სასწავლო პროექტი-"სტუმრად გაზაფხულის ყვავილნარში"
პროექტის ხელმძღვანელის რეფლექსია
პროექტის ხელმძღვანელის რეფლექსია
მე და ჩემი პირველკლასელი მოსწავლეები
3 მარტიდან 10 მაისამდე სასწავლო პროექტზე,
“სტუმრად გაზაფხულის
ყვავილნარში“ ვმუშაობდით.
სასწავლო პროექტის მიზანი იყო: ბავშვებს
უფრო განევითარებინათ კითხვითი წიგნიერების უნარი, ზეპირმეტყველება, უფრო აქტიურად
ჩაბმულიყვნენ, გაეთავისებინათ სასკოლო ცხოვრება, უფრო გახალისებულიყვნენ და გაეაზრებინათ,
რომ ცოდნა მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შრომა როდია, იგი აგრეთვე დიდი სიამოვნების მიმნიჭებელია
ადამიანისათვის. აგრეთვე, ჩემი მიზანი იყო,
ბავშვებს გამოევლინათ თავიანთი ნიჭი, უნარები, შესაძლებლობები,- ვის რა ეხერხებოდა,-
ცეკვა, სიმღერა, სასცენო ნომრის შესრულება
თუ ლექსის სათანადოდ დეკლამირება...
თავდაპირველად, ბავშვებს კითხვის სხვადასხვა
სტრატეგიების გამოყენებით გავაცანი მცირე მოცულობის ტექსტები გაზაფხულზე,-სხვადასხვა
ჟანრისა. შევქმენით მარტივი კოგნიტური სქემები, ბავშვები ხატავდნენ, ქმნიდნენ აპლიკაციებს,
ხელნაკეთობებს, ვუყურებდით სასწავლო ვიდეოფილმებს, ვნახეთ ანიმაციებიც აღნიშნულ თემაზე,
მოსწავლეებიც და მშობლებიც ხშირად გამოხატავდნენ კმაყოფილებას მთელი ამ პროცესის მიმართ.
მეც აქტიურად ვმუშაობდი, მოვამზადე სცენარი,-„სტუმრად გაზაფხულის ყვავილნარში.“ ვფიქრობ,
ეს მეტად საინტერესო სასწავლო რესურსია, რომელიც სხვა მასწავლებლებსაც გამოადგებათ ამგვარ თემაზე მუშაობის დროს. მშობლები თავიანთ
შვილებს აქტიურად ეხმარებოდნენ სხვადასხვა დავალების შესრულებაში, ყველა ეს დავალება კი იყო სასიამოვნო, სახალისო, ბავშვის
ასაკისთვის შესაფერისი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მშობლის-ხათუნა ბერიძის აქტიურობა
ამ პროექტის წარმატებისათვის. მან ფერადი ქაღალდებისგან
დაამზადა ყვავილები, რითაც სცენა და დარბაზი გავაფორმეთ. მისმა ნამუშევარმა ჩვენს პირველკლასელებს საგაზაფხულო განწყობა შეუქმნა. პირველი შემთხვევა
როდია, როცა ქალბ. ხათუნა კლასს ასე უდგას
მხარში.
10 მაისს ჩავატარეთ საზეიმო -შემაჯამებელი
ღონისძიება, ბავშვებმა წარმოადგინეს მუსიკალურ-ლიტერატურული მონტაჟი „სტუმრად გაზაფხულის
ყვავილნარში,“ შეასრულეს სხვადასხვა სასცენო ნომერი, -როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ
ენებზე. მათ შეძლეს სცენაზე თავი მშვიდად დაეჭირათ
და მაყურებლებისთვის თავიანთი შესაძლებლობები დაენახვებინათ, სრულად გამოევლინათ თავიანთი
ნიჭი, უნარები. მაყურებელი კმაყოფილებას გამოხატავდა პატარების ნამუშევრის მიმართ.
ბავშვებმა ამ დღეს ბევრი საქებარი სიტყვა დაიმსახურეს.
შედეგი ჩემი შეფასებით ასეთია:
v მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ინფორმაციას
და შეიძინეს განსაზღვრული ცოდნა გაზაფხულის შესახებ;
v გარკვეულწილად, განავითარეს თავიანთი
კითხვითი წიგნიერება, როგორც მხატვრული, ასევე საინფორმაციო ტექსტების კითხვით;
v შეძლეს სახვითი ნამუშევრების შექმნა,
გამოფენა, შეიძინეს პრეზენტაციის წარმართვის საწყისი ჩვევა;
v შეძლეს მაყურებლის წინაშე გამოევლინათ
თავიანთი უნარები, შესაძლებლობები, ნიჭი.
v შეძლეს ერთმანეთთან თანამშრომლობა.
v მშობლებს გაუჩნდათ მოტივაცია, რომ უფრო
აქტიურად ჩაებან სასკოლო ცხოვრებაში;
მოსწავლეები წავახალისე სიმბოლური საჩუქრებით,
შევაფასე სასწავლო პროექტი განმავითარებელი
შეფასებით.
ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ მოსწავლეები
თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, მათი უდიდესი ნაწილი კარგად მეტყველებდა, არ გასჭირვებიათ
სასცენო ნომრის ინგლისურ ენაზე წარდგენაც კი. დიდ კმაყოფილებას ვგრძნობდი, როცა მაყურებლები,-მშობლები,
მასწავლებლები, შეფასების ჯგუფის წევრები აღნიშნავდნენ,
თუ როგორ განავითარეს ბავშვებმა სხვადასხვა უნარები სასწავლო წლის მანძილზე, რამდენად
კარგად მოახდინეს ადაპტირება სასკოლო გარემოში, როგორ იგრძნობოდა, რომ ისინი უკვე სკოლის
ნაწილი იყვნენ.
იყო გულსატკენი ფაქტიც: სსსმ მოსწავლემ
ავადმყოფობის გამო ამ აქტივობებში მონაწილეობის
მიღება ვერ მოახერხა, არადა, ისიც სხვებივით დიდი მონდომებით ემზადებოდა ამ დღისთვის.
ეს ფაქტი ბავშვებმაც წყენით აღნიშნეს.
ვფიქრობ, ამ სასწავლო პროექტის ყველა მიზანი განხორციელებულია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი პირველკლასელების
ცოდნისა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების საქმეში.
„ეს ოქროსფერი შემოდგომაა!“
მე და ჩემი პირველკლასელი მოსწავლეები 6 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით
ვმუშაობდით სასწავლო პროექტზე: „ეს ოქროსფერი შემოდგომაა!“
სასწავლო პროექტის მიზანი:
·
მოსწავლეებს
გაეაქტიურებინათ თავიანთი ცოდნა წელიწადის
დროებზე, შემოდგომაზე;
·
გაეგონ
ახალი ინფორმაციები;
·
გადმოეცათ
თავიანთი შთაბეჭდილებები, ემოციები;
·
შეძლებოდათ თავიანთი ნახატების კლასისთვის წარდგენა/პრეზენტაცია;
·
მნიშვნელოვნად
განევითარებინათნ ზეპირმეტყველება, -მათი ასაკისთვის შესაფერისი ლექსების დეკლამირებით,
მცირე მოცულობის პიესების შესრულებით... საგაკვეთილო დროში: სხვადასხვა ჟანრის მარტივი
ტექსტების თხრობით.
ჩემი პირველკალასელი
მოსწავლეებისთვის ეს პირველი სასწავლო პროექტია, მასზე მუშაობა გადამაწყვეტინა იმან,
რომ ბავშვებში შეინიშნებოდა სურვილი თავიანთი
შთაბეჭდილებების გადმოცემისა,ლექსის წაკითხვისა, ნახატების წარდგენისა და ა. შ. ვფიქრობდი,
რომ საინტერესო აქტივობა პირველკლასელი მოსწავლეეებისთვის მოტივაციის აღმძვრელიც იქნებოდა სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისათვის. რომ ბავშვები
შეიძენდნენ მსგავს პროექტებში მონაწილეობის
გამოცდილებას, გახალისდებოდნენ, შეაჯამებენ თავიანთ ცოდნას აღნიშნულ საკითხზე.
სასწავლო პროექტის
წარმატებით განსახორციელებლად ინტერნეტში შევარჩიე ფოტო და ვიდეომასალა, შევარჩიე სასწავლო
სტრატეგიები, მოვახდინე საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო დროის ორგანიზება, მოვაწყვე
ბავშვების ნახატების გამოფენა, ჩავატარეთ საკლასო ღონისძიება და გაწეული სამუშაო შევაფასეთ.
მოსწავლეები მოტივირებული იყვნენ, რომ აღნიშნული
სასწავლო პროექტი საინტერესოდ და ხალისიანად ჩატარებულიყო. მათ შეისწავლეს ნეთ-ბუკში
ჩატვირთული ინფორმაცია წელიწადის დროებზე, კერძოდ: შემოდგომაზე, მუშაობდნენ ხელოვნების გაკვეთილებზე,
შინიდანაც მოიტანეს ნახატები და კლასში გამოფინეს. მეც საგანგებოდ მოვემზადე როგორც
საგაკვეთილო, ისე არასაგაკვეთილო პროცესებისთვის. მოსწავლეებს ვუჩვენე საბავშვო კლიპები შემოდგომაზე, შევაქმნევინე ასოციაციური
რუკა, შევთავაზე გამოცანები, ვნახეთ მცირე
ფორმატის ორი ანიმაციური ფილმი, ვიმსჯელეთ
მათზე. მოსწავლეებმა გააკეთეს ნახატების პრეზენტაციები,
გადმოსცეს თავიანთი ემოციები, გააკეთეს დასკვნა...
ჩვენ მიერ შესრულებული
სამუშაო შევაჯამეთ 25 ნოემბერს საკლასო საზეიმო ღონისძიებით, რომელსაც ესწრებოდნენ
მშობლები და მოწვეული მასწავლებლები, მათ შორის სკოლის ხარისხის ჯგუფის წევრები. მოსწავლეებმა წაიკითხეს ნასწავლი ლექსები, წარმოადგინეს
მცირე მოცულობის პიესები, იმღერეს ქართულად და ინგლისურად.
მოსწავლეებმა და
მათმა მშობლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავსი
ღონისძიება ისევ გაიმართოს სხვადასხვა თემაზე. დავპირდი, რომ მსგავსი სასწავლო პროექტებს განვახორციელებთ ზამთარშიც
და გაზაფხულზეც.
ძალიან გამახარა
ბავშვების ემოციებმა, ამ დღეს მათ ძალიან იხალისეს, ვიგრძენი მათი კმაყოფილება, ისიც,
რომ პროექტი წარმატებული აღმოჩნდა.
ძალიან გამახარა
იმანაც, რომ სსსმ მოსწავლემ პირველად წარმოთქვა საჯაროდ ლექსი, მართალია, ჩემი და ფსიქოლოგის
დახმარებით, მაგრამ ეს მაინც სასიამოვნო ფაქტი იყო. მშობელსაც სიხარული ეტყობოდა.
იყო ხარვეზიც,-ორ
მოსწავლეს საკმაოდ გაუჭირდა ქცევის მართვა. იძულებული გავხდი მათთვის ჩუმად, ტაქტიანად
მიმეთითებინა.
მეორე დღეს მე და
ჩემმა მოსწავლეებმა ერთად შევაფასეთ ეს პროექტი. ბავშვებმა იმსჯელეს, გამოხატეს თავიანთი
შთაბეჭდილებები, თქვეს, რომ ეს დღეები არასოდეს დაავიწყდებათ, რომ კვლავ სიამოვნებით
იმუშავებენ ამგვარ თემებზე.
ჩემი დაკვირვებით, პირველკლასელებს შეუძლიათ მსგავს სასწავლო პროექტებში
მონაწილეობა, მათ მეტად სასიამოვნო განწყობა გაუჩნდათ ამგვარ აქტივობებში ჩართვისთვის.
რა შედეგი მივიღეთ:
მოსწავლეებმა შეძლეს მარტივი ინფორმაციების გადმოცემა ზემოთაღნიშნულ საკითხზე, მათ
შეძლეს ბუნებაში მიმდინარე მოვლენებზე საუბარი, გადმოსცეს თავიანთი შთაბეჭდილებები,
გამოხატეს ეს შთაბეჭდილებები თავიანთ ნახატებში, ზეპირმეტყველებით, შეძლეს მუშაობა წყვილებში, მოსწავლეთა გარკვეულ რაოდენობას
აქვს კარგი დიქცია, ინტონაციები, არტისტიზმის ნიშნები, რამდენიმეს ეხერხება ლექსის
დეკლამირება, იგრძნობოდა, რომ მოსწავლეებს მოეწონათ ამგვარი აქტივობა და დიდი ხალისით
მიიღებენ მონაწილეობას სხვა პროექტებში. ასეთივე განწყობილება გამოხატეს მშობლებმა,
რომლების ამ პროქტის შეჯამებას ესწრებოდნენ.
შემდეგი აქტივობისთვის
ვეცდები მეტი ყურადღება მივაქციო იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ
ქცევის მართვაში, ვეცდები, მოვახდინო პრევენცია, გამოვიკვლიო მიზეზები, დავარწმუნო
ბავშვები, კარგად ავუხსნა, როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ შეიძლება შეგვიშალოს ხელი არასწორმა
ქცევამ, და ა.შ.
თეთრი ზამთარი მოსულა!
მე
და ჩემი პირველკლასელი მოსწავლეები მიმდინარე სასწავლო წლის 1 დეკემბრიდან
27 იანვრამდე ვმუშაობდით სასწავლო პროექტზე: “თეთრი ზამთარი მოსულა!“
ამ
პროექტზე მუშაობა იმან გადამაწყვეტინა, რომ ზამთრის არდადეგებიდან დაბრუნებულ ბავშვებს
თავიანთი შთაბეჭდილებების გადმოცემა შეძლებოდათ ჩავლილ დღესასწაულებზე, სხვადასხვა
ადგილებში მოგზაურობაზე და ა.შ.
პროექტის
მიზნად განისაზღვრა შემდეგი: მოსწავლეებს შეძლებოდათ თავიანთი ცოდნის გააქტიურება ზამთარზე და ზამთრის დღესასწაულებზე,
გადმოეცათ
თავიანთი შთაბეჭდილებები, განევითარებინათ კითხვის, მოსმენის, ზეპირმეტყველების უნარები,
შეძლებოდათ ზამთრის არდადეგებზე დაგროვილი
ნამუშევრების კლასისთვის წარდგენა/პრეზენტაცია, გასჩენოდათ მოტივაცია სასწავლო პროცესში
კვლავ ჩართვისა.
მოსწავლეები მოტივირებული იყვნენ, რომ პროექტზე მუშაობა საინტერესოდ და ხალისიანად წარმართულიყო. დეკემბერში წავიკითხეთ სხვადასხვა ჟანრის ტექსტი
ზამთარზე, მოვამზადეთ სცენარი, ზამთრის არდადეგებიდან დაბრუნებულ ბავშვებს მომზადებული ჰქონდათ ინტერნეტში, წიგნებში მოძიებული
მასალა ზამთარზე, მოიტანეს ნახატები, მცირე ზომის თხზულებები, რამდენიმე მათგანმა თავისი
საყვარელი წიგნიც კი მოიტანა. შემაჯამებელი ღონისძიებისთვის მეც საგანგებოდ ვიყავი
მომზადებული. გვესწრებოდნენ სტუმრები,-მშობლები, სკოლის დირექტორი, შეფასების ჯგუფის
წევრები. ბავშვებს ვუჩვენე რამდენიმე ახალი საბავშვო მუსიკალური კლიპი ზამთარზე, შევთავაზე
გამოცანები, ანდაზები, ვნახეთ მცირე ფორმატის
ანიმაციური ფილმი, ვიმსჯელეთ მასზე.
ბავშვებმა გადმოსცეს თავიანთი არდადეგების
შთაბეჭდილებები.
შემდგომ
ამისა, შევქმენით ასოციაციური რუკა ზამთარზე, მოსწავლეებმა წაიკითხეს არდადეგების დროს
ნასწავლი ლექსები, გააკეთეს პრეზენტაციები, კლასს და მაყურებლებს წარუდგინეს არდადეგების დროს შექმნილი სახვითი ნამუშევრები,
წარმოადგინეს მცირე მოცულობის პიესები.
სურვილი
გამოთქვეს, რომ ასეთივე ღონისძიება ჩატარდეს საგაზაფხულო თემაზეც. დავთქვით, რომ საინტერესო
სასწავლო პროექტი გაზაფხულზეც გაიმართება.
მოსწავლეებმა
იმუშავეს წყვილებში, მოიფიქრეს თავიანთი საახალწლო დაპირებები, რომელიც მე და რამდენიმე
მშობელმა დავუწერეთ ფერად წებოვან ფურცლებზე,
დააკრეს ფლიპჩარტზე და გამოფინეს.
ძალიან
გამახარა იმ ფაქტმა, რომ ის მოსწავლეები, რომლებსაც წინა ღონისძიებაზე ქცევის მართვა
გაუჭირდათ, ახლა მშვიდად, მოწესრიგებულად გამოიყურებოდნენ.
სასიამოვნო
იყო ის ფაქტიც, რომ მოსწავლეები ახლა უკეთ მეტყველებდნენ, ეს მაყურებლებმაც აღნიშნეს.
სსსმ მოსწავლემ ახლაც გაბედულად წარმოთქვა მცირე ზომის მარტივი ლექსი.
მეორე
დღეს ბავშვებმა იმსჯელეს თავად შემაჯამებელი /საზეიმო დღის შესახებ. თქვეს, კვლავ სიამოვნებით იმუშავებენ ამგვარ თემებზე.
ჩემი
დაკვირვებით, პირველკლასელებმა მეტად ხალისიანად
დაიწყეს ახალი სემესტრი. მოსწავლეებს სასიამოვნო განწყობა გაუჩნდათ სასწავლო პროცესში
კვლავ ჩასართავად.
რა
შედეგი მივიღეთ: მოსწავლეებმა შეძლეს მარტივი ინფორმაციების გადმოცემა ზემოთაღნიშნულ
საკითხზე, მათ შეძლეს ბუნებაში მიმდინარე მოვლენებზე საუბარი, გადმოსცეს თავიანთი ემოციები,
გამოხატეს შთაბეჭდილებები ვიზუალურად (ნახატებით)
და ზეპირმეტყველებით, შეძლეს გუნდურად მუშაობა, მუშაობა წყვილებში, რამდენიმე მოსწავლემ
შესანიშნავი არტისტული მინაცემებიც კი გამოამჟღვნა,
რამდენიმემ შეძლო ლექსის საუცხოოდ დეკლამირება.
იგრძნობოდა, რომ მოსწავლეებს მეტად სასიამოვნო განწყობილება გაუჩნდთ ამგვარ სამუშაოსთან
დაკავშირებთ. დამსწრე მასწავლებლებმა და მშობლებმა კმაყოფილება გამოხატეს ამ სასწავლო პროექტის მიმართ.
ვეცდები,
შემდეგი სასწავლო პროექტისთვის სათანადო მუშაობა გავწიო მოსწავლეთა ზეპირმრტყველების
უნარების განსავითარებლად, ვავარჯიშო ისინო გამოთქმით კითხვაში, ინტონაციების დახვეწაში...
სასწავლო პროექტი-"საახალწლო ტრადიციები საქართველოში და მსოფლიოს ქვეყნებში"
მე
და ჩემი მეხუთეკლასელი მოსწავლეები მიმდინარე
სასწავლო წლის 1 დეკემბრიდან ზამთრის არდადეგების დაწყებამდე -28 დეკემბრამდე
ვმუშაობდით
სასწავლო პროექტზე: „საახალწლო ტრადიციები საქართველოში
და მსოფლიოს ქვეყნებში“
·
პროექტის
მიზნად განისაზღვრა შემდეგი:
·
მოსწავლეებს
განევითარებინათ ჯგუფური მუშაობის უნარი,
·
მოეგროვებინათ
ინფორმაციები მსოფლიოს რიგ ქვეყნებში საახალწლო
ტრადიციებზე;
·
შეექმნათ
საპრეზენტაციო სლაიდ-შოუს შექმნა;
·
განევითარებინათ
ზეპირი პრეზენტაციის უნარი;
·
განავითარებინათ
კითხვითი წიგნიერების დონე;
·
გადმოსცენ
თავიანთი შთაბეჭდილებები, გამოეხატათ თავიანთი ემოციები;
·
გაუჩნდეთ მოტივაცია მგავსი სასწავლო
პროექტების მომზადებისა;
·
ზამღრის
არდადეგებზე დაწყების წინ მათთვის სკოლაში მიგვენიჭებინა ხალისიანი განწყობილება, მიგვეცა ცოდნა და ამავე
დროს შეგვექმნა ლამაზი გარემო მხიარულებისთვის, სიხარულისთვის...
მოსწავლეები მოტივირებული იყვნენ, რომ ამ პროექტზე მუშაობა საინტერესოდ და მიზნობრივად წარმართულიყო. დეკემბერში წავიკითხეთ სხვადასხვა ჟანრის ტექსტი
სხვადასხვა წყაროებიდან, -წიგნებიდან, ჟურნალებიდან, გაზეთებიდან, იმტერნეტპროგრამებიდან,
ბავსვები მუსაობდნენ ჯგუფებად, კარგად თანამშრომლიბდნენ,
ამავე დროს გაუჩნდათ ჯანსაღი კონკურენციის გრძნობა.
საპრეზენტაციო ფაილებად
უმრავლესობამ აირჩია Movie maker-ის პროგრამა. ამ პროგრამაში მუშაობა
მათ თვითონ ვასწავლე. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ და დიდი ხალისით შეუდგნენ მუშაობას,
მათი აზრით, ამ ხერხით შექმნილი პრეზენტაცია გამოიყურებოდა როგორც პატარა ფილმი.
ჯგუფები
მუშაობდნენ შემდეგ თემებზე:
·
საახალწლო
ტრადიციები და რიტუალები საქართველოში და მსოფლიოს ქვეყნებში;
·
საახალწლო
ტრადუციები ძველად,-საიდან იღებს სათავეს ზოგი ტრადიცია;
·
საახალწლო
სიმბოლოები;
·
სადღესასწაულო
კერძები;
ოთხივე ჯგუფმა მოამზადა
თითო სიმღერა, ცეკვა და საახალწლო მილოცვა.
ბავშვებმა შექმნეს მეტად საინტერესო და მიმზიდველი
საახალწლო პოსტერები. მათ ეს პოსტერები დარბაზში გამოფინეს.
28
დეკემბერს საინტერესოდ გაიმართა საზეიმო დღეც. მოსწავლეებმა/ჯგუფებმა წარმოადგინეს
თავიანთი პრეზენტაციები მაყურებლების წინაშე. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ სათქმელი
ეთქვათ მკაფიოდ, დამაჯერებლად, არგუმენტირებულად, ვიზუალური ეფექტების თანხლებით.
წარმოადგინეს
საინტერესო და მხიარული მუსიკალური ნომრებიც, თუმცა ძირიტადი ყურადღება გადატანილი
იყო საპრეზენტაციო ნაწილზე, მიულოცეს მაყურებლებს დამდეგი ახალი წელი საგანგებო მიძღვნებით.
სკოლის
დირექტორმა, რუსუდან ზედაშიძემ მოსწავლეები დააჯილდოვა ქების სიგელებით.
გაწეული
საქმიანობის გათვალისწინებით, წინასწარ ვგრძნობდი, რომ შემაჯამებელი დღე ძალიან საინტერესო
გამოვიდოდა, მაგრამ მოსწავლეების პრეზენტაციებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა და ძალიან
გამახარა.
კარგი
იყო, რომ ბავშვებმა მნიშვნელოვნად განავითარეს პრეზენტაციის უნარი, მიიღეს გარკვეული
ცოდნა და განავითარეს კითხვის უნარ-ჩვევები. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ
ამ დღეს ბავშვები მხიარულად გამოიყურებოდნენ, ბედნიერები ჩანდნენ.
მიუხედავად
ბევრი პოზიტივისა, შეინიშნებოდა გარკვეული ხარვეზიც: ზოგი მოსწავლე (განსაკუთრებით
ორი ჯგუფის ხელმძღვანელი) თავს გრძნობდა დომინანტურ როლში, ზედმეტად აქტიურობდა და
ამით ზოგჯერ ხელს უშლიდა ჯგუფის შედარებით
მორიდებულ წევრებს საკუთარი ცოდნის წარმოჩენაში.
ზოგჯერ ისინი ცდილობდნენ კარნახს ან აწყვეტინებდნენ სათქმელს თანატოლებს.
ამ
სიტუაციიდან შემდეგი დასკვნა გამოვიტანე: ამ ასაკის ბავშვებს ხშირად სჭირდებათ შეხსენება
იმისა, რომ ყველას აზრი ღირებულია და ლაპარაკი, განსაკუთრებით პრეზენტაციის დროს, სხვას
არ უნდა შეაწყვეტინო, ყველას უნდა მისცე საშუალება
საკუთარი საქმიანობის თუ ცოდნის წარდგენისა.
მიუხედავად ამისა, მოსწავლეებმა შეძლეს ჯგუფურად
მუშაობა, ზოგმა მოსწავლემ შესანიშნავი არტისტული მინაცემებიც გამოამჟღვნა, შეძლო ლექსის დეკლამირება.
მომავალში, მსგავსი
სასწავლო პროექტების მომზადების დროს, მეტ ყურადღებას მივაქცევ წესების შემუშავებას,
მოსწავლეებში მეტყველების ხარვეზების აღმოფხვაზე მუშაობას, ხშირად გავამახვილებ ყურადღებას
გუნდური თანამშრომლობის პრინციპებზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ
დაწყებითი კლასების მასწავლებლები, მშობლები,
შეფასების ჯგუფის წევრები. მათ კმაყოფილება
გამოხატეს განხორციელებული სასწავლო პროექტის მიმართ.
No comments:
Post a Comment