა:
-როგორ დავამოკლოთ ეს ხაზი ისე, რომ არ შევეხოთ?
ბირბალი მთელ სახელმწიფოში ბრძნად იყო აღიარებული. იგი მიუახლოვდა ნახაზს და მის გვერდით მეორე ხაზი გაავლო, ოღონდ პირველზე ბევრად გრძელი. აკბარის გავლებული ხაზი ამით უფრო მოკლე აღმოჩნდა.
წიგნიდან "ძველი და ახალი დროის ფილოსოფიური იგავები"
სამიზნე
ერთი კაცი ბავშვობიდან ვარჯიშობდა მშვილდით ისრის სროლაში. თავიდან მარტო აკეთებდა ამას, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლის საპოვნელად გაეშურა, რათა თავის საქმეში სრულყოფილებისთვის მიეღწია. ბევრ განსხვავებულ მასწავლებელს შეხვდა. ზოგმა მშვილდის მოზიდვა ასწავლა, ისე, როგორც ამას ვერავინ აკეთებდა მსოფლიოში, ზოგმა ის, თუ როგორი ტრაექტორიით უნდა წასულიყო ჰაერში ისარი, მაგრამ ვერცერთმა მასწავლებელმა ვერ მოახერხა მისთვის ყოველთვის მიზანში გარტყმა ესწავლებინა.
დიდი ხნის სიარულის შემდეგ, დაღლილი, ერთ სოფელს მიადგა, როლის ბოლოშიც, ხეზე, სამიზნე დაინახა-ისარი პირდაპირ ცენტრში იყო მოხვედრილი, ცოტა მანძილი გაიარა და კვლავ გადააწყდა რამდენიმე, სამიზნის ცენტრში მოხვედრილ ისარს.
კაცი მღელვარებამ და თრთოლვამ მოიცვა... ნუთუ, როგორც იქნა, იმ მასწავლებელს იპოვიდა, ვისაც ამდენ ხანს ეძებდა?
ირგვლივ მიმოიხედა და პატარა თხუპნია გოგონა დაინახა, რომელიც გზაზე, მტვერში თამაშობდა.
-გოგონა, სად ცხოვრობს მშვილდით სროლის ოსტატი? აქ იმდენი სამიზნეა, რომ უთუოდ სადმე ახლოს უნდა იყოს.
-ა! ეს სამიზნეები? ამას მე ვთამაშობდი!
-წარმოუდგენელია, შენ ვერ იქნები ის ოსტატი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი!-წამოიძახა იმედგაცრუებულმა კაცმა.
-და რა არის ამაში რთული?-გაუკვირდა პატარას,-ჩაარჭობ ხეში ისარს, შემდეგ კი მის ირგვლივ სამიზნეს შემოხაზავ!
წიგნიდან "ძველი და ახალი დროის ფილოსოფიური იგავები"
ფილოლოგი
ბნელი ღამე იყო. ერთი დერვიში გზაზე მიდიოდა და ვიღაცის ყვირილი შემოესმა. ხმა, რომელიც მიტოვებული, დამშრალი ჭიდან მოდიოდა, შველას ითხოვდა.
-რა ხდება, რა ამბავია?-ჩასძახა დერვიშმა ჭაში ჩვარდნილს.
-ფილოლოგი გახლავართ,-უპასუხა ხმამ,-სიბნელეში გზა ვერ გავიკვლიე და, ჩემდა საუბედუროდ, ამ ღრმა ორმოში აღმოვჩნდი. ახლა კი აქედან ამოსვლა ვერ მომიხერხებია.
დერვიშმა ჩასძახა:
-გამაგრდი, მეგობარო, დრო მომეცი, რომ კიბე და თოკი მოვიტანო.
-ერთი წუთით დაიცადეთ,-დაიძახა ფილოლოგმა,-საუბრისას შეცდომებს უშვებთ და არც გამოთქმა გივარგათ. ძალიან გთხოვთ, მის გამოსწორებაზე იზრუნოთ.
-რა გაეწყობა, თუკი თქვენთვის სიტყვების გამოთქმა მის შინაარსზე მნიშვნელოვანია, მაშინ აჯობებს, მანდ დარჩეთ, სადაც ახლა ხართ... სანამ მე მართლმეტყველებას დავეუფლებოდე,-უთხრა დერვიშმა და გზა განაგრძო.
წიგნიდან "ძველი და ახალი დროის ფილოსოფიური იგავები"
სიკეთეს უნდა უპასუხო სიკეთით, ხოლო ბოროტებას,-სამართლიანად.
კონფუცი
გაუღე კარი ცვლილებებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ.
დალაი ლამა
ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის...თუ მისგან უფრო მეტს მოვითხოვთ, ვიდრე შეუძლია, ამიტომაა, რომ ადამიანები ცდილობენ, ისეთები გამოჩნდნენ, როგორიც სინამდვილეში არ არიან, ჩნდება ნიღაბი, გრიმი, პოზა...
ნუ წახვალ იქ, სადაც გზა წაგიყვანს, არამედ წადი იქ, სადაც გზა არ არსებობს და დატოვე შენი კვალი.
ემერსონი
ვერასოდეს შეაჩერებ ძალით,-წვიმას, ადამიანს და ცხოვრებას.
ზეციდან ყველა ადამიანი თანაბრად შორია.
არხებს უყვართ ფიქრი, რომ მდინარეები მათთვის წყლის მოსამარაგებლად არსებობენ.
რაბინდრანათ თაგორი
ძალზე მარტივია, იყო ბედნიერი, მაგრამ ძალზე რთულია, იყო მარტივი.
რაბინდრანათ თაგორი
რთულ გზებს ხშირად ულამაზეს ადგილას მივყავართ.
მე მავიწყდება, მავიწყდება, რომ არ მაქვს ფრთები,
მე მავიწყდება, რომ მიწას ვარ მიჯაჭვული სამუდამჟამოდ.
რაბინდრანათ თაგორი
ჩიტები ფიქრობენ, რომ სიკეთეა მისცე თევზს ფრთები ცაში ასაფრენად.
რაბინდრანათ თაგორი
თუ იმის გამო იტირებთ, რომ მზე თქვენი ცხოვრების თვალსაწიერს მიეფარა, ცრემლები ვარსკვლავების დანახვაში ხელს შეგიშლიან.
რაბინდრანათ თაგორი
ვისაც სურს, აკეთოს კარგი, ის კარზე აკაკუნებს, ვისაც უყვარს, მისთვის კარი მუდამ ღიაა.
რაბინდრანათ თაგორი
ისაა ჭეშმარიტი სიხარული, ბალახებში ჩაყუჟული ყვავილების არსებობა რომ გაგაბედნიერებს.
გოდერძი ჩოხელი
ღმერთო, მომეცი მოთმინება, რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ სემიძლია, გამბედაობა, რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
სულ სხვანაირად მიაბიჯებს ადამიანი, როცა იცის, რომ თან სიხარული მიაქვს.
შტეფან ცვაიგი
ცას ვარსკვლავებით, იცი, რა აწერია?-მე მოვდიოდი დასაბამიდან და სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.
გოდერძი ჩოხელი
დინების საწინააღმდეგოდ
ნესტან კუპრავა
მიდი, მდინარევ, დაანგრიე ყველა ჯებირი!
გაცოფებულო, იგუგუნე მრისხანე ბანით!
თუნდაც გაშალე სივრცეებზე უკიდეგანოდ
ბრაზით და ბოღმით დამუხტული ეგ შენი ღვარი!
თუნდაც ღვარცოფად ჩამოშალე შავი ზვირთები...
იცოდე, დაბლა არ ჩავყვები მე შენს დინებას,
საწინააღმდეგოდ ვიცურო შენი ლოგიკის,-
გონებამ ჩემმა, გულმა ჩემმა ასე ინება.
მიზანი ჩემი უბრალოა, არ არის დიდი;
აღმა რას ვეძებ?-წყეულ ვიყო, თუკი ვიცოდე,
საწინააღმდეგოდ გავცურავ, მდინარევ, მაინც,
შენ თუნდაც წერაატანილი სული მიწოდე..
აი, მარჯვენა ნაპირზე ჩანს გვირილა თეთრი!
იმ უსათუთეს ყვავილამდე მივცურო თუნდაც...
გულს არ სწყურია არნახული, არგაგონილი,
გულს პაწაწინა, სულ უბრალო ზღაპარი უნდა...
რა მოხდა, თუკი მრისხანებენ შენი ზვირთები,
და თუ ტრიალებს ირგვლივ ავად მორევი შავი...
მაინც არ მინდა, დაღმა ჩავყვე მე შენს კალაპოტს...
მაინც არ მინდა, შენთან დავდო, მდინარევ, ზავი...
ჩაყვე დინებას,-უღიმღამო ყოფიერებას?
უნდა უცქირო საკუთარი სულის დაკრძალვას?
ნეტავ, ვის ხიბლავს ერთფეროვან დღეთა სუდარა,
ნეტავ, ვის უნდა საკუთარი რწმენის აკრძალვა!..
დათვურ სამსახურს ნუ გამიწევს მწერალი ბედი,-
ჩემს მოქათქათე გვირილამდე მივცურო უნდა...
გულს არ სწყურია არნახული...არგაგონილი...
მას სურს პატარა...სულ უბრალო ზღაპარი... თუნდაც...
უმბერტო
ეკოს წერილი შვილიშვილს
„დაიზეპირე“ – ასე უწოდა თავის მიმართვას შვილიშვილისადმი იტალიელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა უმბერტო ეკომ. შემთხვევით როდი დაურქმევია ეს სახელწოდება – ბარათი მიუძღვნა ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც ჰქონდა და აქვს ადამიანს – მეხსიერებას…
– ჩემო ძვირფასო შვილიშვილო, არ მინდა, რომ ეს საშობაო წერილი მეტისმეტად დამრიგებლურად ჟღერდეს, დე ამიჩისის მსგავსად, გასწავლიდეს მოყვასის, კაცობრიობის სიყვარულს და მსგავს რამეებს. შენ ამას არც მოუსმენდი (უკვე დიდი ხარ, მე კი – მეტისმეტად მოხუცი), რადგან ფასეულობების სისტემა იმდენად შეიცვალა, ჩემი რეკომენდაციები შეიძლება უადგილოც კი აღმოჩნდეს.
მაშ ასე, მინდა ერთადერთი რჩევა მოგცე, რომელიც შეიძლება პრაქტიკულად გამოგადგეს უკვე ახლა, როცა შენს პლანშეტში ხარ თავჩარგული. არ მოგცემ შენიშვნას, რომ შეეშვა მაგ საქმიანობას, რათა სულელ მოხუცად არ ჩამთვალო. მით უმეტეს, თავადაც ვიყენებ მას. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება გირჩიო, ყურადღება არ შეაჩერო ასობით პორნოგრაფიულ საიტზე, რომლებიც სექსუალურ თამაშებს წარმოაჩენენ ადამიანებს შორის, ადამიანსა და ცხოველებს შორის. არ დაიჯერო, რომ სექსუალური ურთიერთობები ამ საკმაოდ მონოტონურ ქმედებებამდე მიდის. ეს სცენები იმისთვის არის მოფიქრებული, რომ შენ სახლში დაგაბან, იმის ნაცვლად, რომ წახვიდე და რეალური გოგონები გაიცნო. ვიმედოვნებ, ჰეტეროსექსუალი ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი რეკომენდაციები შენი სიტუაციის შესაბამისად მიიღე, ოღონდ უყურე გოგონებს სკოლაში და სათამაშო მოედნებზე, მერწმუნე, ისინი სატალევიზიო პერსონაჟებს ჯობიან და ოდესმე გაცილებით დიდ სიხარულს გაჩუქებენ, ვიდრე გოგონები „ონლაინ“. დამიჯერე, რადგან მე მეტი გამოცდილება მაქვს (მე რომ მხოლოდ კომპიუტერით მეყურებინა სექსუალური თამაშებისთვის, მამაშენი არასდროს დაიბადებოდა და არც შენ გაჩნდებოდი ამქვეყნად).
თუმცა მე ამაზე სულაც არ მსურდა შენთან საუბარი, არამედ დაავადებაზე, რომელმაც შთანთქა შენი და წინამორბედი თაობა, რომელიც უკვე უნივერსიტეტებში სწალობს. მე მეხსიერების დაკარგვაზე გელაპარაკები.

მართალია, რომ თუ მოისურვებ იმის გაგებას, ვინ არის კარლ დიდი ან სად მდებარეობს კუალა-ლუმპური, შეგიძლია მარტივად დააჭირო ღილაკს თითი და მაშინვე შეიტყო ყველაფერი ინტერნეტიდან. გააკეთე ეს, როცა დაგჭირდება, მაგრამ როდესაც საჭირო ცნობებს მიიღებ, ეცადე, მათი შინაარსი დაიხსომო, რათა მეორედ არ ეძებო, როცა ეს ცოდნა კიდევ დაგჭირდება, მაგალითად, სკოლაში. იცი რა არის ცუდი? იმის შეგრძნება, რომ კომპიუტერს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გასცეს პასუხი შენს შეკითხვას, გიქრობს სურვილს, ინფორმაცია დაიხსომო. ამ მოვლენას შემიძლია შემდეგი შედარება მოვუძებნო: როდესაც ადამიანი შეიტყობს, რომ ერთი ქუჩიდან მეორემდე შეიძლება ავტობუსით ან მეტროთი მისვლა, რაც ძალიან მოსახერხებელია, როცა გეჩქარება, რასაკვირველია, გადაწყვეტს, რომ აღარ არის აუცილებელი, ფეხით იაროს. მაგრამ თუ შენ სიარულს შეწყვეტ, გადაიქცევი ადამიანად, რომელიც იძულებული იქნება, ინვალიდის ეტლით გადაადგილდეს. ო, ვიცი, რომ სპორტით ხარ დაკავებული და შეგიძლია საკუთარი სხეულის მართვა, მაგრამ დავუბრუნდეთ შენს ტვინს.
მეხსიერება შენი ფეხების კუნთებს ჰგავს. თუ მათ გავარჯიშებას შეწყვეტ, ის მოდუნდება და შენ (ოღონდ არ გეწყინოს) იდიოტად გადაიქცევი. გარდა ამისა, ჩვენ ყველას გვემუქრება სიბერეში ალცჰაიმერის დასნებოვნების საშიშროება და ამ უსიავონების თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა, გამუდმებით ვავარჯიშოთ ჩვენი მეხსიერება.

აი, როგორია ჩემი რეცეპტი. ყოველ დილით ზეპირად ისწავლე რომელიმე მოკლე ლექსი, როგორც ჩვენ ბავშვობაში გვთხოვდნენ ხოლმე. შეიძლება, მეგობრებთან ერთად შეჯიბრება მოაწყო, ვის აქვს საუკეთესო მეხსიერება. თუ პოეზია არ მოგწონს, შეგიძლია, საფეხბურთო კლუბების შემადგენლობა დაიხსომო, მაგრამ არა მხოლოდ რომის საკლუბო გუნდის მოთამაშეების სახელები უნდა იცოდე, არამედ სხვა გუნდებისაც, ასევე მათი შემადგენლობა გასულ წლებში (წარმოიდგინე, მე მახსოვს ტურინის კლუბის მოთამაშეების სახელები, რომლებიც სუპერგის მთაზე ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ: ბაჩიგალუპო, ბელარინი, მაროზო და ა.შ.). შეეჯიბრეთ ერთმანეთს იმაში, თუ ვის ახსოვს უკეთ წაკითხული წიგნების შინაარსი, ახსოვთ თუ არა შენს ამხანგებს სამი მუშკეტერისა და დარტანიანის მსახურთა სახელები (გრიმო, ბაზენი, მუშკეტონი და პლანშე)… და თუ არ გინდა „სამი მუშკეტერის“ წაკითხვა (თუმცა შენ არც კი იცი, რას კარგავ ამით), მსგავსი თამაში შეგიძლია მოიგონო იმ წიგნისთვის, რომელიც წაიკითხე.
ეს თამაშს ჰგავს, ჰო, ეს თამაშია, მაგრამ დაინახავ, შენი თავი როგორ შეივსება პერსონაჟებით, ამბებით და სრულიად განსხვავებული მოგონებებით. მკითხავ, ოდესღაც რატომ უწოდებდნენ კომპიუტერს ელექტრონულ ტვინს. იმიტომ, რომ ის ჩაფიქრებული იყო შენი (ჩვენი) ტვინის მოდელის მიხედვით, მაგრამ ადამიანის ტვინს გაცილებით მეტი კავშირი აქვს, ვიდრე კომპიუტერს. ტვინი ეს ისეთი კომპიუტერია, რომელიც ყოველთვის შენთან არის, მისი შესაძლებლობები განივრცობა გავარჯიშების შედეგად, შენი სამაგიდო კომპიუტერი კი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ სიჩქარეს კარგავს და რამდენიმე წელში სულაც გამოსაცვლელია. აი ტვინს კი შეუძლია, 90 წლამდე გემსახუროს, და ოთხმოცდაათი წლისას, თუ ტვინს გამუდმებით ავარჯიშებ, გაცილებით მეტი რამ გეხსომება, ვიდრე ახლა. თანაც, ტვინი უფასოა.
კიდევ არსებობს ისტორიული მეხსიერება, რომელიც არ არის დაკავშირებული ფაქტებთან შენი ცხოვრებიდან, ან იმასთან, რაც შენ წაგიკითხავს. ის იმ მოვლენებს ინახავს, რომლებიც შენს დაბადებამდე მოხდა.
კიდევ არსებობს ისტორიული მეხსიერება, რომელიც არ არის დაკავშირებული ფაქტებთან შენი ცხოვრებიდან, ან იმასთან, რაც შენ წაგიკითხავს. ის იმ მოვლენებს ინახავს, რომლებიც შენს დაბადებამდე მოხდა.
როდესაც დღეს კინოთეატრში მიეშურები, აუცილებლად ფილმის დაწყებამდე უნდა მიხვიდე. როცა ფილმი იწყება, მაშინაც თითქოს სულ ხელს გკიდებენ და გიხსნიან, რა ხდება. ჩემ დროს შეიძლებოდა, კინოთეატრში ნებისმიერ მომენტში მისულიყავი, ფილმის შუალედშიც კი. უამრავი მოვლენა მომხდარა შენს მისვლამდე და გიწევდა იმის წარმოსახვა, თუ რა მოხდა მანამდე. როცა ფილმი თავიდან იწყებოდა, შესაძლებლობა გქონდა გენახა, სწორი იყო თუ არა შენი რეკონსტრუქცია. თუ ფილმი მოგწონდა, შეგეძლო დარჩენილიყავი და ხელახლა გენახა. ცხოვრება მაგონებს ფილმის ყურებას ჩვენს დროში. ჩვენ იმ მომენტში ვიბადებით, როცა უკვე მრავალი მოვლენა მომხდარა ასობით ათასი წლის განმავლობაში და მნიშვნელოვანია იმის გაგება, მაინც რა მოხდა ჩვენს დაბადებამდე. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ უკეთ მიხვდე, რატომ ხდება დღეს ამდენი ახალი მოვლენა.
დღეს სკოლას ალბათ აქვს ვალდებულება, გასწავლოს ის, რაც შენს დაბადებამდე მოხდა, მაგრამ ეს მას ცუდად გამოსდის. სხვადასხვა გამოკითხვით დასტურდება, რომ დღევანდელმა ახალგაზრდობამ, საუნივერსიტეტომაც კი, რომელიც 1990-იან წლებშია დაბადებული, არ იცის, ან იქნებ, არც უნდა, იცოდეს, რა ხდებოდა 1980 წელს, რომ აღარაფერი ვთქვათ 50 წლის წინანდელ მოვლენებზე. სტატისტიკა მეტყველებს, რომ როდესაც ახალგაზრდებს ეკითხებიან, ვინ არის ალდო მორო, ისინი პასუხობენ, რომ იგი „წითელ ბრიგადებს“ მეთაურობდა, არადა, სწორედ ამ იატაკქვეშა მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციის წევრებმა მოკლეს.

„წითელი ბრიგადების“ მოღვაწეობა ბევრისთვის საიდუმლოდ რჩება, არადა ისინი სულ რაღაც ოცდაათი წლის წინ იდგნენ პოლიტიკურ სცენაზე. მე 1932 წელს დავიბადე, ათ წელიწადში მას მერე, რაც ხელისუფლებაში ფაშისტები მოვიდნენ, მაგრამ ვიცოდი, ვინ იყო პრემიერ-მინისტრი რომში გამართული მარშის დროს. შეიძლება, ფაშისტურ სკოლაში მიამბეს მასზე, რომ აეხსნათ, რა სულელი და ცუდი იყო ის მინისტრი, ფაშისტების მიერ ჩანაცვლებული. დაე ასე იყოს, მაგრამ მე ვიცოდი ეს. თუმცა სკოლას თავი დავანებოთ. დღევანდელმა ახალგაზრდობამ არ იცის ოცი წლის წინანდელი კინომსახიობების სახელები, მე კი ვიცოდი, ვინ იყო ფრანჩესკა ბერტინი, რომელიც ჩემს დაბადებამდე ოცი წლით ადრე თამაშობდა მუნჯ კინოში. იქნებ, იმიტომ ვიცოდი, რომ ჩვენი სახლის სხვენზე დაყრილ ძველ ჟურნალებს ვფურცლავდი. შენც გთავაზობ ძველი ჟურნალების თვალიერებას, რადგან ეს დაგეხმარება იმის გაგებაში, რა ხდებოდა შენს დაბადებამდე.
მაგრამ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, იცოდე შორეული წარსულის მოვლენები? იმიტომ, რომ ხშირად მსგავსი ცოდნა გვეხმარება დღევანდელი მოვლენების მსვლელობის გაგებაში და ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე, როგორც საფეხბურთო გუნდების შემადგენლობის ცოდნა, მეხსიერების გამდიდრებაში გვეხმარება.

დაიხსომე, რომ შენ შეგიძლია ავარჯიშო შენი მეხსიერება არა მხოლოდ წიგნებისა და ჟურნალების დახმარებით, არამედ ინტერნეტის დახმარებითაც. ის არა მხოლოდ იმისთვის არის გამოსადეგი, რომ მეგობრებთან იყბედო, არამედ მსოფლიო ისტორიის შესასწავლადაც. ვინ არიან ხეთები და კამიზარები? რა ერქვა კოლუმბის სამ გემს? როდის გადაშენდნენ დინოზავრები? ჰქონდა თუ არა საჭე ნოეს კიდობანს? რა ერქვა ხარის წინაპარს? ასი წლის წინ მეტი ვეფხვი იყო თუ ახლა? რა იცი მალის იმპერიაზე? ვინ გიამბო მის შესახებ? ვინ იყო ისტორიაში მეორე პაპი? როდის შეიქმნა მიკი მაუსი?
შეკითხვების დასმა შემიძლია, უსასრულოდ გავაგრძელო, და ისინი შესანიშნავ თემებად იქცეოდა კვლევისთვის. ეს ყველაფერი უნდა გახსოვდეს. დადგება ის დღეც, როცა დაბერდები, მაგრამ იგრძნობ, რომ ათასობით ცხოვრება გაგივლია, თითქოს ვატერლოოს ბრძოლაში მიგიღია მონაწილეობა, იულიუს ცეზარის მკვლელობას დასწრებიხარ, იყავი იმ ადგილას, სადაც იყო ბერტოლდ შვარცი, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებას აზავებდა ოქროს მისაღებად, შემთხვევით კი დენთი მოიგონა და ცაში აიწია (ასე უნდა მაგას!). ხოლო შენი სხვა მეგობრები, რომლებიც არ იზრუნებენ მეხსიერების გამდიდრებაზე, მხოლოდ ერთ, საკუთარ ცხოვრებას გაივლიან, მონოტონურსა და დიდ ემოციებს მოკლებულს.
ჰოდა, ასე, გაიმდიდრე შენი მეხსიერება და ხვალ ზეპირად დაისწავლე “La Vispa Teresa”.

თარგმნა ლელა ზურებიანმა
No comments:
Post a Comment