ქართული
ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება
სამოდელო
გაკვეთილი
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
ბუნებისმეტყველება
|
კლასი: მეოთხე
მასწავლებელი: ნესტან კუპრავა
|
თემა: ვასილ გულეური-„როგორ დაკარგა ნაკადულმა თავი“
|
|
დრო:
ერთი საგაკვეთილო საათი
|
|
შესავალი
|
|
ამ ინტეგრირებულ გაკვეთილზე დასასწრებად გარდა ხარისხის ჯგუფის წევრებისა, მოვიწვევ მოთხრობის ავტორს-საბავშო მწერალს და
პოეტს ვასილ გულეურს.
|
|
სწავლის შედეგები:
|
|
დამოკიდებულება: მოსწავლეები გამოავლენენ აღნიშნული ტექსტის ესთეტიკური და ეთიკური
შეფასების სურვილს. ისინი
განმარტავენ, თუ რით არის ეს ნაწარმოები მათთვის საინტერესო, რა მოეწონათ,(ინფორმაცია,
ამბავი, პერსონაჟის საქციელი, ბუნების აღწერა თუ დიალოგები), მონაწილეობას მიიღებენ
წაკითხულის ირგვლივ გამართულ დიალოგებში, მოიყვანენ მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან;
|
|
ცოდნა: მოსწავლეები ისწავლიან ახალ სიტყვებს, (შეიშმუშნა, ბელტი, ხეობა, ყლუპი, ღელე, ჭინჭრაქა,
მდორე), ტუ როგორ ჩნდება ნაკადულები, როგორ ერთვიან ისინი
მდინარეს, ტექსტის წაკითხვის ახალ სტრატეგიებს, დასკვის გაკეთებას;
|
უნარი: მოსწავლეები განავითარებენ კითხვის უნარს,
ახალი სტრატეგიების გამოყენების უნარს, წაკითხული
ტექსის გააზრების უნარს, შეეჩვევიან ჯგუფურ
მუშაობას, განავითარებენ მოსმენის კულტურას;
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ. ქართ. IV. 1. მოსწავლეს
შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
·
მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ
ხაზს და თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი
მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
·
ასახელებს მოქმედ პირებს;
·
მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ.,
მოვლენათა, მოქმედებათა დროსა და ადგილს);
·
ამოიცნობს ტექსტში გამოცემულ მოვლენებს,
მოქმედებებს შორის არსებულ ლოგიკურ (მიზეზ-შედეგობრივ, ოპოზიციურ, პირობით, დათმობით
და სხვა) კავშირებს;
·
განსაზღვრავს ტექსტში გადმოცემულ მოქმედებათა,
მოვლენათა ქრონოლოგიას;
·
გამოყოფს სიუჟეტის განვითარების ეტაპებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს,
დასასრულს);
·
ამოიცნობს ნაწარმოების ძირითად თემას/ქვეთემებს,
იდეას.
ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
·
ცდილობს ამოიცნოს
უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობა ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების,
ნაცნობი ფუძის, კონტექსტისა და სხვ.) დახმარებით;
·
ტექსტის უკეთ
გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;
ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით
გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
ბუნ.IV.6.მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა.
·
ფერის მიხედვით ასხვავებს წყალსა და ხმელეთს გლობუსსა და
რუკაზე;
·
აღწერს გეოგრაფიულ
ობიექტებს, მათ შემადგენელ ნაწილებსა
(მაგ., მდინარის სათავე, შესართავი, კალაპოტი,
) და მახასიათებლებს (მაგ., ჩქარი - მდორე,);
|
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა:
მოსწავლეებს
უკვე აქვთ უნარი წაკითხული ტექსტის გასააზრებლად
კითხვის ახალი სტრატეგიების გამოყენებისა, თუმცა დღეს გამოსაყენებელი რამდენიმე სტრატეგია
მათთვის უცნობია. მათ შეუძლიათ სიტყვების კონტექსტში სიტყვის მნიშვნელობის
გააზრებაც. ვფიქრობ, შევძლებ ამ გაკვეთილით დასახული მიზნების განხორციელებას;
|
გაკვეთილის გეგმა
|
||||||
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:
მოსწავლეები ჩემს ირგვლივ ნახევარწრედ განლაგდებიან.
ისინი ერთი პოზიციიდან დამინახავენ, უჩვეულო გარემო კი მაპროვოცირებელი იქნება გაკვეთილისადმი
ინტერესის აღსაძრავად.
|
||||||
სასწავლო მასალა: წინასწარ მოზადებული ტექსტი, სლაიდ-შოუ : „ნაკადულის დაბადება“ განმავითარებელი
შეფასების სქემები: თვითშეფასების ფურცლები. „ვარსკვლავები და საფეხურები“
|
||||||
გამოყენებული მეთოდები და სტრატეგიები
|
||||||
·
სლაიდ-შოუს ჩვენება;
·
ტექსტის კითხვა „ხმამაღალი ფიქრის
მეთოდით“
·
პერსონაჟის დახასიათების მარტივი
სქემა;
·
სტრატეგია: „გაყინული ეპიზოდი“;
·
უკუკავშირი-სხვადასხვა დონის შეკითხვების
დასმა, თამაში „დიახ-არა“;
·
სტრატეგია: „ცხელი სკამი“
·
შეფასება: „ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი“,“
·
შეფასების სქემის გაცნობა: „ვარსკვლავები
და საფეხურები“.
|
||||||
პირველი ეტაპი-წაკითხვამდე
გაკვეთილის ძირითადი მიზნების გაცნობა
მოსწავლეებს
გავაცნობ გაკვეთილის მიზანს, ვეტყვი, რომ დღეს წავიკითხავთ საინტერესო ტექსტს ნაკადულზე;
ტექსტის მოკლე მომოხილვა
მოკლედ მიმოვიხილავ
ტექსტს, გავამახვილებ მათ ყურადღებას ლიტერატურული
ნაწარმოებების ჟანრის მრავალგვარობაზე.
სლაიდ-შოუს ჩვენება
პროექტორით ვაჩვენებ სამწუთიან სლაიდ-შოუს
ნაკადულის დაბადებაზე, მოსწავლეთა ყურადღებას
გავამახვილებ ეკოლოგიურ საკითხზე, წყლის მნიშვნელობაზე;
მეორე ეტაპი
ტექსტის კითხვა
ვკითხულობ ტექსტს
„ხმამაღალი ფიქრის მეთოდით“. გზადაგზა ვმუშაობ სიტყვის მნიშვნელობის გააზრებაზე,
ნაწარმოების ვიზუალიზებაზე, საკუთარი დამოკიდებულების წარმოჩენაზე.
მესამე ეტაპი
პერსონაჟების გამოყოფა
გამოვაყოფინებ
პერსონაჟებს. შევთავაზებ ახალ სქემას მათი
საქციელის გასააზრებლად, ვავსებთ სქემას დაფაზე.
სტრატეგია: „გაყინული ეპიზოდის ჩვენება“
მოსწავლეები
წარმოადგენენ სცენას ნაწარმოებიდან, მისი რომელიმე ეპიზოდიდან. სხვები ცდილობენ ამ
ეპიზოდის გამოცნობას. ეს სტრატეგია ხელს შეუწყობს ტექსტის შინაარსის გახსენებას.
უკუკავშირი
ცოდნის მონიტორინგის
მიზნით, მოსწავლეებს წავუკითხავ მცდარ და ჭეშმარიტ წინადადებებს, მოსწავლეები პასუხობენ
„დიახ/არა“ ბარათებით;
მცდარია/მართალია:
ნაკადული მთის კალთაზე დაიბადა.
მან მიწიდან თავიდანვე ზღვასავით ამოხეთქა.
მან მიწიდან თავიდან წვეთებად ამოჟონა.
ნაკადული აღმა აჰყვა კალაპოტს.
ნაკადული თავქვე დაუყვა ხეობას.
ნაკადულს მოეწონა ბუნების სილამაზე
და საოცარი ხმები.
ნაკადული მზის სხივებმა გაალამაზა.
კოკისპირულმა წვიმამ ნაკადულს ძალ-ღონე
დაუსუსტა.
ნაკადული კლდესთან მიწაში ჩაიკარგა.
ნაკადული კლდიდან ჩანჩქერად გადმოსკდა.
ნაკადული გაამაყდა და ზედაც არავის
უყურებდა.
ბაქია ნაკადული მასზე ძლიერმა მდინარემ
მიიტაცა.
ამ ნაწარმოებშიც ჩანს, რომ ძლიერზე
ძლიერი ყოველთვის მოინახება;
თუ ძლიერი ხარ, უნდა იამაყო.
არშეიძლება, შენი ძლიერებით იამაყო.
ყველა ნაკადული მდინარეს, ტბას ან ზღვას
ერთვის.
ყველაზე დიდი სიძლიერე ერთად ყოფნაა.
„დიახ/არა“
ბარათები პასუხის ბარათების ვარიაციაა. ყველა მოსწავლეს ექნება წინასწარ გამზადებული
ერთი-ორი ბარათი. ერთზე წერია „დიახ“, მეორეზე -„არა“. შეიძლება ორმხრივი ბარათის
დამზადებაც. შეკითხვების დასმის შემდეგ მოსწავლეები შესაბამის ბარათს ასწევენ. მასწავლებელი
ამოწმებს, ვინ გასცა სწორი და ვინ არასწორი პასუხი. გაიაზრეს თუ არა მოსწავლეებმა
ტექსტი სწორად.
სტრატეგია „ცხელი სკამი“
მოსწავლე გამოდის
და ჯდება ე. წ. „ცხელ სკამზე“. სხვები მას შეკითხვებს უსვამენ პერსონაჟის ირგვლივ.
შემდეგ პერსონაჟს მოსწავლე თავად ირჩევს.
შეჯამება/შეფასება
აქტივობა- „ყველაზე მნიშვნელოვანი“
ფლიპჩარტზე /დაფაზეშევავსებინებ სქემას:
ამ მოთხრობიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ...
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ...
საშინაო დავალებები
·
გააკეთეთ ამ ნაწარმოების ილუსტრაციები;
·
შეადგინეთ მოთხრობის მოკლე შინაარსი;
·
მისწერეთ წერილი ნაკადულს;
·
დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილება გაკვეთილის
შესახებ.
2016 წელი. მაისი
|
საგაკვეთილო ტექსტი
როგორ დაკარგა ნაკადულმა თავი
ვასილ გულეური-წიგნიდან "სოფლისა და ქალაქის ზღაპრები"
ვასილ გულეური-წიგნიდან "სოფლისა და ქალაქის ზღაპრები"
პატარა ნაკადული მთაში დაიბადა. დიდხანს იყო მიწის ქვეშ ჩაძინებული. ერთ დღესაც გამოიღვიძა და ადგილი ეპატარავა. შეიშმუშნა, მხრები გაასწორა და ამოძრავდა. ხან მარჯვნივ გაიწია, ხან მარცხნივ. სივრცე ცოტა მოათავისუფლა და გასასვლელს დაუწყო ძებნა. ნელ–ნელა გაძვრა მიწის ბელტებს შორის, თანდათან მაღლა მიიწევდა და როცა ერთ ადგილას სინათლის სხივი გამოჩნდა, მიხვდა, მიზანთან ახლოს იყო. ძალა მოიკრიბა და მიწიდან ჯერ წვეთებად ამოჟონა, მერე თანდათან იმატა და ბოლოს მთელი ძალით ამოხეთქა.
თავქვე მონახა და ვიწრო ხეობაში დაეშვა. თანდათან გახალისდა და მხიარულად ალიკლიკდა.
– სად ვიყავი ამდენ ხანს, იმ სიბნელეში როგორ მეძინა, – ხმამაღლა ფიქრობდა ნაკადული. – აქ რა კარგია, სინათლე და სითბოა, ირგვლივ სიმწვანეა და საოცარი ხმები ისმის. – ყური მიუგდო ჩიტების ჭიკჭიკს, ნიავის ქროლვას და ფოთლების შარიშურს და გზა განაგრძო.
– შეხედეთ, შეხედეთ, რა კარგი ნაკადულია! – მოესმა ხმა და მის ნაპირთან პატარა, ბოლოქანქარა ჩიტი დასკუპდა. ნისკარტით ორი ყლუპი მოსვა და ნაპირებზე ხტუნვა დაიწყო.
ნაკადულს ახლა ყვავილებმა გადმოხედეს და სიხარულით გაიღიმეს.
– ოჰ, რა კარგია, როგორ გვწყუროდა! – მერე თავი დახარეს და მწვანე ფოთლებით პირი გადაინამეს.
მზის სხივები ნაკადულს შეერია და ათასფერად გაიბნა. ახლა მოციმციმე ნაკადად მოჩქეფდა და თანდათან ძალაც ემატებოდა.
– რა კარგია, რომ გამოვიღვიძე! რამდენი მელოდებოდა, თურმე, რამდენს ვჭირდები!
ნაკადული სიამაყით აივსო და უფრო ძლიერ ალიკლიკდა.
საღამო ხანს ცაზე შავი ღრუბლები გამოჩნდა. თანდათან ჩამობნელდა, მერე რამდენჯერმე ძლიერად დაიქუხა და უცებ შხაპუნა წვიმა წამოვიდა.
ნაკადულმა იგრძნო, რომ ძალა ემატებოდა. წვიმის წყალმა მისი სათავე გააძლიერა, გზაშიც წვიმის ნაკადები შეუერთდნენ და ნაკადული კიდევ უფრო გაიზარდა, მომძლავრდა და ახლა უკვე პატარა ღელედ იქცა.
– გზა მომეცით, გზა! ხომ ხედავთ, რომ მოვდივარ! – თავმომწონედ გაიძახოდა და ქვებს მძლავრად ეხეთქებოდა.
მოულოდნელად კლდის ნაპირას აღმოჩნდა. გონს მოსვლა ვერ მოასწრო, რომ დიდი სიმაღლიდან, ჰაერში გადაეშვა.
– აააააააა.... კლდეებში გაიბნა ნაკადულის ხმა და სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, რომ მთელი ძალით ძირს დაენარცხა, შხეფები შორს გაისროლა და გზა განაგრძო.
– რა კარგი იყო! – მოეწონა ნაკადულს, რომელიც ახლა უკვე კლდიდან პატარა ჩანჩქერად ეშვებოდა. უფრო ხალისიანად აჩხრიალდა და ისევ გზა განაგრძო.
თანდათან სიამაყით ივსებოდა ნაკადული. თავმომწონედ მიარღვევდა ფერდობს, კალაპოტს იკეთებდა და იზრდებოდა.
გათენდა. მზემ ისევ ააბრჭყვიალა ნაკადული. მოულოდნელად მელა მიცუნცულდა მის ნაპირთან. დაეწაფა და წყალი მოსვა, მერე კი თათებით სახე მოიბანა.
– ნუ ჩაყავი შენი ცხვირი და ნუ ამამღვრიე! – დაუტია ნაკადულმა მელას, შხეფები სახეზე შეაყარა და გზა განაგრძო.
ახლა ჭინჭრაქა დასკუპდა ნაკადულთან, მერე მეორეც მოფრინდა და ნაკადულით ფრთები დაისველეს.
– მოშორდით, რას შემომესიეთ! – ნაკადულმა ჭინჭრაქებიც დააფრთხო და უფრო მძლავრად შეარხია მხრები.
ყვავილებს ზედაც აღარ შეხედა, ლამის გადაქელა მძლავრი ნაკადით და თანდათან უფრო გაივაკა.
– მე ნაკადული ვარ, მძლავრი ნაკადული! უფრო გავიზრდები და მთელ ქვეყანას მოვივლი! – ხმამაღლა გასძახოდა მის ნაპირთან აბიბინებულ ყვავილებს, რომლებიც შემკრთალები ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
ნაკადულს რაღაც ხმა მოესმა. თითქოს ვიღაც დუდუნებდა.
– უნდა გავიგო, რა არის, – თქვა და გზიდან გადაუხვია.
ხმა გაძლიერდა, თანდათან უფრო მკვეთრად მოესმა თავისი ჩხრიალის მსგავსი, მაგრამ უფრო მძლავრი და მდორე ხმა. მკვეთრად მოუხვია, სისწრაფით თავი ვეღარ შეიკავა და ვიდრე გონს მოვიდოდა, დიდი მდინარის ტალღებში ამოყო თავი.
– ეე!.. ეეეე!.. აქ რა მინდა... გამიშვით... აქ სად ვარ... – აყვირდა ნაკადული, მაგრამ მდინარის ტალღებმა ღრმად ჩააყურყუმელავეს, დაატრიალეს და საკუთარ ტალღებს შეურიეს.
ასე დაკარგა გაამაყებულმა ნაკადულმა თავი და მთის ნაკადულიდან ერთი დიდი მდინარის ჩვეულებრივ შენაკადად იქცა.

No comments:
Post a Comment