სოციალური პროექტები


სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების  მასწავლებლის, ნესტან კუპრავას მიერ 11.12. 2017-29.12.2017 პერიოდში ორგანიზებული სოციალური პროექტის გეგმა
შეხვედრა ხელოვან მშობელთან
1
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობა
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ჩემს მეორეკლასელ მოსწავლეებს  სურვილი გაუჩნდათ შეესწავლათ სხვადასხვა საახალწლო აქსესუარის დამზადება (გირლანდები, ფიფქები, სათამაშოები საახალწლო ნაძვის ხისთვის).
აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდში, ქართულ ენის გაკვეთილებზე მოსწავლეებმა შეისწავლიან  ფუნქციური წერის მარტივ ნიმუშებს-(მაგალითად: წერილი თოვლის ბაბუას, საახალწლო ბარათები, მისალოცები...).
ჩვენი კლასის ერთ-ერთი მოსწავლის დედა-ხათუნა კაკულია მხატვარი და დიზაინერია. იგი ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია და  უყვარს, როცა თავის შესაძლებლობებს იყენებს ბავშებთან სამუშაოდ. პერიოდულად, მშობელი  ყოველგვარი თხოვნის გარეშე კლასისთვის ამზადებს სხვადასხვა მოსართავებს, მოსწავლეებს მოსწონთ მისი ნამუშევრები და ამას ხშირად აღნიშნავენ კიდეც.
    კლასში გაიმართა დისკუსია,  გადაწყდა,  რომ დეკემბრის 11.12. 2017- -ში დავიწყოთ განხორციელება სოციალური პროექტისა „შეხვედრა ხელოვან მშობელთან“, რომელიც დასრულდება  29. 12.2017-ში.
2
ინტეგრირებუ
ლი საგნები
ქართული ენა, ხელოვნება
3
პროექტის ხანგრძლივობა
3 კვირა
4






პროექტის მიზანი






მოსწავლეები დაეუფლონ ფუნციური წერის განსაზღვრულ სახეებს, შეძლონ   წერილის, მისალოცი ბარათის  დაწერა;
შეძლონ ტექსტების გადატანა საკუთარი ხელით დამზადებულ საახალწლო მისალოც ბარათებზე  და მხატვრულად გაფორმება;
მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა საახალწლო აქსესუარის  დამზადება;
შეძლონ შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
5

საჭირო
 რესურსი
ფერადი ქაღალდები, ფერადი მუყაო, ფერადი ფანქრები, საღებავები, ფუნჯები, მაკრატელი, წებო.

6
შედეგები და ინდიკატორები

ს.გ.II.1. მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობ ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
ქართ. II. 10. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,  სხვადასხვა ტიპის სიებისა  და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.

7
21-ე საუკუნის უნარები









ამოცანები და განხორციელე
ბის გზები
-ცოდნის კონსტრუირება
 ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა,სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი კითხვები
-რა არის მისალოცი ბარათი, როგორ გესმით ამ სიტყვის მნიშვნელობა?
რა განსხვავებაა მისალოც ბარათებსა და წერილებს შორის?
თემატური კითხვები:
მიგიწერია წერილი, მაგალითად: თოვლის ბაბუასთვის?
დამოუკიდებლად წერდი თუ მშობელთან ერთად?
 ღია ბარათებს საკუთარი ხელით ამზადებდი? როგორ აფორმებდი?
შინაარსობრივი კითხვა:
რის შესახებ წერ თოვლის ბაბუას წერილს?
რა სიტყვები უნდა გამოიყენო მისალოც ტექსტებში? განმარტე ამ სიტყვების მნიშვნელობა...






პროექტის მსვლელობის თანმიმდევრობა
ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა:
I    კვირა
·         მოეწყო საკლასო დისკუსია;
·         დაგვადგინეთ, რომ მოსწავლეები შეისწავლიდნენ  წერილების, მისალოცი ტექსტების წერას და განსაზღვრულ დროს შევხვდებოდით  მშობელს,-საგანგებოდ ორგანიზებულ საგაკვეთილო პროცესზე;
·         მოვიმარაგებდით მისალოცი ბარათებისა და საახალწლო აქსესუარების დასამზადებლად საჭირო რესურსს;
II   კვირა
·         შევხვდით  მშობელს საგანგებოდ ორგანიზებულ სასწავლო პროცესზე;
·         დავამზადეთ საახალწლო მისალოც ბარათები, რომელიც გავაფორმეთ სხვადასხვა საახალწლო აქსესუარით;





  III   კვირა
·         გავმართეთ  საკლასო დისკუსიას,-რა მოეწონათ პროექტზე მუშაობის პროცესში, რას გააუმჯობესებდნენ;
·         მოსწავლეებმა  გამოფინეს  თავიანთი ნამუშევრები და
და მოახდენეს მათი  მარტივი პრეზენტაცია;
·         კვირის მანძილზე, მშობლის მიერ შემოთავაზებული ნიმუშების მიხედვით, მოსწავლეები ამზადებდნენ საახალწლო ნაძვის ხის აქსესუარებს, სათამაშოებს, რომლებიც  არდადეგების დაწყებისას  სახლში წაიღეს.


პროექტის მონიტორინ
გი







შეფასება და
თვითშეფასება
პროექტის მსვლელობის პროცესში აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს
თვითშეფასების მარტივი  კითხვარი მოსწავლეებისთვის
რა მოგცათ პროექტმა?
ა) ვისწავლე  წერილის, ბარათის ტექსტების შედგენა, მისალოცი ბარათების დამზადება, სხვადასხვა საახალწლო მოსართავის დამზადება;
ბ) ვისწავლე მხოლოდ მისალოცი ბარათის გაფორმება;
გ) ახალი ვერაფერი ვისწავლე;
მუშაობის  დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის
როგორი დამოკიდებულება იყო?
ა)ბევრად უკეთესი;
ბ) როგორიც აქამდე იყო;
გ)უარესი;
მშობელთან შეხვედრით  კმაყოფილი ხარ?
ა)სრულად;
ბ)ნაწილობრივ;
გ)უკმაყოფილო ვარ.

შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმე
ბით










·         მოსწავლეთა ჩართულობა;
·         დამზადებული ნიმუშების ხარისხი;
·         შესრულებული საქმიანობის პრეზენტაციის უნარი;
·         გამოხმაურება მშობლებისგან.

შეხვედრა ხელოვან მშობელთან-ხათუნა კაკულიასთან წარმატებით დასრულდა!



პროექტის შეფასების რუბრიკა

რას დავაკვირდი
შეფასება

კარგი
საშუალო
სუსტი
წარმოდგენილი საკითხის აქტუალურობა

+


რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია პროექტის მიზანი და ამოცანები

+


რამდენად რეალურია შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს

+


რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული საჭირო რესურსი

+


თანმიმდევრობა- რამდენად ლოგიკურადაა აგებული

+




პროექტის მიმდინარეობაზე დაკვირვების ცხრილი

რას დავაკვირდი
შეფასება

კარგი
საშუალო
სუსტი

მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი

+



აღნიშნული საკითხის ცოდნა

+



წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხი

+



შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის უნარი

+



მშობელთა გამოხმაურება

+





მასწავლებლის რეფლექსია
2017-2018 სასწავლო წლის 11.12. 2017-29.12.2017 პერიოდში II ა კლასში ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელდა სოციალური პროექტი „შეხვედრა ხელოვან მშობელთან.
პროექტის განხორციელება განაპირობა მოსწავლეთა ინტერესმა მათივე თანაკლასელის, გიორგი ბერიძის დედის, -ხათუნა კაკულიას  ნამუშევრებისადმი ინტერესმა. მშობელი მხატვარ-დიზაინერია. ამასთანავე იგი მეტად აქტიურია, მჭიდროდ არის დაკავშირებული სკოლასთან, უყვარს თავისი შესაძლებლობების შეთავაზება სკოლისთვის, კლასში მრავლადაა მის მიერ შესრულებული ნახატები, მოსართავები, ამდენად, ბუნებრივია, რომ მოსწავლეები დაინტერესდნენ მისი შემოქმედებით.
გარდა ამისა, მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ საკუთარი ხელებით დაემზადებინათ  საახალწლო მოსართავები, მისალოცი ბარათები. გადავწყვიტე, ბავშვების სურვილების დასაკმაყოფილებლად გამომეყენებინა მშობლის უნარები.  
პროექტის მიზნებად განისაზღვრა: მოსწავლეებს ესწავლათ საახალწლო მისალოცი ტექსტების შედგენა, წერილების წერა, ქაღალდისგან და მუყაოსგან დაემზადებინათ სხვადასხვა ნივთი, მისალოცი ბარათები, განევითარებინათ თავიანთი საკომუნიკაციო და შემოქმედებით უნარები.
მოსწავლეებთან დისკუსიის შემდეგ დავიწყეთ პროექტზე მუშაობა: მოვიმარაგეთ საჭირო რესურსი,- ფერადი ქაღალდები, მუყაო, მაკრატელი, წებო, ფერადი საღებავები...
ქართული ენის გაკვეთილებზე მოსწავლეებმა შეისწავლეს ფუნქციური წერის ნიმუშები: „წერილი თოვლის ბაბუას,“  „ საახალწლო მისალოცი ტექსტები,“  წავიკითხეთ საახალწლო მოთხრობები, ზღაპრები, ვისწავლეთ საახალწლო ლექსები...
მეორე კვირას წინასწარ განსაზღვრულ დროში შევხვდით მშობელს, რომელმაც კლასში ჩაატარა სპეციალური მეცადინეობა, ე.წ. მასტერ-კლასი, თუ როგორ უნდა დაემზადებინათ ქაღალდისგან და მუყაოსგან  საახალწლო აქსესუარები, მისალოცი ბარათები. ..
აღნიშნულმა გაკვეთილმა მოსწავლეებს დიდი სიხარული მოჰგვარა. ბავშვები ინტერესით აკვირდებოდნენ, ითვალისწინებდნენ მშობლის რჩევა-დარიგებებს და ამზადებდნენ საახალწლო აქსესუარებს, რომლებითაც  იმავე დღეს გამართული ნაძვის ხე მოვრთეთ. საკლასო ოთახის კედლები მოირთო ქაღალდის ფიფქებით, გირლანდებით... მოსწავლეებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები, რომლებშიც ჩაწერეს ქართულის ენის გაკვეთილებზე ნასწავლი ტექსტი.
აღნიშნული პროცესის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა პროექტის ბოლო ეტაპზე.  გაიმართა საკლასო დისკუსია-რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, რას ისურვებდნენ მომავალში...
მე, როგორ პროექტის ხელმძღვანელმა, მოვახდინე თვითშეფასება. პასუხი გავეცი ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ წამოჭრილ კითხვებს:
·         მოხდათუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული მიზნები სრულად განხორციელდა.
·         რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
რამდენიმე მოსწავლეს გაუჭირდა მუშაობა, რისთვისაც დამატებითი მუშაობა გახდა საჭირო.
·         რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
აღსანიშნავია,რომ პროექტმა კიდევ უფრო დააკავშირა კლასი და განავითარა თანამშრომლობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ პროექტის მსვლელობის დროს, კერძოდ ჯგუფური მუშაობისას, იგრძნობოდა კლასში მეგობრული დამოკიდებულება, მუშაობის პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული.
·         რა შედეგი დადგა, რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მშობელმა მოახდინა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, მოსწავლეებმა ისწავლეს ბარათებისა და წერილების ტექსტების წერა, მისალოცი ბარათების, საახალწლო მოსართავების დამზადება, მათ თავიანთი ხელებით დამზადებული აქსესუარებით მორთეს საახალწლო ნაძვის ხე და საკლასო ოთახი, გამზადებული მოსალოცი ბარათები კი სახლში წაიღეს.
·         ხომ არ მოხდარა პროექტის მოდიფიცირება?
პროექტის აქტივობები გეგმის გათვალისწინებით განხორციელდა, მშობელთან შეხვედრის დღეს საჭირო გახდა მეტი დროის დამატება იმ მოსწავლეებისთვის დასახმარებლად, რომელთაც მუშაობა გაუჭირდათ.
·         რა უნდა გავითვალისწინო მომავალში?
უფრო ხშირად უნდა გამოვიყენო მშობელთა შესაძლებლობები, უფრო აქტიურად  ვითანამშრომლო მათთან, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების, სკოლისა და ოჯახის ურთიერდაკავშირების მიზნით.

პროექტის ხელმძღვანელი, სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების  მასწავლებელი:  ნესტან კუპრავა




სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების  მეორე კლასის მასწავლებლის ნესტან კუპრავას მიერ  4.05. 2018-4.06.2018 პერიოდში ორგანიზებული სოციალური  პროექტის გეგმა
I ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა!- ჩვენ გვინდა ბედნიერი ბავშვობა!“

I ივნისი ბავშვთა  საერთაშორისო დღეა.  სასურველია,  ბავშვებს მარტივად, მათი ასაკისთვის შესაფერისად გავაცნო თავიანთი უფლებები, ვესაუბრო მოვალეობებზე, გავაცნო მათ ბავშვის უფლებების კონვენცია (მარტივი, შემოკლებული ვარიანტი), ვესაუბრო იმ ბავშვებზე, რომელთა უფლებების დაცვაზე სახელმწიფო ზრუნავს.


1
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობა
ჩემს  მეორეკლასელ მოსწავლეებს ჯერ არცთუ კარგად აქვთ გააზრებული თავიანთი უფლება-მოვალეობები, ამასთანავე,  სასურველია, მათ გაიგონ, რომ ყველა ბავშვს თანაბარი უფლებები აქვს, ყველა თანასწორია, აგრეთვე, გამოუმუშავდეთ  ტოლერანტობის გრძნობა სოციალურად დაუცველი თანატოლების მიმართ, გაუჩნდეთ მათი დახმარების სურვილი.
მეტად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იგრძნონ, რომ მათი სახელობის დღეს საზეიმოდ აღვნიშნავთ, გახალისდნენ, ეს დღე მათთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცეს.
როცა მოსწავლეებს შევთავაზე წინადადება, აღგვენიშნა ბავშვთა დაცვის დღე, ძალიან გაუხარდათ, ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ, ეს დღე გავატაროთ  გლდანის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად, მოვიწვიოთ ისინი სკოლაში თავიანთ მშობლებთან ერთად, შეძლებისდაგვარად, გავწიოთ  ქველმოქმედებაც, -ბავშვებისთვის შევაგროვოთ ტანსაცმელი, საბავშვო წიგნები, სათამაშოები.
2
ინტეგრირებუ
ლი საგნები
ქართული ენა, ხელოვნება, მუსიკა, სამოქალაქო განათლება
3
პროექტის ხანგრძლივობა
4  კვირა
4





პროექტის მიზანი








მოსწავლეები გაეცნონ ბავშვის უფლებათა დეკლარაციას-(შემოკლებულ ვარიანტს);
გაიუმჯობესონ თავიანთი სახელოვნებო უნარები (დეკლამირება, ცეკვა, სიმღერა);
ხატონ შეთავაზებულ თემებზე: :ბედნიერი ბავშვები,: „ჩემი ოჯახი,“ „მე და ჩემი მეგობრები,“ „ჩემი ოცნების სახლი.“
გაიცნონ გლდანის ბავშვთა აღსაზრდელები, დაუმეგობრდნენ მათ.
გასწიონ ქველმოქმედება საციალურად დაუცველ თანატოლთა მიმართ;
შეძლონ შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
5

საჭირო
 რესურსი
შერჩეული  ლექსები, ფონოგრამები სიმღერებისა და ცეკვებისთვის, ფორმატის ქაღალდები ერთობლივი ხატვისთვის, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერები, ფლომასტერები, წებო, მაკრატელი, ჭიკარტები, ფერადი ქაღალდები.
6
შედეგები და ინდიკატორები

სადამრიგებლო პროგრამა-ბავშვებისთვის თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა, ბავშვის უფლებების დაცვა;
სადამრიგებლო პროგრამა-სხვა პიროვნებისადმი ემპათიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ტოლერანტობა;
სადამრიგებლო პროგრამა-მონაწილეობა მიიღოს შერჩეულ ღონისძიებაში სხვებთან ერთად;
ქართ.  II. 1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი საკომუნიკაციო სიტუაციის ადეკვატური სამეტყველო ქცევის უნარის გამოვლენა;
ქართ.II.1. მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში ნაცნობ თემატიკაზე;
ს.გ.II.6. მოსწავლეს შეუძლია სახვითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა;
მუსიკა. II. 1. შეძლოს სიმღერა მარტო ან სხვებთან ერთად.

7
21-ე საუკუნის უნარები
-ცოდნის კონსტრუირება
 ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა,სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები




ამოცანები და განხორციელე
ბის გზები
სოციალური  პროექტის ამოცანებად განისაზღვრა შემდეგი:
პროექტის მსვლელობის თანმიმდევრობა
 

პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა:
I    კვირა
·         მოეწყო საკლასო დისკუსია;
·         გადაწყდა, რომ საზეიმოდ აღგვენიშნა I ივნისი-ბავშვთა საერთაშორისო დღე;
·         წავიკითხეთ მხატვრული ნაწარმოებები ბავშვთა უფლებების დაცვაზე, თანასწორობაზე, მეგობრობაზე, ტოლერანტობაზე;
·         დავუკავშირდით გლდანის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს და შევთანხმდით, რომ ბავშვთა დაცვის დღე აღგვენიშნა ჩვენს სკოლაში;
·         ინტერნეტში და სხვადასხვა გზით მოვიძიეთ საჭირო ფონოგრამები, კარაოკე შერჩეული სიმღერებისთვის და ცეკვებისთვის.
·         მოვიმარაგეთ საჭირო რესურსი. (ფორმატის ქაღალდები და მარკერები მე მქონდა, დანარჩენი მოსწავლეებს ჰქონდათ ხელოვნების გაკვეთილებისთვის);
II   კვირა
·         დავწერეთ ზღაპრების სცენარები, გავანაწილეთ როლები, ლექსები, სიმღერები...
·         ხელოვნების გაკვეთილებზე ვხატავდით სხვადასხვა თემაზე;
·         დავიწყეთ  საქველმოქმედო მიზნებისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთის მოგროვება;
·         დავიწყეთ  რეპეტიციების ჩატარება;
III   კვირა
·         ვატარებდით  რეპეტიციებს;
·         სხვა კლასებსაც ვთხოვეთ დაგვხმარებოდნენ საქველმოქმედო მიზნების განხორციელებაში;
IV კვირა
·         საზეიმოდ აღვნიშნეთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,-გლდანის სოციალურად დაუცველ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად;
·         გავმართეთ  საკლასო დისკუსია,-რა მოეწონათ პროექტზე მუშაობის პროცესში, რას გააუმჯობესებდნენ;
·         დავწერე პროექტის რეფლექსია;

პროექტის მონიტორინ
გი
შეფასება და
თვითშეფასება




პროექტის მსვლელობის პროცესში აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს,
(შეფასებისა და თვითშეფასების ცხრილები იხილეთ  დანართში).
შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმებით:

·         მოსწავლეთა ჩართულობა;
·          წაკითხულის, ნანახისა  და მოსმენილის გააზრების უნარი;
·         შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა;
·         გამოხმაურება მშობლებისგან.



თვითშეფასების მარტივი  კითხვარი მოსწავლეებისთვის
რა მოგცათ სოციალურმა  პროექტმა?
ა) გავეცანი ბავშვთა უფლებებს, დავრწმუნდი, რომ დახმარების აღმოჩენა მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება, დიდი სიკეთეა;
ბ)  ბავშვთა საერთაშორისო დღე ხალისიანად გავატარე;
გ) საინტერესო არაფერი;
მუშაობის  დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის როგორი დამოკიდებულება იყო?
ა)ბევრად უკეთესი;
ბ) როგორიც აქამდე იყო;
გ)უარესი;
 პროექტის დროს საქმიანობით  კმაყოფილი ხარ?
ა) კმაყოფილი ვარ;
ბ) მეტს ველოდი;
გ)უკმაყოფილო ვარ.
მასწავლებლის თვითშეფასება
·         შევძელი თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული მიზნები სრულად განხორციელდა.
·         რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
პროექტით განსაზღვრული ყველა აქტივობა განხორციელდა.
·         რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
აღსანიშნავია, რომ პროექტმა კიდევ უფრო დააკავშირა კლასი და განავითარა თანამშრომლობა, აღნიშნულმა პროექტით შევძელით ბავშვთა საერთაშორისო დღე სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად აღგვენიშნა, მათთვის შეძლებისდაგვარად აღმოგვეჩინა დახმარება და ერთი დღე გაგვეხალისებინა.
·         რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
სტუმარი ბავშვები დარწმუნდნენ, რომ მათზე ფიქრობენ, ზრუნავენ, სიამოვნებთ მათთან ერთად ყოფნა, რომ დაცულია მათი  ერთმანეთთან კომუნიკაციის, თამაშისა და გართობის უფლება. ჩვენი მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ყველა ბავშვს თანაბარი უფლებები აქვს და ეს უფლებები ყველამ სათანადოდ უნდა დაიცვას.
·         ხომ არ მოხდარა პროექტის მოდიფიცირება?
პროექტის მსვლელობისას რაიმეს მოდიფიცირების საჭიროება არ შექმნილა.
·         რა უნდა გავითვალისწინო მომავალში?
რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უხალისებს ბავშვებს   ცხოვრებას, ამდენად, ასეთი აქტივობები უფრო ხშირად უნდა დავგეგმო.
პროექტის ხელმძღვანელი: ნესტან კუპრავა





პროექტის შეფასების რუბრიკა

რას დავაკვირდი
შეფასება

კარგი
საშუალო
სუსტი
წარმოდგენილი საკითხის აქტუალურობა

+


რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია პროექტის მიზანი და ამოცანები

+


რამდენად რეალურია შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს

+


რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული საჭირო რესურსი

+


თანმიმდევრობა- რამდენად ლოგიკურადაა აგებული

+



შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაკვირვების ცხრილი

რას დავაკვირდი
შეფასება

კარგი
საშუალო
სუსტი

მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი

+



მოსწავლეთა თანამშრომლობა

+



წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხი

+



შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის უნარი

+



მშობელთა გამოხმაურება

+












შეფასების     ფურცელი
მოსწავლის კონკრეტული საქმიანობის შესაფასებლად
თარიღი  ----------------------------------------
მოსწავლე ---------------------------------------
რისი ცოდნა და უნარები ფასდება------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშვნები:კ-კარგად;  ხ- ხარვეზებით;
                                                         


1




2




3




4




5




6




მასწავლებელი:  --------------------------------------

პროექტის ხელმძღვანელის  თვითშეფასების ფურცელი
(მარტივი ნიმუში)
თარიღი--------------                                    პროექტის ხელმძღვანელი:-------------------------------
პროექტის სახელწოდება: I ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა!- ჩვენ გვინდა ბედნიერი ბავშვობა! 
რა იყო გაკვეთილზე    კარგი

რა უნდა გავაუმჯობესო


რა მინდოდა

 რას მივაღწიე





სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის  22-ე საჯარო სკოლის  დაწყებითი კლასების მასწავლებლის ნესტან კუპრავას რეფლექსია სასწავლო წლის 4.05. 2018-4.06.2018  პერიოდში განხორციელებული სოციალური  პროექტის
 I ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა!- ჩვენ გვინდა ბედნიერი ბავშვობა!“  შესახებ
2017-2018 სასწავლო წლის  4.05. 2018-4.06.2018  პერიოდში მეორე კლასში  ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელდა სოციალური  პროექტი: „ „I ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა!- ჩვენ გვინდა ბედნიერი ბავშვობა!“
ეს იდეა გაჩნდა მიმდინარე სასწავლო წლის მაისის  დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სურვილი გაგვიჩნდა, რომ მოგვეწყო საქველმოქმედო აქცია,-სოციალურად დაუცველ ბავშვთა დასახმარებლად.  მოსწავლეთა სურვილმა, თვითონაც ჩაბმულიყვნენ ამ აქციის სამზადისში, მოტივაცია მომცა, რომ მომემზადებინა სოციალური პროექტი, რომლის შემაჯამებელი, საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართებოდა I ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს. გავმართეთ მცირე საკლასო დისკუსიები და შევაჯერეთ ჩვენი აზრი. ამ ინტერაქციებზე დაკვირვების შემდეგ გადავწყვიტე, რომ, ბავშვებისთვის გამეცნო „ბავშვის უფლებათა კონვენცია“,-შემოკლებული, ადაპტირებული, მეორეკლასელთათვის გასაგები ვარიანტი.   მოვიმარაგეთ საჭირო რესურსები და შევუდექით სამზადისს  სოციალური პროექტის განსახორციელებლად.  დავუკავშირდით გლდანის სიციალურად დაუცველ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს და ერთად განვსაზღვრეთ, თუ რა სახის დახმარება უფრო ესაჭიროებოდათ ბავშვებს და ჩვენ რის გაკეთებას შევძლებდით მათთვის. გავარკვიეთ ბავშვების რაოდენობა, მათი ასაკი და საჭიროებები.
            პროექტის მიზნებად განისაზღვრა:
·         დახმარების გაწევა გლდანის  სოციალურად დაუცველ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელთათვის;
·         ბავშვებში ტოლერანტობის, ურთიერთთანადგომის სურვილის აღძვრა, საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
·         მოსწავლეებისთვის ბავშვთა უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა;
·         ბავშვთა საერთაშორისო  დღის საზეიმოდ აღნიშვნა.
მეტად სასიამოვნოდ დამრჩა ის ფაქტი, რომ ამ საქველმოქმედო აქციაში ჩაბმა სხვადასხვა კლასების მოსწავლეებმაც ისურვეს. არ ველოდი, რომ პატარებისთვის ამდენი საჭირო და სასარგებლო  ნივთი შეგროვდებოდა. შევაგროვეთ საბავშვო წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი, ისეთი  საკვები პროდუქტები, რომლებიც მალე არ ფუჭდება...
I ივნისს სტუმარი ბავშვები სკოლაში თავიანთ მშობლებთან და აღმზრდელთან ერთად გვესტუმრნენ. თავდაპირველად მათ მივესალმე,   ჩვენს მოსწავლეებს გავაცანი  და ერთობლივ ხატვაზე მოვიპატიჟე. სკოლის მესამე სართულზე, დერეფანში ბავშვებისთვის გაშლილი იყო მაგიდები, სახატავი ფურცლები,-დიდი ფორმატები და სხვადასხვა რესურსი ხატვისთვის. ბავშვები ხატავდნენ თემებზე: „ჩვენ გვინდა ბედნიერი ბავშვობა,“ ჩემი ოცნების სახლი,“ „ჩემი ოჯახი,“ მე და ჩემი მეგობრები“... უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებმა ძალიან ლამაზი ნახატები შექმნეს, მათგან რამდენიმე განსაკუთრებით გამორჩეული.
შემდგომ ამისა, ბავშვები მივიპატიჟეთ სკოლის დარბაზში, რომელიც საზეიმოდ იყო მორთული. ჩვენმა მოსწავლეებმა სტუმრებისთვის იმღერეს, იცეკვეს, წარმოადგინეს ეპიზოდები ზღაპრებიდან...
კონცერტის შემდეგ ბავშვები მივიწვიეთ მცირე სადილზე, დავანაყრეთ ისინი და გადავეცით მათთვის გამზადებული დახმარება.
როგორც ბავშვებმა, ისე მათმა მშობლებმა კმაყოფილება გამოხატეს და მადლობა გადაგვიხადეს.  ჩვენც მადლობა გადავუხადეთ მათ, რადგანაც საშუალება მოგვცეს ბავშვთა დღის ასე მასშტაბურად აღნიშვნისა, კმაყოფილება გამოვთქვით მათი ორგანიზებული სტუმრობის,  წესრიგის გამო.
ჩემში განსაკუთრებული კმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 14 სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ  ბავშვს ეს დღე გავუხალისეთ, გავართეთ ისინი და თავი ბედნიერად ვაგრძნობინეთ. იგივე მეთქმის ჩემს მოსწავლეებზეც: ბავშვები მეტად მხიარულად გრძნობდნენ თავს და სტუმარ თანატოლებთან კომუნიკაცია სულაც არ გასჭირვებიათ.
დიდი სიამოვნებით აღვნიშნავ იმასაც, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ჩემი მოსწავლეების მშობლები ამ პროექტის წარმატებით მომზადებასაც და დასრულებასაც. მე გამუდმებით ვგრძნობდი მათ თანადგომას, მათ გულწრფელ სურვილს, რომ ეს დღე როგორც სტუმარი ბავშვებისთვის, ისე მათი შვილებისთვისაც გამორჩეული, დასამახსოვრებელი ყოფილიყო. აგრეთვე, ბავშვებისთვის გაწეული დახმარება მოჩვენებითი და საჩვენებელი კი არა, გულწრფელი და სასარგებლო გამხდარიყო.
მშობლები დამეხმარნენ, რომ როგორც ერთობლივი ხატვა, ასევე, კონცერტიც ლამაზ, მიმზიდველ გარემოში ჩატარებულიყო.  ამ დღეს  სკოლის მთავარი შემოსასვლელი, დარბაზი, შენობის მესამე სართულის ვრცელი ტერიატორია ლამაზად იყო მორთული, ამაში დიდი წვლილი ჩემი მოსწავლეების მშობლებსაც მიუძღვით.
შეუძლებელია არ აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენმა აქტივობამ სურვილი სხვებსაც აღუძრა  სტუმარი ბავშვების დახმარებისა.  ერთ-ერთმა ჩვენმა მშობელმა გადმოგვცა თავისი სამსახურის მენეჯერის მიწვევა,  სტუმარი ბავშვები თავიანთ მშობლებთან ერთად  მისულიყვნენ ერთ-ერთ კაფეში მათთვის საგანგებოდ გამართულ საქველმოქმედო სადილზე.  მშობლებმა სიამოვნებით მიიღეს ეს მიპატიჟება.
ჩემს  მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან მოვახდინე გამოკითხვა  ჩატარებული  საქმიანობის შესახებ.  ჩვენ ერთად განვიხილეთ ჩატარებული სამუშაო: რა იყო კარგი და მოსაწონი, რა არ მოგვეწონა, რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალში...
მშობელთა გამოხმაურება იყო მეტად პოზიტიური. მათ კმაყოფილება გამოხატეს ჩატარებული სამუშაოს მიმართ, გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი პროექტები  ხშირად განხორციელდეს.
რა იყო უარყოფითი:  ვფიქრობ, რომ აქტივობებისთვის განკუთვნილი დრო ცოტათი დაგვერღვა, მაგალითად: ხატვას უფრო დიდხანს მოვუნდით, ვიდრე განსაზღვრული იყო, ამიტომაც კონცერტის ბოლო ნომრების დროს ბავშვებს დაღლა შეეტყოთ.
რა უნდა გავითვალისწინო მომავალში:  ვეცდები, ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც რამდენიმენაწილიანია, დრო უფრო ზუსტად განვსაზღვრო და ეს განრიგი ზუსტად დავიცვა, ყველანაირად ვეცადო, რომ აქტივობები არ გაჭიანურდეს.
მიუხედავად ამ ხარვეზისა, ვფიქრობ ამ სოციალური პროექტით დასახული ყველა მიზანი შესრულდა.  რაც მთავარია, ჩვენ ბავშვებს გავუჩინეთ შეგრძნება, რომ ყველა ბავშვი თანასწორია, მათ თანაბარი უფლებები გააჩნიათ და ყველა ვალდებულია, ეს უფლებები დაიცვას, საჭიროებისამებრ, მოსწავლეებს  სათანადო დახმარება აღმოუჩინოს.
ვფიქრობ, რომ აღნიშნული პროექტი მიმდინარე სასწავლო წელს ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელებულ პროექტებს შორის საუკეთესოა და ყველაზე დასამახსოვრებელი.

სსიპ-დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი:  ნესტან კუპრავა
           4/06/2018


No comments:

Post a Comment